გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #33021011-002687760 (2/30674-1-)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი ს----------------–---–-
მოსარჩელე რ--------------ე,წარმომადგენელი თ-------------–---–-
მოპასუხეები ლ--–----------ე, ხ---------–-----ე
წარმომადგენელი რ-----------------
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე რ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) პირველ სართულზე 55 კვ.მ, მოპასუხეების - ლ--–----------ის და ხ---------–-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა
1.2. მოპასუხეებისათის ბოლო სამი წლის ბინის ქირის 23 400 ლარის დაკისრება (თვეში 650 ლარის ნამრავლი 36 თვეზე)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ლ--–----------ემ განმარტა, რომ მოპასუხეები არ არიან წინააღმდეგი გადაცენ მოპასუხეს სადავო ბინა თავისუფალ მდგომარეობაში, თუმცა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოსაძიებლად ლ--–----------ეს ჭირდება დრო. ხ---------–-----ე კი უკვე გადასულია სადავო ბინიდან. რაც შეეხება ქირის დაკისრებას, მოპასუხეები სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან ისინი მოსარჩელის ახლო ნათესავები არიან და მოსარჩელის წინაპრების ნებართვით ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში სადავო ბინაში. მოსარჩელის მამამ, ვინც იყო ლ--–----------ის ძმა, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ იზოლირებულად გამოუყო პირველ სართულზე დას 55 კვ.მ მამაპაპისეულ სახლში სადაც ცხოვრობდა იგი წლების განმავლობაში შვილებთან ერთად
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) არის მოსარჩელე რ--------------ის საკუთრება 201- წლის 8 თებერვლიდან.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 20).
3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) არის მოპასუხეების მფლობელობაში.
მოპასუხეები სადავო ფართში ცხოვრობდნენ მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციამდე, მისი მამის და ბებიის ნებართვით, ქირის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ.
რაც შეეხება მოპასუხე ლ--–----------ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ხ---------–-----ე ცხოვრობდა, მაგრამ უკვე გადასულია სადავო ბინიდან, აღნიშნული გარდა მოპასუხის განმარტებისა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ სადავო ბინაში ხ---------–-----ის ცხოვრობდა ლ--–----------ესთან ერთად, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს ლ--–----------ის მიერ სადავო ბინის ფლობის ფაქტსაც.
სასამართლოს კითხვაზე რ--------------ემ დაადასტურა ლ--–----------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მისმა მამამ (მამკვიდრებელმა) და ბებიამ (მოპასუხე ლ--–----------ის დედამ) ქირის გადახდევინების გარეშე, უვადოდ გამოუყვეს ლ--–----------ეს და მის შვილებს პირველ სართულზე 55 კვ.მ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) მოპასუხეები ფლობენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხეები მესაკუთრის თანხმობის გარეშე წლებია სარგებლობენ მისი უძრავი ქონებით, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი, რადგან მოპასუხეები მოსარჩელის საკუთრებაში ცხოვრობენ და არ იხდიან ქირას. სადავო ბინის გაქირავებით მოსარჩელე თვეში მიიღებდა 650 ლარს. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ბოლო სამი წლის ქირა სულ 23400 ლარის ოდენობით. რ--------------ის მითითებით მან მართალია 201- წლის აგვისტოში მოთხოვა მოპასუხეებს ბინის დაცლა, თუმცა თვლის, რომ ზიანი მიადგა 201- წლიდან, რაც საკუთრება დაირეგისტრირა. მოსარჩელეს ამავე საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე აქვს გაქირავებული სახლის ნაწილი და იღებს შემოსავალს.
ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სადავო ფართი მდებარეობს რ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების პირველ სართულზე და არის იზოლირებული
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.22);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე, 1-2-ე, 615-ე, 621-ე, 128-ე, 163-ე, 982-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
იმავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია რ--------------ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ი #1-ა (ს/კ #0---------------) მოპასუხეთა მფლობელობაშია.
სასამართლო ფლობის მართლზომიერების შემოწმებისას, მხარეთა ახლო ნათესაური კავშირის და უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს ლ--–----------ის და მისი შვილის, ხ---------–-----ის მიერ სადავო ქონებაში ცხოვრების განმაპირობებელი გარემოებები.
სასამართლომ, მოსარჩელისაგან მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის, რომ მოპასუხე ლ--–----------ეს და მის შვილებს სადავო სახლის ნაწილი ათწლეულის წინ გამოუყო საცხოვრებლად სახლის წინა მესაკუთრემ, მოსარჩელის მამამ, უვადოდ, ქირის გადახდევინების გარეშე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლ--–----------ესა და სადავო უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს შორის დაიდო ქონების თხოვების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. ამდენად, მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციამდე ლ--–----------ე და ხ---------–-----ე თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, მართლზომიერად ცხოვრობდნენ სადავო ბინაში და უძრავი ქონება უფლებარივად ამგვარად დატვირთული გადაეცა მოსარჩელეს (საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების საფუძვლად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელემ დაადასტურა საქმის განხილვის დროს, რომ ქონება მემკვიდრეობით მიიღო მამისგან). სარჩელის შემოტანით, მოსარჩელემ ფაქტობრივად მოითხოვა მისი მამკვიდრებლის მიერ განათხოვრებული ქონების უკან დაბრუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის თანახმად, მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, პირად არაქონებრივ უფლებებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
სასამართლო ხელმძღვანელობს რა ზემოთმითითებული ნორმებით, განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეებს შორის არსებობდა თხოვების ხელშეკრულება. ვინაიდან, ბინით სარგებლობის არც ვადა და არც მიზანი იყო შეთანხმებული, მესაკუთრეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს სადავო ქონების უკან დაბრუნება, შესაბამისად, მოცემულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. ბინის მესაკუთრის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელები არაუფლებამოსილი გახდნენ, მათ დაკავებული აქვთ სხვისი (გამნათხოვრებლის) ბინა და წარმოეშვათ ვალდებულება, დაუბრუნონ ნივთი უფლებამოსილი პირს.
6.2. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის (სადავო ქონების მესაკუთრის) მოთხოვნას, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 23400 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა სადავო ბინის გაქირავების შედეგად. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, ,,პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი“ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. სასამართლო დაეთანხმებოდა მოსარჩელის ამ მსჯელობას, რომ არა ზემოთ განხილული ის უდავო გარემოება, რომლის არსებობაც განასხვავებს ამ კონკრეტულ შემთხვევას სხვა ტიპიური შემთხვევებისაგან, როცა მოსარჩელე ითხოვს მისი საკუთრების არამართლზომიერი მფლობელისაგან უძრავი ქონების დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს სადავო ქონება მოსარჩელის მამკვიდრებლის თანხმობით გადაეცათ და მოსარჩელე უფლებამონაცვლე გახდა იმ ურთიერთობისა, რაც მოსარჩელის მამასა და მოპასუხეებს შორის დამყარდა. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ იგი მესაკუთრედ რეგისტრაციიდან ცდილობდა მოპასუხეებისაგან ბინის დაბრუნებას, ვინაიდან საქმეში არ არის წარდგენილი არც ერთი სარწმუნო მტკიცებულება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები იყვენენ თხოვების უსასყიდლო, უვადო ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს მათგან ნივთის დაბრუნება, თუმცა არ აქვს უფლება დადგენილი ურთიერთობიდან გამომდინარე მოითხოვოს თანხის დაკისრება მათთვის. ამდენად სარჩელი ამ ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, კერძოდ ზემოთ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ე1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 702 ლარი, 23400 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. მოსარჩელეს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ასევე გაღებული ქონდა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი - 700 ლარი, რის დაკისრებასაც ითხოვდა მოპასუხეებზე. ვინაიდან სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლისა. ამდენად მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის, 60 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ლ--–----------ეს (პ.ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის, მდებარე - ბ----------- რაიონი, სოფელი მზე------ე ს/კ 6----------- -გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა ასევე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის, მდებარე: ბ----------- რაიონი, დაბა წ--------, მ--------ის ქუჩა#--, ს/კ 6----------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის მითითებული ღონისძიება გამოყენებული იყო თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად და ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როცა სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ--------------ის სარჩელი ლ--–----------ის და ხ---------–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ--–----------ის და ხ---------–-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს რ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჩ-------ის ქუჩა #1-ა (ს/კ 0---------------) და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე რ--------------ეს.
3. რ--------------ის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის ბინით სარგებლობისათვის 23400 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
4. ლ--–----------ეს და ხ---------–-----ეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. რ--------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 702 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. რ--------------ის მოთხოვნა მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
7. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-7 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ--–----------ეს (პ.ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის, მდებარე - ბ----------- რაიონი, სოფელი მზე------ე ს/კ 6----------- და უძრავი ქონების 1/2 ნაწილის, მდებარე: ბ----------- რაიონი, დაბა წ--------, მ--------ის ქუჩა#--, ს/კ 6----------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - გაუქმდეს
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ანა ჩოგოვაძე