გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1455-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს “პრ----------------ი”
წარმომადგენელი მ------------–---–ი
მოპასუხეები შპს „ლ-----ა“, ზ---ა ხა-----, თ-- ხა-----
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს „ლ-----ას“ და ზ---ა ხა-----ს სს „პრ----------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 122 235.53 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელი - 6535.53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 15 000 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ზ---ა ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ს------------------------, ფართი 132.7------- ს/კ 0-------------------------- ასევე, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული თ-- ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ფართი 127.91 კვ.მ, ს/კ 0--------------------------
1.3. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ზ---ა ხა-----ს და შპს „ლ-----ას“ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.
1.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ლ-----ამ“ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 100 700 აშშ დოლარის, სარგებლის - 6535.53 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 750 აშშ დოლარის ნაწილში.
2.2. მოპასუხე ზ---ა ხა-----მ სასამართლო მთავარ სხდომაზე მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 100 700 აშშ დოლარის, სარგებლის 6535.53 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 750 აშშ დოლარის ნაწილში.
მოპასუხეებმა ზ---ა ხა-----მ და თ-- ხა-----მ სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში. (29.01.2019წ, სხდომის ოქმი 17:42:28/17:42:55 წთ; 31.01.2019წ, სხდომის ოქმი 17:09:17/17:09:29 წთ)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 28 მარტს სს „პრ----------------ს“, ზ---ა ხა-----ს და შპს „ლ-----ას“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება #75.1169, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 5-- 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური 36%-ის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური ხელშეკრულება #75.1169 (ს.ფ 19-20)
3.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 20-- წლის 28 მარტს სს „პრ----------------სა“ და შპს „ლ-----ას“ შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #75.3593, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 100 700 აშშ დოლარი, 7 თვის ვადით, წლიური 11%-ის სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #75.3593 (ს.ფ 21)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 22)
3.1.3. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 25 მარტს სს „პრ----------------სა“ და ზ---ა ხა-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ს------------------------, ფართი 132.7------- ს/კ 0--------------------------
ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 18 მარტს სს „პრ----------------სა“ და თ-- ხა-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა თ-- ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ფართი 127.91 კვ.მ, ს/კ 0-------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 23-26)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 28-31)
3.1.4. 2016 წლის 28 მარტს სს „პრ----------------სა“ და ზ---ა ხა-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ #6------------ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმაა მსესხებელს და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, ისე რომ მან მიიღოს მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ #6------------ ხელშეკრულება (ს.ფ 32)
3.1.5 დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება შეადგენს 154.009.46 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელია - 6535.53 აშშ დოლარი, 90 დღის პირგასამტეხლოა - 46 773.93 აშშ დოლარი, რომლის შემცირების შემდგომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 33)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''პრ----------------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 417-ე 418-ე, 420-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა შპს „ლ-----ამ“ და ზ---ა ხა-----მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში სასარჩელო მოთხოვნები ცნეს სესხის ძირითადი თანხის 100 700 აშშ დოლარის, სარგებლის 6535.53 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 750 აშშ დოლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამავე მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათ მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 15 000 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა შპს „ლ-----ამ“ და ზ---ა ხა-----მ პირგასამტეხლოს ცნეს 750 აშშ დოლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი მოცემულობის და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 750 აშშ დოლარის დაკისრებით, მოსარჩელისთვის დარღვეული ვალდებულების სრულად კომპენსირებაა შესაძლებელი. ამდენად, 14250 აშშ დოლარის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 25 მარტს სს „პრ----------------სა“ და ზ---ა ხა-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ს------------------------, ფართი 132.7------- ს/კ 0--------------------------
ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 18 მარტს სს „პრ----------------სა“ და თ-- ხა-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა თ-- ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ფართი 127.91 კვ.მ, ს/კ 0-------------------------
დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სს პრ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის მოთხოვნით დასაბუთებულია სრულად.
2016 წლის 28 მარტის გენერალური ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი თანხმაა, რომ ბანკმა იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის და/ა სოლიდარული მოვალის კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე. უდავოა, რომ 2016 წლის 28 მარტს სს „პრ----------------სა“ და ზ---ა ხა-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ #6------------ ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შემთხვევაში ანაზღაურების ნაწილის მიღებისას სოლიდარულ მოვალეთა - შპს „ლ-----ას“ და ზ---ა ხა-----ს საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე. რადგან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 მარტის გენერალური ხელშეკრულების 6.1 პუნქტით ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ და სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა შპს „ლ-----ამ“ და ზ---ა ხა-----მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 2200 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 2200 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „პრ----------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს შპს „ლ-----ას“ და ზ---ა ხა-----ს სს „პრ----------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 107 985.53 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელია - 6535.53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოა - 750 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ზ---ა ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #3-- ს------------------------, ფართი 132.7------- ს/კ 0-------------------------- ასევე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული თ-- ხა-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, წ----------------–--–ი #39, ფართი 127.91 კვ.მ, ს/კ 0--------------------------
1.3. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ზ---ა ხა-----ს და შპს „ლ-----ას“ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.
2. სს ”პრ----------------ის” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 14250 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. მოპასუხეებს შპს „ლ-----ას“, ზ---ა ხა-----ს და თ-- ხა-----ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ”პრ----------------ის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2200 ლარი.
5. სს „პრ----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 0--------- წელს #--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2200 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე