გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2688571-3/173-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე: ქ-------------------ე
წარმოამდგენელი-ე--------------–--ე
მოპასუხე: ვ------- ს--------------–-
წარმომადგენელი: რ----------------–---–ი
მესამე პირი - ს-----------–---------------------------–-----------ა.
წარმომადგენელი - პ-–---------------–---–-
დავის საგანი: სამართალურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნას ქ-------------------ის მიერ 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ-------- სკოლის საბაზო საფეხურის (9 კლასის) დამთვრების ფაქტი.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ 2001 წელს დაამთავრა ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის 9 კლასი და რადგანაც გაურკვეველ ვითარებაში დაეკარგა ა-------- სოფ.ვ------- სკოლის 9 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი. განცხადებით მიმართა ს----–-–-------------------------------------------- ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
2018 წლის 19 ივლისს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება N6-----გ ქ-------------------ის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N6-----გ ქ-------------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 2018 წლის 22 აგვისტოს N0--------/გ გადაწყვეტილებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. 2018 წლის 24 აგვისტოს N01/267135 შეტყობინებით ქ-------------------ეს ეცნობა რომ 2018 წლის 05 სექტემბერს 15 საათზე გაიმართებოდა სხდომა( აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა 2018 წლის 29 აგვისტოს) რაზეც მოსარჩელის მხრიდან გადაგზავნილი იქნა განცხადება, რომ საქმის განხილვა გადადებულიყო სხვა დროისათვის, რა დროსაც ის ადვოკატთან ერთად გამოცხადდებოდა. მოსარჩელეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, რომ წარედგინა განცხადება ს----–-–-------------------------------------------- ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და დაეფიქსირებინა, რომ საჩივრის განხილვა მომხდარიყო მისი მონაწილეობის გარეშე, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა, რადგან არ გააჩნდა შესაბამისი იურიდიული განათლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააგენტოს მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N0--------/გ რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და უარი ეთქვა 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N6-----გ ბათილობაზე და მოსარჩელის მიმართ ატესტატის დუბლიკატის გაცემის დაკმაყოფილებაზე. 2018 წლის 15 მაისს აშშ სახელმწიფო დეპარატმენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს მიერ წერილობით ეცნობა მოსარჩელეს, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნა შერჩეული 2019 წლის ფისკალური წლის სავიზო საიმიგრაციო პროგრამის შემდგომ ეტაპზე მონაწილოებისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ვ------- ს--------------–ის მიერ სასამართლოში შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირი -ს-----------–----------------------------–------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა 2018 წლის 06 ივლისს სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალის - ა---––---- იუსტიციის სახლს მიმართა მოქალაქე ქ-------------------ემ (პ/ნ 0----------) და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
ქ-------------------ის განცხადებით, მან 2001 წელს დაასრულა ა-------- რაიონის სოფელ ვ------- საშუალო სკოლის საბაზო საფეხური. მოქალაქემ განცხადებას თან დაურთო სსიპ - ა-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------- ს--------------–ის (შემდგომში - „სკოლა“) მიერ 2018 წლის 24 მაისს გაცემული 6139-- ცნობა, რომლის თანახმად მოქალაქემ 1998 წელს დაასრულა 6 კლასი. „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/6 ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - გ------–---------------------------–-----------ამ 2017 წლის 09 ივლისს 879775 წერილით მიმართა დაბა ა-------- საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში „რესურსცენტრი”) და სკოლიდან გამოითხოვა ქ-------------------ის მიერ კანონმდებლობით დადგეწილი წესით საბადო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის 2017 წლის 12 ივლისს 900504 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 12 ივლისის” 899773 კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ მე-6 კლასის დასრულების შესახებ ინფორმაცია. წერილის თანახმად, ქ-------------------ეს არ დაუსრულებია ამავე სკოლის საბაზო საფეხური.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/6 ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ქ-------------------ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2018 წლის 18 ივლის 918044 წერილით ეცნობა ს----–-–-------------------------------------------- ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. დაბა ა-------- საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 12 ივლის 900504 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 12 ივლისის 899773 კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ მე-6 კლასის დასრულების შესახებ ინფორმაცია. წერილის თანახმად, ქ-------------------ეს არ დაუსრულებია ამავე სკოლის საბაზო საფეხური.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 19 ივლისის 6-----გ გადაწყვეტილების თანახმად, ს----–-–-------------------------------------------- ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 06 ივლისს N 5--------- განცხადებით მომართა მოქალაქე ქ-------------------ემ და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.
ქ-------------------ის განცხადებით, 06.06.2001 წელს დაასრულა ა-------- რ-ნის სოფ. ვ------- საშუალო სკოლის საბაზო საფეხური, მოქალაქემ განცხადებას თან დაურთო ა-------- რ-ნის სოფ, ვ------- საჯარო სსიპ - გ------–---------------------------–-----------ის 2018 წლის 18 ივლისის MES 4---------- წერილი, რომლის მიხედვით:
–,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით. დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ-გ------–---------------------------–-----------ამ 2018 წლის 09 ივლისს N879775 წერილით მიმართა დაბა ა-------- საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ქ-------------------ის მიერ. კანონმდებლობით დადგენილი წესით საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2018 წლის 12 ივლისის N900504 წერილით სსიპ - გ------–---------------------------–-----------აში გადაგზავნილი სკოლის 2018 წლის 12 ივლისის N899773 კორესპონდენციდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ მე-6 კლასის დასრულების შესახებ ინფორმაცია. წერილის თანახმად, ქ-------------------ეს არ დაუსრულებია ამავე სკოლის საბაზო საფეხური.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ვერ ხერხდება მოქალაქე ქ-------------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
შესაბამისად არ დაკმაყოფილდა ქ-------------------ის 2018 წლის 06 ივლისის N5--------- განცხადება და უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დულიკატის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს----–-–-------------------------------------------- 2018 წლის 19 ივლისის N6-----გ გადაწყვეტილება ( ს.ფ.17-18)
4.2. 2018 წლის 20 აგვისტოს ქ-------------------ემ საჩივრით მიმართა ს----–-–-------------------------------------------- და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N6-----გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა-------- სოფ.ვ------- დამთავრების 9 კლასის დამთავრების ატესტატის გაცემის დავალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ-------------------ის საჩივარი( ს.ფ. 87-88).
4.3. საქართველოს იუსტიციის სამნისტროს ს----–-–-------------------------------------------- 2018 წლის 11 სექტემბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ-------------------ის 2018 წლის 20 აგვისტოს N179396 ადმინისტრაციული საჩივარი ,,მოქ.ქ-------------------ის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ" სააგენტოს ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N6-----გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ატესტატის დუბლიკატის გაცემის თობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს----–-–-------------------------------------------- 2018 წლის 11 სექტემბრის N0--------/გ გადაწყვეტილება.( ს.ფ. 25-27).
4.4. ვ------- ს--------------–ის დირექტორის რ----------------–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ ვ------- ს--------------–-ში იყო ხანძარი, რა დროსაც საარქივო მასალების ნაწილი განადგურდა, ასევე დადგენილია, რომ ქ-------------------ემ ნამდვილად დაამთავრა 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის საბაზო საფეხურის 9 კლასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ------- ს--------------–ის დირექტორის რ----------------–---–ი განმარტება (იხ.სას.სხ.ოქ.CD.დისკი).
4.5. მოწმემ ლ-------–- დ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ-------------------ეს მე-9 კლასში ასწავლიდა რუსულ ენას, ასევე მოწმე მ---ა დ---------ის განმარტებით მოსარჩელეს 6-7 კლასებში ასწავლიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-------–- დ---------ის და მ---ა დ---------ის ჩვენებები(იხ.სას.სხ.ოქ.CD.დისკი).
სამოტივაციო ნაწილი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღიარებული იქნას ქ-------------------ის მიერ 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის საბაზო საფეხურის (9 კლასის) დამთვრების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
- 2018 წლის 19 ივლისის 6-----გ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ს----–-–-------------------------------------------- ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 06 ივლისს N 5--------- განცხადებით მომართა მოქალაქე ქ-------------------ემ და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.
ქ-------------------ის განცხადებით, 06.06.2001 წელს დაასრულა ა-------- რ-ნის სოფ. ვ------- საშუალო სკოლის საბაზო საფეხური, მოქალაქემ განცხადებას თან დაურთო ა-------- რ-ნის სოფ, ვ------- საჯარო სსიპ - გ------–---------------------------–-----------ის 2018 წლის 18 ივლისის MES 4---------- წერილი, რომლის მიხედვით:
–,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით. დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ-გ------–---------------------------–-----------ამ 2018 წლის 09 ივლისს N879775 წერილით მიმართა დაბა ა-------- საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ქ-------------------ის მიერ. კანონმდებლობით დადგენილი წესით საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2018 წლის 12 ივლისის N900504 წერილით სსიპ - გ------–---------------------------–-----------აში გადაგზავნილი სკოლის 2018 წლის 12 ივლისის N899773 კორესპონდენციდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ მე-6 კლასის დასრულების შესახებ ინფორმაცია. წერილის თანახმად, ქ-------------------ეს არ დაუსრულებია ამავე სკოლის საბაზო საფეხური.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების ·შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ვერ ხერხდება მოქალაქე ქ-------------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
შესაბამისად არ დაკმაყოფილდა ქ-------------------ის 2018 წლის 06 ივლისის N5--------- განცხადება და უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დულიკატის გაცემაზე.
- დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს ქ-------------------ემ საჩივრით მიმართა ს----–-–-------------------------------------------- და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N6-----გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა-------- სოფ.ვ------- დამთავრების 9 კლასის დამთავრების ატესტატის გაცემის დავალდებულება.
- დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამნისტროს ს----–-–-------------------------------------------- 2018 წლის 11 სექტემბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ-------------------ის 2018 წლის 20 აგვისტოს N179396 ადმინისტრაციული საჩივარი ,,მოქ.ქ-------------------ის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ" სააგენტოს ა---––---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N6-----გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ატესტატის დუბლიკატის გაცემის თობაზე.
-ვ------- ს--------------–ის დირექტორის რ----------------–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ ვ------- ს--------------–-ში იყო ხანძარი, რა დროსაც საარქივო მასალების ნაწილი განადგურდა, ასევე დადგენილია, რომ ქ-------------------ემ ნამდვილად დაამთავრა 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის საბაზო საფეხურის 9 კლასი.
- მოწმემ ლ-------–- დ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ-------------------ეს მე-9 კლასში ასწავლიდა რუსულ ენას, ასევე მოწმე მ---ა დ---------ის განმარტებით მოსარჩელეს 6-7 კლასებში ასწავლიდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თამნახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ ვ------- ს--------------–ის 9 კლასის დამთავრების ფაქტი, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ-------–- დ---------ემ დაადსტურა რომ ქ-------------------ეს მე-9 კლასში ასწავლიდა რუსულ ენას, ასევე მოწმე მ---ა დ---------ის განმარტებით მოსარჩელეს 6-7 კლასებში ასწავლიდა, აღსანიშნავია ისიც რომ მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ქ-------------------ემ დაამთავრა სოფ.ვ------- ს--------------–ის 9 კლასი, უფრო მეტიც ვ------- ს--------------–ის დირექტორის რ----------------–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ ვ------- ს--------------–-ში იყო ხანძარი, რა დროსაც საარქივო მასალები, ასევე მისივე განმარტებით დადგენილია, რომ ქ-------------------ემ ნამდვილად დაამთავრა 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის საბაზო საფეხურის 9 კლასი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეების განმარტებებით დასტურდება ქ-------------------ის მიერ ვ------- ს--------------–-ში საბაზო აფეხურის (9) კლასის დასრულებისა ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა მოპასუხე ვ------- ს--------------–-ზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის დაკისრებაზე, ამიტომ სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ქ-------------------ის მიერ 2001 წელს ა-------- რაიონის სოფ.ვ------- სკოლის საბაზო საფეხურის (9 კლასის) დამთავრების ფაქტი;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ა---––---- რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია