განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002551701
N1/153-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზ------ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ბ--------------------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------–------------; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 18:20 საათზე, დანით შეიარაღებული ბ-------–-–---–ი, შევიდა ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, სადაც მოლარე-ოპერატორ ნ--------------ეს მოსთხოვა 9 ლარად ღირებული, ორი კოლოფი სიგარეტის, წითელი ,,მ----–--------’’ გადაცემა, ამავდროულად, სიგარეტის გადაუცემლობის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, დაემუქრა მარკეტში მყოფ - ნ--------------ეს, მ-------–-------–---–ს, მა--------------–--ეს და ი-----–-------–---–ს. აღნიშნულში ჩაერთო სუპერმარკეტ „ჰ---–-------ს“ კონსულტანტი მ--–-------------–-–---–ი, რომელმაც შეძლო ბ-------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და მისი გაყვანა მარკეტიდან.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათიდან, 18:00 საათამდე პერიოდში, ბ-------–-–---–ი შევიდა ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, სადაც მოლარე-ოპერატორ ნ--------------ეს, შემდგომი გადახდის (ე.წ. „ნისიის“) სანაცვლოდ მოსთხოვა 9 ლარად ღირებული, ორი კოლოფი სიგარეტის, წითელი ,,მალბოროს’’ გადაცემა, რაზეც მიიღო უარი. მიუხედავად უარისა, ბ-------–-–---–ი დაჟინებით სთხოვდა ნ---------ეს ორი კოლოფი სიგარეტის გადაცემას. საუბრის დროს კი დემონსტრირება გაუკეთა დანას, რომელიც მას ედო ჯიბეში, კერძოდ: მ-----რი აიწია რამდენჯერმე, რა დროსაც, ნ---------ემ შენიშნა ბ----–-–---–ის ჯიბეში მოთავსებული ვერცხლისფერი დანა. ბ-------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით, ნ--------------ემ განიცადა ფსიქიკური იძულება, შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა და საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
3. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათიდან, 18:00 საათამდე პერიოდში, ბ-------–-–---–ი შევიდა ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–-------ში“, სადაც მოლარე-ოპერატორ ნ--------------ეს, შემდგომი გადახდის (ე.წ. „ნისიის“) სანაცვლოდ მოსთხოვა 9 ლარად ღირებული, ორი კოლოფი სიგარეტის, წითელი ,,მალბოროს’’ გადაცემა, რაზეც მიიღო უარი. სუპერმარკეტში მყოფი მ-------–-------–---–ის და ი-----–-------–---–ის მოწოდებაზე, დაეტოვებინა ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიძახებდნენ პოლიციას, ბ--- გელაშილი დაემუქრა მათ, უთხრა, რომ დაჭერის შემთხვევაში, ორი ძმა რჩებოდა გარეთ და ისინი მიხედავდნენ მათ, ასევე, ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს, დაუმთავრებდა სიცოცხლეს. აღნიშნული სიტყვების წარმოთქმისას, ბ-------–-–---–მა დემონსტრირება გაუკეთა ჯიბეში მოთავსებულ დანას, კერძოდ აიწია მ-----რი და მის ჯიბეში მოთავსებული დანა, დაინახა მ-------–-------–---–მა, ნ--------------ემ და მა--------------–--ემ. ბ-------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, მ-------–-------–---–მა და მა--------------–--ემ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება:
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, მოლარე ოპერატორად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 17:30 საათზე ან 18:00 საათზე, მაღაზიაში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ-------–-–---–ი, რომელმაც მოსთხოვა ორი კოლოფი წითელი “მალბორო”. ვინაიდან გაარკვია, რომ ბ--- მას სიგარეტში ფულს არ უხდიდა, უარი განუცხადა სიგარეტის გადაცემაზე, რადგან გაფრთხილებული იყო, არ მიეცა სიგარეტი. ბ---, მას სთხოვდა და აძალებდა სიგარეტის გადაცემას. საუბრის დროს, ბ---მ სამჯერ აიწია მ-----რი, რა დროსაც ჯიბეში დაუნახა დანა. აღნიშნულის დანახვაზე, ძალიან შეშინდა. ბ--- სთხოვდა სიგარეტის გადაცემას, ის კი არ ემორჩილებოდა და არ აძლევდა სიგარეტს. შესაბამისად, აღნიშნულ სიტუაციაში, აღიქვა, რომ ბ--- მას ემუქრებოდა და მუქარით სთხოვდა სიგარეტს. საუბრის დროს, გაიღვიძა ვ---- შ-------–---–მა, რომელმაც დაუძახა ბ---ს და შემდეგ ბ--- მისკენ წავიდა, სასაუბროდ. ი----სა და ბ---ს შორის საუბარი არ გაუგია, ვინაიდან სალაროსთან „კლიენტები“ ჰყავდა და ემსახურებოდა. ბ---ს მაღაზიიდან გაყვანა შეძლო თანამშრომელმა მ--------–-–---–მა და მაღაზიაში მყოფმა უცნობმა პირმა. მათ აქედან და იქიდან ხელი მოკიდეს ბ---ს და გაიყვანეს გარეთ. გამოძიების პროცესში, მის მიერ ამოცნობილი იქნა დანა. ამოცნობისას, წარუდგინეს 3 დანა, თითქმის ერთნაირი. მხოლოდ ამოცნობილს ჰქონდა ხრახნები, სხვას არა. თან ეს უფრო ვერცხლისფერი იყო ვიდრე სხვები. დანა, რომელიც ბ---ს ედო ჯიბეში, მაღაზიაში ყოფნის დროს, იყო ხრახნიანი, ვერცხლისფერი. დაინახა დანის შუა ნაწილი, ვინაიდან ტარზე მ-----რი ეფარებოდა, ხოლო თავი ჯიბეში იდო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინახა დანის მხოლოდ შუა ნაწილი. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 7 ივნისს (ს.ფ. 14-17), მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „ბ-------–-–---–ი დანის დანახვებით, საუბრით და ჟესტიკულაციით ახორციელებდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას თუ არ მივცემდი ორ კოლოფ სიგარეტს. მე შემეშინდა მისი ძალადობრივი მოქმედების მოკვლის მუქარის, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბ-------–-–---–ს ვიცნობ ქალაქიდან, როგორც კრიმინალს და დანაშაულისაკენ მიდრეკილ პიროვნებას და დანის გამოყენება მისგან არ არის გამორიცხული............ მესმოდა ი----ს ხმა, რომელიც ეუბნებოდა არ გაგატან სიგარეტსო, რის გამოც ბ-------–-–---–ი ანალოგიური მეთოდით ემუქრებოდა მასაც, მე ძალიან შემეშინდა და მისი მოქმედება აღვიქვი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარად“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. მისივე განმარტებით, ი-----–-------–---–ს დანა არ დაუნახავს. როდესაც ბ--- დაიხარა ვ----სკენ, ხელი მიიჭირა კისერზე და დაიწყო საუბარი, შეშინდა, ვინაიდან იცოდა, რომ ბ---ს დანა ჰქონდა. ბ--- სიტყვიერად არ დამუქრებია, თუმცა დანას რომ ხელს კიდებდა და აჩვენებდა, აღნიშნული წარმოიდგინა მუქარად და რეალურად.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ-------–-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ემსახურებოდა კლიენტს. ამ დროს, მასთან მივიდა თანამშრომელი, მა--------------–--ე და უთხრა, სასწრაფოდ დაერეკა პატრულში. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც მ-------- უპასუხა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ-------–-–---–ი, რომელიც ესაუბრებოდა ვ----ს, ჯიბეში ედო დიდი დანა და რაიმე, რომ არ მომხდარიყო, დარეკა პატრულში. აღნიშნულზე, იგი, მივიდა ბ---სთან, რა დროსაც გაიგო ვ----ს სიტყვები, რომელიც ბ---ს ეუბნებოდა „რა გინდა ბიძია, ვეღარ გაგატან, რამდენჯერ გაგატანო სიგარეტი ნისიადო“. როდესაც ვ---- და ბ--- საუბრობდნენ მაღაზიაში, იქ იმყოფებოდა ნ--------------ე, მა--------------–--ე, მ--–------------–-–---–ი და მაღაზიაში მყოფი ხალხი, რომლებიც დადიოდნენ მაღაზიაში და აგროვებდნენ სხვადასხვა პროდუქტს. ბ-------–-–---–ი, როდესაც ესაუბრებოდა ვ---- შ-------–---–ს, ბ---ს ჯიბეში დაინახა დანა, რომელიც იყო ვერცხლისფერი და დაკბილული. მან მოუწოდა ბ---ს დაეტოვებინა ტერიტორია, თორემ დაურეკავდა პატრულს. საუბრის დროს, ბ---ს, მ--------–-–---–მა და უცხო პირმა მოკიდეს ხელი გვერდებში, აქეთ-იქიდან და გაიყვანეს მაღაზიიდან. დაზარალებულის განმარტებით, ვ----სთან საუბრის დროს, ხმამაღალი საუბრითა და ჟესტიკულაციით, ბ--- იყო ძალიან აგრესიული. მისივე განმარტებით, გამოძიების დროს, პოლიციაში მას წარუდგინეს სამი ცალი დანა, რომლებიც თითქმის გავდა ერთმანეთს. პირადად მისთვის ბ-------–-–---–ს სიგარეტი არ მოუთხოვია. როგორც შემდგომ გაიგო, ბ-------–-–---–ს სურდა მაღაზიიდან სიგარეტის წაღება, თანხის გარეშე. მისივე განმარტებით, მან დარეკა პოლიციაში. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 7 ივნისს (ს.ფ. 7-9), მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „აქვე მოგახსენებთ, რომ როდესაც ახდენდა დანის დემონსტრირებას და შარვლის სათავედან სწევდა დანას, დანის პირი ჩანდა დაახლოებით ათ სანტიმეტრზე, ხოლო სიფართე ჰქონდა დაახლოებით 5 სმ-ი“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მა--------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“ კონსულტანტად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ბ-------–-–---–ი, რომელმაც კონსულტანტ ნ--------------ეს მოსთხოვა ორი კოლოფი სიგარეტის, „მალბოროს“ გადაცემა. ვინაიდან ფულს არ იხდიდა, ნ-----მ უარი განუცხადა სიგარეტის გადაცემაზე. ბ--- ითხოვდა სიგარეტის გადაცემას, რა დროსაც, რამდენჯერმე აიწია მ-----რი და ჯიბეში დაუნახა დანა. აღნიშნული აღიქვა მუქარად და შეეშინდა. ნ-----სა და ბ---ს საუბრის დროს გაიღვიძა ი-----–-------–---–მაც, რომელიც ჩაერთო ბ---სთან საუბარში და უთხრა, რომ აღარ შეეძლო, ვეღარ მისცემდა სიგარეტს. საუბარში, ასევე, ჩაერთო მ-------–-------–---–ი, რომელსაც მოუწოდა ბ---ს დაეტოვებინა ტერიტორია. საუბრის დროს, მ--------–-–---–მა და მისთვის უცნობმა პირმა, ბ---ს ხელი მოჰკიდეს იღლიებში და გაიყვანეს მაღაზიიდან, გარეთ. მოწმის განმარტებით, ნ--------------ე იმყოფებოდა მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ხოლო კლიენტის ადგილზე იდგა ბ-------–-–---–ი. ბ---, ნ-----ს სთხოვდა სიგარეტის გადაცემას, მოთხოვნის დროს, ნ-----ს სამჯერ დაანახა დანა, კერძოდ აიწია მ-----რი. ბ---ს, დანა, ჯიბიდან არ ამოუღია. დანა იყო ვერცხლისფერი, კბილებიანი. ამოცნობის დროს წარუდგინეს სამი ცალი დანა და ამოიცნო ერთი, რომელიც შედარებით ცოტა დიდი იყო.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ი-----–-------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა მაღაზიაში. დაახლოებით 17:00 საათიდან, 18:00 საათამდე იჯდა სავარძელში, რა დროსაც ჩაეძინა და ბ-------–-–---–ის მაღაზიაში შესვლა არ გაუგია. გააღვიძა მოლარის ხმამ, რომელიც იძახდა „ვეღარ მოგცემ სიგარეტს, ბევრი ვალი გაქვს და ვეღარ მოგცემ“. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ერთი ან ორი კაცი იდგა რიგში და ელოდებოდა მოლარეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაუძახა ბ---ს, მისულიყო მასთან. ბ--- ორივე ხელით დაეყრდნო სკამს, რაზეც ი.შ-------–---–ი იჯდა და თავი ახლოს მიუწია. აღნიშნულზე, უთხრა, ნუ გახდიდა იძულებულს დაერეკა პოლიციაში. ბ--- გახდა აგრესიული. საუბრის დროს, მ--------–-–---–მა, მაღაზიაში მყოფი უცხო პირის დახმარებით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შეძლო ბ---ს გაყვანა გარეთ. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიაში იმყოფებოდა ნ--------------ე, მ------–-------–---–ი, მა--------------–--ე, მ--–------------–-–---–ი, თვითონ, ბ-------–-–---–ი და კლიენტები, რომლებიც მოძრაობდნენ მაღაზიაში. მას, ბ-------–-–---–ისთვის დანა არ შეუმჩნევია, შემდეგ გაიგო, რომ ბ---ს ჯიბეში დანა ედო. მისივე განმარტებით, ნ--------------ეს ორი კოლოფი სიგარეტი ან ხელში ეჭირა, ან წინ, ე.წ. „დახლზე“ ედო და ბ-------–-–---–ი თავისუფლად შეძლებდა გატაცებას რომ ნდომოდა. ბ---ს სიგარეტი ალბათ ნისიაზე სურდა, ვიანიდან ნ----- ეუბნებოდა, რომ ბევრი ვალი ჰქონდა და ვეღარ მისცემდა.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, კონსულტანტად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 18:00 საათისათვის, მიირთმევდა საჭმელს და იყო უკან მდებარე ოთახში. მასთან მივიდა მ-–-------–---–ი და უთხრა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ-------–-–---–ი, ითხოვდა სიგარეტს, არ აძლევდნენ, დანა ჰქონდა, მისგან მოდიოდა აგრესიული ფონი და მუქარა. როდესაც გავიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ ბ--- და ი---- საუბრობდნენ. გაიგონა, ი----ს და ბ---ს შორის არსებული საუბარი, ი---- ეუბნებოდა „უფულოდ სიგარეტს არ გაგატანო“, ბ--- ეუბნებოდა „ხო მიცნობ, გამატანეო“, ი---- კი უარს ეუბნებოდა. საუბრის დროს, მანაც უთხრა ბ---ს გასულიყო გარეთ, თუმცა ის აგრძელებდა საუბარს. ბ---ს ჯიბეში ედო დანა, რომელიც ჯიბიდან არ ამოუღია. მხოლოდ მ-----რის აწევის დროს გამოუჩნდა. როდესაც გამოვიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ მ------–-------–---–ს, ნ--------------ეს და მა--------------–--ეს შეშინებული სახეები ჰქონდათ, ხოლო ი---- და ბ--- საუბრობდნენ ერთმანეთში. საუბრის დროს, მაღაზიაში მყოფი კლიენტის დახმარებით, ბ-------–-–---–ი გაიყვანა გარეთ. მოწმის განმარტებით, ადგილზე ყოფნის დროს, ბ-------–-–---–ს დანის გამოყენება არ შეეძლო და ვერც შეძლებდა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 ივნისს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ლ------------ესთან ერთად, ხელმძღვანელობის დავალებით, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო ბ----–-–---–ის მიერ, დააკავეს ბ-------–-–---–ი, საცხოვრებელ სახლში, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ადგილზევე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. დაკავებისა და ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ბ----–-–---–ი გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 21:00 საათიდან, 22:00 საათამდე პერიოდში მიიღო დავალება ხელმძღვანელობისგან ბ-------–-–---–ის დაკავების შესახებ. მეწყვილე ა---------ესთან ერთად, გამოცხადდა ბ----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ბ----–-–---–ი იმყოფებოდა ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში. მოახდინეს ბ----–-–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა. აღნიშნულის შემდეგ კი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–-------–--ემ განაცხადა, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 7 ივნისს, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სუპერმარკეტ „ჰ---–------ზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, გამოკითხა დაზარალებული მა--------------–--ე, რომელმაც დაადასტურა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–--------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ-–---------–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბ-------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რომელშიც, ასევე, მონაწილეობა ბ----–-–---–ის მამა დ---------–-–---–ი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელ სახლში მდებარე მაგიდიდან, ამოღებული იქნა დანა, ბუდის გარეშე.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-----–------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 ივნისს, მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე ი-----–-------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, მისივე თანხმობით, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, ხელის კვლები, ანაწმენდები სახელურებიდან და სკამიდან. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა დალუქული პაკეტები.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 7 ივნისს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ა-----–------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დაადასტურა ხელის მოწერით.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ.პირველაშვილის მომართვის საფუძველზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ბ-------–-–---–ს აუღო სისხლის ნიმუში.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ-------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ჩაატარა ბ----–-–-ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოიღო ბ----–-–---–ის ტანსაცმელი, ჩაატარა დანის ამოცნობა, ბრალი წარუდგინა ბ----–-–---–ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია (მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორც ბანკებიდან, ასევე 112-დან), ბ----–-–---–ის მიმართ.
17. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების ნ-----------–---–--------–--------------ძის დაკითხვა. ასევე, ბრალდების მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
18. 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, აღ--–-----–-------------–ი მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და წარმოადგენს ი-----–-------–---–ის კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ჰ---–------ს“..... სუპერმარკეტ „ჰ---–------ს“ სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება ქვეითთა სავალი ბილიკი და ა----–-----–ის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა....... სუპერმარკეტ ,,ჰ---–-------ს“ მეპატრონემ, ი-----–-------–---–მა, წერილობით განაცხადა თანხმობა, მის კუთვნილ სუპერმარკეტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე...... შენობის შესასვლელი მინებიანი კარის შიდა სახელურებიდან, მარჯვენა და მარცხენა მხრიდან აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად. ასევე, ექსპერტის მიერ სპეციალური ფხვნილით დამუშავებული იქნა კარის მარჯვენა და მარცხენა მხარის მინების შიდა ზედაპირი, საიდანაც მარჯვენა მხარეს მდებარე კარის მინის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი და მარცხენა კარის მინის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად...... მარკეტში, კარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხის კონსტრუქციის დახლის წინ დგას მოყვითალო ფერის, პლასტმასის კონსტრუქციის სავარძელი, რომლის სახელურებიდანაც ექსპერტის მიერ აღებული იქნა ანაწმენდი: 1) მარჯვენა მხრის სახელურიდან და 2) მარცხენა მხრის სახელურიდან, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად.
19. 2018 წლის 7 ივნისის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით, დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–---------–-–---–ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ-----–--------------ის და ბ----–-–---–ის მამის, დ---------–-–---–ის მონაწილოებით, ჩატარებული იქნა ბ-------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე, პირველ სართულზე ხის მაგიდიდან ამოღებული იქნა 18 სმ სიგრძის, დაკბილული მხარის მქონე, პირიანი დანა, რომელსაც აქვს ლითონისა და რეზინის ტარი, დანის პირი ჩაწებებულია კუსტარულად, წებოთი.
20. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ--–------------–-–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
21. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, ნ--------------ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
22. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მა--------------–--ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
23. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ-------–-------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
24. 2018 წლის 9 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ბ-------–-–---–ისგან ამოღებული იქნა „ტანთცმული მონაცრისფრო, მოკლე მკლავიანი მ-----რი და შავი ფერის ჯინსის შარვალი“.
25. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განაჩენით, ბ-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 25 ივნისის N----- მიმართვის თანახმად, ბ-------–-–---–ს (პ/ნ 1----------), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 6 მარტის განაჩენით დაკისრებული სისხლის ჯარიმა 1000 ლარი გადახდილი არ აქვს და ერიცხება დავალიანება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
27. 2018 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–---------–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა შსს სსიპ 112-ის სამსახურიდან გადაგზავნილი N------- შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაფიქსირდა 2018 წლის 7 ივნისს, 18:23 საათზე და რომელშიც ასახულია ოპერატორისა და მ-------–-------–---–ის სატელეფონო საუბარი, კერძოდ: „მ-–-------–---–ი: გამარჯობათ ქალბატონო ზესტაფონიდან გირეკავთ. მაღაზია ჰ---–------ზე არის ზეწოლა, გარეშე პირებთან და ა----–-----–ის ჩვიდმეტია. ძალიან გთხოვთ პატრული მოვიდეს ჩვენამდე. ოპერატორი: ზესტაფონია ქალბატონო? მ-–-------–---–ი: ზესტაფონია კი, ა----–-----–ის ჩვიდმეტი. ჰ---–------- უთხარით და ... ოპერატორი: სახელი, გვარი თქვენი? მ-–-------–---–ი: შ-------–---–---------. ოპერატორი: და ვის მიერ არის ზეწოლა? ზეწოლაში რას გულისხმობთ?. მ-–-------–---–ი: რას ვგულისხმობ და დანით გვადგანან თავზე. ოპერატორი: ვინ არიან ქალბატონო?. მ-–-------–---–ი: არ ვიცი სახელით და გვარებით. ოპერატორი: რას ითხოვენ?. მ-–-------–---–ი: მაღაზიიდან უნდათ წაღება რაღაცეების უფულოდ. ოპერატორი: იარაღით გემუქრებიან ქალბატონო?. მ-–-------–---–ი: დიახ, დანა აქ ჯიბეში. ოპერატორი: ჯიბეში გასაგებია, მაგრამ მუქარა არის დანით ქალბატონო?. მ-–-------–---–ი: დიახ მუქარა არის, მეუბნება, რომ შენ სიცოცხლე გინდაო? და ამოიღებს დანას და იდებს ჯიბეში და ძალიან გთხოვთ გამოუშვით. ოპერატორი ზესტაფონი, ა----–-----–ის ქუჩა ჩვიდმეტი მაღაზია ჰ---–------–-, დაელოდეთ“ (აღნიშნული აუდიო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,...ქ.ზესტაფონში ა----–-----–ის ქუჩა N17 სუპერმარკეტ ჰ---–------–- ყაჩაღობის ფაქტზე პოლიეთილენის სკამის სახელურებიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...მარცხენა სახელურის ანაწმენდი’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ბ-------–-–---–ის (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: ,,...ბრალდებულ ბ-------–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილისაგან, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...მარჯვენა სახელურის ანაწმენდი’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
- პაკეტში, წარწერით: ,,... ქ.ზესტაფონში დ. ა----–-----–ის N17-ში სუპერ მარკეტ „ჰ---–------–-“ ყაჩაღობის ფაქტზე შესასვლელი კარების სახელურებიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე (ობ. N3,4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
- პაკეტში, წარწერით: ,,...ბ. გ--–-–---–ის საც. სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა.’’ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ-------–-–---–ს, ობ. N5-ში არ ვლინდება ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ალელები.
ობ.N6-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
30. დაცვის მახრის მიერ წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით, ბ-------–-–---–ი გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული, მოუხდელი სასჯელის ჯარიმის 1000 ლარის გადახდისაგან.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ-------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 ივნისს, მიდიოდა სახლში, რა დროსაც ქუჩაში შეხვდა ნაცნობი, რომელსაც გამოესაუბრა. ნაცნობმა მას აჩუქა დანა, რომელიც ჩაიდო ჯიბეში და გზა გააგრძელა. შევიდა მაღაზია „ჰ---–------–-“ და ითხოვა სიგარეტი ნისიაზე, თუმცა უარი განუცხადეს. ნისიად სიგარეტი ვ----საც სთხოვა და მანაც უარი უთხრა. უარის მიღების შემდეგ, გამოვიდა მაღაზიიდან და წავიდა სახლში. მას, მაღაზიაში, დანის დემონსტრირება არ მოუხდენია. დანა ედო ჯიბეში და მას მ-----რი ეფარებოდა ზემოდან. საღამოს, სახლში მასთან მივიდნენ პოლიციელები და დააკავეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ამასთან, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად აღწერენ ბ-------–-–---–სა და ნ--------------ეს შორის განვითარებული მოვლენების დეტალებს, კერძოდ, მას, რომ 2018 წლის 7 ივნისს, სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, ბ-------–-–---–სა და ნ--------------ეს შორის მიმდინარეობდა საუბარი, რა დროსაც ბ----–-–---–ი ითხოვდა 2 კოლოფი სიგარეტის გადაცემას, ფულის გარეშე, შემდგომი გადახდით, ე.წ. „ნისიაზე“, რაზეც ნ---------ემ უარი განუცხადა. მიუხედავად უარისა, ბ-------–-–---–ი კვლავ აგრძელებდა სიგარეტის მოთხოვნას და მოთხოვნის დროს, რამდენჯერმე აიწია მ-----რი, რა დროსაც ჯიბეში გამოუჩნდა ვერხლისფერი, ხრახნიანი დანა. დანის დანახვაზე ნ--------------ეს შეეშინდა და გაუჩნდა შიში სიცოცლხის მოსპოვების ან ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე. თუმცა, მიუხედავად მოთხოვნისა, ბ-------–-–---–ს სიგარეტი არ გადასცა.
32. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (სსკ 150-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. როგორც ამ მუხლის დისპოზიციიდან ჩანს, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. პირის ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ: მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა. ამდენად, აქ მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული, ვიდრე სსკ 151-ე მუხლში. ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. აღსანიშნავია, რომ სსკ 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის ის ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს სამართლის ან მორალის ნორმით. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-------–-–---–მა, განხორციელებული ქმედებით, ნ--------------ის მიმართ ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ქმედება - მუქარა, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, მოლარედ. 2018 წლის 7 ივნისს, როდესაც ბ-------–-–---–ი იმყოფებოდა მათთან მაღაზიაში და ითხოვდა სიგარეტის გადაცემას, მ-------–-------–---–მა მიუთითა მას, რომ გასულიყო გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნულზე, ბ-------–-–---–ი შეუტრიალდა იქ მყოფებს და უთხრა, რომ თუ მას დაიჭერდნენ, მას ორი ძმა ჰყავდა და ისინი მოუვლიდნენ. ასევე, ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს. ვინაიდან ბ-------–-–---–ს ჯიბეში ედო დანა და ახდენდა მის დემონსტრირებას მ-----რის აწევით, მისი მხრიდან წარმოთქმული სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ბ-------–-–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ბ--- მ-----რს იწევდა ზევით, მას ჯიბეში უჩანდა ვერცხლისფერი, ხრახნებიანი დანა.
35. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ-------–-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“. 2018 წლის 7 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ემსახურებოდა კლიენტს. მასთან მივიდა თანამშრომელი, მა--------------–--ე და უთხრა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ-------–-–---–ი, რომელსაც ჯიბეში დიდი დანა ედო, ესაუბრებოდა ი-----–-------–---–ს და სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით დაერეკა პოლიციაში. აღნიშნულზე, მივიდა ბ---სთან და მოუწოდა მაღაზიიდან გასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნული სიტყვების თქმის შემდეგ, ბ-------–-–---–ი შეტრიალდა მისკენ და უთხრა, რომ თუ ის პოლიციაში დარეკავდა და დაიჭერდნენ, მას გარეთ ორი ძმა რჩებოდა და ისინი მიხედავდნენ. ამასთან, ორ წუთში დაუმთავრდება ყველაფერს, სიცოცხლეს. ვინაიდან დაინახა, რომ ბ---ს ჯიბეში ედო დანა, მისი სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის განმარტებით ბ--- დანის დემონსტრირებას ახდენდა, კერძოდ იწევდა მ-----რს ზევით, რა დროსაც ჯიბეში ჩანდა, რომ დანა ედო, ვერცხლისფერი, კბილებიანი.
36. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მა--------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“. 2018 წლის 7 ივნისს, მაღაზიაში შევიდა ბ-------–-–---–ი, რომელიც ითხოვდა სიგარეტის გადაცემას. როდესაც მ-------–-------–---–მა მას მოუწოდა დაეტოვებინა ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაურეკავდა პოლიციას, ბ-------–-–---–ი შეტრიალდა იქ მყოფების მიმართ და თქვა, რომ თუ დარეკავდნენ, ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს და ააორთქლებდა. ასევე, თუ დაიჭერდნენ, გარეთ ორი ძმა რჩებოდა და ისინი მიხედავდნენ. ვინაიდან ბ---ს ჯიბეში დანა ჰქონდა, მისი მხრიდან განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა. დაზარალებულის განმარტებით, ბ--- ახდენდა დანის დემონსტრირებას, კერძოდ, მ-----რს იწევდა ზევით, რა დროსაც უჩანდა ჯიბეში არსებული დანა. აღნიშნული მოძრაობა - მ-----რის აწევა, საუბრის დროს, ბ---მ რამდენჯერმე გააკეთა.
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ი-----–-------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა მაღაზიაში, იჯდა სკამზე. ჩაეძინა, როდესაც გაიღვიძა, მაღაზიაში იყო ბ-------–-–---–ი, რომელიც ითხოვდა სიგარეტს გადაცემას. გაესაუბრა ბ---ს და უარი უთხრა სიგარეტის მიცემაზე, ასევე, უთხრა ნუ აიძულებდა პოლიციაში დარეკვას. ამ სიტყვებზე და მ-------–-------–---–ის სიტყვებზე, რომ დარეკავდნენ პოლიციაში, ბ--- გახდა აგრესიული და თქვა, რომ თუ დაიჭერდნენ მას ორი ძმა რჩებოდა გარეთ და ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს. რამდენიმე ხანში, მალხაზმა და უცხო პირმა გაიყვანეს ბ--- გარეთ.
38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, კონსულტანტად. 2018 წლის 7 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში და ისვენებდა, მიირთმევდა საჭმელს, მასთან მივიდა მ-–-------–---–ი და უთხრა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ-------–-–---–ი, რომელსაც დანა ედო ჯიბეში, მისგან მოდიოდა აგრესიული ფონი. როდესაც გავიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ მა--------------–--ე, ნ--------------ე და მ-------–-------–---–ი შეშინებულები იყვნენ, ხოლო ბ--- ესაუბრებოდა ი----ს. როდესაც იქ მყოფებმა ბ---ს უთხრეს, რომ პატრულში დარეკავდნენ, ბ---მ თქვა „დარეკეთ, დამიჭირეთ, ორი ძმა მრჩება გარეთ“. მან, მაღაზიაში მყოფი უცხო პირის დახმარებით გაიყვანა ბ--- მაღაზიიდან. საუბრის დროს, ბ---ს აეწია მ-----რი, რა დროსაც გამოუჩნდა ჯიბეში ჩადებული დანა.
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ-------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ჩაატარა ბ----–-–-ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოიღო ბ----–-–---–ის ტანსაცმელი, ჩაატარა დანის ამოცნობა, ბრალი წარუდგინა ბ----–-–---–ის, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის ბ----–-–---–ის მიმართ.
40. 2018 წლის 7 ივნისის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით, დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–---------–-–---–ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ-----–--------------ის და დ---------–-–---–ის მონაწილოებით, ჩატარებული იქნა ბ-------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე, პირველ სართულზე ხის მაგიდიდან ამოღებული იქნა 18 სმ სიგრძის, დაკბილული მხარის მქონე, პირიანი დანა, რომელსაც აქვს ლითონისა და რეზინის ტარი, დანის პირი ჩაწებებულია კუსტარულად, წებოთი.
41. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ--–------------–-–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
42. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, ნ--------------ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
43. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მა--------------–--ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
44. 2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ-------–-------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ-------–-–---–ს ძალადობის დროს.
45. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...ბ. გ--–-–---–ის საც. სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა.’’ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ-------–-–---–ს, ობ. N5-ში არ ვლინდება ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ალელები.
46. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
47. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების ნ-----------–---–--------–--------------ძის დაკითხვა. ასევე, ბრალდების მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
48. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ-------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 ივნისს, მიდიოდა სახლში, რა დროსაც ქუჩაში შეხვდა ნაცნობი, რომელსაც გამოესაუბრა. ნაცნობმა მას აჩუქა დანა, რომელიც ჩაიდო ჯიბეში და გზა გააგრძელა. შევიდა მაღაზია „ჰ---–------–-“ და ითხოვა სიგარეტი ნისიაზე, თუმცა უარი განუცხადეს. ნისიად სიგარეტი ვ----საც სთხოვა და მანაც უარი უთხრა. უარის მიღების შემდეგ, გამოვიდა მაღაზიიდან და წავიდა სახლში. მას, მაღაზიაში, დანის დემონსტრირება არ მოუხდენია. დანა ედო ჯიბეში და მას მ-----რი ეფარებოდა ზემოდან. საღამოს, სახლში მასთან მივიდნენ პოლიციელები და დააკავეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ამასთან, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად აღწერენ სუპერმარკეტში განვითარებული მოვლენების დეტალებს, კერძოდ, მას, რომ 2018 წლის 7 ივნისს, სუპერმარკეტ „ჰ---–------–-“, ბ-------–-–---–სა და ნ--------------ეს შორის მიმდინარეობდა საუბარი, რა დროსაც ბ----–-–---–ი ითხოვდა 2 კოლიფი სიგარეტის გადაცემას, ფულის გარეშე, შემდგომი გადახდით, ე.წ. „ნისიაზე“, რაზეც ნ---------ემ უარი განუცხადა. საუბარში ჩაერთო მ-------–-------–---–ი და ი-----–-------–---–ი, რომელთაც მოუწოდეს ბ---ს ტერიტორიის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდნენ პატრულში. აღნიშნული სიტყვების გაგებაზე, ბ-------–-–---–ი შეუტრიალდა იქ მყოფებს და უთხრა, რომ თუ პატრულში დარეკავდნენ და დაიჭერდნენ, მას ორი ძმა რჩებოდა გარეთ და ისინი მიხედავდნენ მათ. ასევე, ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს, ააორთქლებდა, დაუმთავრებდა სიცოცხლეს. ბ-------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარა მ-------–-------–---–მა და მა--------------–--ემ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან, საუბრის დროს, ბ-------–-–---–ს დაუნახეს დანა, რომელიც მას ედო ჯიბეში.
49. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
50. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-------–-–---–მა, განხორციელებული ქმედებით, მ-------–-------–---–ის და მა--------------–--ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
51. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგრძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
53. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი 41 და 43).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი 45).
54. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბ-------–-–---–ის საქართველოს სსკ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) მსჯავრდებისა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ კი მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ ბ-------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა ნ--------------ემ განაცხადა, რომ 2018 ლის 7 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზიაში, შევიდა ნასვამ მდგომარეობაში ბ-------–-–---–ი, რომელმაც მას მოსთხოვა ორი კოლოფი სიგარეტი „მალბორო“. როდესაც უარი მიიღო სიგარეტის გადაცემაზე, ბ--- კვლავ სთხოვდა სიგარეტის გადაცემას, ამავდროულად, აიწია მ-----რი, რა დროსაც გამოუჩნდა ჯიბეში მოთავსებული ვერცხლისფერი, კბილებიანი დანა. ვინაიდან ბ---ს უარი განუცხადა სიგარეტის გადაცემაზე, იყო ნასვამი, ის დაჟინებით სთხოვდა სიგარეტის გადაცემას, მის ჯიბეში კი დაინახა დანა, აღნიშნული აღიქვა მუქარად და შეეშინდა. მოწმე მ-------–-------–---–მა განაცხადა, რომ როდესაც მიუახლოვდა ბ---ს და ი----ს, გაიგო მათ შორის არსებული საუბარი, რა დროსაც ი---- იძახდა „რა გინდა ბიძია, ვეღარ გაგატან, რამდენჯერ გაგატანო სიგარეტი ნისიადო“. მოწმე მა--------------–--ემ განაცხადა, რომ ნ-----სა და ბ---ს საუბრის დროს, გაიღვიძა ი-----–-------–---–მაც, რომელიც ჩაერთო ბ---სთან საუბარში და უთხრა, რომ აღარ შეეძლო, ვეღარ მისცემდა სიგარეტს. მოწმე ი-----–-------–---–მა განაცხადა, რომ გააღვიძა კონსულტანტის ნ--------------ის ხმამ, რომელიც იძახდა, „ვეღარ მოგცემ სიგარეტს, ბევრი ვალი გაქვს და ვეღარ მოგცემ“. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ერთი ან ორი კაცი იდგა რიგში და ელოდებოდა მოლარეს. ასევე, მაღაზიაში იყვნენ კლიენტები, რომლებიც მოძრაობდნენ. საუბრის დროს, მ--------–-–---–მა, მაღაზიაში მყოფი უცხო პირის დახმარებით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შეძლო ბ---ს გაყვანა გარეთ. მისივე განმარტებით, ნ--------------ეს ორი კოლოფი სიგარეტი ან ხელში ეჭირა, ან წინ, ე.წ. „დახლზე“ ედო და ბ-------–-–---–ი თავისუფლად შეძლებდა გატაცებას, რომ ნდომოდა. ბ---ს სიგარეტი ალბათ ნისიაზე სურდა, ვინაიდან ნ----- ეუბნებოდა, რომ ბევრი ვალი ჰქონდა და ვეღარ მისცემდა. მოწმე მ--–------------–-–---–მა კი განაცხადა, რომ როდესაც გავიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ ბ--- და ი---- საუბრობდნენ. გაიგონა, ი----ს და ბ---ს შორის არსებული საუბარი, ი---- ეუბნებოდა „უფულოდ სიგარეტს არ გაგატანო“, ბ--- ეუბნებოდა „ხო მიცნობ, გამატანეო“, ი---- კი უარს ეუბნებოდა. როგორც უკვე სასამართლომ აღნიშნა, ყაჩაღობა განეკუთვნება ფორმალური შემადგენლობის დანაშაულთა რიცხვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, დაეუფლა თუ არა დამნაშავე სხვის ქონებას. ხსენებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა. ამდენად, იმისთვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს ყაჩაღობა, საჭიროა დადგინდეს, რომ: 1. იგი თავს დაესხა დაზარალებულს ქონების დაუფლების მიზნით; 2. თავდასხმისას ადგილი ჰქონდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ასეთი ძალადობის მუქარას. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან.
55. განსახილველ შემთხვევაში არ იქნა დადასტურებული დანაშაულის სუბიექტური მხარე, კერძოდ, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების შედეგად: სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ-------–-------–---–ის, მა--------------–--ის, ი-----–-------–---–ის და მ--–------------–-–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ როდესაც ბ-------–-–---–ი ნ--------------ეს სთხოვდა ორი კოლოფი სიგარეტის გაცემას, ის მას თავს არ დასხმია სიგარეტის წართმევის მიზნით. სიგარეტს ითხოვდა შემდგომი გადახდის, ე.წ. „ნისიის“ სანაცვლოდ. ის გარემოება, რომ ბ-------–-–---–ს არ ამოძრავებდა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ი.შ-------–---–ის ჩვენებით, რომ ბ-------–-–---–ს ხელი მიუწვდებოდა მაღაზიაში არსებულ სასურველ პროდუქტზე - სიგარეტზე, რადგან როგორც მოწმის ჩვენებით დადასტურდა, ბ-------–-–---–თან საუბრის დროს, ნ--------------ეს სიგარეტები ან ხელში ეჭირა, ან ე.წ. „დახლზე“ ჰქონდა განთავსებული და სურვილის შემთხვევაში, ბ--- შეძლებდა მის დაუფლებას. თუმცა, ბ-------–-–---–ს სიგარეტისთვის ხელი არ უხლია. სწორედ ის გარემოება, რომ ბრალდებულს სუბიექტურადაც შეეძლო მიზნის მიღწევა და მოცემულ შემთხვევაში ადგილზე შექმნილი სიტუაცია ობიექტურადაც აძლევდა სასურველი ნივთების დაუფლების სრულ შესაძლებლობას, ამ ნივთების ხელუხლებლად დატოვება და არაფრის წაღება მიუთითებს იმაზე, რომ ბ-------–-–---–ს არ ამოძრავებდა ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი, ვინაიდან მას თავისუფლად შეეძლო დაუფლებოდა სასურველ ნივთებს. ამდენად, სახეზე არ არის ყაჩაღობისათვის სავალდებულო ისეთი აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა ქონების დაუფლების მიზანი, ურომლისოდაც ყაჩაღობაზე საუბარი შეუძლებელია, რამდენადაც ყაჩაღობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და თუკი დამნაშავეს არ ამოძრავებს ქონების მართლსაწინააღდეგო დაუფლების მიზანი, ასეთ პირობებში ყაჩაღობაზე საუბარი უსაფუძვლოა.
56. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
სამართლებრივი შეფასება:
57. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
60. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით ბ-------–-–---–მა ჩაიდინა: 1) იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) მუქარა, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბ-------–-–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბ-------–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
61. სასამართლო, ბ-------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მ--–------------–-–---–ის, ნ--------------ის, მა--------------–--ის და მ-------–-------–---–ის მიერ დანის ამოცნობის ოქმებს, ვინაიდან მათი მოპოვების დროს დარღვეული იქნა საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის არსებითი მოთხოვნები, კერძოდ: საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანის ამოცნობის ოქმებით და თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ მ--–------------–-–---–ისათვის, ნ--------------ისათვის, მა--------------–--ისათვის და მ-------–-------–---–ისათვის წარდგენილი იქნა 3 დანა. წარდგენილი სამივე დანა რადიკალურად განსახვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, ერთი დანა იყო მთლიანად ვერცხლისფერი, დანის ტართან, ზედა მხრიდან, სამი, პატარა დაკბილვით. მეორე დანა იყო ტარზე შავი, პირით ვერცხლისფერი. ვერცხლისფერი პირზე, ზედა მხრიდან, ტართან ახლოს დაკბილვებით, ხოლო მესამე დანა იყო მთლიანად შავი და მას დაკბილვები, განსხვავებით წინა ორი დანისგან ჰქონდა ლესილ პირზე, ტართან ახლოს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ--------------ემაც მიუთითა ამოსაცნობი ნივთების - დანების არაერთგაროვნებაზე, კერძოდ განაცხადა, რომ მხოლოდ ამოცნობილ დანას ჰქონდა ხრახნები. აღნიშნული განმარტება, სრულ თანხვედრაში მოდის ამოცნობის ოქმზე დართულ სურათებთან, საიდანაც ნათელია, რომ ამოცნობილ დანას უფრო მეტი ხრახნი გააჩნდა ვიდრე დანარჩენ ორს, ამასთან, ორ დანაზე, ხრახნების ადგილმდებარეობა რადიკალურად განსხვავედებოდა ვიდრე ამოცნობილზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოცნობის დროს მ--–------------–-–---–ისათვის, ნ--------------ისათვის, მა--------------–--ისათვის და მ-------–-------–---–ისათვის მოხდა არაერთგვაროვანი ნივთების წარდგენა. შესაბამისად, მტკიცებულებები დაუშვებელია და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აღნიშნულ ნაწილში, ასევე, დაუშვებელია მოწმეების ჩვენებების გაზიარებაც.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
62. ბ-------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
63. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
64. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
65. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
66. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებები, მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია, საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ-------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით; საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 7 ივნისიდან. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
67. რაც შეეხება ბ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ბ-------–-–---–ს, არ ჰქონდა მოხდილი 2009 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით, ბ-------–-–---–ი გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული, მოუხდელი სასჯელის ჯარიმის 1000 ლარისაგან. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას, ბ-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
68. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
ბ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით;
საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 7 ივნისიდან;
მსჯავრდებულ ბ-------–-–---–ს, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის (სუპერმარკეტ ,,ჰ---–-------ს’’) დათვალიერების დროს ამოღებული - შენობის შესასვლელი კარების შიდა მხარის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები; შესასვლელი კარის მარჯვენა და მარცხენა მხარის მინებიდან ამოღებული ხელის ორი კვალი; პლასტმასის სავარძლის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან აღებული ანაწმენდები, ბ-------–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბ-------–-–---–თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული მონაცრისფრო ფერის მ-----რი და შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ბ-------–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-იდან გადმოგზავნილი CD დისკი და ბ-------–-–---–ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზ------ ბალავაძე