განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
820100119002877134
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002877134

№1-66/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21.03.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ლ---- დ--------ე

ადვოკატი - დ----- კ----–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173220119001 საქმე

 

ბრალდებულ ლ---- დ--------ის მიმართ

მამის სახელი: ი-–----

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

დაბადებული: 18.01.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ბათუმი, ა. შ------ ქუჩა №22, ბინა №43

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის ოქტომბრის თვიდან 2019 წლის 22 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმი ა.შ------ ქ. №22 ბინა №43-ში, ლ---- დ--------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ა--- დ--------ეს, რამაც გამოიწვია და---რალებულის ფსიქოლოგიური ტრამვა და მის ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

 

2. 2018 წლის ნოემბრის თვეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მა--------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ლ---- დ--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ა--- დ--------ეს მარჯვენა მხრის არეში ხელის დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ა--- დ--------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. 2019 წლის 22 იანვარს, ქ. ბათუმი ა. შ------ ქ. №22 ბინა №43-ში, ლ---- დ--------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულის ფანჯრიდან გადაგდებით სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ა--- დ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. ლ---- დ--------ემ განმარტა, რომ მეუღლეს, ა--- დ--------ეს მიაყენა ფსიქოლოგიური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

7. და---რალებულმა ა--- დ--------ემ განაცხადა, რომ მეუღლე, ლ---- დ--------ე მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

8.სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 იანვრის №000647319 დასკვნით, საქმის მასალების მიხედვით, ა--- დ--------ე მისი მეუღლის, ლ---- დ--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმნედებას, შანტაჟს, დამცირებას რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლ---- დ--------ე არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ა--- დ--------ეს, რამაც გამოიწვია და---რალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

 

მანვე მეუღლეს, ა--- დ--------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

11. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

12. ლ---- დ--------ემ განმარტა, რომ მეუღლეს, ა--- დ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

13. და---რალებული ა--- დ--------ის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ მეუღლე ლ---- დ--------ის მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის დროს, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

14 სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- დ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- დ--------ის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმე ი-–--- დ--------ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლ---- დ--------ემ განახორციელა ოჯახის წევრების, მეუღლის ა--- დ--------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- დ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

17. ლ---- დ--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

18.ლ---- დ--------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- დ--------ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული,მას შეურიგდა და---რალებული და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ლ---- დ--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელი შეჯამდეს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ლ---- დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ჯ------– ლ-----ეს (პ/ნ 6----------).

 

3. ლ---- დ--------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 06 თებერვლის ჩათვლით.

 

4.საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი