განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100118002600368
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ------ა

სხდომის მდივანი თ----- შ-------ძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---------------–--ე

სტაჟიორ-პროკურორი - მ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - გ------- თ------ის ძე კ-----ე - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ--------------------------------------–-----------------------ში

 

ადვოკატი - ნ-----–-----–---–-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები

 

2. ბრალდებული - გ--–- ი-----ს ძე კ-----ე - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ--------------------------–----–-

 

ადვოკატი - ზ------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ------- კ-----ის ეპიზოდი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- კ-----ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - 3 ერთეული ტყვია, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

 

2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.თბილისში, ვ--------------------------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-----ემ, შურისძიების მოტივით თანნაქონი ზემომოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა ხ--–--– მ------ს, მისი მოკვლის მიზნით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხ--–--– მ------ი გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 14 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: თბილისში, ვ--------------------------------------–-------------ის მიმდებარე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, სადაც აღინიშნებოდა დიდი ოდენობით სისხლი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, 3 ცალი მასრისმაგვარი საგანი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, 1 ცალი გასაღები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.ნ-----–-–---–ი, ექსპერტები: თ.მ-----–-–---–ი და მ.წ------–---–ი, კინოლოგები: ა.წ----–-–---–ი და გ.ვ------------).

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 მაისს, ჩატარდა გ------- კ-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: თბილისში, ვ-------------------------------------–--------------------------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა გ------- კ-----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ს------- კ-----ის კბილის ჯაგრისი, გ------- კ-----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებლები: ი.ც--------, დ.ჩ-----–--ე და ი.თ---------–---–ი, მოწმე ს.კ-----ე).

 

დაკავების ოქმის თანახმდ, 2--- წლის 2 ივნისს 04:40 საათზე, ქ.თბილისი, კ----–--------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------- თ------ის ძე კ-----ე (გამომძიებელი ნ.ნ-----–-–---–ი, მონაწილე პირი ა.ა---–--–-–---–ი).

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 2 ივნისს, ჩატარდა ვ----– ე------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: ქ----------------------------–--–--------------------------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მეგობრის, გ------- კ-----ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.ტ-------ე, მონაწილე პირები: ვ.ე------, ბ.ე------, გ.კ-------–---–ი და ი.გ--–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---–----–---–---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

- სამი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილები. სამივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტში და გასროლილია ერთი და იმავე პისტოლეტში.

- ერთი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი. ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან.

- წარმოდგენილ სამ მასრასა და ერთ ტყვიაზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად დგინდება შეადგენდა თუ არა გასროლამდე წარმოდგენილი ტყვია და რომელიმე მასრა ერთ მთელს, რის გამოც ზემოაღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.თბილიში, ვ---------------------------------------––-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ--–--– მ------ის განზრახ მკვლელობისა და გ------- კ-----ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: კ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 მეტრში ასფალტის ზედაპირიდან, დაახლოებით 1 მეტრში ასფალტის ზედაპირიდან და დაახლოებით 3 მეტრში ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ------- კ-----ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ე-------–--–---–მა და ც-----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ხ--–--– მ------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების და შინაგან ორგანოთა დაზიანებებით. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მისი სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს - 14.05.2--- წელს 16:25 საათს.

 

ხ--–--– მ------ს გვამზე აღენიშნებოდა:

 

1) კისრის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა (ც/ჭრილობა პირობითად №1-№1ა), შესასვლელი ხვრელით (№1) კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ზ1X0,9 სმ. გამოსასვლელი ხვრელით (№1ა) კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ზ1,2X0,5სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ რამდენადმე წინიდან უკან, აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენას, ხერხემლის კისრის მე-3 მალის სხეულს გამჭოლად, გაივლის კუნთთა სისქეში და მარცხნივ კისრის მიდამოში გამოდის გარეთ.

 

2) ზურგის არეში წელის მიდამოში (ც/ჭრილობა პირობითად №2 №3ა) გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ხვრელით (№3) მარჯვნივ წელის მიდამოში ზ 0,9X0,95 სმ. გამოსავალი ხვრელით (№3ა) მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ზომით 1,1X0,8 სმ. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ, აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, შედის რეტროპერიტონეალურად, აზიანებს მარჯვენა თირკმლის ქვედა პოლუსს, ღვიძლის ვისცერალურ ზედაპირს, ღვიძლის კარის ვენას, განივი კოლინჯის ჯორჯალს, 12-გოჯა ნაწლავს, კუჭის პილორუსის მიდამოს გამჭოლად, პანკრეასს და გამოდის გარეთ მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ.

 

აღნიშნული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების გამჭოლი მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ სიკვდილის ფაქტთან.

 

3) გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ (ც/ჭრილობა პირობითად №2), მე-9 ნეკნის საპროექციოდ ხერხემლის ახლო და ბეჭის ხაზებს შორის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა / შესასვლელი ხვრელით - 0,9 სმ. დიამეტრის / (ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი) ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, მარჯვნივ ხერხემლის გულმკერდის მე-5 მალის სასახსრე მორჩს, მე-5 ნეკნს, მარჯვენა ფილტვის ზემო წილს / მარცხნივ გულმკერდის 1-2 მალების სასახსრე მორჩების მიმდებარედ ამოღებულ იქნა მეტალის უცხო სხეული - ტყვია.

 

აღნიშნული დაზიანება განვითარებულია, რაიმე ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ცალკე, იზოლირებულად აღებული ატარებს სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

 

კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც დაზიანებათა მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოებს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ (გარეთა) შრეს.

 

ხ--–--– მ------ის გვამზე არსებული დაზიანება ნაჭდევების სახით მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

ზ/აღწერილი ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე მოკლე დროის შუალედში.

 

ხ--–--– მ------ის გვამზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობები ვენების საპროექციოდ / მათ შორის ირგვლივ კანქვეშა სისხლჩაქცევით / წარმოადგენს სამედიცინო მანიპულაციის კვალს.

 

ხ--–--– მ------ის გვამიდან ამოღებული: 1)ფრცხილებისა და თმების ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად; 2) სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად; 3) ანაწმენდები დალუქული 1 პაკეტად; 4) ნაცხის ნიმუშები დალუქული 1 პაკეტად; 5) ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად; 6) უცხო სხეული, დალუქული 1 პაკეტად - ჩაბარდა კანცელარიას.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხ--–--– მ------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროლის სპირტები. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები; ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდაზეპამინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპილორონის ნაწარმებიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან - ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან ზალეპლონი.

 

შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა: ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფრომალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლოროლჰიდრატი, დიქლორეტანი, ოთხლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ---- თ--------–---–ის ჩვენებით, ხ--–--– მ------ი მისი მეუღლე იყო, რომელიც გარდაცვალებამდე 2 თვე ცხოვრობდა მ------ გ--------სთან ერთად, თუმცა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მოწმისათვის ცნობილია, რომ მკვლელობის დღემდე დაახლოებით 1 თვით ადრე, ჩხუბის დროს გ------- კ-----ემ სცემა ერთ-ერთი მათი უბნელი. დახმარებისათვის მიმართეს ხ--–--– მ------ს, რომელიც შეხვდა გ------- კ-----ეს და მოახდევინა ბ-----–ი, რის გამოც ბრალდებულს უბანში შეარქვეს „ბ-----–ა.“ მოწმემ დაადასტურა, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე გ------- კ-----ე ეძებდა ხ--–--– მ------ს და კითხულობდა მის მისამართს (მ------ გ--------სთან ერთად ცხოვრობდა და მისამართი არავინ არ იცოდა), მკვლელობის წინა დღესაც, სახლში მისულმა ხ--–--– მ------მა ნ---- თ--------–---–თან საუბარში გაკვირვებულმა აღნიშნა, რომ თურმე გ------- კ-----ე მას ეძებდა. მოწმის ჩვენებით, მისი მეუღლეც შეეცადა გ-------ს მოძებნას, მაგრამ ვერ იპოვა.

 

მოწმე თ---------- მ------ის ჩვენებით, გარდაცვლილი ხ--–--– მ------ი მისი შვილი იყო. გ------- კ-----ეს არ იცნობს, თუმცა ფლობს ინფორმაციას, რომ მას უცემია ახალგაზრდა, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა ხ--–--–ს. მის შვილს დაპირისპირებული მხარეები შეურიგებია, ბრალდებულისათვის კი „ბ-----–ა“ შეურქმევიათ.

 

მოწმე მ------ ფ---–---–---ს ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ვ-------------------------------------–------ კორპუსში. 2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, სახლში მყოფმა გაიგონა 3 გასროლის ხმა. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით 15-20 წუთში გაიხედა ფანჯრიდან და ეზოში დაინახა ახალგაზრდა გოგონა და შედარებით ასაკოვანი ქალბატონი, რომლებიც შველას ითხოვდნენ. მოწმის განმარტებით, ეზოში ჩავიდა და ნახა მიწაზე დასვენებული ახალგაზრდა მამაკაცის გვამი, რომელიც მალევე წაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ა/მანქანით.

 

მოწმე ნ---- ჯ-----–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ვ-------------------------------------–------ კორპუსში. 2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 14 საათისათვის სახლიდან გავიდა კორპუსის წინ მდებარე მაღაზიაში, 2-3 წუთში უკან დაბრუნებულმა კი პირველ სადარბაზოსთან შენიშნა მიწაზე მწოლიარე მამაკაცი და იფიქრა, რომ ნასვამი იყო და ეძინა. მიახლოვებისას შეამჩნია, რომ მამაკაცი არ ინძრეოდა და სისხლი მოსდიოდა, დაჭრილი იყო. მომხდარის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა 112-ს და მალევე ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მოწმის ჩვენებით, მას შემთხვევის ადგილზე იარაღის მსგავსი საგანი არ შეუნიშნავს.

 

მოწმე თ------ გ---–------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ვ-------------------------------------–------ კორპუსში. 2--- წლის 14 მაისს, დილის საათებში მეგობართან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, შუადღისას კი მე-12 და მე-13 კორპუსებს შორის არსებულ სკამზე ჩათვლიმა. გამოაღვიძა ძლიერი ტკაცუნის ხმამ, რა დროსაც დაინახა მისგან დაახლოებით 10-15 მეტრში ავტობუსების გაჩერებისაკენ სწრაფად მიმავალი გ------- კ-----ე, რომელსაც ეცვა მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის მოსაცმელი, წინ თეთრი ფერის წარწერებით. მოწმის განმარტებით, მან დაახლოებით 30 მეტრში ასევე დაინახა მე-13 კორპუსის მარცხნივ გზაზე დაგდებული ადამიანის სხეული. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა უცნობმა გოგონამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმის ჩვენებით, გ------- კ-----ეს არ გამოლაპარაკებია და არც შემთხვევის ადგილზე უნახავს რაიმე იარაღისმაგვარი საგანი.

 

ბ--- ბ---------ს ჩვენებით, გ------- კ-----ე მისი ახლო მეგობარია, ასევე იცნობდა ხ--–--– მ------ს. 2--- წლის 14 მაისს, სამსახურში ყოფნისას მას ტელეფონით დაუკავშირდა გ------- კ-----ე და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. შუადღისას ერთმანეთს შეხვდნენ ლ----–--ეზე ხიდის ამოსასვლელთან, რა დროსაც გ-------ს გადასცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, გ-------ს მუქი ფერის შარვალი და მაისური ეცვა, არაფერი უჩვეულო მეგობრისთვის არ შეუნიშნავს. მოწმის ჩვენებით, კუთვნილი ა/მანქანით BMW X5-ით გ------- დატოვა თავისუფლების მოედანზე, თავად კი ჯერ მეგობართან, რ-------–-- მ--------თან წავიდა ავლაბარში, შემდეგ კი სამსახურში დაბრუნდა. გზაში გ-------მ ბ---ს უთხრა, რომ სოფ.შ----–-ში აპირებდა წასვლას მამამისის საფლავზე. აღნიშნული დღის შემდეგ ბ--- ბ---------ს გ-------სთან კონტაქტი არ ჰქონია, საღამოს დაურეკა მისმა დამ - ს------- კ-----ემ და გ-------ს ადგილსამყოფელი ჰკითხა.

 

მოწმე ს------- კ-----ის ჩვენებით, ბრალდებული გ------- კ-----ე მისი ძმაა. 2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:30 საათისათვის დაბრუნებულს გ------- სახლში დახვდა, თუმცა მალევე გავიდა. დაახლოებით 14:40 საათზე თავადაც წავიდა შინიდან, რა დროსაც ეზოში შინიშნა რამდენიმე ადამიანი, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები. მეზობელი გოგოსგან შეიტყო, რომ ბიჭი იყო მოკულილი, შემდეგ კი თავადაც დაინახა როგორ შეასვენეს გარდაცვლილი საკაცით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ა/მანქანაში, მისი სახე არ დაუნახავს. შინ დაბრუნდა დაახლოებით 17:30 საათზე, რა დროსაც შემთხვევის ადგილის ტერიტორია ყვითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული. მოწმის ჩვენებით, გ-------სთან ორჯერ გააგზავნა შეტყობინება, მაგრამ მასთან კონტაქტი ვერ შედგა. აღნიშნულის შემდეგ ს------- შეეცადა გ-------ს ადგილსამყოფელის დადგენას მის მეგობარ ბ--- ბ---------სთან, რომელმაც უპასუხა, რომ გ------- შ----–-ში აპირებდა წასვლას მამის სასაფლაოზე. ბ---სგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ს-------მ დაურეკა გ--–- კ-----ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ გ------- სოფელში იყო, თუმცა იმ მომეტისათვის ნათესავებთან იმყოფებოდა. მოწმის ჩვენებით, ღამის 03:00 საათზე მის საცხოვრებელ ბინაში მივიდა დაახლოებით ათამდე პოლიციის თანამშრომელი და ჩაატარეს ჩხრეკა, მისი მეზობლის ლ-–- ც--------ის თანდასწრებით. ბინის ჩხრეკის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისი ჯაგრისი, გ-------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პასპორტი და სხვა ნივთები, რაც დალუქეს ადგილზევე. მოწმის განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა უჯრაში არსებულ სასიგნალო იარაღზე, თუმცა ამოღებაზე უარი განუცხადეს, ვინაიდან ამ იარაღით არ იყვნენ დაინტერესებულნი. ს------- კ-----ის ჩვენებით, როგორც წესი, გ------- ამს არაფერს არ უყვებოდა თუმცა სატელეფონო საუბრისას მოსმინა, რომ ბრალდებულს არ სურდა საქართველოში გაჩერება. მოწმემ მიზეზი ჰკითხა, რაზედაც გ-------მ უპასუხა, რომ ერთ ადამიანთან შეხვედრას არიდებდა თავს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ გაემგზავრა გ------- იტალიაში.

 

მოწმე მ------ გ--------ს ჩვენებით, მკვლელობამდე 2 თვე ცხოვრობდა ხ--–--– მ------თან ერთად. 2--- წლის 13 მაისს, ღამე შეიტყო მეუღლისგან, რომ გ------- კ-----ე თურმე ეძებდა და უთვალთვალებდა. ასევე იცის, რომ ხ--–--–მა გ------- წ----–---ეს გ------- კ-----ის მობილური ტელეფონის ნომერი გამოართვა. მოწმემ დაადასტურა გ-------სა და ხ--–--–ს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, რის შემდეგაც გ-------მ ბ-----–ი მოიხადა და მას „ბ-----–ა“ შეარქვეს.

 

მოწმეებმა: ბ------ ე--------მა და ვ------- გ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2--- წლის 14 მაისს, მკვლელობამდე შეხვდნენ ხ--–--– მ------ს და მის ქცევაში რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ, არც აგრესიული ან დაძაბული არ ყოფილა.

 

მოწმეებმა: გ------- წ----–---ემ და შ--–-- ნ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ გ------- კ-----ესთან, ამ უკანასკნელის მიერ მიცემული შენიშვნის გამო. შელაპარაკება გ------- კ-----ესა და გ------- წ----–---ეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ვიჩხუბეთ, ხელით შევეხეთ ერთმანეთს“ (გ.წ----–---ე). იმავე დღეს შერიგდნენ. მოგვიანებით კი საქმეში ჩაერთო მათი უბნელი ხ--–--– მ------ი, რომელმაც ბ-----–ი მოახდევინა გ------- კ-----ეს. გ.წ----–---ემ ასევე დაადასტურა, რომ 2--- წლის 13 მაისს, ღამით, სადარბაზოში შეხვდა ხ--–--– მ------ი, რომელიც სავარაუდოდ სახლში მიდიოდა და მას ჰკითხა გ------- კ-----ის, შემდეგ კი ლ----- ტ---------ს ტელეფონის ნომერი.

 

რ-------–-- მ--------ის ჩვენებით, 2--- წლის 14 მაისს, შუადღისას, მივიდა ქ.თბილისში, ვ-------------------------------------–------ კორპუსში ძველ საცხოვრებელ ადგილზე ინვენტარის ახალ სახლში გადასატანად, რა დროსაც ეზო დახვდა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული და ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ა/მანქანა. ქუჩაში ხალხიც იყო შეკრებილი, თუმცა იმ მომენტში არ გაუგია, თუ ვინ იყო გარდაცვლილი. იმავე დღეს, საღამოვდებოდა, როდესაც დაურეკა გ------- კ-----ემ და სთხოვა მისი სახლიდან ჩანთა წამოეღო, რაზეც უარი უთხრა, ვინაიდან უბანში არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ გ-------სთან კონტაქტი აღარ ქონია.

 

ბრალდებულ გ--–- კ-----ის ჩვენებით, გ------- კ-----ე მისი ძმის შვილია. 2--- წლის 14 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფ.შ----–-ში, სახელოსნოდან სახლში დაბრუნებულს ეზოსთან შეხვდა გ-------, რომელსაც ხელჩანთა ეკავა ხელში. გ--–- კ-----ემ შეატყო, რომ გ------- ჩქარობდა და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა და რატომ ჩქარობდა, მან კი უპასუხა, რომ რაღაც შეემთხვა - ერთ პიროვნებასთან მოუვიდა შეკამათება, რომელიც შეეხო და ამის გამო ესროლა, გ------- არ უთქვამს, თუმცა მიხვდა, რომ იარაღი ესროლა და ადამიანი გარდაცვლილი იყო. ძმისშვილისგან მიღებული ინფორმაციის გამო ცუდად გახდა, საუბრის თავი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ის კითხა თუ რას აპირებდა, გ-------მ კი უპასუხა, რომ ცოტა ხნით უნდა გარიდებოდა სიტუაციას, სად მიდიოდა ან რას ფიქრობდა მოწმისათვის უცნობია. გ--–- კ-----ის განმარტებით, ამ საუბრის შემდეგ გ-------ს დაშორდა, მეორე დილით, დაახლოებით 11 საათზე კი პოლიციამ მიაკითხა და დააკავეს.

 

დაცვის მხარის მოწმის ე---------- ბ--------ის ჩვენებით, გ------- კ-----ე მისი დეიდაშვილია. იტალიაში წასვლამდე გ-------საგან შეიტყო, რომ ვიღაც ბიჭთან პრობლემა ჰქონდა და უნდოდა ქალაქიდან გასვლა. იტალიიდან დაბრუნებულმა გ-------მ ისევ დააფიქსირა მასთან საუბრისას, რომ თბილისში დარჩენა არ სურდა იმავე მიზეზის გამო, შემდეგ კი უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარდა. მოწმის განმარტებით, მიუხედავად სურვილისა, გ-------მ საზღვარგარეთ წასვლა ვეღარ შეძლო უსახსრობის გამო.

 

დაცვის მხარის მოწმის თ-------- გ-----–---–ის ჩვენებით, გ------- კ-----ის მეგობარია. მისთვის ცნობილია, რომ გ-------ს სიტყვიერი კამათი მოუვიდა უბნელ ბიჭებთან, საქმეში კი ჩაერია ხ--–--– მ------ი. მკვლელობამდე 2-3 დღით ადრე, მას ვ----------------------ში შეხვდა ხ--–--– მ------ი, რომელმაც გ------- კ-----ის ნომერი სთხოვა. თ--------მ უარი უთხრა, ვინაიდან ხ--–--–ს აგრესიული ტონი ჰქონდა და ასევე იცოდა მათ შორის მომხდარი კამათის თაობაზეც. აწგარდაცვლილმა თ--------ს საპასუხოდ განუცხადა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა და ადრე თუ გვიან, მაინც იპოვნიდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დაურეკა გ------- კ-----ეს და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მის თავს, ბრალდებულმა კი უპასუხა, რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაელაპარაკებოდა.

 

მოწმე კ------- ს------ს ჩვენებით, მუშაობს შს თბილისის პ---–-–-------------------ის დეტექტივების ს-----------–ოს უფროსის თანამდებობაზე. 2--- წლის 14 მაისს მის ს-----------–ოში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხ--–--– მ------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. 2--- წლის 1 ივნისს, ხსენებულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა გ------- კ-----ე, რომელმაც უარყო კავშირი ხ--–--– მ------ის მკვლელობასთან, თუმცა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა სს საქმეზე უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმის ჩვენებით, გ-------სთან ზოგად თემებზე საუბრის პროცესში, იგი შევიდა ნდობაში და განუცხადა, რომ ფლობდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა მხოლოდ პირად საუბარში უამბობდა და არ დააფიქსირებდა გამოკითხვის ოქმში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, კ.ს------ს მიერ გ------- კ-----ესთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაც დაფიქსირდა ვიდეოჩანაწერზე. მოწმესა და გ------- კ-----ეს შორის საუბარი შეეხებოდა ხ--–--– მ------ის მკვლელობას, კერძოდ: გ------- ხ--–--– მ------ს იცნობდა უბნიდან, უბნელი ბიჭებისათვის მიცემული შენიშვნის გამო მათ მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი, საქმის გარჩევისას კი ხ--–--– მ------მა გ------- გაამტყუნა და ბ-----–ი მოახდევინა. 2--- წლის 14 მაისს, გ------- და ხ--–--–ი შემთხვევით შეხვდნენ ერთამენთს უბანში, რა დროსაც ხ--–--–მა დაუწყო აგრესიული და გამომწვევი საუბარი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის სამეგობროს, რაზეც გაბრაზდა და გადაწყვიტა შურისძიება. აიღო კორპუსთან დამალული იარაღი, 3-ჯერ ესროლა ხ--–--–ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ-------მ განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გადააგდო მდინარე მტკვარში.

 

ბრალდებულ გ------- კ-----ის ჩვენებით, ხ--–--– მ------ს იცნობდა როგორც უბნელს, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ინციდენტამდე 6-7 თვის მანძილზე, სამჯერ ჰქონდა ხ--–--– მ------თან უსიამოვნო საუბარი, რა დროსაც ხ--–--–ი თითქოსდა ითხოვდა მისი ცხოვრების წესით შესაბამისად ეცხოვრა გ-------საც, თუმცა გ-------ს მასთან მეგობრობის და მასთან ერთად ქუჩაში დგომის სურვილი არ ჰქონდა. პირველი ორი კონფლიქტისგან განსხვავებით, მესამე შემთხვევაში სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ხელით შეხებასაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ადგილზე მყოფი პირების ჩარევით კონფლიქტი განეიტრალდა. აღნიშნულის შემდეგ, გ-------ს მისდიოდა ხმები ნაცნობ-მეგობრებისგან, რომ ხ--–--– მ------ი მას ეძებდა, გ------- კი თავს არიდებდა შეხვედრას, რომ წინა ფაქტებიდან გამომდინარე რაიმე უარესი არ მომხდარიყო. ბრალდებულის განმარტებით, ამის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა იმ იმედით, რომ დრო გავიდოდა და ხ--–--– მ------იც თავს დაანებებდა, თუმცა საქართველოში დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა - აწგარდაცვლილი მ------ი მის ადგილსამყოფელს კვლავ კითხულობდა. 2--- წლის 14 მაისს დილით, გ------- იჯდა კორპუსის წინ სკამზე, რა დროსაც მას ზურგიდან მიუახლოვდა ხ--–--– მ------ი და უთხრა, რომ საქმე ჰქონდა. ხ--–--–მა გაუკეთა ხელმკლავი და გაიყვანა კორპუსის გვერდით მხარეს, „მიყუჩებულ“ ადგილზე. გზად საუბრისას ხ--–--– მ--------მა უთხრა, „შენ ლაპარაკი არ გესმის და ახლა გაგაგებინებ როგორ უნდაო“, მარცხენა ხელი უკან წაიღო და გ-------მ დაინახა, როგორ ამოიღო ხ--–--–მა შარვლის საქამრიდან იარაღი, თუმცა წინ წამოღება ვერ მოასწრო, ისე წაართვა გ-------მ მოულოდნელად - „პირისპირ ვიდექით...მეც ვეკითხები ჩემს თავს რატომ? მე თვითონაც ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა, წამის მეასედებში წავართვი ეს იარაღი, მარჯვენა ხელში მეჭირა იარაღი, რომ ვუფიქრდები ისიც შემეძლო, რომ გადამეგდო ალბათ ეგ იარაღი ან იარაღიანად გავქცეულიყავი, ეგ რომ არ მომხდარიყო... იარაღი უკვე ხელში მეჭირა და ვესროლე რა და მოხდა ის, რაც მოხდა, რაღაც წამებში მოხდა, იარაღიც იქვე დავაგდე.“ შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ, თბილისიდან სოფელში გაემგზავრა ბიძასთან გ--–- კ-----ესთან, რომელსაც უთხრა, რომ ადამიანს ესროლა, შემდეგ ქ------იში წავიდა მეგობრის სახლში. ბრალდებულის განმარტებით, მასსა და ხ--–--– მ------ს შორის ჩხუბი და ჭიდაობა არ ყოფილა, იარაღი ამოღებისთანავე წაართვა, უკანა მხარეს, სანამ წინ წამოიღებდა ხელს. ბრალდებულის განმარტებით, სამჯერ ესროლა ხ--–--– მ------ს. ამ ფაქტებს გამოძიების ეტაპზევე აღიარებდა, თუმცა არ ეთანხმება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებას, აგრეთვე წინასწარი განზრახვა ხ--–--– მ------ის მოკვლისა არ ჰქონია და ამ მიზნით არ შეუძენია არანაირი იარაღი.

 

მოწმე ვ----– ე------ს ჩვენებით, ცხოვრობს ქ.ქ-------ში, კ-------------–-------------ში მეუღლესთან (მ------ ე------), შვილთან (ბ---- ე------) და რძალთან (სოფო შ--–--------ე) ერთად. 2--- წლის 29 მაისს, მის შვილს ესტუმრა მეგობარი გ------- კ-----ე, რომელიც გაიცნო ისრაელში მუშაობის დროს. მოწმის განმარტებით, გ------- თურქეთში აპირებდა გამგზავრებას. 2--- წლის 1 ივნისს, საღამოს საათებში, კარზე იყო კაკუნის ხმა, თავად კარის გასაღებად გაემართა, გ------- კი ლოჯში დატოვა, ბინაში იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც. კართან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოწმემ შემოიყვანა ბინაში, თუმცა გ------- ლოჯში აღარ დახვდა. როგორც პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, პირველი სართულის ფანჯრიდან გადამხტარა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკისას ამოღებული იქნა გ------- კ-----ის ტანსაცმელი, ჩანთა და პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა შპს „ს-------ან“, ინდ.მეწარმე გ------- გ-----ისგან, შპს „გ-------ნ“ და შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც დადგინდა გ------- კ-----ის გადაადგილების მარშრუტი 2--- წლის 14 მაისს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: კ-----------------–-------------------–------–---–-------------------------------------–------------–-------------–---–----------–-----–--–-–---–--------------------------------–-----–-–---–--------------------–-–---–-------------–--–-------------------------------------------–-–----–--–---–---------------–------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები დასჯად ქმედებად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს:

1. დანაშაულის სუბიექტი ანუ პირი, რომელმაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა;

2. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მფლობელობის მოპოვება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით;

3. დანაშაულის სუბიექტი კანონიერი უფლების გარეშე უნდა ატარებდეს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზ/აღნიშნული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით (მოწმეების: ბ---- ე------ს, ს------- შ--–--------ის, ბ--- ბ-------ის, მ----------–-–---–-------------–----------------------------------–-------------------------–--------------------------–---------------------------------------------------–--–----–---–----------–-–---------------------------------------------------------------------------–--–---–---------------------------------–---–---------------------------------–-----–---–---ის ჩვენებები, ხ--–--– მ------ის გვამის დათვალიერების ოქმი, შპს „ს-------ან“, ინდ.მეწარმე გ------- გ-----ისგან, შპს „გ-------ნ“ და შპს „ჯ------–-დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, გ--–- კ-----ისა და გ------- კ-----ის დაკავების ოქმები, გ--–- კ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, შპს „მ----------დან“ და შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ტელეფონის ნომრების დეტალური ნუსხები, ხ--–--– მ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ნიმუშების აღების ოქმები, ხ--–--– მ------ის ბინის ჩხრეკის ოქმი, ხ--–--– მ------ის გვამიდან ტყვიის გულის ამოღების შესახებ ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები და სხვ) უტყუარად დადგინდა, რომ 2--- წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვ--------------------------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ესროლა ხ--–--– მ------ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, რაც ასევე დაადასტურა ბრალდებულმა გ------- კ-----ემაც.

 

მართალია, გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის №604-აპ გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი არაა ამოღებული, ქმედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მაინც უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი, მაგ: ამოღებულია იარაღის მასრა. მოცემულ შემთხვევაში კი შემთხვევის ადგილიდან არათუ ამოღებულია მასრები და ტყვია, არამედ თავად ბრალდებულის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხ--–--– მ------ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებისა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ------- კ-----ის ქმედებების (მისი გადაადგილების მარშრუტი, სოფ.შ----–-ში და შემდეგ ქ.ქ-------ში მეგობრის სახლში დამალვის ფაქტი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზანი, პოლიციის თანამშრომლების მისვლის მომენტში ვ.ე------ს სახლის ფანჯრიდან გაპარვის ფაქტი და ა.შ.) ლოგიკური ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებებზე, კერძოდ:

 

· გ------- კ-----ემ ხ--–--– მ------ს ესროლა ამ უკანასკნელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან - სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, ხ--–--– მ------ს წაართვა იარაღი და ესროლა სამჯერ, რის შემდეგაც იარაღი იქვე დააგდო. სასამართლო ამ ვერსიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამოძიების მიერ ადგილზე ვერ იქნა ნანახი ცეცეხლსასროლი იარაღი და უფრო მეტიც, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე, გასროლიდან მყისიერად, 2-3 წუთში ხ--------ის გვამთან პირველად მისულმა თვითმხილველმა მოწმეებმა: ნ---- ჯ-----–---–მა, მ------ ფ---–---–---მ და თ------ გ---–------მა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავთ. ამასთან, დაცვის მხარის ზ/აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავს მოწმე კ.ს------ს ჩვენებაც, კერძოდ, კ.ს-----ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გ------- კ-----ემ მასთან საუბარში დაადასტურა ცეცხლსასროლი იარაღის მდინარე მტკვარში გადაგდების ფაქტი (რაც აისახა ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეოჩანაწერში) და სწორედ სამართალდამცველებისათვის მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ შემდგომში გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მითითების შესაბამისად, მოპოვებული იქნა გ------- კ-----ის გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აპელირება იარაღის ხ--–--– მ------ისადმი კუთვნილებაზე მიზნად ისახავას გ------- კ-----ისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას/თავიდან არიდებას, ვინაიდან მხოლოდ ამ ვერსიის პირობებშია ლოგიკური საუბარი აუცილებელ მოგერიებასა თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე.

 

· გ------- კ-----ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - დაცვის მხარის ვერსიით, ხ--–--– მ------სა და გ------- კ-----ეს შორის დაძაბული საუბრის მომენტში, ხ--–--– მ------მა ხელი წაიღო შარვლის უკანა მხარეს და საქამრიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის წინა მხარეს წამოღებაც კი ვერ მოასწრო, ისე წაართვა გ-------მ და წამიერად განახორციელა სამი გასროლა.

 

როგორც წინა პუნქტში აღნიშნა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იარაღი ხ--–--– მ------ს არ ჰქონია, თუმცა დაცვის მხარის ვერსიის არსებობის პირობებშიც კი, თავად ბრალდებულ გ------- კ-----ის ჩვენება კატეგორიულად გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების არსებობას, კერძოდ, ბრალდებულის ჩვენებით:

- ადგილი არ ჰქონია ხ--–--– მ------ის მხრიდან თავდასხმას გ------- კ-----ეზე, მას არანაირი აქტიური მოქმედება არ განუხორციელებია;

- ადგილი არ ჰქონია გ------- კ-----ესა და ხ--–--– მ------ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბს;

- ზ/აღნიშნული ორი გარემოებიდან გამომდინარე, იმ პირობებშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ხ--–--– მ------ს და გ------- კ-----ემ მას წაართვა (ამასთან ისე, რომ ხ--–--– მ------მა იარაღის დემონისტრირებაც კი ვერ მოასწრო), წართმევის მომენტიდან ანუ მომენტიდან, როდესაც ხ--–--– მ------ი აღარ იყო შეიარაღებული, მისგან რეალური თავდასხმისა და სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება აღარ არსებობდა, შესაბამისად, გ.კ-----ის მიერ ხ--–--– მ------ის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა არათუ აუცილებელი მოგერიების, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებსაც კი არ აკმაყოფილებას. ამ მხრივ ყურადსაღებია თავად ბრალდებულის ჩვენებაც, რომელმაც დაადასტურა, რომ იარაღის წართმევის შემდეგ, მას ჰქონდა როგორც მისი გადაგდების, ისე შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შესაძლებლობა და უარეს შემთხვევაში შესაძლებლობა გასროლები განეხორციელებინა არა იმ ორგანოების მიმართულებით, რომელთა დაზიანებაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის მოსპობის საფრთხესთან. ბრალდებულის ჩვენების არაგულწრფელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ როგორც მან აღნიშნა ჩვენებაში, პირისპირ მდგომი ხ--–--– მ------ის მიმართ განახორციელა სამი გასროლა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს, რომლის თანახმად, ხ--–--– მ------ის გვამს აღენიშნებოდა 3 ცეცხლნასროლი ჭრილობა შესასვლელი (და არა გამოსასვლელი) ხვრელით კისრის მიდამოში, ზურგის არეში წელის მიდამოში და გულმკერდის უკანა ზედაპირზე.

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

აუცილებელი მოგერიება გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ხელყოფისა და დაცვის მართლზომიერების პირობებს (ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რეალურობა, იმწუთიერობა და რელევანტურობა), ხელყოფის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფისას გამოყენებული იარაღი და საშუალება, თავდამსხმელის პიროვნება, ხელყოფის ხანგრძლივობა, თავდამსხმელთა რაოდენობა და კონკრეტული ვითარება, კერძოდ: დრო, ადგილი და ა.შ, რა დროსაც განხორციელდა ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება კი ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და თავად გ------- კ-----ის ჩვენებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ხ--–--– მ------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რეალურ თავდასხმას და არც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა, ამდენად, სახეზე არაა არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და არც ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილება. სასამართლო ასევე გამორიცხავს ხ--–--– მ------ის მხრიდან აგრესიული საუბრისა და თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში, გ------- კ-----ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაყენებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობა - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ მომგერიებლის მოქმედება უნდა იყოს თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება და არ უნდა წარმოადგენდეს პირის დასჯას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი შეურაცხყოფილი გ------- კ-----ის მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ნათლად მიუთითებს გ------- კ-----ის განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო ხ--–--– მ------ისათვის, შურისძიების მოტივით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- კ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

1. განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;

2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- კ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება და მონანიება;

4.2. გ------- კ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, აგრეთვე დანაშაულის მოტივის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, გ------- კ-----ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

გ--–- კ-----ის ეპიზოდი

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, გ--–- კ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

გ--–- კ-----ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 14 მაისს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ვ--------------------------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-----ემ მოკლა ხ--–--– მ------ი. გ--–- კ-----ემ იცოდა რა, რომ გ------- კ-----ის მიერ აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

გ--–- კ-----ე ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ--–- კ-----ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 15 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გ--–- კ-----ესა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) და ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ--–- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2--- წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 15 თებერვალს, საქმის არსებითად განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ ბრალდებულ გ--–- კ-----ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორებმა: გ---------------–--ემ და მ---------------–---–მა, ბრალდებულმა გ--–- კ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალ-----ბის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 225-ე, 258-260, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ გ---------------–--ესა და ბრალდებულ გ--–- კ-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ--–- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2--- წლის 14 მაისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

გ--–- კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 24 მაისიდან 2--- წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

გ--–- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--–- კ-----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- კ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------- კ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 2 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· სუნის ნიმუშები, სამი ცალი მასრისმაგვარი საგანი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ქსოვილის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, რეზინის ხელთათმანები, ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ხ--------ის გვამის სისხლის, ფრჩხილების, თმისა და ანაწმენდის ნიმუშები, ხ--–--– მ------ის გვამიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ხ--–--– მ------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

· გ------- კ-----ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

· ლაზერული დისკები, ხ--–--– მ------ის სამედიცინო ისტორია და დაქტილობარათი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

· დაცვის მხარის მტკიცებულება - გ------- კ-----ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ბარაბნიანი იარაღი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ------- კ-----ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ--–- კ-----ის მიმართ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნ---- ნ------ა