გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002706286
#2/413-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.03.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ნ---- გ----–--ა
წარმომადგენელი: გ------- ს-------–---–ი
მოპასუხე: დ----- ხ---–--–--ე
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელსა და სააღსრულებო საქმეზე ცვლილების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ნ---- გ----–--ას (პ/ნ 1----------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - დ----- ხ---–--–--ის (პ/ნ 0----------) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 23 ივნისს მოვალე ნ-------- ჯ------–-ას და კრედიტორ დ----- ხ---–--–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N170705046. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-------- ჯ------–-ას საკუთრებაში (დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონება) არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა: 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, ყოველთვიურად 3 (სამი) %-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 4-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით. 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა რომ კრედიტორ დ----- ხ---–--–--ეს დაწყებული ჰქონდა იძულებითი აღსრულება მოსარჩელის წინააღმდეგ. წინადადებიდან, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც გამოსცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ირკვევა რომ კრედიტორი დ----- ხ---–--–--ე ნ---- გ----–--ასგან (მოსარჩელე) გადასახდელად ითხოვს სულ - 115449.67 (ას თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაშვიდი) ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, პროცენტი: 12000 (თორმეტი ათასი) ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 23320 (ოცდასამი ათას სამას ოცი) ლარი, რასაც მოსარჩელე სადაოდ თვლის და განმარტავს რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო არის წარმოუდგენლად მაღალი. მოსარჩელე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გადაიხდის სესხის ძირ თანხას სარგებელთან ერთად, მაგრამ არ შეუძლია გადაიხადოს განსაზღვრული პირგასამტეხლო წარმოდგენილი ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს ცვლილება შევიდეს ქ.თბილისის ნოტარიუს ინგა ხარძიანის მიერ 2018 წლის 21 ივლისს გაცემულ N180868697 სააღსრულებო ფურცელში და N170705046 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებულ (დადგენილ) იქნეს ნ---- გ----–--ას მიერ კრედიტორ დ----- ხ---–--–--ის მიმართ ვალის არსებობა - ძირი თანხა 80 000 ლარი, ყოველთვიური სარგებელი - 12000 ლარი, ხოლო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო კი შემცირებულ იქნეს 0.001 %-ზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2017 წლის 23 დეკემბრიდან - 2018 წლის 14 სექტემბრამდე სულ შეადგენს 212 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე დ----- ხ---–--–--ის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, კანონით დადგენილი წესით, სადაც მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე დ----- ხ---–--–--ემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, მათი მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივნისს მოვალე ნ-------- ჯ------–-ას და კრედიტორ დ----- ხ---–--–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N170705046. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-------- ჯ------–-ას საკუთრებაში (დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონება) არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა: 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, ყოველთვიურად 3 (სამი) %-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 4-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N170705046 (ს.ფ. 17-24)
- მხარეთა ახსნა- განმარტება
3.2.2. ნოტარიუს ინგა ხარძიანის მიერ 2018 წლის 21 ივლისს გაცემული N180868697 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია ნ-------- ჯ------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--.
ასევე დადგენილია, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2018 წლის 21 ივლისის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირითად თანხას 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი; გადაუხდელი 5 (ხუთი) თვის სარგებელს - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარს; და პირგასამტეხლოს 2017 წლის 23 დეკემბრიდან სესხის ძირითადი თანხის 0.11%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.21-23)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
3.2.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით (NA18041776-014/001), გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ნ-------- ჯ------–-ას (01026001685) დაეკისრა - 115449.67 (ას თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაშვიდი) ლარის გადახდა დ----- ხ---–--–--ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; (ს.ფ.24-27)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
3.2.4. დადგენილია, რომ ამჟამად აღნიშნული უძრავი ქონება - მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--. აღრიცხულია მოსარჩელე - ნ---- გ----–--ას სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA18041776-014/001, დამოწმების თარიღი: 24.07.2018, თბილისის სააღსრულებო ბიურო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.28)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად ნოტარიუს ინგა ხარძიანის მიერ 2018 წლის 21 ივლისს გაცემულ #180868697 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და N170705046 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და დადგენილ იქნას ნ---- გ----–--ას მიერ კრედიტორ დ----- ხ---–--–--ის მიმართ ვალის არსებობა - 80000 ლარი ძირითადი , სარგებელი 12000 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვროს სულ 212 ლარით. აქედან გამომდინარე აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში შევიდეს ცვლილება მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვროს 212 (ორასთორმეტი) ლარით დანარჩენი ნაწილი კი დარჩეს იგივე.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-131-ე,170-ე, 172-ე, 312-ე, მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.“
დადგენილია, რომ მოპასუხე - დ----- ხ---–--–--ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად 1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. 2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივნისს მოვალე ნ-------- ჯ------–-ას და კრედიტორ დ----- ხ---–--–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N170705046. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-------- ჯ------–-ას საკუთრებაში (დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონება) არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა: 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, ყოველთვიურად 3 (სამი) %-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 4-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით.
სამოქალაქო კოდექსის 3065 -ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება - მდებარე: რაიონი დ--–----, სოფელი ა-------, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით - 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ. დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ. და N2 ს/კ. 7-.64.7-.0--. აღრიცხულია მოსარჩელე - ნ---- გ----–--ას სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA18041776-014/001, დამოწმების თარიღი: 24.07.2018, თბილისის სააღსრულებო ბიურო.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7. ამდენად სასამართლო თვლის, არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი-50 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- გ----–--ას სარჩელი დ----- ხ---–--–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნოტარიუს ინგა ხარძიანის მიერ 2018 წლის 21 ივლისს გაცემულ #180868697 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და N170705046 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და დადგენილ იქნას ნ---- გ----–--ას მიერ კრედიტორ დ----- ხ---–--–--ის მიმართ ვალის არსებობა - 80000 ლარი ძირითადი, სარგებელი 12000 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვროს სულ 212 ლარით. აქედან გამომდინარე აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში შევიდეს ცვლილება მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვროს 212 (ორასთორმეტი) ლარით დანარჩენი ნაწილი კი დარჩეს იგივე.
2. მოსარჩელე - ნ---- გ----–--ას (პ.ნ.1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 698 (ექვსასოთხმოცდათვრამეტი) ლარი - (საგადასახადო დავალება №1, გადამხდელის ბანკი - სს ”თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის თარიღი 01.11.2018, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 698 ლარი, გადამხდელი - გ------- ს-------–---–ი) კანონით დადგენილი წესით.
3. მოპასუხე - დ----- ხ---–--–--ეს ნ---- გ----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქ. N41).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი