გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15979-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - თ-------------–----ი
წარმომადგენელი - ლ--–--–---–-----ი
მოპასუხე - ი.მ. ,,თ------------ი’’, გ---------–----ძე
წარმომადგენელი - ი-----–--–-------ძე
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: ი.მ. ,,თ------------ის’’ და გ---------–----ძეს, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით სოლიდარულად დაევალოთ, საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------------ის გამზირი №7, კორპუსი №6, მე-2 ს---------------------–-----------–----- საოფისე ფართიდან (ს/კ 0----------------------) გამომავალი ხმაურის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ხმაურის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰაერის ვენტილაციის და კონდიცირების სისტემებში ხმის ჩამხშობების, აგრეთვე სათავსში მთლიანად ხმაურსაიზოლაციო და ხმაურშთანმთქმელი მოწყობილობების დამონტაჟებით, ისე, რომ ხმაურის დონე 23:00 საათიდან - 07 საათამდე იყოს არაუმეტეს 30 დეციბალი, ხოლო 07 საათიდან - 23 საათამდე არაუმეტეს 35 დეციბალი.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-17, 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 11:27:57, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან კორპუსში, მდებარე - ქ. თბილისი, რ-------ის გამზირი №7, კორპუსი №6, სადარბაზო №1, სართული №2, ბინა №1-ში (ს/კ 0----------------------). კორპუსის პირველ სართულზე, მოსარჩელის ბინის ქვემოთ ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,მ-------–----ი’’, მდებარე ქ. თბილისი, რ-------ის გამზირი №7, კორპუსი №------------------------------–------- საოფისე ფართი (ს/კ 0----------------------), საიდანაც მთელი დღის განმავლობაში გამოდის მუსიკის ხმა და ხმაური, რაც გაუსაძლისს ხდის ბინაში გაჩერებას, ვინაიდან აღნიშნული ფართი ზუსტად მოსარჩელის ბინის ქვედა სართულზე მდებარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ 2015 წლის 30 დეკემბერს მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რის საფუძველზეც, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა და დაადგინეს, რომ მუსიკალური აპარატურით გამოწვეული ხმაურის დონე მოსარჩელის ბინაში შეადგენდა 43 დეციბალს, რაც აღემატება დაშვებულ ნორმას. აღნიშნულის გამო, შპს ,,მ-------–----ს’’ მიეცა გაფრთხილება მიეღო შესაბამისი ზომები მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში ხმაურსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად.
შპს ,,მ-------–----ის’’ წარმომადგენლების განმარტებით, მათ გაატარეს ხმაურსაწინააღმდეგო ღონისძიებები, თუმცა ვითარება არც ამის შემდეგ შეცვლილა. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საპატრულო პოლიციას დახმარებისთვის. პირველი გამოძახებისას 2018 წლის 10 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური აპარატით გაზომეს ხმაურის დონე და დაფიქსირდა ნორმის გადამეტება, შესაბამისად, შედგა რეაგირების ოქმი და შპს ,,მ-------–----ს’’ გამოეწერა გაფრთხილება, თუმცა, აღნიშნული ფაქტის შემდგომ გრძელდება მსგავსი ქმედებები, არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ ხმაურის დასაშვები დონის გადამეტება არ დაფიქსირდა, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლები ახერხებდნენ საპატრულო პოლიციის დანახვისთანავე მუსიკის დაწევას და შესაბამისად დარღვევა არ ფიქსირდება.
2018 წლის 15 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მათ საცხოვრებელ ბინაში ხმაურის დონის განსაზღვრა, რომელიც მომდინარეობდა შპს ,,მ-------–----ის’’ მიერ დაკავებული ფართიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2018 წლის 15 მაისს, 16:50 საათიდან - 17:10 საათამდე პერიოდში შემოწმდა ხმაურის დონე და დაფიქსირდა 38 დეციბალი, რაც აღემატება დასაშვებ ზღვარს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ხმაური იწვევს ვიბრაციას, თუმცა ვიბრაციის გასაზომი მოწყობილობა სსიპ ლევა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ გააჩნია, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გაზომვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ქ. თბილისში, რ-------ის გამზირი №7, კორპუსი №------------------------------–------- საოფისე ფართი ირიცხება გ---------–----ძის საკუთრებაში. 2018 წლის 16 თებერვალს გ---------–----ძეს და ი.მ. ,,თ------------ი’’-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გ---------–----ძემ თავისი უძრავი ქონება 12 თვის ვადით მიაქირავა ი.მ. ,,თ------------ი’’-ს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ზემოაღნიშნულ კომერციულ ფართში. აღნიშნული ფართი მანამდე, 2015 წლის იანვრის თვეში დაქირავებული ჰქონდა ბ----------–----–-ძეს, რომელმაც ამავე მისამართზე დაარეგისტრირა შპს ,,მ-------–----ი’’, რომელიც აღარ ფუნქციონირებს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებელი ბ----------–----–-ძე საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მოსარჩელის მიერ არაერთხელ გამოძახებული საპატრულო პოლიციის მიერ მხოლოდ ერთხელ - 2018 წლის 10 მარტს დაფიქსირდა ხმაურის დონის გადამეტება, რადგან ბავშვთა გასართობ ცენტრში დასაქმებული პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს მუსიკის ჟღერადობა არ გასცდეს დასაშვებ ნორმებს.
მოსარჩელის მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისის დასკვნით დადგენილია, რომ ხმაურის დონე 3 დეციბალით არის გადაცილებული დასაშვებ დონეს, თუმცა 2018 წლის მაისის თვის ბოლოს ი.მ. ,,თ------------ი’’-ს მიერ ნაქირავებ ფართში ჩატარებული იქნა ხმის საიზოლაციო სამუშაოები და შესაბამისად კომერციული ფართიდან ხმაურის გავრცობა დასაშვებ დონეზე მაღლა შეუძლებელია. რაც შეეხება ვიბრაციის სახეობას, რომელსაც მოსარჩელის განმარტებით ხმაური იწვევს, და რომლის საზომი მოწყობილობაც არ გააჩნია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მოპასუხე არ ეთანხმება, რადგან მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში საერთოდ არ არის ნახსენები ვიბრაცია.
ვინაიდან, 2018 წლის მაისის ბოლოდან ყველა საჭირო სამუშაო ხმაურის იზოლაციისთვის ჩატარებულია და დაცულია ხმაურის დასაშვები დონე, დავის საგანი-უკანონო ხელშეშლა აღარ არსებობს, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 59-68, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი, მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია 11:34:05).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კორპუსი №6, ს-------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება ფართით - 122.50 კვ.მ (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებულია თ-------------–----ის საკუთრებად. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 8287.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 7/21; 0---------------; 0---------------; შენობა-ნაგებობები: №1-დან №45-ის ჩათვლით (მათ შორის №1 და №2 მშენებარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).
3.1.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კორპუსი 6, სადარბაზო №2, სართული 1, №--–- მდებარე საოფისე ფართი (მშენებარე) 157.10 კვ.მ (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებულია გ---------–----ძის საკუთრებაში. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 8287.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 7/21; 0---------------; 0---------------; შენობა-ნაგებობები: №1-დან №45-ის ჩათვლით (მათ შორის №1 და №2 მშენებარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).
3.1.3. 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დადგენილია, რომ 2015 წლის 16 იანვარს დარეგისტრირდა შპს ,,მ-------–----ი’’, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო - ბ-----------–----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-21).
3.1.4. 2018 წლის 16 თებერვალს, გ---------–----ძეს და ი.მ. ,,თ------------ის’’ შორის დაიდო ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კ----------------------------------------–--------–- მდებარე 157.1 კვ.მ უძრავი ქონების, საოფისე ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 69-71).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის №1------- წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში შესული თ-------------–----ის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კ----------------------------------------–--------–- მდებარე შპს ,,მ-------–----ის’’ (ბავშვთა გასართობი ცენტრი) ფუნქციონირებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი არსებული მდგომარეობა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ შპს ,,მ-------–----ის’’ მუსიკალური აპარატურით გამოწვეული ხმაურის დონე თ-------------–----ის საცხოვრებელ ბინაში შეადგენდა 43 დეციბალს, რაც აღემატებოდა სანიტარიული ნორმებით ს ნ 2. 2. 4/2. 1. 8. 000-00 ,,ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე’’ გათვალისწინებულ ნორმატივს (დღის საათებში 40 დეციბალს, ღამის საათებში 30 დეციბალს). აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,მ-------–----ს’’, ბ----------–----–-ძეს მიეცა გაფრთხილება მიეღო შესაბამისი ზომები მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში ხმაურსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად და რათა დაცული ყოფილიყო მოქმედი ნორმატივებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 18-19).
3.2.2. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის 2018 წლის 10 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ საპატრულო ეკიპაჟი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის ქუჩა №7, კორპუსი №-----------ში ხმაურის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ თ-------------–----ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე ბავშვთა გასართობი ცენტრიდან აწუხებს ხმაური, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. საპატრულო პოლიციის მიერ ხმაურის საზომი აპარატით გაზომილი იქნა ხმაური და დაფიქსირდა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, ხოლო ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენელს გამოეწერა საჯარიმო ქვითარი.
თ-------------–----ის მიერ იმ მოტივით, რომ აწუხებდა ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,მ-------–----ი’’-დან გამომავალი ხმაური, თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოძახებული იქნა რამდენჯერმე, კერძოდ:
2018 წლის 15 მარტის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალ ხმაურს ადგილი არ ჰქონია.
2018 წლის 18 მარტის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს და იყო 32.8 დეციბალი.
2018 წლის 21 მარტის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,მ-------–----ი’’-დან ისმოდა ხმამაღალი მუსიკა. ადგილზე მისვლისას ისმოდა შემაწუხებელი მუსიკის ხმა და ყვირილი. ადგილზე მიიტანეს ხმაურის საზომი აპარატი, მაგრამ ამ დროისთვის აზრი არ ჰქონდა მის გაზომვას, რადგან ხმა იყო ბოლომდე ჩაწეული. თ-------------–----ის განცხადებით ხმაური უფრო ძლიერი იყო, მაგრამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვაზე ჩაუწიეს აპარატურას - დარღვევა არ დაფიქსირდა.
2018 წლის 27 მარტის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ დაფიქსირებულა.
2018 წლის 18 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ დაფიქსირებულა.
2018 წლის 19 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს და იყო 33.3 დეციბალი.
2018 წლის 21 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.
2018 წლის 22 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით ბავშვთა გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური არ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს და იყო 33.1 დეციბალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმები (ს.ფ. 27-42).
3.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისის №5--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7, კორპუს №6-ში მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან მომდინარე მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე - ქ. თბილისში. გ. რ-------ის გამზირი №7, კორპუსი №-----------თან მიმართებაში, მეტობით აღემატება დღის პერიოდში ხმაურის დასაშვებ დონეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისის №5--------- დასკვნა (ს.ფ. 51-53).
3.2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №5--------- დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7, კორპუსი------------–ი მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან გამომავალი მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე, აღნიშნული ფართის თავზე განთავსებულ ბინა №2-თან მიმართებაში არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ბინა №1-თან მიმართებაში ვერ იქნა ხმაურის დონე გაზომილი, რადგან ბინა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. შესაბამისად, ვერ განხორციელდა ბინაში შესვლა და სათანადო გაზომვების ჩატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 105-110).
3.2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 სექტემბრის №5--------- დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7----------------–- პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან გამომავალი მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე (რა დროსაც მუსიკალური ჟღერადობის სიდიდე შერჩეული იყო ბავშვთა გასართობ ცენრის წარმომადგენლების მიერ), აღნიშნული ფართის თავზე განთავსებულ ბინა №1-თან მიმართებაში არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნულ სიდიდით მუსიკალური ჟღერადობის შემთხვევაში გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართში მოწყობილი ხმის იზოლაცია დამაკმაყოფილებელია, აღნიშნული ფართის თავზე განთავსებული ბინა №1-თან მიმართებაში.
ქ. თბილისში, გ. რ-------ის გამზირი №7----------------–- პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან გამომავალი მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე (რა დროსაც მუსიკალური ჟღერადობის სიდიდე შერჩეული იყო თ-------------–----ის წარმომადგენლის მიერ), აღნიშნული ფართის თავზე განთავსებულ ბინა №1-თან მიმართებაში არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვები დღის ნორმას, ხოლო აჭარბებს (მეტია) საღამოს და ღამის დასაშვებ ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნულ სიდიდით მუსიკალური ჟღერადობის შემთხვევაში გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართში მოწყობილი ხმის იზოლაცია არასაკმარისია, აღნიშნული ფართის თავზე განთავსებული ბინა №1-თან მიმართებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 146-152).
სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მოწმეთა ჩვენების, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
-,,ქ.თბილისის საცხოვრებელ ზონებში ხმაურის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 01 აგვისტოს №8-9 გადაწყვეტილება;
-„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილება;
-„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე პირველი და მეორე თავებით, რომელიც საკუთრებით სარგებლობას და სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს.
სამეზობლო სამართალი ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი არის სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი და უზრუნველყოფს მეზობლების მშვიდობიან თანაცხოვრებას.
სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი სულ ცხრა მუხლს აერთიანებს, რომელთაგან 174-176 მუხლებით მოწესრიგებული ურთიერთობის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა:,,სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს...’’ (იხ. სუსგ ას-413-396-2016, 15.07.2016წ.),სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. ურთიერთპატივისცემა ნიშნავს, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს ასევე, მეზობლის მიერ თმენის ვალდებულება. ნორმის გაგებით, მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივ ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ აიძულებს პატივი სცენ ერთმანეთს, ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ.
სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.
მოპასუხე გ---------–----ძე, როგორც მეზობელი უძრავი ნივთის მესაკუთრე და და ი.მ. თ------------ი, როგორც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი, მართალია უფლებამოსილნი არიან თავის შეხედულებისამებრ გამოიყენონ კუთვნილი ნივთი, მაგრამ ამავე დროს ვალდებულნი არიან არ გასცდნენ კანონისმიერი ბოჭვის იმ ფარგლებს, რაც იცავს მეზობლებს და მესამე პირთა უფლებებს მესაკუთრის მხრიდან თავისი ნივთით სარგებლობიდან გამომდინარე.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კორპუსი №6, ს-------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება ფართით - 122.50 კვ.მ (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებულია თ---------–-----ს საკუთრებად. ხოლო, ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №---------------------------------- სართული 1, N4-ში მდებარე საოფისე ფართი (მშენებარე) 157.10 კვ.მ (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებულია გ---------–----ძის საკუთრებაში.
2018 წლის 16 თებერვალს, გ---------–----ძეს და ი.მ. ,,თ------------ის’’ შორის დაიდო ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კორპუსი №-------------------, სართული №1, №--–- მდებარე 157.1 კვ.მ უძრავი ქონების, საოფისე ფართის ქირავნობის ხელშეკრულება და განთავსდა საბავშვო გასართობი ცენტრი ,,მ-------–----ი’’.
საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის 2018 წლის 10 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ საპატრულო ეკიპაჟი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, გ-------– რ-------ის №7, კორპუსი №6, ბინა №1-ში ხმაურის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ თ-------------–----ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე ბავშვთა გასართობი ცენტრიდან აწუხებს ხმაური, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. საპატრულო პოლიციის მიერ ხმაურის საზომი აპარატით გაზომილი იქნა ხმაური და დაფიქსირდა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, ხოლო ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენელს გამოეწერა საჯარიმო ქვითარი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისის №5--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7----------------–- მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან მომდინარე მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე - ქ. თბილისში. გ-------------ის გამზირი №7, კორპუსი №-----------თან მიმართებაში მეტობით აღემატებოდა დღის პერიოდში ხმაურის დასაშვებ დონეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 სექტემბრის №5--------- დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7----------------–- პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან გამომავალი მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე (რა დროსაც მუსიკალური ჟღერადობის სიდიდე შერჩეული იყო ბავშვთა გასართობ ცენრის წარმომადგენლების მიერ), აღნიშნული ფართის თავზე განთავსებულ ბინა №1-თან მიმართებაში არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნულ სიდიდით მუსიკალური ჟღერადობის შემთხვევაში გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართში მოწყობილი ხმის იზოლაცია დამაკმაყოფილებელია, აღნიშნული ფართის თავზე განთავსებული ბინა №1-თან მიმართებაში.
ქ. თბილისში, გ. რ-------ის გამზირი №7----------------–- პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან გამომავალი მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე (რა დროსაც მუსიკალური ჟღერადობის სიდიდე შერჩეული იყო თ-------------–----ის წარმომადგენლის მიერ), აღნიშნული ფართის თავზე განთავსებულ ბინა №1-თან მიმართებაში არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ დღის ნორმას, ხოლო აჭარბებს (მეტია) საღამოს და ღამის დასაშვებ ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნულ სიდიდით მუსიკალური ჟღერადობის შემთხვევაში გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართში მოწყობილი ხმის იზოლაცია არასაკმარისია, აღნიშნული ფართის თავზე განთავსებული ბინა №1-თან მიმართებაში.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს შემდეგი:
მოწმე ჟ--–---------–----–---–ი: - განმარტავს, რომ ცხოვრობს ქ. მცხეთაში. 2018 წლიდან მუშაობს ადმინისტრატორად საბავშვო გასართობ ცენტრ შპს ,,მ-------–----ში’’, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე მ------------- არის მისი დის, მ--------–----–---–ის მეუღლე. ჟ--–---------–----–---–ის განმარტებით მისი მოვალეობაა ყველა ღონისძიებაზე დასწრება და პროცესის გადაღება. ცენტრში მხოლოდ 8 წლამდე ასაკის ბავშვების დაბადების დღეები იგეგმება.
მას შემდგომ, რაც მოსარჩელე თ-------------–----მა გამოთქვა უკმაყოფილება საბავშვო გასართობი ცენტრიდან გამომავალ ხმაურზე, მოპასუხემ მაისის თვეში მთლიანად შეცვალა მუსიკალური აპარატურა, ჩაატარა ხმაურსაიზოლაციო სამუშაოები, განათავსა მაღალი ხარისხის ხმისჩამხშობი საიზოლაციო მოწყობილობები. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდგომ, ჟ--–---------–----–---–ი ავიდა თ-------------–----თან იმის გასაგებად, კვლავ აწუხებდა თუ არა მოსარჩელეს საბავშვო გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური, ადიოდა თუ არა მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ არსებული კომერციული ფართიდან მუსიკის ხმა, რა ხარისხით ადიოდა და რა სიძლიერით, და არსებობდა თუ არა დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ მოსარჩელემ ის ბინაში არ შეუშვა, იყო ძალიან აგრესიული და გალანძღა უშვერი სიტყვებით.
მოწმე ჟ--–---------–----–---–ი განმარტავს, რომ დაბადების დღეებზე ბავშვების მშობლები მუსიკის ჩართვას მოითხოვენ დაბალ ხმაზე, რადგან ბავშვები ხმამაღალი მუსიკით წუხდებიან. ზოგადად დაბადების დღის პროგრამა არის ორსაათიანი, მიუხედავად ამისა, მუსიკა გრძელდება დაახლოებით 40 წუთი, ბოლო დაბადების დღე შეიძლება დაიწყოს მაქსიმუმ 8-ის ნახევარზე და გაგრძელდეს ათის ნახევრამდე, მაგრამ 9 საათზე მუსიკა ითიშება და აღნიშნული მკაცრად კონტროლდება, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ მუსიკა 9 საათის შემდგომ გაგრძელებულიყო. დაბადების დღე იწყება მიკროფონში წამყვანის საუბრით. შემდგომ თიშავს მიკროფონს და იწყება ბავშვების კვებისთვის განკუთვნილი პერიოდი, რა დროსაც მუსიკა ჩართულია დაშვებულზე გაცილებით ხმადაბლა. შემდგომ არის ტორტის მიტანის ცერემონია. მიკროფონი არ არის საჭირო არც ტორტის მიტანის დროს.
ჟ--–---------–----–---–ის განმარტებით, ის ესწრებოდა ივლისში ჩატარებულ ექსპერტიზის პროცესს. მასთან მივიდა 5 ადამიანი და განაცხადეს, რომ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და დასწრებოდნენ აღნიშნულ პროცესს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სთხოვა, რომ შესულიყო მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც ჩაატარებდა შემოწმების პროცესს, რადგან, როდესაც საბავშვო გასართობ ცენტრში მიმდინარეობს დაბადების დღე, უცხო პიროვნებების შესვლით და დასწრებით იშლება პროცესი, რაც არცერთ მშობელს არ ესიამოვნება, მით უმეტეს, რომ მას გადახდილი აქვს ფული და ნაყიდი აქვს დაბადების დღის პროგრამისთვის განსაზღვრული 2 საათი.
მოწმის განმარტებით, ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდა ერთი მამაკაცი, რომლის ვინაობაც მისთვის უცნობია, იცის მხოლოდ რომ ის იყო მოსარჩელე თ-------------–----ის წარმომადგენელი, ექსპერტიზა ჩატარდა 2 ხმაზე: ერთი ხმა აარჩია თ-------------–----ის წარმომადგენელმა, ხოლო მეორე ხმა აარჩია ცენტრის წარმომადგენელმა. ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტებს მოპასუხეთა მხრიდან ადგილზე დახვდათ მ------------- და მ--------–----–---–ი.
მოწმე მ--------–----–---–ი: - განმარტავს, რომ მუშაობს საბავშვო გასართობ ცენტრ შპს ,,მ-------–----ში’’ და მეუღლესთან, მ-------------სთან ერთად არის მისი მეპატრონე. მუშაობა დაიწყეს 2018 წლის მარტის თვეში და ის ახორციელებს ცენტრის მართვას. მოწმის განმარტებით მან არ იცოდა თუ ოდესმე რაიმე დავა არსებობდა საბავშვო გასართობ ცენტრსა და მოსარჩელე თ-------------–----ს შორის, თორემ შეიძლება თავი შეეკავებინა საქმიანობისგან. როდესაც გაიგო, რომ არსებობდა პრობლემა ხმაურთან დაკავშირებით, ავიდა, მოისმინა მოსარჩელისგან პრობლემები და შეეცადა აღნიშნული ხარვეზები აღმოეფხვრა. მიიღეს ზომები, რაც კარგი მასალა იყო, ის შეიძინეს და ჩაატარეს შესაბამისი სამუშაოები, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთეს. მუსიკას არეგულირებს მ--------–----–---–ის შვილი და აკონტროლებს ხმის სიძლიერეს.
ვიდრე ხმის დამხშობ მასალას გამოიყენებდნენ, მანამდე რაღაც დონეზე ადიოდა ხმაური, მაგრამ არ იყო შემაწუხებელი. მას შემდეგ, რაც ხმისსაიზოლაციო სამუშაოები ჩაატარეს, მ--------–----–---–ი ავიდა თ-------------–----თან იმის გასაგებად, კვლავ აწუხებდა თუ არა მოსარჩელეს საბავშვო გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური, ადიოდა თუ არა მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ არსებული კომერციული ფართიდან მუსიკის ხმა, რა ხარისხით ადიოდა და რა სიძლიერით, და არსებობდა თუ არა დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ მოსარჩელემ კარი არ გაუღო. სხვა მაცხოვრებლებთან გადაამოწმა ხომ არ აწუხებდათ ცენტრიდან გამომავალი ხმაური და თუმცა, თ-------------–----ის გარდა პრობლემა და პრეტენზია არცერთ მეზობელს არ გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, სექტემბრის თვეში კვლავ მოიძია რესურსი, იყიდა აპარატურა, რომელიც არეგულირებს დინამიკებს და მიკროფონს ადგილიდან. თავად ზის აპარატურის გვერდით. თუ ოდნავ აეწია ხმა მუსიკას, თვითონ უწევს და არეგულირებს, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს თავისი საქმიანობით ვინმე შეაწუხოს.
მოწმე მ--------–----–---–ის განმარტებით, სამუშაო დღეებში ძირითადად ინიშნება 2 დაბადების დღე, იშვიათად შეიძლება ჩაინიშნოს მესამე დაბადების დღეც. დაბადების დღის ხანგრძლივობაა 2 საათი. პირველი დაბადების დღე იწყება 5 საათზე, მთავრდება 7-ზე, თუ დაინიშნა 7 საათზე დამთავრდება 9 საათზე, ყველაზე გვიან შეიძლება დაინიშნოს 8-ის ნახევარზე და დამთავრდეს 10-ის ნახევარზე. ყველაზე დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს 10 საათამდე, მაგრამ მუსიკა ითიშება 9 საათზე და აღნიშნული მკაცრად კონტროლდება. დაბადების დღე გრძელდება 2 საათი. მთელი დაბადების დღის განმავლობაში მუსიკა მაქსიმუმ 40 წუთზე მეტი არ არის ჩართული, ხოლო დღის განმავლობაში მაქსიმუმ ჩართულია დაახლოებით 2 საათით. არასამუსაო დღეები უფრო დატვირთულია, ხან სამი დაბადების დღეა დანიშნული, ხან ოთხი, მაგრამ 10 საათზე სრულდება, რაც შეეხება მუსიკას, მაქსიმუმ 9 საათზე ითიშება და აღარ ირთვება.
ივლისში ექსპერტიზის ჩასატარებლად მისული იყო 2 ექსპერტი. პროცესს ესწრებოდა თვითონ მ--------–----–---–ი, მოსარჩელე თ-------------–----ი, მისი შვილი და კიდევ 2 უცხო პიროვნება. მათ უნდოდათ ყველაზე მაღალ ხმაზე მოეხდინათ გაზომვა, მ--------–----–---–მა მათ განუმარტა, რომ მიმდინარეობდა დაბადების დღე და უმჯობესი იყო თუ დამთავრებას დაელოდებოდნენ და შემდგომ გაეზომათ ხმის სიმძლავრე. როდესაც მიმდინარეობს დაბადების დღე და იქ იმყოფებიან 2 და 3 წლის ბავშვები, მუსიკას ფიზიკურად ვერ აუწევდნენ ხმამაღალზე, რადგან იქ ყოფნა შეუძლებელი გახდებოდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა აპარატურის ხმა ბოლომდე აუწია, ყველა დინამიკი გახსნა და ამან მდგომარეობა ძალიან დაძაბა, რადგან აპარატურამ წრიპინი დაიწყო, იქ ყოფნა შეუძლებელი გახდა. მაშინ მ--------–----–---–მა მათ შესთავაზა შესულიყვნენ სამზარეულოში ან ნაპირზე გაჩერებულიყვნენ, რადგან სულ 15 ბავშვიან დაბადების დღეზე შესვლა, ფაქტობრივად იწვევდა დაბადების დღის პროცესის ჩაშლას, მაგრამ მათ მოინდომეს რაც შეიძლება ხმამაღალზე აპარატურის შემოწმება. გარეთ გავიდა ყველა, რადგან ფიზიკურად იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ექსპერტიზის ჩასატარებლად მისული იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მუშაობდა რომელიღაც რესტორანში, იცოდა აპარატურა და თ-------------–----ს ჰყავდა მიყვანილი, მან ბოლომდე აუწია მოწყობილობებს, ატყდა ძალიან ძლიერი ხმაური და წრიპინი და მშობლებმა ბავშვები გარეთ გაიყვანეს.
მოწმე ლ--------–-–---–ი: - განმარტავს, რომ 6 წელია მუშაობს შპს ,,წ------––-’’ ხმის ინჟინრად. განსახილველ საქმეზე იცოდა, რომ ექსპერტებს უნდა გაეზომათ მაქსიმალური სიმძლავრის დეციბალები. მას მეგობარმა ვ--–----------–------, რომელიც არის მისი თანამშრომელი, სთხოვა დახმარება. ვ--–----ს რა ურთიერთობა აქვს მოსარჩელესთან მისთვის არ არის ცნობილი. ექსპერტიზის ჩატარების ადგილზე სამსახურის დაწყებამდე გაიარეს, ვინაიდან მალე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ ცენტრში მიმდინარეობდა დაბადების დღე, მის დასრულებას ვერ დაელოდებოდნენ.
მოწმე ლ--------–-–---–ის განმარტებით, მოპასუხის კუთვნილი აპარატებიდან შეხება ჰქონდა მხოლოდ ხმამაღლა მოლაპარაკესთან, დინამიკებთან და ,,მიქ–------ნ'', წვდომა მას კომპიუტერთან არ ჰქონია. უშუალო სიგნალი კი კომპიუტერიდან მოდის. მოწმის განმარტებით, მან დაინახა, რომ ერთ-ერთი პლეერზე ,,იუთუბში’’ ხმა აწეული იყო მხოლოდ 30%-ზე, ლ--------–-–---–მა უფრო ხმამაღალზე მისი აწევა ვერ შეძლო, რადგან კომპიუტერთან წვდომა ვერ მოახერხა.
ის ექსპერტებთან ერთად შემოწმებას არ დასწრებია. თვითონ იმყოფებოდა დაბლა, ხოლო ექსპერტები ხმაურის დონის გასაზომად იყვნენ მაღლა ასულები. ისეთი დაძაბული და გაურკვეველი სიტუაცია იყო ბავშვთა გასართობ ცენტრში ექსპერტიზის ჩატარების დროს, რომ მან ვერ მოახერხა და არც საშუალება მიეცა, რომ მისულიყო კომპიუტერთან და მაქსიმალურზე აეწია ხმა. მხოლოდ დინამიკებიდან და ,,მიქშერიდან’’ მოახერხა ხმის აწევა, ხოლო იმდენად შეურაცხყოფილად და უხერხულად იგრძნო თავი იქ არსებული დაძაბული და უხერხული სიტუაციით, რომ კომპიუტერთან ვერ მოახერხა მისვლა. იქ იჯდა ხმის ოპერატორი, ვინც რთავდა მუსიკას, მაგრამ სიტუაციის გამო თხოვნითაც კი ვერ მოახერხა მასთან მისვლა კომპიუტერზე ხმის ასაწევად. ექსპერტების მიერ დეციბალების გაზომვის დროს ძალიან პატარაზე იყო აწეული ხმა. ექსპერტი როდის მორჩა ხმის გაზომვას მისთვის არ არის ცნობილი. ისეთი სიტუაცია იყო, რომ დატოვა შენობა და გარეთ გავიდა.
მოწის განმარტებით, თუ ხმის მთავარი წყარო არის ჩართული 30 %-ზე, იმის მერე სხვა მოწყობილობები რაც არ უნდა ხმამაღალზე იყოს აწეული, თუნდაც 100%-ზე, ხმის დონე მაქსიმალურ სიმძლავრეს არ მოგცემს. მიკროფონი იღებს სიგნალს, აძლიერებს და დინამიკი გამოუშვებს ხმას. შეიძლება მუსიკა იყოს ხმამაღალზე, მაგრამ მიკროფონი შეიძლება ისე დაბალანსდეს, რომ აპარატურამ წუილი არ დაიწყოს.
ლ--------–-–---–ის განმარტებით, მან კი გამოხატა სურვილი კომპიუტერთან მისვლის და ხმის მაქსიმალურზე აწევის, მაგრამ ისე აგრესიულად დახვდნენ და ისე ცუდად შეხვდნენ, რომ ხმის აწევა ვეღარ შეძლო. იქ იყო ხმაური მუსიკის გამო, შეეკითხა ბოლომდე იყო თუ არა ხმა აწეული, თუმცა პასუხი ვერ გაიგო, რადგან მუსიკა ძალინ მაღალ ხმაზე იყო ჩართული. როდესაც მოწმემ დინამიკის ხმა აწია, ხმის ოპერატორმა იუთუბზე ხმის დაწევა ვეღარ მოასწრო და რადგან მიკროფონიც ჩართული იყო, დაახლოებით სამი წამის განმავლობაში საშინელ ხმას გამოსცემდა აპარატურა.
ექსპერტიზის ჩატარების დროს, როდესაც მიმდინარეობს ხმის დეციბალების გაზომვა, უნდა მოხდეს ექსპერტის და ოპერატორის კომუნიკაცია, რომ დადგეს რეალური შედეგი, რადგან გაზომვის დაწყების დროს უნდა მოხდეს ხმის ბოლომდე აწევა, გაიზომოს დეციბალები და შემდგომ მოხდეს ხმის დაწევა, რათა გაიზომოს მაქსიმალური და მინიმალური დეციბალები. ექსპერტებს დასკვნაში კი უწერიათ, რომ ხმის ამორჩევა და დაყენება მოხდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ლ--------–-–---–მა ვერ მოახერხა და ვერ შეძლო ხმის მაქსიმალურზე აწევა და მხოლოდ ,,მიქშერს'' და დინამიკებს აუწია ბოლომდე. მაქსიმალური დეციბალის გაზომვა რომ მოხდეს, ყველა პლეერში უნდა იყოს აწეული ხმა, ყველა მოწყობილობაში უნდა ფიქსირდებოდეს ბოლომდე აწეული ხმა.
დინამიკები ახალი იყო თუ ძველი არ იცის, რადგან მათთან შეხება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, უბრალოდ ახსოვს, რომ იყო ჩვეულებრივი დინამიკები, როგორების ყიდვაც ბაზრობებზეა შესაძლებელი. ექსპერტიზის ჩატარების დროს მიმდინარეობდა დაბადების დღე, იქ იმყოფებოდნენ ბავშვები, მაგრამ ისინი გარეთ არ გასულან. თუმცა ადგილზე იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, რომ ბავშვებთან ეს სიტუაცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იქ იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც ლ--------–-–---–ს წყევლიდა, არ სიამოვნებდა მისი იქ ყოფნა და ხელს უშლიდა თავისი ფუნქციის განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლ--------–-–---–ი ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას ქალბატონის წყევლის ფონზე, ის არ ჩერდებოდა და ხელითაც შეეხო და გარეთ გასვლისკენ უბიძგებდა. მოწმის განმარტებით მოხდა ამ ქალბატონის მიერ მის საქმიანობაში ხელის შეშლა.
ექსპერტი გ--------------–---–ი: განმარტავს, რომ არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი. 2018 წლის ივლისის თვეში იმყოფებოდა ექსპერტიზის ჩასატარებლად ქ. თბილისში, გ-------------ის გამზ. №--------------–ი პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრში შპს ,,მე-------–----ი’’. იმყოფებოდა უშუალოდ ფართში, სადაც მოსარჩელე თ-------------–----ის მხრიდან ექსპერტიზას ესწრებოდა ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ვინაობაც არ ახსოვს. მან რაღაც მომართა დინამიკებთან და ,,მიქ–------ნ’’, თავიდან იყო ხარვეზები, მაგრამ შემდგომ გასწორდა ხმა. რა სიხშირეზე მომართა, ბოლომდე აუწია თუ არა აპარატურას, ექსპერტმა არ იცის, რადგან არ არის აკუსტიკის სპეციალისტი, თუმცა ხმა უბრალოდ აღქმადი და ხმამაღალი იყო. როგორც კი კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა, მოხდა ექსპერტიზის ჩატარების პროცესის შეწყვეტა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან აპარატურა აღიქვავდა კონფლიქტის ხმას, როგორც კი სიტუაცია რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდა, გაზომვა გაგრძელდა. მეორე ექსპერტს, რომელიც იმყოფებოდა ცენტრის ზემოთ არსებულ ფართში ჰქონდა მოლოდინის რეჟიმი, რომ მას ქვემოთ მყოფი ექსპერტის შეტყობინების საფუძველზე აეღო ანათვალი. ცენტრში მყოფ ექსპერტს მისი განმარტებით აპარატურასთან შეხება არ ჰქონია, მხოლოდ ახორციელებდა დაკვირვებას. ის დამოკიდებული იყო ცენტრის და მოსარჩელის წარმომადგენლებზე. ხმის აწევა მოხდა დინამიკიდან. კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს უნდოდა ცენტრში არსებულ კომპიუტერთან მისვლა, მაგრამ იქ იჯდა ცენტრის თანამშრომელი ხმის ოპერატორი, რომელმაც არ მისცა საშუალება თ-------------–----ის წარმომადგენელს კომპიუტერთან მისულიყო. ერთ მომენტში მოსარჩელის წარმომადგენელმა კომპიუტერში ცოტათი აუწია ხმას. კონფლიქტი იყო განუწყვეტლივ, მაგრამ ექსპერტი იჭერდა ეპიზოდებს, რომ მოეხდინა ანათვალის აღება.
რაღაც ეტაპზე მოხდა თ-------------–----ის და ცენტრში მყოფი ექსპერტის ფართიდან გამოძევება, ექსპერტი იდგა კარის ზღურბლთან, კარს მიღმა და იქედან დააფიქსირა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ქმედებები, დაინახა, რომ მომართა აპარატურა. მაქსიმუმზე მოხდა თუ არა ხმის აწევა მან არ იცის, არც ის იცის, წარმომადგენელს რამდენად მიეცა საშუალება რომ მისულიყო კომპიუტერთან და მოეხდინა ხმის მაქსიმალურად აწევა, თუმცა ის დაინახა, რომ ახალგაზრდა ბიჭი დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ ის მივიდა დინამიკებთან, ,,მიქ–------ნ'' და ექსპერტმა მოახდინა ანათვალის აღება, რადგან ხმამ ოდნავ აიწია.
ექსპერტის განმარტებით, გაზომვები ჩატარდა სრულყოფილად, მაგრამ რადგან ისინი არ არიან ხმის სპეციალისტები, არ იციან მაღალზე იყო თუ დაბალზე დაყენებული ხმა, გააჩნია თუ არა აპარატურას დამატებითი რესურსი. მართალია მოსარჩელის წარმომადენელი მივიდა კომპიუტერთან, მაგრამ ცენტრის თანამშრომელმა ადგილი დაუთმო თუ არა მას არ იცის. ექსპერტმა განმარტა, რომ მართალია ცენტრში წარმომადგენლებმა აჩვენეს რაღაც ჩატარებული სამუშაოები ხმის საიზოლაციოდ და კედლებზე გაკრული ხმისჩამხშობები, მაგრამ მან არ იცის როდის ჩატარდა ეს სამუშაოები და რამდენად ეფექტური იყო ხმის ჩასახშობად.
გ--------------–---–ის განმარტებით, აკუსტიკის და ხმის დარეგულირების სპეციალისტი რომ იყოს, თავად დაარეგულირებდა გასაზომი ხმის დონეს.
2018 წლის 08 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დროს დადგენილი იქნა (რომელიც იგივე ექსპერტების მიერ იქნა ჩატარებული), რომ მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონემ დაკეტილი ფანჯრების პირობებში და მუსიკალური ჟღერადობის შეწყვეტის პირობებში ხმაურის დონემ შეადგინა 29 დეციბალი, ხოლო ბინა №1-ში ვერ მოხდა ხმაურის დონის განსაზღვრა, რადგან იყო დაკეტილი. თუ ხმაურის დონე ბინა №2-ში დაფიქსირდა 29 დეცაბელი, ეს არ ნიშნავს, რომ ბინა №1-შიც იგივე შეიძლება დაფიქსირდეს. რადგან უნდა მოხდეს უშალოდ ანათვალის დადგენა, რადგან ხმაურის დონის განსაზღვრა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რომელ ბინასთან უფრო ახლოს არის დინამიკები, როგორია კედლის სისქე, ბგერის გავრცელების დიაპაზონი. ექსპერტს არ ახსოვს რომელი ბინის ფანჯრები გადის ქუჩის მხარეს.
ექსპერტი გ--------------ე: განმარტავს, რომ არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი. 2018 წლის ივლისის თვეში იმყოფებოდა ექსპერტიზის ჩასატარებლად ქ. თბილისში, გ-------------ის გამზ. №--------------–ი პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრში შპს ,,მე-------–----ი’’. იმყოფებოდა ცენტრის ზემოთ არსებულ საცხოვრებელ ფართში. დახურული ფანჯრების პირობებში ზომავდა ხმაურის ჟღერადობას, მომატებას და კლებას. მეორე ექსპერტთან განუწყვეტელი კომუნიკაცია ჰქონდა ტელეფონის მეშვეობით. ხმის ჟღერადობა დადგენილი წესით იზომება დახურულ ფანჯრებში.
2018 წლის 24 ივლისს ჩატარებული ექსპერტიზის დროს დადგენილი იქნა, რომ მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონემ (მოსარჩელის წარმომადენლის არჩევით) ბინა №1-ში შეადგინა 34 დეცაბელი, მოხდა კორექცია და დაფიქსირდა 32 დეციბელი. ზოგადად ხმაურის წარმომავლობა საიდან მოდის ვერ დადგინდება. ეს არის ნაზავი. ამ შემთხვევაში ფონური ხმაური საიდან მოდის არაა ცნობილი, შესაბამისად ეს ხმაური იყო უფრო მაღალი, ვიდრე მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაური. ფონურ ხმაურს და ფართიდან გამავალ ხმაურს ერთმანეთთან შეხება არ აქვთ, ნებისმიერი ხმაური ან ასწრებს დადგენილ ნორმას ან დაბალია, ერთმანეთს ხელს არ უშლის, თუ ფონური ხმაური მაღალია, მაშინ ფართიდან გამავალი ხმაური აღარ აჭარბებს და შესაბამისად არ აღიქმება. 34 დეციბალი რომ იყო ფართიდან გამომავალი ხმაური და ფონური ხმაური 29, შესაბამისად მოხდა კორექცია 2 დეციბალით და დაფიქსირდა 32 დეციბალი, რაც დარღვევაა დადგენილი ნორმების. თუ ეს ორი ხმაური ერთმანეთთან ახლოსაა, ამ დროს ხდება დეციბალის კორექცია. 3 დეციბელის შემთხვევაში 3 დეციბალი აკლდება, 3-დან 6 დეციბელის შემთხვევაში 2 დეციბელი აკლდება, ხოლო 6-დან 9 დეციბელამდე აკლდება 1 დეციბალი. ექსპერტებმა ისარგებლეს ამ დებულებით და მოახდინეს 2 დეციბალიანი კორექცია.
გ--------------ის განარტებით, ის ცენტრის შენობაში შიგნით იმყოფებოდა აზომვამდე, ხოლო შემდგომ აღარ შესულა ფართში. მან შეამჩნია და აჩვენეს რაღაც გაკრული იზოლაცია, მაგრამ ის იყო თუ არა ხმის იზოლაცია ან რამდენად ეფექტური, მან არ იცის. გ--------------–---–ისგან იცის, რომ აზომვის დროს ფართში იყო დაძაბული სიტუაცია, მაგრამ მისთვის მთავარია რომ მოხდა ანათვალის აღება და ჩატარდა ექსპერტიზა. საქმეზე ჩატარდა რამდენჯერმე ექსპერტიზა, თუმცა ერთი ექსპერტიზის ჩატარების დროს იცოდა მის შესახებ ცენტრის მეპატრონემ, მეორე ექსპერტიზის ჩატრების დროს არ იცოდა. თუ მეპატრონე აუწევს ხმას აპარატურას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს, არ აუწევს არ დაარღვევს. ეს შეიძლება გაგრძლდეს მუდმივად. აღნიშნული დამოკიდებულია მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე. პირველად რომ მოხდა ხმის დონის გაზომვა, იყო დარღვეული იმდენად, რომ შემაწუხებელი იყო, მეორედ რომ მოხდა ხმაურის დონის განსაზღვრა, ხმის შერჩევა მოხდა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ და შესაბამისად ხმა დაბალი იყო. ცენტრიდან გარეთ ხედვის არეალი როგორია ექსპერტის განმარტებით არ ახსოვს. ექსპერტმა ცენტრში არსებული დაძაბულობის შესახებ დაწვრილებითი დეტალები არ იცის, მაგრამ მისთვის საკმარისი იყო ხმა რომ გაზომეს და დაფიქსირდა დარღევა, ამიტომ მათთვის ექსპერტიზის ჩატარებისთვის აზრი არ ჰქონდა ქვემოთ მიმდინარე სიტუაციას, რადგან მათ დააფიქსირეს, რომ აპარატურას ქონდა რესურსი, რომ მომხდარიყო ხმის გადაჭარბება. გ--------------ის განმარტებით ჩატარებულ იზოლაციას ეფექტი აქვს მხოლოდ დაბალ ხმაზე მუსიკის არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ მოხდა მუსიკის აწევა, მაშინ დაირღვევა დადგენილი ნორმები.
ზოგადად ხმაური გადმოიცემა კედლებიდან და ამ დროს გამოყოფილი ვიბრაციით. თუმცა ექსპერტიზა ვერ ჩატარდა ვიბრაციის დონის განსაზღრისთვის გასაზომი აპარატურის არ ქონის გამო. მაგრამ ხმაურის ნებისმიერი გადაჭარბება ყველა ადამიანისათვის არ არის შემაწუხებელი.
იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალი ჟღერადობაა და უკვე შეუძლებელია აიტანოს მხარემ, ასეთი მაღალი ხმაურის პირობებში აპარატურის ექსპლუატაცია რამდენად შეიძლება დაბადების დღეზე ექსპერტის განმარტებით მისთვის უცნობია, ეს არის ინდივიდუალური და წარმოადგენს სამედიცინო სფეროს. ნორმა იმისთვის არის დადგენილი, რომ ბგერა არის ადამიანთან შემხებლობაში და რამდენად ასატანია მაღალი ბგერა ეს არის ინდივიდუალური.
ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება, სასამართლოს აძლევს ვარაუდს დასკვნისთვის, რომ ირღვევა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებები. მართალია, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული დასკვნის, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება, 2015 წლის 30 დეკემბრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დასკვნას, სასამართლო მას ვერ გაიზიარებას იმ მიზეზის გამო, რომ მოპასუხეს ფართი დაქირავებული აქვს 2016 წლიდან. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს ქ. თბილისში, გ-------------ის გამზ. №--------------–ი პირველ სართულზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრში შპს ,,მე-------–----ი’’ 2018 წლის ივლისის თვეში მიმდინარე ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
6.2. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების VII თავი ადგენს ხმაურის მანორმირებელ პარამეტრებს და დასაშვებ დონეებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე.
„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების ცხრილი 3-ის შესაბამისად (ბგერის წნევის დასაშვები დონეები, ბგერის დონეები, შეღმწევი ხმაურის ბგერის ეკვივალენტური და მაქსიმალური დონეები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და ხმაურის დასაშვები დონეები საცხოვრებელ განაშენიანების ტერიტორიაზე), ბინების საცხოვრებელ ოთახებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატების, მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატების საცხოვრებელ სათავსებში, საძინებლებში, სათავსებში ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლა ინტერნატებში ხმაურის დასაშვები დონე 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე შეადგენს 35 დბ-ს, ხოლო 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე 30 დბ-ს.
„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, „Lღამე“ წარმოადგენს ღამის ხმაურის მაჩვენებელს 23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ამავე რეგლამენტის №1 დანართის თანახმად, საცხოვრებელი და საძილე სათავსებში დასაშვები ნორმები „Lღამით“ (დბA) შეადგენს 30 დბ-ს, ხოლო 08 საათიდან - 23 საათამდე 35 დბ-ს.
,,ქ.თბილისის საცხოვრებელ ზონებში ხმაურის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 01 აგვისტოს #8-9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით ქ.თბილისის საცხოვრებელ ზონებში ხმაურის შემცირებისათვის ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფე-ბარებში, ღამის ბარებში, დისკოთეკებში, საცეკვაო მოედნებზე და სხვა მსგავს დაწესებულებებში მკაცრად უნდა დაიცვან სანიტარული ნორმებით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები დონეები.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესები და ნორმების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ორგანიზაცია შეიძლება განთავსდეს როგორც ცალკე არსებულ, ასევე საცხოვრებელ ან საზოგადოებრივ შენობებთან მიშენებულ ან ჩაშენებულ შენობებში, საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელ სართულებზე, საზოგადოებრივ, საწარმოო და სხვა ობიექტების შენობებში და მათ ტერიტორიაზე იქ მომსახურე პერსონალის მომსახურების მიზნით. ამასთან, საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციების აღნიშნულ შენობებში და მათ ტერიტორიაზე განთავსება არ უნდა აუარესებდეს მოსახლეობის ცხოვრების, დასვენების და შრომის პირობებს. ამავე წესების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ხმაურისა და ვიბრაციის დასაშვები დონეები უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო ადგილების, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის დადგენილ ხმაურისა და ვიბრაციის დასაშვებ დონეებს, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების მიხედვით. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მუსიკალური ნაწარმოების შესრულების დროს, 20-30 წუთიან პერიოდში, ბგერის ექვივალენტური და მაქსიმალური დონეების მნიშვნელობა არ უნდა სჭარბობდეს მე-3 ცხრილში მოცემულ მნიშვნელობებს.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის #281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესები და ნორმების” მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, იმ სათავსებში, სადაც განთავსებულია ხმაურის წარმოქმნელი მოწყობილობები, ხმაურის მავნე ზემოქმედებისგან მომუშავეთა დასაცავად სათავსები უნდა მოპირკეთდეს ხმაურის მშთანქმელი მასალით.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებისათვის, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ/სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მოპასუხის საკუთებაში არსებულ კომერციულ ფართში მოწყობილი საბავშვო გასართობი ცენტრიდან გამომავალი ხმაური აღემატება დასაშვებ ნორმებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისის №5--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ. რ-------ის გამზირი №7----------------–- მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ის’’ ფართიდან მომდინარე მუსიკალური ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე ქ. თბილისში. გ-------------ის გამზირი №7, კორპუსი №-----------თან მიმართებაში მეტობით აღემატებოდა დღის პერიოდში ხმაურის დასაშვებ დონეს. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის #297/ნ ბრძანებით დამტკიცებული სანიტარული ნორმები 2.2.4/2.1.8 000-00 ,,ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე” სანიტარული ნორმები ცხრილი 3).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის მაისის ბოლოდან ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მ-------–----ში’’ ყველა საჭირო სამუშაო ხმაურის იზოლაციისთვის ჩატარებულია და დაცულია ხმაურის დასაშვები დონე, რადგან მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-------------ის გამზირი №7----------------–- გ---------–----ძის კუთვნილ ფართში, რომელიც არის ი.მ. თ------------ის მფლობელობაში და ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,მ-------–----ი’’, მუსიკის ჟღერადობით გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება დასაშვებ ნორმებს, რითაც მოსარჩელე თ-------------–----ს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეებს უნდა დაევალოთ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან, გამომავალი ხმაურის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს, მის მიერ გადახდილი 120 ლარიდან უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 60 ლარი.
რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად,სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს - 160 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 160 ლარის ანაზღაურება, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ. ასევე დაეკისროთ სასამართლოსგარეშ ხარჯის, ექსპერტიზის მომსახურეობისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს: ი/მ ,,თ------------ის’’ და გ---------–----ძეს, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით სოლიდარულად დაევალოთ, საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, გ-------------ის გამზირი №7, კორპუსი №6, მე-2 ს---------------------–-----------–----- საოფისე ფართიდან (ს/კ 0----------------------) გამომავალი ხმაურის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ხმაურის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში ხმის ჩამხშობების, აგრეთვე სათავსში მთლიანად ხმაურსაიზოლაციო და ხმაურშთამთქმელი მოწყობილობების დამონტაჟებით, ისე, რომ ხმაურის დონე 23:00 საათიდან - 07 საათამდე იყოს არაუმეტეს 30 დეციბალი, ხოლო 07 საათიდან - 23 საათამდე არაუმეტეს 35 დეციბალი.
2. მოპასუხეებს დაეკისროთ - 60 (სამოცი) ლარის გადახდა მოსარჩელე თ-------------–----ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. მოსარჩელე თ-------------–----ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ 2018 წლის 31 მაისს, სს ,,თიბისი ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახდო დავალება №0);
4. მოპასუხეებს მოსარჩელე თ-------------–----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ, ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელე თ-------------–----ის სასარგებლოდ - 160 (ას სამოცი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე