გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
160210118002745595
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002745595

საქმე N 2/1016-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

14 მარტი, 2-19 წელი ქ.ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე -სა---------–-----------–---------------ო

წარმომადგენელი - გი-----ი ცა---ე

მოპასუხე - და--თ კა--–--–-–---–ი

წარმომადგენელი - და--თ ჭიკაიძე

და--ს საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ს სა---------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 53 880.59 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი: მოპასუხე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის პირობების თანახმად. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის 07.09.2-12 წლის N 26- ბრძანებით ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PFP) ფარგლებში ,შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი“-ს ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ავტომანქანა ,,------------–------------------- (საიდ.ნომერი JT--------------7, სახელმწიფო ნომერი AZ----6) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მართვის უფლება მიეცა რიგით და--თ კა--–--–-–---–ს. 2-12 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-13 კილომეტრზე, ,,------------–------------------- მარკის ავტომანქანით, სახ.ნომერი AZG-256, მძღოლმა და--თ კა--–--–-–---–მა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები, გადა--და გზის გვერდულზე და შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანა ,,გაზ 6-“-ს, სახ.ნომრით G------- რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ,,ტო--------–---------------–-“ მყოფმა მგზავრებმა. 14.07.2-10 წლის N 39375 კონტრაქტის 6.1.4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თა--სი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე, ხოლო 7.2 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს მისთვის მინდობილ ქონებას, იგი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სამინისტროსათვის მიყენებული ზიანი ნივთის პირველადი საბალანსო ღირებულების ოდენობით. დაზიანებული ავტომანქანის პირველადი საბალანსო ღირებულება შეადგენს 53 880, 58 ლარს, ხოლო დეფექტურ აქტში აღნიშნული დაზიანების ღირებულება 17 936 . 00 ლარს. მოპასუხემ გასცა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების დაპირება, მაგრამ არ შეუკეთებია და არც სხვაგვარად მოუხდენია სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული დაპირებით მან გამოხატა ნება შეასრულოს ვალდებულება, თუმცა არ მიუთითებს დროს. შესაბამისად სამინისტროს წარმოეშვა ვალდებულება ნებისმიერ დროს ვალდებულების შესრულების მოთხოვნისა.

 

და--თ კა--–--–-–---–ი გათა--სუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2-14 წლის 14 ივლისიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ წარმოდგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხა--, ასევე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი. მოპასუხე არ უარყოფს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს და მის ბრალეულობას, მაგრამ მიუთითებს, რომ ავტომანქანა მოპასუხემ ჩაიბარა 2-12 წლის 27 სექტემბერს, რომელიც 2-12 წლის ნოემბრის თვეში შეკეთებული დაუბრუნა ამავე ბატალიონის საშტაბო ასეულის მძღოლების ათმეთაურს, რამაზ მუკათარიძეს. თუ ავტომანქანის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო მოსარჩელე მხარისათვის, სასარჩელო წარმოება უნდა დაეწყო მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან არაუგვიანეს სამი წლისა. დღეისათვის აღნიშნულ საქმეზე უფლების წარმოშობიდან 2-12 წლის ნოემბრიდან გასულია 6 წელზე მეტი. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მთლიანად შეკეთებული იქნა ავტომანქანის ძარა, ჩატარდა სათუნუქე სამუშაოები, ასევე გამოიცვალა გარკვეული ნაწილები.

 

მოპასუხე ადასტურებს, რომ 2-10 წლის 14 ივლისის N39375 კონტრაქტის 6.1.4. პუნქტით დარეგულირებულია სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება, სახელმწიფო ქონების გაფრთხილების თაობაზე. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის თანახმად, ასევე დარეგულირებულია მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე კონტრაქტის 8.1-ე, 8.2-ე, 8.3-ე მუხლებით დარეგულირებულია მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მაგრამ იმ ფონზე როდესაც და--თ კა--–--–-–---–მა შეაკეთა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ძარა, დაუბრუნა პირვანდელ მდგომარეობას, თუ არსებული მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, რატომ არ იმოქმედა სამსახურმა ამავე კონტრაქტით მინიჭებული უფლებით და რატომ არ დაუქვითა მოპასუხეს ხელფასის ოდენობის 50%. მოპასუხე 04.07.2-14 წელს განთა--სუფლდა სამსახურიდან, ბრძანებაში განთა--სუფლების მიზეზად დასახელებულია კონტრაქტის ვადის გასვლა და არა სხვა სახის ვალდებულების შეუსრულებლობა ან დარღვევა. სარჩელით მოთხოვნილია 53 880.58 ლარის გადახდა (პირველადი საბალანსო ღირებულება) თუმცა მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაზიანების ღირებულება შეადგენს 17 936 ლარს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხემ ავტომანქანა ჩაიბარა 2-12 წლის 27 სექტემბერს, დაწერა ხელწერილი, რომლითაც აიღო ვალდებულება ავტომანქანის შეკეთების თაობაზე. და--თ კა--–--–-–---–მა ავტომანქანა 2-12 წლის ნოემბრის თვეში შეკეთებული დაუბრუნა ბატალიონის საშტაბო ასეულის მძღოლების ათმეთაურს, რამაზ მუკათარიძეს. თუ ავტომანქანის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, მოსარჩელეს სასამართლო წარმოება უნდა დაეწყო მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 წლისა (მანქანის ჩაბარების დღიდან). აღნიშნული სასარჩელო წარმოების დაწყების უფლების წარმოშობიდან - 2-12 წლის ნოემბრის თვიდან გასულია 6 წელზე მეტი. შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის პირობების თანახმად. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის 07.09.2-12 წლის N 26- ბრძანებით ავტომანქანის ,,------------–------------------- (საიდ.ნომერი JT--------------7, სახელმწიფო ნომერი AZ----6) მართვის უფლება მიეცა რიგით და--თ კა--–--–-–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

-საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის ბრძანება N 61 (ს.ფ.25-26);

-საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის ბრძანება N 26- (ს.ფ.27-28).

 

3.1.2. 2-12 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-13 კილომეტრზე ,,ტოიოტა ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომანქანით, სახ. ნომ. AZ----6, მოძრავმა და--თ კა--–--–-–---–მა შეზღუდული მხედველობის მქონე მკვეთრ მოსახვევში ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1 პუნქტის მოთხოვნები, გადა--და გზის გვერდულზე და შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანა ,,--------------------------------, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს ,,ტო--------–---------------–-“ მყოფმა მგზავრებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.30-31);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N გგ1----- (ს.ფ.32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2-12 წლის 8 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა და--თ კა--–--–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2-12 წლის 27 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N გგ 1----- (ს.ფ.32);

 

3.1.4. 2-12 წლის 27 სექტემბერს მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–მა ხელწერილით ჩაიბარა ავტომანქანა ტოიოტა ლენდკრუიზერი, სახ.ნომ. AZ----6, რემონტის მიზნით. ხელწერილით და--თ კა--–--–-–---–მა იკისრა ვალდებულება, რომ შეაკეთებდა აღნიშნულ ავტომანქანას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ.42);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. 14.07.2-10 წლის ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის 7.1 მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ სრულად, მთელი თა--სი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის. იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. ,,სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს“ სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 მუხლის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-14.07.2-10 წლის ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (ს.ფ. 16-23)

 

3.1.6. ავტომანქანა ტოიოტა ლენდკრუიზერი 79-ის, საიდენტიფიკაციო ნომერი JT--------------7, სახ.ნომერი AZ----6, საბალანსო ღირებულება შეადგენს 53 880.58 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედდებული N38 (ს.ფ.40).

 

3.1.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ავტომანქანის შესაკეთებლად მოპასუხის მიერ გაწეული სამუშაოების გარდა ავტომანქანას ესაჭიროება 17 936 ლარის სარემონტო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.09.2-14 წლით დათარიღებული დეფექტური აქტი (ს.ფ. 41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 53 880.59 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თა--ს შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თა--დან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ის ხელწერილი, რომელიც დათარიღებულია 27.09.2-12 წლით. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ მოცემულ ხელწერილთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულით და--თ კა--–--–-–---–მა აიღო ვალდებულება, რომ შეაკეთებდა მის მიერ დაზიანებულ ავტომანქანას. მოპასუხის განმარტებით, 2-12 წლის ნოემბრის თვეში სამხედრო ნაწილში დააბრუნა შეკეთებული ავტომანქანა. მისივე განმარტებით ავტომანქანას შეკეთებული ჰქონდა ძარა, ავტომანქანას ჩაუტარდა სათუნუქე სამუშაოები. და--თ კავლელიშვილის აღნიშნული ხელწერილი უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილი პირის წინაშე ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარებად, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. ამასთანავე სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თა--დან. ამდენად, 2-12 წლის 17 სექტემბერს შეწყდა ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ ამასთანავე დაიწყო ხანდაზმულობის ვადა თა--დან. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად კი, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ და--თ კა--–--–-–---–მა ავტომანქანა დაუბრუნა მოპასუხეს 2-12 წლის ნოემბერში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოპასუხის მიერ არ მომხდარა რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც დაედებოდა საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის კვლავ შეწყვეტას ან მოსარჩელე მხარეს მიანიჭებდა ვალდებულების ნებისმიერ დროს შესრულების მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის დროიდან გასულია 6 წელზე მეტი დრო. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით არის ხანდაზმული და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 1008-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თა--სი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თა--სი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. თვით ზიანის მიყენების ფაქტი სამართლის სპეციალური ნორმების საფუძველზე წარმოშობს მხარეებს შორის (დაზარალებული და ზიანის მიმყენებელი) სამართლებრივ ურთიერთობას. დაზარალებული გვევლინება როგორც კრედიტორი ( მას აქვს მოთხოვნის უფლება), ხოლო ზიანის მიმყენებელი- მოვალეა (ვალდებული პირი). კრედიტორი შეიძლება იყოს ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირი, მოვალე კი მხოლოდ დელიქტუნარიანი პირი, ე.ი. პირი, რომელიც პასუხს აგებს თა--ს ქმედებისათვის. დელიქტის დროს, თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317 -ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსათვის არა--თარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თა--სი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაციაც ისევე უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, რომ მოპასუხე აპელირებს სწორედ სარჩელის ხანდაზმულობაზე) .

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-13 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3------ (ჯა--–---–ი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თა--სი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. თუკი პირმა თა--სი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

კონკრეტული ურთიერთობისა თუ მოვლენის შემდგომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თა--სი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა კი სპობს სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თა--ს შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თა--სი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ნორმის წინაპირობათაგან პირველზე (გარკვეული შესრულების განხორციელების გზით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) სასამართლო არ შეჩერდება, რადგანაც, მისი არარსებობა სადავო არ არის, რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2-06 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემეტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე _ კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თა--დან.

 

მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ 2-12 წლის 27 სექტემბერს და--თ კა--–--–-–---–მა ხელწერილით აღიარა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. ხელწერილში არაფერია ნათქვამი უშუალოდ მის მიერ ვალდებულების შესრულების დროის, მოცულობის, ასევე თუ ვის წინაშე უნდა შესრულდეს ვალდებულება, მაგრამ მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–მა სასამართლოში დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელწერილით მან იკისრა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ვალდებულება, მისივე განმარტებით მან ვალდებულება შეასრულა. ამდენად აღნიშნული ხელწერილი შესაძლოა ჩაითვალოს ვალდებულების სხვაგვარად აღიარებად, რომელიც იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. ამასთანავე საგულისხმოა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თა--დან. დადგენილია, რომ მოპასუხემ ავტომანქანა შეკეთებული სახით (როგორც მოპასუხემ განმარტა და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ გარკვეულწილად ავტომანქანაზე გაწეული იყო სარემონტო სამუშაოები) ჩააბარა მოსარჩელე მხარეს 2-12 წლის ნოემბერში, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ განუხორციელებია რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას ან მოსარჩელე მხარეს მისცემდა ნებისმიერ დროს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ და--თ კა--–--–-–---–ი ხელწერილით არ აკონკრეტებდა ვადებულების შესრულების დროს და აქედან გამომდინარე მოსარჩელე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, და--თ კა--–--–-–---–მა დაზიანებული ავტომანქანა ჩაიბარა 2-12 წლის 27 სექტემბერს, რომელიც შეკეთებულ მდგომარეობაში (როგორც თავად მოპასუხე განმარტავს და მოსარჩელეც ადასტურებს ავტომანქანის ნაწილობრივი შეკეთების ფაქტს) დაუბრუნა მოსარჩელეს იმავე წლის ნოემბერში (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარცელეს არ წარმოუდგენა). მოპასუხის განმარტებით, მას ავტომანქანის მოსარჩელისათვის ჩაბარების შემდეგ არა--თარი ვალდებულება არ უკისრია, მოსარჩელეს კი მის მიმართ პრეტენზია არ წარუდგენია. ამდენად, აღნიშნული პერიოდიდან (მოპასუხის მიერ ავტომანქანის მოსარჩელისათვის დაბრუნების პერიოდიდან) მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, მას უფლება ჰქონდა შედავებოდა მოპასუხეს, თუ მიაჩნდა, რომ ვალდებულება არ იყო შესრულებული. მაგრამ აღნიშნული უფლება უნდა განეხორციელებინა ხანდაზმულობის ვადაში.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ თა--სი უფლების აღდგენისათვის სასამართლოს მომართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2-18 წლის 3 დეკემბერს, შესაბამისად, გასულია 6 წელზე მეტი, ამდენად, სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 53 880.59 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათა--სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,უ” პუნქტით თანახმად, ის გათა--სუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თა--სუფლდებიან, დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე გათა--სუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოსარჩელისათვის ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2-18 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ს (პ/ნ 15--------2) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონების (სკ 82.13.43.6-4, მის:დ-------------–----–----------------–-----------ი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2838.00 კვმ, ნაკვეთის წინა ნომერი: 82.13.07.2-5) კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2-18 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე და--თ კა--–--–-–---–ს (პ/ნ 15--------2) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრა-- ქონების (სკ 82.13.43.6-4, მის:დ-------------–----–----------------–-----------ი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2838.00 კვმ, ნაკვეთის წინა ნომერი: 82.13.07.2-5) კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (ქ.ბოლნისი, სულხან საბას ქ N113) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე