გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001774756
საქმე №2/83-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე _ ქ------ნ ქ---------–---–ი
წარმომადგენლები – ი--ა ბ---–---------ი, მ--ა ს-----ე
მოპასუხე _ მ--ა ფ----–--–--ე, ვ-–------რ წ---–-----ი, ზ----ბ წ---–-----ი, ა---თ წ---–-----ი
წარმომადგენელი - ტ---ა რ------ე
მესამე პირი - ნოტარიუსი შ------ა გ--------–---–ი
დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა, თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული №1------12 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ;
1.2. მოსარჩელე ცნობილ იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ო---რ ქ---------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 2/5 წილზე და ამ წილზე გაიცეს სამკვიდრო მოწმობა;
1.3. ვ-–------რ წ---–-----ს, ა---თ წ---–-----სა და ზ----ბ წ---–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ის მოვლის, მკურნალობის, დაკრძალვისა და შემდგომი სარიტუალო ყველა ხარჯის სახით - 3150 ლარის გადახდა;
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 მ--სს მამის - ო---რ ქ---------–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა გორის რაიონი სოფელი ხ-------–---ში მდებარე სახლთმფლობელობა. 2016 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. პირველი რიგის მემკვიდრე მ--ა ფ----–--–--ემ ნოტარიუსს ასევე მიმართა 2016 წლის 22 ნოემბერს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა მის წილზე. ასევე, ნოტარიუსს 2016 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა ვ-–------რ წ---–-----მა, 2016 წლის 01 ნოემბერს ა---თ წ---–-----მა და 2016 წლის 02 ნოემბერს ზ----ბ წ---–-----მა სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მათვე განაცხადეს, რომ არიან მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები - შვილები, თუმცა აღნიშნულის დამდგენი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ სანოტარო ბიუროში, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–სა და მათ შორის ნათესაური კავშირი. იმის გამო რომ მამკვიდრებელსა და ამ უკანასკნელთა შორის სათანადო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო ვერ დადგინდა ნათესაური კავშირი, ნოტარიუსის მიერ უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. 2016 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ ნოტარიუსს კვლავ მიმართა დაზუსტებული განცხადებით და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მთელ ქონებაზე, ვინაიდან მ--ა ფ----–--–--ემ მიიღო გადაწყვეტილება მისი წილი სამკვიდროს მის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე, ხოლო ვ-–------რ, ზ----ბ და ა---თ წ---–-----ებს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N1------12 დადგენილებით უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მამკვიდრებელი ო---რ ქ---------–---–ი იყო უსინათლო და წლების მანძილზე ავადმყოფობდა, მასზე მზრუნველობას კი თავად ახორციელებდა. მამკვიდრებლის მოვლისა და ავადმყოფობის მკურნალობის ხარჯები, ასევე დაკრძალვისა და ყველა სარიტუალო ხარჯები გაიღო თავად და ამ ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურება ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, როგორც მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს. ამასთან, საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელემ ხსენებული ხარჯების ნაწილში მოთხოვნა შეამცირა ერთ-ერთი მოპასუხის მ--ა ფ----–--–--ის მიმართ 1050 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სარჩელი ცნო საკვიდრო ქონების მის კუთვნილ 1/5 წილზე მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა ვ-–------რ წ---–-----მა, ზ----ბ წ---–-----მა და ა---თ წ---–-----მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N1------12 დადგენილების ბათილობის, ო---რ ქ---------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონების 2/5 წილზე მოსარჩელის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობისა და ამ ნაწილში სამკვიდრო მოწმობის გაცემის ნაწილში, ხოლო მათთვის ო---რ ქ---------–---–ის მოვლის, მკურნალობის, დაკრძალვისა და შემდგომი სარიტუალო ყველა ხარჯის - 3150 ლარის ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. მოპასუხე მ--ა ფ----–--–--ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ იგი უარს ამბობს მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ის საკვიდრო ქონების 1/5 წილზე მოსარჩელე ქ------ნ ქ---------–---–ის სასარგებლოდ, რის ანგარიშშიც მოსარჩელემ მის მიმართ შეამცირა მოთხოვნა თანხების გადახდის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მ--სს მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო გორის რაიონ სოფელ ხ-------–---ში, რომელიც წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ ო---რ ქ---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები - ქ------ნ ქ---------–---–ი, მ--ა ფ----–--–--ე, ვ-–------რ წ---–-----ი, ზ----ბ წ---–-----ი და ა---თ წ---–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინებისა და დაბადების მოწმობები;
3.1.5. დადგენილია, რომ ქ------ნ ქ---------–---–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ო---რ ქ---------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე. ნოტარიუსის 2016 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ქ------ნ ქ---------–---–ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, იმ მოტოვით, რომ ქ------ნ ქ---------–---–ის გარდა არსებობდნენ მამკვიდრებლის სხვა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, ამასთან სადავო ოყო სამკვიდრო ქონებიდან სხვა მემკვიდრეების კუთვნილი წილის ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N1------12 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ;
3.1.8. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ის სახელზე, საკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონი, სოფელი ხ-------–---ი ს.კ. 6-.56.05.0-8.0-.502.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლი ო---რ ქ---------–---–ის მოვლაში, მკურნალობასა და დაკრძალვისათვის განკუთვნილ სარიტუალო მოქმედებებში გაწეული აქვს ხარჯები, რომლებშიც მოპასუხეებს მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ მიღებული მონაწილეობა და ამდენად, მათ როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ ამ ხარჯების გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მამკვიდრებელ ო---რ ქ---------–---–ისათვის ხარჯების სარჩელში მითითებული ოდენობით რეალურად გაწევის ფაქტის დადასტურება, რისთვისაც მის მიერ წარმოდგენილ იქნა ო---რ ქ---------–---–ის სახელზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაცემული ამბულატორიული ბარათი, ცნობები, სალაროს შემოსავლის ორდერები და სესხის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ სადაო ხარჯების გაწევის თაობაზე საფუძვლიანია ნაწილობრივ და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება საქმეზე, როგორც მოსარჩელის ასევე მოპასუხის მხარეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მოწმეთა ჩვენება, რომლებიც წარმოადგენენ თანაბარი ძალის მტკიცებულებებს და მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის შემთხვევაში თუკი სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, სასამართლოს მიერ მათი გაზიარება მართებული არ იქნება. ამასთან ჩვენებები იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი და შესაბამისად ვერ მოხდება მათი გაზიარება რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ------ნ ქ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე, 973-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით დადგენილია, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-? ?????? 1-?? ??????? „?“ ?????????? ????????, ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესის მიხედვით, თუ სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს კონკრეტული ქონების (უფლების) მიღების ფაქტი, სავალდებულოა ამ ქონების (უფლების) შესახებ ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რაც აუცილებელია ამ ქონების (უფლების) უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნა ო---რ ქ---------–---–ის გარდაცვალებით. სამკვიდროს გახსნის დროდ ჩაითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე - 2016 წლის 27 მ--სი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსმზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეობა და ეს მემკვიდრეები არიან მამკვიდრებლის შვილები, რომელთაგან მოპასუხეებმა ვ-–------რ წ---–-----მა, ზ----ბ წ---–-----მა და ა---თ წ---–-----მა სარჩელი ცნეს, ხოლო მ--ა ფ----–--–--ემ უარი თქვა მის სამკვიდრო წილ 1/5-ზე მოსარჩელე ქ------ნ ქ---------–---–ის სასარგებლოდ, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N1------12 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ. მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ო---რ ქ---------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 2/5 წილზე და ამ წილზე მის სასარგებლოდ უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.
ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
ზემოთ მიმითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრეები ვ-–------რ წ---–-----ი, ზ----ბ წ---–-----ი და ა---თ წ---–-----ი ვალდებულნი არიან მიღებული სამკვიდროს წილის პროპორციულად დაფარონ მოსარჩელე ქ------ნ ქ---------–---–ის მიერ მამკვიდრებლის ო---რ ქ---------–---–ის მოვლის, მკურნალობის, დაკრძალვისა და შემდგომი სარიტუალო ყველა ხარჯების გონივრული ოდენობა. სასამართლო ხსენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლზე მითითებით დამატებით განმარტავს, რომ ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებების შესაბამისად, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად მამკვიდრებელზე გაწეული ხარჯები სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება კი შეიძლება თვით მხარეთა ახნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დასტურდება მამკვიდრებელ - ო---რ ქ---------–---–ის მოვლის, მკურნალობისა და დაკრძალვისათვის განკუთვნილი სარიტუალო მოქმედებზე გაღებული ხარჯების არსებობა, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ხარჯების გაწევა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. საქმის მასალებით დასტურდება მკურნალობაზე გაწეული ხარჯი მხოლოდ 450 ლარის ოდენობით, ხოლო საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს მათი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე სასამართლო ვერ მიიჩნევს იმ ძალის მტკიცებულებად, რაც ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება გახდეს, ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებით უტყუარად არ დასტურდება მასში მითითებული თანხების მიზნობრიობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და სამკვიდრო ქონებიდან მოპასუხეთა მიერ მიღებული აქტივების ფარგლებში მათი კუთვნილი წილის პროპორციულად გონივრული გაანგარიშების შედეგად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტ---ლი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხე მ--ა ფ----–--–--ემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზევე, ხოლო მის მიმართ მოსარჩელემ თანხის დაკისრების ნაწილში შეამცირა მოთხოვნა, ამიტომ მოპასუხეებს ვ-–------რ, ზ----ბ და ა---თ წ---–-----ების მათ მიმართ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროთ 33 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქ------ნ ქ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ 20.12.2016 წელს გაცემული №1611440412 დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. მოსარჩელე ცნობილ იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ო---რ ქ---------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 2/5 წილზე და ამ წილზე მოსარჩელის სახელზე გაიცეს სამკვიდრო მოწმობა;
1.3. მოპასუხეებს ვ-–------რ წ---–-----ს, ზ----ბ წ---–-----ასა და ა---თ წ---–-----ს მოსარჩელე ქ------ნ ქ---------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1100 (ათას ასი) ლარის გადახდა;
2. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხეებს ვ-–------რ წ---–-----ს, ზ----ბ წ---–-----ასა და ა---თ წ---–-----ს მოსარჩელე ქ------ნ ქ---------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 33 (ოცდაცამეტი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე