გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
330210118002334198
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6768-1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 თებერვალი, 20-9 წელი ქ. თ---–---

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - მა------------ი

წარმომადგენელი - ხა--------------–-–---–ი

მოპასუხე - გი--------–---–ი

წარმომადგენელი – ირ---–----–-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-3 წელს მითვისებული თანხის - 80 000 ლარის დაკისრება.

1.2. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-3 წელს მითვისებული თანხის - 80 000 ლარის სარგებლის წლიური 9%-ის დაკისრება 20-3 წლის 0- ივლისიდან სარჩელის შემოტანამდე 33 600 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის შემოტანიდან 20-8 წლის 05 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში წლიური 7000 ლარის ოდენობით.

1.3. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-4 წელს მითვისებული თანხის - 25-- ლარის დაკისრება.

1.4. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-4 წელს მითვისებული თანხის - 25-- ლარის სარგებლის წლიური 9%-ის დაკისრება 20-4 წლის 12 თებერვლიდან სარჩელის შემოტანამდე 900 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის შემოტანიდან 20-8 წლის 05 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში წლიური 225 ლარის ოდენობით.

1.5. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-4 წელს მითვისებული თანხის - 4000 ლარის დაკისრება.

1.6. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 20-4 წელს მითვისებული თანხის - 4000 ლარის სარგებლის წლიური 9%-ის დაკისრება, 20-4 წლის 25 აგვისტოდან სარჩელის შემოტანამდე 1320 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის შემოტანიდან 20-8 წლის 05 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში წლიური 360 ლარის ოდენობით.

1.7. გი--------–---–ისათვის მა------------ის სასარგებლოდ 1-97,22 ლარის დაკისრება, რომელიც წარმოადგენს 20-3 წელს მოპასუხის მიერ საკუთარი და მისივე ოჯახის წევრების სასარგებლოდ გადარიცხული კომუნალური გადასახადების თანხებს.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ------ კ------ წარმოადგენს შპს ,,დ----“-ს ერთადერთ პარტნიორსა და დამფუძნებელს, დღიდან მისი რეგისტრაციისა და ამავე კომპანიის დირექტორს. კომპანია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 2005 წელს და დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კომპანიის ბუღალტრად 2007 წლიდან მუშაობდა მოპასუხე გი--------–---–ი. მოსარჩელე მ------ კ-------, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, 20-8 წლის იანვარში, სათანადო შემოწმების შედეგად გაარკვია, რომ გი--------–---–ი წლების განმავლობაში ეწეოდა კომპანიისა და მისი დამფუძნებლის თანხების მითვისებას, რამაც შეადგინა ათასეული ლარები, რის დაკისრებასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით. მოპასუხე მხარის მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა განსაკუთრებული ნდობა. მოპასუხე აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა ,,ორისის“ მეშვეობით საბანკო და საბიუჯეტო გადარიცხვებს. მოსარჩელეს აზრადაც არ მოსვლია, რომ მოპასუხე მიითვისებდა მოსარჩელის კუთვნილ დივიდენდებს, მას არც გააგებინებდა, ასევე გადაიხდიდა თავისი ბინის, შვილის - შ--–-- ს----–---–--- და შვილიშვილის - ლ---- ს----–---–-- კუთვნილი ბინების სააბონენტო გადასახადებს მოსარჩელის კუთვნილი კომპანიის შპს ,,დ----“-ს ანგარიშებიდან. 20-3 წლიდან და 20-7 წლამდე გი--------–---–ის მიერ არამართლზომიერად, უნებართვოდ და სისხლის სამართლებრივად დარღვევადი დანაშაულის ჩადენით მითვისებულია ჯამურად დივიდენდის სარჩულით სხვადასხვა დროს 88 097 ლარის ოდენობით თანხა, როგორც ძირითადი თანხები. მოპასუხე გი--------–---–ს ძირითად თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს დამატებითი თანხები, მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 9%-ის ოდენობით, ვინაიდან მოცემული თანხები უკვე წლებია მასთანაა და მოსარჩელე მ------ კ------ს თანხები უნებართვოდ განკარგა. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათი მითვისებიდან სარჩელის შემოტანამდე უკვე ფიქსირებული სარგებლის თანხები ყოველწლიურად მითვისებული ჯამური თანხებიდან, ხოლო შემდეგ სარჩელის შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში სარგებელი წლიური 9%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებს.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სასამართლოს 20-9 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:22:47-12:46:07).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, ამასთანავე, განმარტა, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

 

მოსარჩელეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება მითითებულ თანხებზე, რადგან თანხა გადაირიცხა კომპანიის ანგარიშიდან, ხოლო მოსარჩელე ვერ ადასტურებს მითითებული თანხების დივიდენდის სახით მიღებას. ამასთან, გი--------–---–ის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ემსახურებოდა მ------ კ------ს მხრიდან ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, გი--------–---–ის მიერ მ------ კ------სათვის სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნებას.

 

(იხ. მოპასუხის შესაგებელი ს.ფ. 165-174, მოპასუხის ახსნა-განმარტება - სასამართლოს 20-9 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:46:12-13:35:59).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,დ------“ 24.11.2005 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენს მ------ კ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 41-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,დ------“-ში 2007 წლიდან ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა მოპასუხე გი--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 85-121);

 

3.1.3. შპს ,,დ------“-ს სახელით გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წელს სხვადასხვა დროს გადარიცხული იქნა თანხა ჯამში 865-- ლარის ოდენობით, კერძოდ 20-3 წლის 0- ივლისს 80 000 ლარი, 20-4 წლის 12 თებერვალს 25-- ლარი და 20-4 წლის 25 აგვისტოს 4000 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 50-52);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 85-121);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. შპს ,,დ------“-ს სახელით გი--------–---–ის კუთვნილი კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით 20-3 წლის 1- თებერვლიდან 20-3 წლის 21 ივნისის ჩათვლით გადარიცხული იქნა თანხა ჯამში 1-97,22 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 53-84);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 85-121);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს თანხის დაკისრება, დივიდენდის მითვისებული თანხის ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სარჩელის ფაქტობრივ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ დივიდენდის თანხებს ნაცვლად მოსარჩელისა, საკუთარ ანგარიშებზე ირიცხავდა მოპასუხე გი--------–---–ი.

 

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი ერთმნიშვნელოვნად ადგენს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილების წესს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,დ------“-ს წესდება, რომლის თანახმადაც წლიურ ანგარიშს (ბალანსს მოგება-წაგების ანგარიშთან ერთად), ადგენს დირექტორი, კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. წლიური ბალანსი უნდა შედგეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში. წლიური ანგარიშის სისწორისათვის დირექტორი პასუხს აგებს. (წესდების მე-10 პუნქტი); ამავე წესდების მე-7 პუნქტის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორს, რომელიც წარმართავს საზოგადოების საქმეებს ნამდვილი ხელძღვანელის გულისხმიერებითა და კეთილსინდისერებით, კანონების ამ წესდების, აგრეთვე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დივიდენდების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პარტნიორს, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდების გაცემის გზით განხორციელდა. აქედან გამომდინარე, დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ.

 

მ------ კ-----ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო პერიოდში შპს ,,დ------“-ში განხორციელდა დივიდენდების გაცემა. მართალია, გი--------–---–ისათვის გადარიცხულ თანხებზე საგადახდო დავალებებში გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ,,დივიდენდი კ------ს ინვესტიციისათვის“, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტად არ უნდა იქნეს განხილული.

 

მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს, რომ გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წლებში გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მასზე გასანაწილებელი დივიდენდების ოდენობას, თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები მან ვერ წარმოადგინა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებაში 20-3-20-4 წლებში ჩატარდა პარტნიორთა კრებები, რომლებზეც მიიღეს დივიდენდების განაწილების გადაწყვეტილება, საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების თანახმად, მოხდა მოგების განაწილება სწორედ დივიდენდების სახით და მ------ კ-----ზე გასაცემი დივიდენდების ჯამი თანხაში გამოსახული, მითითებულ პერიოდზე შეადგენდა 88 097,22 ლარს.

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დივიდენდების განაწილების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მითითებული საგადახდო დავალებები, გადახდის დანიშნულებით ,,დივიდენდი კ------ს ინვესტიციისათვის“, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა საზოგადოებაში 20-3-20-4 წლებში მ------ კ-----ზე გასაცემი დივიდენდების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წლებში გადარიცხულ თანხაზე 88097,22 ლარზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება.

 

საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან გასულია მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,დ------“-ს წესდება (ტომი I, ს.ფ. 33-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მოპასუხე გი--------–---–ის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-20-3, 25 დეკემბერი, 20-3 წელი).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 20-3 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალურ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, მატერიალური უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომლის შემოწმების გარეშე სასამართლოს მხრიდან ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენა, აზრს კარგავს.

 

მნიშვნელოვანია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დადგენას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ ხანდაზმულობის თაობაზე განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ №ას-547-51--20-2, 11 ივნისი, 20-2 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს შპს ,,დ----“-ს ერთპიროვნულ პარტნიორსა და დამფუძნებელს და ამავე კომპანიის დირექტორს. შპს ,,დ----“ არის სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ჰყავს მართვის ისეთი ორგანოები, როგორიცაა პარტნიორთა საერთო კრება და დირექტორი.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-1 პუნქტის მიხედვით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ამავე კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრულია დირექტორების ამოცანები და კომპეტენცია, კერძოდ: 1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მათთან წესდების შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. წესდებაში ასეთი განსაზღვრების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.

 

თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება; თ) წლიური შედეგების დამტკიცება; ი) აუდიტორის არჩევა; კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ა) ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; ბ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს; გ) შენატანების მოთხოვნა; დ) დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება; ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; ვ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ზ) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. (მე-6 პუნქტი)

 

ამდენად, საწარმოს პარტნიორსა და დირექტორს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა; დირექტორი ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას;

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საზოგადოების ისეთ სუბიექტს, როგორიცაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საკმარისი სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს არასასურველი რისკები, რომელიც საბოლოოდ შეაფერხებს საწარმოს, როგორც მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტის საქმიანობას.

 

სასამართლოს 20-8 წლის 22 ნოემბრის განჩინების საფუძველზე შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა შპს ,,დ------.“-ის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები. შემოსავლების სამსახურის 20-8 წლის 07 დეკემბრის მომართვით დასტურდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20-3 წლის 12 სექტემბრის N4---- ბრძანების საფუძველზე შპს ,,დ------“-ის მიმართ ჩატარებული იქნა საგადასახადო შემოწმება და 20-3 წლის 06 დეკემბერს მიღებული იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა 20-3 წლის 11 დეკემბრის N6---- ბრძანება და 20-3 წლის 11 დეკემბრის N6----- საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 20-3 წლის 12 დეკემბერს. გარდა ამისა, შპს ,,დ------“-ის მიმართ 20-4 წლის 17 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა 20-4 წლის 1- ივლისის N3---- ბრძანება და 20-4 წლის 1- ივლისის N6-514 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გაეცნო გადამხდელი ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 20-4 წლის 1- ივლისს. ასევე აღნიშნული აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა ხელზე - 20-4 წლის 1- ივლისს.

 

საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე, სს ,,პ-------------------“-ს ამონაწერები შპს ,,დ------.“- საბანკო ანგარიშიდან. საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 20-3 წლის 0- ივლისს კომპანიის ანგარიშზე ინვესტიციის დანიშნულებით ჩაირიცხა 1-0 000 ლარი, რომელიც კომპანიამ აიღო სესხად. ჩარიცხული 1-0 000 ლარიდან, იმავე დღეს 70 000 ლარი გადაირიცხა მ------ კ------ს ანგარიშზე დანიშნულებით ,,დივიდენდი კ------ს ინვესტიციისათვის“, ხოლო 80 000 ლარი გი--------–---–ის ანგარიშზე იმავე დანიშნულებით.

 

შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც დავა ეხება 20-3-20-4 წლებში საწარმოს ბუღალტერის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ხოლო სარჩელი აღძრულია 20-8 წელს, სასამართლოს შინაგანი რწმენით და საქმის ფატობრივ-სამართლებრივი შეფასებით, საწარმოსათვის ობიექტურად დარღვევების თაობაზე იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი ჯერ კიდევ 20-3-20-4 წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე („პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“) და 408.1-ე (“იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) მუხლების შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო თანხების გადარიცხვა განხორციელდა 20-3-20-4 წლის პერიოდში. აღნიშნული დროიდან - 20-4 წლის აგვისტოს თვიდან (ბოლო გადარიცხვის თარიღი) მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უფლების დარღვევის შესახებ, რადგან ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 20-4 წლის 25 აგვისტოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 20-7 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 20-8 წლის 05 მარტს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილი (ტომი II, ს.ფ. 1-1-9);

- სს ,,პ-------------------“-ს საბანკო ამონაწერი (ტომი II, ს.ფ. 193-287);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 10--ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.6-, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლებით ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულად მიიჩნევა პირი, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) არის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი და ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა სხვა პირის მიმართ ზიანის მიყენება, შესაბამისად, ვალდებულ პირს ეკისრება იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა, რომ არა მისი სამართლებრივად გასაკიცხი ქმედება,სარჩელის კლასიფიკაცია შესაძლებელია მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით. დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, მატერიალურ სამართალში სარჩელის ძირითად სახეებად გვევლინება სანივთოსამართლებრივი სარჩელები, როგორებიცაა სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელები. სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა და განკარგვისთვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას;

 

ვალდებულებითი-სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური, კონდიქციური) სარჩელები. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსული პირისთვის ქონების დაბრუნებისკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისკენ. მაგალითად, დელიქტური სარჩელი მიმართულია არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისკენ. ასეთია ის ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ვინდიკაციისგან განსხვავებით, რომლის საგანია მხოლოდ ნატურით არსებული ნივთი, დელიქტური სარჩელით შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება როგორც ნატურით, ისე ფულადი სახით, როცა ნატურით რესტიტუცია შეუძლებელია. კონდიქციური სარჩელები, რომლითაც ხდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვისი ქონებრივი სიკეთის ხარჯზე, პირის არამართლზომიერი თუ მართლზომიერი მოქმედების ან დაუძლეველი ძალის შედეგად მიღებულის (შეძენილი ან დაზოგილი) უკან დაბრუნება, რითაც მიიღწევა ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენით (იხ., ცვაიგერტი კ., კოტცი ჰ., შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტ.II, გამოცემის მეცნიერული რედაქცია და ბოლოთქმა თ.ნინიძის, თარგმანი ე. სუმბათაშვილის, თბ., 200-, 228).

 

ვინაიდან გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წლებში გადარიცხულ თანხაზე 88097,22 ლარზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, არ არსებობს მ------ კ------ს მიმართ გი--------–---–ის ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მოსარჩელის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრის საპროცესო სამართლებრივ საკითხთან მიმართებით მოპასუხემ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში (3.2.2. პუნქტი) განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მ------ კ------ს მოთხოვნა გი--------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-20-5, 07.10.1- წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წლებში გადარიცხულ თანხაზე 88097,22 ლარზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან გასულია მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. რაც ასევე გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

მოცემულ შემთხვავში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გი--------–---–ის ანგარიშზე 20-3-20-4 წლებში გადარიცხულ თანხაზე 88097,22 ლარზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება. საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან გასულია მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო თანხების გადარიცხვა განხორციელდა 20-3-20-4 წლის პერიოდში. აღნიშნული დროიდან - 20-4 წლის აგვისტოს თვიდან (ბოლო გადარიცხვის თარიღი) მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უფლების დარღვევის შესახებ, რადგან ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 20-4 წლის 25 აგვისტოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 20-7 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 20-8 წლის 05 მარტს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ კ------ს სასარჩელო მოთხოვნა, გადარიცხულ თანხებზე საკუთრების უფლების დადასტურების შემთხვევაში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მ------ კ------ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 3000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 100 ლარი (ს.ფ. 137-138, 21-);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 3100 ლარი (სარჩელზე 3000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 100 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 05 მარტის განჩინების თანახმად, მოპასუხე გი--------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თ---–---, ქ---- ა-------–-, N1-----ქალაქი თ---–---, ქ---- ო-----–----, N-- (ს/კ N 0-.1-.0-.0-0.0--.0-.5--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ამავე საქმეზე სასამართლოს 20-8 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე გი--------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - რაიონი გ----------, სოფელი კ----------, ,,ნ-----------“, ს/კ N--.1-.6-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, მ------ კ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ------ კ------ს სარჩელი მოპასუხე გი--------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გი--------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თ---–---, ქ---- ა-------–-, N1-----ქალაქი თ---–---, ქ---- ო-----–----, N-- (ს/კ N 0-.1-.0-.0-0.0--.0-.5--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გი--------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - რაიონი გ----------, სოფელი კ----------, ,,ნ-----------“, ს/კ N--.1-.6-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი