განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002559871
საქმე N--660/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–--ლი
ბრალდებული: რე-------------კი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 0--08.198- წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ნო--–---–--------------------
ადვოკატი - პა---------–---ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171110618011
აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და 2-------ს ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, რე-------------კი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ყელსაბამის ყელიდან ჩამოწყვეტის გზით ცდილობდა აშკარად დაუფლებოდა ნა-------------–-ძის კუთვნილ, 850 ლარად ღირებულ ოქროს ყელსაბამს, რა დროსაც დაზარებულმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და 2-------ს ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, რე-------------კი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ყელსაბამის ყელიდან ჩამოწყვეტის გზით, აშკარად დაეუფლა თა------------ას კუთვნილ, 3000 ლარად ღირებულ ორ ცალ ყელსაბამს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1.2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და 2-------ს ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, რე-------------კი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყელსაბამის ყელიდან ჩამოწყვეტის გზით ცდილობდა აშკარად დაუფლებოდა ნა-------------–-ძის კუთვნილ, 850 ლარად ღირებულ ოქროს ყელსაბამს, რა დროსაც ყელსაბამი ჩაწყდა და ჩავარდა, რის გამოც რე-------------კმა ვერ შეძლო მისი დაუფლება და დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და 2-------ს ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, რე-------------კი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყელსაბამების ყელიდან ჩამოწყვეტის გზით, აშკარად დაეუფლა თა------------ას კუთვნილ, ორ ცალ ყელსაბამს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. დაზარალებულმა თა------------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ახლობელთან ნო---------ასთან ერთად იმყოფებოდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში და იქედან მოდიოდნენ 2-------ს ქუჩაზე საბავშვო ბაღში; 2-------ს ქუჩაზე არის შპს „რე--–------ის“ ოფისია, ამ ოფისთან მიახლოებისას შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი; ის ისე უყურებდა მათ, რომ დაფიქრდნენ ხომ არ იყო ნაცნობი; როგორც კი გაცდნენ ჩიხს, მარცხენა მხრიდან მოეპარა და ჩამოაგლიჯა ოქროს ყელსაბამები; ნო---------ა მოყვებოდა გვერდით; დაედევნენ, ის შევარდა ჩიხში კორპუსის ეზოში, გამჭოლი სადარბაზო ყოფილა, ახალგაზრდა მამაკაცი უკან იხედებოდა, არ ელოდა, თუ უკან დაედევნებოდა ალბათ, შემდეგ კორპუსებში საერთოდ დაეკარგა და ვერ დაეწია; მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები; გადაიყვანეს გამოსაკითხად; წართმეული ყელსაბამებიდან ერთი იყო წონით 25 გრ, მეორე - 20 გრ დაახლოებით 5000 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა, რაც არ არის ანაზღაურებული; ერთერთი ყელსაბამი იყო საგვარეულო საჩუქარი და ამიტომ ძვირფასი იყო მისთვის;
მამაკაცს, რომელმაც ჩამოგლიჯა ყელსაბამები, ეცვა შავი ფერის მაისური, ჯინსის შარვალი, თავზე კეპი ეხურა, და კეპის ქვეშ თმა უჩანდა; ყელსაბამის ჩამოწყვეტის დროს იგრძნო ტკივილი, დაზიანება ეტყობოდა კიდეც ყელზე;
საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილოება; ამოცნობა ჩატარდა პოლიციის განყოფილებაში, ოთახში იდგა სამი ადამიანი, ყველა ერთმანეთს გავდა, იმ დროს არც კეპი ეხურა თავზე, მაგრამ მაინც ამოიცნო, და განმარტა იქვე, თუ რა ქმედება ჩაიდინა მან; ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი; შემთხვევიდან 9-10 დღის შემდეგ დაათვალიერეს ვიდეოთვალის ჩანაწერები; ამოიცნო ბრალდებული, სახე არ ჩანდა, მაგრამ სხვა ყველაფერი ამოიცნო, ის სახეს ადასტურებს იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ახლოს ჩაუარა, შემდეგ გაეკიდა და როცა მისდევდა რამდენჯერმე მობრუნდა და სახე ამ დროსაც კარგად დაინახა; თავიდან დაინახა 10 მეტრის დაშორებით იდგა დაახლოებით; იხედებოდა მათკენ დაჟინებით და ამიტომ დაიმახსოვრა; იქნებოდა 1 წუთი ალბათ გასული, რომ უკვე უკანა მხრიდან მოეპარა და ჩამოგლიჯა ყელსაბამი; (იხ ოქმი 17.01.2019წ; 14:20:46სთ-14:53:29სთ);
2.4. დაზარალებულმა ნა-------------–-ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ივნისს პუ–----ს ქუჩიდან კიროვის ქუჩაზე 8 წლის ბავშვთან ერთად მიდიოდა; ტელეფონზე საუბრობდა; მოულოდნელად პიროვნება მივარდა, შეაქანა, წამიერად მობრუნდა მისი ხელის ჩავლება ყელსაბამზე და გაქცევა ერთად მოხდა; ვინაიდან ბავშვი ახლდა, - ვერ გაეკიდა; შეშინდა, ვერც სახლისკენ გაბედა წასვლა; ეშინოდა უკან არ გაყოლოდა; ელოდებოდა ვინმე ნაცნობს; გზად მიმავალ ნაცნობთან ერთად გადაკვეთა გზა და წავიდა სახლისკენ; გვერდით რომ გაიხედა, დაინახა, კუთხეში იდგა ეს ახალგაზრდა და იხედებოდა; დაუკავშირდა მამას, სე--------------–-ძეს; აუწერა პიროვნება; როგორც იცის მამამისი გავიდა ამ ტერიტორიაზე მისი აღწერილობის მიხედვით შენიშნა ეს ახალგაზრდა; გადაცემული მონაცემების მიხედვით მიამსგავსა და როგორც შეიტყო იგივე სახის დანაშაული ჩაიდინა მოკლე პერიოდში; შემთხვევა მოხდა დაახლოებით 15:50 საათზე; ახალგაზრდა მამაკაცი, შემთხვევის შემდეგ, როგორც დაინახა იხედებოდა სასტუმრო პრესტიჟთან მისვლამდე არსებული ხუთსართულიანი ბინის კუთხიდან; ყელსაბამი მარჯვენა მხრიდან შეაწყვიტა, ნაწილი გადმოვარდა გარეთ და ნაწილი შეაკავა ტანსაცმელმა; პიროვნებას, დაინახა, რომ ხელზე შავი ნაჭერი თუ ცხვირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, როცა გახედა, თვალში საცემი იყო მუქ ფერებში, კეპი ეხურა შავი მაისური ეცვა; მისმა მამამ ამოიცნო იმ ნიშნებით , რაც მან მიაწოდა; მამამისი მივიდა შემთხვევიდან ალბათ ნახევარ საათში მამამ დაურეკა და უთხრა, რომ ის ისევ იქვე ტრიალებდა, აღელვებული ჩანდა და ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე; მასზე მიყენებული ზიანი შეადგენს 850 ლარს; ყელსაბამი გაწყდა და ჩამოვარდა; მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში , ჩატარდა ამოცნობა, შეშინებული იყო და არ ავიწყდება შემთხვევა; ამოცნობაზე წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბრალდებული, ადასტურებს, რომ ნამდვილად ეს პირი იყო, ასევე ვიდეომასალის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა; (იხ ოქმი 17.01.2019წ; 14:59:20სთ -15:21:05სთ);
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას სე--------------–-ძემ განაცხადა, რომ არის ნა-------------–-ძის მამა; იცნობს ბრალდებულს 2-------ს ქუჩის 5--თთან, 2018 წლის 11 ივნისს დაუკავშირდა მისი ქალიშვილი - ნა-------------–-ძე და მოუყვა მომხდარის შესახებ, თავად ფაქტს არ შესწრებია, როგორც ნა------მა უთხრა, მიდიოდა 2-------ს ქუჩაზე ბავშვთან ერთად და მოულოდნელად მისთვის უცნობმა ახალგაზრდამ ხელით ჩამოგლიჯა ოქროს ყელსაბამი; ყელსაბამის წართმევა ვერ მოახერხა; ის გაწყდა და დაზიანდა; დღისით , დღის მეორე ნახევარი იქნებოდა; ნა------იმ ასევე აუწერა ახალგაზრდა ბიჭის ჩაცმულობა და გარეგნობა;
დაინტერესდა და გადაწყვიტა გასულიყო ამ ქუჩაზე და დაეთვალიერებინა; ქუჩაზე მიდიოდა ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმართულებით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის კუთხეში იდგა ახალგაზრდა ბიჭი ხელში ნაჭერი თუ მოხვეული ჰქონდა, თავზე კეპი ეხურა ეცვა ჯინსის შარვალი, ის ნერვიულად მოძრაობდა და გადაადგილდებოდა, დაეჭვდა იფიქრა ხომ არ იყო ის ახალგაზრდა, ვისზეც მისმა შვილმა უთხრა; გაუარა ახლოს, თავად ახალგაზრდა მოტრიალდა და ჭა-------- ქუჩის მხრისკენ წავიდა; ისევ გამოვიდა მალე; დაკვირვებით მიხვდა, რომ ეს ბიჭი იქ მაცხოვრებელი არ იყო, იქვე არსებულ სურსათის მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს ეკითხებოდა ამ ახალგაზრდის შესახებ, თუ იცოდა ვინ იყო; სანამ გამყიდველი უსმენდა და პასუხს გასცემდა, ამ დროს მოესმა ყვირილის ხმა ; წავიდა საავადმყოფოს მიმართულებით დაათვალიერა ის ადგილი იქ არის ჩიხი, ენგელსის ქუჩაზე გასასვლელი ჩიხი; დაინახა ორი აღელვებული გოგო; მათ თქვეს, რომ ცეპი ჩამოაგლიჯეს ყელზე; უკვე ივარაუდა, რომ ეს იყო იგივე პირი, ვინც მის ქალიშვილს ჩამოაგლიჯა ასევე ცეპი; მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ უამბო იმ ფაქტის შესახებ, რაც მის ქალიშვილს გადახდა თავს; გარკვეული პერიოდის შემდეგ მონაწილოება მიიღო პირის ამოცნობაში; სამი ერთმანეთის მსგავსი ახალგაზრდა იდგა, ერთ-ერთი სახეზე იფარებდა ფურცელს; დაუდასტურა გამომძიებელს, რომ იმ დღეს ვინც შენიშნა, იყო ის პირი ვინც მის ქალიშვილს და იმ უცნობ გოგონებს წაართვა ცეპები; ბრალდებულის პიროვნებას გულისხმობს, ვინც მოძრაობდა იმ ქუჩაზე და ვინც ჩაიდინა ძარცვა; პუ–----ს ქუჩაზე მისვლამდე არის ხუთსართულიანი სახლი და ეს ახალგაზრდა მოძრაობდა ნერვიულად და იყო შესამჩნევი; გამომდინარე იქედან, რომ მისმა ქალიშვილმა აუწერა დაწვრილებით, ეს ახალგაზრდა მსგავსი იყო იმ აღწერილობის; მას იმ დღეს ეცვა მუქი მაისური, თავზე ეხურა კეპი , კეპის ქვეშ ჩანდა თმა, მხოლოდ იმ სიგრძის რა, როგორც ამაჟამად აქვს ბრალდებულს; ხელზე ჰქონდა შავი ნაჭერი შემოხვეული; ის ძალიან კარგად დააკვირდა ბრალდებულს იმ დღეს, არც მისი ამოცნობა გაუჭირდა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.01.2019წ ; 15:11:18სთ-15:35:35სთ);
2.6. მოწმის სახით დაკითხვისას ნო---------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 11ივნისს ახლობელთან თა------------ასთან ერთად მოდიოდა ონკოლოგიური საავადმყოფოდან 2-------ს ქუჩით საბავშვო ბაღისკენ; გზად მიმავლებმა შენიშნეს რომ დაჟინებული მზერით უყურებდა მატ ახალგაზრდა მამაკაცი და თავადაც აქედან გამომდინარე დააკვირდნენ, ხომ არ იყო მათი ნაცნობი; მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, ეწეოდა სიგარეტს ჩაუარა მათ; მან სიგარეტის ნამწვი გადააგდო, როგორც კი გაუარეს უკანა მხრიდან დროის მცირე მონაკვეთში დაეტაკა თა------------ას და ჩამოწყვიტა ორი ცალი ოქროს ყელსაბამი; ახალგაზრდას კეპი ეხურა ხელი ჰქონდა გადახვეული, დაამახსოვრდა იქედან გამომდინარე, რომ მოძრაობდნენ ნელა; ის იხედებოდა მათკენ დაჟინებით ნაცნობიც კი ეგონათ; დაახლოებით 10 დღის შემდეგ აჩვენეს ჩანაწერი; ჩატარდა ამოცნობა, იყო სამი მსგავსი პირი და ამოიცნო ბრალდებული; იმ შემთხვევის დღეს როცა ტამტას ჩამოგლიჯა ყელსაბამები, გაეკიდნენ ის შევარდა ჩიხში და რამდენჯერმე უკან მოიხედა და მისი სახე ძალიან კარგად ჩანდა; ჩანაწერების დათვალიერებისას სახე არ ჩანდა, თუმცა როგორ მოძრაობდა და როგორ ჩამოგლიჯა ყელსაბამები, ის ჩანდა; ადასტურებს, რომ მისი სახე დაინახეს მანამდე სანამ გაუვლიდნენ და როცა დაედევნენ, რაც კარგად დაამახსოვრდა; ეცვა მუქი ფერის მაისური ჯინსის შარვალი;(იხ ოქმი 13.03.2019წ 13:20:12სთ-13:37:15სთ)
2.7. ზა------------ძემ განაცხადა, რომ შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში მუშაობს 2017 წლიდან; ადრე მის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა ბათუმში ე.წ ბა--–----ს დასახლება; 2018 წლის ივნისს უშუალოდ ხელმძღვანელმა დაიბარა და მოიკითხა თუ იცნობდა მისი სამოქმედო ტერიტორიის მაცხოვრებლებს, ის იცნობდა უმრავლესობას, პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებელმა გამოკითხა იმასთან დაკავშირებით თუ იცნობდა რე-------------კს, მას რე-------------კთან ჰქონია შემხებლობა და იცნობდა; ამის შემდეგ ვიდეომასალის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, მან დათვალიერებისას დაადასტურა, რომ ჩანაწერში ნამდვილად მისთვის ნაცნობი რე-------------კი იყო; რე-------------კი მას ხშირად შეხვედრია და იცნობს, სამსახურებრივად საინტერესო პიროვნება იყო და ზოგადად იცნობდა; (იხ სხდომის ოქმი 29.01.2019წ 13:59:14სთ-15:06:50სთ);
2.8. სი---------–-ძემ განაცხადა, რომ დასაქმებულია პარფიურმერიის მაღაზია „ფ------–-კში“ მენეჯერის თანამდებობაზე; გამომძიებელი იყო მისული სურდა ჩანაწერის ნახვა, მოიტანა სასამართლოს განჩინება და მოახდინა ჩანაწერის ამოღება ის ინახებოდა მათი ოფისის დივიერზე; ვიდეოსათვალთვალო კამერა ერტი გადის 2-------ს ქუჩაზე და უყურებს ქუჩას ორი დამონტაჟებულია უკანა მხარეს და ეზოს ხედავს; გამომძიებელი როცა პირველად მოვიდა უბრალოდ კითხულობდა ვის ეკუთვნოდა იმ ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები; (იხ ოქმი 0-.03.2019წ 12:5-:46სთ-13:02:19სთ);
2.9. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლები - ომ----–---–----ძე, მა-------------ძე და გო----------ძე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
მოწმის ომ----–---–----ძის მიერ ინფორმაცია მოწოდებული იან ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით, რასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა; მოწმემ ამ ნაწილშიც სასამართლოს სრულყოფილად განუმარტა და დაუდასტურა ამოცნობის კანონიერად ჩატარების თაობაზე , რომ ამოცნობისას დაცული იყო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები; (იხ სხდომის ოქმი22.02.2019წ, 13.11.2018წ);
2.10. 2018 წლის 11 ივნისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ოქმის შემდგენი პირი არის პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელი მა-------------ძე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტულ ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, 2-------ს ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორია. მონაწილე პირებს წარმოადგენს: მოწმე თა------------ა და ექსპერტი რომან ბერიძე. დათვალიერების მიმდინარეობა და შედეგი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ექვემდებარება ქ. ბათუმში, 2-------ს ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილიდან მივდივართ 2-------ს ქუჩით , სადაც N---ში მდებარეობს ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. კორპუსის მარცხენა მხარეს განთავსებულთა ყიდვა-გაყიდვების სააგენტო , რომელსაც შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს დამონტაჟებული აქვს ვიდეოსათვალთვალო კამერა. აღნიშნული ოფისის მარჯვენა მხარეს განთავსებულია სადარბაზოში შესასვლელი, რომელსაც არ გააჩნია კარი. სადარბაზო არის გამჭოლი. მოწმე თა------------ას განმარტებით, სადარბაზოს შესასვლელთან შეაწყვიტა მძარცველმა ყელსაბამები და სწორედ აღნიშნული სადარბაზოთი გაიქცა. ყიდვა-გაყიდვების ოფისის წინ ქვაფენილზე აგდია სიგარეტის ნამწვი, რომელიც არის პარლამენტის ბრენდის ( ობიექტი N-) , აღნიშნული სიგარეტის ნამწვი ამოღებული იქნა მონაწილე ექსპერტის მიერ. ამის შემდეგ მივდივართ სადარბაზოში, რომლის მეორე მხარე გადის N-- კორპუსის ეზოში. გასასვლელს გააჩნია რკინის ჭიშკარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და არ გააჩნია საკეტი. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატი ,, ნიკონის“ გამოყენებით. (იხ. ტომი 1, ს/ფ 40-52);
2.11. 2018 წლის 13 ივნისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტულ ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, 2------- ქუჩა N--. მონაწილე პირებს წარმოადგენენ ექსპერტები: მა-------------ძე და ნუ------------–-ძე.
ადგილმდებარეობის დათვალიერებას ექვემდებარება ქ. ბათუმი, 2-------ს ქ. N---, 6------. მისამართზე მივდივართ 2-------ს ქუჩით. 2-------ს ქ.N---ში ხუთსართულიან სახლში განთავსებულია სასტუმრო პრესტიჟი, ხოლო სასტუმროს გვერდით იმავე შენობაში მარცხენა მხარეს კი ავეჯის მაღაზია. მაღაზიის მარცხენა მხარეს უკიდურეს კუთხეში კედელზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც მიმართულია ჭა-------- ქუჩის მხარეს და აკონტროლებს მაღაზიის წინ ტროტუარს, შესასვლელს და ჭა-------- ქუჩის სავალ ნაწილს. მაღაზიის ხელმარცხნივ 2-------ს ქ. N---ში მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია აფთიაქი, რომელსაც შესასვლელის ორივე მხარეს კედელზე დამონტაჟებული აქვს სათვალთვალო ვიდეოკამერები, ამავე სახლის კუთხეში (მარცხენა) განთავსებულია ბათუმი რე--–------ის ოფისი, რომელსაც მარცხენა მხარეში დამონტაჟებული აქვს სათვალთვალო ვიდეოთვალი, რომელიც მომართულია ჭა-------- ქუჩისაკენ, აკონტროლებს ხსენებული ოფისის შესასვლელს და ტროტუარს. 2-------ს ქN---ში განთავსებულ კორპუსის დაბოლოებიდან გზის სავალი ნაწილით შევდივართ 2-------ს 6-- საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნულ ეზოში შესასვლელიდან ხელმარცხნივ 2-------ს 6--ში მდებარე კორპუსის გვერდითა მხრიდან დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს ეზოში შესასვლელს. აღნიშნულის შემდეგ 2-------ს ქუჩით გადავდივართ 2-------ს 7--ში, სადაც განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მე-2 სადარბაზოს გვერდით მარცხენა მხარეს განთავსებულია მაღაზია ,,ფ------–--ი’’, რომელსაც აქვს რკინის შესასვლელი კარი, ხოლო მაღაზიის მარცხენა ნაწილში განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს მაღაზიის შესასვლელს და ტროტუარს. ადგიმდებარეობის დათვალიერების შემდეგ დასურათდა ექსპერტების მიერ და ხელმოწერილი იქნა მონაწილე პირების მიერ. (იხ. ტომი 1, ს/ფ 53-71);
2.12. 2018 წლის 11 ივნისის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ 2018 წლის 11 ივნისის, 23:05 საათიდან 23:25 საათამდე დროის შუადელში ჩატარებული იქნა ამოღება. ამოღების ჩატარების ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, ლ------------ის ქუჩა, სახლის/კორპუსის N-. მონაწილე პირია ექსპერტი ირაკლი ჭაღალიძე. შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმე ნა-------------–-ძისაგან, დაბადებულის 0-.09.1--- წელს მცხოვრების ქალაქი ბათუმი ვა–----–----–----------------------- ამოღებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ჯაჭვისებური ნაქსოვი ფორმის ოქროს ყელსაბამი. ექსპერტის მიერ მოხდა ნა-------------–-ძის მიერ წარმოდგენილი ჯაჭვისებური ნაქსოვი ფორმის ოქროს ყელსაბამის ამოღება და დაილუქა შსს პოლიეთილენის პარკში ნომრით FCI 5-----; ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ. (იხ. ტომი 1, ს/ფ 74-75);
2.13. 2018 წლის 18 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგინილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 18 ივნისის, 16:55 საათიდან 20:45 საათამდე დროის შუალედში გამოთხოვილი იქნა, ქ. ბათუმი, 2-------ს ქN---, პარფიუმერიის მაღაზია ,,ფ------–-კის’’მაღაზიის, გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რაც დაილუქა და გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები; (იხ. ტომი 1, ს/ფ 83-8-);
2.14. 2018 წლის 18 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 18 ივნისის, 15:45 საათიდან 16:50 საათამდე დროის შუალედში გამოთხოვილი იქნა, ქ. ბათუმი, 2-------ს ქN--, უძრავი ქონების სააგენტო ,,რე--–------იდან’’, გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები - 2018 წლის 11 ივნისის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდი, რაც დაილუქა და გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები; (იხ. ტომი 1, ს/ფ 87-90);
2.15. 2018 წლის 22 ივნისის ამოღების ოქმით დადგინილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლის ზვ-----–---–----ძის მიერ 2018 წლის 22 ივნისის, 13:10 საათიდან 13:40 საათამდე დროის შუალედში რე-------------კისგან ამოღებული იქნა: ბეჭედი, რომელიც არის რუხი ფერის მეტალის, გვერდის არეში ორნამეტებით, ხოლო ზედა ნაწილში მასიური შავი ფერის თვალით. კეპი-რომელიც არის შავი ფერის, წინა მხარეს შედარებით მუქი შავი ფერის „N---“-ს ფირმის ემბლემით, შიდა უკანა მხარეს, აქვს სამარკო ნიშანი, რომელსაც აწერია „J---------------------”, ასევე უკანა მხარეს აქვს შავი ფერის წარწერა „N---“.
ყელსაბამი, რომელიც შედგება მრგვალი, ჩალისფერი ბურთულებისაგან, რომლებზეც გამოსახულია ჯვრები, ყელსაბამზე ჩამოკიდებულია ხის კულონი, წარწერით „დედა უფალმა დაგლოცოს“, ხოლო მეორე მხარეს ამტვიფრულია იესო ქრისტეს გამოსახულება, რუხი ფერის ლითონისაგან დამზადებული ყელსაბამი, რომელიც მოქსოვილია ჯაჭვისებურად. მასზე ჩამოკიდებულია რუხი ფერის ასეთივე ლითონის ჯვარი. ექსპერტის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული ნივთების ფოტოგრაფირება. ამოღებული კეპი, ყელსაბამები და ბეჭედი დაილუქა შსს პოლიეთილენის პარკში ნომრით FCI 42246 და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები; (იხ. ტომი 1, ს/ფ 101-102);
2.16. 2018 წლის 19 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 08:15 საათიდან 11:35 საათამდე დროის შუალედში, მოწმე ზა------------ძის მონაწილეობით გახსნილი იქნა ლუქები 2------, რომლითაც დალუქული იყო, სისხლის სამართლის N 1----------- საქმეზე, მოწმე დავით წურქავას კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) სათვალთვალო კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შედეგად გადმოწერილი ინფორმაცია, „DVD-R”-ის დისკზე, სულ ხუთ ცალი დისკი, რომელიც გამომძიებელ ომ----–---–----ძის მიერ 2018 წლის 18 ივნისს ქალაქ ბათუმში 2-------ს ქუჩა N--- -ში გამოთხოვილი და გადმოწერილი იქნა ,,DVD-R"-ის დისკებზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ლუქის გახსნისას ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული ლუქების გახსნა მოხდა ზემოთ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების მიზნით, რა დროსაც გაირკვა შემდეგი: დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში.ვიდეოჩანაწერები სახელწოდებით: ch_2_2------------- avi, ch02_20---------55-. avi. ch_2_20------------.avi. cho2_20------------ avi. cl02_201----------- avi. ch_2_20------------ avi. cli_2_20------------ awi, ci02_20------------ avi. ch02_20------------ ayi. ch02_20------------ avi, ch02 20-----------D avi. cli_2_20------------ avi. cli05_20-----------D mp4 ch05_20------------ Imp4
ქ9 – ch_5_20------------ Imp4 cli_5_218_6110-4334 avi, ch05_20------------ ayi. ch05_20------------ avi. chu5_20------------ avi, | ch05_20------------ mp4 ch_5_2------112_OOD 111p4 ch_5_20------------ mp4 DVD-R-ის 5 დისკზე, DVD-R-ის 1 დისკი ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერის პროცესორში. მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი. cho2_2------------- avi. ch_2_20---------55-. avi. ci02_20------------.avi.
1 )N-1 ch_2_2------------- avi. ფაილის (80,97- კბ მოცულობის) გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 2 და დრო 01:00:01 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რე--–------ი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 01:05:5- ;
2) ზემოთაღნიშნული ფაილის დათვალიერების შემდგომ გაიხსნა N- chO2 20---------55-. avi.ფაილი (88,934 კბ მოცულობის), რომელიც ჩაწერილი იყო იმავე დისკზე. ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 2 და დრო 01:05:59 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რე--–------ი“ ( მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობენ მოქალაქეები , გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები , ჩანაწერი მთავრდება 02:22:50;
3) ზემოთაღნიშნული ფაილის დათვალიერების შემდგომ გაიხსნა N- ch_2_20------------, avi.ფაილი (88,934 კბ მოცულობის, რომელიც ჩაწერილი იყო იმავე დისკზე. ფაილის განსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია XII არიღი 1--------- .Carriera 2 და დრო 02:22:51 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რე--–------ი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც დამლაგებელი ხვეტს სავალ ნაწილს , გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები , ჩანაწერი მთავრდება 03:39:45;
ამის შემდეგ დათვალიერებული კომპაქტდისკი გამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორიდან და ჩაირთო] მეფრე კომპაქტდისკი მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი. chU2_20------------ avi. ch02_201----------- avi. ch02_20------------ avi, 1) N 1 cli_2_20------------ avi, „ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11---------Carmera 2 და დრო 03:39:50 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“, მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 0-:56:35,2) N 2 ch02_201----------- avi, .ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 1---------, Camera2 და დრო 0-:56:36 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება [6:12:5],3) N 3 cho2_20------------ avi. .ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 2 და დრო 06:13:35 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო ,, ბათუმი რე--–------ი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი , სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება [7:30:20.
ამის შემდეგ დათვალიერებული კომპაქტდისკი გამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორიდან და ჩაირთო მესამე კომპაქტდისკი მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი, ch_2_20------------ avi, cho2_20------------ avi. cli_2_20------------ avi
1) N- cho2_20------------ ayi. „ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Carrera 2 და დრო 07:30:21 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი) რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 08:47:15
2) N 2 ch_2_20------------ avi. ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Carmera 2 და დრო 08:47:16 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი , სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 10:03:21 3) N 3 cho2_20------------ avi ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11---------Carmera 2 და დრო 10:0-:05 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდი ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 11:20:25 ამის შემდეგ დათვალიერებული კომპაქტდისკი გამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორიდან და ჩაირთო მეოთხე კომპაქტდისკი მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი. ch_2_20180611112_56 avi. ch02 20-----------0 avi. ch_2_20------------ avi, 1} N 1 cho2_20------------ ayi. ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 1---------.Carriera2 და დრო 11:21:01 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“, მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, ჩანაწერი მთავრდება 12:00:00 2 27 N 2 c------------------ ayi. ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა
მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11---------Camera 2 და დრო 12:00:01 კადრში ის სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“, მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები, 12:08:07 კადრში ჩნდება ორი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც მიდიან ერთად. ჩანაწერის ეკრანზე მარცხნივ მდგომ ქალბატოს, აცვია გრძელი რუხი ფერის კაბა, ფეხზე აცვია საზაფხულო ფეხსაცმელი (ბასანოჩკები) და მარცხენა მხარზე გადაკიდებული აქვს ხელჩანთა. მას გვერდით მიყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის შარვალი ვარდისფერი ზედატანი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი, ქალს მარჯვენა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ხელჩანთა. აღნიშნული ქალები კადრში ჩანას ზურგის მხრიდან. მათ უკან დაახლოებით ორ მეტრში კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, რომელსაც ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი. ახალგაზრდა მამაკაცს მარცხენა ხელზე დახვეული აქვს შავი ფერის ნაჭერი. აღნიშნული მამაკაცი 12:00:13 საათზე მიუახლოვდება ზურგის მხრიდან აღნიშნულ ქალბატონებს და მარჯვნივ მყოფ ქალს, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის შარვალი, ვარდისფერი ზედატანი და თეთრი ფერის
ფეხსაცმელი, ახალგაზრდა მამაკაცი მარჯვენა ხელით წვდება ყელის არეში და სწრაფი მოძრაობით ჩამოაწყვეტს ყელსაბამს, რის შემდეგაც მამაკაცი გარბის მარცხენა მხარეს. 12:00:15 საათზე მამაკაცი გადის კადრიდან. აღნიშნული ქალბატონი 12:00:18 საათზე გაეკიდება მამაკაცს, ხოლო მეორე ქალი 12:OO:20 საათზე გადის კადრიდან. 12:0:21 საათზე კადრში ჩნდებიან მოქალაქეები. 12:37:49 საათზე ჩანაწერი სრულდება. ზა-------------ძე დააკვირდა რა ვიდეოჩანაწერს განმარტა, კადრში, ასახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, რომელსაც ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი, მარცხენა ხელზე დახვეული აქვს შავი ფერის ნაჭერი, რომელიც უახლოვდება ზურგის _ მხრიდან აღნიშნულ ქალბატონებს და მარჯვნივ მყოფ ქალს, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის შარვალი, ვარდისფერი ზედატანი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი. მარჯვენა ხელით წვდება ყელის არეში და სწრაფი მოძრაობით ჩამოაწყვეტს ყელსაბამს, რის შემდეგაც იგი გარბის მარცხენა მხარეს. არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე იოსებ ნო--–---–---------------------–ი მცხოვრები 0--08.198- წელს დაბადებულ რე---- გ---ს-ძე ხო------ი რომელთანაც არაერთხელ ქონია შეხება სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე და შესაბამისად კარგად იცნობს, იგი ნასამართლევია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და ძარცვაზე ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, 3) N 3 cho2_20------------ ayi. ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11–06–2018. Carniera2 და დრო 12:37:50 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ ბათუმი რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ] მომდებარე მონაკვეთში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი , სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, გვერდით ბორდიურთან გაჩერებული არის ავტომანქანები , ჩანაწერი მთავრდება 13:00:01
ამის შემდეგ დათვალიერებული კომპაქტდისკი გამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორიდან და ჩაირთო მენუთე კომპაქტდისკი მასში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეოფაილი. chD5_2------------- Imp4 ch05_20------------ 1} 1 cli_5_2------------- Imp4 , ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას მხედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 2 და დრო 11:34:25 კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რე--–------ი“; მდებარე ქალაქი ბათუმში 2-------ს ქუჩა N--- ] მომდებარე მონაკვეთი, სადაც მოჩანს 2-------ს ქუჩა და ტროტუარი, ასევე გზის სავალი ნაწილი. კადრში ჩანს ორ საცხოვრებელ სახლს შორის შესასვლელი ჩიხი სადაც გაჩერებულია ავტომანქანები. 11:34:25 საათზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რqომელიც იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, მას ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი, მარჯვენა ხელში უჭირავს შავი ფერის ნაჭერი, რომლითაც იწმინდავს სახეს, მამაკაცი მიემართება ა,პუ–----ს ქუჩის მიმართულებით. 12:00:00 საათზე ჩანაწერი სრულდება,ზა------------ძე დააკვირდა რა ვიდეოჩანაწერს განმარტა, კადრში, ასახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, რომელსაც ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი, მარჯვენა ხელში უჭირავს შავი ფერის ნაჭერი, რომლითაც იწმინდავს სანეს. მამაკაცი მიემართება ა.პუ–----ს ქუჩის მიმართულებით. არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე იო---------–---–-ს ქუჩა N7---------–ში მცხოვრები 0--08.198- წელს დაბადებულ რე---- გ---ს-ძე ნო------ი, რომელთანაც არაერთხელ ქონია შეხება სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე და შესაბამისად კარგად იცნობს , იგი ნასამართლევია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და ძარცვაზე ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ 2) N 2-------------------- Imp4 ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 2 და დრო 09:19:0- კადრში ჩნდება უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რე--–------ი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, სადაც მოჩანს 2-------ს ქუჩა და ტროტუარი, ასევე გზის სავალი ნაწილი, კადრში ჩანს ორ საცხოვრებელ სახლს შორის შესასვლელი ჩინი სადაც გაჩერებულია ავტომანქანები, ტროტუართან მოზრაობენ მოქალაქეები 10:51:18 საათზე ჩანაწერი სრულდება. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შემდგომ კომპაქტდისკები მოთავსდა ქაღალდის თეთრი ფერის კონვერტში, და დაილუქა ერთ პაკეტად, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ბეჭდით „პაკეტებისათვის“ 2------. (იხ. ტომი 1, 113-115);
2.17. 2018 წლის 19 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 12:10 საათიდან 14:30 საათამდე დროის შუალედში, მოწმე ზა------------ძის მონაწილეობით გახსნილი იქნა ლუქები, 2------, რომლითაც დალუქული იყო, სისხლის სამართლის N 1---------- საქმეზე, მოწმე სიშონ ძნელაძის კუთვნილებაში არსებული პარფიუმერიის მაღაზია ; ფ------–-კი“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- -ა) სათვალთვალო კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შედეგად გადმოწერილი ინფორმაცია, „DVD-R”-ის დისკზე, სულ ორი ცალი დისკი, რომელიც გამომძიებელ ომ----–---–----ძის მიერ 2018 წლის 18 ივნისს ქალაქ ბათუმში 2-------ს ქუჩა N--- –ა –ში გამოთხოვილი და გადმოწერილი იქნა „DVD-R”-ის დისკებზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ლუქის გახსნისას ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული ლუქების გახსნა მოხდა ზემოთ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების მინით, რა დროსაც გაირკვა შემდეგი: დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ნელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში,ვიდეოჩანაწერები სახელწოდებით; ch_3_20------------ avi. ciO3_20------------ 1yi. cli03_20------------ ayi. cli(3_20------------ txt ca3_20------------ zvi. ch_3_20------------ ayi. cli_3_21----------- avi _DVD-R-ის ორ დისკზე, DVD-R-ის 1
დისკი ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერის პროცესორში. მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი. ch_3-------------- ayi. ch03_20------------ | ch03_20------------
1 ]-1cli03_20------------ avi. ფაილის (80,97- კბ მოცულობის) გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Carrera 3 და დრო 00:59:54 კადრში ჩნდება პარფიუმერიის მაღაზია ,, ფ------–-კის“( მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს მოქალაქეები, ჩანაწერი მთავრდება 09:00:51 , 2 ) - 2 ch03_20------------ avi. ფაილის (80,97- კბ მოცულობის განსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი: 11--------- Carrera 3 და დრო 09:00:52 კადრში ჩნდება პარფიუმერიის მაღაზია „ფ------–-კის““! მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ). მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს მოქალაქეები, ჩანაწერი მთავრდება 10:39:41 , 3 } N 3 ch_3_20------------ ფაილის (80,97- კბ მოცულობის) გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Carrera 3 და დრო 10:39:42 კადრში ჩნდება პარფიუმერიის მაღაზია ,, ფ------–-კის“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- ) მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს მოქალაქეები, ჩანაწერი მთავრდება 12:01:18 , ამის შემდეგ დათვალიერებული კომპაქტდისკი გამოღებული იქნა კომკ პროცესორიდან და ჩაირთო მეორე კომპაქტდისკი მასში აღმოჩნდა სამი ცალი ვიდეოფაილი, ch_3_20------------ ayi. ch_3_2018d611144755 ayi. ch_3_20------------ avi 1) N 1 ch_3_20------------ avi. ფაილის (80,97- კბ მოცულობის) გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--2018. Carriera 3 და დრო 12:01:14 კადრში ჩნდება პარფიუმერიის მაღაზია „ფ------–-კის““, მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილე , სადაც მოძრაობს მოქალაქეები, ჩანაწერი მთავრდება 13:20:56 , 2) N 2 ch_3_20------------ avi, ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა
მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 3 და დრო 14:47:55 კადრში | ჩნდება პარფიუმერიის მაღაზია „ფ------–-კის“ მდებარე ქალაქი ბათუმი 2-------ს ქუჩა N--- )
მომდებარე მონაკვეთი, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ქვეითთა სავალი ნაწილი, - სადაც მოძრაობს მოქალაქეები 16:11:06 ჩანაწერში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც
იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, რომელსაც ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი. ახალგაზრდა მამაკაცს ჩანაწერიდან მარჯვენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს შავი ფერის ნაჭერი, რომლითაც იწმინდავს სახეს, მარცხენა ხელზე უკეთია საათი, ახალგაზრდა მამაკაცი არის მრგვალი თეთრი ჰირისახის, ს-–----–-- აღნაგობის, დაახლოებით 17--175 სმ სიმაღლის, წვერგაუპარსავი სახით), მამაკაცი მიემართება პუ–----ს ქუჩის მიმართულებით და 16:11:17 საათზე გადის კადრიდან. 16:31:43 საათზე კადრში ჩნდება, რომ 2-------ს ქუჩაზე მოძრაობენ ორი ქალი, რომლებიც პუ–----ს ქუჩის მხრიდან მიემართებიან ჭა-------- ქუჩის მიმართულებით. ჩანაწერის ეკრანზე მარცხნივ მდგომ ქალბატოს, აცვია გრძელი რუხი ფერის კაბა, ფეხზე აცვია საზაფხულო ფეხსაცმელი (ბასანოჩკები) და მარცხენა მხარზე გადაკიდებული აქვს ხელჩანთა. მას გვერდით მიყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის შარვალი ვარდისფერი ზედატანი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი, ქალს მარჯვენა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ხელჩანთა. აღნიშნული ქალები კადრში ჩანას ზურგის მხრიდან. ჩანაწერი სრულდება 16:32:03 საათზე. ზა------------ძე დააკვირდა რა ვიდეოჩანაწერს განმარტა, კადრში ასახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იქნება დაახლოებით 30 წლის ასაკის, მრგვალი თეთრი პირისახის, ს-–----–-- აღნაგობის, დაახლოებით 17--175 სმ სიმაღლის, წვერგაუპარსავი სახით, რომელსაც ტანთ აცვია მოშაო ფერის შარვალი, რუხი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თავზე ახურავს რუხი ფერის სპორტული კეპი, მარჯვენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს შავი ფერის ნაჭერი, რომლითაც იწმინდავს სახეს, მარცხენა ხელზე უკეთია საათი. რომელიც მიემართება პუ–----ს ქუჩის მიმართულებითარის მის სამოქმედო ტერიტორიაზე იო---------–---–-ს ქუჩა N7---------–ში მცხოვრები 0--08.198- წელს დაბადებულ რე---- გ---ს-ძე ხო------ი ,რომელთანაც არაერთხელ ქონია შეხება სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე და შესაბამისად კარგად იცნობს, (იგი ნასამართლევია ნარკოტიკულ ნივთიერების მოხმარებასა და ძარცვაზე ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. 3) N- ch03_20------------ avi ფაილი (88,934 კბ მოცულობის), ფაილის გახსნისას ზედა მარცხენა ნაწილში ფიქსირებულია თარიღი 11--------- Camera 3 და დრო 16:32:0- საათზე კადრში კადრში ჩნდება, რომ ორი ქალბატონი, რომლებიც 2-------ს ქუჩაზე მოძრაობენ ი.ჭა-------- ქუჩის მიმართულებით. ეკრანზე მარცხნივ მდგომ ქალბატოს, აცვია გრძელი რუხი ფერის კაბა, ფეხზე აცვია საზაფხულო ფეხსაცმელი (ბასანოჩკები) და მარცხენა მხარზე გადაკიდებული აქვს ხელჩანთა. მას გვერდით მიყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის შარვალი ვარდისფერი ზედატანი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი, ქალს მარჯვენა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ხელჩანთა. აღნიშნული ქალები კადრში ჩანას ზურგის მხრიდან. ისინი კადრიდან გადიან 16:32:20 საათზე. ქვეითთა სავალი ნაწილი, სადაც სავალ ნაწილზე დადიან მოქალაქეები, ჩანაწერი მთავრდება17:00:00
ყოველივე ზემოთაღნიშნულის შემდგომ კომპაქტდისკები მოთავსდა ქაღალდის თეთრი ფერის კონვერტში,იქვე მოთავსდა ერთი ცალი ქაღალდის კონვერტიც, რომელშიც მანამდე მოთავსებული იყო კოპპაქტდისკები და დაილუქა ერთ პაკეტად, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ბეჭდით „პაკეტებისათვის“ N-------. გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები;
ასევე ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, სხვადასხვა დროს გახსნილი და დათვალიერებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები (იხ. ტომი 1, 113-151);
2.18. საქმის განხილვისას ასევე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ვიდეოსათვლათვალო კამერის ჩანაწერები (იხ სხდომის ოქმი)
2.19. 2018 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 22 ივნისს, 16:25 საათიდან 16:40 საათამდე დროის შუალედში, ამომცნობ ნონა ბერიას მონაწილეობით ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც ნო---------ას მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მესამე, (მარჯვნივ) მდგომი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა N- აბრა (რე-------------კი), სწორედ ის ახალგაზრდა დაესხა თავს მის თანხლებ თა------------ას. (იხ. ტომი 1, 171-172);
2.20. 2018 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 22 ივნისს, 17:05 საათიდან 17:20 საათამდე დროის შუალედში, ამომცნობ სე--------------–-ძის მონაწილეობით ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც სე--------------–-ძის მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მესამე, მარჯვნიდან პირველი მდგომი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა N- აბრა (რე-------------კი), სწორედ ის ახალგაზრდა დაესხა თავს მის შვილს ნა-------------–-ძეს. (იხ. ტომი 1, 173-174);
2.21. 2018 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 22 ივნისს, 17:25 საათიდან 17:40 საათამდე დროის შუალედში, ამომცნობ ნა-------------–-ძის მონაწილეობით ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც ნა-------------–-ძის მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან პირველი მდგომი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა N- აბრა (რე-------------კი), სწორედ ის ახალგაზრდა დაესხა და სცადა კისრიდან ძეწკვის ჩამოგლეჯა. (იხ. ტომი 1, 175-176);
2.22. 2018 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 22 ივნისს, 16:45 საათიდან 17:00 საათამდე დროის შუალედში, ამომცნობ თა------------ას მონაწილეობით ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც თა------------ას მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მეორე (შუაში) მდგომი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა N- აბრა (რე-------------კი), სწორედ იმ ახალგაზრდამ განახორციელა მასზე ძარცვის ფაქტი (იხ. ტომი 1, 177-178);
2.23 სამედიცინო ექსპერტიზის №0-------8, 11.0--2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, თა------------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ. ტომი 1, 191-194);
2.24. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 11.0--2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ნა-------------–-ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ. ტომი 1, 199-198);
2.25. 2018 წლის 22 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის ომ----–---–----ძის მიერ, 2018 წლის 22 ივნისს, 15:47 საათიდან 15:5- საათამდე დროის შუალედში, რე-------------კისგან აღებული იქნა ექსპერტ მა-------------ძის მიერ ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით ნერწყვის ნიმუში. (იხ. ტომი 1, 198-199);
2.26. 2018 წლის 22 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ რე-------------კის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 22 ივნისს, 11:45 საათზე და დასრულდა 12:11 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 22 ივნისი, 11:40 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, თავდადებულის ქN44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლმა ომ----–---–----ძემ. (იხ. ტომი 1, 308-312);
2.27. ბიოლოგიური ექსპერტიზის №0--------, 20.08.2018წ დასკვნის თანახმად - გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,ძარცვის ფაქტზე ამოღებული სიგარეტის ნამწვი’’ მოთავსებუოლ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობN-) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რე-------------კს; (ობ. N- პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ... ბრალდებული რე-------------კი’’) ;
2.28. სასაქონლო ექსპერტიზის №00-------, 26.10.2018წ დასკვნის თანახმად - გამოსაკვლევად წარმოდგენილ ყელსაბამს კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოში აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება;
2.29.სასაქონლო ექსპერტიზის №00-------, 22.11.2018წ დასკვნის თანახმად - გამოსაკვლევად წარმოდგენილ ოქროს 5-3 სინჯის ყელსაბამს (საერთო წონით 9,44 გრამი) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 77-,00 (შვიდასსამოცდაათი) ლარს;
2.30. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
2.31. სასამართლომ შეაფასა, რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები (დაზარალებულების ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, შემტხვევის ადგილის დათვალიერების, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, დათვალიერებული ნივთიერი მტკიცებულებები), მიიჩნია, რომ რე-------------კის მიმართ წარდგენილი ბრალდება თა------------ას მიმართ ჩადენილი ძარცვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ნა-------------–-ძის მიმართ ჩადენილი ძარცვის მცდელობის ნაწილში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი დადასტურებულია; რაც შეეხებ ბრალდების ნაწილს - ძარცვა ჩადენილი ძალადობით, რაც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის არ დადასტურებულა გამოკვლეული მტკიცებულებებით არცერთ ეპიზოდში და რე-------------კს ამ ნაწილში ბრალდება უნდა მოეხსნას შესაბამისად ის ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/ პუნქტით (თა------------ას ეპიზოდი) და 19,178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/ პუნქტით (ნა-------------–-ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 6-). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. -------------------, პუნქტი 32);
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
3.4. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის. იგი ორ ობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან ძარცვა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ ძარცვას, არამედ ძარცვის მცდელობას;
კონკრეტულ შემთხვევაში ნა-------------–-ძის ძარცვის ეპიზოდში დადგენილია, რომ რე-------------კი ცდილობდა რა ყელსაბამის ჩამოწყვეტით აშკარა დაუფლებას, როგორც დაზარალებული აჩვენებს ყელსაბამი საკეტთან გაწყდა და ჩავარდა მაისურში, რის გამოც ვერ შეძლო რე-------------კმა თავის განზრახვის სისრულეში მოყვანა;
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის მაკვალიფიცირებელი ნიშანი როგორიცაა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის - იგი მიმართული უნდა იყოს ადამიანის წინააღმდეგ და იგულისხმება ისეთი ძალადობა, რომელსაც შედეგად არ მოყვება მძიმე ან ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, მას შესაძლოა მოყვეს ფიზიკური ტკივილი; ფიზიკური ძალადობა კი შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს განაცდევინებს; ძალადობა იმ დროს ითვლება ძარცვის მაკვალიფიცირებლად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად; ძარცვის დროს ძალადობა შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ქონების მესაკუთრის, ისე სხვა კანონიერი მფლობელის მიმართ, ან იმ პირების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან დანაშაულის ჩადენას;
3.8. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ რე-------------კის მიმართ წარდგენილი ბარლდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით დადასტურებულია, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალი გამოკვლეული მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებების ანალიზით არ დასტურდება; ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები.
კერძოდ :
რე-------------კის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძარცვა და ძარცვის მცდელობა ჩადენილი ძალადობით თითოეული დაზარალებულის მიმართ ბრალდების მხარის მხრიდან ამ ნაწილში დაფუძნებულია, დაზარალებულის ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნებზე;
გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ თა------------ას ჩვენების თანახმად 2018 წლის 11 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ახლობელთან ნო---------ასთან ერთად მიდიოდა 2-------ს ქუჩაზე შპს „რე--–------ის“ოფისთან მიახლოებისას შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი; გაცდნენ ჩიხს, მარცხენა მხრიდან მოეპარა და ჩამოაგლიჯა ოქროს ყელსაბამები;
დაზარალებულ ნა-------------–-ძის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივნისს პუ–----ს ქუჩიდან მიმავალს მოულოდნელად პიროვნება მივარდა, შეაქანა, წამიერად მობრუნდა მისი ხელის ჩავლება ყელსაბამზე და გაქცევა ერთად მოხდა; ... ყელსაბამი მარჯვენა მხრიდან შეაწყვიტა, ნაწილი გადმოვარდა გარეთ და ნაწილი შეაკავა ტანსაცმელმა; (იხ ფაქტობრივი გარემოებები - პუნქტი 2.3; 2.4; );
სამედიცინო ექპერტიზის დასკვნებით №0-------8, №0--------, 11.0--2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით, თა------------ას აღენიშნებოდა კისრის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ განივად მდებარე მოგრძო ფორმის სისხლნაჟღენთი 9,1x0,8 სმ ზომის, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ. ტომი 1, 191-194); ხოლო პირადი შემოწმების მონაცემებით, ნა-------------–-ძეს აღენიშნებოდა კისრის მარცხენა წინა გვერდით ზედაპირზე ქვემო მესამედში ირიბად მდებარე მოიისფრო ფერის მოგრძო ფორმის სისხლნაჟღენთი 4,9x0,7 სმ ზომის, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ. ტომი 1, 199-198);
ზ/მითითებულ მტკიცებულებათა ანალიზით დადასტურებულია, რომ ორივე დაზარალებულს დაზიანება აღენიშნება კისრის მიდამოში და ის გამოწვეულია ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული აუცილებლობით იმ მიზნით, რომ აშკარად დაუფლებოდა სხვის ნივთს; მას რაიმე სახის ძალადობა არ განუხორციელებია, გარდა ნივთის მოსაპოვებლად განხორციელებული ქმედებისა, დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში მიეპარა დაზარალებულებს და ხელით ჩამოაგლიჯა ყელსაბამები; ძარცვის - ჩადენილი ძალადობით კვალიფიცირებისათვის კი სახეზე უნდა იყოს ძალადობა განხორციელებული ნივთის მოსაპოვებლად, რაშიც იგულისხმება, ცემა, ხელის კვრა, დარტყმა და დამატებითი ძალადობრივი მოქმედებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის; შესაბამისად რე-------------კის მიმართ წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილში არცერთ ეპიზოდში არ დასტურდება;
3.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქედების ჩადენის ორივე შემთხვევაში ზიანი (ოქროს ყელსაბამების ღირებულება მნიშვნელოვნად ცილდება 150 ლარიან ნიშნულს , შესაბამისად რე-------------კის მიმართ წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილში დადასტურებულია;
3.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რე-------------კმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით 2018 წლის 11 ივნისს ჩადინა ძარცვა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (თა------------ას ეპიზოდი) და ძარცვის მცდელობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (ნა-------------–-ძის ეპიზოდი) რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, ხოლო წარდგენილი ბრალდებიდან უნდა მოეხსნას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს რე-------------კს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს დანაშაულის გარემოებებს, მიყენებულ ზიანს, ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ, რე-------------კი გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ის გათავისუფლდა 2015 წლის 31 ივლისს - პირობით ვადამდე 4 თვითა და 25 დღით ადრე; (იხ ს.ფ.242-244)
რე-------------კი ბოლოს გასამართლებულია 2017 წლის 31 მარტს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი მომართვით ჯარიმის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 2018 წლის 28 ივნისის მდგომარეობით არ არის, საქმეში არ არის წარმოდგენილი 2017 წლის 31 მარტის განაჩენი;
ბრალდებული დღეის მდგომარეობის ნასამართლობის მქონეა, ის არაერთხელაა ნასამართლევი და იხდიდა სხვადასხვა სახის სასჯელს მათ შორის წარსულში დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთაც, რაც ვერ გახდა შემაკავებელი ბრალდებულისთვის და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულებრივი ქმედებები; შესაბამისად ამჟამად მის მიმართ მიზანშეწონილია სასჯელის სახე განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით;
5.5. ამდენად, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას; ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს;
სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს რე-------------კის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ რე-------------კს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე -ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 5--ე მუხლის (რეციდივი) დანაწესის მხედველობაში მიღებით - 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს რე-------------კის რესოციალიზაციას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 25--260-ე, 26--ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული რე-------------კს წარდგენილი ბრალდებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ნა-------------–-ძის ეპიზოდი), მოეხსნას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;
ბრალდებული რე-------------კს წარდგენილი ბრალდებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თა------------ას ეპიზოდი), მოეხსნას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;
ბრალდებული რე-------------კი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნა-------------–-ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თა------------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რე-------------კს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რე-------------კს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.
მსჯავრდებულ რე-------------კის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სიგარეტის ნამწვი, რომელიც გადაგზავნილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ნა-------------–-ძისგან ამოღებული ოქროს ყელსაბამი, რომელიც გადაგზავნილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - რე-------------კისგან ამოღებული ბეჭედი, ქუდი, და ყელსაბამი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - პარფიუმერული მაღაზია ,,ფ------–-კიდან’’ და უძრავი ქონების სააგენტო შპს "რე--–------იდან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 07 ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე