გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/994-18
N200210118002683803
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წ. ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი''
მოპასუხე - შ------ გ--------–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
გამოარკვია:
თელავის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი მოპასუხე შ------ გ--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1.1 მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 30 აგვისტოს საბანკო კრედიტის #2309512-9159249 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4393.74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3761.85 ლარი, პროცენტი - 549.42 ლარი, შემცირებული ჯარიმა 74.30 ლარი და დაზღვევა - 8.17 ლარი. 1.2. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2309512-9159249 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 28%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 87.77 ლარს.1.3. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2309512-9159249 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 3.76 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 125 ლარისა. 2. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის 150.47 ლარის გადახდა. 3. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 147,71(97,71+50) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. 4. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ უკან დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №10) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 359.50 ლარიდან 129 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22. 5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 132,78 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
2019 წლის 22 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოს მომართა მოსარჩელე მხარემ და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. აღნიშნული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რომელიც განისაზღვრება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 (შვიდი) დღით, შეზღუდვას უწესებს პროცესის მხარეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, მასზე არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით და შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.
სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, კერძოდ მხარის მიერ, რომლის სასარგებლოდაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, წინასწარ არის გადახდილი ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელისა გამო მოპასუხის შ------ გ--------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 60.00 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 414–ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 60.00 ლარის ოდენობით.
2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე