გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/5906-18
11 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - გ-------------------ე
წარმომადგენელი - შ------------–-ა
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გ----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ-------------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 344 (სამასორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით (იხ. 2019 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ-------------------ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შედგა საჯარიმო ქვითრები - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები Nავ 0--------, Nავ 0--------, Nავ 0--------, Nავ 0--------, Nავ 0-------- და მოსარჩელე დაჯარიმდა 20 (ოცი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება N4-------- საქმეზე (ს.ფ. 84-95)
3.2. შპს ,,ზე--------------------------------------ის" დირექტორის წერილით დადგენილია, რომ გ-------------------ის კუთვნილი ავტომანქანა M--------- P----- 1-----, სახელმწიფო ნომრით T-----, გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, სადაც იგი იმყოფებოდა 2018 წლის 28 აგვისტოდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით და მოსარჩელემ მანქანის გამოსაყვანად გადაიხადა 324 (სამასოცდაოთხი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ზე--------------------------------------ის" დირექტორის წერილი (ს.ფ. 69)
- თიბისი ბანკის ელექტრონული ქვითარი (ს.ფ. 70)
3.3. 2018 წლის 17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა №ავ 0-------- დადგენილება, №ავ0-------- საჯარიმო ქვითრით (ვიდეოჯარიმა) დაკისრებული საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო და გ-------------------ეს დაეკისრა საურავი 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა №ავ 0-------- დადგენილება, №ავ 0-------- საჯარიმო ქვითრით (ვიდეოჯარიმა) დაკისრებული საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო და გ-------------------ეს დაეკისრა საურავი 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა №ავ 0-------- დადგენილება, №ავ 0-------- საჯარიმო ქვითრით (ვიდეოჯარიმა) დაკისრებული საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო და გ-------------------ეს დაეკისრა საურავი 40 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა №ავ 0-------- დადგენილება, №ავ 0-------- საჯარიმო ქვითრით (ვიდეოჯარიმა) დაკისრებული საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო და გ-------------------ეს დაეკისრა საურავი 40 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა №ავ 0-------- დადგენილება, №ავ 0-------- საჯარიმო ქვითრით (ვიდეოჯარიმა) დაკისრებული საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო და გ-------------------ეს დაეკისრა საურავი 40 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება N4-------- საქმეზე (ს.ფ. 84-95)
3.4. 2018 წლის 29 აგვისტოს გ-------------------ემ განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც 2018 წლის 23 აპრილის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 17 ივნისის №ავ 0--------, 2018 წლის 7 ივლისის №ავ 0-------- საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს M---------------- დადგენილებით გ-------------------ის (საჩივარი) არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა №ავ 0--------, №ავ 0--------, №ავ 0--------, №ავ 0--------, №ავ 0-------- საურავის დარიცხვის შესახებ გამოტანილი დადგენილებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ. 25-26)
3.5. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული №ავ 0-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, გ-------------------ეს დაეკისრა ჯარიმის და/ან საურავის სახით 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური - 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 28 მაისის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 19-23)
3.6. დადგენილია, რომ №ავ 0-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გ-------------------ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 2017 წლის 19 ნოემბერს გადახდილია აღსრულების საფასური 20 (ოცი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია საჯარიმო ქვითრების თაობაზე (ს.ფ. 161-162)
3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4--------) გ-------------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 23 აპრილის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 17 ივნისის №ავ 0--------, 2018 წლის 7 ივლისის №ავ 0-------- დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს M---------------- დადგენილება, №ავ0--------, №ავ0--------, №ავ 0--------, №ავ 0-------- და №ავ0-------- საჯარიმო ქვითრებზე (ვიდეოჯარიმა) დარიცხული საურავის შესახებ გამოტანილი დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება (საქმე №4--------) (ს.ფ. 84-95)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს თუ თანამდებობის პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობაში. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, შესაბამისად, ის არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, პასუხისმგებელი და ვალდებული არის აანაზღაუროს ზიანი.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 324 ლარისა და 20 ლარის ოდენობით, რომელიც მიადგა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შედეგად სადგომიდან ავტომანქანის გამოყვანის საფასურისა და აღსრულების საფასურის ანაზღაურებით.
საქმეში წარმოდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით (საქმე №4--------) დასტურდება, რომ გ-------------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 23 აპრილის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 29 მაისის №ავ 0--------, 2018 წლის 17 ივნისის №ავ 0--------, 2018 წლის 7 ივლისის №ავ 0-------- დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს M---------------- დადგენილება, №ავ0--------, №ავ0--------, №ავ 0--------, №ავ 0-------- და №ავ0-------- საჯარიმო ქვითრებზე (ვიდეოჯარიმა) დარიცხული საურავის შესახებ გამოტანილი დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და სცილდება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რამეთუ გ-------------------ეს არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფუძველი გახდებოდა. მითითებული კი ქმნის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს. ვინაიდან მოსარჩელემ სპეციალური დაცული ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყვანის საფასური გადაიხადა 324 (სამასოცდაოთხი) ლარის ოდენობით, რაც მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს გ-------------------ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 324 (სამასოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 20 (ოცი) ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შედეგად ამოღებულ თანხას. კერძოდ, დადგენილია, რომ №ავ 0-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გ-------------------ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 2017 წლის 19 ნოემბერს გადახდილია აღსრულების საფასური 20 (ოცი) ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა კანონით დადგენილ ვადაში უნდა გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა. აღნიშნული წარმოადგენს მის კანონისმიერ ვალდებულებას. ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის წესი უშუალოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა რეგულირებული და იგი ავალდებულებს პირს, გადაიხადოს ჯარიმა დადგენილ ვადაში, რომელი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც პირს დამატებით საურავი ეკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოყენებული საურავის დარიცხვა სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისარჩელის სასარგებლოდ აღსრულების საფასურის - 20 (ოცი) ლარის ანაზღაურებაც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 344 (სამასორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე