გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.12.2018
საქმის ნომერი
330310018002685888
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6588-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

მოსარჩელე - ნ-----–-------–---–ი

წარმომადგენელი - მ----------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-------------–---–-

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ----------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №------------ გადაწყვეტილება;

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილება;

1.3 დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ-----–-------–---–ის სახელზე არსებულ №--- დაბადების სააქტო ჩანაწერში ნ-----–-------–---–ის დაბადების წლის - 1--- წლის 1--- წლით შესწორების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 1--- წლის 3 აგვისტოს გორის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების №--- აქტის ჩანაწერის მიხედვით, ნ-----–-------–---–ი დაიბადა 1----–-–--------–--ს. მამა - ზ-------------–---–ი, დედა - ბ---------------–---–-------–---–ი.

 

საარქივო დოკუმენტის, მეურნეობის საზოგადოებრივი ჯგუფის 1958 წლის 1 ოქტომბერს შედგენილ პირად ანგარშში ზ-------------–---–ის ოჯახის წევრად დაფიქსირებულია ნ-----–-------–---–ი, დაბადების თარიღი - 1----–-–----------------–ი.

 

1962 წლის 29 ივნისს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ გაცემული №------ სიმწიფის ატესტატის თანახმად, ნ-----–------------------–-------–---–ი დაიბადა 1--- წელს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული ავტობიოგრაფიის მიხედვით, ნ-----–------------------–-------–---–ი დაიბადა 1----–-–--------–--ს გორში. 1947 წელს შევიდა გორის №1 საშუალო სკოლაში. 1954 წელს შევიდა ალკკ-ს რიგებში. 1956 წელს დაიწყო მუშაობა გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის გამომყვანი ფაბრიკის ქიმიურ ლაბორატორიაში ლ-------------- პარალელურად განაგრძო სწავლა გორის მუშა-ახალგაზრდობის №- სკოლაში რომელიც დაამთავრა 1962 წელს. ჰქონდა 6 წლის და 8 თვის სამუშაო სტაჟი და პროფილით სურდა სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების აქტის ჩანაწერი №--- (ს.ფ. 125-126);

- პირადი ბარათი (ს.ფ. 226);

- სიმწიფის ატესტატი (ს.ფ. 99);

- ავტობიოგრაფია (ს.ფ. 100);

 

3.2. თბილისის პირველი მაისის შსრგ-გ მიერ 1979 წლის 5 იანვარს გაცემული სსრკ პასპორტის IX------------ განცხადება-ანკეტის მიხედვით ნ-----–------------------–-------–---–ის დაბადების თარიღია - 1----–-–--------–--ი.

 

პირადობის მოწმობის გაცემის განცხადება-ანკეტის მონაცემებით დგინდება, რომ ნ-----–-------–---–ის დაბადების თარიღად ძველი პასპორტის საფუძველზე მიეთითა 1----–-–--------–--ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1979 წლის 5 იანვარს გაცემული სსრკ პასპორტის IX------------ განცხადება - ანკეტა (ს.ფ. 101);

- 13.05.1997 წ. განცხადება-ანკეტა (ს.ფ. 102-103);

 

3.3. 2011 წლის 27 ივლისის სრს ძველი თბილისის სამსახურის №-------- გადაწყვეტილების შესაბამისად, 2011 წლის 29 ივლისს გაიცა დაბადების აქტის ჩანაწერი №------------ რომლის თანახმად ნ-----–------------------–-------–---–ის დაბადების თარიღია 1----–-–--------–--ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების აქტის ჩანაწერი №----------- (ს.ფ. 127);

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №------------ გადაწყვეტილებით ნ-----–-------–---–ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის საქმის წარმოებია შეწყდა, დაბადების აქტის ჩანაწერის მოძიების საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 129-130);

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სრს ძველი თბილისის სამსახურის მიერ ნ-----–-------–---–ის მიმართ 29.07.2011წ. რეგისტრირებული დაბადების №----------- აქტის ჩანაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-96);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №------------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მანანა ბაფერიძის განცხადება ნ-----–-------–---–ის სააქტო ჩანაწერის შესწორების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 122-123);

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნ-----–-------–---–ის წარმომადგენლის 2018 წლის 20 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №------------ გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-19);

3.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნ-----–-------–---–ის ბიოლოგიური ასაკი, თავისი ფიზიკური განვითარებით, შემოწმების მომენტისათვის შეესაბამება დაახლოებით 70-75 წლის პიროვნებას, რაც არ ეწინააღმდეგება წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულ დაბადების თარიღს - 0--------- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 3--36);

3.9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მოქალაქე ნ-----–-------–---–ი აყვანილ იქნა შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-51).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–-------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.

 

6.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლები. კერძოდ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის სახით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სასამართლო კვლევის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული აქტის გამოცემის პროცედურული, მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები, მისი შესაბამისობა იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან, რომლებიც არეგულირებს კონკრეტულ სამართალურთიერთობას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო თავისი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №----------- განცხადებით მიმართა ნ-----–-------–---–ის წარმომადგენელმა, მ----------------მ და მოითხოვა დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორება, კერძოდ: 0--------- წლის ნაცვლად 0--------- წლის მითითება მოითხოვა. 2018 წლის 19 ივლისს მიღებულ იქნა ნ-----–-------–---–ის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორების შეტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ №------------ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 20 აგვისტოს გასაჩივრდა სააგენტოში (№------ ადმინისტრაციული საჩივარი), რომლითაც ნ-----–-------–---–ი ითხოვდა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ივლისს №---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და დაბადების თარიღის (წლის) 1--- წლის - 1--- წლით- შესწორებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნ-----–-------–---–ის წარმომადგენლის 2018 წლის 20 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 1--- წლის 03 ივლისს გორის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებულია დაბადების № 385 აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად: ნ-----–-------–---–ი დაიბადა 1--- წლის 03 ივლისს. დაბადების აქტის რეგისტრაციაზე განმცხადებელია ბავშვის მამა. იდენტური მონაცემი ფიქსირდება დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარშიც. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს საქმეში არსებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოძიებულ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, 1--- წელს დაბადებულ ნ-----–-------–---–ზე 1962 წელს გაიცა სიმწიფის ატესტატი. მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ასევე ნ-----–-------–---–ის ავტობიოგრაფია, რომლის თანახმად, ნ-----–-------–---–ი დაბადებულია 1--- წლის 03 ივლისს ქ. გორში. იგივე დაბადების თარიღი უფიქსირდება ნ-----–-------–---–ს სამუშაოზე მიღებისათვის სარეკომენდაციო წერილში. მოძიებული IX-TM №------ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემისას შევსებული განცხადება ანკეტის თანახმად, ნ-----–-------–---–ის დაბადების თარიღია - 1941 წლის 03 ივლისი.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში, ნ-----–-------–---–ის მიმართ 1--- წლის 03 აგვისტოს გორის რაიონის სამოქალაქო აქტების განყოფილების მიერ №--- დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ დგინდება დაბადების თარიღის, 0--------- წელის არასწორედ მითითების ფაქტი. შესაბამისად განმცხადებლის მიმართ გაცემული ყველა დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლები. დაბადების სააქტო ჩანაწერის უსწორობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და არც სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-? ?????? ????????? ????? , მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნ-----–-------–---–ის ბიოლოგიური ასაკი, თავისი ფიზიკური განვითარებით, შემოწმების მომენტისათვის შეესაბამება დაახლოებით 70-75 წლის პიროვნებას, რაც არ ეწინააღმდეგება წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულ დაბადების თარიღს - 0--------- წ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტის - დაბადების თარიღის განსაზღვრისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტის დასკვნა მხედველობაში მიღებული ვერ იქნება, ვინაიდან იგი პიროვნების ასაკს განსაზღვრავს სწორედ იმ ფარგლებში, რაც მოსარჩელის სახელზე არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერსა და მის სახელზე გაცემულ პირადობის დოკუმენტებშია ასახული;

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნ-----–-------–---–ის წარმომადგენლის 2018 წლის 20 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარდა თავად ნ-----–-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა, მოძიებული და შესწავლილ იქნა საარქივო დოკუმენტაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც ნ-----–-------–---–ის სახელზე არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე