გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე ვა---–-----------ე
მოპასუხეები შპს „EU-------T”, სამ–-----–-----------------ო+
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს „EU-------T“-ს და „სამ–-----–-----------------ო+“-ს ვა---–-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 43 000 ლარი, სარგებელი 7525 ლარი და არსებულ დავალიანებულ თანხაზე - 50 525 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 0.1 %-ის გადახდა 2017 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ 98-111)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 31 ოქტომბერს ვა---–-----------ეს (გამსესხებელი) და შპს EU-------T“-ს (მსესხებელი, დირექტორი ქე--------------–---–ი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გადაეცა 43 000 ლარი, 6 თვის ვადით, 3.5%-ის სარგებლის ყოველთვიური დარიცხვის პირობით.
ვინაიდან, მსესხებელი ვერ ახერხებდა თანხის გადახდას, მოპასუხის თხოვნით 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 აგვისტომდე, დამატებით 4 თვით, 3.5%-ის სარგებლის ყოველთვიური დარიცხვის პირობით. სესხის ვადის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0.1%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ქე--------------–---–მა, რომელიც ერთდროულად არის შპს „EU-------T“-ს და „სამ–-----–-----------------ო+“-ის დირექტორი, განაცხადა რომ შპს „EU-------T“-ს მიერ ნასესხები თანხებით აწარმოებდა „სამ–-----–-----------------ო+“-ის მშენებლობას და შესაბამისად ეს უკანასკნელი თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, როგორც აქტიური მეწარმე სუბიექტი არის თავდები მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების გამომდინარე არსებულ ვალდებულებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სწორედ აღნიშნულმა განცხადებებმა ჩამოუყალიბა მას მყარი ნდობა მსესხებლის თავდების მიმართ და ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 აგვისტომდე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება კვლავ დაარღვია და თანხა არ გადაუხადა მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 შპს „EU-------T“-მა (წარმოდგენილი დირექტორის ქე--------------–---–ის სახელით) წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა კონკრეტულად რომელ ნაწილში ცნობს მოთხოვნას არ მიუთითებია. რაც სასამართლოს შეფასებით სარჩელის ცნობად ვერ ჩაითვლება.
2.2 „სამ–-----–-----------------ო+“ წერილობითი წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს არ ცნობს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს.
აღსანიშნავია, რომ ქე--------------–---–მა, როგორც შპს „EU-------T“-ის და „სამ–-----–-----------------ო+“-ის დირექტორმა წერილობითი ფორმით უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. იგი თანახმაა საქმის განხილვა გაიმართოს მისი დასწრების გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „EU-------T“-ს (წარმოდგენილი დირექტორის ქე--------------–---–ის სახელით) და ვა---–-----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „EU-------T“-ს 6 თვის ვადით, სესხის სახით გადაეცა 43 000 ლარი, 3.5%-ის სარგებლის ყოველთვიური დარიცხვის პირობით. სესხის ვადის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0.1%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 აპრილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 85-86)
3.1.2. 2017 წლის 31 აპრილს მხარეებს შორის დაიდო „საანაბრე ხელშეკრულება ვადის გაგრძელების შესახებ“, რომლის თანახმად გამსესხებელი, ვა---–-----------ე გასცემს მსესხებელზე შპს „EU-------T“-ზე ფულად ანაბარს 43 000 ლარს, 3.5%-ის სარგებლის ყოველთვიური დარიცხვის პირობით. სესხის ვადის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საანაბრე ხელშეკრულება (ს.ფ 87-88)
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „EU-------T“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მისი დავალიანება შედგება სესხის ძირითად თანხის - 43 000 ლარის, მასზე დარიცხულ სარგებლის 7525 ლარის და სესხის ვადის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო ყოველდღიურად გადასახდელი 0.1% პირგასამტეხლოსგან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ვა---–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „EU-------T“-ის ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ხოლო „სამ–-----–-----------------ო+“-ის ნაწილში დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 230-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე პასუხისმგებელს სუბიექტს ძირითად მსესხებელთან ერთად სამ–-----–-----------------ო+“-იც წარმოადგენს.
ვა---–-----------ე სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ ქე--------------–---–ი, რომელიც ერთდროულად არის შპს „EU-------T“-ს და „სამ–-----–-----------------ო+“-ის დირექტორი შპს „EU-------T“-ს მიერ ნასესხები თანხებით აწარმოებდა „სამ–-----–-----------------ო+“-ის მშენებლობას და შესაბამისად ეს უკანასკნელი თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, როგორც აქტიური მეწარმე სუბიექტი არის თავდები მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ვალდებულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 892-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თავდები გამოხატავს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულების ნებას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მისი ნამდვილობისათვის ადგენს წერილობით განცხადების ფორმას და რაოდენობრივად განსაზღვრულ თანხის ფარგლებს, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
მიუხედავად უდავო ფაქტობრივი გარემოებისა, რომ სარჩელში მოპასუხედ დასახელებული ორივე იურიდიული პირის დირექტორი არის ერთიდაიგივე პიროვნება, სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოსარჩელის არგუმენტაციის გასაზიარებლად. ქე--------------–---–ის მოქმედება - სესხის ხელშეკრულების დადების მიზნით, უნდა შეფასდეს დამოუკიდებლად სახელშეკრულებო ურთიერთობად ვა---–-----------ეს და შპს „EU-------T“-ს შორის და მხოლოდ ერთერთი სატელევიზიო არხით ქე--------------–---–ის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ შეფასდება ” სამ–-----–-----------------ო+“ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადებულ თავდებობის ხელშეკრულებად.
სხვაგვარი მსჯელობის განვითარება, რომ ქე--------------–---–მა, როგორც „სამ–-----–-----------------ო+“-ს დირექტორმა თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განახორციელა თავდებობა შპს „EU-------T“-ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებული ნორმის მიზანს. ამასთან, არც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არც მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ „EU-------T“-ს მიერ ნასესხები თანხებით აწარმოებდა „სამ–-----–-----------------ო+“-ის მშენებლობას.
სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლი გარიგების ნამდვილობის წინაპირობად არსებით პირობებზე განჭვრეტადი ნების გამოვლენას მიიჩნევს, რამდენადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება გასაზიარებილად მინიმუმ ის მაინც უნდა დგინდებოდეს რომელი ვალდებულების უზრუნველყოფა მოახდინა ქე--------------–---–მა „სამ–-----–-----------------ო+“-ის სახელით და რა ფარგლებში. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოპასუხე „სამ–-----–-----------------ო+“ წერილობითი წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს არ ცნობს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და თავდებ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. ნების გამოვლენისას დაცული უნდა იყოს მატერიალური და ფორმალური წინაპირობები. ვინაიდან, „სამ–-----–-----------------ო+“-ს ძირითად მოვალესთან ერთად არ გამოუვლენია ნება სოლიდარულად პასუხისმგებლობის შესახებ, ვა---–-----------ის მოთხოვნა სამ–-----–-----------------ო+“-ის, როგორც თავდები პირის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული იქნა სხდომა. ქე--------------–---–მა, როგორც შპს „EU-------T“-ის და „სამ–-----–-----------------ო+“-ის დირექტორმა წერილობითი ფორმით უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. იგი თანახმაა საქმის განხილვა გაიმართოს მისი დასწრების გარეშე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები შპს „EU-------T“-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის ნაწილში იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. უდავოა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხე შპს „EU-------T“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა---–-----------ე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ძირითადი თანხის 43 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
უდავოა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც. ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის - 7525 ლარის ნაწილშიც.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1570.31 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე,230-ე, 234-ე, 236-ე, 237-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ვა---–-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და საქმეზე მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. ვა---–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. შპს „EU-------T”-ს (ს/კ 4--------) ვა---–-----------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 43 000 ლარი, სარგებელი 7525 ლარი და არსებულ დავალიანებულ თანხაზე - 50 525 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 0.1 %-ის გადახდა 2017 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ვა---–-----------ეს უარი ეთქვას შპს ,, სამ–-----–-----------------ო +“ - ის (ს/კ 4--------) მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. შპს „EU-------T”-ს (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1570.31 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხეს 05 (ხუთი) დღის ვადაში გადაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სხდომაზე გამოუცხადებელი მოპასუხის მიერ მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.
8. გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი