გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
611210018002737089
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N611210018002737089

N2/5---18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.03.2019 წ. ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–-- მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ტ------ მ--------ა,მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი,მოპასუხე - ა----– ტ--------------ი,არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ------ ს--------–---

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ტ------ მ--------ა ითხოვს ა----– ტ--------------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, ასევე მისთვის ალიმენტის დაკისრებას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ტ------ მ--------ა და ა----– ტ--------------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2009 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2010 წლის 16 ივლისს დაბადებული ა------ ტ--------------ა, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ო---- ტ--------------ი და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებული ი-------- ტ--------------ა. მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის ივლისის თვემდე. წლების განმვლობაში მოპასუხე მას სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მას დაშორებოდა. ტ------ მ--------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ოჯახში, მ--------–-- რაიონის სოფელ კ--------ში. შვილების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა არ არსებობს. ტ------ მ--------ას ნათესავები ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას საჭიროების შემთხვევაში სურს შვილებთან ერთად შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა და უკან დაბრუნება ერთი წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით. ა----– ტ--------------თან კი ვერ მიაღწია თანხმობას, რათა ნებაყოფლობით, სანოტარო წესით მიენიჭებინა მისთვის უფლებამოსილება, რომლითაც შეძლებდა საჭიროების შემთხვევაში ბავშვებიანად ქვეყნიდან გასვლას და დაბრუნებას. ამასთან, ა----– ტ--------------ი ასევე არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს ტ------ მ--------ას შვილების რჩენაში, რაც მოსარჩელეს მარტოს ძალიან უჭირს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ა----– ტ--------------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა იმგვარად, რომ ტ------ მ--------ას მიეცეს მისი თანხმობის გარეშე ბავშვებისათვის პასპორტის აღებისა და მათი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანისა და შემოყვანის უფლება წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით, ასევე მოპასუხისათვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალმენტის სახით ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მიუთითა, რომ ბავშვების საქართველოდან გაყვანა სურს უქმე და დასვენების დღეებში, ასევე არდადეგებზე, ამასთან, ა. ტ--------------ის განმარტების საპასუხოდ განმარტა, რომ ტ. მ--------ას მეორე ოჯახი არ შეუქმნია, ცხოვრობს საქართველოში და არ აპირებს სხვაგან საცხოვრებლად წასვლას. ის პერიოდულად მიდის ა------------ში, ვინაიდან იქ ყიდულობს წვრილმან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტანსაცმელს, რასაც შემდეგ ჰყიდის საქართველოში, რათა თავი ირჩინოს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ა----– ტ--------------მა სასამართლოში წერილობითი შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, თანხმობა განაცხადა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე, და მიუთითა, რომ მას მოსარჩელისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი, მოსარჩელე უჩივლებდა და ამაზე მოხდებოდა ადეკვატური რეაგირება. მოსარჩელე მეუღლის ოჯახიდან წავიდა არა მისი ბრალით, არამედ როცა მოპასუხე იმყოფებოდა სვანეთში სამუშაოდ და სახლში არ იყო, გაიჩინა საყვარელი და მას გაჰყვა ცოლად. მოსარჩელე ცოლად გაჰყვა ა------------ის მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ა------------ის რესპუბლიკაში და ბავშვებს წაიყვანს საქართველოდან, უკან აღარ დაბრუნებს. ის არ უთითებს სარჩელში წლის რომელ დროს უნდა კონკრეტულად ბავშვების წაყვანა საქართველოდან. ბავშვების საქართველოს საზღვრის მიღმა გაყვანა არ ემსხურება მათ კეთილდღეობას. მოსარჩელე მხარემ თუ მოახერხა ბავშვების საქართველოდან წაყვანა, ის მათ უკან აღარ დააბრუნებს და ბავშვები აღმოჩნდებიან სხვა ქვეყანაში დაუცველები, საცხოვრებელი სახლის გარეშე უპატრონოდ.

სასამართლო სხდომაზე ა----– ტ--------------მა განმარტა, რომ არ არის თანახმა ბავშვებმა აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ალიმენტს რაც შეეხება, მას აქვს ბანკის ვალები, რომელსაც ვერ იხდის, როცა ექნება საშუალება, 100-150 ლარს გადაუხდის. ჰყავს მოხუცი მამა, რომელსაც ძლივს უვლის, მას არც საქონელი არ ჰყავს და არც არაფერი გააჩნია.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

არასრულწლოვანების წარმომადგენელმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მ------ ს--------–---მ განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა ვიზიტები როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე მხარის საცხოვრებელში, მოახდინა არასრულწლოვანების, მათი საცხოვრებელი გარემოს შეფასება და მათი აზრის დაფიქსირება დავის საგანთან მიმართებაში. ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად. არასრულწლოვანებმა ა------ და ო---- ტ--------------ებმა სოციალურ მუშაკთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ სურთ დედასთან ცხოვრება, ხოლო დასმულ შეკითხვაზე, სურთ თუ არა მამასთან ურთიერთობა, ისე რომ ვერ დაასახელეს მიზეზი, განაცხადეს, რომ არ სურდათ მამასთან ურთიერთობა. ბავშვებმა ასევე განაცხადეს, რომ მამასთან იშვიათად აქვთ ურთიერთობა. რაც შეეხება არასრულწლოვან იარმურ ტ--------------ას, იგი არ შევიდა კონტაქტში სოციალურ მუშაკთან და არ გასცა პასუხი მისთვის დასმულ შეკითხვებს. არასრულწლოვანების წარმომადგენლის რეკომენდაციით ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ორივე მშობელთან ურთიერთობა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვნების პასპორტის აღებასთან და მათ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე ეთანხმება, თუკი ბავშვების საზღვრებს მიღმა გაყვანა საფრთხეს არ შეუქმნის რომელიმე მშობელთან დაშორებას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მათ სწავლა-განათლებას, არ ჩამორჩებიან სწავლას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ტ------ მ--------ა და ა----– ტ--------------ი 2009 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2010 წლის 16 ივლისს დაბადებული ა------ ტ--------------ა, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ო---- ტ--------------ი და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებული ი-------- ტ--------------ა.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5, 2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 18, 19, 20).

 

3.1.2. 2018 წლის ივლისში მხარეები დაშორდნენ. ტ------ მ--------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ოჯახში, მ--------–-- რაიონის სოფელ კ--------ში. ა. ტ--------------ი მოსარჩელესთან დაშორების შემდეგ დაოჯახდა მეორედ.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 3, 5, 2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 11:30:18-11:30:28 სთ.);

- ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმა (ს. ფ. 51).

 

3.1.3. ა----– ტ--------------ი არ არის თანახმად, რომ ტ------ მ--------ამ აუღოს შვილებს პასპორტი და გაიყვანოს ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 35, 37, 2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ტ------ მ--------ას ა------------იდან ჩამოაქვს ტანსაცმელი და წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰყიდის საქართველოში, რაც წარმოადგენს მისი შემოსავლის წყაროს.

მტკიცებულება:

- მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:30:48-11:31:58).

 

3.2.2. ა----– ტ--------------ი პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, რიგ შემთხვევებში მძღოლად, რიგ შემთხვევებში - მუშად.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:38:45-11:39:06 სთ.);

- ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმა (ს. ფ. 50, 52).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------ მ--------ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-199-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ტ------ მ--------ას სარჩელი ა----– ტ--------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 130 ლარის დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგო----ეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგო----ეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ ორივე მხარეს აქვს გარკვეული შემოსავალი, კერძოდ, მოსარჩელეს ა------------იდან საქართველოში ჩამოაქვს და ვაჭრობს ტანსაცმლითა და წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთებით, ხოლო მოპასუხე პერიოდულად მუშაობს ხან მძღოლად, ხან მუშად, ამასთან, მოსარჩელე დამოუკიდებლად ზრუნავს სამი არასრულწლოვანის რჩენასა და აღზრდაზე, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგო----ეობის გათვალისწინებით, 2010 წლის 16 ივლისს დაბადებული ა------ ტ--------------ას, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ო---- ტ--------------ის და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებული ი-------- ტ--------------ას რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 100 ლარის ოდენობით ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. მ--------ას მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია.

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგო----ეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

სასამარლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულით აღიარებულ ბავშვის სპეციალური დაცვისა და ზრუნვის საჭიროებაზე, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

ანალოგიური სულისკვეთებითაა განმსჭვალული საქართველოს სამოქალაქო კოდექსშის შესაბამისი დებულებები, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, როგორც უკვე აღინიშნა, პირდაპირ მიუთითებს შვილების მიმართ მშობლებს თანაბარ უფლება-მოვალეობებზე. აღიარებულია პრინციპი, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. თუმცა ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგო----ეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ტ. მ--------ა ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვებს პასპორტი და წაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემოიყვანოს საქართველოში მამის თანხმობის გარეშე, წლის განმავლობაში სამი თვით, უქმე და დასვენების დღეებში, ასევე არდადეგებზე.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, 16 წლამდე არასრუწლოვნის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, ბავშვებისათვის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებდა მათი მამა. უარის თქმის საფუძვლად ის უთითებს, რომ თუ მოსარჩელე ბავშვებს პასპორტს აუღებს, ის მათ საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად წაიყვანს ა------------ში.

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრულწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი, რომ არასრულწლოვანი ბავშვები არის საქართველოს მოქალაქეები, ამასთან, ცხოვრობენ და სწავლობენ საქართველოში. ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ მათ პასპორტი არ აქვთ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტ. მ--------ა პერიოდულად მისი ა------------ის რესპუბლიკაში, რაც მის საქმიანობას - ვაჭრობას უკავშირდება.

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვების ინტერესებს შეესაბამება არ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება (რაც საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა), არამედ ასევე დასვენება, განვითარება, სხვა ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა, ნათესავებთან ურთიერთობა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მათივე სხვა, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც შეიძლება იყოს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვები მუდმივად იმყოფებიან დედის მზრუნველობაში და ზედამხედველობის ქვეშ. სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მოპასუხის განმარტების საწინააღმდეგ მიუთითა, რომ ბავშვები მამასთან სურვილს არ გამოთქვამენ, რაც ხაზს უსვამს მათ მიჯაჭვულობას დედასთან. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მამასთან ურთიერთობისათან მიმართებაში ბავშვების მოსაზრებები არ ყოფილა სასამართლოს საგანგებო კვლევის საგანი, ვინაიდან ის არ წარმოადგენს დავის საგანს.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ინტენსივობით ჰქონდა მოცემულ პერიოდამდე ურთიერთობა ა. ტ--------------ს შვილებთან, კანონმდებლობა, და შესაბამისად, სასამართლოც, აღიარებს მამის უფლებას ჰქონდეს სისტემატური კავშირი თავის შვილებთან, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში, თავისი წვლილი შეიტანოს მათ სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, თუმცა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდი შეზღუდული იქნება სამი თვით წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ხელს ვერ შეუშლის ა. ტ--------------ს შვილებთან ურთიერთობაში.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი იძულებით აღსრულება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის. გარდა ამისა, ბავშვთან დაკავშირებული უფლებების რეალიზებისათვის გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ მოსარჩელის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ვადა გადააჭარბებს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------ მ--------ას ეს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ა----– ტ--------------ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 16 ივლისს დაბადებული ა------ ტ--------------ას, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ო---- ტ--------------ის და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებული ი-------- ტ--------------ას მიმართ საქართველოს პასპორტის აღებისა და მამის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში ტ------ მ--------ას სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე ა----– ტ--------------ს ტ------ მ--------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 130-130-130 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. შესაბამისად, მისი ამ მოთხოვნის ფასი შეადგენდა (130+130+130X12) 4680 ლარს, რომლის 3%-ია 140,4 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს (140,4/2=70,2 ლარს). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 100-100-100 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს (300X12/100X3/2) 54 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ტ------ მ--------ას სარჩელი ა----– ტ--------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა----– ტ--------------ს ტ------ მ--------ას სასარგებლოდ შვილების - 2010 წლის 16 ივლისს დაბადებული ა------ ტ--------------ას, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ო---- ტ--------------ის და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებული ი-------- ტ--------------ას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა, 2018 წლის 26 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. ა----– ტ--------------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება იმგვარად, რომ ტ------ მ--------ას მიეცეს უფლება ა----– ტ--------------ის თანხმობის გარეშე აუღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი 2010 წლის 16 ივლისს დაბადებულ ა------ ტ--------------ას, 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებულ ო---- ტ--------------ს და 2014 წლის 15 იანვარს დაბადებულ ი-------- ტ--------------ას და გაიყვანოს ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით, უქმე და დასვენების დღეებში და არდადეგებზე.

 

4. ა----– ტ--------------ს ტ------ მ--------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. ა----– ტ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი