გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
080210017001673582
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.02.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ნ--- ენ-----ე

წარმომადგენელი - მ---- ად--–---–ი.

მოპასუხე - ი-–- შა---–----ე

წარმომადგენელი - ვ--–------- თ----------ე

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება. უძრავი ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.ქ. ქუთაისის წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის კუთვნილ 5/6 წილზე საზიარო უფლების გაუქმება და ქ. ქუთაისის წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის კუთვნილ 5/6 წილის რეალურად გამოყოფა.

 

1. 2. დავის არსის მოკლე მიმოხილვა.

 

მოსარჩელის განმარტებით, დაბადებიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში წ-------–-ს ქ.№--- -ში, მისი მშობლების დატოვებულ ბინაში.

 

1984 წელის 17 მარტს გარდაეცვალა მამა გ----–ი ენ-----ე. 1985 წლის 11 ოქტომბრის ქუთაისის ლენინის რაიონული სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილები მ-----ა გ----–ის ასული ენ-----ე და ნ--- გ----–ის ასული ენ-----ე ცნობილი იქნენ მემკვიდრეებად, დანაშთი ქონების 1/6, 1/6, ნაწილზე და მოსარჩელის დედა ნ---- გ-------–-ს ასული ენ-----ე დანაშთი ქონების 4/6 ნაწილზე.

 

2008 წლის 7 ივლისს დედამ ნ---- ენ-----ემ მოსარჩელეს აჩუქა თავის სახელზე რიცხული ქონება და ის გახდა მთლიანი საცხოვრებელი სახლის 5/6-ის მესაკუთრე, ხოლო 1/6-ის მესაკუთრე იყო მოსარჩელის და მ-----ა ენ-----ე, რომელიც გარდაიცვალა 2013 წლის 16 იანვარს.

 

მ-----ა ენ-----ის დანაშთი ქონებაზე მემკვიდრეობა აღიდგინა მეუღლემ, ი-–- შა---–----ემ. საჯარო რეესტრის ამონაწერით ი-–- შა---–----ე არის სახლის, მდებარე ქ. ქუთაისი წ-------–-ს ქ. 1---ში 1/6 ნაწილის მესაკუთრე, ხოლო მოსარჩელე კი მთლიანი სახლის 5/6 ნაწილის მესაკუთრე. მოსარჩელის განმარტებით, ი-–- შა---–----ესთან ცხოვრობს მისი შვილი ნიკოლოზ შა---–----ე თავისი ოჯახით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ი-–- შა---–----ე და მისი ოჯახი არ აძლევს საშუალებას მთლიანად ისარგებლოს მისი საკუთრებით. სახლი არის სამ სართულიანი. პირველი სართული არის სამეურნეო ფართი, ხოლო მეორე სართული უკანონოდ აქვთ დაკავებული ი-–- შა---–----ის ოჯახს და მოსარჩელეს არ ეძლევა მისი საკუთრების სრულად სარგებლობის უფლებას.

 

მოსარჩელეს სურს რეალური წილი გამოიყოს აღნიშნული სახლიდან, რადგან ის არის მთლიანის სახლის 5/6-ის მესაკუთრე და ფაქტობრივად ვერ სარგებლობს აღნიშნული ფართით, რადგან ის უკანონოდ აქვთ დაკავებული ი-–- შა---–----ესა და მის ოჯახს. მოსარჩელემ თავისი საკუთრების დადგენის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს და მოითხოვა მთლიანი სახლთმფლობელობიდან მისი საკუთრების 5/6 წილის დადგენა. ი-–- შა---–----ის ოჯახმა ექსპერტი სახლში არ შეუშვა და არ მისცა საშუალება აეზომა მთლიანი საცხოვრებელი ფართი, რათა დაედგინა მოსარჩელის 5/6 ნაწილი.

 

ცხოვრობს ამავე სახლის მესამე სართულზე და სარგებლობს იმის ნახევარი ფართით, რაც არის სინამდვილეში მისი საკუთრება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს არა მთლიანი ამჟამად არსებული სახლის, არამედ იმ ფართის 5/6 ნაწილი, რომელიც რეგისტრირებული იყო რეესტრში საკუთრების წილის განსაზღვრისას. წარმოდგენილ ექსპერტს მოპასუხის მხრიდან მიეცა განმარტება, რომ ესარგებლა იმ ნახაზით, რომლის მიხედვითაც მოხდა წილის თავდაპირველი გამიჯვნა და არ შეეყვანა გასაყოფ ფართში ის უნებართვოდ მიშენებული ნაწილი, რომლის მშენებლობაც განხორციელდა 2005-2006 წლებში მოპასუხის მიერ. ვინაიდან ექსპერტმა დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება, ის არ იქნა დაშვებული მოპასუხის კუთვნილ ფართში.

 

მოსარჩელის კუთვნილი ქონების გამოსაყოფად საჭიროა არა ექსპერტიზა, არამედ ფართის აზომვა, რომელიც დაადგენს საკუთრების უფლებაზე წილების გამოყოფისას, რა ფართობს შეადგენდა სახლი, საიდანაც მოხდა წილების განაწილება. ეს აუცილებელია გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის მხრიდან მოხდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ამასთან მოპასუხეს განხორციელებული აქვს მოცულობითი სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქონების რეალური დაყოფა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1985 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ-----ა გ----–ის ასული ენ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ -მ-----ა გ----–ის ასული ენ-----ე ცნობილი იქნას მემკვიდრედ გ----–ი გ-------–-ს ძე ენ-----ის დანაშთი ქონების ქ. ქუთაისში წ-------–-ს ქუჩა №1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილზე, ნ--- გ----–ის ასული ენ-----ე ამავე სახლის 1/6 ნაწილზე და ნ---- გ-------–-ს ასული ენ-----ე 4/6 ნაწილზე. შესაბამისად შეტანილი იქნა ცვლილებები ქუთაისის №1 სანოტარო კანტორის 1984 წლის 30 ნოემბრის სამემკვიდრეო მოწმობაში.

ნ---- გ-------–-ს ასული ენ-----ეს შეგებებულ სარჩელზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

მტკიცებულება: ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1985 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება. (ტ.1. ს/ფ 16-18).

 

3.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ

ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (მიშენების ჩათვლით) ზეძირკვლის სართულზე არსებული სამეურნეო ფართი შეადგენს 89,83 კვ.მ-ს, პირველი და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სათავსოების საერთო ფართი შეადგენს 127,01 კვ.მ-ს , ხოლო აივნების ფართი 24,91 კვ.მ-ს (იხ. დანართი №1).

ამავე საცხოვრებელი სახლის (მხოლოდ ძირითადი შენობის) ზეძირკვლის სართულზე არსებული სამეურნეო ფართი შეადგენს 54,64 კვ.მ-ს, ხოლო პირველ და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სათავსოების საერთო ფართი (1.70 კვ.მ. აივნის გარეშე) შეადგენს 108,69 კვ.მ-ს ( იხ. დანართი №2)

ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ, №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 და 5/6 ნაწილებად გაყოფის ორი ვარიანტი მოცემულია დანართებში №№1-2.

 

№1 დანართში (გათვალისწინებულია სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები) მითითებული ვარიანტის მიხედვით ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია გამოეყოს:

- სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო (14,97 კვ.მ), რაც შეესაბამება 1.6 ნაწილს (14,97-14,97=0)

- საცხოვრებელი ფართიდან №1-2, №1-3 და №1-4-ა სათავსოები (სულ 21,17კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (21,17-21,17=0);

- საზაფხულო ფართიდან N1-1 აივანი (23,21 კვ.მ.) რაც მეტია 1/6 ნაწილზე (4,15-23,21=19,06) 19,06 კვ.მ-ით.

 

- ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს:

- სამეურნეო ფართიდან №0-1, №0-2,№03, №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (სულ 74,86 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (74,86-74,86=0);

- საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-5, №1-6, №1-7 და №1-4-ბ სათავსოები (სულ 105,84 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილის (105,84-105,84=0).

- საზაფხულო ფართიდან №2-4 აივანი (1,70 კვ.მ), რაც ნაკლებია 5/6 ნაწილზე (20,76-1,70=19,06 ) 19,06 კვ.მ-ით.

 

№2 დანართში (არ არის გათვალისწინებული სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები) მითითებული ვარიანტის მიხედვით ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია გამოეყოს:

-სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო ( 9,10 კვ.მ) რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (9,10-9,10=0) ;

-საცხოვრებელი ფართიდან №1-5 და №1-4-ა სათავსოები (18,12 კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (18,12-18,12=0).

ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს:

-სამეურნეო ფართიდან №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (45,52 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს ( 45,52-45,52=0);

საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-6, №1-4-ბ სათავსოები (90,57 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (90,57-90,57=0).

 

ექსპერტიზის მიერ მომზადებული საცხოვრებელი სახლის გაყოფის ვარიანტები ითვალისწინებს რიგი ღიობების და ტიხრების მოწყობა-გაუქმებას. აღნიშნული გაყოფის ვარიანტების მიხედვით, დავაში მონაწილე მხარეებმა მათთვის გამოყოფილ ნაწილში, საჭიროებისამებრ უნდა მოაწყონ საპირფარეშო, სააბაზანო და სამზარეულო.

აღნიშნული გაყოფის ვარიანტების მიხედვით , ს/კ №0----------- მიწის ნაკვეთი, რომელზეც გათვალისწინებულია წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა რჩება თანასაკუთრებაში.

 

ბ) დღეის მდგომარეობით ნ--- ენ-----ეს საკუთრებაში არ აქვს გამოყოფილი სახლიდან 5/6 ნაწილი.

ექსპერტიზის მიერ შედგენილი გაყოფის ვარიანტების მიხედვით, ნ--- ენ-----ისათვის მისაკუთვნებელ 5/6 ნაწილში მდებარე რიგი სათავსოები (№1-4-ბ, №1-5, №1-6 და №1-7) მდებარეობს სახლის პირველ სართულზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მოპასუხე-ი-–- შა---–----ე.

 

ექსპერტიზის მიერ მომზადებული გაყოფის შესაძლო ვარიანტები მოსარჩელის კუთვნილ 5/6 ნაწილის გათვალისწინებით მოცემულია დანართებში №№1-2.

 

ექსპერტიზის მიერ გაყოფის ვარიანტები მომზადებული იქნა წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული ტექ. ბიუროს გეგმის (ს.ფ 31) საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაზე მითითებული შენობის კონფიგურაცია და სათავსოების განლაგება, ძირითადად შეესაბამება დღეისთვის ფაქტიურად არსებულ მდგომარეობას. გეგმაზე მითითებული შენობის ნაწილი უნებართვოა. აღნიშნულის გამო ექსპერტიზის მიერ მომზადებული იქნა უძრავი ქონების გაყოფის ორი ვარიანტი, ცალკე ძირითად შენობაზე და ცალკე უნებართვო მიშენების ჩათვლით.

მტკიცებულება: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ უძრავი ქონების, მისამართი ქალაქ ქუთაისი, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს/კ 0----------- თანამესაკუთრეებს.

ქალაქ ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს/კ 0----------- 5/6 ნაწილის მესაკუთრეა ნ--- ენ-----ე, ხოლო 16 ნაწილის საკუთრების უფლებით ეკუთვნის ი-–- შა---–----ეს.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ტ.1.ს/ფ. 14-15).

 

3.2.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ფაქტიურად ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს გამოეყოს კუთვნილი 5/6 წილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნის მე-2 დანართის (გაყოფის მეორე ვარიანტი) მიხედვით, რადგან აღნიშნული გაყოფის მიხედვით, ი-–- შა---–----ეს ფაქტობრივად გადაეცემა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი.

მოსარჩელის განმარტებით, გაყოფა უნდა მოხდეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნის მე-1 დანართის (გაყოფის პირველი ვარიანტი) მიხედვით, რადგან აღნიშნული ვარიანტით გათვალისწინებულია ასევე სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნა.

 

3.2.3. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, რომლის 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნით ამომწურავად და კვალიფიციურად იქნა შესწავლილი თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფის საკითხი. კერძოდ -

ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (მიშენების ჩათვლით) ზეძირკვლის სართულზე არსებული სამეურნეო ფართი შეადგენს 89,83 კვ.მ-ს, პირველი და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სათავსოების საერთო ფართი შეადგენს 127,01 კვ.მ-ს , ხოლო აივნების ფართი 24,91 კვ.მ-ს (იხ. დანართი №1).

