გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
330310017002024106
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5152-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - ა---------–-----–--------–---–ი

წარმომადგენლები - ს-----------------ე, დ----------------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ც-------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ი

წარმომადგენლები - ჯ------------–-–---–ი, ი-------------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2 დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაცემული T------------ (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები იხ.: ტომი II, ს.ფ.117-118).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ა---------–-----–--------–---–ი 1980 წელს შევიდა თ---–----------–-–---------------------ში და 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული უნივერისტეტის სრული კურსი სპეციალობით ისტორია და მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 ივნისის შეხვედრის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 33-43).

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-440).

 

3.1.2. შ--------–-----–------------------------–-–---------------------ის 1988 წლის 16 მაისის №4/100 ბრძანებით, ა---------–-----–--------–---–ს ნება დაერთო ჩაებარებინა საკანდიდატო მინიმუმის საგნები 07.00.02 სსრკ ისტორიის სპეციალობით და გაფორმდა მაძიებლად 1988 წლის 15 მაისიდან 1993 წლის 15 მაისამდე გ---------------------------–-------------------–--------------------–ის მეცნიერ-მუშაკად, დაუმტკიცდა სადისერტაციო თემად ,,რ-------–-------------–--ი’’ (ს---------------ი), როგორც კახეთის სამეფო ისტორიის წყარო და დაენიშნა მეცნიერ-ხელმძღვანელად პროფესორი მ-------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 ივნისის შეხვედრის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 33-43).

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-440).

 

3.1.3. საქართველოს განათლების სამინისტროს ი----------–---–--------–---ის თ---–----------–-–---------------------ის მიერ 2005 წლის 1 სექტემბერს გაცემული საკანდიდატო გამოცდის მოწყობის შესახებ №227 კრებსითი უწყისის თანახმად, ა---------–-----–--------–---–მა ჩააბარა საკანდიდატო გამოცდები - წყაროთმცოდნეობაში (ფრიადი 29.05.1991 წელი), გერმანული ენა (კარგი 04.06.1991 წელი), ფილოსოფია (კარგი 12.11.1992 წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს განათლების სამინისტროს ივ. ჯავახიშვილის სახ. თ---–----------–-–---------------------ის 2005 წლის 1 სექტემბერის კრებსითი უწყისი N227 (ტომი I, ს.ფ. 425).

 

3.1.4. სსიპ ი------------–---–--------–---ის თ---–----------–-–---------------------მა 2014 წლის 30 სექტემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ გ---------------------------–-------------------–--------------------–ის მეცნიერ-მუშაკი ა---------–-----–--------–---–ი 1988 წლის 15 მაისიდან 1993 წლის 15 მაისამდე გაფორმდა მაძიებლად თ---–----------–-–---------------------ში სპეციალობით სსრკ ისტორია. მას სადისერტაციო თემად დაუმტკიცდა ,,რ-------–-------------–--ი როგორც კახეთის სამეფოს ისტორიის წყარო’’ და ნება დაერთო ჩაებარებინა საკანდიდატო მინიმუმის საგნები (თ----- რექტორის ბრძანება №4/100, 16.05.1988). ა---------–-----–--------–---–ს მაძიებლობის პერიოდში ჩაბარებული ჰქონდა საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------------–---–--------–---ის თ---–----------–-–---------------------ის 2014 წლის 30 სექტემბრის წერილი (ტომი I, ს.ფ. 70).

 

3.1.5. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის 2006 წლის 18 დეკემბრის №580 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 ივნისის შეხვედრის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 33-43).

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-440).

 

3.1.6. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------––----------------------ის მიერ წარდგენილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების თანახმად, (დამტკიცებული აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქმი №5, 11.12.2006წ) დებულების 26-ე მუხლით მოწესრიგებული იყო გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად, პირები, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრამდე გახდნენ ასპირანტები ან მაძიებლები, უფლებამოსილნი იყვნენ გაეკეთებინათ განაცხადი გამარტივებული წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ, თუ მათ ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმებით გათვალისწინებული ყველა საგანი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და შესრულებული ჰქონდათ სადისერტაციო ნაშრომის 70%, თავისუფლდებოდნენ მისაღები გამოცდებისაგან, 1 სამეცნიერო სემინარის მომზადებისაგან და დოქტორანტურაში სწავლისაგან წლინახევრით, ხოლო ის პირნი რომელთაც ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმებით გათვალისწინებული ყველა საგანი ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დასრულებული ჰქონდათ დისერტაციაზე მუშაობა და გავლილი ჰქონდათ აპრობაცია, თავისუფლდებოდნენ სასწავლო კომპონენტისაგან. მათთვის სავალდებულო იყო 1 სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, (ამ მოთხოვნისაგან თავისუფლდებოდნენ დოქტორანტები ენათმეცნიერების მიმართულებით), რის შემდეგაც მათ მიერ წარდგენილ დისერტაციას მიეცემოდა მსვლელობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------––----------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულება (ტომი I, ს.ფ. 75-84).

 

3.1.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ი-------------–---–--------–----------–----------––----------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების (დამტკიცებული აკადემიური საბჭოს სხდომაზე, ოქმი №5, 11.12.2006) 26-ე მუხლში (გარდამავალი დებულებები) კი მითითებული იყო, რომ პირები, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრამდე გახდნენ ასპირანტები ან მაძიებლები, უფლებამოსილნი იყვნენ გაეკეთებინათ განაცხადი გამარტივებული წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ, თუ მათ ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმებით გათვალისწინებული ყველა საგანი და შესრულებულო ჰქონდათ სადისერტაციო ნაშრომის 70%, თავისუფლდებოდნენ მისაღები გამოცდებისაგან, 1 სამეცნიერო სემინარის მომზადებისაგან და დოქტორანტურაში სწავლისაგან წლინახევრით, ხოლო ის პირნი, რომელთაც ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული ყველა საგანი და დასრულებული ჰქონდათ დისერტაციაზე მუშაობა, თავისუფლდებოდნენ ორივე სამეცნიერო სემინარისაგან, მათ უნდა მისცემოდათ საშუალება დაეცვათ დისერტაცია ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------––----------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულება (ტომი I, ს.ფ. 85-94).

 

3.1.8. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების შედეგები, რომლის თანახმადაც წელიწადნახევრიანი პროგრამით დოქტორანტურაში სწავლების უფლება მოიპოვა ა---------–-----–--------–---–მა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამით.

 

აკადემიური საბჭოს №11 ოქმის თანახმად, წელიწადნახევრიანი პროგრამით ჩაირიცხნენ დოქტორანტები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ ასპირანტურა ანდა ჩაბარებული ჰქონდათ საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული საგნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 211-212).

- სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის №11 ოქმი (ტომი II, ს.ფ. 29-34).

 

3.1.9. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანებით დამტკიცდა მისაღები გამოცდების შედეგები, რომლის მიხედვითაც ა---------–-----–--------–---–მა წელიწადნახევრიანი პროგრამით სწავლის უფლება მოიპოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორანტურაში საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 429-430).

 

3.1.10. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის 2009 წლის 30 ივნისის №427 ბრძანების თანახმად, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული დოქტორანტურის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალობით კურსდამთავრებული ა---------–-----–--------–---–ი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ამოირიცხა დოქტორანტთა შემადგენლობიდან სადოქტორო დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-440).

3.1.11. თ--–---------------–---–--------–-----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიის 2009 წლის 9 ივლისის №13 დაცვის ოქმით, სადისერტაციო კოლეგიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დოქტორანტ ა---------–-----–--------–---–ის დისერტაცია ,,ე---------–------------------–----–-------------------------–--–------------------------–---------–-----–-----------------–------------------ი” შეფასდა 84,5 ქულით, ,,ძალიან კარგი’’ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-440).

 

3.1.12. დადგენილია, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაიცა T------------ (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომი მასზედ, რომ სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა---------–-----–--------–---–ს მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დოქტორის დიპლომი T------------ (სარეგისტრაციო N8) (ტომი I, ს.ფ. 257).

 

3.1.13. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის 2009 წლის 11 სექტემბრის №367 ბრძანებით ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე საქართველოს ისტორიის მიმართულებით დაინიშნა ა---------–-----–--------–---–ი, 2009 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 11 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.14. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №4), საბჭომ მიიღო დადგენილება სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორად ა---------–-----–--------–---–ის არჩევის შესახებ, 4 წლით, 2013 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 8 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

3.1.15. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბრის №1.2/4215 ბრძანებით, სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორად რეგისტრაციაში გატარდა ა---------–-----–--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.16. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით უარი ითქვა ა---------–-----–--------–---–ის დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.17. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 04 დეკემბრის №1.2/4260 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ,,სსიპ ი-------------–---–--------–----------–--------------------ის რექტორად - ა---------–-----–--------–---–ის უფლებამოსილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბრის №1.2/4215 ბრძანება, მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.18. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2011141000 დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი უნდა ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, თუმცა 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- აქტით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა არ დაადასტურა ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაცემული დოქტორის T------------ დიპლომის ნამდვილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.19. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-----–--------–---–მა გაასაჩივრა სასამართლოში. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილებით ა---------–-----–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

3.1.20. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული M---------------- გადაწყვეტილებით, ა---------–-----–--------–---–ს კვლავ უარი ეთქვა დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა M---------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 431-448).

 

3.1.21. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 1988-1993 და 2006-2009 წლების ასპირანტურისა და დოქტორანტურის სადისერტაციო საბჭოს დებულებები თ----- არქივისთვის არ ყოფილა გადაცემული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120-136).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–-----–--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება, ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაცემული დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სადავო სფეროში მომქედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

 

,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

6.4. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით უარი ითქვა ა---------–-----–--------–---–ის დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-----–--------–---–მა გაასაჩივრა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის N3------ გადაწყვეტილებით ა---------–-----–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდგომ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული M---------------- გადაწყვეტილებით, ა---------–-----–--------–---–ს კვლავ უარი ეთქვა დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების თანახმად, (დამტკიცებული აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქმი №5, 11.12.2006წ) დებულების 26-ე მუხლით მოწესრიგებული იყო გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად, პირები, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრამდე გახდნენ ასპირანტები ან მაძიებლები, უფლებამოსილნი იყვნენ გაეკეთებინათ განაცხადი გამარტივებული წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ, თუ მათ ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმებით გათვალისწინებული ყველა საგანი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და შესრულებული ჰქონდათ სადისერტაციო ნაშრომის 70%, თავისუფლდებოდნენ მისაღები გამოცდებისაგან, 1 სამეცნიერო სემინარის მომზადებისაგან და დოქტორანტურაში სწავლისაგან წლინახევრით, ხოლო ის პირნი რომელთაც ჩაბარებული ჰქონდათ ე.წ. საკანდიდატო მინიმუმებით გათვალისწინებული ყველა საგანი ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დასრულებული ჰქონდათ დისერტაციაზე მუშაობა და გავლილი ჰქონდათ აპრობაცია, თავისუფლდებოდნენ სასწავლო კომპონენტისაგან. მათთვის სავალდებულო იყო 1 სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, (ამ მოთხოვნისაგან თავისუფლდებოდნენ დოქტორანტები ენათმეცნიერების მიმართულებით), რის შემდეგაც მათ მიერ წარდგენილი დისერტაციას მიეცემოდა მსვლელობა. ამასთან, ა---------–-----–--------–---–ის მიერ არ განხორციელებულა სწავლის საფასურის გადახდა არც 2007 წლის თებერვლის მდგომარეობით და არც იმპერიოდის მდგომარეობით, რითაც დარღვეულია დოქტორანტურაში სრული უფლებამოსილების მოპოვების და სწავლის პირობა. ცენტრი ასევე უთითებს, რომ ა---------–-----–--------–---–ის მიერ არ იყო დაცული სადისერტაციო ნაშრომის 70%-ის შესრულების კრიტერიუმი. ამასთან, ცენტრი უთითებს სადისერტაციო თემის შეცვლაზე, ა---------–-----–--------–---–ის სადისერტაციო თემა ი------------–---–--------–---ის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში იყო - ,,რ-------–-------------–--ი როგორც კახეთის სამეფოს იტორიის წყარო’’, ხოლო თ--–----------––---------------------ში დოქტორანტურაში ჩარიცხვისას ა---------–-----–--------–---–ის სადისერტაციო თემა იყო სრულიად ახალი - ,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის პირველ მესამედში, ა-–-----------------–------------------ი’’.

მოპასუხე ასევე უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის N316 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ’’ დებულებასა და ინსტრუქციაზე. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი აბარებდა სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ საკანდიდატო გამოცდებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამოცდების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით კრებსითი უწყისის სახით, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით. ჩაბარებული საკანდიდატო გამოცდის შედეგი ძალაშია შვიდი წლის განმავლობაში. ინსტრუქციის მე-8 დანართის ფორმის მიხედვით ა---------–-----–--------–---–მა თ--–----------–-–---------------------ის დოქტორანტურაში ჩარიცხვისას წარმოადგინა საკანდიდატო გამოცდების ჩაბარების კრებსითი უწყისი, საიდანაც დასტურდება ხსენებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის N316 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 04 ივნისს მიღებული N341 ბრძანებულებით. ა---------–-----–--------–---–ი თ--–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა 2007 წლის 12 თებერვალს ხსენებული ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით. ვინაიდან, ა---------–-----–--------–---–მა 1991-1992 წლებში ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები, თ--–----------–-–---------------------ში ჩარიცხვის მომენტში გასული იყო საკანდიდატო მინიმუმებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა განმარტა, რომ ა---------–-----–--------–---–ის მიერ 1991-1992 წლებში საკანდიდატო მინიმუმების ჩაბარება ვერ იქნებოდა განხილული, როგორც თ--–----------–-–---------------------ის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამარტივებული წესით (წელიწადნახევრიანი პროგრამა) ჩარიცხვის წინაპირობის დაკმაყოფილება.

 

ამასთან, ცენტრმა აღნიშნა, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მის მიერ ვერ იქნა დადგენილი, საქმის მასალებში წარმოდგენილი თ--–----------–-–---------------------ის 2006 წლის 26 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ავთენტურობის საკითხი. ამდენად, ცენტრი დაეყრდნო უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილ დოკუმენტსა და განმარტებებს, რომლის თანახმადაც ცენტრის მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს N812845 აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს განხილული და გამოკვლეული დებულება იყო ერთადერთი სარწმუნო დოკუმენტი.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების შედეგები, რომლის თანახმადაც წელიწადნახევრიანი პროგრამით დოქტორანტურაში სწავლების უფლება მოიპოვა ა---------–-----–--------–---–მა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამით. აკადემიური საბჭოს №11 ოქმის თანახმად, წელიწადნახევრიანი პროგრამით ჩაირიცხნენ დოქტორანტები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ ასპირანტურა ანდა ჩაბარებული ჰქონდათ საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული საგნები. სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანებით დამტკიცდა მისაღები გამოცდების შედეგები, რომლის მიხედვითაც ა---------–-----–--------–---–მა წელიწადნახევრიანი პროგრამით სწავლის უფლება მოიპოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორანტურაში საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში.

 

სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის 2009 წლის 30 ივნისის №427 ბრძანების თანახმად, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული დოქტორანტურის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალობით კურსდამთავრებული ა---------–-----–--------–---–ი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ამოირიცხა დოქტორანტთა შემადგენლობიდან სადოქტორო დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებით. თ--–---------------–---–--------–-----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიის 2009 წლის 9 ივლისის №13 დაცვის ოქმით, სადისერტაციო კოლეგიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დოქტორანტ ა---------–-----–--------–---–ის დისერტაცია ,,ე---------–------------------–----–-------------------------–--–------------------------–---------–-----–-----------------–------------------ი” შეფასდა 84,5 ქულით, ,,ძალიან კარგი’’ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაიცა T------------ (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომი მასზედ, რომ სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა---------–-----–--------–---–ს მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ 2006 წელს მიღებული სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების 2 ვარიანტი, რომელიც განხილული იყო ფაკულტეტის საბჭოს 2006 წლის 26 ნოემბრის №4 სხდომაზე და დამტკიცდა აკადემიურის საბჭოს 2006 წლის 11 დეკემბრის №5 სხდომის ოქმით. აღნიშნული დებულების 26-ე მუხლი ,,გარდამავალი დებულებები’’ არ არის იდენტური. შესაბამისად, ცენტრის მიერ ვერც ამჯერად იქნა დადგენილი რომელიმე დებულების ავთენტურობა. დაუდგენელია ასევე, რომელი დებულებით იხელმძღვანელა სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის აკადემიურმა საბჭომ 2007 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილების მიღებისას, რომლითაც დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების შედეგები წელიწადნახევრიანი პროგრამით ა---------–-----–--------–---–ისთვის დოქტორანტურაში სწავლების უფლების მინიჭებისას. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, ის ფაქტი, რომ ცენტრის მიერ ვერ იქნა დადგენილი რომელიმე კონკრეტული დებულების ავთენტურობა, ვერ გახდება მოსარჩელის საზიანო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა ფორმით უნდა ყოფილიყო დადასტურებული კანდიდატის მიერ სადისერტაციო ნაშრომის 70%-ით შესრულება, მაშინ როდესაც კონკრეტული მითითება სადოქტორო ნაშრომის ფურცლების ოდენობასთან მიმართებით არსად არ იყო დაფიქსირებული. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრის მიერ ა---------–-----–--------–---–ის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობაზე მითითება ვერ გახდება დიპლომის ნამდვილობაზე უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული საფუძვლით უარის თქმას არ ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის N316 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, ჩაბარებული საკანდიდატო გამოცდების შედეგები ძალაში იყო შვიდი წლის განმავლობაში. აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე მიუთითებს მოპასუხე მხარე, თუმცა წინამდებარე ბრძანებულება ვერ გავრცელდება მოსარჩელე მხარეზე, ვინაიდან იგი განსაზღვრავს სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--–----------–-–---------------------ის პროფესორის, სადავო პერიოდში კი თ--–----------–-–---------------------ის რექტორის - გ-----------–-----ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დოქტორანტურის დებულება მისი რექტორობის დროს იქნა მიღებული. დებულების 26-ე მუხლთან (გარდამავალი დებულება) დაკავშირებით მის მიერ განმარტებულ იქნა, რომ შესაბამისი კომისიის სხდომაზე დებულებაში ჩაიდო სამი ძირითადი პირობა: 1. ვისაც ჩაბარებული ჰქონდა საკანდიდატო მინიმუმი და წარმოდგენილი ჰქონდა დისერტაცია - გადიოდა პირდაპირ დაცვაზე; 2. ვისაც ჩაბარებული ჰქონდა საკანდიდატო მინიმუმი და დისერტაციის 70% - უნდა ესწავლა წელიწად ნახევარი; 3. ვინც არ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს - უნდა ესწავლა 3 წელი. რაც შეეხება დებულებაში 5 წელთან დაკავშირებით მითითებას, მისი განმარტებით, იმ დროს როცა მოსარჩელე აბარებდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 5-წლიანი ეს შეზღუდვა არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის N316 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ’’ დებულებასა და ინსტრუქციასთან მიმართებით მოწმის მიერ განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული ბრძანებულება განმარტავდა სამეცნიერო ხარისხის მინიჭების წესს და არა დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული - თ--–----------–-–---------------------ის ქართულ-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტის პროფესორ ქ------------–---–-----–-----ის განმარტებებზე, რომელიც სადავო პერიოდში იყო სადისერტაციო საბჭოს მდივანი, ასევე დოქტორანტურაში მიმღები კომისიის თავმჯდომარე და მის ფუნქციებში შედიოდა საბუთების გადასინჯვა კომისიის წევრებთან ერთად. მოწმის განმარტებით, დოკუმენტაციის შემოწმება ხდებოდა დებულების გათვალისწინებით, რომელშიც განსაზღვრული იყო დოქტორანტურაში მიღების ძირეული პროცედურა, ა---------–-----–--------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა უწყისი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა ყველა საგანი. რაც შეეხება სადოქტორო ნაშრომის 70%-ის შესრულებას, აღნიშნული შეფასება დაფუძნებული იყო პირად გამოცდილებაზე და არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო დონეზე.

 

6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ასევე დადგინდეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, მედდის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე ბს-746-730(კ-12), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება. მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა კანონიერების დაცვის პრინციპს. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მოსარჩელის მიერ სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ში მიღებული განათლება.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.8. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------–-----–--------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება ა---------–-----–--------–---–ის დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ ი-------------–---–--------–----------–----------–-–---------------------ის მიერ ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაცემული T------------ (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოსარჩელე ა---------–-----–--------–---–ს აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

7.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 25 ივლისისა და 2017 წლის 25 აგვისტოს სადვოკატო მომსახურების საფასურის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე - ა---------–-----–--------–---–ს განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურების საფასურად, გადახდილი აქვს თანხა - 2000 (1000+1000) ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 215-216).

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების, ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მოსარჩელის - ა---------–-----–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 23-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა---------–-----–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ--–-------------------–---–--------–-----------–-–---------------------ის მიერ ა---------–-----–--------–---–ის სახელზე გაცემული T------------ დოქტორის დიპლომის (სარეგისტრაციო N8) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ა---------–-----–--------–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ა---------–-----–--------–---–ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე