გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/7174-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ქ-------------–---–ი
წარმომადგენელი დ-----------–--ე, ს--–---------------ე
მოპასუხე ო------–-–---–---–ი
წარმომადგენელი ხ-------------–---–ი
მოპასუხე სს "ს----------–---------"
წარმომადგენელი ვ-------------–---, ზ------------–---–ი
დავის საგანი უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) ცნობა ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
1.2. ქ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) ცნობა ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
1.2 ქ-------------–---–ის(პ/ნ 0----------) ცნობა ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
1.4. სს ,,ს----------–----------“ და ო------–-–---–---–ს შორის 2017 წლის 16 თებერვალს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ქ-------------–---–ის საკუთრების უფლების ნაწილში - 1/2 წილზე, ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები
ქ-------------–---–ი და ო------–-–---–---–ი 1976 წლის მარტიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში2007 წლის 05 დეკემბერს, მ–-----ში, სოფ. მ----–-----ში, ნ----------------------------ზე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ #7-.1-.1-.2-- და ს/კ#7-.1-.1-.2-- დარეგისტრირდა ო------–-–---–---–ის საკუთრების უფლება.
2011 წლის 21 ივნისს უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------- ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- დარეგისტრურდა ო------–-–---–---–ის საკუთრების უფლება, აღნიშნულ ბინაზე, მისი გაუმჯობესებეის მიზნით მეუღლეთა საერთო სახსრებით ჩატარდა რეკონსტრუქცია - გადაგეგმარება, რაც მოიცავდა ტიხრის მოშლას, ლოჯის კედლების ამოშენებას, სამზარეულოს რეკონსტრუქციას, რის შედეგადაც მიღებული იქნა მეტი საცხოვრებელი ფართი, ამასთან საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა 2003 წელს კაპიტალური რემონტი. უძრავ ქონებაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინის საბაზრო ღირებულება და არსებითად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა. იმ პერიოდში, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივად დაშორებულები იყვნენ, ო------–-–---–---–ის მიერ თანასაკუთრებაში არსებული ბინა, პირადი მიზნებისათვის 2017 წლის 16 თებერვალს დატვირთული იქნა იპოთეკით, რის შესახებაც მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის, მან მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ განკარგა თანასაკუთრებაში არსებული ქონება და იპოთეკის უფლებით დატვირთა მოსარჩელის წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან.
სს ,,ს----------–---------ს“ მიერ უგულვებელყოფილი იქნა, რომ სახეზე არ იყო ქ-------------–---–ის თანხმობა თანასაკუთრებიდან მისი წილის უფლებრივად დატვირთვის თაობაზე, ამასთან ბანკის წარმომადგენლები არ მისულან სადავო უძრავ ქონებაში ისე გაფორმდა ხელშეკრულება, ვინაიდან ბანკის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ ქ-------------–---–ი უარს განაცხადებდა მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. მისი მხრიდან სახეზეა არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ო------–-–---–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონებები მ–-----ში, სოფ. მ----–-----ში, ნ----------------------------ზე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ #7-.1-.1-.2---ით და უძრავი ქონება ს/კ #7-.1-.1-.2---ით, რომლებიც ეკუთვნოდა მის მამას - ე----------–-–---–---–ს, ასევე დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------- ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, რომელიც მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძელზე.
მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის მშობლებს და მოსარჩელის და მოპასუხის ხარჯებით არანაირი სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. აღნიშნული ქონება არის მისი საკუთრება და დატვირთული აქვს იპოთეკით სს ,,ს----------–--------–-“.
ქ-------------–---–მა გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ცხოვრობდა რ------ში ისარგებლა ამ მომენტით და გაასხვისა უძრავი ნივთები,რაზედაც მოპასუხემ შეიტყო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ.
მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს დედასთან ერთად მის საკუთრებაში არსებულ ბინაში და მიმართავს ყოველგვარ ხერხს ხელში ჩაიგდოს მისი საკუთრება.
2.2. მოპასუხე სს ,,ს----------–---------ს“ წარმომადგენელი არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ უძრავი ნივთი გარემონტდა და ამ რემონტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება, ვერ ადასტურებს ასევე, რომ ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მეულეთა თანასაკუთრება. სადავო უძრავი ქონება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ნამდვილად დაიტვირთა, თუმცა აღნიშნული რამდენად იყო ცნობილი მოსარჩელისათვის, არ არის ინფორმირებული, რადგან უძრავი ქონება მხოლოდ ო------–-–---–---–ზე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ბანკს არათუ ევალებოდა, არამედ უფლება არ ჰქონდა გამოეთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების დადებისათვის მოსარჩელის თანხმობა. სს ,,ს----------–---------სთვის“ არც იყო და ვერც იქნებოდა ცნობილი იმის თაობაზე, რომ ქ-------------–---–ი წინააღმდეგი იყო იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ-------------–---–ი და ო------–-–---–---–ი დაქორწინდნენ 1976 წლის 0--------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N858 (ს.ფ. 20).
3.1.2. 2017 წლის 16 თებერვლის იპოთეკის ხელშკრულების #5----------ის მიხედვით, სს ,,ს----------–----------“ და ო------–-–---–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშკრულება და სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოიდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ-----–---------------------------, ს/კ #0-.1-.1-.0--.0--.0-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 თებერვლის იპოთეკის ხელშკრულება #5--------- (ს.ფ. 45-54);
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის #2/7174-18 წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით, ქ-------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ო------–-–---–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: 1) ქ. თბილისი, შ-------------------------, საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0--.0-.0--; 2) მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.2--; 3) მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.2--. 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის #2/7174-18 წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინება (ს.ფ. 67-71);
3.1.4. 29.04.2011წ. ნოტარიუს ნ-------------–-----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ო------–-–---–---–ი არის 1984 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი ე----------–-–---–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.04.2011წ. ნოტარიუს ნ-------------–-----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა იხ.ს.ფ.147);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.5.1960 წლის 07 სექტემბრის თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება #1---- -ის მიხედვით, ა-------------ში მდებარე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი #4--ის ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში, ამასთან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი # 4--ის წევრების სიის მიხედვით, სიაში მე-2 ნომრად მითითებულია ე------------------------–-–---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1960 წლის 07 სექტემბრის თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება #1---- და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი # 4--ის წევრების სია (იხ.ს.ფ.149-155);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. 2011 წლის 14 ივნისს ნოტარიუს ს-----------–--ის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის #1---------ის მიხედვით, ნოტარიუსი საკუთრების მოწმობით ადასტურებს, რომ ო------–-–---–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ., რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 05 ივლისის # 519 დადგენილების შესაბამისდად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინის მფლობელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 14 ივნისს ნოტარიუს ს-----------–--ის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა #1-------- (ს.ფ. 30-32);
3.1.3. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის #ა------ის მიხედვით მ–----ის რაიონში, სოფელ მ----–-----ში, 1997 წლის 10 სექტემბერს, საბაღე მიწის ნაკვეთი ფართით - 605 კვ.მ. ერთ ნაკვეთად #2--, ნ----------------------------ზე საკუთრებაში ჩაბარდა ო---------------------–-–---–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის #ა----- (ს.ფ. 33);
3.1.4. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მ–----ის რაიონში, სოფელ მ----–-----ში, 1997 წლის 20 ნოემბერს, საბაღე მიწის ნაკვეთი ფართით - 605 კვ.მ. ერთ ნაკვეთად #2--, ნ----------------------------ზე საკუთრებაში ჩაბარდა ო---------------------–-–---–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 34);
3.1.5. 2017 წლის 01 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის #8----------- მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ-----–---------------------------, ს/კ #0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- საკუთრების მოწმობის საფუძველზე, მესაკუთრედ რეგისტრირებულია ო------–-–---–---–ი (პ/ნ 0----------). 20-- წლის 0--------ის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების #8----------- და #8----------- მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, უძრავ ქონებებზე მდებარე: მ–-----, სოფელი მ----–------, ნ---------------------------- ს/კ #7-.1-.1-.2-- და ს/კ #7-.1-.1-.2-- რეგისტრირებულია ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 01 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის #8----------- (ს.ფ.22-23);
- 2018 წლის 07 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების #8----------- და #8----------- (ს.ფ.24-28);
3.2.2. 04.09.2012 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------------–---–ის საკუთრებაში იმყოფებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–---–-------------------------. 1-.0-.0--.0-0.0-.5--, რომელიც ჩუქების ხელშკრულების საფუძველზე 10.09.2012 წელს გადაეცა ლ-–--–-–---–---–ს (პ/ნ 0----------).
04.09.2012 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------------–---–ის საკუთრებაში იმყოფებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, გ-------–---------- ს/კ #0-.2-.0-.0--.0-.0--, რომელიც ჩუქების ხელშკრულების საფუძველზე 10.09.2012 წელს გადაეცა ლ-–--–-–---–---–ს (პ/ნ 0----------).
04.09.2012 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------------–---–ის საკუთრებაში იმყოფებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს---–----–--–--------------, ს/კ #0-.1-.1-. 0--.0--.0-.5--, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საფუძველზე 30.08.2013 წელს გადაეცა მ--------------------------–--------ს.
04.09.2012 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------------–---–ის საკუთრებაში იმყოფებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს---–----–--–--------------, ს/კ #0-.1-.1-.0--.0--.0-.525, რომელიც ჩუქების ხელშკრულების საფუძველზე 09.10.2014 წელს გადაეცა თ----------------ს (პ/ნ 6----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.09.2012 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს,.ფ. 158-161);
3.2.6. შპს ,,ა-----------------“ მიერ გაცემული, საცხოვრებელი ფართის შეფასების თაობაზე აუდიტური დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ სრული სავარაუდო საბაზრო ღირებულებად 2012 წლის პერიოდისთვის დადგინდა 166000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ა-----------------“ მიერ გაცემული, საცხოვრებელი ფართის შეფასების თაობაზე აუდიტური დასკვნა (ს.ფ.38-43)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი სადავო უძრავ ქონებების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,ს----------–----------“ და ო------–-–---–---–ს შორის, 2017 წლის 16 თებერვალს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების #5--------- ქ-------------–---–ის საკუთრების უფლების ნაწილში - 1/2 წილზე, ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1163-ე, 1164-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ქ-------------–---–მა ო------–-–---–---–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- და მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- თანამესაკუთრედ ცნობა და სს ,,ს----------–----------“ და ო------–-–---–---–ს შორის, უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ქ-----–---------------------------, ს/კ #0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) 2017 წლის 16 თებერვალს გაფორმებული იპოთეკის ხელშკრულების #5----------ის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ უძრავი ქონებები შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
დადგენილია, რომ ქ-------------–---–ი და ო------–-–---–---–ი დაქორწინდნენ 1976 წლის 0--------ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
დადგენილია, რომ 2011 წლის 14 ივნისს ნოტარიუს ს-----------–--ის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის #1---------ის მიხედვით, ო------–-–---–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ., რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 05 ივლისის #519 დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინის მფლობელებს.
ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის #ა------ის მიხედვით მ–----ის რაიონში, სოფელ მ----–-----ში, 1997 წლის 10 სექტემბერს, საბაღე მიწის ნაკვეთი ფართით - 605 კვ.მ. ერთ ნაკვეთად #2-- და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის #ა------ის მიხედვით მ–----ის რაიონში, სოფელ მ----–-----ში, 1997 წლის 20 ნოემბერს, საბაღე მიწის ნაკვეთი ფართით - 605 კვ.მ. ერთ ნაკვეთად #2--, ნ----------------------------ზე საკუთრებაში ჩაბარდა ო---------------------–-–---–---–ს.
მითითებული საკუთრების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებებზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხე ო------–-–---–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ო------–-–---–---–მა სარჩელი ცნო ო------–-–---–---–ის საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნისა და ო------–-–---–---–ის საკუთრებაში რიცხული 60- კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ქ-------------–---–სა და მოპასუხეების: ო-------–-–---–---–ს და სს,,ს----------–---------“ შორის უძრავი ქონებების; მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- და მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მართალია ქორწინების პერიოდში, მის სახელზე დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონებები, მაგრამ ეს ქონებები ეკუთვნოდა მამას - ე----------–-–---–---–ს, ხოლო უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- მიიღო მამის ე----------–-–---–---–ის გარდაცვალების შემდეგ, როგორ სამკვიდრო ქონება. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა 29.04.2011წ. ნოტარიუს ნ-------------–-----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ო------–-–---–---–ი არის 1984 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი ე----------–-–---–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, ამასთან წარმოადგინა 1960 წლის 07 სექტემბრის თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება#1--- - ა-------------ში მდებარე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი #4--ის ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი # 4--ის წევრების სია, სადაც მე-2 ნომრად მითითებულია ე------------------------–-–---–---–ი. მართალია მოპასუხეს არ წარმოაუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ თუ რას შეიცავადა მამკვიდრებლის დანატოვარი სამკვიდრო ანუ მამკვიდრებლის დანატოვარი აქტივები და პასივები, მაგრამ მითითებული მტკიცებულებები სასამრათლოს უქმნის რწმენას იმასთნ დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------–------------ მიღებულია მემკვიდრეობით, ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზედაც, რომ იმ შემთხვავშიც თუ მითითებულ სადავო უძრავ ქონებაზე იარსებებდა ინდივიდუალური საკუთრების უფლება, სასამართლო მაინც ვერ მიიჩნევდა მოპასუხის ინდივიდუალურ საკურთებად ამ ქონებას, რადგან გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით ადგენს რა ქონების მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესაძლებლობას, განსაზღვრავს ამისათვის საჭირო წინაპირობებს. კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა, მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. მოცემული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ქორწინების პერიოდში უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მოხდეს მეუღლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებისათვის უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. მოცემულ შემთხვევეში, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა-----------------“ მიერ გაცემული, საცხოვრებელი ფართის შეფასების თაობაზე აუდიტური დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების საბაზრო ღირებულება საცხოვრებელი ფართის გადაგეგმარებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ. დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ სრული სავარაუდო საბაზრო ღირებულება 2012 წლის პერიოდისთვის განისაზღვრა 166000 აშშ დოლარით. აღნიშნულ დასკვნასთან თანხვედრაშია ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის - ნ-------------–---–ის ჩვენება, რომელიც გარკვევით მიუთითებს ქონებაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაზრდილია ქონების ღირებულება, რაც საკმარისია ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისთვის, შესაბამისად სწორედ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში განხორციელა მოპასუხის ინდივიდუალური ქონების საერთო ქონებად ტრანსფორმირება და აღნიშნული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევა, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეუღლეთა მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში არსებული უძრავი ქონება და სადავო უძრავი ქონება მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს. მოპასუხე მხარეს აღნიშნული ფაქტის საპირისპირო, გამაქარწყლებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამგვარი პრეზუმირებული ფაქტის უარყოფისა და გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება ფაქტის უარმყოფელ მხარეს, ხოლო მოპასუხემ იმ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა ამ ქონებაში, არ ეწეოდა საოჯახო მეურნეობას ვერ უზრუნველყო, ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების მოწმობით მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლითა 1163-ე მუხლით და განსაზღვრულ მეუღლეთა, თანასაკუთრების რეჟიმში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ-------------–---–ის სარჩელი ო------–-–---–---–ის მიმართ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. 2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორეს მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: 1. მან არ იცოდა გარიგების შესახებ; 2. ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. 3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, ო------–-–---–---–ის მიერ თანასაკუთრებაში არსებული ბინა პირადი მიზნებისათვის 2017 წლის 16 თებერვალს დატვირთული იქნა იპოთეკით, რის შესახებაც მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის, მან მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ განკარგა თანასაკუთრებაში არსებული ქონება და იპოთეკის უფლებით დატვირთა მოსარჩელის წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ო------–-–---–---–მა 2017 წლის 16 თებერვალს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, სს ,,ს----------–---------სგან“ მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე მდებარე: ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ. ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 16 თებერვალს იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ო------–-–---–---–ი წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ------------------------–---------------------, ფართი 182.92 კვ.მ.) ერთადერთ მესაკუთრეს.
საჯარო რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. სს ,,ს----------–---------“ იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის ხელმძღვანელობდა რა საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორის პრეზუმფციით, შესაბამისად, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მხარეს და მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 16 თებერვალს, დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. აღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სადავო ქონებაზე 2017 წლის 16 თებერვალს იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისათვის საკმარისი წინაპირობების არსებობის თაობაზე.
ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ქ-------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ო------–-–---–---–ის და სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ უძრავი ქონებების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,ს----------–---------- და ო------–-–---–---–ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მათავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე მხარემ უძრავი ქონებების, კერძოდ ო------–-–---–---–ის საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნისა და ო------–-–---–---–ის საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ქ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნულ უძრავ ქონებებთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1320 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი უძრავ ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა იპოთეკის ხელშკრულების ½ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1580 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა, ხოლო 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 - ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის #2/7174-18 წლის სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით, ქ-------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ო------–-–---–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: 1) ქ. თბილისი, შ-------------------------, საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0--.0-.0--; 2) მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.2--; 3) მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.2--. 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა.
ვინაიდან, ქ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქ-------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
3. ქ-------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე მ–-----, სოფელი მ----–------, ნ----------------------------, საკადასტრო კოდი 7-.1-.1-.2--) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
4. ქ-------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ო------–-–---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი შ-------------------------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
5. ქ-------------–---–ს(პ/ნ 0----------) უარი ეთქვას სს ,,ს----------–----------“ და ო------–-–---–---–ს(პ/ნ 0----------) შორის 2017 წლის 16 თებერვალს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების #5--------- ქ-------------–---–ის საკუთრების უფლების ნაწილში - 1/2 წილზე, ბათილად ცნობის თაობაზე.
6. მოსარჩელე ქ-------------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ-------------–---ის მიერ სს,,საქართველოს მანკში“ (სახაზინო კოდი 300773150) 09.03.2018წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 (სამიათასი) ლარიდან - 1320 (ათას სამას ოცი) ლარი.
7. მოპასუხე ო------–-–---–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ქ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1580 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.
8. ქ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა