გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
820310018002534390
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 82031001800-534390 (3-69/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი

მოსარჩელე : ნ---- ტუ---ე

წარმომადგენელი: მუ------------აძე

მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ლე---------ძე

მესამე პირი: ც---–- ა------ე

წარმომადგენელი: რა--------ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ნოემბრის N 1--- და N 12-- ბრძანებები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 8 მაისის N 4-- ბრძანება ც---–- ა------ეზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2016 წლის 18 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული N12-- ბრძანებით შეთანხმებულ იქნა სოფ. ფ-----ში მცხოვრებ ც---–- ა------ის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი. 2017 წლის 08 მაისს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული იქნა ც---–- ა------ეზე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ნებართვა N000-32 და N4-- ბრძანებით დამტკიცდა სამშენებლოდ მიწის გამოყენების პირობები. წარმოდგენილ დოკუმენტაციას-რეკონსტრუქციის პროექტს თან ახლდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებისა და სიტუაციური გეგმები. ამ გეგმებიდან აშკარად ჩანს, რომ პროექტი არებითად ცვლის ც---–- ა------ის საკუთრებაში არებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს, შენობის ნაწილი გადმოსულია საერთო სარგებლობის სამანქანე გზის ნაწილზე ისე, რომ არავითარი წერილობითი მტკიცებულება ამ ნაწილის ც---–- ა------ის საკუთრებაზე არ არსებობს. მშენებლობის ორგანიზების თანდართულ პროექტში მითითებები სახნძრო უსაფრთხოების შესახებ თავში მე-3-ე პუნქტში ნათლად და გარკვევითაა მოთხოვნა, რომ მას სახანძრო მანქანის გასავლელი გზები უნდა იყოს გამართული წლის ნებისმიერ დროს, შესასვლელი ჭიშკრის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 4 მეტრი.

ც---–- ა------ის ნაკვეთის უშუალო მომიჯნავედ ცხოვრობს მოსარჩელე ნ---- ტუ---ე. ეს უკანასკნელი და კიდევ რამოდენიმე ოჯახი სარგებლობს ერთადერთი სამანქანე მისასვლელი გზით, რომლის სიფართე საკადასტრო საზღვრების დადგენის ცნობაში და სქემატურ ნახაზში მითითებულია 3,8მ. და განსაზღვრულია შესაბამისი კოორდინატები, სახლის რეკონსტრუქციისა და სამშენებლოდ მიწის გამოყენების პირობების გაცემისა და დამტკიცებისას არსებითად არ ყოფილა შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები, არ გარკვეულა რა საფუძველზე შედგა სამანქანე გზის ნაწილზე პროექტი მაშინ, როცა ც---–- ა------ეს საჯარო რეესტრის მიხდევით აწერია 101 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მიუხედავად გზის ნაწილის მითვისებისა ეს ზომა არ შეცვლილა და კვლავ 101 კვ.მ. ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული.

პროექტს ერთვის სამი მოქალაქის განცხადება დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რომლებიც თანხმობას უცხადებენ ც---–- ა------ეს სახლის რეკონსტრუქციაზე, სართულის დაშენებაზე, კიბისა და ღობების მოწყობაზე, არცერთი მათგანი არ არის ც---–- ა------ის მოსაზღვრე მეზობელი, განსხვავებით ნ---- ტუ---ისგან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მას და რომლის უფლებები და კანონიერი ინტერესები აშკარად იქნა შელახული გამგეობის ადმინისტრაციული აქტებით, რაც საფუძველი გახდა მეზობლური კონფლიქტებისა. ც---–- ა------ე და ნ---- ტუ---ე ცხოვრობდნენ გ--------------ის ქუჩაზე, განსხვავებით თანხმობის მიმცემი ე.წ. მეზობლებისა. ამ ადმინისტრაციული აქტების სისრულეში მოყვანით ნ---- ტუ---ე ვერ ისარგებლებს საერთო სარგებლობის სამანქანე გზით და დარღვეულია სახანძრო წესებიც. ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზ.ა.კ. 32-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნები. ადმინსტრაციული აქტები გამოიცა ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლის გარეშე, რაც ამ აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ---- ტუ---ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განაცხადა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეში მესამე პირად ჩართული ც---–- ა------ე და მისი წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას. მიიჩნევენ რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მშენებლობა მიმდინარეობს ც---–- ა------ის კუთვნილ ნაკვეთზე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნ---- ტუ---ეს აქვს სხვა მისასვლელი გზაც და მისი დავა წამოწყებულია ც---–- ა------ის დასჯის მიზნით, რადგანაც მასთან აქვს მეზობლური კონფლიქტი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ც---–- ა------ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-----ში საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 110 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მანსარდით და მის რეკონსტრუქციაზე თანხმობის გასაცემად 2016 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ც---–- ა------ის განცხადება თანდართული მასალებით

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ნოემბრის N 1--- ბრძანებით დამტკიცდა ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო ამავე რიცხვის N 12-- ბრძანებით შეთანხმებული იქნა სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ნოემბრის N 1--- და N 12-- ბრძანებები.

 

4.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 8 მაისის N 4-- ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 8 მაისის N 4-- ბრძანება

- მშენებლობის სანებართვო მოწმობა №000-32.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს ც---–- ა------ის საცხოვრებელ სახლზე მშენებარე კიბის ადგილის ც--–- ა------ის კუთვნილების საკითხი. მოსარჩელე აცხადებს, რომ კიბე გადმოსულია საერთო სარგებლობის სამანქანე გზის ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს ც---–- ა------ის საკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის’’ 2019 წლის 14 იანვრის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებულ ს/კ 2----------- ნაკვეთის 2010 წლის რეგისტრაციის მიხედვით მიწის ნაკვეთის საზღვრებს სცილდება გზის მხარეს, ხოლო 29/09/2016 წ. რეგისტრაციის თანახმად, სახლზე მიშენებული კიბე მიწის ნაკვეთის საზღვრებს ფაქტიურად არ სცილდება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე 831 მუხლით, იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა სხვადასხვა გარემოებები.

 

მოპასუხის წარმომადგენელი და მესამე პირი არ დაეთანხმნენ შუამდგომლობას, მოითხოვეს საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა

- შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობაზე

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ნ---- ტუ---ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილება,-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ნოემბრის N 1--- და N 12-- ბრძანებები, 2017 წლის 8 მაისის N 4-- ბრძანება და №000-32 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.2. . ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა:

ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);

ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;

გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;

დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც---–- ა------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განტავსებულ ერთსართულიანი შენობის რეკონსტრუქციის მიზნით განხორციელების თაობაზე მოთხოვნით. აღნიშნული კი თავის მხრივ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას.

 

7.3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა ეს არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

7.4. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების IX თავით (42-45-ე მუხლები) მოწესრიგებულია მშენებელობის ნებართვის გაცემის წესის პირველი სტადია- მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცების წესი.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 42.1 მუხლის თანახმად, ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე დადგენილების 43.5 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე შენობა–ნაგებობის მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს:

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს;

გ) მიწის ნაკვეთის განმწვანების კოეფიციენტს;

დ) შენობა–ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას;

ვ) შენობა–ნაგებობის სართულიანობას და გაბარიტებს;

ზ) სამშენებლო მოენდის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;

თ) საჭიროების შემთხვევაში ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I-ლი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულების და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნებართვის მაძიებლის ც---–- ა------ის მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოიცავდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 43-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს. შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 8 მაისის N 4-- ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე.

 

7.5 მოსარჩელე მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სახლზე მიშენებული კიბე გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, თუმცა აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებართვის მაძიებლის ც---–- ა------ის მიერ წარდგენილი სამშენებელო დოკუმენტის პროექტი სრულად პასუხობდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 73-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

7.6 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილების 54.1 მუხლის თანახმად, მშენებელობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

 

თავის მხრივ ,,ლიზენციებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, -დასახელებული მუხლის თანახმად, ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს.

გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

 

ამდენად, იმ პირობებში მაშინ როდესაც ნებართვის მაძიებლის ც---–- ა------ის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №5- დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო და სახეზე არ იყო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გაცემაზე, შესაბამისად მიღებული ბრძანებები სანებართვო მოწმობა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებივი საფუძველი.

 

7.7 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ---- ტუ---ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

მოწინააღმდეგე მხარის ც---–- ა------ის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების თანხის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0- ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ც---–- ა------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფ----- (საკადასტრო კოდი N 2-----------) მშენებლობის გაგრძელება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, მე-12, მე-17 მე-19, 22-ე, 32-ე, 34 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-3-2-4-ე, 2-7-2-9-ე, 256, 25--ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ---- ტუ---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

 

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0- ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ც---–- ა------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფ----- (საკადასტრო კოდი N 2-----------) მშენებლობის გაგრძელება საქმეზე სასამართლო დავის დასრულებამდე.

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. მოსარჩელე ნ---- ტუ---ეს მესამე პირის ც---–- ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე.