განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
010100119002870439
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002870439

საქმე N1-147/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12.03.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ზუ---------–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ალ-----------------კო

მამის სახელი: იუ---

დაბადებული:1--12.1980 წელი

პირადი ნომერი: 0---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახუ--- მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ფა--------------------–---------------------

 

ადვოკატი - სუ-–--------–--–----ძე

 

თარჯიმანი - ზი----------------ნი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით ( ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171300918009

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმში, დ. თა-----------–-------------ში მდებარე სილამაზის სალონი ,,ა-–----ში’’, ალ-----------------კო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, არ-----------------ის კუთვნილ ,, სა------ი s 8“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 05 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით N850/ს დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილუ--- ტელეფონის „S-----------------------------------------------------------------------------------------1 საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიუ--- ფიზიკუ--- მდგომარეობის ( ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს - 950 (ცხრაასორმოცდაათი) ლარს.

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( არპენიკ ეგოზარიანის, ალ-----------------კოს, ჯო---–--–----ის ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ალ-----------------კომ ჩაიდინა ქურდობა, ფარულად დაეუფლა, არ-----------------ის კუთვნილ ,, სა------ი s 8“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ალ-----------------კომ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, დიმიტრი თა-----------–-------------ში მდებარე სილამაზის სალონი ,, ა-–----“- ში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არ-----------------ის კუთვნილი ,, სა------ი s 8“ მოდელის მობილუ--- ტელეფონის ფარულად დაეუფლებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკუ--- ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახუ--- და სოციალუ--- მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას;

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ამჟამად არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სახის სასჯელი, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხის და ამით გამოწვეული შედეგის მხედველობაში მიღებით, ალ-----------------კოს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას; აღნიშნულს კი უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდით მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება;

 

ამდენად, ალ-----------------კოს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის ვადით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ალ-----------------კოს პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: მობილუ--- ტელეფონი სა------ის ფირმის და ვიდეოჩანაწერის ამსახველი მეხსიერების ბარათი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში.

 

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ალ-----------------კო ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ალ-----------------კოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს;

 

პირობითი მსჯავრდებულის ალ-----------------კოს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მობილუ--- ტელეფონი „SAMSUNG GALAXY S8” მოდელის, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერის ამსახველი მეხსიერების ბარათი რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე