გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002572964
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4891-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ა(---- „პ--------------------------------–-----------“

წარმომადგენელი - ა----------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის Nგ-0-------- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. ასევე, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 24 აპრილს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ-0-------- განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ძალადობის ფორმებისა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულვებელყოფა) და წლების მიხედვით. 2. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. 3. 2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331-1332 და 1511-ე მუხლებით დაწყებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ამავე საქმეებში დაზარალებულთა რაოდენობისა და სქესის ნიშნის მიხედვით. 4. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის საქმეებში დაზარალებულთა ან/და მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებათა ჩამონათვალი. იმ შეთხვევაში თუ არ მოიპოვებოდა ჩამონათვალი მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ეწარმოებინა სტატისტიკა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის №გ-0-------- განცხადება - ს/ფ 18-19.

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 04 მაისის M-- 9------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოსარჩელეს გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაცულ მონაცემები, 2013-2017 წლებში ოჯახში ძალადობის ფაქტებსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331 (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე), სისხლის სამართლის კოდექსის 1332 (ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება) და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 (ადევნება) მუხლებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელს და ასევე დაზარალებული/მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით მონაცემების მოძიების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის.

 

ამასთან ეცნობა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები არ ითვალისწინებდა მაკვალიფიცირებელ გარემოებად (მუხლის ნაწილის/ ქვეპუნქტის სახით) გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა მონაცემები ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით.

 

ხოლო, რაც შეეხება ოჯახში დანაშაულის საქმეებში დაზარალებილის ან/და მსხვერპლის სტატუტის მქონე პირებთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსარჩელეს ეცნობა, რომ ეცნობებოდა შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთანავე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 04 მაისის M-- 9------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/ფ 20-22.

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 08 მაისის M-- 1------------ წერილით ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის Nგ-0-------- წერილის პასუხად დანართის სახით დამატებით გაეგზავნა ა---------------–----------–------------------------------–---------–- ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოჯახში დანაშაულის საქმეებში დაზარალებულის ან/და მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან, დანაშაულის პრევენციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 08 მაისის M-- 1------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/ფ 23-29.

 

3.1.4. 2018 წლის 01 ივნისს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ---------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის №გ-0-------- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის იმ ნაწილის დამუშავება და გაცემა რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეთქვა უარი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 01 ივნისის ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ---------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 30-32.

- მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება (07.02.19 წლის სხდომის ოქმი) - ს/ფ - 90-96

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მის მიერ 2018 წლის 24 აპრილის №გ-0-------- განცხადებით, მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის დავალება. კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების მოწოდება დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც წარმოადგენს მმართველობის ორგანოების საქმიანობის მომწესრიგებელ ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო აქტს.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციური ნორმის დანაწესს და განსაზღვრავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. რაც შეეხება ამავე კოდექსის 37-ე მუხლს, აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი განმარტავს საჯარო დაწესებულების ცნებას, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ხოლო საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”მ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

აღნიშნული მუხლების შინაარსი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აპრილს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ-0-------- განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ძალადობის ფორმებისა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულვებელყოფა) და წლების მიხედვით. 2. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. 3. 2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331-1332 და 1511-ე მუხლებით დაწყებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ამავე საქმეებში დაზარალებულთა რაოდენობისა და სქესის ნიშნის მიხედვით. 4. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის საქმეებში დაზარალებულთა ან/და მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებათა ჩამონათვალი. იმ შეთხვევაში თუ არ მოიპოვებოდა ჩამონათვალი მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ეწარმოებინა სტატისტიკა.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 04 მაისის M-- 9------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაცულ მონაცემები, 2013-2017 წლებში ოჯახში ძალადობის ფაქტებსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331 (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე), სისხლის სამართლის კოდექსის 1332 (ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება) და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 (ადევნება) მუხლებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელს და ასევე დაზარალებული/მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით მონაცემების მოძიების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის. ამასთან მოსარჩელეს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები არ ითვალისწინებდა მაკვალიფიცირებელ გარემოებად (მუხლის ნაწილის/ ქვეპუნქტის სახით) გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა მონაცემები ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ხოლო, რაც შეეხება ოჯახში დანაშაულის საქმეებში დაზარალებულის ან/და მსხვერპლის სტატუტის მქონე პირებთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსარჩელეს ეცნობა, რომ ეცნობებოდა შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთანავე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტია (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამდენად, საჯარო ინფორმაციას უნდა გააჩნდეს მატერიალური ხასიათი და დაცული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში, ამასთან, მისი ამ სახით მოძიებისა და შექმნის ვალდებულება უნდა გააჩნდეს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელის თანახმადაც კონვენცია იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისა და ოფიციალური დოკუმენტის გაცნობა, თუ ისინი არ შეიცავენ, პირად, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლებით აღიარებული კონსტიტუციური უფლებაა. აღნიშული სამართლებრივი ნორმები ღიად მიიჩნევენ სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აძლევენ მათი გაცნობის შესაძლებლობას, მაგრამ კანონი შესაბამის ორგანოს ასეთ ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია და კანონით აკისრებს ამ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის’’, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 5 აპრილის N 543 – IIს დადგენილებით და მისი შესრულების ვალდებულება საქართველოს წარმოეშვა 2017 წლის 01 სექტემბრიდან, მიზნებია: დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა; ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით; შეიმუშაოს კომპლექსური ჩარჩოები, პოლიტიკური კურსი და ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად; ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით; მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ორგანიზაციებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურ თანამშრომლობაში, რათა შემუშავებულ იქნეს კომპლექსური მიდგომა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. მხარეების მიერ მოცემული კონვენციის დებულებების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, კონვენცია აფუძნებს მონიტორინგის კონკრეტულ მექანიზმს.

 

ამავე კონვენციის მე-11 მუხლით განსაზღვრულია მონაცემთა შეგროვება და კვლევა, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კონვენციის განხორციელების მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ: რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით; მხარს დაუჭერენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევას, რათა შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და შედეგები, შემთხვევათა რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენის წილობრივი მაჩვენებელი, ასევე, ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობა. მე-2 პუნქტის თანახმად მხარეები ცდილობენ, რეგულარულად ჩაატარონ მოსახლეობის გამოკითხვა, რათა შეაფასონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის გავრცელება და ტენდენციები. მე-3 პუნქტის თანახმად მხარეები ექსპერტთა ჯგუფებს მიაწვდიან, როგორც მითითებულია ამ კონვენციის 66-ე მუხლში, ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებულ ინფორმაციას, რათა წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტანდარტების შექმნას. მე-4 პუნქტის თანახმად მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის.

 

ასევე ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ. მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია თუ რას გულისხმობს კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმებს, ესენია: ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას; გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს; ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს; ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 ივნისს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ---------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის №გ-0-------- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის იმ ნაწილის დამუშავება და გაცემა რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეთქვა უარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 01 ივნისის ა(---- „პ--------------------------------–-----------“ №გ---------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი კანონმდებლობით სადავო საკითხთან დაკავშირებით დაამუშავოს და აწარმოოს სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად გააჩნია ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოება, შესაბამისად მოპასუხესთან არის დაცული გამოძიების ეტაპზე ოჯახში ძალადობის და სხვა ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს უარი გამოძიების დაწყების მაჩვენებლის თაობაზე ძალადობის ფორმისა და წლების მიხედვით ეფუძნებოდა ობიექტურ იმ გარემოებას, რომ მსგავსი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამუშავებს მონაცემებს, ვინაიდან შესაბამისი მონაცემები გამოძიების დაწყების ეტაპზე შეიძლება არ გამოიკვეთოს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის მომენტისათვის არ იყო მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებული რადგან მოპასუხე არ ამუშავებდა აღნიშნულს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით არის შესაძლებელი, ასევე მას მოქმედი კანონმდებლობაც ავალდებულებს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 24 აპრილის №გ-0-------- განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის არ დამუშავების პირობებშიც კი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე განეხილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის საკითხი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს მოპასუხეს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის Nგ-0-------- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(---- „პ--------------------------------–-----------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა(---- „პ--------------------------------–-----------“ 2018 წლის 24 აპრილის Nგ-0-------- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით. ასევე, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

 

3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე ა(---- „პ--------------------------------–-----------“ სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი