გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N231210118002705639-2/327-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,06” მარტი, 2019 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - შპს ,,ო-------“
წარმომადგენელი - შო----- კა-–-----ი
მოპასუხეები - ვა------ ქო-----–---–ი (დასწრების გარეშე)
თ----- ლი--------–---ი (დასწრების გარეშე)
წარმომადგენელი - ნა-- ფ--------–---–-
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ვა------ ქო-----–---–ს და თ----- ლი--------–---ს შპს ,,ო-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4516 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 19 მაისს, მოსარჩელესა და ვა------ ქო-----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--, რომლის თანახმად მსესხებელმა გამსესხებლისგან სესხის სახით აიღო 1 500 აშშ დოლარი, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 3613 ლარს, 120 დღის ვადით, თვეში 6,25%-ის დარიცხვით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 30 სექტემბერს. მსესხებლის ვალდებულებაზე თავდებობა სოლიდარულად იკისრა თ----- ლ---------–----ა. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მათ არც სესხის ძირი თანხა გადაიხადეს და არც დარიცხული სარგებელი. ვინაიდან მსესხებელს სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია და რაიმე თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად სესხზე დაერიცხა სარგებელი 120 დღის (4 თვის) – 4*225,81=903 ლარი, ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ 3613+903=4516 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების ვა------ ქო-----–---–ის და თ----- ლი--------–---ის წარმომადგენელმა ნა-- ფ--------–---–-- ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ ერთი თვის გადასახდელი შენატანის ნაწილში 562,50 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც მაშინ მოქმედი კურსით 1355,63 ლარს შეადგენს (562,50*2,41=1355,63). მან ასევე განმარტა, რომ ვალდებულება და--რჩენ ნაწილში მოპასუხე ვა------ ქო-----–---–ის მიერ შესრულებულია სრულად. კერძოდ:
ვა------ ქო-----–---–მა შპს ,,ო-------ს“ წინაშე არსებული დავალიანების პირველი თვის შენატანი ჩაურიცხა შპს ,,ო-------ს“ იმ დროინდელ დირექტორს თე---- ლი--------–---ს, რომელმაც მოახდინა თანხის შეტა-- შპს-ში. მეორე თვის შენატანი ჩაურიცხა თავდებს თ----- ლი--------–---ს, რომელმაც ასევე მოახდინა თანხის შეტანა შპს ,,ო-------ში“, ხოლო მესამე თვის დავალიანება ჩაურიცხა სა-–---- ბე----ეს, რომელიც იყო ამავე კომპანიის მოლარე და რომელმაც მოახდინა თანხის შეტა-- შპს-ში. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით ვა------ ქო-----–---–ი სხვაგვარად ვერ შესძლებდა ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული თანხის დაბრუნების ფორმა, ამასთან ის არ იმყოფებოდა საქართველოში, რომ პირადად მოეხდინა შპს ,,ო-------ში“ თანხის შეტანა, ამიტომაც აწარმოებდა გადმორიცხვებს შპს ,,ო-------ს“ მოქმედი დირექტორის და თა--მშრომლის სახელზე, მხარის განმარტებით ვა------ ქო-----–---–ს რაიმე სახის პირადი დავალიანება თ----- ლი--------–---ის, თე---- ლი--------–---ის და სა-–---- ბე----ის მიმართ არ გააჩნდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 19 მაისს, შპს ,,ო-------ს“ და ვა------ ქო-----–---–ს შორის, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N--, რომლის საფუძველზეც ვა------ ქო-----–---–ის სახელზე გაიცა სესხი 1 500 ამერიკული დოლარის ოდენობით, 120 დღით, 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, სარგებლის განაკვეთი კი განისაზღვრა - 6,25% თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16);
- სალაროს გასავლის ორდერი N1 (ს.ფ. 17);
3.1.2. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 4 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 562,5 დოლარის ოდენობით, ყოველი საოპერაციო თვის დასრულებამდე. გადახდის თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 20 რიცხვი, პირველი გადახდის თარიღად განისაზღვრა 20 ივნისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16);
- სალაროს გასავლის ორდერი N1 (ს.ფ. 17);
3.1.3. ამავე ხელშეკრულებით თ----- ლ---------–----ა (პ/ნ-6---------) როგორც თავდებმა აიღო პასუხისმგებლობა ვა------ ქო-----–---–ისათვის გაცემული სესხის გადახდაზე, კერძოდ იკისრა ვალდებულება გამსესხებელს შპს ,,ო-------ს“ გადაუხადოს სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი., თუკი მსესხებელი გახდებოდა გადახდისუუნარო ან თავს აარიდებდა სესხისა და მასზე დაციხრული პროცენტის დაფარვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16);
3.1.4. მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სესხის გაცემის დროისათვის არსებული კურსით 1აშშ დოლარი შეადგენდა 2,41 ლარს, შესაბამისად ვა------ ქო-----–---–ის მიერ სესხის სახით აღებული 1 500 აშშ დოლარი იმდროინდელი კურსით შეადგენდა 3613 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (ს.ფ. 16);
3.1.5. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ 562,50 ამერიკული დოლარის ფარგლებში, რაც მაშინ მოქმედი კურსით 1355,63 ლარს შეადგენს (562,50*2,41=1355,63) და წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო მეოთხე თვის გადახდის თანხას.
- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეების წარმომადგენლის ნა-- ფ--------–---–-ს განმარტება (29.01.2019 სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 24 მაისიდან 2017 წლის 21 აგვისტომდე ვა------ ქო-----–---–ი იმყოფებოდა საქართველოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და ელექტრონული ბაზის მონაცემები (ს.ფ. 105-107)
3.2.2. 2017 წლის მაისის თვიდან შპს ,,ო-------ს“ დირექტორი იყო თე---- ლი--------–---ი. 2017 წლის 19 მაისის სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვის მიზნით მოპასუხე ვა------ ქო-----–---–ის მიერ 2017 წლის 21 ივნისს, ა--------- გაერთიანებული ე-------------- თე---- ლი--------–---ისათვის, როგორ შპს ,,ო-------ს“ დირექტორისათვის მოხდა 435 ამერიკული დოლარის ჩარიცხვა, რომელიც წარმოადგენდა ივნისის თვის შენატანს.
ამასთან, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ თე---- ლი--------–---ის მიერ შპს ,,ო-------ს" სალაროში ვა------ ქო-----–---–ის ივნისის თვის გადასახდელი სრული თანხა 562,5 აშშ დოლარი იქნა შეტანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებელი ფულადი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს, რაც განსახილველ შემთხვევაში ივნისის თვის გადასახდელი თანხის შემთხვევაში 127,5 აშშ (562,2-435=127,5) დოლარის გადახდის ნაწილში მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს მისო ,,რი-------------ს“ ამონაწერი (ს.ფ 102)
- მოწმე თე---- ლი--------–---ის განმარტება (15.02.2019. სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2.3. 2017 წლის 19 მაისის სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვის მიზნით მოპასუხე ვა------ ქო-----–---–ის მიერ 2017 წლის 21 ივლისს, სა-–---- ბე----ისათვის, როგორ შპს ,,ო-------ს“ მოლარისათვის მოხდა 565 ამერიკული დოლარის ჩარიცხვა, რაც წარმოადგენდა ივლისის თვის შენატანს.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ საქმეზე ვერ დასტურდება სა-–---- ბე----ის შპს ,,ო-------ში" მოლარედ მუშაობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თა--ხმად მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,ო-------ს" წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვერც დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა სა-–---- ბე----ის შპს ,,ო-------ში" მოლარედ მუშაობის ფაქტს. თვით სა-–---- ბე----ის განმარტებით კი იგი მუშაობდა მოლარედ შპს ,,ო-------ში", თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მას არ გააჩნია.
აღნიშნულზე დაყრდნობით, ასევე შრომითი ურთიერთობის სპეციფიკის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ორგანიზაციის დოკუმენტაცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებელს ეკისრება შრომითი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება და შესაბამისად ამით გამოწვეული არახელსაყრელი შედეგი მას ეკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ლი-------------ს“ ცნობა და ამონაწერი გზავნილის შესახებ (ს.ფ 104)
- მოწმე სა-–---- ბე----ის განმარტება (28.02.2019 სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკი)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.2.4. 2017 წლის 19 მაისის სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვის მიზნით მოპასუხე ვა------ ქო-----–---–ის მიერ შპს ,,ო-------სთვის“ აგვისტოს თვის გადასახადის გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის და მოწმეთა განმარტებას, რომ ვა------ ქო-----–---–ის მიერ თავდების, თ----- ლი--------–---ისათვის მოხდა აგვისტოს თვის შენატანის ჩარიცხვა, რომელიც თ----- ლი--------–---ის მიერ შეტანილი იქნა შპს ,,ო-------ში“ შესაბამისი დავალიანების დასაფარად.
სასამართლო კვლავ მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლ ნაწილს და განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა შემოსავლის ორდერი ან სხვა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა თ----- ლი--------–---ის მიერ შპს ,,ო-------ში“, ვა------ ქო-----–---–ის დავალიანების დასაფარად თანხის გადახდის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ო-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 416-418-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ შპს ,,ო-------სა“ და ვა------ ქო-----–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე თ-----ი ლი--------–---ის სოლიდარული თავდებობით. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
უდავოა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ 1 500 ამერიკული დოლარის მიღების ფაქტი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,ო-------ს“ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ვა------ ქო-----–---–ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ ნაწილობრივ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხეებს თ----- ლი--------–---ს და ვა------ ქო-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანება 4 516 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3613 ლარი, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებელი 903 ლარი.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1355,63 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1355,63 ლარის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამასთან სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ვა------ ქო-----–---–ის მიერ სესხის დაფარვა განხორციელდა ნაწილობრივ 2410 ლარის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 4 516 ლარის დაკისრება, ამასთან აღნიშნული თანხიდან მოპასუხეების მიერ ვალდებულება შესრულებულია 2410 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს ვა------ ქო-----–---–ს და თ----- ლი--------–---ს შპს ,,ო-------ს“ სასარგებლოდ საბოლოოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ დავალიანება 2106 (4516-2410=2106, რაც მოიცავს მოპასუხეთა მიერ აღიარებულ დავალიანებას 1355,63 ლარს) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს“.
ვინაიდან განსახილველი საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 136 ლარი, შესაბამისად ნახევარი, ანუ 68 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 1355.63 ლარის ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (5416 ლარის) 30%-ს შეადგენს, შესაბამისად ამ ნაწილში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 68 ლარის 30%, ანუ 20,4 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობა (იმის გამოკლებით, რაც მოპასუხე მხარემ სცნო მოსამხადებელ ეტაპზე) შეადგენს 750,37 ლარს. ამდენად, დაკმაყოფილდა სარჩელის ცნობის შემდეგ დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის 16,62%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 68 ლარის 16,62%-ი, ანუ 11,30 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე თ-----ი ლი--------–---ის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას ავტომანქანას, რომლის რეკვიზიტებია - მარკა/მოდელი - FO--------A, სახელმწიფო ნომერი O------, გ. წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - WF---------------, ფერი - ყვითელი 6/8, სარეგისტრაციო მოწმობა - BV-------; განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ-4--------) სარჩელი მოპასუხეების ვა------ ქო-----–---–ის და თ----- ლი--------–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ვა------ ქო-----–---–ს (პ/ნ-1----------) და თ----- ლი--------–---ს (პ/ნ-6----------) მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ-4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2106 (ორი ათას ასექვსი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ-4--------) უარი ეთქვას სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.
4. მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ-4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 68 (სამოცდარვა) ლარი (საგადასახადო დავალება 0, რეფერენსი 23--------- გადახდის თარიღი 31.10.2018)
5. მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ- 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 20,4 (ორი ლარი და ორმოცი თეთი) ლარი (საგადასახადო დავალება 0, რეფერენსი 23--------- გადახდის თარიღი 31.10.2018)
6. მოპასუხეებს ვა------ ქო-----–---–ს (პ/ნ-1----------) და თ----- ლი--------–---ს (პ/ნ-6----------) მოსარჩელე შპს ,,ო-------ს“ (ს/კ- 4--------) სასარგებლოდ ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11,30 (თერთმეტი ლარი და ოცდაათი თეთი) ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა