გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
330210019002810467
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/700 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - დი--- მა-------ი

მოპასუხე - თე----- სა------–-–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დი--- მა-------ს და თე----- სა------–-–---–ს შორის 2012 წლის 1---------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N6----------);

 

1.2. მოპასუხე თე----- სა------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების ნო------ სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–----------------–-) და ე-- სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200-200 (ორასი-ორასი) ლარის, სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 18 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე დი--- მა-------ი და მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 0---------------, ხოლო 2012 წლის 1---------- დი--- მა-------ი და თე----- სა------–-–---–ი დაქორწინდნენ. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------–- დაბადებული ნო------ სა------–-–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ე-- სა------–-–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი სისტემატიურად ახორციელებდა მოსარჩელე მხარეზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. მოპასუხემ ძალადობის მუქარით წაართვა დი--- მა-------ს ძვირფასეულობა, რომელიც დღეის მდგომარეობით ლომბარდში აქვს დაგირავებული. თე----- სა------–-–---–მა ბანკიდან გამოიტანა სესხის სახით თანხები, რომლებიც დღემდე გადაუხდელია და ოჯახი ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში. როდესაც მოსარჩელე მხარემ მოპასუხესთან დაძაბული ურთიერთობის გამო გადაწყვიტა ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტა, თე----- სა------–-–---–მა მიმართა ძალადობრივ ქმედებებს მოსარჩელის მისამართით, რის გამოც დი--- მა-------ი იძულებული გახდა მიემართა საპატრულო პოლიციისათვის. პატრულმა ოჯახში ძალადობის გამო მოპასუხის მიმართ გამოწერა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს განქორწინებასა და შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე. ქორწინების პერიოდში, მოპასუხე მხარეს ჰქონდა მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. იგი ვალდებულია სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში და უწევდეს მათ სათანადო ფინანსურ დახმარებას.

(სარჩელი, 2019 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას დი--- მა-------თან ქორწინების შეწყვეტის შესახებ;

2.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების, ნო------ სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–----------------–-) და ე-- სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 75-75 (სამოცდათხუთმეტი-სამოცდათხუთმეტი) ლარის, სულ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

 

მოპასუხე არ არის თანახმა შეწყდეს ქორწინება მოსარჩელე დი--- მა-------თან და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა და ერთ ოჯახად ცხოვრება შესაძლებელია. თე----- სა------–-–---–ი არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე ამ ეტაპზე სტაბილურად დასაქმებული არ არის. იგი პერიოდულადაა მშენებლობაზე და იღებს მცირე ოდენობის შემოსავალს. ამასთან, მოპასუხეს ერიცხება საბანკო დავალიანებები, რის გამოც იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(შესაგებელი, 2019 წლის 06 მარტის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე დი--- მა-------ი და მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 1----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–----------------–- დაბადებული ნო------ სა------–-–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ე-- სა------–-–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N6---------- (ს.ფ. 16);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------8 (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 18).

 

3.1.2. მხარეებს, დი--- მა-------ს და თე----- სა------–-–---–ს შორის ერთ თვეზე მეტია ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე დი--- მა-------ი ცხოვრობს დედასთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, მისამართზე ქ. თბილისი, ბუ--------. N--. მოსარჩელის დედა დასაქმებულია რესტორანში მზარეულის დამხმარედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მოსარჩელე დი--- მა-------ი დასაქმებულია მაღაზიაში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან დი--- მა-------ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 240.77 ლარს, თებერვლის თვეში - 218.68 ლარს და 594.54 ლარს, მარტის თვეში - 272.38 ლარს და 623.94 ლარს, აპრილის თვეში - 642.19 ლარს და 211.3 ლარს, მაისის თვეში - 664.06 ლარს, ივნისის თვეში - 638 ლარს, ივლისის თვეში - 495.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 654.69 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 05.02.2019 წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. არასრულწლოვანი ნო------ სა------–-–---–ი სწავლობს ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში, ხოლო ე-- სა------–-–---–ი არის თბილისის N- საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. ბავშვები დამატებით წრეებზე არ დადიან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. დი--- მა-------ის მოთხოვნით, თე----- სა------–-–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი ცხოვრობს მარტო ქირით მისამართზე ქ. თბილისი, ბუ--------. N--. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 200 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეების, დი--- მა-------ს და თე----- სა------–-–---–ს შორის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოსარჩელე მხარეს არ სურს ქორწინებაში იმყოფებოდეს თე----- სა------–-–---–თან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის და ამასთან, მოსარჩელე დი--- მა-------ი ოჯახის აღდგენის წინააღმდეგია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე არის დასაქმებული თბილისში, ჯი----------ზე მიმდინარე მშენებლობაზე და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. მან 2017 წლის დეკემბრის თვეში დატოვა დაკავებული თანამდებობა და მას შემდეგ პერიოდულად მუშაობს მშენებლობაზე. ასევე მცირე დროით იგი მუშაობდა ე.წ. ,,ტ-----“ მძღოლად. ამ ეტაპზე თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია და მისი მცირე ოდენობის შემოსავალი რეგულარულ ხასიათს არ ატარებს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე თე----- სა------–-–---–ს მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა) არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 05.02.2019 წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.3. მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე დი--- მა-------ი აქირავებს საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ბუ--------. N---ში და აქვს დამატებითი შემოსავალი მიღებული ქირის სახით. აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოსარჩელე დი--- მა-------ი და განმარტავს, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დედასთან და შვილებთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. მოპასუხე თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, მას ამჟამად სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე ერიცხება საკრედიტო დავალიანება 8500 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ბანკიდან სესხის აღების მიზნობრიობას და დღეის მდგომარეობით არსებული დავალიანების ოდენობას დაადასტურებდა. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისი სახელით მოპასუხემ გამოიტანა სესხი მობილური ტელეფონის შესაძენად და ასევე, დამატებით თანხა, რომელიც სჭირდებოდა ავტომანქანის შესაძენად. აღნიშნული სესხის თანხა გადასახდელია. მოპასუხე თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, იგი ფლობს ავტომანქანას ,,მე--------ი“, გამოშვების წელი - 2001, რომელიც ასევე დაგირავებული აქვს სალომბარდე დაწესებულებაში. მოპასუხის განმარტებით, როგორც საბანკო ასევე სალომბარდე დაწესებულებებთან სასესხო ურთიერთობები განპი----ბებული იყო ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი კეთლდღეობისათვის, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე დი--- მა-------ი და მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 1----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნო------ სა------–-–---–ი (დ----------–-------–-–----------------–-) და ე-- სა------–-–---–ი (დ----------–-------–-–-------------). მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, დი--- მა-------თან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოპასუხე თე----- სა------–-–---–ი მოსარჩელე დი--- მა-------თან განქორწინების წინააღმდეგია და მიუთითებს, რომ მეუღლეებს შორის ოჯახის აღდგენა და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შესაძლებელია. მოპასუხის მოსაზრებით, მხარეთა ოჯახის შენარჩუნება და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შესაძლებელია. მიუხედავად აღნიშნული პოზიციისა, სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელემ კვლავ დაუჭირა მხარი სარჩელს განქორწინების თაობაზე და უარი განაცხადა მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნასა და ოჯახის შენარჩუნებაზე. მხარეები, დი--- მა-------ი და თე----- სა------–-–---–ი ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. დი--- მა-------ის მოთხოვნით, თე----- სა------–-–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პი----ბების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამ შემთხვე--ში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე თე----- სა------–-–---–თან ოჯახის შენარჩუნებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე დი--- მა-------ი და თე----- სა------–-–---–ი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. მოსარჩელე მხარე წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მოპასუხესთან ერთად გაძღოლისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვე--ში.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან მოსარჩელე დი--- მა-------ს და მოპასუხე თე----- სა------–-–---–ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე დი--- მა-------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - 2----–-–----------------–- დაბადებული ნო------ სა------–-–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ე-- სა------–-–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭი----ებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პი----ბების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პი----ვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭი----ება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭი---- ცხოვრების პი----ბები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პი----ბების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პი----ბებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვე--ში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვების ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვე--ში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ნო------ სა------–-–---–ი და ე-- სა------–-–---–ი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, დი--- მა-------თან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი დედასთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად მისამართზე ქ. თბილისი, ბუ--------. N--. მოსარჩელის დედა დასაქმებულია რესტორანში მზარეულის დამხმარედ. მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე დი--- მა-------ი აქირავებს ქ. თბილისში, ბუ--------. N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და თავად შვილებთან ერთად ნათესავებთან ცხოვრობს. მოპასუხის განმარტებით, დი--- მა-------ს აქვს დამატებითი შემოსავალი მიღებული ქირის სახით. აღნიშნულ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. თავად მოსარჩელე დი--- მა-------ი უარყოფს აღნიშნულს და განმარტავს, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დედასთან და შვილებთან ერთად.

 

დადგენილია, რომ დი--- მა-------ი დასაქმებულია მაღაზიაში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან დი--- მა-------ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 240.77 ლარს, თებერვლის თვეში - 218.68 ლარს და 594.54 ლარს, მარტის თვეში - 272.38 ლარს და 623.94 ლარს, აპრილის თვეში - 642.19 ლარს და 211.3 ლარს, მაისის თვეში - 664.06 ლარს, ივნისის თვეში - 638 ლარს, ივლისის თვეში - 495.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 654.69 ლარს. დამსაქმებელს წარმოადგენს შპს ,,გი----ს“;

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭი----ებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პი----ბების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვე--, არასრულწლოვანი ნო------ სა------–-–---–ი სწავლობს ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლაში, ხოლო ე-- სა------–-–---–ი არის თბილისის N- საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. ბავშვები დამატებით წრეებზე არ დადიან.

 

სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხის განმარტებით, იგი ცხოვრობს მარტო ქირით მისამართზე ქ. თბილისი, ბუ--------. N--. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 200 ლარს. ვინაიდან მას მძიმე მატერიალური მდგომარეობა აქვს, ქირის გადახდაში ეხმარებიან დები და ნათესავები. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე თე----- სა------–-–---–ს მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა) არ უფიქსირდება. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე არის დასაქმებული თბილისში, ჯი----------ზე მიმდინარე მშენებლობაზე და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. მან 2017 წლის დეკემბრის თვეში დატოვა დაკავებული თანამდებობა და მას შემდეგ პერიოდულად მუშაობს მშენებლობაზე. მცირე დროით იმუშავა ე.წ. ,,ტ-----“ მძღოლადაც. ამ ეტაპზე თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია და მისი მცირე ოდენობის შემოსავალი რეგულარულ ხასიათს არ ატარებს. საწინააღმდეგო სახის გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანებებზე.

თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, მას ამჟამად სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე ერიცხება საკრედიტო დავალიანება 8500 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ბანკიდან სესხის აღების მიზნობრიობას და დღეის მდგომარეობით არსებული დავალიანების ოდენობას დაადასტურებდა. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისი სახელით მოპასუხემ გამოიტანა სესხი მობილური ტელეფონის შესაძენად და ასევე, დამატებით თანხა, რომელიც სჭირდებოდა ავტომანქანის შესაძენად. აღნიშნული სესხის თანხა გადასახდელია. მოპასუხე თე----- სა------–-–---–ის განმარტებით, იგი ფლობს ავტომანქანას ,,მე--------ი“, გამოშვების წელი - 2001, რომელიც ასევე დაგირავებული აქვს სალომბარდე დაწესებულებაში. მოპასუხის განმარტებით, როგორც საბანკო ასევე სალომბარდე დაწესებულებებთან სასესხო ურთიერთობები განპი----ბებული იყო ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი კეთლდღეობისათვის, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები არ არის დაკავშირებული არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებთან. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. შესაბამისად, მხარის სასესხო ვალდებულებას უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი შვილების წინაშე საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მიღებული სესხის მიზნობრიობა, თუმცა სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და მათ ყოველთვიურ ხარჯებს.

მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პი----ბების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭი---- ხარჯების ოდენობაც. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს არასრულწლოვან შვილებთან, ნო------ სა------–-–---–თან და ე-- სა------–-–---–თან აქვს მეტნაკლებად რეგულარული ურთიერთობა. მოპასუხე მხარე ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პი----ბების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭი----ებების აუცილებელი გათვალისწინებით.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში არასრულწლოვანისათვის 100 -100 (ას-ასი) ლარი, სულ 200 (ორასი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი--- მა-------ის მოთხოვნა - თე----- სა------–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების ნო------ სა------–-–---–ის და ე-- სა------–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე დი--- მა-------ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თე----- სა------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დი--- მა-------ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება დი--- მა-------სა (პირადი N0----------) და თე----- სა------–-–---–ს (პირადი N-----------) შორის რეგისტრირებული 2012 წლის 1----------, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N6----------;

1.2. თე----- სა------–-–---–ს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების ნო------ სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–----------------–-) და ე-- სა------–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 (ას-ასი) ლარის, სულ 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან 2019 წლის 18 იანვრიდან მათ სრულწლოვანების მიღწე--მდე;

 

2. დაეკისროს თე----- სა------–-–---–ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვე--ში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე