გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210018002761810
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/35955-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე შორენა წიქარიძე

მოსარჩელე ა------- ვ---–----ი

წარმომადგენელი ა-----– მ–---------ე

მოპასუხე შპს ,,ა--------------’’

წარმომადგენელი ბ--------–--–---–ი

დავის საგანი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. დაევალოს შპს ,,ა--------------ს’’ (ს/კ 4--------) გადასცეს ა------- ვ---–----ს მისი კუთვნილი 350 ერთეული სისტემური დანადგარი (მ------ი) ,,ა-------------- +’’ 350 ცალ კვების ბლოკთან ერთად და 50 ერთეული სისტემური დანადგარი (მ------ი) ,,ა------------ 3’’.

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 22 თებერვალს და 2018 წლის 16 აპრილს ა------- ვ---–----ს და შპს ,,ს------------’’-ს, (ამჟამინდელი სახელწოდებით შპს ,,ა--------------’’-ი) შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ.

 

2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 200 ცალი მ------ი ,,ა--------------+’’ კვების ბლოკებთან ერთად, ხოლო 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებით 150 ცალი მ------ი ,,ა--------------+’’ კვების ბლოკებთან ერთად და 50 მ------ი ,,ა-----------– 3’’, რომელიც თავად შეიცავს კვების ბლოკს.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად (პუნქტი 1.1), ა------- ვ---–----ს შპს ,,ა--------------ისთვის’’ უნდა გადაეცა 400 ცალი მ------ი კვების ბლოკთან ერთად, ხოლო შპს ,,ა--------------ი’’ კისრულობდა ვალდებულებას მიეღო აღნიშნული ქონება და უზრუნველეყო მისი ეფექტური მუშაობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.

 

ა------- ვ---–----ი უფლებამოსილი იყო მიეღო ქონების გამოყენებით გამომუშავებული შემოსავალი, რაც 3.1 პუნქტის თანახმად შეადგენდა მოგების 90 %-ს.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულია, რომ შპს ,,ა--------------ს’’ ქონება გადაეცემოდა დროებით, 3 წლის ვადით და მასზე საკუთრების უფლება რჩებოდა ა------- ვ---–----ს.

 

ა------- ვ---–----მა ჯეროვნად შეასრულა 2018 წლის 22 თებერვლის და 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებები, კერძოდ, მოპასუხეს დროებით საკუთრებაში გადასცა მის მიერ შესყიდული 400 ერთეული მ------ი. მოპასუხე შპს ,,ა--------------მა’’ დაარღია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები და ა------- ვ---–----ს მ------ით სარგებლობის სანაცვლოდ თანხა არ გადაუხდია.

 

ა------- ვ---–----მა შპს ,,ა--------------ს’’ მიმართა 2018 წლის 08 აგვისტოს და 2018 წლის 31 აგვისტოს საპრეტენზიო წერილებით და მოითხოვა ხელშეკრულებების პირობების შესრულება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნტის თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების დაბრუნება მოპასუხის მიერ ქონების ექსპლუატაციის ორგანიზების პირობების შეუსრულებლობის ან ხელშეკრულების დადების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ქონების გამოყენების შედეგად შემოსავლის (50000 აშშ დოლარის ოდენობით თვეში) არ არსებობისას. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1 მოპასუხე შპს ,,ა--------------მა’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი და სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნო. (იხ. შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 შპს ,,ს-------------’’ დაფუძნდა 2016 წლის 21 ივნისს. შემდგომში შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ა--------------ი’’. მასში 85 %-იანი წილის მფლობელია მოსარჩელე ა------- ვ---–----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 19-21).

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-24).

 

3.1.2 2018 წლის 22 თებერვალს ა------- ვ---–----ს და შპს ,,ს-------------’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 1.1), ა------- ვ---–----ს შპს ,,ა--------------ისთვის’’ უნდა გადაეცა 200 ცალი მ------ი (,,ა--------------+’’, მწარმოებელი ,,ბ---------------–--------–--------ი’’) კვების ბლოკთან ერთად, ხოლო შპს ,,ა--------------ი’’ კისრულობდა ვალდებულებას მიეღო აღნიშნული ქონება და უზრუნველეყო მისი ეფექტური მუშაობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.

 

ა------- ვ---–----ი უფლებამოსილი იყო მიეღო ქონების გამოყენებით გამომუშავებული შემოსავალი, რაც 3.1 პუნქტის თანახმად შეადგენდა მოგების 90 %-ს.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულია, რომ შპს ,,ა--------------ს’’ ქონება გადაეცემოდა დროებით, 3 წლის ვადით და მასზე საკუთრების უფლება რჩებოდა ა------- ვ---–----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 29-32).

 

3.1.3 2018 წლის 16 აპრილს ა------- ვ---–----ს და შპს ,,ს-------------’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 1.1), ა------- ვ---–----ს შპს ,,ა--------------ისთვის’’ უნდა გადაეცა 200 ცალი მ------ი (150 ერთეული ,,ა--------------+’’, კვების ბლოკებთან ერთად და 50 ერთეული ,,ა-----------– 3“, მწარმოებელი ,,ბ---------------–--------–--------ი’’), ხოლო შპს ,,ა--------------ი’’ კისრულობდა ვალდებულებას მიეღო აღნიშნული ქონება და უზრუნველეყო მისი ეფექტური მუშაობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.

 

ა------- ვ---–----ი უფლებამოსილი იყო მიეღო ქონების გამოყენებით გამომუშავებული შემოსავალი, რაც 3.1 პუნქტის თანახმად შეადგენდა მოგების 90 %-ს.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულია, რომ შპს ,,ა--------------ს’’ ქონება გადაეცემოდა დროებით, 3 წლის ვადით და მასზე საკუთრების უფლება რჩებოდა ა------- ვ---–----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 37-40).

 

3.1.4 2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად ა------- ვ---–----მა შპს ,,ა--------------ს’’ დროებით სარგებლობაში გადასცა:

 

416889.06 აშშ დოლარად შესყიდული 200 ერთეული მ------ი ,,ა--------------+’’(მ------ები შესყიდული იქნა ორ ასცალიან პარტიად).

 

32658.14 აშშ დოლარად შესყიდული 200 ერთეული კვების ბლოკი მ------ებისთვის.

 

ა------- ვ---–----ის მიერ ქონება შესყიდული იქნა სამ პარტიად:

 

208444.53 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 100 ერთეული მ------ი ,,ა--------------+’’.

208444.53 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 100 ერთეული მ------ი ,,ა--------------+’’

32658.14 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 200 ერთეული კვების ბლოკი მ------ებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 208444.53 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 42-43).

- 208444.53 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 44-46).

- 32658.14 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 47-49).

 

3.1.5 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად ა------- ვ---–----მა შპს ,,ა--------------ს’’ დროებით სარგებლობაში გადასცა:

150 ერთეული მ------ი ,,ა--------------+’’, ამდენივე კვების ბლოკთან ერთად და 50 ერთეული მ------ი ,,ა-----------– 3’’.

 

ა------- ვ---–----ის მიერ ქონება შესყიდული იქნა სამ პარტიად:

49929.55 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 50 ერთეული მ------ი ,,ა-----------– 3’’, 50 ერთეული მ------ი ,,ა--------------+’’ და 50 ერთეული კვების ბლოკი.

7894.5 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 50 ერთეული კვების ბლოკი.

45060.81 აშშ დოლარად შესყიდული იქნა 100 ერთეული მ------ი ,,ა--------------

+’’ და 100 ცალი კვების ბლოკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 49929.55 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 50-52).

- 7894.5 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 53-55).

- 45060.81 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 56-58).

 

3.1.6 ხელშეკრულების 4.1 პუნტის თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების დაბრუნება მოპასუხის მიერ ქონების ექსპლუატაციის ორგანიზების პირობების შეუსრულებლობის ან ხელშეკრულების დადების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ქონების გამოყენების შედეგად შემოსავლის (50000 აშშ დოლარის ოდენობით თვეში) არ არსებობისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 37-40).

- 2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულება ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 29-32).

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთან, მოპასუხემ სარჩელი სცნო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

უდავოა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს და 2018 წლის 16 აპრილს ა------- ვ---–----ს და შპს ,,ს------------’’-ს, (ამჟამინდელი სახელწოდებით შპს ,,ა--------------’’-ი) შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ინვესტირების და თანამშრომლობის შესახებ. 2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 200 ცალი მ------ი ,,ა--------------+’’ კვების ბლოკებთან ერთად, ხოლო 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებით 150 ცალი მ------ი ,,ა--------------+’’ კვების ბლოკებთან ერთად და 50 მ------ი ,,ა-----------– 3’’, რომელიც თავად შეიცავს კვების ბლოკს. ა------- ვ---–----ი უფლებამოსილი იყო მიეღო ქონების გამოყენებით გამომუშავებული შემოსავალი, რაც 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა მოგების 90 %-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ მომხდარა ქონების ექსპლუატაციის ორგანიზება და ა------- ვ---–----ისთვის კუთვნილი შემოსავლის გადაცემა. მას მოსარჩელისთვის არ გადაუხდია თანხა მისი ქონებით სარგებლობის სანაცვლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 22 თებერვლის და 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებების 1.2. პუნქტში მითითებულია, რომ შპს ,,ა--------------ს’’ ქონება გადაეცემოდა დროებით, 3 წლის ვადით და მასზე საკუთრების უფლება რჩებოდა ა------- ვ---–----ს.

 

ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნტის თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების დაბრუნება მოპასუხის მიერ ქონების ექსპლუატაციის ორგანიზების პირობების შეუსრულებლობის ან ხელშეკრულების დადების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ქონების გამოყენების შედეგად შემოსავლის (50000 აშშ დოლარის ოდენობით თვეში) არ არსებობისას.

 

ვინაიდან მოპასუხის მიერ არ მომხდარა ქონების ექსპლუატაციის ორგანიზება და ა------- ვ---–----ისთვის კუთვნილი შემოსავლის გადაცემა, ასევე მას მოსარჩელისთვის არ გადაუხდა თანხა მისი ქონებით სარგებლობის სანაცვლოდ, ა------- ვ---–----ის მოთხოვნა კუთვნილი ქონების (მ------ების და კვების ბლოკების) გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეების მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი სცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 1--------8 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა------- ვ---–----ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა--------------’’-ის წინააღმდეგ ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაევალოს შპს ,,ა--------------ს’’ (ს/კ 4--------) გადასცეს ა------- ვ---–----ს მისი კუთვნილი 350 ერთეული სისტემური დანადგარი (მ------ი) ,,ა-------------- +’’ 350 ცალ კვების ბლოკთან ერთად და 50 ერთეული სისტემური დანადგარი (მ------ი) ,,ა------------ 3’’.

2. მოსარჩელე ა------- ვ---–----ს დაუბრუნდეს მის მიერ 1--------8 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადახდო დავალება #-);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე