გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002665500 (2/29130-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე სს ,,თ----------ი”
წარმომადგენელი ლ--–--------–---–ი
მოპასუხეები ლ--–------------ე, მ----------–-–---–ი
მოპასუხე ლ--–------------ის წარმომადგენელი თ---------------ი
დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 68 110.45 აშშ დოლარი, კერძოდ:
- №3-------------- საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 60 032.30 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 56 034.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 795.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 202.16 აშშ დოლარი;
- 3-------------- საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 078.15 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 7 099.41 აშშ დოლარი, სარგებელი - 551.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 427.49 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 21.07.2017 წლიდან დავალიანების ძირითად თანხაზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით:
- №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველთვიურად 414.50 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 თვის განმავლობაში, ჯამში 4 974.05 აშშ დოლარი;
- №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველთვიურად 87.53 აშშ დოლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 თვის განმავლობაში, ჯამში 1 050.32 აშშ დოლარი;
1.3. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 21.07.2017 წლიდან 90 დღის განმავლობაში დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1% ოდენობით, კერძოდ:
- №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველდღიურად 58.83 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 5294.70 აშშ დოლარი;
- №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველდღიურად 7.65 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 688.50 აშშ დოლარი;
1.4. მოპასუხეების ლ--–------------ისა და მ----------–-–---–ის ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ა. ყ------ის გამზ. №49ა, ბინა №12, ს/კ 0----------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.5. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
სს „თ----------სა“ და ლ--–------------ეს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დაიდო საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 68 000 აშშ დოლარის ოდენობით, 62 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 30 ნოემბრის N--------------- თავდებობის ხელშეკრულებით მ----------–-–---–მა ბ---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 71 400 აშშ დოლარის ფარგლებში.
2016 წლის 13 აპრილს სს ,,თ----- ბ---სა“ და ლ--–------------ეს შორის გაფორმდა N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 8 300 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15%-ით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1%-ის ოდენობით. მითითებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაც უზრუნველყოფილია მ----------–-–---–ის სოლიდარული თავდებობით, რომლის პასუხისმგებლობის ფარგლებიც განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ბ---მა სსკ-ს 873-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 2017 წლის 21 ივლისს, რა დროისათვისაც დავალიანების მოცულობა განისაზღვრა, ჯამში 68 110.45 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:
- №3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება - 60 032.30 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა - 56 034.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 795.29 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 202.16 აშშ დოლარი).
- №3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება - 8 078.15 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა - 7 099.41 აშშ დოლარი, სარგებელი - 551.25 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 427.49 აშშ დოლარი).
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეებს 2017 წლის 21 ივლისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე უნდა დაეკისროთ გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ა) №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად შეადგენს 414.50 აშშ დოლარს (გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 თვის განმავლობაში, ჯამში 4974.05 აშშ დოლარი), ხოლო ბ) №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველთვიურად 87.53 აშშ დოლარს (გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 თვის განმავლობაში, ჯამში 1050.32 აშშ დოლარი).
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 2017 წლის 21 ივლისიდან 90 დღის განმავლობაში დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1%-ის ოდენობით: №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველდღიურად 58.83 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 5294.70 აშშ დოლარი, ასევე №3-------------- ხელშეკრულებიდან ყოველდღიურად 7.65 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 688.50 აშშ დოლარი. ასევე მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეების ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ა. ყ------ის გამზ. №49ა, ბინა №12, ს/კ 0----------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--–------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცდება და იგი უნდა შემცირდეს 10-ჯერ, კერძოდ 30.11.2015 წლის ხელშეკრულებით შეთანხმებულია - ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 აშშ დოლარის ოდენობით და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. 13.04.2016 წლის ხელშეკრულებითაც შეთანხმებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 7 აშშ დოლარის ოდენობით და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1%-ის ოდენობით. მოპასუხის მითითებით, წარმოდგენილი სარჩელით სს ,,თ----------ი’’ ითხოვს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დავალიანების თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, მხარე არ აზუსტებს, თუ როგორ აქვს დათვლილი მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც გაუგებარს ხდის მოთხოვნას კონკრეტულ ნაწილში. მოპასუხის მითითებით, უსაფუძვლოა ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნა სარგებელთან მიმართებითაც და შესაბამისად ერთ შემთხვევაში - 5 294.70 აშშ დოლარისა და მეორე შემთხვევაში 688.50 აშშ დოლარის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით საფუძველს მოკლებულია.
ლ--–------------ის მითითებით, სს ,,თ----------ი’’ პროცენტის თანხას ითხოვს, როგორც მიუღებელ შემოსავალს, რაც არასწორია, რადგან იქვე უთითებს, რომ 21.07.2017 წლიდან შეწყდა საბ---ო ხელშეკრულება და ამ თარიღიდან დავალიანების ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს ითხოვს ერთდროულად, რადგან პროცენტის დარიცხვაც ამ პერიოდიდან უნდა შემწყდარიყო. მოპასუხის განმარტებით, გაუმართლებელია ერთდროულად პირგასამტეხლოსა და პროცენტის მოთხოვნა. მხარემ მიუთითა სკ- 412-ე მუხლზე და განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მოსალოდნელი ზიანი, შესაბამისად მსესხებლისათვის მოსალოდნელად მიიჩნევა სესხისათვის გათვალისწინებული სარგებელი (პროცენტი), რასთან ერთადაც პირგასამტეხლოს მოთხოვნა გაუმართლებელია. ამავდროულად მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით შეიძლება მხარემ მოითხოვოს მხოლოდ პირგასამტეხლო, მასთან ერთად პროცენტის მოთხოვნა გაუმართლებელია. რამდენადაც, ხელშეკრულების დარღვევისათვის 2 სახის ზიანის ანაზღაურების ერთდროულად არსებობა გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება კანონს.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ასევე ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლითაც შეთანხმებულია აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების სრულად დაფარვას. მოპასუხის განმარტებით, ბოლოდროინდელი ეროვნული ბ---ის რეგულაციების მიხედვით, არ შეიძლება იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხის მიუხედავად მოთხოვნა არ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად. რამეთუ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იტვირთება კონკრეტული ქონება, იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე წინასწარ ფასდები ნივთის საბაზრო ღირებულება და შესაბამისად ხელშეკრულების დადების ეტაპზევე უნდა იყოს სავარაუდო ბ---ისათვის საკმარისია, თუ არა ეს უზრუნველყოფა იმ რაოდენობის სესხისათვის, რამდენიც მოვალეს სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბ---ები ითხოვენ მოვალისაგან დამატებით წარმოადგინოს სხვა უძრავი ქონება, როგორც უზრუნველყოფის სახე. აქედან გამომდინარე, უსამართლოა იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის მიუხედავად მოთხოვნა ჩავთვალოთ დაუკმაყოფილებლად და სააღსრულებო წარმოების მოპასუხე ლ--–------------ის კუთვნილ სხვა ქონებაზე მიქცევა. ეს გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოპასუხემ ასევე მიუთითა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ გაუმართლებელია სამომავლო პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რადგანაც კრედიტორს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე მიმართული აქვს სააღსრულებო ბიუროსთვის და შესაბამისად მათი დარიცხვაც კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეწყვეტილი უნდა იყოს.
2.2. მოპასუხე მ----------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ლ--–------------ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0---------------, რომლითაც შეთანხმდა მსესხებლის მხრიდან საკრედიტო პროდუქტების (საბ---ო კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და ა.შ.) მიღების წესი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი პირობები და ფინანსირების პრინციპები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 16-24).
3.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----------სა’’ და ლ--–------------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (N---------------), რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა ლ--–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ა. ყ------ის გამზირი N49ა, ბ. N12 (ს-------------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 25-30);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 74-76).
3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----------სა’’ და ლ--–------------ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 68 000 აშშ დოლარი, 62 თვის ვადით (28.01.2021წ.-მდე), წლიური 9% სარგებლის დარიცხვის პირობით.
3.1.4. N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 10 აშშ დოლარის ოდენობით და დავალიანების თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.1.5. ლ--–------------ეს საკრედიტო ხელშეკრულებით ათვისებული თანხა უნდა დაეფარა ყოველთვიურად 1 375.61 აშშ დოლარის გადახდის გზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 31-38);
- გადახდის გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 39-40).
3.1.6. N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----------სა’’ და მ----------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N---------------, რომლითაც მზია ყაველიშვილმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–------------ის ვალდებულებაზე სს ,,თ----------ის’’ მიმართ. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა - 71 400 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 42);
- თავდებობის ხელშეკრულება N--------------- (ტ.1, ს.ფ. 43-47).
3.1.7. 2016 წლის 13 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და ლ--–------------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8 300 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით (11.04.2020წ-მდე), წლიური 15% სარგებლის დარიცხვის პირობით.
3.1.8. N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 7 აშშ დოლარის ოდენობით და დავალიანების თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.1.9. ლ--–------------ეს საკრედიტო ხელშეკრულებით ათვისებული თანხა უნდა დაეფარა ყოველთვიურად 231.04 აშშ დოლარის გადახდის გზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 50-57);
- გადახდის გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 58-59).
3.1.10. 2016 წლის 13 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და მ----------–-–---–ს შორის N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლითაც მზია ყაველიშვილმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–------------ის ვალდებულებაზე სს ,,თ----------ის’’ მიმართ. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა - 13 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 61);
- თავდებობის ხელშეკრულება N------------ (ტ.1, ს.ფ. 62-65).
3.1.11. მსესხებელმა დაარღვია ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი თანხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 41/60);
3.1.12. ბ---მა, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე სოლიდარულად თავდებ მ----------–-–---–ს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამაფრთხილებელი წერილები (ტ.1, ს.ფ. 47-49/66-69);
3.1.13. 2017 წლის 21 ივლისის მდგომარეობით ლ--–------------ის საკრედიტო დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ შეადგენს - 68 110.45 აშშ დოლარს, აქედან:
- N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 60 032.30 აშშ დოლარს, მათ შორის: ძირითადი თანხა - 56 034.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 2795.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 202.16 აშშ დოლარი;
- N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 078.15 აშშ დოლარს, მათ შორის: ძირითადი თანხა - 7 099.41 აშშ დოლარი, სარგებელი - 551.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 427.49 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 77)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს ,,თ----------ის’’ მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 90 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დარიცხვასთან მიმართებით შეესაბამება სახელშეკრულებო დათქმას. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების (N3-------------- და N3--------------) 3.8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ბ---ის მხრიდან ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ ბ---ი ცალმხრივად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით და სკ-ს 420-ე მუხლზე დაყრდნობით მიზანშეწონილად მიიჩნევს მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებას, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, რასთან მიმართებითაც სასამართლო ვრცლად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 30.11.2015 წლისა და 13.04.2016 წლის ხელშეკრულებებით უკვე დარიცხული პირგასამტეხლო 1 202.16 აშშ დოლარი და 427.49 აშშ დოლარი, შესაბამისობაშია დარღვევის ხარისხთან და ძირითადი დავალიანების მოცულობასთან მიმართებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.11.2015წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 31-38);
- 13.04.2016წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 50-57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. 30.11.2015 წლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3-9.6 მუხლების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ბ---ის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე, მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება სანივთო უფლებით. ანალოგიური პირობა აქვთ შეთანხმებული მხარეებს ხელშეკრულების 7.2-7.5 პუნქტებითაც. კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარავად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ხელშეკრულების 7.5 მუხლის თანახმად, იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა მოვალის ვალდებულება (ბ---ის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
მოხმობილი სახელშეკრულებო დათქმებისა და ამავე ვალდებულების სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფის პირობებში, ასევე სკ-ს 301-ე მუხლის 11 ნაწილის ჩანაწერის შესაბამისად გამართლებულია მოთხოვნა აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევასთან მიმართებით, რამეთუ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ დარეგულირებულია განსხვავებული ჩანაწერი, რაც ანიჭებს კრედიტორს უფლებას მოითხოვოს აღსრულების მოვალისა და მის ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი პირის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან მიმართებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვერ იქნება უზრუნველყოფილი დავალიანების სრულად დაფარვა. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებათა ანალიზი ცალსახად ადასტურებს სოლიდარული ვალდებულების არსებობას, რაც გულისხმობს ერთდროულად რამდენიმე მოვალის არსებობას და თითოეული მათგანის სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრედიტორის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 16-24);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 25-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებით მხარეები შეთანხმებულები არიან, როგორც საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 მუხლით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტით და თავდებობის ხელშეკრულებების 4.9 პუნქტებით. კერძოდ მხარეები შეთანხმებულები არიან, რომ სსსკ-ს 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბ---ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 16-24);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 25-30);
- თავდებობის ხელშეკრულება N--------------- (ტ.1, ს.ფ. 43-47).
- თავდებობის ხელშეკრულება N------------ (ტ.1, ს.ფ. 62-65).
3.2.4. სს „თ----------ი“ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში 30.11.2015 წლის და 13.04.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ითხოვს დავალიანების შეწყვეტიდან 12 თვის ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის (9% და 15%) დარიცხვას, რაც 30.11.2015 წლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს, ჯამში - 4974.05 აშშ დოლარს, ხოლო 13.04.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 050.32 აშშ დოლარს.
კონკრეტული მოთხოვნა გამყარებულია მიუღებელი შემოსავლის სახით ბ---ისათვის მიყენებულ ზიანზე, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. უდავოა, რომ ლ--–------------ის მიერ დარღვეულია კრედიტის დაფარვის ვალდებულება, რითიც მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც ბ---ის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს სარჩელის წარმოდგენის თარიღისათვის დარიცხულ სარგებელს. უდავოა, რომ თითოეული კრედიტი გაცემული იყო განსაზღვრული ვადით. შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხეზე გაცემული კრედიტიდან ამ ვადაში ჰქონდა გონივრული მოლოდინი სარგებლის მიღებისა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს გადასახდელად მიუღებელი შემოსავლის სახით მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებელი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბ---ის მხრიდან კრედიტის გაცემა სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შესაძლოა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი კვლავ სარგებლობს სესხად მიღებული თანხით, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო კონკრეტული სარგებელი მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც ბ---ს ადგება მიუღებელი შემოსავლის სახით, მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების დაყოვნებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.11.2015წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 31-38);
- 13.04.2016წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 50-57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 404-ე, 408-ე, 411-412-ე, 417-420-ე, 465-467-ე, 623-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3. 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სს „თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე, კერძოდ ვალდებულების საფუძველია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო 867-868-ე მუხლები, კერძოდ 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სკ-ს 868.1. მუხლის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. უნდა აღინიშნოს, რომ საბ---ო კრედიტი სესხის ნაირსახეობაა და განსახილველ ურთიერთობაში კოდექსის 623-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საბ---ო კრედიტის თაობაზე სპეციალურ ნორმებთან.
განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობა განაპირობა 2015 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ, კერძოდ საქმეზე დადგენილია, რომ საბ---ო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში:
- 2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----------სა’’ და ლ--–------------ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 68 000 აშშ დოლარი, 62 თვის ვადით (28.01.2021წ.-მდე), წლიური 9% სარგებლის დარიცხვის პირობით.
- 2016 წლის 13 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და ლ--–------------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8 300 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით (11.04.2020წ-მდე), წლიური 15% სარგებლის დარიცხვის პირობით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სკ-ს 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
2015 წლის 30 ნოემბრისა და 2016 წლის 13 აპრილის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ----------სა’’ და მ----------–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ:
- 30.11.2015წ. სს ,,თ----------სა’’ და მ----------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N---------------, რომლითაც მზია ყაველიშვილმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–------------ის ვალდებულებაზე სს ,,თ----------ის’’ მიმართ. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა - 71 400 აშშ დოლარი.
- 13.04.2016წ. სს ,,თ----------სა’’ და მ----------–-–---–ს შორის N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლითაც მზია ყაველიშვილმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--–------------ის ვალდებულებაზე სს ,,თ----------ის’’ მიმართ. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა - 13 000 აშშ დოლარი.
სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლის შესაბამისად, კი კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სახეზეა ლ--–------------ისა და მ----------–-–---–ის სოლიდარული ვალდებულება სს „თ----------ის“ მიმართ.
6.3. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სკ-ს 361-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა. ეს ნორმა აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.
კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სკ-ს მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ლ--–------------ემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი მხრიდან თანხის გადახდა შეთანხმებული პერიოდულობით არ განხორციელებულა, ვალდებულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე მხარეც და სარჩელს აღნიშნული საფუძვლით ცნობს სესხის ძირითადი თანხის ფარგლებში, რაც სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით წარმოადგენს საკმარის წინაპირობას მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის (სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლები).
დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ლ--–------------ის მიერ არასრულად არის გადახდილი სესხის სარგებელი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს თანხის მოთხოვნის უფლებას, სარგებელთან მიმართებითაც.
6.4. რაც შეეხება, მოთხოვნას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 12 თვის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვასთან მიმართებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისათვის შეაფასოს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი, რაც შესაბამისობაშია სკ-ს 394-ე მუხლით განმტკიცებულ კრედიტორის უფლებასთან მოვალის მხრიდან ზოგადად ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით.
სკ-ს 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო სკ-ს 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელ შემოსავალის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და რაც მთავარია ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლება მიეღო სს ,,თ----------ს’’ საკრედიტო ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საგულისხმოა, რომ მხარე საპროცენტი სარგებლის დარიცხვას ითხოვს არა დავალიანების სრულად დაფარვამდე, არამედ 12 თვის ვადაში, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მხარის მტკიცებას მიუღებელი შემოსავლის სახით 30.11.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 974.05 აშშ დოლარისა და 13.04.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 050.32 აშშ დოლარის არსებობასთან მიმართებით, რაც შესაბამისობაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთთან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით. ამასთან, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის შედავებას კონკრეტული მოთხოვნის გაუმართლებლობასთან მიმართებით, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე აღსრულების დაწყება გამოიწვევდა მზარდი მოთხოვნის (პროცენტისა და პირგასამტეხლოს) შეწყვეტას, რის გამოც მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამობაშია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის დანაწესთან მიმართებით კერძოდ ..სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. მოპასუხეს უნდა განემარტოს, რომ სს ,,თ----------ი’’ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს 12 თვის სარგებლისა და 90 დღის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ანუ კრედიტორის მხრიდან კონკრეტული თანხით მოხდა ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, რის გამოც გაუმართლებელია კონკრეტულ ნორმაზე აპელირებით მოთხოვნის უსაფუძვლობის მტკიცება.
6.5. მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო
სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის მხარეთა მიერ ორივე საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა შემდეგნაირად:
- N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 10 აშშ დოლარის ოდენობით და დავალიანების თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
- N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 7 აშშ დოლარის ოდენობით და დავალიანების თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ამასთან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების (N3-------------- და N3--------------) 3.8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ბ---ის მხრიდან ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ ბ---ი ცალმხრივად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მას ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
სკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლ, რომელიც ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ხელშეკრულებებთან მიმართებით მოთხოვნილია 2 სახის პირგასამტეხლო - ა)ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული და ბ)ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 90 დღის ვადაში დარიცხული პირგასამტეხლო. სასამართლოს მიხედულებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოები შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს სკ-ს 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოვალის მხრიდან ვალდებულების ნაწილი შესრულებულია, ასევე მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების მოქმედების ეტაპზე დარიცხული პირგასამტეხლო, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეამციროს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო მეათედამდე და 30.11.2015 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებით ნაცვლად 5 294.70 აშშ დოლარისა პირგასამტეხლოს სახით მსესხებელს დაეკისროს 529.47 აშშ დოლარი, ხოლო 13.04.2016 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებით 688.50 აშშ დოლარის ნაცვლად 68.85 აშშ დოლარი. რაც შეეხება, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დარიცხულ პირგასამტეხლოს მისი ოდენობა შესაბამისობაშია ძირითადი დავალიანების მოცულობასთან, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს პირაგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეებზე, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებულ სასამართლო სტაბილური პრაქტიკას (იხ. სუს 10.03.2017წ. №ას-39-35-2017წ. /17.07.2015წ. №ას-151-141-2015 განჩინებები)
ამასთან, უსაფუძვლოა მოპასუხის მტკიცება, პირგასამტეხლოსა და საპროცენტო სარგებლის, როგორც ზიანის ერთდროულად მოთხოვნის დაუშვებლობასთან მიმართებით, კერძოდ, სკ-ს 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და არსებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე ცალსახად აღიარებულია კრედიტორის უფლება, პირგასამტეხლოსთან ერთად, გააჩნდეს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც.
6.6. სკ-ის 286-ე და 301-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.
სკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით საფუძვლიანია ბ---ის მოთხოვნა 2015 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული N3-------------- და N3-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების დარღვევისათვის ლ--–------------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით რეალიზაციასთან მიმართებით.
7. აღსრულების წესის განსაზღვრა
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში.
სადავო შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ბ---ი და ლ--–------------ე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბ---ის მოთხოვნას, ბ---ი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე (იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4 მუხლი).
მოხმობილი სახელშეკრულებო დათქმებისა და ამავე ვალდებულების სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფის პირობებში, ასევე სკ-ს 301-ე მუხლის 11 ნაწილის ჩანაწერის შესაბამისად გამართლებულია მოთხოვნა აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევასთან მიმართებით, რამეთუ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ დარეგულირებულია განსხვავებული ჩანაწერი, რაც ანიჭებს კრედიტორს უფლებას მოითხოვოს აღსრულების მოვალისა და მის ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი პირის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან მიმართებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვერ იქნება უზრუნველყოფილი დავალიანების სრულად დაფარვა.
ამდენად, ბ---ის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მსესხებლის ლ--–------------ის და სოლიდარულად ვალდებული პირის მ----------–-–---–ის სხვა ქონებაზე.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ხელშეკრულებების (საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 პუნქტი; იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი; თავდებობის ხელშეკრულებების 4.9 პუნქტი) თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ---ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ბ---ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან მიმართებით საფუძვლიანია, როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე სოლიდარული თავდების მიმართ.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 5000 ლარი (იხ, ტ.1, ს.ფ. 78).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ლ--–------------ემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც მოპასუხეებს - ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 686.50 ლარის გადახდა. რაც შეეხება, მოპასუხე მ----------–-–---–ს მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე დაუფიქსირებია პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რის გამოც კონკრეტულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 3 977.5 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სანაცვლოდ (ჯამში მ----------–-–---–ს ეკისრება - 4664 ლარი). ამასთან, მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 336 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სსსკ-ს 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, ბ---ის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გაღებული 15 ლარის ანაზღაურება, რაც შეადგენს უძრავი ქონების ამონაწერის განახლების საფასურს.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 68 110.45 აშშ დოლარი, კერძოდ:
- №3-------------- საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 60 032.30 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 56 034.85 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 795.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 202.16 აშშ დოლარი;
- 3-------------- საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 078.15 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 7 099.41 აშშ დოლარი, სარგებელი - 551.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 427.49 აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 21.07.2017 წლიდან 12 თვის განმავლობაში:
- №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 974.05 აშშ დოლარი;
- №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 050.32 აშშ დოლარი;
4. მოპასუხეებს ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 21.07.2017 წლიდან 90 დღის განმავლობაში დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა:
- №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 529.47 აშშ დოლარი;
- №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 68.85 აშშ დოლარი.
5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ლ--–------------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ა. ყ------ის გამზ. №49ა, ბინა №12, ს/კ 0----------------------,6. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.
7. ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 686.50 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3 977.5 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
9. სს ,,თ----------ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 336 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
10. ლ--–------------ესა და მ----------–-–---–ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 ლარი, უძრავი ქონების ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე