განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3------
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ მ---------------–---–------------------------------–------,ბრალდებულ _ ს-----------ის,ადვოკატ _ გ-----------–-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ს------------------------ის (დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ხ-----------–----–----------------–----------–------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განაჩენით, ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
2----–-–---------–--ს, დაახლოებით 0---- საათზე, თ---–--–----------------------ში არსებულ მ----------–---ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია ს-----------ემ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და დაუფლების მიზნით, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან წასწრებულ იქნა ბინაში მცხოვრები მ----------–---ისა და მისი ძმის დ------------–---ის მიერ.
ს-----------ის ქმედებით მ----------–---ს შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით:
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ მ----------–---ის ჩვენებით, ცხოვრობს გ------------------ში მდებარე ე.წ. „იტალიურ ეზოში“ დედასთან და ძმასთან - დ------------–---თან ერთად. პროფესიით არის მასაჟისტი და პერიოდულად იღებს შეკვეთებს. 2----–-–---------–--ს, გამთენიისას, სამუშაოდან სახლში დაბრუნების დროს, დაინახა მამაკაცის ლანდი, რომელიც შედიოდა სახლში. თავდაპირველად იფიქრა, რომ იყო მისი ძმა, თუმცა როდესაც შევიდა სახლში ნახა, რომ მისთვის უცნობი მამაკაცი ცდილობდა საპირფარეშოს მხარეს შესვლას და სახის დამალვას. მის დაძახილზე მამაკაცი შებრუნდა უკან, გინებით და აგრესიული ქმედებით ცდილობდა სახლიდან გაქცევას. შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც ორჯერ ჰკრა ხელი. ვინაიდან მამაკაცს ეტყობოდა, რომ იყო ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში, ვერ შეიკავა თავი და წაბორძიკდა. ამასობაში, მეორე ოთახიდან გამოვიდა დ------------–---ი, რომელმაც შეძლო უცნობი მამაკაცის შებოჭვა, ხოლო თავად მოახერხა გარედან კარის ჩაკეტვა და საპატრულო პოლიციის გამოძახება. დაკავებული მამაკაცი აღმოჩნდა სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ს-----------ე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მიდიოდა მეგობართან და ვინაიდან იყო ნასვამ მდგომარეობაში შეეშალა მისამართი. მის კითხვაზე, თუ ვისთან მიდიოდა ან რა მისამართზე, ასევე დაესახელებინა მისი მეგობრის ვინაობა და ტელეფონის ნომერი, ს-----------ემ ვერ შეძლო პასუხის გაცემა, რის შემდეგაც ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს მისი ბრალდებულის სახით დაკავება. დაზარალებულის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრის საკეტი არის დაზიანებული, რის გამოც ჭიშკრის კარი ყოველთვის არის ღია მდგომარეობაში. მისივე ჩვენებით, იგი დარწმუნებულია მასში, რომ ს-----------ე მის საცხოვრებელ სახლში შესული იყო ქურდობის განზრახვით, თუმცა იმის გამო, რომ იგი შემჩნეულ იქნა მის მიერ, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
მოწმე ა-–--–--------–---ის ჩვენებით, ცხოვრობს თ---–--–----------------------ში მდებარე ე.წ. „იტალიურ ეზოში“, შვილებთან: დ----- და მ----------–---ებთან ერთად. 2----–-–---------–--ს, გამთენიისას, გააღვიძა მ----------–---ის ყვირილმა, რომელიც დ-----ს ეძახდა დასახმარებლად, ვინაიდან უცხო პიროვნება იყო შესული სახლში. საძინებელი ოთახიდან გასვლისას, დაინახა უცნობი მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ მიდიოდა მეგობართან, შეეშალა მისამართი და ითხოვდა გაშვებას. მამაკაცი, რომელიც შებოჭილი ჰყავდა დ------------–---ს, აღმოჩნდა ბრალდებული ს-----------ე. იგი ვერ უთითებდა მეგობრის ვინაობას, მის ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელ მისამართს. მ----------–---ის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც ს-----------ე დააკავეს ადგილზე. მოწმის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც ერთხმად უარყოფდნენ ს-----------ესთან რაიმე სახის ნაცნობობის ფაქტს.
მოწმე დ------------–---ის ჩვენებით, ცხოვრობს თ---–--–----------------------ში. 2----–-–---------–--ს, გამთენიისას, გაიგო სამუშაოდან დაბრუნებული დის - მ----------–---ის ხმა „დ----- დროზე, ვიღაც არის შემოსული სახლშიო“. გავიდა ოთახიდან და დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა მისაღები ოთახისა და საპირფარეშოს გამოსასვლელის შუაში. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა გათავისუფლებას, შეძლო მისი შებოჭვა. მ----------–---მა გარედან დაკეტა კარი და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაკავებული მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ს-----------ე აცხადებდა, რომ მიდიოდა მეგობართან და შეეშალა მისამართი, თუმცა მან ვერ შეძლო დაესახელებინა მეგობრის ვინაობა, მისი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი სახლის მისამართი. დაკავებული ს-----------ე იყო აგრესიული და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს. საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ მისი მეზობლები, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ ეცნო დაკავებული ს-----------ე.
მოწმე ს--–------------ის ჩვენებით, 2----–-–---------–--ს, გამთენიისას მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ-------–---–---–თან ერთად, გამოცხადდა თ---–--–----------------------ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა მ----------–---ი, რომელმაც უთხრა, რომ მის ძმას საცხოვრებელ სახლში შეჩერებული ჰყავდა მამაკაცი, რომელიც აპირებდა მისი ბინის გაქურდვას. სახლში შესვლისას, მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, გამოხატავდა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა ს-----------ე. ის იყო ადეკვატური და დასმულ კითხვებზე გამართულად სცემდა პასუხს. მისი განმარტებით, მიდიოდა მეგობართან და შეეშალა მისამართი, თუმცა ვერ ასახელებდა მეგობრის ვინაობას, ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელი სახლის მისამართს. ს-----------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე ლ-------–---–---–ის ჩვენებით, 2----–-–---------–--ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თ---–--–----------------------ში, სადაც დაზარალებულ მ----------–---ის განმარტებით შეიტყო, რომ როდესაც იგი ბრუნდებოდა სამუშაოდან, დაინახა თუ როგორ შევიდა უცხო მამაკაცი მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მისი დანახვისთანავე შეეცადა ბინაში დამალვას, თუმცა იგი დაკავებულ იქნა დ------------–---ის მიერ. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა ს-----------ე. ის იყო ნასვამ მდგომარეობაში, გამოხატავდა აგრესიას და ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. იგი დაკავებულ იქნა ადგილზე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ბრალდებული აცხადებდა, რომ მიდიოდა მეგობართან და შეეშალა მისამართი, თუმცა ვერ ასახელებდა მეგობრის ვინაობას, მის ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელი სახლის მისამართს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს-----------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2----–-–---------–--ს, 04:38 საათზე, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–----------------------ში არსებულ, იტალიური ტიპის ეზოს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მ----------–---ის საცხოვრებელ ბინაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი ამოღებული არ ყოფილა.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განაჩენით, ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 05 ოქტომბრის N0------------ გადაწყვეტილებით, ს-----------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 07 თვით და 05 დღით ადრე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ს-----------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ს-----------ის მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ ს-----------ე ცდილობდა უკანონოდ შეეღწია მ----------–---ის საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაუფლების მიზნით, დასტურდება დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულ ს-----------ის მიერ შესრულებული ქმედებები, კერძოდ, დაზარალებულმა მ----------–---მა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებული ს-----------ე არის ის პიროვნება, რომელიც 2----–-–---------–--ს, გამთენიისას, ჩუმად შეიპარა მის საცხოვრებელ ბინაში და მას შემდეგ, რაც იგი შემჩნეულ იქნა მის მიერ, გინებით და აგრესიული ქმედებით შეეცადა სახლიდან გაქცევას, თუმცა მისი შებოჭვა შეძლო მისმა ძმამ - დ------------–---მა. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სახლში ინახავდა როგორც ოჯახის დანაზოგს, ასევე ძვირფასეულობას და დარწმუნებულია, რომ ს-----------ის სახლში შესვლის მიზანი იყო სწორედ აღნიშნული ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა იმის გამო, რომ წაასწრო ფაქტზე, მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. მართალია, ბრალდებული აცხადებდა, რომ მიდიოდა მეგობართან და შეეშალა მისამართი, თუმცა როგორც დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, ს-----------ემ ვერ შეძლო მისი მეგობრის ვინაობის, ტელეფონის ნომრის და საცხოვრებელი სახლის მისამართის დასახელება.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე დ------------–---ის ჩვენებასთან, რომელმაც მიუთითა ბრალდებულ ს-----------ეზე და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა მის მიერ თ---–--–----------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, რომლის სახლში შესვლაც შემჩნეულ იქნა მ----------–---ის მიერ. დაკავებული პიროვნება აგრესიული ქმედებებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და განთავისუფლებას, თუმცა შეძლო მისი შებოჭვა. მოწმის ჩვენებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული აცხადებდა, თითქოს შეეშალა მისამართი და მიდიოდა მეგობართან, მან ვერ შეძლო მეგობრის ვინაობის დასახელება, ასევე ვერ მიუთითა მისი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი სახლის მისამართი. ადგილზე შეკრებილი მეზობლების განმარტებით კი, არც ერთ მათგანს დაკავებულ ს-----------ესთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა-–--–--------–---ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დასტურდება, რომ 2----–-–---------–--ს, გამთენიისას გააღვიძა მ----------–---ის ყვირილის ხმამ, რომელიც დ-----ს ეძახდა დასახმარებლად, რადგან უცხო პიროვნება იყო შესული სახლში. საძინებელი ოთახიდან გასვლისას, დაინახა პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ მიდიოდა მეგობართან, შეეშალა მისამართი და ითხოვდა გათავისუფლებას. მამაკაცი, რომელიც შებოჭილი ჰყავდა დ------------–---ს, აღმოჩნდა ბრალდებული ს-----------ე. იგი ვერ უთითებდა მეგობრის ვინაობას, მის ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელი სახლის მისამართს. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შეკრებილი მეზობლები ერთხმად უარყოფდნენ ს-----------ესთან რაიმე სახის ნაცნობობის ფაქტს.
მოწმეების: ს--–------------ის და ლ-------–---–---–ის ჩვენებების მიხედვით კი, 2----–-–---------–--ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თ---–--–----------------------ში, რა დროსაც დაზარალებულ მ----------–---ისგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებისას დაინახა თუ როგორ შევიდა უცხო მამაკაცი მის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მის დანახვაზე შეეცადა სახლში დამალვას, თუმცა იგი დაკავებულ იქნა მისი ძმის - დ------------–---ის მიერ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აღმოჩნდა ბრალდებული ს-----------ე. ის გამოხატავდა აგრესიას და ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. დაკავებულის განმარტებით, მიდიოდა მეგობართან და შეეშალა მისამართი, თუმცა იგი ვერ ასახელებდა მეგობრის ვინაობას, მის ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელი ბინის მისამართს.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულ ს-----------ის წინააღმდეგ.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულ ს-----------ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს უფლება ჰქონდა თავად მოეპოვებინა ბრალდებულის ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, მათ ასევე უფლება ჰქონდათ სასამართლოს საშუალებით განეხორციელებინათ ასეთი მოქმედებები თუ რაიმე ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებდნენ მათი უფლების განხორციელებას. დაცვის მხარეს არ მიუთითებია ობიექტური გარემოება, რაც გახდა მათი მხრიდან ასეთი მტკიცებულების მოპოვების ხელშემშლელი გარემოება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი მიდიოდა მეგობართან და შეეშალა საცხოვრებელი სახლი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სარწმუნოდ მიიჩნიოს ბრალდებულის აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან როგორც დაზარალებულმა და მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, ს-----------ეს შესთავაზეს დაესახელებინა მეგობრის ვინაობა, მიეთითებინა მისი საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რაც მან ვერ შეძლო. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ადგილზე შეკრებილმა მეზობლებმა ერთხმად უარყვეს ბრალდებულ ს-----------ესთან რაიმე სახის ნაცნობობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებთან, არ არის სარწმუნო, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თუნდაც ერთი მტკიცებულებით. ის მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რაც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებული ს-----------ე იყო ის პიროვნება, რომელიც ცდილობდა შეაღწია მ----------–---ის საცხოვრებელ ბინაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდა მის კუთვნილ ნივთებს.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განაჩენით, ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 05 ოქტომბრის N0------------ გადაწყვეტილებით კი, ს-----------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 07 თვითა და 05 დღით ადრე.
ვინაიდან, ს-----------ე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ს-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს-----------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ს-----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ს-----------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მისი პიროვნების მხედველობაში მიღებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს-----------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 04 (ოთხი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 04 (ოთხი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 05 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ს-----------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ს-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–--ის 04:38 საათიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამალე: ნათია გუდაძე