ამავე საცხოვრებელი სახლის (მხოლოდ ძირითადი შენობის) ზეძირკვლის სართულზე არსებული სამეურნეო ფართი შეადგენს 54,64 კვ.მ-ს, ხოლო პირველ და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სათავსოების საერთო ფართი (1.70 კვ.მ. აივნის გარეშე) შეადგენს 108,69 კვ.მ-ს ( იხ. დანართი №2)

ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ, №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 და 5/6 ნაწილებად გაყოფის ორი ვარიანტი მოცემულია დანართებში №№1-2.

 

№1 დანართში (გათვალისწინებულია სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები) მითითებული ვარიანტის მიხედვით ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია გამოეყოს:

ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად რეალურად გამოეყოს:

სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო (14,97 კვ.მ), რაც შეესაბამება 1.6 ნაწილს (14,97-14,97=0);

საცხოვრებელი ფართიდან №1-2, №1-3 და №1-4-ა სათავსოები (სულ 21,17კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (21,17-21,17=0);

საზაფხულო ფართიდან N1-1 აივანი (23,21 კვ.მ.) რაც მეტია 1/6 ნაწილზე (4,15-23,21=19,06) 19,06 კვ.მ-ით.

ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად რეალურად გამოეყოს:

სამეურნეო ფართიდან №0-1, №0-2,№03, №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (სულ 74,86 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (74,86-74,86=0);

საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-5, №1-6, №1-7 და №1-4-ბ სათავსოები (სულ 105,84 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილის (105,84-105,84=0).

საზაფხულო ფართიდან №2-4 აივანი (1,70 კვ.მ), რაც ნაკლებია 5/6 ნაწილზე (20,76-1,70=19,06 ) 19,06 კვ.მ-ით.

№2 დანართში (არ არის გათვალისწინებული სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები) მითითებული ვარიანტის მიხედვით ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია გამოეყოს:

-სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო ( 9,10 კვ.მ) რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (9,10-9,10=0) ;

-სახცოვრებელი ფართიდან №1-5 და №1-4-ა სათავსოები (18,12 კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (18,12-18,12=0).

ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს:

-სამეურნეო ფართიდან №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (45,52 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს ( 45,52-45,52=0);

საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-6, №1-4-ბსათავსოები (90,57 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (90,57-90,57=0).

ექსპერტიზის მიერ მომზადებული საცხოვრებელი სახლის გაყოფის ვარიანტები ითვალისწინებს რიგი ღიობების და ტიხრების მოწყობა-გაუქმებას. აღნიშნული გაყოფის ვარიანტების მიხედვით, დავაში მონაწილე მხარეებმა მათთვის გამოყოფილ ნაწილში, საჭიროებისამებრ უნდა მოაწყონ საპირფარეშო, სააბაზანო და სამზარეულო.

აღნიშნული გაყოფის ვარიანტების მიხედვით , ს/კ №0----------- მიწის ნაკვეთი, რომელზეც გათვალისწინებულია წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა რჩება თანასაკუთრებაში.

ბ) დღეის მდგომარეობით ნ--- ენ-----ეს საკუთრებაში არ აქვს გამოყოფილი სახლიდან 5/6 ნაწილი.

ექსპერტიზის მიერ შედგენილი გაყოფის ვარიანტების მიხედვით, ნ--- ენ-----ისათვის მისაკუთვნებელ 5/6 ნაწილში მდებარე რიგი სათავსოები (№1-4-ბ, №1-5, №1-6 და №1-7) მდებარეობს სახლის პირველ სართულზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მოპასუხე-ი-–- შა---–----ე.

ექსპერტიზის მიერ მომზადებული გაყოფის შესაძლო ვარიანტები მოსარჩელის კუთვნილ 5/6 ნაწილის გათვალისწინებით მოცემულია დანართებში №№1-2.

ექსპერტიზის მიერ გაყოფის ვარიანტები მომზადებული იქნა წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული ტექ. ბიუროს გეგმის (ს.ფ 31) საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაზე მითითებული შენობის კონფიგურაცია და სათავსოების განლაგება, ძირითადად შეესაბამება დღეისთვის ფაქტიურად არსებულ მდგომარეობას. გეგმაზე მითითებული შენობის ნაწილი უნებართვოა. აღნიშნულის გამო ექსპერტიზის მიერ მომზადებული იქნა უძრავი ქონების გაყოფის ორი ვარიანტი, ცალკე ძირითად შენობაზე და ცალკე უნებართვო მიშენების ჩათვლით.

ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია, წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, თუ რომელი ვარიანტის მიხედვით უნდა მოხდეს მოდავე მხარეებს შორის რეალური წილის გამოყოფა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ნ--- ენ-----ეს ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან უნდა გამოეყოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნის პირველი დანართის (გაყოფის პირველი ვარიანტი) მიხედვით.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. კონსტიტუციაში ასეთი უფლების დამაგრება იმავდროულად, განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიარებდეს, უზრუნველყოფდეს და იცავდეს მას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ უძრავი ქონების, მისამართი: ქალაქი ქუთაისი, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს/კ 0----------- თანამესაკუთრეებს.

ქალაქ ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს/კ 0----------- 5/6 ნაწილის მესაკუთრეა ნ--- ენ-----ე, ხოლო 1/6 ნაწილის საკუთრების უფლებით ეკუთვნის ი-–- შა---–----ეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სსკ 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სსკ 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია. ვინაიდან, განსახილველი სარჩელის საგანს საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმება წარმოადგენს, გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, რომლის თანახმადაც საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. (იხ. სუსგ 2016 წლის პირველი მარტის საქმე №ას-39-39-2016, 2014 წლის 31 ივლისის საქმე Nას-67-65-2014, 2015 წლის 20 ივლისის საქმე №ას-774-741-2014, 2015 წლის 29 ივნისის საქმე №ას-59-58-2014).

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1) საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე: მდებარე ქ. ქუთაისში წ-------–-ს ქ. №----ში და მოსარჩელე ნ--- ენ-----ეს საცხოვრებელი სახლიდან უნდა გამოეყოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის N 0-------- დასკვნის პირველი დანართის (გაყოფის პირველი ვარიანტი) მიხედვით, რადგან აღნიშნული გაყოფის მიხედვით, ექსპერტის მიერ გათვალისწინებულია სახლის ძირითად ნაწილზე არსებული მიშენებები.

- ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილი,- სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო (14,97 კვ.მ), რაც შეესაბამება 1.6 ნაწილს (14,97-14,97=0)

- საცხოვრებელი ფართიდან №1-2, №1-3 და №1-4-ა სათავსოები (სულ 21,17კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (21,17-21,17=0);

- საზაფხულო ფართიდან N1-1 აივანი (23,21 კვ.მ.) რაც მეტია 1/6 ნაწილზე (4,15-23,21=19,06) 19,06 კვ.მ-ით.

- ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს:

- სამეურნეო ფართიდან №0-1, №0-2,№03, №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (სულ 74,86 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (74,86-74,86=0);

- საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-5, №1-6, №1-7 და №1-4-ბ სათავსოები (სულ 105,84 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილის (105,84-105,84=0).

- საზაფხულო ფართიდან №2-4 აივანი (1,70 კვ.მ), რაც ნაკლებია 5/6 ნაწილზე (20,76-1,70=19,06 ) 19,06 კვ.მ-ით.

 

6...სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით წარმოდგენილი N1 გამიჯვნის ვარიანტში მოცემული კვლევა არსებითად ზუსტად გამოხატავს მოსარჩელის ინტერესს და ამავდროულად იცავს მოპასუხის საკუთრების უფლებას იმგვარად, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული (მიკუთვნებული) ფართის ფუნქციური დანიშნულება არ იკარგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, რაც წარმოადგენს მტკიცებულებათა სწორი შეფასების აუცილებელ წინაპირობას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი მთავარი კრიტერიუმით: მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და, იმის მიხედვით, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივ შეფასებას, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, ექსპერტის დასკვნებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობაზე.

 

6.8.სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ექსპერტის დასკვნის შინაარსი და იურიდიული დამაჯერებლობა საფუძვლიანია და აღნიშნული თან----არი საკუთრების ობიექტის გაყოფა უნდა მოხდეს სწორედ მის მიერ შემოთავაზებული უძრავი ნივთის გამიჯვნის გეგმის საფუძველზე დანართი N1. ვინაიდან იგი საზიარო საკუთრების ნატურით გაყოფის სრულ და ობიექტურ სურათს ასახავს. ექსპერტმა კვლევა აწარმოა წარდგენილი მასალების (საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები) და გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. ამასთან, აღნიშნული გამიჯვნა შესაბამისობაშია საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულ მხარეთა იდეალურ წილებთან, როგორც ერთგვაროვანი ნაწილები, რაც მათ ფუნქციურ ღირებულებას არ უმცირებს.

 

6.9.სასამართლო აღნიშნავს, რომ საზიარო უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით განეკუთვნება, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომლის დანაწესით, საერთო (თან----არი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

6.10. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონების გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან „კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თან----არი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე“ (იხ. სუსგ ას-39-39-2016, 01.03.2016 წ.). განსახილველ შემთხვევაში საზიარო ქონება იმგვარად გაიყო, რომ არც ერთი მხარის უფლება არ დარღვეულა, ასეთის თაობაზე პრეტენზია მოსარჩელეს არ განუცხადებია, რაც შეეხება მოპასუხეს, მას პრეტენზია გაყოფის ვარიანტთან დაკავშირებით აქვს, აღნიშნული, კი სსკ-ის 963-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში ექცევა, რადგან ქონებას ფუნქციური ღირებულება და არსი არ დაუკარგავს.

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, საზიარო უფლების გაუქმებით, რეალური წილის გამოყოფა შესაძლებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი, ექსპერტიზის ჩატარებისთვის 450 ლარი, რომელიც სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე ი-–- შა---–----ეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნ--- ენ-----ის სარჩელი ი-–- შა---–----ის მიმართ - საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

 

2. გაუქმდეს ნ--- ენ-----ის და ი-–- შა---–----ის საზიარო უფლება ქალაქ ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელ სახლზე და ქ. ქუთაისში, წ-------–-ს ქ. №----ში მდებარე მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ 0-----------) ნ--- ენ-----ეს რეალურად გამოეყოს 5/6 ნაწილი საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის 0-------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1 მიხედვით (რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს) N1 გაყოფის ვარიანტის შესაბამისად.

კერძოდ -

ნ--- ენ-----ეს 5/6 ნაწილის შესაბამისად რეალურად გამოეყოს:

სამეურნეო ფართიდან №0-1, №0-2,№03, №0-4-ბ და №0-5 სათავსოები (სულ 74,86 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილს (74,86-74,86=0);

საცხოვრებელი ფართიდან №2-1, №2-2, №2-3, №1-5, №1-6, №1-7 და №1-4-ბ სათავსოები (სულ 105,84 კვ.მ), რაც შეესაბამება 5/6 ნაწილის (105,84-105,84=0).

საზაფხულო ფართიდან №2-4 აივანი (1,70 კვ.მ), რაც ნაკლებია 5/6 ნაწილზე (20,76-1,70=19,06 ) 19,06 კვ.მ-ით.

ი-–- შა---–----ეს 1/6 ნაწილის შესაბამისად რეალურად გამოეყოს:

სამეურნეო ფართიდან №0-4-ა სათავსო (14,97 კვ.მ), რაც შეესაბამება 1.6 ნაწილს (14,97-14,97=0);

საცხოვრებელი ფართიდან №1-2, №1-3 და №1-4-ა სათავსოები (სულ 21,17კვ.მ), რაც შეესაბამება 1/6 ნაწილს (21,17-21,17=0);

საზაფხულო ფართიდან N1-1 აივანი (23,21 კვ.მ.) რაც მეტია 1/6 ნაწილზე (4,15-23,21=19,06) 19,06 კვ.მ-ით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის დანართი N1 და დანართი N2 ჩაითვალოს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 300 ლარი და ექსპერტიზის ღირებულება - 450 ლარი, გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე ი-–- შა---–----ეს მოსარჩელე ნ--- ენ-----ის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე