განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-----------ძე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - არ----------ი (დაბადებული - 1----–-–-------------ოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - N3-------, სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ი----------–-----------------–------------------------–-----------------–-----------------------–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;
ადვოკატები - გ---------–---–---–ი და ლ-------------–-–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
2. ბრალდებული - მ---------------------ორი (დაბადებული - 1----–-–--------------ერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - T--------, სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რ----------------–------------------------–------------------------------------–-----------------–--------------------------–---------------–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;
ადვოკატები - თა------------–---–ი, მა---------ე და ე-–----------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
3. ბრალდებული - ჰ----- რ---------------------–ანი (დაბადებული - 1992 წლის 29 აპრილს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - T3------6, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ---------------------------------–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;
ადვოკატები - თა------------–---–ი და მა---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
თარჯიმანი: სა---------------ორეჰ
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. არ----------ის მიმართ: არ----------მა შემდგომი გასაღების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს, ზ--------ის რაიონის, სოფელ გ--------რში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,E---------’’- სათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა--------------ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ა--------------ისგან. ასევე უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ზ--------ის რაიონი სოფელ ა----–--–ი, დ--------------------ში, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება კრისტალების სახით, წონით-0,2941 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – მდმა-ს (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით – 0,2283 გრამს, რაც 2018 წლის 26 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ ამოღებული იქნა არ----------ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
1.2. მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ: მ---------------------ორმა და ჰ----- რ---------------------–ანმა, წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.5952 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საიდანაც 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) მ---------------------ორმა და ჰ----- რ---------------------–ანმა 2018 წლის 25 აგვისტოს, ზ--------ის რაიონის სოფელ გ--------რში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,E---------’’- სათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს უ----------–---–ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), ხოლო ნაწილი 0.3658 გრამი შეინახეს თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზ--------ის რაიონის სოფელ ა----–--–ი, დ------ძის ქუჩა #--ში. მითითებული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ იმავე დღეს ნებაყოფლობით იქნა ამოღებული უ----------–---–ისგან და ასევე 2018 წლის 26 აგვისტოს ამოღებული იქნა მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - სო------–-------ასა და ჯა-----------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და არ----------ის, მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია არ----------ის, მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, არ----------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ხოლო მ---------------------ორი და ჰ----- რ---------------------–ანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა არ----------მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
3.2. ბრალდებულმა მ---------------------ორმა საქმის არსებითი განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
3.3. ბრალდებულმა ჰ----- რ---------------------–ანმა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------------/ქრ დასკვნის მართებულობა და ავთენტურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა სო------–-------ამ, რომელმაც განმარტა, რომ არ----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მოყვითალო ფერის ნივთიერება, კრისტალების სახით, წონით-0,2941 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით – 0,2283 გრამს; ხოლო მ---------------------ორის საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით-0,4648 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით – 0,3658 გრამს;
3.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯა-----------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გ----------–ის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით შედგენილი ყველა დოკუმენტის სისწორე და ნამდვილობა.
3.6. არ----------ის, მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულების აღიარებისა და მოწმეების სო------–-------ასა და ჯა-----------ის ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2018 წლის 25 აგვისტოს, ერთი მხრივ - უ----------–---–სა და მეორე მხრივ - მ---------------------ორს შორის განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერს, 2018 წლის 25 აგვისტოს, ერთი მხრივ - ა--------------სა და მეორე მხრივ - არ----------ს შორის განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერს, მოწმეების - უ----------–---–ის, ზ-------------–---–ის, ა--------------ის, გ-------------------ს, გ---–----------ის, ნ---------–------ის, ბ------------ის და ლ----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 25 აგვისტოს თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებს, 2018 წლის 25 აგვისტოს ა--------------ისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმს, 2018 წლის 25 აგვისტოს უ----------–---–ისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმს, 2018 წლის 25 აგვისტოს არ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს არ----------ის დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს არ----------ის დაკავების ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–ანის პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის დაკავების ოქმს, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–ანის დაკავების ოქმს, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #3----- და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------------/ქრ დასკვნებს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 26 აგვისტოს - #7------ დასკვნას მ---------------------ორის მიმართ, #7------ დასკვნას ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ და #7------ დასკვნას არ----------ის მიმართ, 2018 წლის 26 აგვისტოს ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების არ----------ის, მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების - სო------–-------ასა და ჯა-----------ის ჩვენებებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.10. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.12. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ზემოაღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების სო------–-------ასა და ჯა-----------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4. სასამართლო ბრალდებულების მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმეების სო------–-------ასა და ჯა-----------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, 2018 წლის 25 აგვისტოს, ერთი მხრივ - უ----------–---–სა და მეორე მხრივ - მ---------------------ორს შორის განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერით, მოწმეების - უ----------–---–ის, ნ---------–------ის, ბ------------ის და ლ----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 25 აგვისტოს თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 25 აგვისტოს უ----------–---–ისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–ანის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს მ---------------------ორის დაკავების ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს ჰ----- რ---------------------–ანის დაკავების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #3----- და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------------/ქრ დასკვნებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 26 აგვისტოს - #7------ დასკვნით მ---------------------ორისა და #7------ დასკვნით ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ, 2018 წლის 26 აგვისტოს ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ---------------------ორმა და ჰ----- რ---------------------–ანმა წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.5952 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საიდანაც 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) მ---------------------ორმა და ჰ----- რ---------------------–ანმა 2018 წლის 25 აგვისტოს, ზ--------ის რაიონის სოფელ გ--------რში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,E---------’’- სათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს უ----------–---–ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), ხოლო ნაწილი 0.3658 გრამი შეინახეს თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ზ--------ის რაიონის სოფელ ა----–--–ი, დ------ძის ქუჩა #--ში. მითითებული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ იმავე დღეს ნებაყოფლობით იქნა ამოღებული უ----------–---–ისგან და ასევე 2018 წლის 26 აგვისტოს ამოღებული იქნა მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.6. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.7. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ---------------------ორმა და ჰ----- რ---------------------–ანმა ჩაიდინეს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. მ---------------------ორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.2. ჰ----- რ---------------------–ანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთვნება განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ სასჯელის სახედ უალტერნატივოდ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ამოღებული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას - არ არიან ნასამართლევნი, ასევე, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, მტკიცებულებების დიდი ნაწილი გახადეს უდავოდ, ასევე, მათ პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს.
6.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულების მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
6.9. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებს მ---------------------ორს და ჰ----- რ---------------------–ანს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------------------ორს და ჰ----- რ---------------------–ანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ - თავისუფლების აღკვეთა 07-07 (შვიდ-შვიდი) წლის ვადით როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და მათი პიროვნებების შესაბამისად.
6.10. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------------ორს და ჰ----- რ---------------------–ანს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს უნდა ჩამოერთვათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოთ სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7. არ----------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების არსი:
7.1.1. არ----------მა შემდგომი გასაღების მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს, ზ--------ის რაიონის, სოფელ გ--------რში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,E---------’’- სათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა--------------ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ ნებაყოფლობით იქნა ამოღებული ა--------------ისგან. ასევე უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ზ--------ის რაიონი სოფელ ა----–--–ი, დ--------------------ში, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება კრისტალების სახით, წონით-0,2941 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – მდმა-ს (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით – 0,2283 გრამს, რაც 2018 წლის 26 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გ----------–ის მიერ ამოღებული იქნა არ----------ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
7.2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
7.2.1. არ----------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, აგრეთვე, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ზ-------------–---–ის, ა--------------ის, გ-------------------ს და გ---–----------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 25 აგვისტოს, ერთი მხრივ - ა--------------სა და მეორე მხრივ - არ----------ს შორის განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, 2018 წლის 25 აგვისტოს თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმები, 2018 წლის 25 აგვისტოს ამოღების ოქმი, 2018 წლის 25 აგვისტოს არ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 26 აგვისტოს არ----------ის დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 26 აგვისტოს არ----------ის დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #3----- და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------------/ქრ დასკვნები, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 26 აგვისტოს #7------ დასკვნა არ----------ის მიმართ, 2018 წლის 26 აგვისტოს ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობით მტკიცებულებები.
7.3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
7.3.1. ადვოკატების უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულ არ----------ის წინასწარი თანხმობით, ბრალდებულსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორს თ-----------ძეს შორის, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი.
7.3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა თ-----------ძემ შუამდგომლობით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ არ----------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
7.3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა თ-----------ძემ, ბრალდებულმა არ----------მა და მისმა ადვოკატებმა გ---------–---–---–მა და ლ-------------–-–--ლმა.
7.3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული და მისი ადვოკატები - გ---------–---–---–ი და ლ-------------–-–--ლი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
7.3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
7.4. საპროცესო შეთანხმების პირობები:
7.4.1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისას პროკურორმა თ-----------ძემ იშუამდგომლა, რომ არ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით.
7.4.2. გარდა ამისა, მსჯავრდებულ არ----------ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.
7.4.3. ბრალდებულმა არ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ---------–---–---–მა და ლ-------------–-–--ლმა თანხმობა განაცხადეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.
7.5. სამართლებრივი შეფასება:
7.5.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
7.5.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ:
§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
§ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს;
§ ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
§ ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
§ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
§ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
§ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
§ ბრალდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
§ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
§ ბრალდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
7.5.3. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
7.5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
7.5.5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.
7.5.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ 135.) იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ 135-136; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ 73.).
7.5.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი; ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (იხ.: დასახელებული გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 91, 92, 95).
7.5.8. იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებული რეალურად აცნობიერებდა თუ არა წინამდებარე განაჩენის 7.5.2. პარაგრაფში ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულებისაგან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.
7.5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თ-----------ძის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- მსჯავრდებულ მ---------------------ორის და არ----------ის დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ჰ----- რ---------------------–ანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულის კუპიურების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ იქნა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ დისკზე, ასევე, ბრალდებულების სურათები და ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომის ოქმის ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თ-----------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ თ-----------ძესა და ბრალდებულ არ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. არ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მსჯავრდებულ არ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
5. მსჯავრდებულ არ----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
6. მსჯავრდებულ არ----------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
7. მსჯავრდებულ არ----------ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
8. მ---------------------ორი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
9. მ---------------------ორი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------------------ორს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
11. მსჯავრდებულ მ---------------------ორის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
12. მ---------------------ორს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
13. მ---------------------ორს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
14. ჰ----- რ---------------------–ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
15. ჰ----- რ---------------------–ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ----- რ---------------------–ანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
17. მსჯავრდებულ ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
18. ჰ----- რ---------------------–ანს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
19. ჰ----- რ---------------------–ანს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- მსჯავრდებულ მ---------------------ორის და არ----------ის დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ჰ----- რ---------------------–ანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულის კუპიურების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ იქნა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ დისკზე, ასევე, ბრალდებულების სურათები და ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომის ოქმის ჩანაწერი, 1 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
21. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
22. განაჩენი მსჯავრდებულ არ----------ის მიმართ არ საჩივრდება გარდა, შემდეგი შემთხვევებისა: - მსჯავრდებულ არ----------ს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. - თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
23. განაჩენი მსჯავრდებულების მ---------------------ორის და ჰ----- რ---------------------–ანის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე