განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
330100119002807024
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/1---19

(№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - გ------- ხ----ის,ბრალდებულების - თ------– გ-------ის, ა---- კ----------ის,ადვოკატების - ს---–----- ი-----–---ის, გ---- კ-----–---–-ას,თარჯიმან - ს----– ო-------ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე 1. ბრალდებულ თ------– გ-------ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ს--------------------------------------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების, რ-------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

 

და ს----–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–-----------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–-----------------–--- პროკურორ გ------- ხ----ის შუამდგომლობა, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე 2. ბრალდებულ ა---- კ----------ის, დაბადებულის 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, დ---------------–------–--ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაულებისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდებულებმა ა---- კ----------მა და თ------– გ-------მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, ჯგუფურად, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს მოქალაქეები ა---- კ----------ი და თ------– გ-------ი, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფი საზღვარი და გადასულიყვნენ აზერბაიჯანში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2019 წლის 7 მარტს პროკურორმა გ------- ხ----ემ შუამდგომლობებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ბრალდებულ ა---- კ----------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

2018 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით ა---- კ----------ს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტათ ვალდებულება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდების მხარეს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ (ხომ არა აქვს ჩადენილი ან შეიძლება ბრალი წაეყენოს სხვა დანაშაულისათვის, ხომ არა აქვს წარდგენილი ბრალდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ან ნასამართლევია ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის). განემარტა, ასევე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობა და უპირატესობანი. ასევე ის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას ღია სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ------- ხ----ემ, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–----- ი-----–---მა. ბრალდებულმა ა---- კ----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პროკურორის მიერ შუამდგომლობაში აღწერილ ვითარებაში.

საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებენ ა---- კ----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ა---- კ----------ის მიმართ მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებას ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას. საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით, ინტერესის დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ.

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული ა---- კ----------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებენ. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწოდებს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებულისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. ბრალდებული ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებული ა---- კ----------ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობს საქმის მასალებს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ა---- კ----------ის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

ამასთან, საქმის მასალების და ა---- კ----------ის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად), ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, მოთხოვნილი სასჯელი, კი - სამართლიანი და კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–-----------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–-----------------–--- პროკურორ გ------- ხ----ის შუამდგომლობა ბრალდებულ ა---- კ----------ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ბრალდებულ თ------– გ-------ს, მის მიმართ ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სასამართლო სხდომაზე უდავოდ სცნეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულმა თ------– გ-------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან თ------– გ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---- კ----------ი და თ------– გ-------ი 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფი საზღვარი და გადასულიყვნენ აზერბაიჯანში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკით, მოწმეების ბ-------- ე---------ის, ლ---- ზ-----–---–ის, ა-–---------- ბ----------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შსს საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმებით, სიღნარის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით, საზღვრის კვეთის მონაცემებით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა თ------– გ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ------– გ-------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

თ------– გ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ თ------– გ-------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ეს მაშინ, როცა კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ თ------– გ-------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე, 209-213-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–-----------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–-----------------–--- პროკურორ გ------- ხ----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს 2019 წლის 7 მარტს პროკურორსა და ბრალდებულ ა---- კ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. ა---- კ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

4. ა---- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5. ა---- კ----------ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ა---- კ----------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. თ------– გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ------– გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

8. თ------– გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

9. თ------– გ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 21 დეკემბრიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

10. ა---- კ----------ის საზღვარგარეთის პასპორტი №---------, ა---- კ----------ის მამის ტ------------ კ----------ის საზღვარგარეთის პასპორტი №---------, ტ------------ კ----------ის დაბადების მოწმობის ასლი №------, ლიბერთი ბანკის შემოსავლის ორდერი №---------- 06.11.2018 წლის, ტელეფონის დამტენი, ორი სანთებელა და გასაღები. სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი ნომრით 5-------, 6-------, 3-------, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრით 0-------, 6------, ექვსი ცალი 50 ლარიანი კუპიურა ნომრით 0-------, 2-------, 0-------, 3-------, 0-------, 1-------, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრით 1-------, ერთი ცალი ერთი მანათის კუპიურა ნომრით 2-------, ერთი ცალი ორ ლარიანი, ორი ცალი ოც თეთრიანი. IPHONE-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებული არის სიმ ბარათი ნომრით 5------------ სიმ ბარათი ნომრით 8------------------ და სიმ ბარათი ნომრით 8-------------------, დასაკეცი დანა წარწერით VIKING NORDWAY, ნომერი P563 da 420 steel. ვერცხლისფერი ყელსაბამი, ვერცხლისფერი სამაჯური და ვერცხლისფერი, შავ თვლიანი ბეჭედი. თ. გ-------ის ჩხრეკისას ამოღებული მუქი ფერის გასაშლელი საფულე, 6 ცალი 20 თეთრიანი, ოთხი ცალი ათ თეთრიანი, ორი ცალი ხუთ თეთრიანი, შავი ფერის NOKIA-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით №--------------, №---------------. მოთავსებულია სიმ ბარათი ბილაინის ნომრით 571 06 02 20, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საბურავის კამერა, შავი ფერის ჩანთა წარწერით ,,PUMA“, ელექტრო საპარსი საშუალება ,,BRYOM“, დასაკეცი ბარათების ჩასადები, ა---- კ----------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ფასდაკლების ბარათები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს ს-----------------–-–-----------------–----------------------- სმმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

11. ა---- კ----------ის მიმართ განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

12.თ------– გ-------ის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი