განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
010100118002473119
დავის ტიპი
143 (1) 3 გ
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002473119

1-481/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ------- გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ვ-–---------------------------------------–---–-

ბრალდებული - გ---–----- ს---–---ა

ადვოკატი - ნ---------------–------–-–-----------ე

 

თარჯიმანი -მ---------------–-ძე

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N170170318001

 

ბრალდებული: გ---–----- ს---–---ა

მამის სახელი: ბ---------

დაბადებული: 04.10.1----–--–---------–-------------------------------–-----------–---

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–----- ს---–---ა, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვის მიზნით, 2018 წლის იანვრის თვეში, საქართველოში ყოფნის დროს, ტელეფონით დაუკავშირდა უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ------ ხ---------–-----, რომელსაც ცრუდაპირებით შეპირდა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სამუშაოზე დასაქმებას. კერძოდ, მოატყუა ის, რომ ქალაქ ბათუმში მას დაასაქმებდა რესტორანში მიმტანად და ექნებოდა მაღალი ანაზღაურება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

გ---–----- ს---–---ამ, მ------ ხ---------–----- მიმართ უკანონო გარიგების განხორციელების მიზნით ამ უკანასკნელს განუცხადა, რომ სესხის სახით აეღო მგზავრობისათვის საჭირო თანხა, შეეძინა ბილეთი და გამომგზავრებულიყო საქართველოში. მ------ ხ---------–---ა, გ---–----- ს---–---ას მითითების შესაბამისად, 2018 წლის 04 თებერვალს ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მას დახვდა გ---–----- ს---–---ა, რომელმაც ის საცხოვრებლად მოათავსა ქ. ბათუმში, აეროპორტის დასახლება, კახაბრის ქუჩა N4-ში მდებარე დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ მას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა. სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, სისტემატურად გადაჰყავდა ქ. ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. შესაბამისად, გ---–----- ს---–---ა 2018 წლის 04 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში ახორციელებდა მ------ ხ---------–----- სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულმა მ------ ხ---------–----- ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ ცხოვრობს უზბეკეთში. 2018 წელს თავის მეგობრის საშუალებით ინტერნეტით გაიცნო გ---–----- ს---–---ა. ს---–---ა იმდროისათვის იმყოფებოდა საქართველოში. გ---–----- ს---–---ამ მას აუხსნა, რომ საქართველოში ფლობდა რესტორანს და შეეძლო კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ დაესაქმებინა მიმტანად. გ---–----- ს---–---ამ ასევე მოსთხოვა ფოტოსურათი სადაც თავიდან ბოლომდე იქნებოდა გამოსახული. ამ წინადადებას დათანხმდა მ------ ხ---------–---ა და საბოლოოდ 2018 წელს უზბეკეთიდან ჩაფრინდა საქართველოში. აეროპორტში მას დახვდნენ მეგობარი მ------რა ბ-------–---- და გ---–----- ს---–---ა და ტაქსით წავიდნენ ბათუმში. გ---–----- ს---–---ამ საკუთარ სახლში მიიღო და უმასპინძლა. მისვლისთანავე გ---–----- ს---–---ამ უთხრა, რომ მისთვის მიეცა პასპორტი რადგან სამსხურში გასაფორმებლად იყო საჭირო. მ------ ხ---------–----- ეჭვიც არ შეპარვია მის კეთილსინდისიერებაში და გადასცა პასპორტი. იგი მოათავსეს ოთახში, რომელსაც ერთი გისოსებიანი ფანჯარა ქონდა. მეორე დღეს დილით გ---–----- ს---–---ამ გაუმხილა ჩანაფიქრი და უთხრა რომ მ------ ხ---------–---ა ერთადერთი რითაც შეიძლებოდა დასაქმებულიყო ეს პროსტიტუცია იყო. მ------ ხ---------–---ამ ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი განუცხადა, გ---–----- ს---–---ა გადავიდა მუქარაზე, წააქცია იგი და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---–----- ს---–---ა დაემუქრა, რომ მ------ ხ---------–----- პასპორტი მას ქონდა და ადგილობრივი პოლიციის დახმარებით, რომელთანაც კავშირები ქონდა ყველგან მოძებნიდა. გ---–----- ს---–---ას მტკიცებით მ------ ხ---------–----- საქართველში ჩამოყვანაზე დაეხმარნენ ადგილობრივი პოლიციის მუშაკები რაზეც დახარჯა 7000 აშშ დოლარი და იმ დროისათვის მ------ ხ---------–----- ვალად ქონდა ეს ფული ამიტომ მას უნდა გამოემუშავებინა პროსტიტუციით აღნიშნული თანხა. მ------ ხ---------–----- გამოესარჩლა ბ-------–---- მაგრამ გ---–----- ს---–---ა მასაც დაემუქრა და ბ-------–----ს რეაქციით მიხვდა, რომ ამ უკანასკნელსაც ეშინოდა ს---–---ასი. გ---–----- ს---–---ამ დაუმთვრია მობილური ტელეფონი და მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად ესარგებლა მობილური ტელეფონით. მ------ ხ---------–---ა იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაკავებულიყო პროსტიტუციით. ამის შემდეგ გ---–----- ს---–---ამ იგი მიიყვანა ტაქსით ბათუმის ერთ-ერთ ბარში, შეარჩია მისთვის თურქი ეროვნების მამაკაცი, რომელსაც სურდა სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილება და გამოართვა სექსუალურ მომსახურეობის სანაცვლოდ ფული, რომელიც თვითონ შეინახა. მიუხედავად მ------ ხ---------–----- პროტესტისა მუქარით აიძულა გაყოლოდა სასტუმროში კლიენტს. თვითონ გ---–----- ს---–---აც მათთან ერთად წავიდა. ს---–---ა სასტუმროში შესასვლელში დაელოდა და როდესაც კლიენტი მორჩა მასთან სქესობრივ კავშირს ისევ ერთად დაბრუნდნენ უკან. სექსუალური მომსახურეობის სანაცვლოდ გადახდილი ფული გ---–----- ს---–---ამ მიითვისა და მისთვის არ მიუცია. დაახლოების ერთი თვე ამყოფებდა ს---–---ა ასეთ ვითარებაში და აიძულებდა სხვადასხვა კლიენტებისთვის გაეწია სექსუალური მომსახურება ფულის სანაცვლოდ, ხოლო კლიენტებისგან აღებულ ფულს გურლუხ ს---–-ება თვითონ ითვისებდა. დაახლოებით 50 მამაკაცს გაუწია სექსუალური მომსახურება და დღეში 2-3 მამაკაცთან უწევდა დაწოლა. გ---–----- ს---–---ა ზოგს 100 აშშ დოლარს ზოგსაც 800 თურქულ ლირას ართმევდა. მას რამდენჯერმე სურდა თავის დაღწევა და ღამით გაპარვა სახლიდან, მაგრამ ფანჯრის გისოსები და კარებიც ყოველთვის დაკეტილი იყო. იგი ყოველთვის მოწყენილი იჯდა და ძლიერად განიცდიდა ასეთ ყოფას. ამგვარი ყოფა გარეშე პირებისათვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა და ბარში მომუშავე მომსახურე პერსონალი და სხვა კლიენტები ეკითხებოდნენ რაზე დარდობდა მაგრამ ს---–---ა ყოველთვის პასუხობდა, რომ დედა ყავს ცუდად და ამის გამო დარდობსო. 2018 წლის მარტში მ------ ხ---------–---ამ მოახერხა და ს---–---ას გარეშე სიტყვიერი კონტაქტი დაამყარა ბარის მეპატრონესთან ა-----თან. ა-----ს აუხსნა ყველაფერი და სთხოვა დახმარება რაზედაც ა-----ი შეპირდა რომ დაეხმარებოდა გაპარვაში. იმ ღამეს გ---–----------–--ამ უკმაყოფილომ მ------ ხ--------–---ას სახის გამომეტყველებით დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელები დაუსერა ხელი მჭრელი საგნით. ღამით მოახერხა მ------ ხ---------–---ამ და ა-----ის დახმარებით გაიპარა სახლიდან. ა-----მა მიიყვანა დაქირავებულ ბინაში სადაც გაიცნო ქართველი მამაკაცი ამირანი. 2018 წლის 17 მარტს ამირანსაც მოუყვა ყველაფერი და სთხოვა დახმარება. ამირანმა აღუთქვა დახმარება შეპირდა, რომ გააგებინებდა ყველაფერს პოლიციას და წავიდა პოლიციელების მოსაყვანად, მაგრამ სანამ ამირანი და პოლიციელები მივიდოდნენ იგი იპოვა გ---–----- ს---–---ამ, შევიდა მის ბინაში და ისევ სცემა. გ---–----- ს---–---ათან ერთა იყო ასევე უზბეკი გოგონა მ--–--ი, რომელმაც შეაშინა გ---–----- ს---–---ა უთხრა ფანჯრიდან დავინახე პოლიციელები მოდიანო რის გამოც გ---–----- ს---–---ამ დატოვა იქაურობა და წავიდა.

 

დაზარალებულის ჩვენება დადგენილია 2018 წლის 03 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. გამომძიებელ ზვიად აბაშიძის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ დაზარალებულმა მ------ ხ---------–---ამ დეტალურად მიუთითა ჩვენებაში აღწერილი ის ადგილები სადაც ხდებოდა მასზე ზეწოლა და ასევე მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება. ექსპერიმენტის დროს მოხდა ფოტოგრაფირება.

 

საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგი დაადასტურა მომწის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზვიად აბაშიძემ.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------რა ბ-------–----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ გ---–----- ს---–---ამ და მ------ ხ---------–---ამ ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი მის დახმარებით. მ------ ხ---------–---ა გ---–----- ს---–---ამ მოიწვია საქართველოში და შეპირდა რომ დაასაქმებდა რესტორანში მიმტანად და ხელფასი ექნებოდა თვეში 500-600 აშშ დოლარი. მ------ ხ---------–---ა მართლაც ჩამოვიდა საქართველოში, მას აეროპორტში დახვდნენ მ------რა ბ-------–---- და გ---–----- ს---–---ა და ტაქსით მიიყვანეს ბათუმში, დაქირავებულ ბინაში, სადაც მანამდე თვითონ და გ---–----- ს---–---ა ერთად ცხოვრობდნენ კახაბრის ქუჩა N 4-ში. დაქირავებულ ბინაში შესვლისთანავე გურლუხ ს---–---ამ მ------ ხ---------–----- უთხრა მომეცი შენი პასპორტი აქ არ არის ჩვენი საელჩო და თუ დაგეკარგება პრობლემა გექნება შეგინახავო, გამოართვა პასპორტი და შეინახა. მეორე დღეს ჩხუბის ხმამ გააღვიძა, ნახა, რომ გ---–----- ს---–---ას თმებით ყავდა დაჭერილი მ------ ხ---------–--ვა და ცემდა. აღმოჩნდა, რომ გ---–----- ს---–---ას სულ სხვა ჩანაფიქრი ქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მ------ ხ---------–---ა დაესაქმებინა განუცხადა, რომ პროსტიტუციით უნდა დაკავებულიყო, რაზედან მ------ ხ---------–---ამ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ს---–---ა მას დაემუქრა,სცემა ხ---------–---ა და აიძულა დათანხმებულიყო. მ------ ხ---------–----- გამოესარჩლა მ------რა ბ-------–----, მაგრამ ორივეს განუცხადა მას ადგილობრივ მაფიასთან აქვს კავშირი და როგორც თვითონ იტყვის ისე იქნებოდა თუ არადა პრობლემები შეექმნებოდათ. გ---–----- ს---–---ას მტკიცებით 7000 აშშ დოლარი დაუჯდა მ------ ხ---------–----- საქართველოში ჩამოყვანა და სანამ გ---–----- ს---–---ა ამ ფულს არ დაიბრუნებდა მანამდე მ------ ხ---------–---ა ამ ფულს გამოიმუშავებდა პროსტიტუციით. მ------რა ბ-------–----ს ს---–---ა დაემუქრა ასევე შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობას თუ კი მ------რა ბ-------–---- შეეცდებოდა ხელი შეშალა მისი მიზნებისათვის მ------ ხ---------–-----თან დაკავშირებით. ამის შემდეგ გ---–----- სოლეივა და მ------ ხ---------–---ა დადიოდნენ ღამის ბარში და გ---–----- ს---–---ა აიძულებდა მ------ ხ---------–----- გაეწია სექსუალური მომსახურება სხვადსხვა მამაკაცებისათვის, ხოლო მომსახურეობისთვის გაწეულ ფულს გ---–----- ს---–---ა თვითონ მოიხმარდა. მ------რა ბ-------–---- პირადად შეესწრო ასეთ ფაქტს და ნახა, რომ ერთ-ერთ მამაკაცს გამოართვა გ---–----- ს---–---ამ 400 თურქული ლირა, ხოლო მ------ ხ---------–----- პროტესტის მიუხედავად დაემუქრა და აიძულა მომსახურეობა ამ მამაკაცის. მ------რა ბ-------–----ს ჩვენების ანალიზით ასევე ირკვევა, რომ გურლუხო ს---–---ამ ცემა მ------ ხ---------–---ა და მიაყენა ხელზე მჭრელი საგნით დაზიანება პროსტიტუციის გაგრძელების მოთხოვნით. ყოველ საღამოს მ------ ხ---------–---ა ტიროდა და უყვებოდა მ------რა ბ-------–----ს რომ იმ ყოფის შესახებ როგორც ის ცხოვრობდა. ყოველდღე შეწუხებული უყვებოდა იმის შესახებ, რომ იმ დღეს თუ რამდენ დოლარად გაყიდა გ---–----- სოლეივამ. ამგვარი ზეწოლის გამო მ------ ხ---------–---ამ ისარგებლა გ---–----- ს---–---ას სიმთვრალის გამო და გაიპარა ბინიდან, რაშიც დაეხმარა ბ-------–----. გ---–----- ს---–---ამ მაინც აღმოჩინა მ------ ხ---------–----- იმჟამინდელი ადგილსამყოფელი და ბ-------–--------ნ ერთად მივიდა მ------ ხ----------–-------ან და კიდევ ცემა. ცემის დროს მ------რა ბაბაკლოვამ მოატყუა ს---–---ა და დაუყვირა პოლიციელები მოდიანო შეაშინა ს---–---ა, რის გამოც ამ უკანასკნელმაც შეწყვიტა მ------ს ცემა და გაეცალა იქაურობას. მ------რა ბ-------–----ს განმარტებით ის ესწრებოდა პოლიციელების მიერ ბინის ჩხრეკის ფაქტს. ბინის ჩხრეკის დროს გ---–----- ს---–---ას ვარდისფერი ჩანთიდან ამოღებული იქნა მ------ ხ---------–----- კუთვნილი პასპორტი.

 

მოწმე გ------- ტ------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს ავტომანქანა და ტაქსით მომსახურეობას უწევს მგზავრებს. 2017 წელს გაიცნო უზბეკი ეროვნების ი გ---–----- ს---–---ა, რომელიც ცხოვრობდა ბათუმში, კახაბრის ქუჩა N4-ში დაქირავებულ ბინაში მ------რა ბ-------–--------ნ ერთად. გ------- ტ------–--ე ხშირად უწევდა ტაქსით მომსახურებას გ---–----- ს---–---ას. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, თბილისის აეროპორტიდან ბათუმში ტაქსით წაიყვანა გ---–----- ს---–---ა, მ------რა ბ-------–---- და მ------ ხ---------–---ა. სამივენი მიიყვანა ბათუმში დაქირავებულ ბინაში. ოთხივენი შევიდნენ ბინაში. მან დაინახა, რომ შესვლისთანავე გ---–----- ს---–---ამ გამოართვა პასპორტი მ------ ხ---------–----- და შეინახა ხელჩანთაში. მეორე დღეს შეთანხმებისამებრ მივიდა მათთან დაქირავებულ ბინაში და სამივე ქალბატონი წაიყვანა ბათუმში ა-----ის რესტორანში. ნახა ასევე, რომ წინა დღესთან შედარებით მ------ ხ---------–----- გამომწვევად ეცვა, თუმცა არ იყო კარგ ხასიათზე და რაღაცას ეკამათებოდა ს---–---ას. რამდენიმე საათის შემდეგ რესტორნიდან გამოვიდნენ ს---–---ა, ხ---------–---ა და თურქი ეროვნების მამაკაცი ჩაჯდნენ მის ტაქსში და მივიდნენ სასტუმროში ველუქსში. მანქანაში მ------ ხ---------–---ა ტიროდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა ს---–---ას უზბეკურად. ს---–---ა კი მკაცრი ტონით პასუხობდა. გ------- ტ------–--ის შეეკითხა თუ რატომ ტიროდა ხ---------–---ა რაზედაც გ---–----- ს---–---ამ უპასუხა, რომ ხ---------–----- დედა ყავს ავად და ეს არის მისი მწუხარების მიზეზი. სასტუმროში გადავიდნენ ხ---------–---ა და უცხო მამაკაცი, ხოლო ს---–---ვა ისევ ა-----ის რესტორანში მიიყვანა. ერთი საათის შემდეგ სოლევასთან შეთანხმებისამებრ ს---–---ა ისევ წაიყვანა სასტუმრო ველუქსში, საიდანაც ჩამოვიდა ხ---------–---ა, ჩაჯდა მანქანაში და მიიყვანა დაქირავებულ ბინაში. გზაში ს---–---ა და ხ---------–---ა თურქულ ენაზეც საუბრობდნენ და მათი საუბრით მიხვდა, რომ ხ---------–---ა დაკავებული იყო პროსტიტუციით თუმცა ამის გაკეთება არ უნდოდა. გ------- ტ------–--ე არაერთხელ მოემსახურა გ---–----- ს---–---ას და მ------ ხ---------–---ა ტაქსით მიყავდა ველუქსში სხვადასხვა მამაკაცებთან ერთად. მ------ ხ---------–---ა სასტუმროში სექსუალურ მომსახურეობას უწევდა მამაკაცებს, ხოლო ს---–---ა ელოდებოდა მათ და არ ტოვებდა მარტო ხამარკულოვას.

 

მოწმე ა----- ო----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ფლობს კაფე-ბარს ა------ო----ს, მისამართზე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოდებულის პირველი შესახვევი N 1-ში. იცნობს გ---–----- ს---–---ას, რომელიც მისი კლუბის კლიენტი იყო. იგი პროსტიტუციით იყო დაკავებული. 2018 წლის თებერვლის თვეში გ---–----- ს---–---ასთან ერთად კლუბში დაიწყო სიარული ახალგაზრდა გოგონამ, რომლის სახელი და გვარია მ------ ხ---------–---ა. მ------ და გ---–----- ს---–---ა სულ ერთად შედიოდნენ და ერთად გადიოდნენ კლუბიდან. პირველივე ნახვისთანავე შეამჩნია, რომ მ------ ხ---------–---ა დაღვრემილი გამოიყურებოდა და თითქმის არ ლაპარაკობდა. გ---–----- ს---–---ა აქტიურობდა კაფე-ბარში, კაფეში შესულ მამაკაცს რამდენჯერმე გამოართვა გარკვეული თანხა და შეინახა ჩანთაში, ხოლო ამის შემდეგ გ---–----- ს---–---ა მ------ ხ---------–---ა და უცხო მამაკაცი გავიდნენ ერთად კლუბიდან. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვე. 2018 წლის მარტის დასაწყისში კლუბში შენიშნა, რომ მ------ ხ---------–---ა ტიროდა. კითხვაზე მ------მ უპასუხა, რომ გ---–----- ს---–---ა მასზე ძალადობდა და სურდა წასვლა, სთხოვა როგორმე დახმარებოდა თავის დაღწევაში. ა----- ო----მა მას აღუთქვა დახმარება, რაც განახორციელა. იგი ავტომანქანით მივიდა დაქირავებულ ბინაში, სადაც ცხოვრობდა გ---–----- ს---–---ა და მ------ ხ---------–---ა და მაშინ როდესაც გ---–----- ს---–---ას ეძინა, ხ---------–---ა ჩუმად გამოიპარა. მ------ ხ---------–---ა მიიყვანა ნაქირავებ ბინაში, სადაც ეს უკანასკნელი მოუყვა, რომ გ---–-----მა წაართვა პასპორტი და აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო.

 

მოწმე ე------------ნის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა კლუბში მიმტანად. იცნობს გ---–----- ს---–---ას, რომელიც კლუბის კლიენტი იყო. კლუბში ხშირად დადიოდნენ უზბეკი ეროვნების გოგონები, რომლებიც პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი. 2018 წლის თებერვალში გ---–----- ს---–---ასთან ერთად კლუბში დაიწყო სიარული ახალგაზრდა გოგონამ, რომლის სახელი და გვარია მ------ ხ---------–---ა. მ------ და გ---–----- ს---–---ა სულ ერთად შედიოდნენ და ერთად გადიოდნენ კლუბიდან. ნახა, რომ გ---–----- ს---–---ამ კაფეში შესულ მამაკაცს გამოართვა 100 აშშ დოლარი შეინახა ჩანთაში, ხოლო ამის შემდეგ გ---–----- ს---–---ა მ------ ხ---------–---ა და უცხო მამაკაცი გავიდნენ ერთად კლუბიდან. ანალოგიური შემთხვევა ახსოვს ასევე, როდესაც გ---–----- ს---–---ამ 400 თურქული ლირა გამოართვა უცხო მამაკაცს. ამ დროს გ---–----- ს---–---ასა და მ------ ხ---------–----- შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, მაგრამ კონკრეტულად რა უთხრეს ერთმანეთს არ იცის. ასე მოხდა რამდენჯერმე.

 

მოწმე მ--------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს მიმტანად კლუბში ა-----ი მისამართზე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოდებულის პირველი შესახვევი N 1-ში. იცნობს გ---–----- ს---–---ას. კლუბში ხშირად დადიოდნენ უზბეკი ეროვნების გოგონები, რომლებიც პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი. 2018 წლის თებერვალში გ---–----- ს---–---ასთან ერთად კლუბში დაიწყო სიარული ახალგაზრდა გოგონამ რომლის სახელი და გვარია მ------ ხ---------–---ა. მ------ და გ---–----- ს---–---ა სულ ერთად შედიოდნენ და ერთად გადიოდნენ კლუბიდან. პირველივე ნახვისთანავე ნახა მ------ ხ---------–---ა დაღვრემილი გამოიყურებოდა თითქმის არ ლაპარაკობდა. ნახა ასევე, რომ გ---–----- ს---–---ა აქტიურობდა, კაფეში შესულ მამაკაცს გამოართვა 400 თურქული ლირა და შეინახა ჩანთაში, ხოლო ამის შემდეგ დაელაპარაკა მ------ს, რა დროსაც ისინი შეკამათდნენ და გ---–----- ს---–---ამ თმებში მოქაჩა მ------ ხ---------–----- და ხმამაღლა დაუყვირა, რაზე შეკამათდნენ კონკრეტულად არ იცის, თუმცა ამის შემდეგ გ---–----- ს---–---ა, მ------ ხ---------–---ა და უცხო მამაკაცი გავიდნენ ერთად კლუბიდან. ასეთ შემთხვევას არაერთხელ ქონდა ადგილი. მ------ ხ---------–---ა ყოველთვის მოწყენილი იჯდა და აშკარა იყო რომ არ მოსწონდა შექმნილი ვითარება. მას კლიენტებს გ---–----- ს---–---ა ურჩევდა ხოლო აღებულ თანხას თვითონ იდებდა.

 

მოწმე ნ---------------------ას ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ დაკავებულია პროსტიტუციით და კლიენტების სანახავად ხშირად სტუმრობს კლუბს „ა-----ი“. იცნობს გ---–----- ს---–---ას, რომელიც ასევე პროსტიტუციით იყო დაკავებული. 2018 წლის თებერვალში გ---–----- ს---–---ასთან ერთად კლუბში დაიწყო სიარული ახალგაზრდა გოგონამ, რომლის სახელი და გვარია მ------ ხ---------–---ა. მ------ და გ---–----- ს---–---ა სულ ერთად შედიოდნენ და ერთად გადიოდნენ კლუბიდან. პირველივე ნახვისთანავე ნახა მ------ ხ---------–---ა დაღვრემილი გამოიყურებოდა თითქმის არ ლაპარაკობდა. ნახა ასევე, რომ გ---–----- ს---–---ა აქტიურობდა, კაფეში შესულ მამაკაცს გამოართვა 400 თურქული ლირა ხოლო ამის შემდეგ დაელაპარაკა მ------ს რა დროსაც ისინი შეკამათდნენ და გ---–----- ს---–---ამ თმებში მოქაჩა მ------ ხ---------–----- და ხმამაღლა დაუყვირა გაფრთხილებო, ამის შემდეგ გ---–----- ს---–---ა, მ------ ხ---------–--- და უცხო მამაკაცი გავიდნენ ერთად კლუბიდან. ასეთ შემთხვევას არაერთხელ ქონდა ადგილი. მ------ ყოველთვის მოწყენილი იჯდა და აშკარა იყო, რომ არ მოსწონდა შექმნილი ვითარება. ხ---------–---ს კლიენტებს გ---–----- ს---–---ა ურჩევდა, ხოლო აღებულ თვითონ ს---–---ა იღებდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ასეთი მდგომარეობის გამო ნ---------------------ას შეეცოდა მ------ ხ---------–---ა და მოსთხოვა გურლუხ ს---–---ას პასუხი გაეცა, თუ რატომ ექცეოდა ასე მ------ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ უთხრა სხვის საქმეში არ ჩარეულიყო.

 

მოწმე ნ--–-------------------------ვა ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ დაკავებულია პროსტიტუციით კლიენტების სანახავად ხშირად სტუმრობს კლუბს გონიოს დასახლებაში კლუბს „აიდარი“. იცნობს გ---–----- ს---–---ას. 2018 წლის თებერვალში გ---–----- ს---–---ასთან ერთად კლუბში ნახა ახალგაზრდა გოგონა, რომლის სახელი და გვარია მ------ ხ---------–---ა. მ------ და გ---–----- ს---–---ა ერთად იჯდნენ მაგიდაზე, მათ შეუერთდათ კაფეში შესული მამაკაცი. დაინახა, რომ მამაკაცმა თურქული ფული გადასცა გ---–----- ს---–---ას, რის შემდეგაც გ---–----- ს---–---ამ უთხრა მ------ს, რომ გაჰყოლოდა მამაკაცს, მაგრამ მ------ ხ---------–---ამ უარი განუცხადა. უარზე გ---–----- ს---–---ამ დაუყვირა მ------ ხ---------–---ს გირჩევნია ადგე და გაჰყვეო, რაზედაც მ------ ხ---------–---ა გაყვა მამაკაცს გარეთ. მათთან ერთად გავიდა ს---–---აც. ნ--–-------------------------ვას განმარტებით ეს არ იყო ერთი შემთხვევა და ამავე ბარში ასეთ ფაქტს მეორედაც შეესწრო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ არის მუსიკოსი და სხვადასხვა რესტორანში მუშაობს თავისი პროფესიით. 2018 წლის თებერვალში მუშაობდა გონიოში მდებარე კლუბში „ა-----ი“. კლუბში ყოფნისას გაიცნო უზბეკი ეროვნების გოგონები, გ---–----- ს---–---ა და მ------ ხ---------–---ა. 2018 წლის მარტში მ------ ხ---------–---ამ მას უთხრა, რომ გ---–----- ს---–---ამ იგი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში იმ პირობით, რომ დაასაქმებდა რესტორანში მიმტანად, მაგრამ სინამდვილეში აიძულებს დაკავდეს პროსტიტუციით, ხოლო კლიენტებისგან აღებულ თანხას გ---–----- ს---–---ა არ აძლევს მას და თვითონ ითვისებს. გ---–----- ს---–---ამ წაართვა პასპორტი, ემუქრებოდა მოკვლით და მასზე ძალადობდა. ამის გამო სთხოვა ა-------------ეს, რომ დახმარებოდა პასპორტის დაბრუნებაში, რათა დაეტოვებინა ქვეყანა. აღნიშნულზე გობაძემ უპასუხა, რომ უკეთესი იქნებოდა დახმარებისათის მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის .

 

მოწმის სახით დაკითხულ რ-------------–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წელს გაიცნო გ---–----- ს---–---ა, რომელიც დაპირდა მას რომ საქართველოში პროსტიტუციისათვის ჩამოყავდა ახალგაზრდა გოგო - მ------ ხ---------–---ა, რომლის ფოტოც აჩვენა რ-------------–ს და თუ მოეწონებოდა თანხის სანაცვლოდ შეეძლო მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2018 წლის თებერვალში გ---–----- ს---–---ამ შეახვედრა მ------ ხ---------–---ა გონიოში მდებარე ა-----ის კლუბში. რ-------------–მა მ------ ხ---------–-----თან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად გ---–----- ს---–---ას გადასცა 100 აშშ დოლარი და იმავე ღამეს სასტუმროში დაამყარა კავშირი ხ---------–-----თან. მეორედ უკვე 500 თურქულ ლირად გაურიგდა გ---–----- ს---–---ას ხამრაკულვასთან კავშირისათვის, ხოლო მესამედ - 400 თურქულ ლირად. სამივე შემთხვევაში თანხა გადასცა კლუბში გ---–----- ს---–---ას. მ------ ხ---------–----- არ უნდოდა წასვლა და სქესობრივი კავშირის დამყარება მაგრამ გ---–----- ს---–---ამ ძალით გაიყვანა ქუჩაში და ჩასვა ტაქსში, რომლითაც სამივენი წავიდნენ სასტუმროში. მ------ ხ---------–-----თათ ერთად რ-------------–ი ავიდა სასტუმროში და კვლავ დაამყარა კავშირი ხ---------–-----თან, ხოლო გ---–----- ს---–---ა დაბლა ელოდებოდა. ერთი საათის შემდეგ მ------ ხ---------–---ა და გ---–----- ს---–---ა ერთად წავიდნენ სასტუმროდან.

 

მოწმის სახით დაკითხული ი--------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წელს მუშაობდა სასტუმრო ,,ველუქსში“ ადმინისტრატორად. აღნიშნული სასტუმრო ტერიტორიულად განლაგებულია ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში. 2018 წლის 7 აპრილს სასტუმროს ფოიეში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც განახორციელეს ფოტოგრაფირება. პოლიციის თანამშრომლებს თან ახლდათ უზბეკი ეროვნების ახალგაზრდა გოგონა. აღნიშნულ გოგონა მან გაიხსენა რომ ერქვა მ------. ახსოვს, რომ 2018 წელს აღნიშნული გოგონას და თანმხლებ მამაკაცებს მიაქირავა სასტუმროს ნომრები, თუმცა მ------ს სასტუმროში მისვლის დროს არასოდეს წარმოუდგენია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ეს გოგონას სასტუმროში მიდიოდა ერთ ქალბატონთან და მამაკაცებთან ერთად. ხსენებული ქალბატონი ყოველთვის თან ახლდა გოგონას, ხოლო მამაკაცები სულ სხვადასხვანი იყვნენ. ახალგაზრდა ქალბატონი მის თანმხლებ მამაკაცს ნომერში მიყვებოდა, ხოლო ნახსენები ქალბატონი ფოიეში ელოდებოდა ხოლმე. ამგვარი ფაქტს 2-3 ჯერ ქონდა ადგილი.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ აქვს კერძო სასტუმრო გონიოს დასახლებაში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. 2018 წლის აპრილში სასტუმროს ფოიეში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება. პოლიციის თანამშრომლებს თან ახლდათ უზბეკი ეროვნების ახალგაზრდა გოგონა. აღნიშნულ გოგონა მან გაიხსენა რომ ერქვა მ------. ახსოვს, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში აღნიშნული გოგონას და თანმხლებ მამაკაცებს მიაქირავა სასტუმროს ნომრები. ვინაიდან გოგონას არ გააჩნდა პასპორტი, რეგფისტრაციის ჟურნალში გაატარა თურქი ეროვნების მამაკაცი, რომელმაც გადაიხადა სასტუმროს ნომრის ღირებულება. ეს გოგონას სასტუმროში მიდიოდა ერთ ქალბატონთან და სხვადასხვა მამაკაცებთან ერთად. ხსენებული ქალბატონი ყოველთვის თან ახლდა გოგონას, ხოლო მამაკაცები სულ სხვადასხვანი იყვნენ. ახალგაზრდა ქალბატონი მის თანმხლებ მამაკაცს ნომერში მიყვებოდა, ხოლო ნახსენები ქალბატონი დაბლა ფოიეში ელოდებოდა ხოლმე. ამგვარი ფაქტს 2-3 ჯერ ქონდა ადგილი.

 

2018 წლის 19 მარტის გ---–----- ს---–---ას მიერ დაქირავებული ოთახის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა მისამართზე ქ. ბათუმში კახაბრის ქუჩა N 4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაში გ---–----- ს---–---ას საძინებელ ოთახში ჩხრეკის დროს გ---–----- ს---–---ას ვარდისფერი პატარა ზომის ხელჩანთიდან ამოღებული იქნა 36 გვერდიანი უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი გაცემული მ------ ხ---------–----- სახელზე. ნომრით AA 5406900. ჩხრეკის დროს მოხდა ფოტოგადაღება.

 

ჩხრეკის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები მთლიანად დაადასტურეს ჩხრეკის მონაწილე პირებმა პოლიციელებმა არჩილ სურმანიძემ, გ------- ნაკაშიძემ და რომან ბერიძემ.

 

შსს საიფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საიფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვის და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ 1991 წლის 21 მაისს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე მ------ ხ---------–----- პირადი ნომრით 42105913950061 საქართველოში გამტარი პუნქტიდან თბილისის აეროპორტი შემოვიდა 2018 წლის 04 თებერვალს 21:50 საათზე.

 

სასამართლო სამედიცინო ესპერტიზის დასკვნის მიხედვით: პირადი შემოწმების მონაცემებით მ------ ხ---------–----- აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები - ნაკაწრები მარცხენა წინა მხრის არეში. დაზიანებები განვითარებულ უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი -ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ედ------------–-----------------–----------------------–------------–----------------–--------------ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. საქმეში არსებული საგამოძიებო მოქმედების ოქმები სრულად და ზუსტად ასახავენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს. ოქმებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი გვარებიც არის ოქმებზე.

 

საზღვარგარეთ გაყვანა

 

გადაყვანა ნიშნავს პირის წაყვანას თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა მიმართულებით, რათა მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.

 

გ---–----- ს---–---ამ მ------ ხ---------–---ა სექსუალური მომსახურების მიზნით ექსპლუატაციისთვის გაიყვანა საზღვარგარეთ, კერძოდ იმ ქვეყნიდან, სადაც იგი იმყოფებოდა საქართველოში სადაც უკვე განხორციელდა მისი ექსპლუატაცია.

 

ტრეფიკინგის, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, საქართველოს კანონით ” ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ”, ევროპის საბჭოს კონვენციით ”ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 22 დეკემბრის N 4086–რს დადგენილებით/, ”და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ” გაეროს კონვენციის ოქმით /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 7 ივნისის N 3202 – Iს დადგენილებით/

 

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მე-2 მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.

 

ამავე კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად a) „ადამიანებით ვაჭრობა” ნიშნავს ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემა ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენებას, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, b) „ადამიანებით ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა გამოყენებულ იქნას ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (a) ქვეპუნქტში მითითებული რამოდენიმე საშუალებით;

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად ამ ოქმის მიზნებისათვის:

 

„ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაცია, როგორც მინიმუმ, გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, მონურ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას;

 

საქართველოს კანონით ” ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ”, პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს,ამავე კანონის მე-3 ნაწილის ’ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ამავე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად ექსპლუატაცია არის– პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება.

 

ამავე კანონის თანახმად სექსუალური ექსპლუატაციაა – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით;

 

ამავე კანონის თანახმად მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს – პირისათვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ან/და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას;

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

სავალო კაბალა მონობის მსგავსი მდგომარეობის სახეა და გულისხმობს პირის სტატუსს ან მდგომარეობას, რომელიც აღმოცენდება მოვალის მიერ ვალის უზრუნველყოფის საშუალებად საკუთარი ან მის დამოკიდებულებაში მყოფი პირის მომსახურების გამოყენებით, თუკი ამ მომსახურების ღირებულება, გონივრული შეფასებით, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული ვალის აღმოსაფხვრელად ან ასეთი მომსახურების ხანგრძლივობა ან ბუნება არ არის სათანადოდ განსაზღვრული და შეზღუდული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომლის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---–----- ს---–---ამ ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---–----- ს---–---ამ მ------ ხ---------–----- მოტყუებით, საზღაურის მიცემის დაპირებით, ძალადობით, ექსპლუატაციით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 -ე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, რის გამოც გ---–----- ს---–---ას ამ კვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

გ---–----- ს---–---ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---–----- ს---–---ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---–----- ს---–---ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული გ---–----- ს---–---ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

გ---–----- ს---–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 მაისიდან.

 

გ---–----- ს---–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - მ------ ხ---------–----- სახელზე გაცემული უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, გ---–----- ს---–---ას კუთვნილი ვარდისფერი ხელჩანთა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს..

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ------- გრატიაშვილი