გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19750 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ლ----------------ა
წარმომადგენელი - თ------------ე
მოპასუხე - ე--------------ა
წარმომადგენლები - ნ---------ა, მ------------ა
დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ე--------------ას შპს ,,ა----–ის“ გასხვისებიდან მიღებული 96 000 ლარის ნახევრის 48 000 ლარის მოსარჩელე ლ----------------ას სასარგებლოდ გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ე--------------ას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებიდან მიღებული სარგებლის 50 000 აშშ დოლარის ნახევრის 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მოსარჩელე ლ----------------ას სასარგებლოდ გადახდა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე ე--------------ას შპს ,,კ--------------თან“ და შპს ,,კ--------------ისთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხის დაბრუნებით მიღებული 28 000 აშშ დოლარის ნახევრის 14 000 აშშ დოლარის მოსარჩელე ლ----------------ას გადახდა;
1.4. დაეკისროს მოპასუხე ე--------------ას მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის 60 000 აშშ დოლარის ნახევრის 30 000 აშშ დოლარის მოსარჩელე ლ----------------ას სასარგებლოდ გადახდა;
ლ----------------ა და ე--------------ა 2----–-–-----------დან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელემ 2----–-–---------–--- იშვილა ე--------------ას შვილი, ლ----------------ა. მათ 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი ე---–---------------ა. 2017 წლის 30 აპრილიდან მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მათი თანაცხოვრება შეწყდა. მოპასუხე დაუფარავად ცდილობს დამალოს მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი და დაგროვებული ქონება და ფულადი სახსრები, რასაც ახორციელებს ყველა აქტივის მესამე პირებზე ფორმალური გადაფორმებისა და გასხვისებით. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში დაფუძნდა შპს ,,ა----–“, სადაც დამფუძნებელი და დირექტორი იყო ე--------------ა. ამ უკანასკნელმა მხარეთა დაშორების შემდეგ ფარულად და მიზანმიმართულად მოახდინა შპს ,,ა----–“-ის გასხვისება-გადაფორმება მესამე პირებზე. ლ----------------ამ და ე--------------ამ თანაცხოვრების პერიოდში გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ცხოვრების უფლებით, სადაც მხარეები ცხოვრობდნენ. ე--------------ამ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სასწრაფო წესით ფორმალურად გააუქმა 08.08.2017 წელს და კრედიტორად იგივე უძრავ ნივთზე იგივე მესაკუთრესთან გააფორმა ახალი ხელშეკრულება თავისი დედის ნ-----–------------ას სახელზე 08.08.2017 წელს. თანაცხოვრების პერიოდში, მხარეებმა გაასესხეს თანხა 46 000 აშშ დოლარის ოდენობით შპს ,,კ--------------ი“ და შპს ,,კ--------------ი“-ზე, აქედან 28 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა ე---------------- მიმდინარე წლის ივნისის თვეში. მხარეთა ფაქტიურად დაშორების შემდგომ, ე--------------ას საბანკო ანგარიშზე იყო დაახლოებით 60 000 აშშ დოლარი. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მოითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებიდან მიღებული სარგებლის 50 000 აშშ დოლარიდან ნახევრის 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, შპს ,,კ--------------თან“ და შპს ,,კ--------------ისთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხის დაბრუნებით მიღებული 28 000 აშშ დოლარის 14 000 აშშ დოლარისა და ე--------------ას მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის 60 000 აშშ დოლარის ნახევრის 30 000 აშშ დოლარის მოსარჩელე ლ----------------ას სასარგებლოდ გადახდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე--------------ა არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე. ყოფილ მეუღლეებს ე-- და ლ----------------ებს არ გააჩნდათ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც კანონის თანახმად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საერთო ქონებად (თანასაკუთრებად). ე-- და ლ----------------ები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-----------დან 2018 წლის 16 მაისამდე. ქორწინების პერიოდში და სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული თანხები არასდროს წარმოადგენდა ე-- და ლ----------------ას კუთვნილ თანხებს. აღნიშნული თანხების წარმომავლობა უკავშირდება ნ-----–------------ას და ლ-------–-----–------ას. იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეები იყვნენ უმუშევრები და ოჯახის რჩენისათვის, ასევე შვილების ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო იყო თანხები, მათ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. ბიზნეს საქმიანობისა და თავდაპირველ ეტაპზე ოჯახის რჩენისათვის საჭირო თანხები ე--------------ამ ისესხა ლ-------–-----–------ასაგან, ჯამში 286 948.85 აშშ დოლარი. ლ-------–-----–------ამ ე--------------ასთვის სესხის სახით თანხების გადასაცემად, 2015 წლის 6 აგვისტოს გასცა ნოტარიულად დამოწმებული გენერალური მინდობილობა, რომლის თანახმად, ე-------–------ა (კ-----------) უფლებამოსილია მართოს და განკარგოს ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშები საქართველოს ტერიტორიაზე. 2015 წლის 02 ოქტომბერს ე--------------ამ ლ-------–-----–------ასგან ისესხა 140 000 აშშ დოლარი. სს ,,ბ--------------–---ში“ ლ-------–-----–------ას ანგარიშზე 2015 წლის 29 სექტემბერს ჩაირიცხა 140 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულად განკარგა ე---------------- 2016 წლის 15 მარტისთვის. 2015 წლის 15 დეკემბერს ლ-------–-----–------ასაგან ისესხა 70 721.36 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 18 თებერვალს ლ-------–-----–------ასგან ისესხა 76 227.49 აშშ დოლარი. ნათელია, რომ ე--------------ას ანგარიშებზე არსებული თანხები, ჯამში 286 948.85 აშშ დოლარი, არ არის მეუღლეთა საერთო ქონება (აქტივი), რომლის გაყოფაზეც შესაძლებელი იქნებოდა საუბარი, არამედ, არის ლ-------–-----–------სგან სესხად მიღებული თანხები (პასივები), რომლის დაბრუნების ვალდებულებაც გააჩნდათ მეუღლეებს. სესხად მიღებული თანხის ნაწილის დაბრუნება ე--------------ამ უზრუნველყო 2017 წლის აგვისტოს თვეში და დარჩენილი ვალის ნაწილი შეადგენს 120 578.85 აშშ დოლარს. ე--------------ას მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები ემსახურებოდა არა მეუღლეთა თანასაკუთრების გადამალვის მიზანს, არამედ მიმართული იყო ლ-------–-----–------ას წინაშე ნაკისრი ვალდებულების დასაფარად.
შპს ,,ა----–ი“ დაფუძნებული იქნა 2017 წლის 20 იანვარს ე--------------ას 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კომპანია წარმოადგენს მეწარმე იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო მომსახურება. შპს ,,ა----–ი“ ფუნქციონირებს იჯარით აღებულ ფართში, ხოლო ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა ხდებოდა ე--------------ას სს ,,ვ-----------ში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან, სადაც განთავსებული იყო ლ-------–-----–------ასაგან სესხად მიღებული თანხები. საწარმოს წილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხები, ჯამში 96 000 ლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს, ე--------------ას მიერ დაბრუნებული იქნა ლ-------–-----–------ასათვის. შესაბამისად, ლ----------------ას მოთხოვნა 48000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები სრულად იქნა მიმართული ვალის დასაბრუნებლად. 14.12.2015 წელს საკუთარი ანგარიშიდან (ლ-----–------ას ანგარიშიდან გადმოტანილი თანხა) ე--------------ამ ლ----------–--ის ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 აშშ დოლარი. ლ----------–--თან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხის დაბრუნების ვადა იწურებოდა 2017 წლის 14 აგვისტოს. მხარეთა შორის 2017 წლის 08 აგვისტოს შეწყდა ხელშეკრულება და ე--------------ამ მიიღო ლ----------–--ისაგან 50 000 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენდა ლ-------–-----–------ას კუთვნილ თანხას და შესაბამისად მოხდა ამ თანხების დაბრუნება მესაკუთრისათვის. რაც შეეხება ნ-----–------------ას და ლ----------–--ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ნ-----–------------ამ აღნიშნული ხელშეკრულების დასადებად განკარგა საკუთარი თანხები და ამ გარემოებას საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ამ თანხებთან მიმართებაში, მით უფრო მაშინ, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებები სადავო არ გამხდარა. ლ-------–-----–------ას ანგარიშიდან 13.11.2015 წელს ა---------–---------ას ანგარიშზე გადარიცხული იქნა 20 000 აშშ დოლარი. 20.11.2015 წელს ე--------------ამ საკუთარ ანგარიშიდან შპს ,,კ--------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 17 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 03 იანვარს ე-------–------ას და შპს ,,კ--------------ს“ შორის, რომელიც წარმოდგენილი იყო ა---------–---------ას სახით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს უკვე მიღებული აქვს 46 000 აშშ დოლარი. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 27%, რომელსაც მსესხებელი 2740 ლარის სახით იხდის ყოველთვიურად. შესაბამისად, ლ-----–------ას ანგარიშიდან ა---------–---------ას სახელზე გადარიცხული 20 000 აშშ დოლარი და ე-------–------ას ანგარიშიდან შპს ,,კ--------------ის“ ანგარიშზე გადარიცხული 17 000 აშშ დოლარი წარმოადგენს შპს ,,კ--------------ზე“ სესხად გაცემულ თანხებს (ლ-----–------ასაგან სესხად მიღებულ თანხებს). რაც შეეხება დანარჩენ ვალს - 9000 აშშ დოლარს, იგი ე--------------ას ანგარიშიდან გატანილ იქნა ბანკომატის საშუალებით მცირე თანხებად და გადაეცა შპს ,,კ--------------“-ს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დავალიანება კვლავ ერიცხება შპს ,,კ--------------“-ს. ასევე, შპს ,,კ--------------"- ს და სს ,,ვ-----------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 28000 აშშ დოლარზე, რომლის თავდებს წარმოადგენდა ე--------------ა და ამ თანხის უზრუნველყოფა მოხდა ე--------------ას სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 28 000 აშშ დოლარით (ლ-----–------ას ანგარიშიდან კონვერტირებული თანხა და დეპოზიტზე განთავსებული). საბანკო ამონაწერით ჩანს, რომ აღნიშნული თანხა განიკარგა შპს ,,კ--------------"-ის ძირითადი თანხის დასაფარად, N6---1------.0-- ხელშეკრულების თანახმად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 28 000 აშშ დოლარის ნახევრის მითვის დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან არ წარმოადგენს თანაცხოვრების პერიოდში მხარეთა მიერ გასესხებულ თანხას. ასევე, ე--------------ას სს ,,ვ-----------ის“ საბანკო ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 15 აგვისტოს, ე--------------ამ ანგარიშიდან გაიტანა 76 370 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მიმართული იქნა ლ-------–-----–------ას სესხის ნაწილის დასაფარად. აღნიშნულის გათალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა 30 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. ეს თანხა მიეკუთვნებოდა სესხად მიღებულ თანხებს, რომელიც დაბრუნებული იქნა მესაკუთრისათვის, გამსესხებლისათვის. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ----------------ა და ე--------------ა (ქორწინებამდელი გვარი ,,ზ--–------ა“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-----------დან. მათ ჰყავთ ორი შვილი: 2-----–-–------------ დაბადებული ლ----------------ა და 2----–-–------------------- დაბადებული ე---–---------------ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 13);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 14);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 15).
3.1.2. მოსარჩელე ე--------------ა და მოპასუხე ლ----------------ა 2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; არასრულწლოვანი ბავშვები, ლ----------------ა და ე---–---------------ა ცხოვრობენ დედასთან, ე--------------ასთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ე--------------ას სარჩელი ლ----------------ას მიმართ, განქორწინების თაობაზე, დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ე--------------ასა და ლ----------------ას შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------ს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს ნაწილობრივი გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ტომი 1, ს.ფ. 329-330);
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე N---------- ლ----------------ას შეგებებული სარჩელი ე--------------ას მიმართ, დავის საგანი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ცალკე წარმოებად გამოეყო დავის საგანს ალიმენტის დაკისრებას, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას და მას მიენიჭა საქმის ახალი ნომერი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლ----------------ას არასრულწლოვანი შვილების, ლ----------------ას (დაბადებული 2----–-–---------–---) და ე---–---------------ას (დაბადებული 2----–-–------------------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულზე 125 - 125 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ----------------ას შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება (ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან); (ტომი 1, 343-344);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 06 აგვისტოს ლ-------–-----–------ამ ე--------------ას სახელზე გასცა გენერალური მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ე--------------ა (ზ--–------ა) უფლებამოსილია მართოს და განკარგოს ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშები: აწარმოოს ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაციები ნებისმიერ ვალუტაში: თანხის შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა, კონვერტაცია, განაღდება და სხვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.08.2015 წლის მინდობილობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 226-231).
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სს ,,ბ--------------–---ში“ ლ-------–-----–------ას ანგარიშზე 2015 წლის 29 სექტემბერს ჩაირიცხა 140 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულად განკარგა ე--------------ამ 2016 წლის 15 მარტისთვის, კერძოდ: 2015 წლის 02 ოქტომბერს 4000 აშშ დოლარი გაიტანა ნაღდი თანხის სახით, 2015 წლის 12 ოქტომბერს 51000 აშშ დოლარი გადარიცხა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე (სს ,,ბ--------------–---“), 2015 წლის 13 ნოემბერს 20000 აშშ დოლარი გადარიცხა ა---------–---------ას საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 19 ნოემბერს 60 000 აშშ დოლარი გადარიცხა საკუთარ საბანკო ანგარიშზე (სს ,,ბ--------------–---“), ხოლო დანარჩენი თანხები 5000 აშშ დოლარი გახარჯული იქნა ტერმინალზე ბარათის გატარებისა და ბანკომატიდან ფულის გატანის სახით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 05.08.2015 – 05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 232-234);
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 05.08.2015 – 05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 235-238).
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ე-------–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 02.10.15-05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 239-245);
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ე-------–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 02.10.15-05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 246-247).
3.2.3. ლ-------–-----–------ას სს ,,ვ----------------------ას“ ანგარიშზე 2015 წლის 10 დეკემბერს ჩაირიცხა 5 მილიონი რუსული რუბლი, რომელიც 2015 წლის 15 დეკემბერს ე-------–------ამ საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა კონვერტირებული სახით 70 721.36 აშშ დოლარი და განათავსა საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან 2015 წლის 15 დეკემბერს ისესხა ლ-------–-----–------ასგან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ე--------------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 248-258);
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 276).
3.2.4. ლ-------–-----–------ას სს ,,ვ----------------------ას“ ანგარიშზე ჩაირიცხა 5 900 000 რუსული რუბლი, რომელიც 2016 წლის 18 თებერვალს ე-------–------ამ საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა კონვერტირებული სახით 76 227.49 აშშ დოლარი და აქედან 60 000 აშშ დოლარი განათავსა საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე; მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან 2016 წლის 18 თებერვალს ისესხა ლ-------–-----–------ასგან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ე--------------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 248-258);
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 276).
3.2.5. მხარეების, ლ----------------ას და ე--------------ას (ზ--–------ას) ქორწინების პერიოდში, დაფუძნდა შპს ,,ა----–"- ი. საწარმოს დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა ე--------------ა. მოპასუხის განმარტებით, კომპანია წარმოადგენდა მეწარმე იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობა არის სასტუმრო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისათვის. შპს ,,ა----–“- ი ფუნქციონირებს იჯარით აღებულ ფართში, ხოლო ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა ხდებოდა ე--------------ას სს ,,ვ----------------------აში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან;
2017 წლის 16 აგვისტოს ე--------------ამ ორ ნაწილად გაასხვისა შპს ,,ა----–"- ის 100% წილი. კერძოდ, 2017 წლის 16 აგვისტოს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების N--------- ხელშეკრულების თანახმად ე--------------ამ მიერ ბ-----------–-–---–ზე 19200 ლარად გასხვისდა შპს ,,ა----–"- ის 20%-იანი წილი, ხოლო 2017 წლის 16 აგვისტოს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების N--------- ხელშეკრულების თანახმად, ე--------------ას მიერ ლ-–--------ეზე 76 800 ლარად გაასხვისა შპს ,,ა----–"- ის 80% წილი. წილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხები ჯამში შეადგენდა 96 000 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ა----–“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პრების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.06.2017 (ტომი 1, ს.ფ. 73);
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 16.08.2017 წელს განცხადების მიღების ბარათი, განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 74-75);
- 16.08.2017 წლის შპს ,,ა----–“-ის დამფუძნებელ-პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 76-77);
- 16.08.2017 წლის წილის გასხვისების ხელშეკრულება, რეგისტრაციის N--------- (ტომი 1, ს.ფ. 80-85);
- 16.08.2017 წლის წილის გასხვისების ხელშეკრულება, რეგისტრაციის N--------- (ტომი 1, ს.ფ. 86-91);
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი შპს ,,ა----–“-ის საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 277-278);
- შპს ,,ა----–“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.01.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 279-280);
3.2.6. ლ----------------ა და ე--------------ა, 14.12.2015 წლის თანაცხოვრების პერიოდში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრების უფლებით ცხოვრობდნენ ლ----------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, ვ-----------–---–-------------------------------------------. სესხის თანხის დაბრუნების ვადას წარმოადგენდა 14.08.2017 წელი. 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი იქნა იპოთეკარ ე--------------ასთან იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელი ლ----------–--ის მოთხოვნა უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ვ-----------–---–--------------------, იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ლ----------–--ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე 08.08.2017 წლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულების (რეესტრის ნომერი N---------) საფუძველზე იპოთეკარ ნ-----–------------ას სასარგებლოდ აღნიშნულ უძრავ ქონება დაიტვირთა იპოთეკით. აღნიშნულ ქონებაზე იპოთეკის საბოლოო შეწყვეტის რეგისტრაცია განმცხადებელ ლ----------–--ის განცხადების საფუძველზე განხორციელდა 21.11.2017 წელს.
უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ვ-----------–---–--------------------------------------------, 22.11.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე----------------ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2017 წლის გადაწყვეტილება N--------------- (ტომი 1, ს.ფ. 162);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2017 წლის გადაწყვეტილება N--------------- (ტომი 1, ს.ფ. 163);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2017 წლის გადაწყვეტილება N--------------- (ტომი 1, ს.ფ. 164);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.08.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 165-166);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.08.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 167-168);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.11.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 169-170);
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ე-------–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 02.10.15-05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 246-247).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.11.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 281-282).
3.2.7. ლ-------–-----–------ას ანგარიშიდან 13.11.2015 წელს ა---------–---------ას ანგარიშზე გადარიცხა 20 000 აშშ დოლარი. 20.11.2015 წელს ე--------------ამ საკუთარი ანგარიშიდან (ლ-------–-----–------ას ანგარიშიდან გადმორიცხული თანხა) შპს ,,კ--------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. 03.01.2017 წელს ე-------–------ასა (გამსესხებელს) და შპს ,,კ--------------ის“ წარმომადგენელს ა---------–---------ას (მსესხებელი) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს უკვე მიღებული აქვს სესხის თანხა 46 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 27%-ს, რომელსაც მსესხებელი 2740 ლარის სახით იხდის ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 288-289);
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ე-------–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 02.10.15-05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 239-245);
- სს ,,ბ--------------–---ს“ ამონაწერი ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 05.08.2015 – 05.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 232-234);
3.2.8. შპს ,,კ--------------სა“ და სს ,,ვ-----------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 28 000 აშშ დოლარზე, რომლის თავდებს წარმოადგენდა ე--------------ა და ამ თანხის უზრუნველყოფა მოხდა ე--------------ას სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 28 000 აშშ დოლარით. შპს ,,კ--------------ის“ მიერ (თ------–----ას ჩარიცხვა) 2017 წლის 16 მაისს ე--------------ას ანგარიშზე დაბრუნდა 28 000 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ე--------------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 248-258);
3.2.9. მოპასუხე ე--------------ას (ზ--–------ას) განმარტებით, მან ჯამში ლ-------–-----–------ასგან ისესხა 286 948.85 აშშ დოლარი. სს ,,ვ----------------------ას“ საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 15 აგვისტოს ე--------------ამ ანგარიშიდან გაიტანა 76 370 აშშ დოლარი, რაც მიმართული იქნა ლ-------–-----–------ას სესხის ნაწილის დასაფარად, ისევე, როგორც ლ----------–--ისაგან მიღებული 50 000 აშშ დოლარი და შპს ,,ა----–ის“ 100% წილის გასხვისებიდან მიღებული 40 000 აშშ დოლარი (96 000 ლარი). საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ვ----------------------ას“ ამონაწერი ე--------------ას საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 248-258);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2.10. 2015 წლის 25 აგვისტოს ერთის მხრივ, ნ-----–------------ას და მეორეს მხრივ, ვ---------------------ას შორის დაიდო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 32 მილიონ რუბლად (დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი) გაიყიდა ნ-----–------------ას კუთვნილი უძრავი ქონება. ამავე დღეს, მყიდველმა ვ---------------------ამ ბ----------------ში“ იქირავა საბანკო სეიფი 2015 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, რა პერიოდშიც, საბანკო სეიფის გახსნის უფლება გააჩნდა ნ-----–------------ას თანდასწრებით. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის 9 სექტემბერს ვ---------------------ამ მოიპოვა საკუთრების უფლება, შესაბამისად, ნ-----–------------ამ მიიღო ნასყიდობის თანხა სრულად.
2015 წლის 09 სექტემბერს ბ----------------ში“ ნ-----–------------ამ იქირავა საბანკო სეიფი უჯრა 2015 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა 2016 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ლ-------–-----–------ას ანგარიშზე ო-----------------ის მიერ ბ----------------იდან“ თანხების ჩარიცხვა, კერძოდ, 29.09.2015 წელს, 10.12.2015 წელს და 29.01.2016 წელს. ამონაწერის მიხედვით, ბანკის ტრანსფერული მომსახურებისათვის ო-----------------ი (პ/ა 4-------------------) დღგ-ით არ იბეგრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.08.2015 წლის საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 54-61);
- ვ---------------------ასთან 2015 წლის 25 აგვისტოს დადებული ინდივიდუალური დეპოზიტური სეიფის უჯრედის იჯარის ხელშეკრულება N--- (ტომი 2, ს.ფ. 32-44);
- ნ-----–------------ასთან 2015 წლის 09 სექტემბერს დადებული ინდივიდუალური დეპოზიტური სეიფის უჯრედის იჯარის ხელშეკრულება N----------- (ტომი 2, ს.ფ. 47-53).
- სს ,-------------ის ამონაწერი, პერიოდი 28.09.2015 წლიდან 29.09.2015 წლამდე (ტომი 2, ს.ფ. 16-17);
- სს ,-------------ის ამონაწერი, პერიოდი 09.12.2015 წლიდან 28.01.2016 წლამდე (ტომი 2, ს.ფ. 18-20).
3.2.11. ლ-------–-----–------ა წარმოადგენს ლ------ მოქალაქეს და ცხოვრობს ქალაქ ვ--–-----ში. ნ-----–------------ამ განათლება მიიღო ლ-----ში, ქ-----–-----ში. მოპასუხე მხარის განმარტებით, ლ-------–-----–------ა და ნ-----–------------ა არიან მეგობრები და ნ-----–------------ას ფულადი ვალდებულება გააჩნდა ლ-------–-----–------ას წინაშე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ-----–------------ას დიპლომის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 29-31);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2.12. მოსარჩელე ლ----------------ა სადავო თანხებს მოიაზრებს როგორც მეუღლეთა საერთო ქონებას, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ დანაზოგს, რაც შეძენილია (შექმნილია) მეუღლეთა, ლ----------------ას და ე--------------ას ქორწინების პერიოდში. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ქორწინების განმავლობაში მოსარჩელე მხარის დასაქმების და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელის განმარტებით, იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას რ------------------–--ში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა საზღვარგარეთ არსებული ქონების გასხვისება, რაც დაკავშირებული იყო ლ----------------ას მამის და თავად მხარის, ლ----------------ას კერძო სამეწარმეო საქმიანობასთან. სწორედ აღნიშნულის გასხვისების შედეგად მიღებული თანხების გადმორიცხვა მოხდა ლ----------------ას დავალებით საქართველოში. მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებს სამეწარმეო საქმიანობის არსებობაზე რ------------------–--ში, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება იმის დასტურად, თუ რა სახის, რა პერიოდში და რა შემოსავლის მქონე საქმიანობას ახორციელებდა იგი მამასთან ერთად და არსებობის შემთხვევაში, აქვს თუ არა კავშირი ამ საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს განსახილველი დავის ფარგლებში სადავო თანხასთან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ლ----------------ა ვერ ადასტურებს მის, როგორც ე--------------ას მეუღლის კავშირს სადავო თანხების წარმომავლობასთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2.13. საქმეში წარმოდგენილია ო-----------–------–--------------ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი ლ----------------ას იცნობს 2007 წლიდან. ო-----------------მა 2015 და 2016 წლებში ლ----------------ას თხოვნით 29.09.2015 წელს განახორციელა ლ----------------ას მიერ მითითებულ ანგარიშებზე ფულადი სახსრების გადარიცხვა 140 280 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, 10 910 000 რუსული რუბლი მან ლ-------–-----–------ას ანგარიშზე ბანკი ,-------------ის მეშვეობით გადმორიცხა ორ ნაწილად 09.12.2015 წელს და 28.01.2016 წელს. ო-----------------მა მითითებული თანხები გადმორიცხა ლ----------------ას ზეპირი თხოვნით, თუმცა მათ შორის რაიმე შეთანხმება სესხის, კრედიტის, იჯარის, ჩუქების ან ნასყიდობის შესახებ არ ყოფილა. ო-----------------მა ლ----------------ასგან შეიტყო, რომ ამ უკანსკნელის მეუღლეს ლ-------–-----–------ას მიერ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე ჰქონდა საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლება. ო-----------------ი არ იცნობდა ფულადი სახსრების მიმღებ პირს, იგი თანხების გადარიცხვას ასრულებდა მხოლოდ ლ----------------ას დავალებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ო-----------------ის 28.03.2018 წლის განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 13-14).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------------ას სარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-1159-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1169-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ლ----------------ამ მოითხოვა მოპასუხე ე--------------ასათვის თანხის დაკისრება შემდეგი ოდენობით: შპს ,,ა----–ის“ გასხვისებიდან მიღებული 96 000 ლარის ნახევარი 48 000 ლარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებიდან მიღებული სარგებლის 50 000 აშშ დოლარის ნახევარი 25 000 აშშ დოლარი, შპს ,,კ--------------თან“ და შპს ,,კ--------------ისთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხის დაბრუნებით მიღებული 28 000 აშშ დოლარის ნახევარი 14 000 აშშ დოლარი და მოპასუხის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის 60 000 აშშ დოლარის ნახევარი 30 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული თანხები წარმოადგენს მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ და დაგროვებულ ქონებას, ხოლო მოპასუხე თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ ცდილობს მხარეთა საერთო ქონების გადამალვის მიზნით, მითითებული თანხები სხვა პირებზე ფორმალურად გაასხვისოს.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
დადგენილია, რომ ლ----------------ა და ე--------------ა (ქორწინებამდელი გვარი ,,ზ--–------ა“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-----------დან. მათ ჰყავთ ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ლ----------------ა და 2----–-–------------------- დაბადებული ე---–---------------ა. მხარეები ე--------------ა და ლ----------------ა 2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბავშვები, ლ----------------ა და ე---–---------------ა ცხოვრობენ დედასთან, ე--------------ასთან ერთად. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება ე--------------ასა და ლ----------------ას შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------ს, სსგ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N-----------. სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ე--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლ----------------ას არასრულწლოვანი შვილების, ლ----------------ას (დაბადებული 2----–-–---------–---) და ე---–---------------ას (დაბადებული 2----–-–------------------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულზე 125 - 125 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ----------------ას შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის არსებობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც უტყუარად არ დგინდება მეუღლეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად, მათი ერთობლივი თანხებით ქონების შეძენის (შექმნის) ფაქტი.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, გამოიკვლიოს რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები ადგენენ წესებს, რომლის მიხედვითაც მხარეები ვალდებულნი არიან არამარტო განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ, არამედ ვალდებულნი არიან თვითონ წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებენ სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ გარემოებებს. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა თანაზიარ ქონებად მიიჩნევა მათი ერთად ცხოვრების პერიოდში, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახრსებით. ამასთან, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლების მიღებულია ქორწინების პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში, საოჯახო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება მეუღლეთა თანაბრობას აღიარებს უფლებებსა და მოვალეობებში, როგორც ქორწინების, ისე განქორწინების დროს. კანონის მიზანი განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს უქმნის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა ინდივიდუალურ ქონების დეფინიციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეული მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით და ჩუქებით. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სადავო თანხები არ წარმოადგენდა რომელიმე მეუღლის ინდვიდუალურ საკუთრებას. ამ თანხების მოძრაობა (სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციების შესრულება თუ ბანკიდან თანხის გამოტანა) სხვადასხვა მიზნით ხორციელდებოდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, ეს თანხები სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში არ ექცევა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სს ,,ბ--------------–---ში“ ლ-------–-----–------ას ანგარიშზე 2015 წლის 29 სექტემბერს ჩაირიცხა 140 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულად განკარგა ე--------------ამ 2016 წლის 15 მარტისთვის, კერძოდ: 2015 წლის 02 ოქტომბერს 4000 აშშ დოლარი გაიტანა ნაღდი თანხის სახით, 2015 წლის 12 ოქტომბერს 51000 აშშ დოლარი გადარიცხა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე (სს ,,ბ--------------–---“), 2015 წლის 13 ნოემბერს 20000 აშშ დოლარი გადარიცხა ა---------–---------ას საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 19 ნოემბერს 60 000 აშშ დოლარი გადარიცხვა საკუთარ საბანკო ანგარიშზე (სს ,,ბ--------------–---“ ), ხოლო დანარჩენი თანხები 5000 აშშ დოლარი გახარჯული იქნა ტერმინალზე ბარათის გატარებისა და ბანკომატიდან ფულის გატანის სახით.
ლ-------–-----–------ას სს ,,ვ----------------------ას“ ანგარიშზე 2015 წლის 10 დეკემბერს ჩაირიცხა 5 მილიონი რუსული რუბლი, რომელიც 2015 წლის 15 დეკემბერს ე-------–------ამ საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა კონვენტირებული სახით 70 721.36 აშშ დოლარი და განათავსა საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან 2015 წლის 15 დეკემბერს ისესხა ლ-------–-----–------ასგან. ლ-------–-----–------ას სს ,,ვ----------------------ას“ ანგარიშზე ჩაირიცხა 5 900 000 რუსული რუბლი, რომელიც 2016 წლის 18 თებერვალს ე-------–------ამ საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა კონვერტირებული სახით 76 227.49 აშშ დოლარი და აქედან 60 000 აშშ დოლარი განათავსა საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე; მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან 2016 წლის 18 თებერვალს ისესხა ლ-------–-----–------ასგან. ე--------------ა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სს ,,ვ----------------------აში“ გახსნილ ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშებზე მას წვდომა გააჩნდა ამ უკანასკნელის მიერ ე--------------ას სახელზე გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, რასაც მოსარჩელე მხარე არ ხდის სადავოდ.
ზოგადად მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული თანხების არსებობას, კონკრეტული მიზნით გადარიცხვებსა და ამ თანხებთან დაკავშირებით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე სადავოდ არ ხდის. არც იმ ფაქტზე დავობენ მხარეები, რომ თანხების ე--------------ას მიერ მიღება და მიზნობრივად ხარჯვის დრო ემთხვევა მეუღლეთა ქორწინების პერიოდს, თუმცა მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ მითითებული თანხების წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით.
სასარჩელო მოთხოვნა შეეხება შპს ,,ა----–ის“ წილის გასხვისებით მიღებულ თანხას, ე--------------ას და ლ----------–--ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებიდან მიღებულ თანხას, შპს ,,კ--------------თან“ და შპს ,,კ--------------ისთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გასესხებული თანხის დაბრუნებულ თანხასა და ე--------------ას საბანკო ანგარიშზე არსებული თანხას - 60 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე, იმ გარემობაზე მითითებით, რომ აღნიშნული თანხების მიღება, გასესხება თუ დაბრუნება მოხდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონებრივი სიკეთე წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხების წარმომავლობასა თუ მიზნობრივ ხარჯვას მოპასუხე დასაბუთებული პოზიციით პასუხობს, რასაც ამყარებს საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ, ლ----------------ას და ე--------------ას (ზ--–------ას) ქორწინების პერიოდში, დაფუძნდა შპს ,,ა----–ი“. საწარმოს დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა ე--------------ა. მოპასუხის განმარტებით, კომპანია წარმოადგენდა მეწარმე იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობა არის სასტუმრო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისათვის. შპს ,,ა----–ი“ ფუნქციონირებს იჯარით აღებულ ფართში, ხოლო ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა ხდებოდა ე--------------ას სს ,,ვ----------------------აში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან, რაც დასტურდება ამავე საწარმოს სახელზე ბანკში გახსნილი ანგარიშზე თანხების მოძრაობით. 2017 წლის 16 აგვისტოს ე--------------ამ ორ ნაწილად გაასხვისა შპს ,,ა----–ის“ 100% წილი. კერძოდ, 2017 წლის 16 აგვისტოს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების N--------- ხელშეკრულების თანახმად ე--------------ას მიერ ბ-----------–-–---–ზე 19200 ლარად გასხვისდა შპს ,,ა----–ის“ 20%-იანი წილი, ხოლო 2017 წლის 16 აგვისტოს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების N--------- ხელშეკრულების თანახმად, ე--------------ას მიერ ლ-–--------ეზე 76 800 ლარად გასხვისა შპს ,,ა----–ის“ 80% წილი. წილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხები ჯამში შეადგენდა 96 000 ლარს.
დადგენილია, რომ ლ----------------ა და ე--------------ა თანაცხოვრების პერიოდში, 14.12.2015 წელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობდნენ ლ----------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, ვ-----------–---–-------------------------------------------. სესხის თანხის დაბრუნების ვადას წარმოადგენდა 14.08.2017 წელი. 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი იქნა იპოთეკარ ე--------------ასთან იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია. 08.08.2017 წლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულების (რეესტრის ნომერი N---------) საფუძველზე იპოთეკარ ნ-----–------------ას სასარგებლოდ აღნიშნულ უძრავ ქონება დაიტვირთა ხელმეორედ იპოთეკით. აღნიშნულ ქონებაზე იპოთეკის საბოლოო შეწყვეტის რეგისტრაცია განმცხადებელ ლ----------–--ის განცხადების საფუძველზე განხორციელდა 21.11.2017 წელს. მითითებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ვ-----------–---–---------------------------------------------, 22.11.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე----------------ის სახელზე. მოსარჩელე მხარე ეჭქვეშ აყენებს ერთსა და იმავე დღეს ე--------------ასთან დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებასა და ნ-----–------------ასთან (ე--------------ას დედასთან) ახალი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას იმავე ბინაზე სარგებლობის უფლებით. ამ შემთხვევაში საქმისათვის ნაკლებ მნიშვნელოვანია ნ-----–------------ასა და ლ----------–--ს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან თავად მოპასუხე ე--------------ა არ უარყოფს ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ ლ----------–--ისგან თანხის დაბრუნებას. საქმეში არსებული მტკიცებულებით ცალსახად დგინდება, რომ ლია კანდეკალთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მეუღლეების ლ----------------ას და ე--------------ას თანაცხოვრების პერიოდში, ხოლო ხელშეკრულება გაუქმდა და სესხის თანხის დაბრუნდა მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ. სადავოა ლ----------–--ისათვის სესხად გადაცემული თანხის 50 000 აშშ დოლარის წარმომავლობა. მოსარჩელე მხარე აღნიშნულ თანხის ნახევარზე, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას, თუმცა ამ თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულებას საქმეს არ ურთავს.
გარდა ამისა, ლ-------–-----–------ას ანგარიშიდან 13.11.2015 წელს ა---------–---------ას ანგარიშზე გადარიცხა 20 000 აშშ დოლარი. 20.11.2015 წელს ე--------------ამ საკუთარი ანგარიშიდან (ლ-------–-----–------ას ანგარიშიდან გადმორიცხული თანხა) შპს ,,კ--------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. 03.01.2017 წელს ე-------–------ასა (გამსესხებელს) და შპს ,,კ--------------ის“ წარმომადგენელ ა---------–---------ას (მსესხებელი) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს უკვე მიღებული აქვს სესხის თანხა 46 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 27%-ს, რომელსაც მსესხებელი 2740 ლარის სახით იხდის ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მოპასუხის მითითებით, შპს ,,კ--------------სა“ და სს ,,ვ-----------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 28 000 აშშ დოლარზე, რომლის თავდებს წარმოადგენდა ე--------------ა და ამ თანხის უზრუნველყოფა მოხდა ე--------------ას სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 28 000 აშშ დოლარით. შპს ,,კ--------------ის“ მიერ (თ------–----ას ჩარიცხვა) 2017 წლის 16 მაისს ე--------------ას ანგარიშზე დაბრუნდა 28 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ ე--------------ას მიერ სესხად გაცემული თანხა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. მართალია, სესხის სახით, ე--------------ას თანხის გაცემა მოხდა მხარეთა ქორწინების განმავლობაში, თუმცა ეს თანხა რომ წარმოადგენდა მეუღლეების ერთობლივი შრომით და მეურნეობის ერთიანად გაძღოლის შედეგად მიღებულ ქონებრივ სიკეთეს, აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულება საქმეს არ ერთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილი პრაქტიკით, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. მოპასუხე ე--------------ას (ზ--–------ას) განმარტებით, მან ჯამში ლ-------–-----–------ასგან ისესხა 286 948.85 აშშ დოლარი. სს ,,ვ----------------------ას“ საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 15 აგვისტოს ე--------------ამ ანგარიშიდან გაიტანა 76 370 აშშ დოლარი, რაც მიმართული იქნა ლუდმულა მუშინსკაიას სესხის ნაწილის დასაფარად, ისევე, როგორც ლ----------–--ისაგან მიღებული 50 000 აშშ დოლარი და შპს ,,ა----–ის“ 100% წილის გასხვისებიდან მიღებული 40 000 აშშ დოლარი (96 000 ლარი). საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარე, რომელიც არ წარმოადგენს მითითებული სასესხო ურთიერთობის მონაწილე პირს, სადავო ხდის ე--------------ასა და ლ-------–-----–------ას შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას. მოცემულ საქმეზე, მოპასუხე მხოლოდ მიუთითებს ლ-------–-----–------ას წინაშე სასესხო ვალდებულების არსებობას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება, რაც სასესხო ურთიერთობას დაადასტურებდა ე--------------ასა და ლუდმილა მუშინასკაიას შორის, მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. სასამართლო დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულება გარიგების მხარეთა კონკლუდენტურ მოქმედებაზე, რაც გამოიხატება სესხის თანხის გადაცემაში (თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ა.შ). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, უდავოა, რომ ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშებზე ნაწილი თანხების გატანა ნამდვილად განხორციელდა ე--------------ას მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახლითა და ხარჯზე. სწორედ ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, 2015 წლის 06 აგვისტოს ლ-------–-----–------ამ ე--------------ას სახელზე გასცა გენერალური მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ე--------------ა (ზ--–------ა) უფლებამოსილია მართოს და განკარგოს ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშები. მითითებული მინდობილობის საფუძველზე ე--------------ამ განკარგა ლ-------–-----–------ას სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები, რაც გამოყენებული იქნა კონკრეტული მიზნებისთვის - სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისათვის, თუმცა აღნიშნული ფულადი თანხების მართვის უფლების ე--------------ასათვის გადაცემა წარმოადგენდა თუ არა სასესხო ურთიერთობას, საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დადასტურდეს, მოდავე მხარის - ლ----------------ას კავშირი საქართველოში წარმოებული სამეწარმეო საქმიანობისა (შპს ,,ა----–ის“ დაფუძნება, შპს ,,კ--------------ის“თვის სესხის გაცემა) თუ პირადი მიზნებისათვის (ბინით სარგებლობის უფლებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადება) გახარჯული ფულადი თანხების წარმომავლობასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. ზემოთ როგორც აღინიშნა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ის საოჯახო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ქორწინების განმავლობაში ოჯახის საერთო მიზნებისათვის, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენილ (შექმნილ) ქონებაზე ადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას შესაბამისი მტკიცებულებათა წარმოდგენის გზით წარმოადგენს, 2015 წლის 25 აგვისტოს ერთის მხრივ, ნ-----–------------ას და მეორეს მხრივ ვ---------------------ას შორის დადებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 32 მილიონ რუბლად (დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი) გაიყიდა ნ-----–------------ას კუთვნილი უძრავი ქონება. ამავე დღეს მყიდველმა ვ---------------------ამ ბ----------------ში“ იქირავა საბანკო სეიფი 2015 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, რა პერიოდშიც საბანკო სეიფის გახსნის უფლება გააჩნდა ნ-----–------------ას თანდასწრებით. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის 9 სექტემბერს ვ---------------------ამ მოიპოვა საკუთრების უფლება, შესაბამისად, ნ-----–------------ამ მიიღო ნასყიდობის თანხა სრულად. ასევე, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 09 სექტემბერს ბ----------------ში“ ნ-----–------------ამ იქირავა საბანკო სეიფი უჯრა 2015 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა 2016 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ლ-------–-----–------ას ანგარიშზე ო-----------------ის მიერ ბ----------------იდან“ თანხების ჩარიცხვა, კერძოდ, 29.09.2015 წელს, 10.12.2015 წელს და 29.01.2016 წელს. ამონაწერის მიხედვით, ბანკის ტრანსფერული მომსახურებისათვის ო-----------------ი (პ/ა 4-------------------) დღგ-ით არ იბეგრება. მხარეთა განმარტებით, ნ-----–------------ა წარმოადგენს მოპასუხე ე--------------ას დედას. მოპასუხე ლ-------–-----–------ას და ნ-----–------------ას შორის კავშირის დასტურად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლ-------–-----–------ა, როგორც ლ------ მოქალაქე და ქალაქ ვ--–-----ში მცხოვრები პირი, იცნობს ნ-----–------------ას, რომელმაც განათლება მიიღო ლ-----ში, ქ-----–-----ში. მოპასუხის მითითებითვე, ლ-------–-----–------ა და ნ-----–------------ა არიან მეგობრები და ნ-----–------------ას ფულადი ვალდებულება გააჩნდა ლ-------–-----–------ას წინაშე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბუნდოვანია, ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხული თანხები წარმოადგენდა თუ არა სწორედ იმ თანხას, რაც ნ-----–------------ამ ნასყიდობის საგნის საფასურის სახით მიიღო, თუმცა თარიღის მიხედვით, ქრონოლოგიურად მოჰყვება რ------------------–--ში ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ასევე, ბანკში შემნახველი სეიფის ქირავნობის ხელშეკრულება და იმავე პერიოდში იმავე ბანკში ო-----------------ის მიერ თანხების გადმორიცხვა ლუდმილა მუშინკაიას ანგარიშზე. მოპასუხის განმარტებით, ო-----------------ის მიერ იმ საფუძვლით მოხდა თანხების გადმორიცხა, რომ იგი, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე, საბანკო ოპერაციების შეასრულებისას გადასახადებით არ იბეგრებოდა, რაც დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებითაც.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოსარჩელე ლ----------------ა სადავო თანხებს მოიაზრებს როგორ მეუღლეთა საერთო ქონებას, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ დანაზოგს, რაც შეძენილია (შექმნილია) მეუღლეთა, ლ----------------ას და ე--------------ას ქორწინების პერიოდში. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ქორწინების განმავლობაში მოსარჩელე მხარის საქართველოს ტერიტორიაზე ან რ------------------–--ში დასაქმების და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელის განმარტებით, იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას რ------------------–--ში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა საზღვარგარეთ არსებული ქონების (როგორც კომერციული, ისევ სხვა ფართების) გასხვისება, რაც დაკავშირებული იყო ლ----------------ას მამის და თავად მხარის, ლ----------------ას კერძო სამეწარმეო საქმიანობასთან. სწორედ აღნიშნულის გასხვისების შედეგად მიღებული თანხების გადმორიცხვა მოხდა ლ----------------ას დავალებით საქართველოში. ერთადერთ მტკიცებულებას, რასაც მოსარჩელე მხარე სადავო თანხებთან კავშირის დასტურად წარმოადგენს, არის ო-----------------ის წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ლ----------------ას იცნობს 2007 წლიდან. ო-----------------მა 2015 და 2016 წლებში ლ----------------ას თხოვნით 29.09.2015 წელს განახორციელა ლ----------------ას მიერ მითითებულ ანგარიშებზე ფულადი სახსრების გადარიცხვა 140 280 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, 10 910 000 რუსული რუბლი მან ლ-------–-----–------ას ანგარიშზე ბანკი ,-------------ის მეშვეობით გადმორიცხა ორ ნაწილად 09.12.2015 წელს და 28.01.2016 წელს. ო-----------------მა მითითებული თანხები გადმორიცხა ლ----------------ას ზეპირი თხოვნით, თუმცა მათ შორის რაიმე შეთანხმება სესხის, კრედიტის, იჯარის, ჩუქების ან ნასყიდობის შესახებ არ ყოფილა. წერილობით განცხადებაში არაერთხელ აღნიშნავს განცხადების შემდგენი პირი, ო-----------------ი, რომ იგი მოქმედებდა ლ----------------ას დავალებით და თხოვნით, თუმცა რაიმე სახის მითითება იმის თაობაზე, რომ ო--------------ს მიერ ლ-------–-----–------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა ლ----------------ას კუთვნილ თანხებს, ან მის სახელზე რეგისტრირებული საწარმოდან მოგებას, ან წილის გასხვისებით მიღებულ თანხას ან ნებისმიერი სახის შემოსავალს, განცხადებაში არ ფიქსირდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ო-----------------ი მოქმედებდა ლ----------------ას დავალებით, არ ადასტურებს ლ----------------ას უფლებას სადავო თანხებზე, ვინაიდან,საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული სადავო თანხები, როგორც ქორწინების განმავლობაში შექმნილი დანაზოგი, წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას. მოსარჩელე მხარე მხოლოდ ზოგადად მიუთითებს სამეწარმეო საქმიანობის არსებობაზე რ------------------–--ში, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება იმის დასტურად, თუ რა სახის, რა პერიოდში და რა შემოსავლის მქონე საქმიანობას ახორციელებდა იგი მამასთან ერთად და არსებობის შემთხვევაში, აქვს თუ არა კავშირი ამ საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს განსახილველ დავის ფარგლებში სადავო თანხასთან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ლ----------------ა ვერ ადასტურებს მის, როგორც ე--------------ას მეუღლის კავშირს სადავო თანხების წარმომავლობასთან.
დამკვიდრებული პრაქტიკით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას, რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომლებიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს, რა დროსაც ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო შრომით, სახსრებით შეძენის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლზე, რაც ადგენს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით განკარგვის სავალდებულოობას, თუმცა, ვინაიდან, არ დადასტურდა სადავო ფულადი თანხებზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების საფუძვლის არსებობა, სასამართლო ვერ გამოიყენებს მითითებულ ნორმას. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხე მხარეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო ქონებაზე არ წარმოშობილა მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება სადავო ფულად თანხებზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების დასტურად, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არაერთი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება აქარწყლებს მოსარჩელის პოზიციას - კავშირს სადავო თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხები წარმოადგენს არათუ მეუღლეთა საერთო ქონებას (აქტივს), არამედ ეს თანხები არის მეუღლეთა ქორწინების პერიოდში მიღებული ვალი, რომლის ნაწილის კრედიტორისათვის დაბრუნების ვალდებულება დღეის მდგომარეობითაც არსებობს. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის დანაწესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლი, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხე არ აყენებს მოთხოვნას საერთო ვალების (მისი მოსაზრებით) გაყოფის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე ე--------------ას მიმართ ლ----------------ას სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ე--------------ასათვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ ლ----------------ას სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ე---------------სათვის მოსარჩელე ლ----------------ას მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ლ----------------ას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ კომერციულ ბანკებში ე--------------ას სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს - 48 000 ლარისა და 69 000 აშშ დოლარის ფარგლებში, სახელფასო ანგარიშის გარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ----------------ას სარჩელი, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------------ას სარჩელი, ე--------------ას მიმართ, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ე--------------ას არ გადახდეს მოსარჩელე ლ----------------ას მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ კომერციულ ბანკებში ე--------------ას (პირადი N-----------) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს - 48 000 ლარისა და 69 000 აშშ დოლარის ფარგლებში, სახელფასო ანგარიშის გარდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა