გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100--0018002747521
საქმე#3/53 -18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.02.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: გ--- კი-–--ე
წარმომადგენელი: თ-- მე-----–-–---–ი
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: მ--- კუ----ი
მესამე პირი: ტ------– კი-–--ე
წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემა, რომლითაც გ--- კი-–--ეს მიეცეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------––-, გ---- - საჩხერე-ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ თავის კუთვნილ ნაკვეთზე ს/კ 3-.1-.4-.0-- ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა.
მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ 2018 წლის 16 მ---- მიმართული ჰქონდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით, სადაც ითხოვდა, გ---- - საჩხერე-ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ თავის კუთვნილ ნაკვეთზე ს/კ 3-.1-.4-.0-- ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვას, მას წარდგენილი ჰქონდა ნებართვის გაცემისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. მიუხედავად ამისა 2018 წლის 31 მაისის წერილით აცნობეს, რომ დამატებით ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანების საფუძველზე უნდა წარედგინა მას ახლომდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ტ------– კი-–--ის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა და დამატებითი დოკუმენტის წარდგენის მიზეზად მითითებულია, რომ მოქალაქე ტ------– კი-–--ეს ეზღუდება შესაძლებლობა განახორციელოს შენობა - ნაგებობის მშენებლობა, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უსაფუძვლოდ, რადგან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ტ------– კი-–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არის საკმაო მანძილით დაშორება, ასევე, გამიჯნულია არხით, სადაც მიედინება ნაკადული. მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის მერიამ ნებართვა არ გასცა და არც უარი უთხრა ნებართვის გაცემაზე.
2018 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა მიეცათ გ---- - საჩხერე-ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ თავის კუთვნილ ნაკვეთზე ს/კ 3-.1-.4-.0-- ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ განცხადებაზე დღემდე მერიას პასუხი არ გაუცია და ფაქტიურად თავს არიდებს გარკვეული ქმედების განხორციელებას, რითაც ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
1.2.მოსარჩელემ საბოლოოდ სარჩელში მითითებული მოთხოვნა დააზუსტა, რის შემდგომაც ჩამოყალიბდა წარმოდგენილი სახით, კერძოდ ბათილად იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემა, რომლითაც გ--- კი-–--ეს მიეცეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------––-, გ---- - საჩხერე-ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ თავის კუთვნილ ნაკვეთზე ს/კ 3-.1-.4-.0-- ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას არ უნდა დაევალოს გამოსცეს ბრძანება მშენებლობის ნებართვის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა განხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ვინაიდან გ--- კი-–--ის მიერ ავტოგასამართი მშენებლობის წარმოებით მოსაზღვრე მხარეს ეზღუდება მშენებლობის უფლება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 20 ი--–---- N 2-03/7-3- წერილის პირველი პუნქტში მითითებულია, რომ ავტოგასამართ სადგურზე შესვლა და გამოსვლა განხორციელდეს, გვერდით არსებული მიწის ნაკვეთების და ობიექტების მესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. გ--- კი-–--ეს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოედგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის N 1-1/2--- ბრძანებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებიდან“ გამომდინარე, მოსაზღვრის ტ------– კი-–--ის ნოტარიალურად დამტკიცებული თანხმობა მშენებლობის განხორცილების თაობაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი არ არის.
2.2 საქმეში მესამე პირად ჩართული ტ------– კი-–--ე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას. მისი განმარტებით აღნიშნული მშენებლობით მას მიადგება ზიანი, რადგან თვითონაც აპირებს მშენებლობის დაწყებას სამომავლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მხარეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჰქონდა გარკვეული ვადა მოსარიგებლად, თუმცა ისინი ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--- კი-–--ის საკუთრებას წარმოადგენს საჩხერის რაიონის სოფელ კ----------––- მდებარე 300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 3-.1-.4-.0--). დადგენილია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებულია მესამე პირის ტ------– კი-–--ის კუთვნილი 22-- კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი -ს/კ 3-.1-.4-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.84)
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს იმის თაობაზე, რომ გ--- კი-–--ეს სურვილი ჰქონდა სოფელ კ----------––- არსებულ მიწის ნაკვეთზე -ს/კ3-.1-.4-.0--, გ-----საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მ---–---- ღერძიდან 10 მეტრის დაშორებით მოქალაქე გ--- კი-–--ეს სურვილი აქვს აწარმოოს საწვავით ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ითხოვს აღნიშნული საკითხის განხილვას.
საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2017 წლის 20 ი--–---- წერილით დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ მოქალაქე გ--- კი-–--ეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებია ავტოგასამართი სადგური თუმცა იგივე წერილით განისაზღვრა ტექნიკური პირობები.
დადგენილია, რომ 2017 წელს რაიმე წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის გ--- კი-–--ეს, რადგან ადმინისტრაციული საქმის მასალები აღნიშნულის თაობაზე არ მოიპოვება. თვით მოსარჩელეც უთითებს სხდომაზე, რომ იყო მხოლოდ ზეპირი ურთიერთობა. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გარდა მოცემული წერილისა 2017 წელში სხვა ადმინისტრაციული სამის მასალები მათ შორის გ--- კი-–--ის წერილი ადმინისტრაციულ ორგანოსი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- წერილი (ს.ფ.11);
- წერილი(ს.ფ.13-14);
3.2.3. დადგენილია, რომ სარჩელთან ერთად წარმოდგენილია გეოლოგიური დასკვნა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურული პროექტი, თუმცა მოცემული დოკუმენტები მუნიციპალიტეტში წარდგენილი არ ყოფილა.
2018 წლის 16 მ---- გ--- კი-–--ემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა ავტოგასამართ სადგურზე, ამასთან მიუთითა, რომ მოცემულ ობიექტზე შექმნის სამუშაო ადგილებს. იგი უთითებს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წერილზე და ტექნიკურ პირობებზე, რომელიც მას აქვს ასახული საპროექტო დოკუმენტაციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 მაისის წერილით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბერი N 1-1/2--- ბრძანებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით საფუძველზე გ--- კი-–--ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ტ------– კი-–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს-ს/კ 3-.1-.4-.0--. ეზღუდება მშენებლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ითხოვს ტ------– კი-–--ის თანხმობას გ--- კი-–--ისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
გ--- კი-–--ემ 2018 წლის 24 ოქტომბერს დამატებით მიმართა განცხადებით საჩხერის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან განმარტა, რომ ტ------– კი-–--ეს არ ეზღუდება მშენებლობის უფლება.
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 20 ნოემბრის წერილით გ--- კი-–--ეს განემარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გასაცემად მას უნდა წარმოედგინა ტ------– კი-–--ის თანხმობა.
აღნიშნულის შემდგომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გ--- კი-–--ის განცხადების ირგვლივ არავითარი დოკუმენტი არ გაუცია. რაიმე წერილობითი ადმინისტრაციული აქტი ნებართვის გაცემაზე ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- დასკვნა (ს.ფ.15-24)
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ს.ფ.25-28);
- პროექტი(ს.ფ.31-46)
- წერილები (ს.ფ.66-69)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- კი-–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ვირტუალური უარი) და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ--- კი-–--ის განცხადებასთან დაკავშირებით (2018 წლის 16 მაისის და 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება) გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
6.2.საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით
განსახილველ შემთხვევაში სადაოა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის უარი (ვირტუალური უარი) მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
2018 წლის 16 მ---- გ--- კი-–--ემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა ავტოგასამართ სადგურზე, ამასთან მიუთითა, რომ მოცემულ ობიექტზე შექმნის სამუშაო ადგილებს. იგი უთითებს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წერილზე და ტექნიკურ პირობებზე , რომელიც მას აქვს ასახული საპროექტო დოკუმენტაციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 მაისის წერილით დასტურდება, რომ
6.5.ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბერი N 1-1/2--- ბრძანებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით საფუძველზე გ--- კი-–--ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ტ------– კი-–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს-ს/კ 3-.1-.4-.0--. ეზღუდება მშენებლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ითხოვს ტ------– კი-–--ის თანხმობას გ--- კი-–--ისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
გ--- კი-–--ემ 2018 წლის 24 ოქტომბერს დამატებით მიმართა განცხადებით საჩხერის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან განმარტა, რომ ტ------– კი-–--ეს არ ეზღუდება მშენებლობის უფლება
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 20 ნოემბრის წერილით გ--- კი-–--ეს განემარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გასაცემად მას უნდა წარმოედგინა ტ------– კი-–--ის თანხმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ორჯერ მიმართა წერილობითი განცხადებით მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით არც ნებართვაზე უარი გაუცია და არც ნებართვა გაუცია. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ ფაქტს კი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმას და ე.წ ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.6.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
6.7. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 20 ნოემბრის წერილით გ--- კი-–--ეს განემარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გასაცემად მას უნდა წარმოედგინა ტ------– კი-–--ის თანხმობა.
აღნიშნულის შემდგომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გ--- კი-–--ის განცხადების ირგვლივ არავითარი დოკუმენტი არ გაუცია. რაიმე წერილობითი ადმინისტრაციული აქტი ნებართვის გაცემაზე ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუქმნია.
6.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ემზარ ჩუბინიძემ სარჩელით მოითხოვა იმ სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა თავის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციაზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის დარღვევით კერძოდ, მოცემულ საკითხზე არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“.
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. საკუთრების უფლების დარღვევის სამტკიცებლად აუცილებელია, რომ განმცხადებელი იყოს მსხვერპლი. მაგ: იურიდიული პირი, თუ მისი უფლებები არის დარღვეული და მეწილე, ანუ ფიზიკური პირი, თუ ადგილი ჰქონდა კონკრეტულად მისი უფლებების შელახვას. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. 2 სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
6.10.მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 36-ე მუხლის შესაბამისად (შემდგომში დადგენილება) მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ნებართვა შეეხებოდა მეორე კლასის ნაგებობას.
6.11.მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 37-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება):
ა.ა) II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის – არაუმეტეს 10 დღისა; ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – არაუმეტეს 18 დღისა; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 5 დღისა,ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად 2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებარ-თვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოს-ცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად 3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
6.12.დადგენილების 52-ე მუხლის შესაბამისად ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”¨საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებები თანდართული პროექტი და სხვა მასალები, რაც საჭირო შეიძლება ყოფილიყო მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის.
6.13.დადგენილების 53-ე მუხლის შესაბამისად დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად
განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
6.14.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად
.ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით
ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ არ დაუწყიათ, აღნიშნული პროცესი დაიწყებოდა მას შემდეგ, თუ წარმოდგენილი იქნებოდა ტ------– კი-–--ის თანხმობა. მოცემულ საკითხზე გამოყენებული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესები.
6.15. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი (ვირტუალური უარი), რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობით არ არის ჩამოყალიბებული უარის საფუძველი. იმ შემთხვევაში თუ ტ------– კი-–--ის თანხმობა იყო გადამწყვეტი ნებართვის გაცემისათვის აღნიშნული დასაბუთებული უნდა ყოფილიყო შესაბამის სტადიაზე. სრულიად დაუსაბუთებელია კანონით დადგენილი ეტაპების გაუვლელობა. სასამართლო ასკვნის, რომ ფაქტობრივად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუსწავლია განმცხადებლის საჭიროებები და არ შეუფასებია იგი.
6.16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად დაუსაბუთებელია სადაო ინდივიდუალური აქტი მთლიანად, რადგან ფაქტობრივად შესწავლილი არ არის როგორც მიწის გამოყენების პირობები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია. შესწავლილი არ არის უსაფრთხოების საკითხი.
6.17. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ერთმნიშვნელოვნია რომ ფაქტიურად ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადაო გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღებას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ე)დანიშნოს ექსპერტიზა ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
6.18.ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს გარემოებები განცხადებაში მითითებული საკითხის დაკმაყოფილების მიზნით, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ რიგში უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად . ასევე განცხადებაში (2018 წლის 16 მაისის და 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება) დასმული საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას საჩხერის მუნიციპალიტეტმა ყურადღება უნდა მიაქციოს არა მარტო მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვას, არამედ თვით განმცხადებლის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობასაც. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა განახორციელოს სხვა გარემოებების გამოკვლევა და დადგენა, რაც ხელს შეუწყობს განცხადებაში დაყენებული საკითხის დასაბუთებულად გადაწყვეტას.
6.19. ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ვირტუალური უარი) და უნდა დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელე გ--- კი-–--ის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--- კი-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (პ/ნ 3----------) და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ვირტუალური უარი) და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ--- კი-–--ის განცხადებასთან დაკავშირებით (2018 წლის 16 მაისის და 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება) გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-100 ლარის ოდენობით დაეკისროს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გ--- კი-–--ის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი