გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2019
საქმის ნომერი
330210018002667610
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/29306-18

330210018002667610

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - ,,თი-----------ი“

წარმომადგენელი - და----------------–---–ი

მოპასუხეები: გი-------------ე, ლა–--------ა, ნი-----------ა

წარმომადგენლები: თა-----------–--ე, ვა------------–--ა, იმ-----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ლა–--------ას დაეკისროს ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის სახით 13800 ლარის, ბონუსისა და პრემიის სახით მიღებული 11620 ლარისა და სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ მიღებული შემოსავლის სახით 2400 ლარის გადახდა;

1.2. გი-------------ეს დაეკისროს ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის სახით 13630.78 ლარის, ბონუსისა და პრემიის სახით მიღებული 9884.09 ლარისა და სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ მიღებული შემოსავლის სახით 2169.23 ლარის გადახდა;

1.3. ნი-----------ას დაეკისროს ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის სახით 11426.93 ლარის, ბონუსისა და პრემიის სახით მიღებული 6926 ლარისა და სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ მიღებული შემოსავლის სახით 2887.50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოპასუხეები დასაქმებულნი იყვნენ მოსარჩელე ბ---–ი ბ-------დ----------ების ექსპერტების თანამდებობებზე და მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების 1---. პუნქტით გათვალისწინებული იყო შეზღუდვა, რომლითაც შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს ეკისრებოდა ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაეწყო მუშაობა სხვა ფინანსური ინსტიტუტში და/ან რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ საწარმოში (1---.1. პუნქტი), არ გაეწია რაიმე სახის მომსახურება ზემოაღნიშნულ და მათთან დაკავშირებულ პირებისათვის.

მოპასუხეთა მიერ ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ შეზღუდვის პერიოდში (6 თვის მანძილზე) მოპასუხეთათვის ყოველთვიურად გადაეხადა მათთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული ანაზღაურება.

ლა–--------ა გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 6 ივნისს და შეტყობინება შეზღუდვის შესახებ ჩაბარდა 2018 წლის 7 ივნისს;

გი-------------ე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 7 ივნისს და შეტყობინება შეზღუდვის შესახებ ჩაბარდა 2018 წლის 7 ივნისს;

ნი-----------ა გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 14 მაისს და შეტყობინება შეზღუდვის შესახებ ჩაბარდა 2018 წლის 8 მაისს.

მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას შეზღუდვის საკომპენსაციოდ მოპასუხეთათვის თანხის გადახდის შესახებ, მაგრამ მათ დაარღვიეს ვალდებულება და მუშაობა დაიწყეს სს ,,სა---------–--------ში“, შესაბამისად მოსარჩელეს წარმოეშვა მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნებისა და ხელშეკრულებების 5.4.8. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ბოლო 12 თვის მანძილზე მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება: ხელფასი, ბონუსი, პრემია და სხვა) დაკისრების მოთხოვნის უფლება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს

 

2.1. ნი-----------ას შესაგებელი:

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სს ,,სა---------–--------თან” მისი შრომითი ურთიერთობის არსებობის ან/და რაიმე მომსახურების გაწევის ფაქტი. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან შესაგებლის წარმოდგენის დღემდე მოპასუხეს ასევე არ დაუწყია მუშაობა სხვა საბ---ო დაწესებულებაში, შესაბამისად, მოპასუხის მიერ 14/07/2015წ. შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე, მათ შორის 14/07/2015წ. შრომითი ხელშეკრულების 12.5., 12.8. და 12.9. პუნქტების გათვალისწინებით, არ იყო უფლებამოსილი 2018 წლის 8 მაისს, გამოეხატა ნება დასაქმების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან ნი-----------ამ 2018 წლის 30 აპრილს აცნობა მოსარჩელეს 2018 წლის 14 მაისიდან ხელშეკრულების მოშლის/შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.266).

 

2.2. ლა–--------ას შესაგებელი:

მოპასუხე სს ,,სა---------–--------თან“ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ უწევს რაიმე სახის მომსახურებას. ამასთან, მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობაში მიღებული ცოდნა, კვალიფიკაცია ან/და ინფორმაცია მის მიერ არ გამოყენებულა მოსარჩელის ინტერესების საზიანოდ.

 

2.3. გი-------------ის შესაგებელი:

მოპასუხე სს ,,სა---------–--------თან“ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ უწევს რაიმე სახის მომსახურებას. ამასთან, მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობაში მიღებული ცოდნა, კვალიფიკაცია ან/და ინფორმაცია მის მიერ არ გამოყენებულა მოსარჩელის ინტერესების საზიანოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 03/09/2015წ. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ლა–--------ა დაინიშნა მოსარჩელე, სს ,,თი-----------ის“ დ----------ების ექსპერტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით.

ხელფასი განისაზღვრა 375 ლარით, ხოლო 01/02/2017წ-დან - 1100 ლარით.

შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 6 ივნისს, მოპასუხის ინიციატივით და მას 07/06/2018წ. ჩაბარდა შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ.

მოპასუხეს 06/06/2017წ-დან 06/06/2018წ-მდე ხელფასის სახით მიღებული აქვს 13800 ლარი, ბონუსი და პრემია - 11620 ლარი, სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ - 2400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი (ს.ფ.-ები: 93-103);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები:21-28);

- განცხადება და დათხოვნის ბრძანება (ს.ფ.-ები: 29-30);

- შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ (ს.ფ. 31);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 08/05/2017წ. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გი-------------ე დაინიშნა მოსარჩელე, სს ,,თი-----------ის“ დელისის სერვის-ცენტრი N2-ში თანამდებობაზე - კლიენტთა მრჩეველი - მიკრო და მცირე ბ------ის მომსახურება - განუსაზღვრელი ვადით.

ხელფასი განისაზღვრა 1000 ლარით, ხოლო 01/02/2017წ-დან - 1200 ლარით.

შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 7 ივნისს, მოპასუხის ინიციატივით და ამავე დღეს ჩაბარდა შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ.

მოპასუხეს 06/06/2017წ-დან 06/06/2018წ-მდე ხელფასის სახით მიღებული აქვს 13630,78 ლარი, ბონუსი და პრემია - 9884,09 ლარი, სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ - 2169,23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი (ს.ფ.-ები: 104-114);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 32-38);

- განცხადება და დათხოვნის ბრძანება (ს.ფ.-ები: 38-39);

- შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ (ს.ფ. 40);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 08/05/2017წ. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ნი-----------ა დაინიშნა მოსარჩელე, სს ,,თი-----------ის“ ვ-–----–----–----------------------–-----------ში ბ-------დ----------ების ექსპერტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით.

ხელფასი განისაზღვრა 375 ლარით, ხოლო 01/02/2017წ-დან - 1200 ლარით.

ნი-----------ას 30/04/2018წ. წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც იმავე დღეს ჩაბარდა სს ,,თი-----------ს“, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 14 მაისს.

მოსარჩელემ, მოპასუხე, ნი-----------ას 08/05/2018წ. ჩააბარა შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ.

მოპასუხეს 14/05/2017წ-დან 14/05/2018წ-მდე ხელფასის სახით მიღებული აქვს 11426,93 ლარი, ბონუსი და პრემია - 6926 ლარი, სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციოდ - 2887,50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი (ს.ფ.-ები: 82-92);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 41-47);

- განცხადება და დათხოვნის ბრძანება (ს.ფ.-ები: 48-49);

- შეტყობინება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ (ს.ფ. 50);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ლა–--------ასა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის 21/06/2018წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის ამოქმედების თარიღად, ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-ს შესაბამისად, განისაზღვრა 2018 წლის 7 დეკემბერი, 6 თვის ვადით, ხოლო ხელფასი - ყოველთვიურად 2250 ლარი, გადასახადების ჩათვლით.

21/06/2018წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-ით, მოპასუხის მიერ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მას მიეცემოდა ბონუსი ერთჯერადად 5400 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), ამ დამატებითი პირობების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (3.1.1. პუნქტი), ხოლო შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან 10 დღის ვადაში - ერთჯერადად 8100 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

ლა–--------ას სს ,,სა---------–--------ისაგან“ 2018 წლის ივლისში მიღებული აქვს 5400 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 229-241);

- დანართი Nა (ს.ფ.234);

- დამატებითი პირობები (ს.ფ.240);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ.-ები: 197-198, 200);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. გ---------------ესა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის 21/06/2018წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის ამოქმედების თარიღად, ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-ს შესაბამისად, განისაზღვრა 2018 წლის 10 დეკემბერი, 6 თვის ვადით, ხოლო ხელფასი - ყოველთვიურად 2250 ლარი, გადასახადების ჩათვლით.

21/06/2018წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-ით, მოპასუხის მიერ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მას მიეცემოდა ბონუსი ერთჯერადად 5400 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), ამ დამატებითი პირობების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (3.1.1. პუნქტი), ხოლო შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან 10 დღის ვადაში - ერთჯერადად 8100 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

გ---------------ეს სს ,,სა---------–--------ისაგან“ 2018 წლის ივლისში მიღებული აქვს 5400 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 217-227);

- დამატებითი პირობები (ს.ფ.228);

- დანართი Nა (ს.ფ.222);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ.-ები: 197-198, 201);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ნი-----------ასა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის 25/04/2018წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის ამოქმედების თარიღად, ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-ს შესაბამისად, განისაზღვრა 2018 წლის 14 მაისი, 6 თვის ვადით.

25/04/2018წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2-------------------001-ით განისაზღვრა მოპასუხისათვის ფულადი სახის ბონუსის გაცემის შესაძლებლობა, რომლეს ოდენობა და პერიოდულობა განისაზღვრება სს ,,სა---------–--------ის“ მიერ. მოპასუხის მიერ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

ნი-----------ასა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის 04/06/2018წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-2-------------------002-ით, შეიცვალა მათ შორის შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღი და იგი განისაზღვრა 23018 წლის 15 ნოემბრიდან 6 თვის ვადით. ასევე, მოპასუხის მიერ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მას მიეცემოდა ბონუსი ერთჯერადად 7800 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), ამ დამატებითი პირობების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (3.1.1. პუნქტი), ხოლო შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან 10 დღის ვადაში - ერთჯერადად 7800 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

ნი-----------ას სს ,,სა---------–--------ისაგან“ 2018 წლის მაისში მიღებული აქვს 1654.55 ლარი, ამავე წლის ივნისში - 1054.55 ლარი, ივლისში - 7200 და 673.42 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 203-216);

- დანართი Nა (ს.ფ.208 );

- დამატებითი პირობები (ს.ფ.214);

- დამატებითი პირობები (ს.ფ.215);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ.-ები: 197-199);

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გაანალიზების შედეგად, დადგენილად თვლის, ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეებს: ლა–--------ას, გი-------------ესა და ნი-----------ას მოსარჩელე, სს ,,თი-----------თან“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში არ დაუწყიათ მუშაობა სს ,,სა---------–--------ში“ და არ გაუწევიათ ამ ბ---ისათვის რაიმე სახის მომსახურება (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6.1 პუნქტი).

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე, სს ,,თი-----------სა“ და მოპასუხე, ნი-----------ას შორის 14/07/2015წ. დადებული შრომითი ხელშეკრულების 12.5, 12.8-12.9. პუნქტების შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა უფლება, 2018 წლის 8 მაისს გამოეხატა ნება, ამავე ხელშეკრულების 1---. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის ნი-----------ას მიმართ ამოქმედების შესახებ (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6.2 პუნქტი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7 და მე-9 მუხლები, 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 102-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ხელშეკრულების 1---.3 პუნქტის მოპასუხეთა მიერ დარღვევისა და/ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში სს ,,სა---------–--------თან“ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დაწყების შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, ... შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას (ს.ფ.-ები: 197-199), სასამართლო საფუძლად ვერ დაუდებს სარჩელის დაკმაყოფილებას, რამდენადაც მოპასუხეებმა მიიღეს შემოსავალი ბონუსების სახით მომავალი სამუშაო ადგილიდან - სს ,,სა---------–--------იდან“ - რაც ასევე დასტურდება დასახელებულ ბ---სა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით (დანართი Nა, დამატებითი პირობები (ს.ფ.-ები: 208, 222, 234) და არ დასტურდება სადავო პერიოდში ამ ბ---–ი მოპასუხეთა მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყება.

 

6.2. რაც შეეხება ნი-----------ას, მის ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველი, კერძოდ: ხელშეკრულების 12.5. პუნქტის თანახმად, ნი-----------ამ 2018 წლის 30 აპრილს აცნობა მოსარჩელეს 2018 წლის 14 მაისიდან ხელშეკრულების მოშლის/შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.48). შესაბამისად, მოსარჩელე, თუკი იგი აპირებდა ნი-----------ას მიერ მითითებული ვადიდან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ვალდებული იყო, ხელშეკრულების 12.8 პუნქტის შესაბამისად, ამ შეტყობინების მიღებიდან 5 საბ---ო დღის ვადაში გადაეცა დასაქმებულისათვის წერილობითი დოკუმენტი ხელშეკრულების 1--- პუნქტში აღწერილი შეზღუდვების ამოქმედების ან შეზღუდვებისაგან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ ასეთი დოკუმენტი გადასცა მოპასუხეს 2018 წლის 8 მაისს - 12.8 პუნქტით გათვალისწინებული 5 საბ---ო დღის გასვლის შემდეგ, რამდენადაც ყველა შემთხვევაში ეს ვადა ამოიწურა 2018 წლის 7 მაისს (,,კომერციული ბ---ების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ლ2 პუნქტის შესაბამისად, ,,საბ---ო დღე“ დეფინირებულია როგორც კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბ---ის საგადახდო სისტემის საშუალებით).

შრომითი ხელშეკრულების 12.9. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 12.8 პუნქტში აღნიშულ ვადაში დამსაქმებელი არ გასცემს წერილობით დოკუმენტს შეზღუდვების ამოქმედების ან შეზღუდვებისაგან გათავისუფლების შესახებ, დამსაქმებლის თანხმობა შეზღუდვებისაგან გათავისუფლების შესახებ ჩაითვლება გაცემულად (ს.ფ.44).

ამდენად, მოსარჩელის მიერ ნი-----------ას მიმართ თანხმობა შეზღუდვებისაგან გათავისუფლების შესახებ ითვლება გაცემულად და, შესაბამისად, არ არსებობს ნი-----------ას ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლი.

 

7. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე სს ,,თი-----------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 2242 ლარი და 33 თეთრი (ს.ფ.-ები: 70-72) უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სს ,,თი-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სს ,,თი-----------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2242 ლარი და 33 თეთრი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი