გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/27637 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ს----- ი-–---–-
წარმომადგენელი ნ---- ნ-------, ნ-------–--–---–-
მოპასუხე ი---- ა----------, რ---- ხ---------
წარმომადგენელი გ---–- ჟ-----
დავის საგანი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2017 წლის 16 იანვარს ს----- ი-–---–-, ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2011 წლის 9------ ი---- ა----------ს სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N1--------) ცვლილებების შეტანა და უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ--–--------------- (საკადასტრო კოდი 0---------------) ერთ მეორედ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ს----- ი-–---–-ს აღიარება.
მოსარჩელე ს----- ი-–---–- არის 1997 წლის 9-----------–- გარდაცვლილი ა–--- ა----------ს შვილი. იგი ცხოვრობდა დედის (ა–--- ა----------ს) სახლში, გარდაცვალებამდე უვლიდა მას და გაიღო დედის დაკრძალვის ხარჯებიც. ა–--- ა----------ს გარდაცვალების შემდგომ, ს----- ი-–---–-- განაგრძო ცხოვრება დედის სახლში, დაეუფლა და განკარგავდა სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს, უვლიდა დედის დანატოვარ ქონებას და ფლობდა მას, როგორც საკუთარს. 1985 წლიდან ს----- ი-–---–- და ა–--------------ი რეგისტრირებული იყვნენ ერთსა და იმავე მისამართზე თბილისი, შ--–-------------- (დღევანდელი გ--–---------------). ა–--------------ის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ს----- ი-–---–- ოჯახთან ერთად წავიდა რუსეთში. 2011 წელს ს----- ი-–---–-ს დამ, ი---------------მა მიმართა ნოტარიუსს განცხადებით და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა გარდაცვლილი დედის, ა–--------------ის მთლიან სამკვიდრო ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ მან ნოტარიუსს წარუდგინა ა–--------------ის გარდაცვლილი შვილის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, მაგრამ დაუმალა თავისი დის, ს----- ი-–---–-ს, როგორც გარდაცვლილი ა–--------------ის კიდევ ერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შესახებ, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა დედის ქონება. ს----- ი-–---–- მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა დასთან, ი---- ა---------თან, რომელსაც მატერიალურად ეხმარებოდა და პერიოდულად უგზავნიდა ფულს სხვადასხვა ხარჯისთვის. ი---- ა---------- არწმუნებდა დას, რომ სახლი ორივეს თანასაკუთრებად დარეგისტრირდებოდა. ს----- ი-–---–-- საქართველოში დაბრუნების შემდგომ, 2017 წელს, გაიგო, რომ დედის მთელი სამკვიდრო ქონება დაირეგისტრირა დამ, ი---- ა---------მა. ეს უკანასკნელი არ უშვებდა დას დედის დანატოვარ სახლში, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ სახლში არ შემოუშვებდა, თუ არ დათანხმდებოდა სახლის მხოლოდ 1/3 ნაწილის ჩუქებით მიღებას. ვინაიდან სხვა საცხოვრებელი ადგილი ს----- ი-–---–- არ ჰქონდა, სადავო სახლში დარჩენა კი ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან იყო დაკავშირებული, ს----- ი-–---–- დასთანხმდა დის შეთავაზებას. 2017 წლის 16 იანვარს საჯარო რეესტრში გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ი---- ა---------მა ქ. თბილისში, გ--–----------------ში მდებარე სახლის 2/3 წილი ერთად აჩუქა ს----- ი-–---–- და რ---- ხ--------ს, საკუთარ ვაჟს. ი---- ა----------ს მხრიდან ს----- ი-–---–ზე განხორციელებულ ზეწოლაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან გათიშა ელექტროენერგია და გაზი იმ ოთახებში, სადაც მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაუკეტა ავტოფარეხი, დაუკეტა სველი წერტილების კარები. ამ მიზეზის გამო ს----- ი-–---–- 2018 წლის 1 ივნისსა და 4 ივნისს იძულებული გახდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია და დაეფიქსირებინა გაუსაძლისი ვითარება.
დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება ორ ნაწილადაა გაყოფილი, 1/3 ნაწილი ი---- ა----------ს საკუთრებაა, ხოლო დარჩენილი 2/3 ნაწილი - ს----- ი-–---–-სა და რ---- ხ---------ს თანასაკუთრება. როგორც თანამესაკუთრეებს, მათ სჭირდებათ ურთიერთშეთანხმება თანასაკუთრების განსაკარგავად, რაც გამორიცხულია, რადგან სინამდვილეში რ---- ხ---------ს უკან დგას ი---- ა----------, რომელიც რეალურად მოქმედებს შვილის სახელით, ეს უკანასკნელი მხოლოდ ფორმალურად წერია ჩუქების ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზედაც აღრიცხულია თანამესაკუთრედ. დედა-შვილი ერთად ცხოვრობს, ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა. რ---- ხ---------ს ჩართვა ჩუქების ხელშეკრულებაში ემსახურებოდა ს----- ი-–---–-სათვის თვალის ახვევას და არა რაიმე იურიდიული შედეგის დადგომას. სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია იძულებით.
(სარჩელი, 2019 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინება, 2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოთხოვნას.
ს----- ი-–---–-ს მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელე მხარე დედის გარდაცვალების შემდეგ ვერ იცხოვრებდა სადავო საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით ვერ მიიღებდა უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, გ--–---------------, ვინაიდან სადავო საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობდა მისი ძმა კ----- ა----------. ამ უკანასკნელთან არსებული სასესხო ურთიერთობის საფუძველზე, 5000 აშშ დოლარის სესხის გაცემის სანაცვლოდ, თ----- ს---------–---–- ცხოვრობდა სადავო სახლში. კ----- ა---------მა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვა ვერ მოასწრო, ვინაიდან იგი გარდაიცვალა 2010 წლის 3-------. სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე ფაქტიურად ცხოვრობდა ი---- ა----------, რომელმაც ნოტარიუსთან მიმართვის შედეგად დაადასტურა ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი, აიღო სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ. ი---- ა---------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ----- ს---------–---–-ს გამოსახლების თაობაზე მას მერე რაც მან გადაიხადა გარდაცვლილი ძმის კ----- ა----------ს ვალი და ასევე, მან გადაიხადა ელექტრონული ენერგიის დავალიანება 1699 ლარის ოდენობით. ი---- ა---------მა კეთილი ნების საფუძველზე 2017 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებით, უძრავი ქონების (მდებარე თბილისი, გ--–------------, საკადასტრო კოდი 0---------------) 1/3 ნაწილი საკუთრებაში გადასცა თავის დას, ს----- ი-–---–-. ამ უკანასკნელს ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე სამართლებრივი პრეტენზია არ განუცხადებია დედის დანაშთ ქონებაზე.
(შესაგებელი, 2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ს----- ი-–---–- 1997 წლის 0------------–ს გარდაცვლილი ა–--- ა----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.1.2. ს----- ი-–---–- რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა 2017 წლის იანვრის თვეში. ამჟამად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი სახლში, მდებარე მისამართზე, თბილისი, გ--–---------------.
2018 წლის 01 ივნისს ი---- ა----------ს, ხოლო 04 ივნისს, ს----- ი-–---–-ს ინიციატივით გამოძახებული იქნა შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი);
_შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის V სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 01 ივნისს და 2018 წლის 04 ივნისს შედგენილი რეაგირების ოქმები (ს.ფ. 39-40).
3.1.3. მოპასუხე რ---- ხ--------- წარმოადგენს ი---- ა----------ს შვილს. მოპასუხეები ფაქტობრივად არ ცხოვრობენ სადავო სახლში (მდებარე თბილისი, გ--–---------------). ი---- ა---------ს საცხოვრებელი ფართის ნაწილი დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული სხვა პირებისათვის და იღებს ყოველთვიურად ქირას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა–--- ა---------- გარდაიცვალა 1997 წლის 0------------–ს. ს----- ი-–---–-, ი---- ა---------- და კ----- ა---------- წარმოადგენენ ა–--- ა----------ს შვილებს;
ს----- ი-–---–- (ქორწინებამდელი გვარი ,,ა----------“) და ვ--–---------–---–ი დაქორწინდნენ 1991 წლის 0--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 1-------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 24);
_სრს ქ. თბილისის არქივის მიერ 2007 წლის 1------------ გაცემული ს----- ა----------ს დაბადების მოწმობა ნ--------, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 23);
_ქ. თბილისის ვაკის რ/მმაჩის განყოფილების მიერ 1991 წლის 0-------- გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 22).
3.2.2. კ----- ა---------- გარდაიცვალა 2010 წლის 3-------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2010 წლის 2-------------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა ა-–--------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 164-165).
3.2.3. მამკვიდრებელი ა–--- ა---------- 1972 წლის 23 მაისიდან რეგისტრირებული იყო სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე თბილისი, შ--–-----------. გარდაცვალების მოწმობით მისი გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 2010 წლის 2--------------. იგივე ფიქსირდება რეგისტრირებული მისამართიდან მოხსნის თარიღად.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, ს----- ი-–---–-ს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, შ--–----------- პირველად რეგისტრაციის თარიღი მითითებულია 1985 წლის 04 ივნისი, ხოლო შემდგომ ამავე მისამართზე ხელახალი რეგისტრაციის თარიღად ფიქსირება 2001 წლის 26 ოქტომბერი. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მიზეზით რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2014 წლის 04 სექტემბერი. ს----- ი-–---–-, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქართველოში ბინადრობის უფლებით 2017 წლის 11 სექტემბერს დარეგისტრირდა იმავე საცხოვრებელ მისამართზე (შეცვლილი სახელწოდებით) თბილისი, გ--–------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ს.ფ. 25-26);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 25 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ს.ფ. 27-31).
3.2.4. 2011 წლის 0------- მოპასუხე ი---- ა----------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა–--- ა----------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე თბილისი, შ--–--------------, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ი---- ა---------მა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ი---- ა----------ს სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2011 წლის 0------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N1-------- (ს.ფ. 32-35);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 30.05.2011 წელი (ს.ფ. 70-71).
3.2.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი---- ა----------ს განცხადება და ა-----------------ი, ლ-------------ი, ი------------–---–ი, ს----- ი-–---–-, ვ--–--------------------ი და კ-------------------ი მოიხსნან რეგისტრაციიდან: თბილისი, შ--–-----------. დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქმისწარმოებისას გამოვლინდა, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, შ--–------------ის მესაკუთრეები არიან სხვადასხვა ფიზიკური პირები, რასაც ადასტურებს ი---- ა----------ს სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწის საკადასტრო კოდით 0--------------- და ნ-----–----------–---–ის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწის საკადასტრო კოდით 0---------------. რამოდენიმე პირის რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ მისამართზე განხორციელდა როგორც ი---- ა----------ს, ასევე, ნ-----–----------–---–ის თანხმობის საფუძველზე. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტმა 2014 წლის 1 ივლისს მისამართზე თბილისი, შ--–-----------, შეადგინა საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმი. საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებით გამოირკვა, რომ მისამართზე თბილისი, შ--–----------- ცხოვრობს ი---- ა----------. დათვალიერებას ესწრებოდნენ: მ-----–------------ი, გ--------------------ი და ა------------------ი, რომლებმაც აღნიშნეს რომ მითითებულ მისამართზე (საკადასტრო კოდი N0---------------) არ ცხოვრობენ და არც არასდროს უცხოვრიათ ა-----------------ს, ლ-------------ს, ი------------–---–ს ს----- ი-–---–-, დ--------------–---–ს, ვ--–--------------------ს, კ-------------------ს, ლ-------------ეს, ნ-------------ეს, ლ--–----------ე ო--------- და ნ-----–----------–---–ს. 2014 წლის 03 სექტემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის მიერ საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, შ--–----------- (საკადასტრო კოდი 0---------------) შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი. საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებით გაირკვა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ: დ--------------–---–ი, ლ-------------ე, ნ-------------ე, ლ--–----------ე ო-------- და ნ-----–----------–---–ი. დათვალიერებას ესწრებოდნენ გ----------------ს ძე წ----–-–---–ი და გ---------------ს ძე წ----–-–---–ი (მეზობლები), რომლებმაც აღნიშნეს, რომ მისამართზე თბილისი, შ--–----------- (საკადასტრო კოდი 0---------------) ა-----------------ი, ლ-------------ი, ი------------–---–ი, ს----- ი-–---–-, ვ--–------------------ა და კ-------------------ი არ ცხოვრობენ და არასდროს უცხოვრიათ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება N0--------- (ს.ფ. 124-125).
3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით, თ----------------–---–ის სარჩელი ი---- ა----------ს მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, იპოთეკარად ცნობისა და ბინაში ცხოვრების უფლებით იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება, საქმე N-------- (ს.ფ. 135-145).
3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისმა ძმამ, კ----- ა---------მა სადავო საცხოვრებელ სახლში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, თანხის სანაცვლოდ, დროებით საცხოვრებლად, 1998 წელს შეუშვა მდგმურები, რომლებიც 2014 წლამდე ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, თბილისი, გ--–------------.
მითითებულ მისამართზე 2010 წლის სექტემბრის მდგოამრეობით, სს ,,თ--–---ს“ აბონენტს (N0------) ერიცხებოდა დავალიანება 1699.38 ლარის ოდენობით, რაც გადახდილი იქნა იმავე წლის (2010 წ.) ოქტომბრის თვეში. აბონენტად ფიქსირდება ი---- ა----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თ--–---ს“ N0------ აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 126-134).
მოსარჩელე ს----- ი-–---–- ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აწ გარდაცვლილ კ----- ა---------ს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. მოსარჩელი განმარტებითვე, ი---- ა---------მა ისე გამოასახლა მდგმურები სადავო საცხოვრებელი სახლიდან, რომ მათთვის თანხა არ გადაუხდია.
3.2.8. 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, ი---- ა---------მა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ--–--------------- (საკადასტრო კოდი 0---------------), ორი მესამედი ნაწილი საკუთრებაში გადასცა ს----- ი-–---–- და რ---- ხ--------ს.
აღნიშნული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) ორი მესამედ ნაწილი 2017 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ს----- ი-–---–-ს და რ---- ხ---------ს სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი დარჩა ი---- ა----------ს საკუთრებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 16 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 37-38);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.01.2017 წელი (ს.ფ. 58-59, 72-73).
3.2.9. 2018 წლის 26 ივლისს დადგენილებით უარი ეთქვა ს----- ი-–---–- (წარმომადგენელი ნ---- ნ-------) სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტის ასლის გაცემაზე. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადგინა, რომ ს----- ი-–---–- არის პირი, ვის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება (გაიცა სამკვიდრო მოწმობა);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2018 წლის 26 ივლისის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტის ასლის ან ამონაწერის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 41).
3.2.10. ი---- ა---------მა და რ--------------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლო მოპასუხე ს----- ი-–---–-ს მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ--–--------------- (საკადასტრო კოდი 0--------------) საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ი---- ა----------ს და რ--------------ის სამოქალაქო სარჩელი (ს.ფ. 151-163).
3.2.11. ს----- ი-–---–- ფაქტობრივი ფლობით დედის ა–--- ა----------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, იგი რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა 1998 წლის ი------ თვეში და საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 1----------;
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ს----- ი-–---–-ს მიერ მამკვიდრებლის, ა–--- ა----------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონების ფაქტობრივი დაუფლება, ქონების მართვა და სარგებლობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე მ---------------ის ჩვენებას არაზუსტი, არათანმიმდევრული და ბუნდოვანი შინაარსის გამო. მოწმის ჩვენების მიხედვით, იგი 1983 წლიდან ცხოვრობდა მისამართზე, თბილისი, გ--–----------- და მას ჰქონდა ახლო ურთიერთობა მათ მეზობლებთან, ს----- ი-–---–თან და ი---- ა---------თან. მ---------------ი ასევე იცნობდა მამკვიდრებელ ა–--- ა---------საც. მისი გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებელ სახლში პერიოდულად იმყოფებოდნენ როგორც ს----- ი-–---–-, ასევე, მეზობლად მცხოვრები ი---- ა---------- და მათი ძმა, კ----- ა----------. მოწმე მ---------------ი ოთხი წელია, 2015 წლიდან აღარ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ მისამართზე. მან ი---- ა---------თან შეთანხმებით თავისი საცხოვრებელი ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი იცხოვრა ქირით, თუმცა ქირის ოდენობის გაზრდის შემდეგ, ვეღარ შესძლო თანხის გადახდა და გადავიდა სხვა მისამართზე საცხოვრებლად. მ---------------ი და მისი შვილი, ა------------------ი ცხოვრობენ ერთად, ასევე, მათ საერთო სამუშაო ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისის N---- საბავშვო ბაღი, რომელიც სადავო საცხოვრებელი სახლის მეზობლად მდებარეობს. მოწმე განმარტავს, რომ ს----- ი-–---–- მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა დედის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, გ--–-------------ში. ასევე, მოწმე მიუთითებს სხვა მისამართსაც (თბილისი, 5------------------), სადაც ს----- ი-–---–-ს მეუღლის საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა. ს----- ი-–---–- რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა 1998 წელს თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოსარჩელის ძმამ, კ----- ა---------მა დედის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის ჯერ ნაწილი, ხოლო შემდეგ, მთლიანად, თანხის სანაცვლოდ გადასცა დროებით სარგებლობაში მდგმურებს. მოწმე მიუთითებს იმაზეც, რომ მისი შვილები, ა------------------ი (დაბადებული 1----–--–-) და მ-----–------------ი (დაბადებული 1----–--–-) ცხოვრობდნენ მასთან ერთად. მ-----–------------ი 2018 წელს (ზუსტი თარიღის დასახელება გაუჭირდა) გაემზგავრა უკრაინაში, ხოლო ა------------------ი დღემდე ცხოვრობს დედასთან ერთად. მ---------------ისათვის ცნობილი არ არის თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, შ--–----------- (იგივე გ--–------------) ვიზიტისა და ამავე მისამართზე მცხოვრები პირების (მათ შორის მისი შვილის, ა------------------ის) მიერ მისამართზე რეგისტრირებული პირების ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ გაცემული ინფორმაციის თაობაზე. მოწმე ასევე, არ იცნობს საქმეში არსებული სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებს;
კანონმდებელი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება უნდა გამოვლინდეს იმპერატიული დანაწესის სახით დადგენილ დროში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი სამკვიდროს გახსნის დროისათვის იყო დაქორწინებული ვ--–-------–---–თან, მისი შვილები, გ--–------–---–ი და ნ------–---–ი დადიოდნენ მეუღლის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე თბილისი, 5---------------------) ახლოს მდებარე საბავშვო ბაღში. მოსარჩელე გამგზავრებამდე პერიოდულად იმყოფებოდა დედის საცხოვრებელ მისამართზეც. ს----- ი-–---–-ს მითითებით, იგი რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა 1998 წლის ი------ თვეში და საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 1----------. საქართველოდან გამგზავრების კონკრეტული პერიოდის დადგენის პირობებშიც, 1997 წლის 0------------–ს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვიან პერიოდში, სადავო სამკვიდრო მისამართზე, მოსარჩელე ს----- ი-–---–-ს ცხოვრების, ქონების მოვლა-პატრონობის, ფაქტობრივი ბატონობის, პყრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების წესით მიღების შესახებ.
3.2.12. ს----- ი-–---–-, ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის 2017 წლის 16 იანვარს ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ნების გამოვლენით, მათი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
ს----- ი-–---–-ს პოზიცია სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჩუქების შესახებ გარიგება დაიდო იძულებით, არ არის გამყარებული სათანადო, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ქონების შესაბამის ნაწილზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობა მოხდა მოპასუხე ი---- ა----------ს მხრიდან ზეწოლის, მუქარისა და იძულების საფუძველზე, კერძოდ, თუკი ჩუქების საფუძველზე არ მიიღებდა შეთავაზებული ქონებიდან ნაწილს, მოსარჩელე მხარე, ი---- ა---------- გაყიდდა ქონებას და მისი და, ს----- ი-–---–- დაკარგავდა ქონებიდან წილს. სადავო ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელე მხარე აღირიცხა სადავო ქონების თანამესაკუთრედ. ამ ქონებაზე მართლსაწინააღმდეგოდ, ნამდვილი ნების არარსებობის საფუძველზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მხარეს არ წარმოუდგენია.
3.2.13. დამოუკიდებელი აუდიტორ შემფასებელ ნ------------ს მიერ შეფასდა საცხოვრებელი ფართი (მდებარე თბილისი, გ--–----------------ში, საკადასტრო კოდი 0---------------, მესაკუთრეები ს----- ი-–---–-, რ-------------ი 2/3 ნაწილი, ი---- ა---------- 1/3 ნაწილი). დასკვნაში მოყვანილი და გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაფასებელი ობიექტის ღირებულება 2018 წლის 31 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 83 212 ლარს (34 000 აშშ დოლარს (დოლარის კურსი შეფასების თარიღისათვის 2.4474 ლარი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დამოუკიდებელი აუდიტორ შემფასებელი ნ------------ს საშემფასებლო დასკვნა (ს.ფ. 42-62).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ს----- ი-–---–-ს მესაკუთრედ აღიარების, ა–--- ა----------ს დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ცვლილებების შეტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. არ დასტურდება 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი ადგენს: 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
დავის საგანს წარმოადგენს 1997 წლის 0------------–ს გარდაცვლილი ა–--- ა----------ს სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე თბილისი, გ--–------------) 2011 წლის 0------- გაცემული სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
მხარეები აცხადებენ თანხმობას, განსახილველი დავის ფარგლებში არსებული ურთიერთობა მოწესრიგდეს 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე (კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე, 89-ე, 1306-1307-ე , 1319-1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1328-ე, 1499-ე, 1433-ე, 1500-ე, 85-86-ე, 89-ე, 524-ე, 525-ე, 1450-ე, 953-ე
მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა 2017 წლის 16 იანვარს ს----- ი-–---–-, ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 2011 წლის 9------ ი---- ა----------ს სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N1--------) ცვლილებების შეტანა და უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ--–--------------- (საკადასტრო კოდი 0---------------) ერთ მეორედ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეების ი---- ა----------ს და რ---- ხ---------ს მიმართ აყენებს ერთიანად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით და თავადვე განსაზღვრავენ დავის საგანს (დისპოზიციურობის პრინციპი). ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლები განისაზღვრება მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი).
დადგენილია, რომ ა–--- ა---------- გარდაიცვალა 1997 წლის 0------------–ს. ს----- ი-–---–-, ი---- ა---------- და კ----- ა---------- წარმოადგენენ ა–--- ა----------ს შვილებს. ს----- ი-–---–- (ქორწინებამდელი გვარი ,,ა----------“) და ვ--–---------–---–ი დაქორწინდნენ 1991 წლის 0--------. კ----- ა---------- გარდაიცვალა 2010 წლის 3-------. მას პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია (3.2.1., 3.2.2).
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მიხედვით, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა-გარდაცვლილის ქონების გადასვა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელე ს----- ი-–---–- და მოპასუხე ი---- ა---------- წარმოადგენენ ა–--- ა----------ს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს (შვილებს) და მათ აქვთ თანაბარი უფლება დედის დანაშთ ქონებაზე. სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლით კი, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
2011 წლის 0------- მოპასუხე ი---- ა----------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მამკვიდრებლის ა–--- ა----------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე თბილისი, შ--–--------------, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ი---- ა---------მა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ი---- ა----------ს სახელზე. მოსარჩელე ს----- ი-–---–- აღნიშნული სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მას თავისი დის, ი---- ა----------ს მსგავსად, ფაქტობრივად ფლობით მიღებული აქვს დედის დანაში სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით სადავო ქონებაში უნდა განისაზღვროს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს შორის თანაბარი წილის (ერთი მეორედი) უფლებით.
სამემკვიდრეო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი), თუმცა სამკვიდროს მიმღებმა თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) აუცილებელია შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის შესაბამისი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული. დამკვიდრებული პრაქტიკით, სამკვიდროს მისაღებად საჭიროა, როგორც მოსარჩელის ცალმხრივი ნების არსებობა, ისე ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ ექვს თვიან ვადაში განხორციელდა.
მამკვიდრებელი ა–--- ა---------- გარდაიცვალა 1997 წლის 0------------–ს, შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. მისი არც ერთი პირველი რიგის მემკვიდრეს გარდაცვლილი დედის სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ბიუროსთვის არ მიუმართავთ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ს----- ი-–---–-ს მიერ მამკვიდრებლის, ა–--- ა----------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონების ფაქტობრივი დაუფლება, ქონების მართვა და სარგებლობა (3.2.12). ასეთი სახის მტკიცებულებად, ბუნდოვანი, დაუზუსტებელი და არათანმიმდევრული ინფორმაციული შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ არ მიიჩნია მოწმე მ---------------ის ჩვენება. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის ა–--- ა----------ს გარდაცვალების შემდეგ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების ფაქტობრივ გარემოებას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად მიიჩნიოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა 1998 წლის ი------ თვეში და საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 1----------. მართალია, მას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია, თუმცა მისი საზღვარგარეთ გამგზავრების ზუსტი პერიოდის დადგენის შემთხვევაშიც, არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ დედის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის განმავლობაში სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრების, ქონების მოვლა-პატრონობის, ფაქტობრივი ბატონობის, პყრობის ფაქტი. მემკვიდრის მოქმედებები უშუალოდ, პირდაპირ და ნათლად უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი სამკვიდროს გახსნის დროისათვის დაქორწინებული იყო ვ--–-------–---–თან, მისი შვილები, გ--–------–---–ი და ნ------–---–ი დადიოდნენ მეუღლის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე თბილისი, 5---------------------) ახლოს მდებარე საბავშვო ბაღში. მოსარჩელე თავადვე მიუთითებს მეორე საცხოვრებელ მისამართზე და იმ გარემოებაზე, რომ იგი პერიოდულად იმყოფებოდა ასევე დედის საცხოვრებელ მისამართზეც. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელე დედის გარდაცვალების შემდეგ, თუნდაც პერიოდულად იყო სამკვიდრო ქონების მისამართზე და უვლიდა, პატრონობდა მას, როგორც საკუთარს. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი სახის განმარტება სადავო სახლში ფაქტობრივად ყოფნის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავოდ არის გამხდარი სამკვიდროს მიღება, არ წარმოადგენს საკმარის ფაქტობრივ მოცემულობას სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასადგენად. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სადავო საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, ს----- ი-–---–-ს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, შ--–----------- პირველად რეგისტრაციის თარიღი მითითებულია 1985 წლის 04 ივნისი, ხოლო შემდგომ ამავე მისამართზე ხელახალი რეგისტრაციის თარიღად ფიქსირება 2001 წლის 26 ოქტომბერი. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მიზეზით რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2014 წლის 04 სექტემბერი. ს----- ი-–---–-, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქართველოში ბინადრობის უფლებით 2017 წლის 11 სექტემბერს დარეგისტრირდა იმავე საცხოვრებელ მისამართზე (შეცვლილი სახელწოდებით) თბილისი, გ--–------------ (3.2.3). სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები, რაც თავის მხრივ დაადასტურებდნენ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნებას, სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას, რაც მოსარჩელე მხარემ თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში ვერ შესძლო.
სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 0------- (3.2.4.) მოსარჩელემ საკანონმდებლო დანაწესით დადგენილ ვადაში არ განახორციელა თავისი მემკვიდრეობითი უფლების რეალიზება. ამდენად, დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯრებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობა მოპასუხე ი---- ა----------ს სახელზე გაცემულია მართლზომიერად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და განსახილველ დავაზე არ გამოიკვეთა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისათვის შესაბამისი საფუძველი.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს 2017 წლის 16 იანვარს ს----- ი-–---–-, ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გარიგება დადებულია მეორე მხარის, ი---- ა----------ს მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის, იძულებისა და მუქარის შედეგად, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის ს----- ი-–---–-ს თავისუფალი ნების არსებობას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, ი---- ა---------მა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ--–--------------- (საკადასტრო კოდი 0---------------), ორი მესამედი ნაწილი საკუთრებაში გადასცა ს----- ი-–---–- და რ---- ხ--------ს. ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) ორი მესამედ ნაწილი 2017 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ს----- ი-–---–-ს და რ---- ხ---------ს სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი დარჩა ი---- ა----------ს საკუთრებაში (3.2.8).
საარჩელო მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის საფუძვლის მითითება მოსარჩელის პრეროგატივაა. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს მისი მოთხოვნის შინაარს. ზემოთ როგორც აღინიშნა, განსახილველი დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნები თითოეული მოპასუხის მიმართ ცალ-ცალკე არ არის დასმული, რის გამოც სასამართლო სარჩელის მოთხოვნებს ორივე მოპასუხის მიმართ განიხილავს ერთიანად.
სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. კოდექსის 86-ე მუხლი ადგენს იძულების ხასიათს, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა - სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობა. სასარჩელო მოთხოვნების საპირისპიროდ, მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ხელშეკრულების დაიდო გამჩუქებლის, ი---- ა----------ს კეთილი ნების საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია დასაჩუქრებული ს----- ი-–---–-ს მიმართ რაიმე სახის იძულებას ან მუქარას.
იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია ის, ვის მიმართაც განხორციელდა ძალადობა ან მუქარა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, კონკრეტული მოქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის უნდა იკვეთებოდეს, რომ სადავო გარიგების მონაწილე მხარეს არ სურდა ხელშეკრულების დადება და კონკრეტულმა მუქარამ (ან მისმა შემცვლელმა ქმედებამ) ისეთი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე, რომ იძულებული გახდა დაედო გარიგება. თუკი პირი უთითებს მის იძულებაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი საეჭვოდ ხდის გარიგებისას მისი ნების თავისუფლებას და ეცილება სწორედ იმ საფუძვლით, რომ იგი არა თავისუფალი ნების გამოვლინებას, არამედ არამართლზომიერი ზემოქმედების შედეგად ფორმირებული (ნაკლიანი) ნების საფუძველზე დაიდო. შეეძლო თუ არა მუქარას ზეგავლენა მოეხდინა მოწინააღმდეგე მხარეზე, რომელიც ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტობრივ შემადგენლობას იძლევა, შეფასებისა და გამოკვლევის საგანია და იგი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მარტოოდენ იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულების დადება განხორციელდა იძულებით არ არის გარიგების ბათილობის საფუძვლების დასადგენად. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე ი---- ა----------ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის შედეგად იძულებული გახდა დათანხმებოდა ჩუქების გარიგებას და ხელი მოეწერა მასზე. სადავო ქონების მესაკუთრე, ი---- ა---------- ემუქრებოდა მოსარჩელეს ქონების გაყიდვით, რის შემდეგაც ს----- ი-–---–- დარჩებოდა საცხოვრებლის გარეშე და ამავდროულად, იგი ვეღარ მიიღებდა წილს უძრავი ქონებიდან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო გარიგების მოპასუხის მხრიდან განხორციელებული იძულებისა და მუქარის საფუძველზე დადების შესახებ. იმის გარდა, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება გარიგების იძულებით დადების ფაქტი, სასამართლო აღნიშნავს, რომ თუკი მოსარჩელეს არ სურდა ჩუქების ხელშეკრულების დადება მოპასუხესთან და იგი მიიჩნევდა, რომ მას უფრო მეტი წილი ეკუთვნოდა სადავო ქონებიდან, შეეძლო უარი განეცხადებინა ხელშეკრულებაზე და ედავა მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით დედის დანატოვარი ქონებიდან წილის მისაღებად, რაც მას არ განუხორციელებია. საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონების შესაბამისი ნაწილი მოპასუხე ი---- ა----------ს მხრიდან კანონსაწინააღმდეგო გზების გამოყენებით იქნა აღრიცხული მოსარჩელეზე. რეალური საფრთხე, რაც ხელშეკრულების დადების გარეშე მოსარჩელის მიმართ წარმოიშობა, არ დასტურდება. უფრო მეტიც, გარკვეული გაუსაძლისი პირობების (გაზის, ელ. ენერგიის, სველ წერტილებთან წვდომაზე შეფერხება) შექმნას ადგილი ჰქონდა ჩუქების დადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რაც გარიგების შემდგომ მხარეების, ს----- ი-–---–-ს და ი---- ა----------ს შორის ურთიერთობის გართულებაზე მიუთითებს და არა ხელშეკრულების ბათილობისათვის დადგენილ წინაპირობათა არსებობაზე. იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო დაედასტურებინა დედის დანაშთი ქონებიდან (მდებარე თბილისი, გ--–------------) მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით უფრო მეტი წილის მიკუთვნების შესახებ მოთხოვნის საფუძლიანობა, სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ პოზიციას, რომ მოსარჩელე სადავო ჩუქების გარიგების დადებით აღმოჩნდა მისთვის არასასარგებლო, არასახარბიელო მდგომარეობაში.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სამართლის სუბიექტებს შორის ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე, რომელიც მატერიალური სამართლითაა მოწესრიგებული და ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ჩუქების ხელშეკრულების არსის განმსაზღვრელი გასხვისების უსასყიდლო ხასიათია. ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნას იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. განსახილველ დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ მჩუქებელმა ი---- ა---------მა თავისი ნების საფუძველზე საკუთრებაში არსებული ქონებიდან (მდებარე თბილისი, გ--–------------) 2/3 ნაწილი ჩუქებით საკუთრებაში გადასცა დას ს----- ი-–---–- და შვილს რ---- ხ--------ს. დადგენილი პრაქტიკით, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ან მჭიდრო ნათესაური კავშირი გარკვეულ მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელოვან მოტივს. შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გამჩუქებელი ი---- ა---------- ჩუქების ხელშეკრულების დადებისას ხელმძღვანელობდა ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახიასათებელი მოტივით. ნათელია, რომ სადავო გარიგების დადებას მოსარჩელე ს----- ი-–---–-სათვის რაიმე ნეგატიური შედეგის დადგომა არ მოჰყოლია, პირიქით, მან საკუთრების უფლება მოიპოვა სადავო ქონების შესაბამის წილზე. ამდენად, მოსარჩელე მხარემ თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში ვერ შესძლო დაედასტურებინა, რომ სადავო გარიგების დადება მოწინააღმდეგე მხარესთან, ი---- ა---------თან განხორციელდა იძულებისა და შიშის ქვეშ და არა ავტონომიური და თავისუფალი ნების პირობებში. ამასთან, მოსარჩელემ არათუ დათმო რაიმე ამ გარიგებით,, პირიქით მან საკუთრებაში მიიღო ქონების წილი. იმის გათვალისწინებით, რომ არ დადგინდა ხელშეკრულების მხარის, ს----- ი-–---–-ს, როგორც კონტრაჰენტის ნებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ფაქტი, ივარაუდება, რომ ს----- ი-–---–-, ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის 2017 წლის 16 იანვარს ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ნების გამოვლენით, მათი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ არ გამოიკვეთა აშკარა თუ რეალური ხასიათის შემცველი იმგვარი სახის ზემოქმედება, რაც შეუძლებელს გახდიდა ჩუქების გარიგების დადებისას მხარის თავისუფალი ნების ფორმირებას.
მოპასუხე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულზე აპელირებს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე მითითებით. ამ უკანასკნელის მიხედვით, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სარჩელის მოთხოვნაა 2017 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთ წლიანი ვადა, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამთავრდება პირის იძულების მომენტი. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში ვადი დენა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც იძულების სიტუაცია მთავრდება. დადგენილი პრაქტიკით, სამოქალაქო კოდექსში ერთმანეთისგან განსხვავდება შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები. სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილია არა ხანდაზმულობის, არამედ სადავო გარიგების გამო შეცილების სპეციალური ერთწლიანი ვადა. იძულების დამთავრების მომენტი არის მოსარჩელის მიერ სადავო ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტი. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელემ სადავო გახადა ერთი წლის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 24 სექტემბერს, წინამდებარე სარჩელის წარდგენით. გარდა ამისა, მოსარჩელეს გაშვებული აქვს 1450-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადაც. მისი განმარტებით, იგი საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 1----------, სადავო ჩუქების დადების დროისათვის (16.01.2017 წელს) მისთვის უკვე ცნობილი იყო მოპასუხე ი---- ა----------ს მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების გზით დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების მთლიანად მიღების შესახებ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მათ უარსაყოფად მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებლის შეპირისპირებისას, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამეტური პრინიპების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ზეგავლენით გარიგების ხელმოწერის თაობაზე, დაუსაბუთებელია, რის გამოც მოპასუხეების ი---- ა----------სა და რ---- ხ---------ს მიმართ სარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სარჩელის მოთხოვნა ი---- ა---------სა და რ---- ხ--------ს შორის ჩუქების გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან უშუალოდ მჩუქებელს ი---- ა---------სა და დასაჩუქრებულს რ---- ხ--------ს ერთმანეთის მიმართ ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნიათ. ის გარემოება, რომ სადავო გარიგებით უძრავი ნივთის 2/3 ნაწილის ჩუქება ერთობლივად მოხდა დასაჩუქრებულების, ს----- ი-–---–-სა და რ---- ხ---------სათვის, არ განაპირობებს ეჭვს გარიგების ნამდვილობის თვალსაზრისით, ვინაიდან თუკი თანამესაკუთრეები ურთიერთშეთანხმებით ვერ ახერხებენ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობას, მართვას და განკარგავს, სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს საზიარო უფლების გაუქმებას საგნის ნატურით გაყოფით ან რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 961, 963-964-ე მუხლები).
ამდენად, არ არსებობს, მოპასუხეების ი---- ა----------სა და რ---- ხ---------ს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის, უძრავი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ, ს----- ი-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ს----- ი-–---–-ს მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 1348.18 (ათას სამას ორმოცდარვა ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. (ს.ფ. 74-77).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებისათვის ი---- ა----------სა და რ---- ხ---------სათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის) ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ი---- ა----------ს (პირადი №0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების ერთ მეექვსედ ნაწილს მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, გ--–----------------------------------------------------------.
ვინაიდან ს----- ი-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ს----- ი-–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი რ---- ხ---------ს (პირადი №0----------) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნით;
2. არ დაკმაყოფილდეს ს----- ი-–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი ი---- ა----------ს (პირადი №0----------) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნით;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის №2/27637-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღა მოეხსნას ი---- ა----------ს (პირადი №0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების ერთ მეექვსედ ნაწილს მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, გ--–----------------------------------------------------------;
4. არ გადახდეთ მოპასუხეებს ი---- ა---------ს და რ---- ხ--------ს მოსარჩელე ს----- ი-–---–-ს მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე . ზარნაძე