გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19522-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”თ-----------”
წარმომადგენელი თა-------------–---
მოპასუხე გი----------------
დავის საგანი საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გი----------------სათვის მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 6700 ლარის, პროცენტის - 999.32 ლარი, პირგასამტეხლოს - 941.26 ლარისა და დაზღვევის - 11.80 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე გი----------------სათვის მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 2187.43 ლარის, პროცენტის - 302.26 ლარის, პირგასამტეხლოს- 249.15 ლარისა და დაზღვევის -5.16 ლარის გადახდის დაკისრება.
სს „თ------------“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, კერძოდ: კრედიტის ოდენობა 6700 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 24.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 17 ოქტომბრამდე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 17 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოლველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.
მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბერში აითვისა თანხა, იგი 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხოლო ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 08 დეკემბერს არასრული ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან დაიფარა პროცენტი 147.11 ლარი, პირგასამტეხლო - 43.25 ლარი. 2017 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8652.38 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6700 ლარი, პროცენტი - 999.32 ლარი, პირგასამტეხლო - 941.26 ლარი, დაზღვევა - 11.80 ლარი.
2017 წლის 26 ოქტომბერს სს „--------------“ და გი---------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1471 ლარი. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 25.5%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბერში აითვისა თანხა. მან მხოლოდ ერთხელ განახორციელა მინიმალური შენატანი, შესაბამისად ყოველი ვადაგადაცილებისათვის ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ბოლო შენატანი გადაიხადა 2017 წლის 08 დეკემბერს. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა ძირი თანხა 12.57 ლარი, პროცენტი - 61.50 ლარი.
მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2744 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2187.43 ლარი, პროცენტი - 302.26 ლარი, პირგასამტეხლო- 249.15 ლარი და დაზღვევა - 5.16 ლარი.
მსესხებელს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე მიუთითებს, რომ უკანონოდ არის დარიცხული ჯარიმები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ------------“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, კერძოდ: კრედიტის ოდენობა 6700 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 24.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 17 ოქტომბრამდე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 17 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოლველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ცნობა.
გადახდების ისტორია.
3.1.2. მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბერში აითვისა ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხა, იგი 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხოლო ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 08 დეკემბერს არასრული ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან დაიფარა პროცენტი 147.11 ლარი, პირგასამტეხლო - 43.25 ლარი. 2017 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8652.38 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6700 ლარი, პროცენტი - 999.32 ლარი, პირგასამტეხლო - 941.26 ლარი, დაზღვევა - 11.80 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ცნობები.
გადახდების ისტორია.
3.1.3. 2017 წლის 26 ოქტომბერს სს „--------------“ და გი---------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1471 ლარი. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 25.5%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.4. მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბერში აითვისა გაცემული კრედიტის თანხა. მან მხოლოდ ერთხელ განახორციელა მინიმალური შენატანი, შესაბამისად ყოველი ვადაგადაცილებისათვის ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ბოლო შენატანი გადაიხადა 2017 წლის 08 დეკემბერს. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა ძირი თანხა 12.57 ლარი, პროცენტი - 61.50 ლარი.
მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2744 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2187.43 ლარი, პროცენტი - 302.26 ლარი, პირგასამტეხლო- 249.15 ლარი და დაზღვევა - 5.16 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდების ისტორია.
ცნობა.
3.1.5. მსესხებელს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
შეტყობინება-გაფრთხილება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია რომ მხარეებს სს "თ------------” და გი---------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო გი---------------მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები, მასზე დარიცხულ პროცენტებთან და დაზღვევის თანხასთან ერთად ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 09 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის -6700 ლარის, პროცენტის - 999.32 ლარისა და დაზღვევის - 11.80 ლარის, ჯამში - 7711.12 ლარისა და 2017 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირი თანხის - 2187.43 ლარი, პროცენტის - 302.26 ლარისა და დაზღვევის -5.16 ლარის, ჯამში - 2494.85 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 10 205.97 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ------------” და გი---------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ძირითადი ვალდებულებისა და პროცენტის მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 941.26 ლარი შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 94.12 ლარი. 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 249.15 ლარი შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 24.91 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3.57 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 10.5 ლარის გადახდა საფოსტო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 10 205.97 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 306.17 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე გი---------------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 09 ოქტომბრის N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 6700 ლარის, პროცენტის - 999.32 ლარის, პირგასამტეხლოს 94.12 ლარისა და დაზღვევის 11.80 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე გი---------------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 2187.43 ლარის, პროცენტის - 302.26 ლარის, პირგასამტეხლოს - 24.91 ლარისა და დაზღვევის -5.16 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე გი---------------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 3.57 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 10.5 ლარის გადახდა საფოსტო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.1. დაუბრუნდეს სს „თ-----------“ 2018 წლის 25 ივნისის N15 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 341.89 ლარიდან 306.17 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია