გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210015001143107 (2-340/2015)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით - ი-----–-----------ე
მ----------–--ე
წარმომადგენელი - გ----------–--ე
მოპასუხე - ნ------------------ე, ა-–---------------ე, ა----------------ე,წარმომადგენელი ი-----------–--ე
მოპასუხე - გ------–------------ე
დავის საგანი - თანასაკუთრებაში არსებული ქონების წილობრივად ნატურით გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1995 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს ი-----–-----------ის, მ----------–--ის და ნ------------------ის საერთო საკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი და მისი მეუღლის მ----------–--ის წილის გამოყოფა ნატურით შემდეგნაირად:
ი-----–-----------ეს და მ----------–--ეს მიეკუთვნოს ბათუმიდან ჭ------–ის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს მეორე სართულზე მდებარე 1 და 2 ოთახი.
3 და 4 ოთახი მიეკუთვნოს ნ------------------ეს.
პირველ სართულში შესასვლელში მდებარე სათავსო, მის მიმდებარედ მდებარე სააბაზანო, კიბის უჯრედი და მეორე სართულზე მდებარე მისაღები (ეგრეთწოდებული „ზალა“) დარჩეს საერთო საკუთრებაში.
თ------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაიყოს 3 ნაწილად.
თ------------ის გვერდით მიწის ნაკვეთი მიეცეს ნ------------------ეს.
ხოლო ნ------------------ის გვერდით დარჩენილი მიწის ნაკვეთის 2 წილი მიეცეს ი-----–-----------ეს და მ----------–--ეს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ: ჭ------––ი, რეგისტრირებული იყო კომლის უფროსად, საკუთრებაში გააჩნდა 2 სართულიანი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად. კომლში კომლის წევრებად ჩაწერილები არიან მეუღლე მ---------------ე, შვილი ნ------------------ე, რძალი თ------------ე, შვილიშვილები ლ-–ა და ნ--------------ე.
1995 წლის 17 ნოემბრის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი საკომლო ქონებიდან სამი წილი ქონება გამოეყო მის რძალს თ------------ეს და შვილიშვილებს ლ-–ა და ნ--------------ეებს (რადგან მის შვილსა და რძალს შორის მოხდა განქორწინება), დარჩენილ წილში დარჩა თვითონ, მისი მეუღლე მ----------–--ე და მისი შვილი ნ------------------ე. მის შვილთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო მეუღლესთან ერთად. აღნიშნულის გამო ითხოვს მის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნატურით გაყოფას.
სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა კომლის ქონებიდან საკომლო წილის 3/6 წილი ხოლო 3/6 წილი დაუტოვა ი-----–-----------ეს, მ----------–--ეს და ნ------------------ეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ არ სცნო სარჩელი, იმ მოტივით, რომ მ----------–--ე არასოდეს ყოფილა ი-----–-----------ის კომლის წევრი, 1995 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქონება გაიყო ორ წილად, ერთი წილი გამოეყო თ------------ეს, ლ-–ა და ნ--------------ეს. ქონება ნატურით იყოფა მხოლოდ იმ პირებზე ვინც საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაყოფა შესაძლებელია ისე, რომ ქონების ღირებულება არ შემცირდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ----------------ეს, შვილებთან ლ-–ა და ნ--------------ესთან ერთად გამოეყო ი-----–-----------ის სახელზე რიცხული სადაო უძრავ-მოძრავი ქონებიდან სამი წილი ქონება ნატურით. მ----------–--ე ცნობილი იქნა სადაო კომლის წევრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3.2.2. 2015 წლის 02 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების: ზონა ხე-–------------------------------–-------------------–--------------------------–ი ჭ------–ი - მესაკუთრეები არიან თ------------ე, ი-----–-----------ე, ლ-–ა ქ---------ე, ნ--------------ე და ნ------------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჯარო რეესტრის ამონაწერი
3.2.3. 2018 წლის 10 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების: ზონა ხ--–------------------------------–-------------------–--------------------------–ი ჭ------–ი მესაკუთრეები არიან ა-–---------------ე, ა----------------ე, გ------–------------ე, თ------------ე, ი-----–-----------ე, ლ-–ა ქ---------ე, ნ--------------ე და ნ------------------ე.
ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთიდან 1/5 ნაწილი წარმოადგენს თ------------ის, ი-----–-----------ის, ლ-–ა ქ---------ის, ნ--------------ის საკუთრებას, ხოლო 1/5 წილი წარმოადგენს ა-–---------------ის, ა----------------ის, გ------–------------ის და ნ------------------ის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჯარო რეესტრის ამონაწერი
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით, შესაძლებელია თუ მთლიანი ნივთი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების წილობრივად ნატურით გაყოფა, თუმცა მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რის საფუძველზეც შესაძლოა დადგენილი ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით დადგენილი დანაწესის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული სახით თანასაკუთრებაში არსებული ქონების საზიარო უფლების გაუქმების და წილობრივად ნატურით გაყოფის შესაძლებლობა.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, თავად მხარე განსაზღვრავს დავის საგანს, იმ კონკრეტული ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, ასევე მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულებების განხილვისა და შეფასების შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საზიარო უძრავი ქონების ნატურით დაყოფა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მხარეს არ წარმოუდგენია.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 248-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 961-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კი, აღიარებულია თითოეული მოწილის უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
კანონის აღნიშნული დანაწესით რეგულირდება საკითხი, როცა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ერთობლივად რამდენიმე პირს ეკუთვნის. მითითებული მუხლის შესაბამისად, არსებობს თანაზიარი, ანუ მარტივი თანასაკუთრება, როცა საკუთრება ვრცელდება მთელ ქონებაზე და წილადი, ანუ კვალიფიციური თანასაკუთრება, როცა მესაკუთრეთა წილი წინასწარაა ცნობილი იდეალური წილის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული მუხლი არ გულისხმობს უძავი ნივთის გაყოფას მხოლოდ ტექნუკური თვალსაზრისით, თანაბარ ფართებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონება - ზონა ხელვაჩაური 2-------------------–------------------–--------------------------–ი ჭ------–ი საერთო თანაზიარი საკუთრების უფლებით ეკუთვნით ა-–---------------ეს, ა----------------ეს, გ------–------------ეს, თ------------ეს, ი-----–-----------ეს, ლ-–ა ქ---------ეს, ნ--------------ეს და ნ------------------ეს, ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთიდან 1/5 ნაწილი წარმოადგენს თ------------ის, ი-----–-----------ის, ლ-–ა ქ---------ის, ნ--------------ის საკუთრებას, ხოლო 1/5 წილი წარმოადგენს ა-–---------------ის, ა----------------ის, გ------–------------ის და ნ------------------ის თანასაკუთრებას.
მოსარჩელეთა მოთხოვნა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე, რათა მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით, კანონის მითითებული ნორმის დანაწესით, სავსებით მიზანშეწონილი და დასაშვებია, თუმცა კანონმდებლობით დაწესებულია საზიარო უფლების გაუქმებისა და რეალურად კუთვნილი წილის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტისას გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება, ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
ეს მუხლი ქონების გაყოფის ორ პირობას ადგენს: 1. ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, 2. ნივთი უნდა გაიყოს ღირებულების შემცირების გარეშე.
მიწის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მიწის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, მიწის მდებარეობა და მისი განლაგება მისასვლელ გზასთან. არ უნდა ჩაითვალოს, რომ არ შეიძლება მიწის გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, თუ შესაძლებელია თანაბრად იქნეს გათვალისწინებული მხარეთა საყოფაცხოვრებო ინტერესები. რაც შეეხება ნივთის ღირებულებას, აქ იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება. სახლის ეზო უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილმა ეზოებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა.
ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია თუ ნივთი (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა- ნაგებობა) შესაძლებელია გაიყოს ორ ან მეტ დამოუკიდებელ ნაწილებად მათი ღირებულების (საგნობრივი დანიშნულების) შემცირების გარეშე.
სამოქალაქო კოდექსი საზიარო უფლების გაქუმების ორ შესაძლებლობას ითვალისწინებს, კერძოდ, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნატურით გამიჯვნას, ხოლო თუ ამგვარი გაყოფა შეუძლებელია მისი აუქციონზე რეალიზაციას.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის განსაზღვრავს იმ სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც გაყოფის შედეგად, უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული დამოუკიდებელი ნივთი - ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთების ერთგვაროვანი ბუნება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმოშობილი დამოუკიდებელი ნივთები, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი თვისებებით და გააჩნია შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს მისი ფუნქციური დანიშნულება.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზანია, მაქსიმალურად დააბალანსოს ყოველი მესაკუთრის უფლება, რათა საზიარო საგნის გაყოფისას რომელიმე მათგანი არ აღმოჩნდეს არახელსაყრელ პირობებში და მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფილი ნივთი აღჭურვილი იყოს ყველა იმ თვისებით, რომელიც აუცილებელია შემდგომში მისი დამოუკიდებელად სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე დადგენილია, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რის საფუძველზეც შესაძლოა დადგენილი ყოფილიყო ზემოთ მითითებული მუხლებით დადგენილი დანაწესის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული სახით წილობრივად ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ი-----–-----------ისა და მ----------–--ის სარჩელი თანასაკუთრებაში არსებული ქონების წილობრივად ნატურით გაყოფის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი