გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1801-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი- გიორგი ესაძე
მოსარჩელე - გ--- და-------–---ი
წარმომადგენელი - ი-–-- ჯა---–---
მოპასუხე - ვაჟა ტ-------ე
წარმომადგენელი - მიხეილ ნ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ვ-–- ტ-------ეზე მოსარჩელე გ--- და-------–---ის სასარგებლოდ სასესხო დავალიანების - 25.000 ევროს გადასახდელად დაკისრება.
1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხე ვ-–- ტ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ლ-------------ს ქ. N- წმ. ნინოს N---ში 35,20 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N0------------------ მიწის ნაკვეთის რეალიზაცია.
1.3. მოპასუხე ვ-–- ტ-------ეზე სასამართლო ბაჟის, მოსარჩელე გ--- და-------–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 28 ივნისს მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს ასესხა 25.000 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ვ-–- ტ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ლ-------------ს ქ. N- წმ. ნ----ს N---ში 35,20 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N0------------------ მიწის ნაკვეთი.
მოპასუხე სესხს ნებაყოფლობით არ აბრუნებს და სასამართლო წესით ითხოვს თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის ვადა. ხელშეკრულების პირველი გვერდი ხელმოუწერელია. ხელშეკრულება ხანდაზმულია და რეალურად ვალდებულება შესრულებულია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ თანხა მას არ მიუღია. გ--- და-------–---თან და დავით აბესაძესთან ერთად ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას (ვალუტის შესყიდვა), მაგრამ ის რამდენიმე თვეში გავიდა ერთობლივი საქმიანობიდან, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ქონება დარჩა იპოთეკით დატვირთული.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენი-–--, რომ 2013 წლის 28 ივნისს გ--- და-------–---მა მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს ასესხა 25.000 ევრო 2014 წლის 28 ივნისის ჩათვლით.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ვ-–- ტ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ლ-------------ს ქ. N- წმ. ნ----ს N---ში 35,20 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N0------------------ მიწის ნაკვეთი.
მტკიცებულება: 2013 წლის 28 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2.2. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია.
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.3. მოპასუხის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა დავით აბესაძემ განმარტა, რომ სესხი 2013 წელს აიღეს გ--- ტ-------ესთან და გორდეზიანთან ერთად, რომელიც გარდაცვლი-–--. ვალუტის გაცვლას და ეწეოდნენ ყოველთვიურად იხდიდნენ თანხას. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მისი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, ვ-–- ტ-------ის ქონება გამოიყენეს სესხის უზრუნველსაყოფად. სესხის თანხა მისი გადასახდელია და არა ვ-–- ტ-------ის.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება.
3.2.4. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. სასამართლო აღნიშნავს - ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხანდაზმულობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით -სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ გ--- და-------–---მა 2013 წლის 28 ივნისს მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს ასესხა 25.000 ევრო 2014 წლის 28 ივნისის ჩათვლით.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ვ-–- ტ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ლ-------------ს ქ. N- წმ. ნ----ს N---ში 35,20 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N0------------------ მიწის ნაკვეთი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 29 ივნისიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენი-–-- 2017 წლის 28 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 25 000 ევრო.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენი-–--, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება და გადასახდელი აქვს 25 000 ევრო.
6.3. სასამართლო მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხის და მისი წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის საფუძველია სწორედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და არა ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმება. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
-ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.4. სასამართლო ასევე მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას ვალდებულების შესრულების შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“. (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016).
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალდებულების არსებობას, თუმცა შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მიუთითა მოწმის ჩვენებაზე, რაც საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს, რადგან შედავება გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რადგან როგორც აღინიშნა, სს კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 2,031.90 ლარი მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს გ--- და-------–---ის სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს მოსარჩელე გ--- და-------–---ის სასარგებლოდ 25. 000 (ოცდახუთი ათასი) ევროს გადახდა.
3. დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხე ვ-–- ტ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ლ-------------ს ქ. N- წმ. ნ----ს N---ში 35,20 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N0------------------ მიწის ნაკვეთის რეალიზაცია.
4. დაეკისროს მოპასუხე ვ-–- ტ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2,031.90 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე