განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ---------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა-–--------–-------------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–---------–-სს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გ------------------------------------------ში.
ადვოკატი - მ---------------ა
თარჯიმანი - მ----------–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი);
მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს, ქ.თბილისში, გ----–---–-----------------------, ბინა #64-ში ქირით მცხოვრებმა მ--–---------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ე----------ის კუთვნილი „ბეკო“-ს ფირმის მაცივარი, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თბილისში, ჯ-------ის ქუჩა #40-ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ე----------ს მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. 2017 წლის 25 დეკემბერს, ქ.თბილისში, გ----–---–-----------------------, ბინა #64-ში ქირით მცხოვრებმა მ--–---------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ე----------ის კუთვნილი „სამსუნგი“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თბილისში, ჯ-------ის ქუჩა #40-ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ე----------ს მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3. 2018 წლის 14 აპრილს, ქ.თბილისში, გ----–---–-----------------------, ბინა #64-ში ქირით მცხოვრებმა მ--–---------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ე----------ის კუთვნილი „ვოგელი“-ს ფირმის გაზქურა, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თბილისში, 1--–--------–-------ის ქუჩა #21-ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ე----------ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა მ--–---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე----------ის, მ--–---------------ის, გ----------------ის, ვ-------------–----ის, ო----------------ის და გ--------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ხელშეკრულების ამოღების ოქმს და ამოღებულ სალომბარდე ხელშეკრულებას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მ--–---------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაულები, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ მ--–---------------მა დროის სხვადასხვა პერიოდის მონაკვეთში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ე----------ას კუთვნილი საოჯახო ნივთები, რითაც დაზარალებულს ბრალდების თითოეულ ეპიზოდში მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ე----------ასათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ--–---------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.5. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–---------------მა ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--–---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე, აქვს მისწრაფება დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ--–---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას ბრალდების თითოეულ ეპიზოდში სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, მასვე, უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ი/მ „გ--------–-------–---–ის“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #---- და #---- სალომბარდე ხელშეკრულებები, ი/მ „ბ--------- ა--------–---–ის“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #---- სალომბარდე ხელშეკრულება, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 დეკემბრისა და 2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
6. მ--–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს;
7. ნივთიერი მტკიცებულება:
- ი/მ „გ--------–-------–---–ის“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #---- და #---- სალომბარდე ხელშეკრულებები, ი/მ „ბ--------- ა--------–---–ის“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #---- სალომბარდე ხელშეკრულება, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი