გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
020210017002229503
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017002229503 (2/2368-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0-.05.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნა-------------

წარმომადგენელი ი-------–---–ი

მოპასუხე თა-----------ა

მოპასუხე ბა--------------ე

დავის საგანი: ყადაღისგან ქონების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს--------–-------------------------------–--------------------------–--------------–---–ის მე----------ის მიერ 0-.1-.2--- წ დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი ქონება: 1. ტელევიზორი სონი, პლაზმური, შავი ფერის პულტით - 1 ცალი, 2. კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ფილიპსი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, ბანყუთი 2 დინამიკით მიკროლაკი - 1 კომპლექტი, 3. კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის სამი უჯრით - 1 ცალი, 4. მაცივარი ტოშიბა ორკამერიანი, ნაცრისფერი შავი პანელით - 1 ცალი, 5. სარეცხი მანქანა ლჯ 8 კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, 6. ნაჭრის სამეული, ყავისფერი, ხის ელემენტებით - 1 კომპლექტი, 7. ოვალური მაგიდა ხის, გასაშლელი - 1 ცალი.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ის წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ბა--------------ე წერილობით შესაგებელში ცნობს სარჩელს, განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელისაა.

 

მოპასუხე თა-----------ას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს თა-----------ას (კრედიტორი) სასარგებლოდ.

 

3.2. მოვალეა ბა--------------ე. მისი ვალდებულება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. საქმეზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 26.10.2--- წ, საქმე # 2/8---17. ბა--------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის ნიკა აბსანძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან- 22.05.2--- წ თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

3.3. ამ დავალიანების ამოსაღებად ყადაღა დაედო არა მოვალეის, არამედ მოსარჩელის ქონებას, რაც აღიარა ბა--------------ემ შესაგებელში.

 

3.4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტით დაყადაღებულია შემდეგი ქონება: 1. ტელევიზორი სონი, პლაზმური, შავი ფერის პულტით - 1 ცალი, 300 ლარი, 2. კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ფილიპსი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, ბანყუთი 2 დინამიკით მიკროლაკი - 1 კომპლექტი, 280 ლარი, 3. კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის სამი უჯრით - 1 ცალი, - 100 ლარი, 4. მაცივარი ტოშიბა ორკამერიანი, ნაცრისფერი შავი პანელით - 1 ცალი, 300 ლარი, 5. სარეცხი მანქანა ლჯ 8 კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, 280 ლარი, 6. ნაჭრის სამეული, ყავისფერი, ხის ელემენტებით - 1 კომპლექტი, 100 ლარი, 7. ოვალური მაგიდა ხის, გასაშლელი - 1 ცალი, 130 ლარი.

 

3.5. ალიმენტის თანხის გადახდაში ბა--------------ეს ნებაყოფლობით ეხმარება მოსარჩელე. ცალკეული გადახდების შესახებ წარმოდგენილია თანხის ჩარიცხვის შესახებ ქვითრები.

 

3.6. სარჩელზე სახ. ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტება, სხდომის ოქმი

-წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ

-ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი

-მოწმეთა ჩვენება, სხდომის ოქმი

-გადახდის ქვითრები

-სახ. ბაჟის ქვითარი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს..

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 20--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების დანაწესებით მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს აღსრულების საგანზე მისი საკუთრების უფლების არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაამტკიცა აღსრულების საგანზე მისი საკუთრების უფლების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ხოლო სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

მოცემულ შემთხვევაში ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დადგენილია, რომ მოვალე დაყადაღების ადგილას არ ყოფილა, ნივთები მასთან არ უპოვიათ. ამ ნივთების მფლობელია მოსარჩელე და მან დაამტკიცა, რომ ეს ნივთები მისი საკუთრებაა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსაჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღისაგან განთავისუფლდეს ს--------–-------------------------------–--------------------------–--------------–---–ის მე----------ის მიერ 0-.1-.2--- წდაყადაღებული (ნა-------------ს კუთვნილი) ნივთები: 1. ტელევიზორი სონი, პლაზმური, შავი ფერის პულტით - 1 ცალი, 300 ლარი, 2. კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ფილიპსი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, ბანყუთი 2 დინამიკით მიკროლაკი - 1 კომპლექტი, 280 ლარი, 3. კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის სამი უჯრით - 1 ცალი, - 100 ლარი, 4. მაცივარი ტოშიბა ორკამერიანი, ნაცრისფერი შავი პანელით - 1 ცალი, 300 ლარი, 5. სარეცხი მანქანა ლჯ 8 კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, 280 ლარი, 6. ნაჭრის სამეული, ყავისფერი, ხის ელემენტებით - 1 კომპლექტი, 100 ლარი, 7. ოვალური მაგიდა ხის, გასაშლელი - 1 ცალი, 130 ლარი.

 

3. თა-----------ას ნა-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა