განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
330100118002518230
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 4 თებერვალი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდი---ი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ--------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-–---------------–----ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–--–----------------–-------------------ში.

 

ადვოკატი - ლ-–------–--–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ------–--–-------------–--------- ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–---------------–----იმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით ი-------------ეს მოკვლის მიზნით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის არეში, რომელსაც სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. აღნიშნული ქმედებით ი-------------ეს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა:

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1. მოწმის სახით დაკითხულმა ი-------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კ--------ში, სადაც აღნიშნავდნენ ს----------–----ის დაბადების დღეს. სულ იქნებოდა 15-20 ადამიანი, მათ შორის ზ--------–----ე, მისი და - ს----------–----ე, ბ--------------ე, ბ--------------ე, ბ---------–--ე, ს----- (ი-----------–---–ი) და სხვები. მიირთვეს ალკოჰოლი და ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ო--------–აში გოგონები სახლში წავიდნენ, ბიჭები ლ-–---------------–----ის სანახავად, რომელთანაც მანამდე ს----------–----ის ტელეფონზე უსიამოვნება მოუვიდა ბ--------------ეს და უნდოდა მისი ნახვა. 3-----------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--------------ე ბორდიურზე ესაუბრებოდა ჩაკუზულ ლ-–---------ის. მათ შორის დაძაბული საუბარი არ ყოფილა, თუმცა ისინი საუბრისას ხელებს იშველიებდნენ, რის გამოც, იგი მიუახლოვდათ და ლ-–---------ი გაიცნო. გარშემო იყო ხალხმრავლობა, რის გამოც მან, ბ----- და ბ--------------ეებმა, ი-----------–---–მა, ლ-–---------იმ და მისმა თანმხლებმა ოთხმა პირმა გადაინაცვლეს ხ-------- ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ბ----- და ლ-–---------ი, რომლებსაც იგი მიუახლოვდა და საუბარი მასსა და ლ-–---------ის შორის გაგრძელდა. იგი შეეკითხა ლ-–---------ის, რა უნდოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მილიონი, რასაც მოყვა მათ შორის კონფლიქტი. ლ-–---------იმ შეურაცხყოფა მიაყენა მას და საუბარი დაეძაბათ. იგი შეტრიალდა ბიჭებისკენ, რადგან ლ-–---------ის საუბრიდან აზრი ვერ გამოიტანა, რა დროსაც უკნიდან იგრძნო ორი დარტყმა. როცა შეტრიალდა პირველი დაინახა ლ-–---------ი, რომელსაც ხელი დაარტყა, თუმცა ეს უკანასკნელი არ წაქცეულა და ხელი შეუბრუნა. ლ-–---------ის გარდა, კიდევ იდგნენ სხვა ბიჭები, თუმცა ლ-–---------ი მასთან ყველაზე ახლოს იდგა და იმიტომ დაარტყა. შემოტრიალებისას ლ-–---------ის სახეში უყურებდა, ხელზე არ შეუხედავს. ლ-–---------ისთან მივიდა მისი ახლობელი, ხელი მოკიდა და იქაურობას სირბილით გაარიდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, იგრძნო დაბუჟება, ხელი მოისვა სხეულზე და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი, თუმცა მანამდე დაჭრის მომენტი არ უგრძვნია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. ამ დროს მაისური არ ეცვა, თუმცა როდის გაიხადა, არ ახსოვს. მან, თავად გააჩერა ტაქსი და საავადმყოფოში მივიდა, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. სამი ჭრილობა ჰქონდა, ორი ზურგში და ერთი გვერდში. შემთხვევის ადგილი იყო განათებული გარე განათების ლამპიონებით და საუბრისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხედავდნენ.

 

2.2. მოწმე ი-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კ--------ში, მისი მეგობრის ზ--------–----ის დის - ს----------–----ის დაბადების დღეზე, სადაც შეიკრიბა 15-20 ადმიანი, მათ შორის ზ--------–----ე, ს----------–----ე, მისი მეგობარი ბ----- და ბ------ (ბ-------ეები), ი-------------ე და სხვები. ღამის 11-12 საათამდე იქეიფეს და დაშლას აპირებდნენ, როდესაც შენიშნა, რომ ბ-----ს და ზ------ს შეწუხებული სახეები ჰქონდათ, აპირებდნენ ი---ში წასვლას, რადგან ს------ოს ვიღაც აწუხებდა ტელეფონით. ის, ზ------ი, ბ------ და ვ---- მივიდნენ დ---–-------ის ქუჩაზე, სადაც ბ-----მ და ლ-–---------იმ დაიწყეს საუბარი, თუმცა, ვინაიდან უბანში ხალხი იყო შეკრებილი, სასაუბროდ გადაინაცვლეს 100 მეტრში, ხ-------- გზაში ბ----- ესაუბრებოდა ლ-–---------ის, თავად - ლ-–---------ის მეგობარს. ი-------------ე ჩაერია ბ-----ს და ლ-–---------ის საუბარში. ბ-----მ და ბ-----მა ლ-–---------ის მეგობართან განაგძეს საუბარი. ლ-–---------ისა და ი---ეს საუბარი დაეძაბათ, თავებიც მიადეს ერთმანეთს. ი---ე ეუბნებოდა, რა გინდაო? რაზეც ლ-–---------იმ ირონიულად უპასუხა, მილიონი დოლარიო და შეურაცხყოფა მიაყენა ი---ეს, რომელიც მიტრიალდა, ზურგი აქცია ლ-–---------ის და იკითხა, იყო თუ არა ვინმე, ვისაც რამეს გააგებინებდა. იგი მოჩხუბრებისგან 2-3 მეტრის მანძილში იდგა და დაინახა, ლ-–---------იმ როგორ წაიღო უკან ხელი და ორჯერ დაარტყა დანა ვ---- რ------ეს. მან მაშინვე აღიქვა მეტალის ელვარება და მიხვდა, რომ ლ-–---------ის ხელში დანა ეკავა. ი---ემ იყვირა, დამჭრესო, მერე მიუბრუნდა ლ-–---------ის და სახეში გაარტყა ხელი. ლ-–---------ი წაბორძიკდა და ისევ დაარტყა ხელი ი---ეს. ამასობაში, ბ----- და ბ------ უფრო აგრესიულები გახდნენ, თუმცა მან მიუთითათ, რომ ადამიანი იყო დაჭრილი. ლ-–---------ი მეგობრებმა გაიყვანეს. მოგვიანებით, იგი მივიდა ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც ი---ეს უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია. მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოიღეს სისხლის ლაქები და სისხლიანი მაისური. ასევე მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ლ-–---------------–----ი.

 

2.3. მოწმე ბ--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კ--------ში, სადაც დაახლოებით 15 მეგობრებთან ერთად აღნიშნა მისი შეყვარებულის - ს----------–----ის დაბადების დღე. ღამის 11-12 საათისთვის დაიშალნენ. სუფრაზე ყოფნისას ს------ოს დაურეკა ლ-–---------------–----იმ. ტელეფონს მან უპასუხა და აუხსნა ლ-–---------ის, თუ ვინ იყო იგი ს------ოსთვის. შეყვარებულმა აუხსნა, რომ ლ-–---------ი მას ურეკავდა ხოლმე. მან გადაწყვიტა ლ-–---------ის სანახავად წასულიყო. მას გაყვნენ - მისი ძმა - ბ----- ბ--------ე, ი-------------ე, ი-----------–---–ი, ზ--------–----ე და სხვები. შეხვდა ლ-–---------ის, რომელიც მეგობრებთან ერთად ელოდებოდა. მან ხელკავი გაუყარა ლ-–---------ის და სასაუბროდ გადაინაცვლეს მოშორებით. არკვევდნენ, რატომ ურეკავდა ეს უკანასკნელი მის შეყვარებულს. ხალხმრავალი ადგილი იყო, რის გამოც 100-150 მეტრით მოშორებით გადაინაცვლეს ხ-------, სადაც ასევე იყვნენ მისი ძმა, ი-----------–---–ი, ი-------------ე და ლ-–---------ი, რომელსაც ახლდა რამდენიმე პირი. იგი აპირებდა ლ-–---------ისთან საუბრის დაწყებას, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ი-------------ე, რომელიც შეეკითხა ლ-–---------ის, რა უნდოდა, რაზეც ამ უკანასკენლმა უპასუხა, რომ მილიონი, რასაც მოყვა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა. ლ-–---------ი და ი---ე ყვიროდნენ და ერთმანეთისკენ იწევდნენ. ი---ემ ზურგი შეაქცია ლ-–---------ის, რადგან ლ-–---------ის ვერაფერი გააგებინა. იგი ამ დროს ლ-–---------ის მეგობარს ესაუბრებოდა, რის გამოც ლ-–---------ისთვის და ი---ესთვის ყურადღება არ მიუქცევია. როცა მიტრიალდა, დაინახა, რომ ი---ე და ლ-–---------ი ჩხუბობდნენ, ი---ემ ჯერ თავი მიადო ლ-–---------ის, შემდეგ კი, ხელი დაარტყეს ერთმანეთს. ჩხუბი მაშინვე დამთავრდა. ლ-–---------ი არ გაქცეულა, მეგობართან ერთად წავიდა. ი-------------ე გინებით და ყვირილით აუყვა ხევს, თუმცა მისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ლ-–---------ის უყურებდა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა დასამთავრებელი. ამ დროს ი-----------–---–მა უთხრა, რომ ი-------------ე იყო სისხლიანი. მოგვიანებით იგი მივიდა ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც გაიგო, რომ ი---ე იყო დაჭრილი და უტარდებოდა ოპერაცია. ჩხუბის დროს ი---ეს ლ-–---------ის არც ერთი მეგობარი ფიზიკურად არ შეხებია. მარტო ლ-–---------ი და ი---ე ჩხუბობდნენ. მოჩხურებთან გასაშველებლად დანარჩენებიც მივიდნენ, თუმცა წამიერად დაშოშმინდნენ ი---ე სხვა მიმართულებით წავიდა, ლ-–---------ი საპირისპიროდ. მას არც ჩხუბის დროს და არც შემდეგ, დანა არავის ხელში არ დაუნახავს, თუმცა ლ-–---------ისთვის ხელებში არ შეუხედავს. შემთხვევის ადგილი იყო განათებული გარე განათების ლამპიონებით და საუბრისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხედავდნენ.

 

2.4. მოწმე ბ--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო მისი ძმის ბ--------------ის შეყვარებულის ს----------–----ის დაბადების დღეზე კ--------ში. სუფრაზე ასევე იყვნენ ზ--------–----ე, ი-------------ე, ი-----------–---–ი და სხვა პირები, შესაძლოა 15-20 ადამიანი, რომელთა ნაწილი იქ გაიცნო. ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ბ-----ს ჰქონდა უკმაყოფილო სახე, რადგან ს------ოს ტელეფონზე დაურეკა ლ-–---------------–----იმ, რომელსაც ესაუბრა ბ----- და დათქვეს შეხვედრა პირისპირ. ო--------–აში გოგონები გაამგზავრეს სახლში. და ის, მისი ძმა, ი-------------ე, ი-----------–---–ი და ზ--------–----ე წავიდნენ ი---ში ლ-–---------ის სანახავად, სადაც იგი მიიყვანა მეგობარმა - დ-----------–----–---–მა, რომელიც არ გაჩერებულა, სახლში წავიდა. ი---ში, სკოლის მოპირდაპირედ ჩავიდნენ ქუჩაზე, სადაც უბანში ბიჭები სვამდნენ ლუდს, მათ შორის იყო ლ-–---------------–----ი. მან და ბ-----მ გაიცნეს ლ-–---------ი და სასაუბროდ გადაინაცვლეს ჩიხისკენ, სადაც ჯერ მისი ძმა და ლ-–---------ი საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა ი-------------ე, რომელიც ლ-–---------ის ესაუბრებოდა და ჰკითხა რა უნდოდა. ლ-–---------იმ უპასუხა, რომ უნდოდა მილიონი. იგი ამ დროს ლ-–---------ის მეგობარს ესაუბრებოდა. ი---ემ, საუბრისას ზურგი შეაქცია ლ-–---------ის და მოითხოვა, თუ ვინმეს შეეძლო მასთან ჩამოყალიბებული საუბარი, მისულიყო, რამაც სიტუაცია დაძაბა. მას ლ-–---------ის ხელში დანა არ დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ ამ უკანასკნელმა ხელი მოუქნია და დაარტყა ი---ეს. მოჩხუბრებმა თავები მიადეს ერთმანეთს. ი---ემ სახეში დაარტყა ლ-–---------ის, რომელიც წაბარბაცდა და ხელი შეუბრუნა ამ უკანასკნელს. სხვა პირი, გარდა ლ-–---------ისა ი---ეს არ შეხებია. ლ-–---------ი მისმა ძმაკაცებმა გაიყვანეს. ის და მისი ძმა აპირებდნენ გაყოლას, თუმცა ი-----------–---–მა შეაჩერათ, ადამიანი არის სისხლიანიო და ისინიც მოეშვნენ. ამასობაში, მათთან დაბრუნდა დ-----------–----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ი---ე ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

 

2.5. მოწმე ს----------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს კ--------ში აღნიშნეს მისი დაბადების დღე. სუფრაზე იქნებოდა დაახლოებით 20 ადამიანი. მას დაურეკა ლ-–---------------–----იმ და დაბადების დღე მიულოცა, რითიც დაინტერესდა მისი შეყვარებული ბ--------------ე. მან აუხსნა, რომ ლ-–---------ის იცნობდა სოციალური ქსელიდან, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა აღარ სურდა შეხვედრების გაგრძელება. დაახლობით ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც სუფრა დაიშალა. ო--------–აში იგი დაშორდა ბიჭებს და ს--------------–---–თან ერთად სახლში წავიდა. გვიან ღამით სახლიდან ურეკავდა ბ-----ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არ უპასუხა, ასევე არ პასუხობდა ზარებს მისი ძმა - ზ--------–----ე. დაახლოებით 3 საათში გაიგო, რომ ყველანი იყვნენ ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც ი-------------ეს უტარდებოდა ოპერაცია. საავადმყოფოში მისვლისთანავე პოლიციელებმა წაიყვანეს დაკითხვაზე, სადაც გაიგო, რომ ი---ე რ------ე იყო დაჭრილი და ეჭვმიტანილი იყო ლ-–---------------–----ი.

 

2.6. მოწმე ს--------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კ--------ში, ს----------–----ის დაბადების დღეზე. სუფრაზე იყო დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის ბ----- და ბ--------------ეები, ი-------------ე, ზ--------–----ე და სხვები. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ო--------–აში ბიჭებს დაშორდნენ და ის და ს----------–----ე წავიდნენ ამ უკანასკნელის სახლში. მოგვიანებით ს------ო ურეკავდა მის ძმას - ზ--------–----ეს და შეყვარებულს - ბ--------------ეს, რომლებიც აღმოჩნდა, რომ იყვნენ ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც მისულებმა შეიტყეს, რომ ი-------------ე იყო დაჭრილი.

 

2.7. მოწმე თ-----------–-–--–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, მისმა საქმრომ - თ---------–----–--ემ წაიყვანა მისი მეგობრის ს----------–----ის დაბადების დღეზე, რომელსაც აღნიშნავდნენ კ--------ში. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ის და თ-------ე ერთად წამოვიდნენ და მისი მანქანით სეირნობდნენ. დაახლოებით ერთ საათში თ-------ეს დაურეკეს ტელეფონზე და შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი სტუმარი იყო დაჭრილი გულ-მკერდის არეში. ის და თ-------ე მივიდნენ ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, მათ შორის იყვნენ ბ----- და ბ--------------ეები და ზ--------–----ე. მას ტელეფონზე დაურეკა ს----------–----ემ, რომელსაც მან აუხსნა საქმის ვითარება.

 

2.8. მოწმე თ-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, იყო მისი მეუღლის ზ--------–----ის დის - ს----------–----ის დაბადების დღე, რომელსაც აღნიშნავდნენ კ--------ში. იგი დაგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის მივიდა, რადგან მანამდე იყო ქალაქგარეთ. სუფრაზე დახვდნენ ს------ოს შეყვარებული, ასევე ამ უკანასკნელის და მისი მეუღლის მეგობრები. სუფრა მალევე დაიშალა. იგი მიდიოდა ქ.რ-------ში, სადაც მცირეწლოვანი შვილი ყავდა დატოვებული. მეუღლეს, რომელიც იყო ნასვამი, ო--------–აში დაშორდა. ქ.რ-------ში ჩასულმა, მეუღლეს დაურეკა და მისგან გაიგო, რომ იყო უბანში. მან ზ------ს სთხოვა სახლში მალე მისულიყო, თავად კი ჩაეძინა. მეორე დღეს მეუღლისგან შეიტყო, რომ ი---ში ჩხუბი მოუვიდათ და ერთი ბიჭი, რომელიც იყო სუფრაზე, დაჭრეს, მაგრამ გადარჩა და იყო უკვე კარგად. სხვა დეტალები არ ახსოვდა, რადგან იყო ნასვამი. მოგვიანებით, პოლიციაში გაიგო, რომ დაჭრილს ერქვა ი-------------ე.

 

2.9. მოწმე რ-------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს მის ქალიშვილს ს----------–----ეს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც მეგობრებთან ერთად აღნიშნა კ--------ში. როგორც მისთვის არის ცნობილი, მის ქალიშვილს ტელეფონზე ურეკავდა ლ-–---------------–----ი, რაც არ მოეწონა ქალიშვილის შეყვარებულს - ბ--------------ეს, რასაც მოყვა ლ-–---------ისთან ჩხუბი. შემთხვევის დღეს იგი სახლში გვიან დაბრუნდა. ქალიშვილი შინ არ დახვდა. როდესაც დაურეკა, შეიტყო, რომ ს------ო იყო ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში, სადაც იყო დაჭრილი ბ-----ს მეგობარი ი-------------ე.

 

2.10. მოწმე მ-----–--------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 7 მაისს, გამთენიისას, მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით შ---------ის ქუჩაზე, რა დროსაც, გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან გააჩერა ორმა ახალგაზრდამ და სთხოვეს ჯერ ე.წ. ,,ზ-----ზე“, ხოლო შემდეგ ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოში მიყვანა. საავადმყოფოსთან გადაუხადეს მგზავრობის საფასური და წავიდნენ. როდესაც მანქანაში შუქი აანთო, დაინახა, რომ წინა სავარძელზე, კერძოდ საზურგეზე იყო სისხლის ლაქები, რომელიც ჯერ ჩვრით ჩამოწმინდა, მეორე დღეს კი სპეციალური ხსნარით.

 

2.11. მოწმე დ-----------–----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6-7 მაისს ღამით, დაახლოებით 12 საათისთვის დაურეკა ბ--------------ემ და სთხოვა ო--------–ის ციხეებთან მისვლა. ბ-----მ სთხოვა ი---ში, 8--- სკოლასთან გაეყვანა, სადაც ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მიზეზი არ უკითხავს. შემთხვევის ადგილზე დატოვა ბ------ და ბ--------------ეები და სახლში დაბრუნდა, საიდანაც 20 წუთში უკან უნდა მიეკითხა. გზაში ი-------------ისგან ვაიბერზე მიუვიდა შეტყობინება, რომ მიდიოდა ა-------–ის საავადმყოფოში. იგი მივიდა ბ----- და ბ--------------ეებთან, სადაც გაიგო, რომ ი-------------ე სავარაუდოდ იყო დაჭრილი. მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც დატოვა ბიჭები და თავად შინ დაბრუნდა.

 

2.12. მოწმე შ-----------ემ განმარტა, რომ იგი არის ექიმი (ქირურგი). 2018 წლის 7 მაისს იგი გამოიძახეს შ-----------------------–--, რადგან ჰყავდათ პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობები გულ-მკერდის არეში. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ პაციენტი საოპერაციოში ჰყავდათ უკვე შეყვანილი. პაციენტს ჰქონდა სამი სისხლმდენი ღია ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ნეკნებთან ჰქონდა არტერია და ვენა დაზიანებული. ერთი დაზიანება, რომელიც იყო ყველაზე მძიმე, ფილტვის დაზიანებით, საიდანაც იყო სისხლდენა და ჰაერდენა, რადგან ჭრილობა იყო დიდი, გახსნილი და გაფართოვებული. დროული სამედიცინო ჩარევა რომ არ მომხდარიყო, ფატალური შედეგი დადგებოდა.

 

2.13. მოწმე გ------------------ემ განმარტა, რომ იგი არის ექიმი (ზოგადი ქირურგი). 2018 წლის 7 მაისს იგი მუშაობდა შ-----------------------–--, იყო მორიგე, სადაც გამთენიისას შეიყვანეს პაციენტი - ი-------------ე, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარა შ-----------ემ. იგი მეთვალყურეობდა პაციენტის ზოგად მდგომარეობას, რომელსაც ჰქონდა ორი ჭრილობა - გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, V-VI ნეკნთა სივრცეში და ერთი ჭრილობა წელის არეში. პაციენტი იყო გონზე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

 

2.14. ს------------–--–---–მა განმარტა, რონ იგი მუშაობდა წ-------–ის ქუჩაზე მდებარე შ-----------------------–-- ექთნის თანაშემწედ. 2018 წლის 7 მაისს საავადმყოფოში თვითდინებით, ახლობლებმა შეიყვანეს ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი - ი-------------ე, რომელსაც სასწრაფოდ გადაუღეს კარდიოგრამა, გახადეს სისხლიანი ტანისამოსი, რადგან ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობები გულ-მკერდის არეში და მოამზადეს საოპერაციო ბლოკში შესაყვანად. მოგვიანებით, გამომძიებელმა მისგან ამოიღო ი-------------ის ტანისამოსი.

 

2.15. 2018 წლის 7 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, წ-------–ის ქუჩა N--–- მდებარე შპს „-------–------------------- ადმინისტრაციული შენობაში ექთნის დამხმარე ს------------–--–---–ისგან ამოღებული იქნა ი-------------ის ტანსაცმელი. კერძოდ მუქი ფერის ჯინსის შარვალი, მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, შარვალს აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, შავი ფერის პერანგი წინა მხარეს და ზურგის მთლიან სიგრძეზე მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, მოლურჯო-მოთეთრო ფერის სპორტული სტილის ფეხსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი თეთრი ფერის წინდა.

 

2.16. 2018 წლის 8 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მოწმე ი-----------–---–ის ჩვენების შესამოწმებლად, მოწმე, მისივე მითითებით, მიყვანილი იქნა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მ---------–-------ის ხევში, მეორეხარისხოვანი გზების გზაჯვარედინზე, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა ჩხუბი და ვინმე ლ-–---------იმ ზურგის არეში სამჯერ დანის ჩარტყმით დაჭრა ი-------------ე. მესამე დ---–-------ის ხევში, საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ექსპერტების მიერ სპეციალური ხელსაწყოთი ამოტეხილი იქნა ასფალტის ზედაპირიდან და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე ასევე ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის დაზიანებული მაისური მოწითალო ფერის ლაქებით.

 

2.17. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---–--------–-ამ.

 

2.18. ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ:

 

- პაკეტში წარწერით: „...საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირიდან მუქი ფერის ლაქის ამონატეხი...“, მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-------------ეს (ობ.N14 პაკეტი წარწერით: „...რ------ის სისხლის ნიმუში....“);

 

- პაკეტში წარწერით „....საავტომობილო გზის მიმდებარედ ნიადაგის ზედაპირზე არსებული მოთეთრო ფერის დაზიანებული მაისური მოწითალო ფერის ლაქით...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-–---------------–----ის (ობ.N13; პაკეტი, წარწერით „...ნერწყვის ნიმუში ...აღებული ბრალდებულ ლ-–---------------–----ის პირის ღრუდან);

 

- პაკეტში წარწერით „...ვ---–----ის ტანსაცმელი და კეტები...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N3-5) და ერთი-ერთ ფეხსაცმელზე (ობ.N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ.5,6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–-------------–----ის (ობ.N13). ობ.N3,4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-------------ეს (ობ.N14);

 

- პაკეტში წარწერით „...ი.რ------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული ჯინსის შარვალზე (ობ.N7,8) მოსაცმელზე (ობ.N9), წყვილ ფეხსაცმელსა (ობ.N10,11) და ერთ-ერთ წინდაზე (ობ.12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფროს ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-------------ეს (ობ.N14).

 

2.19. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------------–--ემ.

 

2.20. ს----------–----------–------------------- N--------- დასკვნის მიხედვით შპს „-------–------------------- პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ი-------------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ს---–----------–----------–----- იტარებდა 0-------–---------წ. დიაგნოზით: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, სკაპულარულ ხაზზე V და VI ნეკნთაშუა სივრცეში და წელის მალების საპროექციოდ აღინიშნებოდა ჭრილობები. გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. V ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა და წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 6 მაისს.

 

2.21. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.22. მოწმე დ------------–--ემ განმარტა, რომ იგი არის ლ-–---------------–----ის ძმა. 2018 წლის 7 მაისს, დღის საათებში, ნახა მისი ძმა, რომელსაც სახე ჰქონდა გასიებული და თვალი ჩალურჯებული, რაზეც ძმამ აუხსნა, რომ იჩხუბა. 2018 წლის 8 მაისს მისი ძმა სახლში არ დაბრუნდა, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. საღამოს, მის სახლში მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებისგანაც შეიტყო, რომ მისი ძმა იყო მათთან. ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მისი ძმის შარვალი და ფეხსაცმელი (კეტი). საღამოს, პოლიციის განყოფილებაში მიიტანა ტანსაცმელი, რადგან მისი ძმა იყო შორტით. პოლიციაში იგი გამოკითხეს, რის შემდეგ, როცა ლ-–---------ის ამბავი მოიკითხა, უთხრეს, რომ ამოცნობას ჩაუტარებდნენ და მერე გადაიყვანდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

 

2.23. მოწმე ბ---------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, იყო ს----------–----ის დაბადების დღეზე. სუფრასთან იქნებოდა 10-ზე მეტი ადამიანი. იგი იყო ნასვამი და სუფრიდან ზ--------–----ის ავტომანქანით წამოვიდა და მანქანაში ჩაეძინა. რამდენიმე საათში გაეღვიძა ი---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაჯვარედინზე, სადაც ნახა დაჭრილი ბიჭი, რომელიც მანამდე სუფრასთან გაიცნო. ბიჭმა უთხრა, რომ ცუდად იყო, მერე თვითონ გააჩერა ტაქსი და ისინი ერთად მივიდნენ საავადმყოფოში. დაჭრილი ბიჭი ტაქსიში იჯდა წინა სავარძელზე და თავისი ფეხით შევიდა საავადმყოფოში.

 

2.24. მოწმე ზ--------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, ქალაქგარეთ აღნიშნავდნენ მისი დის - ს----------–----ის დაბადების დღეს. სუფრაზე იქნებოდა 15-20 ადამიანი, მათ შორის მისი და - ს----------–----ე, ბ--------------ე და ი-----------–---–ი. სუფრიდან იგი მეუღლემ წამოიყვანა მანქანით. მისი მეუღლე წავიდა ქ.რ-------ში. ო--------–აში, ძ---–--–-----ის ტერიტორიაზე, იგი გადაჯდა თავის მანქანაში, რომელსაც მართავდა ი-----------–---–ი, რითაც მიდიოდნენ მისი სახლის მიმართულებით. მანქანაში გადაჯდომის დროს ბ----- და ბ--------------ეები არ უნახავს და არც დალაპარაკებია მათ. იგი იყო ნასვამი და მანქანაში ჩაეძინა. გაეღვიძა წ-------–ის ქუჩაზე, ე.წ. ,---------–--- საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიგო, რომ ი-------------ე იყო დაჭრილი.

 

2.25. მოწმე გ-----------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე მეტროსადგურ ,,ი---ის“ მოპირდაპირედ, სუპერმარკეტიდან გამოსვლისას მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო, რომ იგი ფიზიკურად გავდა ვიღაცას და მონაწილეობა უნდა მიეღო ამოცნობაში, რაზეც იგი დაეთანხმა. დაახლოებით 00:30 საათზე, დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, რომლის დროს, იგი მინიდან დაახლოებით ერთ მეტრში იდგა მარჯვნვ, მის მარცხნივ იდგა ბრალდებული და შემდეგ კიდევ ერთი პირი. ამოცნობისას მას ეცვა სპორტული ზედა და ღია ჯინსის შარვალი, ბრალდებულს ეცვა მუქი ფერის სპორტული ზედა და შარვალი. ამოცნობა დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. მას ამოცნობის ოქმი არ უნახავს, ისე მოაწერა ხელი.

 

2.26. ბრალდებულმა ლ-–---------------–----იმ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

2.27. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც ძირითადად დასტურდებოდა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.28. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.29. სასამართლოს, მოწმეების: ი-------------ის, ბ--------------ის, ბ--------------ის, ი-----------–---–ის, ს----------–----ის ჩვენებებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 6 მაისს, ლ-–---------------–----ი ურეკავდა ს----------–----ეს მობილურ ტელეფონზე, რამაც გამოიწვია ბ--------------ის გაღიზიანება და ბ--------------ემ და ლ-–---------------–----იმ, ურთიერთობის გასარკვევად შეხვედრა დათქვეს. ამასთან, დადგენილია, რომ ლ-–---------------–----იმ თავად მიასწავლა შეხვედრის ადგილი ბ--------------ეს.

 

2.30. სასამართლო იხსენებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.31. ამდენად, სასამართლო, პირველ რიგში მიმოიხილავს დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებს და განმარტავს, თუ რომელი მტკიცებულებები მიაჩნია სანდოდ/დამაჯერებლად ან პირიქით და რატომ მიაჩნია, რომ ცალკეულ მტკიცებულებათა სიღრმისეული ანალიზი, იძლევა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.

 

2.32. დაზარალებულის - ი-------------ის ჩვენებით უტყუარად არის დადგენილი, რომ იგი პირისპირ ესაუბრებოდა ლ-–---------------–----ის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა შეურაცხყოფა და საუბარი დაეძაბათ. მან ზურგი აქცია ლ-–---------ის, რადგან მიიჩნია, რომ ვერაფერი გააგებინა, რა დროსაც უკანა მხარეს იგრძნო ორი დარტყმა. როგორც კი მიტრიალდა, პირველი ლ-–---------ი დაინახა და ხელი დაარტყა, თუმცა ეს უკანასკნელი არ წაქცეულა და ხელი შეუბრუნა. დაჭრა არ უგრძვნია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში, თუმცა ლ-–---------ისთვის ხელზე არ შეუხედავს.

 

2.33. დაზარალებულის ჩვენებაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ დარტყმის შემდეგ, მისი მყისიერი რეაქცია იყო თავდამსხმელისთვის პასუხის გაცემა, რაც მისი იმწუთიერი აღქმით იყო სწორედ ლ-–---------------–----ი, რომელთანაც ჰქონდა სწორედ კონფლიქტი, სანამ ზურგს შეაქცევდა ამ უკანასკნელს. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მას არავის ხელში არ დაუნახავს დანა, რაც უპირობოდ არ გამორიცხავს ლ-–---------ის ხელში დანის არსებობას, ვინაიდან დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ლ-–---------ისთვის ხელზე არ შეუხედავს.

 

2.34. დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, სასამართლოსთვის, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს ასევე დანაშაულის თვითმხილველი მოწმის - ი-----------–---–ის ჩვენებას, რომლის სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლვით, არ დადგენილა.

 

2.35. მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებით, ცალსახად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ ლ-–---------------–----ი ესაუბრებოდა პირისპირ ი-------------ეს, რომელთანაც დაეძაბა ურთიერთობა, თავები მიადეს ერთმანეთს და ლ-–---------იმ მიაყენა შეურაცხყოფა ი-------------ეს, რომელმაც ზურგი აქცია ამ უკანასკნელს, რადგან ვერაფერი გააგებინა. მან დაინახა, ლ-–---------იმ როგორ წაიღო უკან ხელი და პირდაპირ დაარტყა ორჯერ დანა ი-------------ეს. მან მკაფიოდ დაინახა მეტალის ელვარება და მაშინვე აღიქვა, რომ ლ-–---------ის დანა ეკავა ხელში. მან ასევე დაინახა, როგორ მიუბრუნდა დაზარალებული ლ-–---------ის და ხელი დაარტყა, ვ---–----ი წაბორძიკდა და ხელი შეუბრუნა.

 

2.36. სასამართლო, ცალკე მტკიცებულებად არ განიხილავს 2018 წლის 8 მაისს ჩ-----------–------------------------------ ოქმს - მოწმე ი-----------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმებას, რა დროსაც მოწმემ კვლავ მიუთითა, სად და როგორ მიაყენა ლ-–---------------–----იმ ჭრილობები ი-------------ეს, რომლითაც მოხდა როგორც შემთხვევის ადგილზე ვითარების აღდგენა, ასევე ჩვენების თვალნათლივ დადასტურება.

 

2.37. გარდა ი-------------ისა და ი-----------–---–ისა, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - ბ--------------ემ და ბ--------------ემ, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, სასამართლოში ამოიცნეს ლ-–---------------–----ი და დაადასტურეს, ამ უკანასკნელსა და ი-------------ეს შორის პირისპირ დაძაბული საუბარი და მათ შორის კონფლიქტის არსებობა. თვითმხილველი მოწეების ჩვენებებზე დაყრდნობით, ასევე ცალსახად შეიძლება იმის დასკვნა, რომ შელაპარაკების დროს, სწორედ ლ-–---------------–----ი იდგა ი-------------ის სიახლოვეს და მათ შორის წინმსწრები კონფლიქტის გათვალისწინებით, ჰქონდა დაზარალებულის დაჭრის როგორც განზრახვა, ასევე შესაძლებლობა.

 

2.38. სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულ ი-------------ის და მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებებს, ხომ არ შეიცავდა ისინი ურთიერთსაწინაარმდეგო/ურთიერთგამომრიცხველ გარემოებებს, რაც საბოლოო ჯამში დაუკარგავდა ფასს მათ სანდოობას და მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებას შორის არ არსებობს რაიმე სახის არსებითი სხვაობა, მეტიც, დაზარალებულის ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც მან ზურგი აქცია ლ-–---------------–----ის, იგრძნო ზურგში ორჯერ დარტყმა და შემობრუნების შემდეგ, კიდევ ერთი დარტყმა მიიღო ლ-–---------ისგან, სრულ თანხვედრაშია მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, ლ-–---------------–----იმ ორჯერ დაარტყა ზურგში დანა ი-------------ეს და ამ უკანასკნელის შებრუნების და საპასუხო დარტყმის შემდეგ, წაბარბაცდა და კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს.

 

2.39. სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის ჭრილში ყურადღებას ამახვილებს ს----------–----------–------------------- N--------- დასკვნაზე, რომლის მიხედვით ი-------------ეს გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, სკაპულარულ ხაზზე V და VI ნეკნთაშუა სივრცეში და წელის მალების საპროექციოდ აღინიშნებოდა ჭრილობები. ამდენად, დაზარალებულ ი-------------ისა და მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებებს ამყარებს ს----------–----------–---------------- დასკვნა, რომლის მიხედვით ი-------------ისთვის მიყენებული ჭრილობები, როგორც რაოდენობით, ასევე ლოკაციით, სრულ თანხვედრაშია დაზარალებულისა და მოწმის მიერ, მათ ჩვენებებში გარემოებებთან.

 

2.40. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–----------–------------------- N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-------------ისთვის მიყენებული ჭრილობები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად. ასევე მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ლ-–---------------–----იმ, სწორედ დანით (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი) მიაყენა ჭრილობები ი-------------ეს და ამდენად, მოწმის ჩვენება ამ ნაწილშიც სრულ თანხვედრაშია ექსპერტის დასკვნასთან.

 

2.41. რაც შეეხება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დაზარალებულ ი-------------ის მაისურს, რომელიც დაზარალებულისვე ჩვენებით შემთხვევის ადგილიდან წასვლისას აღარ ეცვა, თუმცა ვერ გაიხსენა, როდის გაიხადა, ადასტურებს ი-------------ესა და ლ-–---------------–----ის შორის სისხლიანი დაპირისპირების არსებობას, ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დაზარალებულის მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-–---------------–----ის.

 

2.42. ასევე, ს----------–----------–------------------- N--------- დასკვნით (ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ), რომლის მიხედვით ლ-–---------------–----ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება - სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, ასევე აღენიშნებოდა მოვარდისფრო, პრიალა ზედაპირიანი დეპიგმენტური უბნები მარცხენა წარბზემო მიდამოში და ორივე იდაყვის სახსრის არეში, უკანა ზედაპირებზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც ექსპერტის განმარტებით, შესაძლებელია განვითარებულიყო როგორც ხელით მოქმედებისას, ასევე დაცემისას, ასევე უტყუარად არის დადასტურებული დაზარალებულ ი---ე რ-------ისა და მოწმე ი-----------–---–ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, მათ შორის თავებით კონტაქტს და ასევე დაზარალებულისთვის დანით ჭრილობების მიყენების შემდეგ, დაზარალებულის მხრიდან ხელის დარტყმას სწორედ სახეში, სადაც აღენიშნა დაზიანებები ლ-–---------------–----ის.

 

2.43. დაცვის მხარის ვერსიით, ლ-–---------------–----ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება შესაძლოა ჩადენილი ჰქონედეს სხვა პირს, მათ შორის არ არის გამორიცხული, თავად დაზარალებულის თანმხლები პირების მხრიდან, ვინაიდან: ა) კანონის უხეში დარღვევით მოხდა ლ-–---------------–----ის როგორც დაკავება, ასევე მისი ამოცნობა გამოძიების ეტაპზე, ვინაიდან გაყალბებულია საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული დროები. ამასთან, ამოცნობის ოქმი დაუშვებელია იმ მიზეზითაც, რომ ლ-–---------------–----ის ამოსაცნობად წარდგენილ სხვა პირთაგან განსხვავებული ტანისამოსი ეცვა. ბ) ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნა დაგვიანებით წარედგინა სასამართლოს, ამასთან დარღვეული იყო ნივთმტკიცების შეფუთვის/დალუქვის წესი. გ) შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა უშუალოდ ი-------------ის დაჭრა, დაზარალებულის მხრიდან იმყოფებოდა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ამაზე ბრალდების მოწმეები საუბრობენ. გ) შემთხვევის ადგილი არ ყოფილა ისე განათებული, რომ ი-----------–---–ს 2-3 მეტრის მანძილში დაენახა ლ-–---------------–----ის ხელში დანა.

 

2.44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

2.45. ა) სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ---------------ემ დაადასტურა (რაც არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ) და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-–---------------–----ის, საგამოძიებო მოქმედების დროს, როდესაც მოწმე ი-----------–---–ის მიერ მოხდა მისი ამოცნობა, ეცვა მოკლე შარვალი,(შორტი), რაც აშკარად განასხვავებდა მას სხვა ამოსაცნობი პირებისგან, რომელთაც ეცვათ შარვლები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 8 მაისს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით მოწმე ი-----------–---–მა მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო ლ-–---------------–----ი (რომელმაც 2018 წლის 7 მაისს ზურგში დანის სამჯერ დარტყმით დაჭრა ი-------------ე) - სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი თმით, გრძელი პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ტუჩებით და ზოგადი ვიზუალით, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ამოსაცნობი პირები ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ გარეგნობით და ტანსაცმელით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მტკიცებულებამ, გადალახა დასაშვებობის სტანდარტი, სასამართლო ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უტყუარად ვერ დაადგენს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მითუფრო ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა სასამართლოს აქვე სურს აღნიშნოს, რომ ლ-–---------------–----იზე ცალსახად მიუთითა სასამართლოში დაკითხულმა ყველა თვითმხილველმა მოწმემ, მათ შორის დაზარალებულმა ი-------------ემ და მოწმე ი-----------–---–მა. რაც შეეხება დაკავების ოქმს, სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი დაკავების ოქმის სისწორე, ამასთან აღნიშნა, რომ დაკავების ოქმში დრო მან შეასწორა, რადგან ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რაში ეჭვის შტანის გონივრული საფუძველი, სასამართლოს არ გასჩენია. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ დაყრდნობია არც დაკავების ოქმს და არც გამოძიებაში ჩატარებულ ამოცნობას, იმის მტკიცება, რომ ბრალდებულის დაკავების დროის თანხვედრა ხელოვნურად მოხდა ამოცნობის დასრულებასთან, არარელევანტურია და სცილდება, ამ ეტაპზე, სასამართლოს მიერ, კონკრეტული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ბ) სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობის დაუშვებლობას, თუმცა ამ მუხლის რეგულაციები ვრცელდება წინასასამართლო სხდომამდე მხარეებს შორის ურთიერთობებზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წესს, რომლის მიხედვით სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე. ამდენად, ეს მუხლი არ განსაზღვრავს ახალი მტკიცებულების მოპოვების შემთხვევაში, მისი მხარისთვის და სასამართლოსთვის წარდგენის ვადას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც როგორც დაცვის მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, ცნობილი იყო ის გარემოება, რომ დანიშნული იყო კონკრეტული ექსპერტიზა, რომლის დასკვნა არ წარდგენია არც მხარეს და არც სასამართლოს იმ ვადაში, რაც არსებითად დაარღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს და არ მისცემდა მოწინააღმდეგეს სათანადო დროს და საშუალებას, რათა სრულფასოვნად განეხორციელებინა დაცვა. რაც შეეხება ნივთმტკიცების შეფუთვისა და დალუქვის წესის შესაძლო დარღვევას, სასამართლო იხსენებს, რომ სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ე-------------------–--ემ დაადასტურა, რომ ნივთმტკიცების შეფუთვის და დალუქვის წესი დარღვეული არ ყოფილა, ამასთან, განმარტა, რომ ექსპერტს წარედგინა ი-------------ის სისხლის ნიმუში, ერთჯერად, სამედიცინო 2 მ/გ-იან შპრიცში, მასში არსებული 2 მ/გ სისხლით, რაც გადატანილი იქნა სტერილურ დოლბანდზე, რაც მოგვიანებით, გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით. ამდენად, არ არსებობს ობიექტური საფუძველი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ნივთმტკიცების ავთენტურობას და ექსპერტის დასკვნის სისწორეს. გ) რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ შემთხვევის ადგილზე, დაზარალებულის მხრიდან, გარდა ი-------------ისა, ი-----------–---–ისა, ბ----- და ბ--------------ეებისა, ასევე იმყოფებოდა იმაზე გაცილებით ბევრი ადამიანი, ვიდრე ამაზე თავად ბრალდების მოწმეები საუბრობენ, რაზეც სასამართლო მიუთითებს, რომ დიახ, სასამართლოში დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეები მიუთითებენ, რომ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში, იქ იმყოფებოდა ოთხი პირი ი-------------ის სამეგობროდან, რომელთაგან დაზარალებულმა და ი-----------–---–მა ნათლად აღწერეს, თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ჭრილობები ი-------------ეს, რაც შეეხება ბ----- და ბ--------------ეებს, ასევე დადასტურებულია, რომ ისინი, ი-------------ის დაჭრის მომენტში, ლ-–---------ის თანმხლებ პირებთან არკვევდნენ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მხარე წამოაყენებს მოვლენების განვითარების მისეულ ვერსიას, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მხარე რაიმე სახის მტკიცებულებას მაინც წარმოუდგენს სასამართლოს ამ ვერსიის ნამდვილობის დასადასტურებლად. დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული კონკრეტული ვერსიის დასადასტურებლად, სასამართლოს, ასეთ მტკიცებულებად წარმოუდგენია, ლ-–---------------–----ის მხრიდან, კონფლიქტში მონაწილე თუნდაც ერთი პირის ჩვენება, რაც როგორც მინიმუმ ეჭვქვეშ მაინც დააყენებდა მოწინაარმდეგე მხარის ვერსიის და ეს არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. დ) რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ განათებას, დანაშაულის ადგილზე მყოფმა ყველა პირმა, მათ შორის დაზარალებულმა ი-------------ემ, მოწმეებმა ი-----------–---–მა, ბ----- და ბ--------------ეებმა, ცალსახად დაადასტურეს, რომ შემთხვევა მოხდა ღამის საათებში, თუმცა შემთხვევის ადგილზე იყო გარე განათება და ისეთი ხილვადობა, რაც აძლევდა მათ საშუალებას სწორად დაენახათ და აღექვათ მიმდინარე მოვლენები.

 

2.46. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

2.47. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე, ლ-–---------------–----ის ედავება, რომ ამ უკანასკნელმა ,,ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით ი-------------ეს მოკვლის მიზნით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის არეში,“ სასამართლო, ვერ გაცდება ბრალდების ფარგლებს, ვერ იმსჯელებს დაზარალებულისთვის მიყენებულ სხვა ჭრილობებზე და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ლ-–---------------–----იმ მიაყენა ი-------------ეს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულ-მკერდის არეში, რომლის ქმედების კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

3.3. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

3.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

3.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ლ-–---------------–----იმ, შელაპარაკების ნიადაგზე, ი-------------ეს დანით მიაყენა გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI ნეკნთაშუა სივრცეში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

3.9. ლ-–---------------–----ის განზრახვაზე მოეკლა ი-------------ე მიუთითებს მსხვერპლისთვის მიყენებული ჭრილობის ლოკაცია (გულმკერდის არე), მიმართულება და სიმძიმე - სიცოცხლისათვის სახიფათო, ასევე ლ-–---------------–----ის ქცევას ი-------------ისთვის ჭრილობის მიყენების შემდეგ, როდესაც, მსხვერპლის მიერ ხელის შებრუნების შემდეგ, იგი არ ჩერდება და კიდევ ურტყამს მას. ამასთან, დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, იგი ტოვებს შემთხვევის ადგილს დაზარალებულის საპირისპირო მიმართულებით. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-–---------------–----ი ი-------------ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. ამასთან, უტყუარად დადგენილია, რომ ლ-–---------------–----ის ქმედება, ი-------------ისთვის დანის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლისთვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობასთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–---------------–----იმ ჩაიდინა ი-------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 სასამართლო, მიუთითებს რომ ლ-–---------------–----ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვევით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ-–---------------–----ის სასჯელის სახით ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ურთიერთშელაპარაკება და მიზანს - მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობას, ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარმოადგენს ერთ-ერთი მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, რომელიც ჩადენილია დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - დანაშაული ჩადენილია ცივი იარაღის - დანის გამოყენებით და მართლსაწინააღმდეგო შედეგს - დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხდა დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ეთიკურ და კანონშესაბამის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, ასევე სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადექვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ლ-–---------------–----ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–---------------–----ის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ლ-–---------------–----ის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

ი-------------ის ჯინსის შარვალი ტყავის ქამრით, შავი ფერის პერანგი, დაზიანებული მაისური, სპორტული ფეხსაცმელი, წინდები, ლ-–---------------–----ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ჯინსის შარვალი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ასფალტის ანატეხები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ერთი ლაზერული დისკი, სამი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–---------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

2. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

 

3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ი-------------ის ჯინსის შარვალი ტყავის ქამრით, შავი ფერის პერანგი, დაზიანებული მაისური, სპორტული ფეხსაცმელი, წინდები, ლ-–---------------–----ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ჯინსის შარვალი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ასფალტის ანატეხები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ერთი ლაზერული დისკი, სამი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე