გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
330210018002659772
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/28727 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2--- წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ლე--- ტო------ე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოსარჩელის წარმომადგენელი ხა--------------–---ი

მოპასუხე ნა---- დე--------–---–ი (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოპასუხის წარმომადგენელი ან--------–--ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მა----- ლი--------–---ი

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით ალიმენტის გადახდის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

 

1.1.1. ლე--- ტო------ესა და ნა---- დე--------–---–ს შორის 2--- წლის 0-------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N8----------);

 

1.1.2. ლე--- ტო------ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 0- ი--–--- დაბადებულ და---- ტო------ესთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა შემდეგი წესით: თავდაპირველ ეტაპზე, ორი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათს დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო ორი თვის შემდეგ, ყოველი კვირის შაბათი დღე 10:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათის ჩათვლით თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლებით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში ერთი კვირით, ხოლო ზაფხულის არდადეგების დროს ორი კვირით, მამასთან ლე--- ტო------ესთან ერთად დასასვენებლად წაყვანის უფლებით.

 

მოსარჩელე ლე--- ტო------ე 2--- წლის 4 ივნისიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნა---- დე--------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0- ი--–--- შეეძინათ შვილი და---- ტო------ე. მხარეები 2--- წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი და---- ტო------ე ცხოვრობს დედასთან, ნა---- დე--------–---–თან. მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა სარეგისტრაციო ორგანოში განქორწინების რეგისტრაციაზე. ასევე, მოპასუხე ნა---- დე--------–---–ი ხელს უშლის მოსარჩელეს ხშირად ნახოს არასრულწლოვანი შვილი და ჰქონდეს მასთან რეგულარული ურთიერთობა. მოსარჩელე გამოთქვამს სურვილს თავად უზრუნველყოს კვირის განმავლობაში არასრულწლოვანი ბავშვის სკოლიდან გამოყვანა და სხვადასხვა წრეებზე მიყვანა. ასევე, ლე--- ტო------ეს სურს ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში მისმა შვილმა მასთან გაატაროს განსაზღვრული დრო. მხარეები ვერ შეთანხმდნენ მამას და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთზე, რის გამოც, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს ლე--- ტო------ის ურთიერთობის წესი არასრულწლოვან შვილთან. მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს 2--- წლის 14 თებერვლის სხდომაზე.

(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. მოპასუხე ლე--- ტო------ესათვის არასრულწლოვანი შვილის, და---- ტო------ის (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2--- წლის 0- დეკემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2.2. მოპასუხე ლე--- ტო------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი და---- ტო------ის (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში, კერძოდ, თუ-------ს და ევ-------–----ს ქვეყნებში ზაფხულის არდადეგების დროს არაუმეტეს 14 დღის ვადით, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს არაუმეტეს ერთი კვირის ვადით, ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

ნა---- დე--------–---–ი და ლე--- ტო------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 0- ივისიდან. 2--- წლის 0- ი--–--- მათ შეეძინათ შვილი და---- ტო------ე. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვან და---- ტო------ე ცხოვრობს დედასთან, ნა---- დე--------–---–თან. მოპასუხე ლე--- ტო------ეს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი. მოსარჩელე ნა---- დე--------–---–ი დამუკიდებლად ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, ხოლო მოპასუხე თავს არიდებს ბავშვის რჩენა-აღზრდის ვალდებულებას, გარდა ყოველდღიური მოთხოვნილებებისა (როგორიცაა კვება, ტანსაცმელი და სხვა), ბავშვი დადის ხელოვნების წრეზე და ასევე, ცურვაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დედა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სრული განაკვეთით, მას ესაჭიროება დამხმარე, რომელიც სკოლის შემდეგ უზრუნველყოფს ბავშვის სკოლის საგნებში მომზადებას კონკრეტული დღეების განმავლობაში. კერძო მასწავლებლის აყვანა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც და---- ტო------ეს ესაჭიროება სკოლის პროგრამაში მომზადება, კერძოდ კი ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული კი დაკავშირებულია მთელ რიგ ხარჯებთან, რასაც მხოლოდ დედა თავისი ხელფასით ვერ უზრუნველყოფს ვინაიდან მოსარჩელე ასევე არჩენს ავადმყოფ მამას, რომელიც ამჟამად არ არის დასაქმებული და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს ოჯახის საქმეებში დაეხმაროს ნა---- დე--------–---–ს. არასრულწლოვანი შვილის რჩენა ორივე მშობლის მოვალეობაა. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ზრუნავდეს და სტაბილურად ეხმარებოდეს მატერიალურად არასრულწლოვან და---- ტო------ეს. გარდა ამისა, მოსარჩელეს სურს არასრულწლოვანი ბავშვი დროებით დასასვენებლად კონკრეტული პერიოდით გაიყვანოს საზღვარგარეთ, კერძოდ, თუ-------ს და ევ-------–----ს ქვეყნების ტერიტორიაზე, რის გამოც მოითხოვს მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში სავალდებულო თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლება-მოვალეოების შეუზღუდავად.

(იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნა---- დე--------–---–ი ეთანხმება მოთხოვნას ლე--- ტო------ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან შვილს, და---- ტო------ეს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან. მოპასუხე თანახმაა კვირის განმავლობაში, სამუშაო დღეებში მოსარჩელემ არასრულწლოვანი გამოიყვანოს სკოლიდან და უზრუნველყოს მისი ტარება ხელოვნებისა და ცურვის წრეებზე. ამასთან, ნა---- დე--------–---–ი თანხმობას აცხადებს კვირაში ერთი დასვენების დღე და---- ტო------ემ გაატაროს მამასთან, თუმცა მოპასუხე წინააღმდეგია ღამით ბავშვის მამასთან დარჩენის, ვინაიდან მოპასუხე მიიჩნევს, რომ ლე--- ტო------ეს არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, ასევე მას შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და მოპასუხის მოსაზრებით, იგი სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს არასრულწლოვან და---- ტო------ეს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავად გამოთქვამს სურვილს, მამასთან ღამით დარჩენისა, მოპასუხეც თანახმა იქნება ბავშვი მამასთან დარჩეს ღამით. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ შვილის მომავალს.

(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2.2. მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ.

 

2.1.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0- ი--–--- დაბადებული და---- ტო------ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

2.1.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი და---- ტო------ის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (თუ-------სა და ევ-------–----ს ქვეყნებში) გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამამოსილების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, მოპასუხე თანახმაა მოსარჩელემ ზაფხულის პერიოდში არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ 14 დღის ვადით, ხოლო ზამთრის პერიოდში - ერთი კვირით.

(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ბავშვის დედა არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან შვილს ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა მამასთან. საწყის ეტაპზე, ფსიქოლოგი არ გასცემს რეკომენდაციას ბავშვის მამასთან დარჩენის თაობაზე. მამა-შვილს შორის ინტენსიური ურთიერთობის პირობებში, მამის ოჯახთან მიჩვევის შემდგომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია განისაზღვროს მამის არასრულწლოვან და---- ტო------ესთან ურთიერთობის წესი ღამით დარჩენის უფლებითაც. სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის მიმართ საზღვარგარეთ გაყვანისა და პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, მოპასუხე მხარე (შეგებებულ სარჩელით) დაეთანხმა, რასაც მხარს უჭერს მეურვეობისა და მზრუველობის ორგანოს წარმომადგენელიც.

(არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლე--- ტო------ე და ნა---- დე--------–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 0--------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0- ი--–--- შეეძინათ შვილი და---- ტო------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 8----------3 (ს.ფ. 1-);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

 

3.1.2. მხარეები, ლე--- ტო------ე და ნა---- დე--------–---–ი 2--- წლიდან ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი და---- ტო------ე ცხოვრობს დედასთან ნა---- დე--------–---–თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. სოციალური სამსახურის მიერ მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობების შემოწმების მიზნით, სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა ლე--- ტო------ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, კნ---–--------------. მოსარჩელე მხარე იმყოფება მეორე ქორწინებაში და იგი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. საცხოვრებელი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია სეზონური გათბობთ, არის შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. მოსარჩელის თქმით, არასრულწლოვანი და---- ტო------ისათვის გამოყფოილია ოთახი. საცხოვრებელი დაცული და უსაფრთხოა ბავშვისთვის. ლე--- ტო------ის გადმოცემით, იგი პერიოდულად არის დასაქმებული ავეჯის საამქროში. მას კარგად აქვს გაანალიზებული ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მოვალეობები და მზად არის შესაბამისი მზრუნველობა გაუწიოს და---- ტო------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ 2--- წლის 1- ნოემბერს მომზადებული დასკვნა N2---- (ს.ფ. 46-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.4. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოპასუხე ნა---- დე--------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე ქ. თბილისი, ს-------------–--------------. ნა---- დე--------–---–ი აღნიშნულ საცხოვრებელში ცხოვრობს მამასთან და შვილთან, და---- ტო------ესთან ერთად. საცხოვრებელი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, არის შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა, ასევე არის არასრულწლოვანისათვის გამოყოფილი ოთახი და სათამაშოები. საცხოვრებელი დაცული და უსაფრთხოა ბავშვისათვის და შექმნილია სათანადო პირობები მისი ჯანსაღი განვითარებისათის. მოპასუხე ნა---- დე--------–---–თან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ მას არ აუკრძალავს მოსარჩელე მხარისათვის ბავშვის ნახვა და ხელი არ შეუძლია ბავშვისა და მამის ურთიერთოებისათვის. ნა---- დე--------–---–ის თქმით, იგი ამ დროის განმავლობაში დამოუკიდებლად ზრუნავდა ბავშვზე. მისი გადმოცემით, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც თავად სთხოვდა ლე---ს ბავშვი მოეკითხა, გამოეჩინა და----ის მიმართ მზრუნველობა. მიუხედავად მისი აქტიური მცდელობებისა, ლე---ი არ იჩენდა სათანადო ყურადღებას, არ მონაწილეობდა ბავშვის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებებში. მოსარჩელე არ არის ჩართული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბავშვის დედა იხსენებს, რომ როდესაც და----ი პირველად მიიყვანეს სკოლაში, სთხოვა ლე---ს, რომ ბავშვს სკოლაში პირველ დღეს ისიც გაჰყოლოდა, ლე---ი დაპირდა ბავშვს გაყოლას, თუმცა არ გაყვა. ეს ფაქტი და----მა ძალიან განიცადა და იმედგაცრუებული დარჩა. მოპასუხე მხარის თქმით, ბავშვს ძალიან უნდა მამასთან ურთიერთობა, განიცდის იმას, რომ მამა მის გვერდით ხშირად არ არის.

არასრულწლოვანი და---- ტო------ე დადის თბილისის N1---ე საჯარო სკოლაში. იგი არის კომუნიკაბელური, აქტიური და ხალისიანი ბავშვი, ჰყავს მეგობრები. სკოლის გარდა, არასრულწლოვანი და----ი დადის მხატვრული კითხვის წრესა და ცურვაზე. მოპასუხის გადმოცემით, ბავშვი სკოლაში დაჰყავს პაპას, ასევე, წრეებზეც ატარებს პაპა და დედა. მოპასუხის თქმით, წრეების ხარჯებს ფარავს თავად. ნა---- დე--------–---–თან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ მას კარგად აქვს გაანალიზებული ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მოვალეობები. იგი აქტიურადაა ჩართული ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში, უქმნის შესაბამის პირობებს ზრდისა და განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ 2--- წლის 1- ნოემბერს მომზადებული დასკვნა N2---- (ს.ფ. 46-47);

 

3.1.5. არასრულწლოვან და---- ტო------ეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას 2--- წლის ივლისის თვეში ჩაუტარდა ოპერაცია: ,,მარჯვენამხრივი ორქიდოპექსია ენდოტრაქეალური ანესთეზიით K-----“. მას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. ამჟამად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ა-–--–---–--------------------–-----------------–--–------ის“ მიერ 15.11.2--- წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 80);

- შპს ,,ა-–--–---–--------------------–-----------------–--–------ის“ კალკულაცია (ს.ფ. 81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ლე--- ტო------ეს 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 1- დეკემბრამდე არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების მომსახურების მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.1-.2--- წლის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 109);

 

3.1.7. ნა---- დე--------–---–ი დასაქმებულია სს ,,ლ-------------–-“. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნა---- დე--------–---–ს 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 1- დეკემბრამდე უფიქსირდება მიღებული შემოსავლები: 2--- წლის იანვრის თვეში - 2250 ლარი, თებერვლის თვეში - 4410 ლარი, მარტის თვეში - 2250 ლარი, აპრილის თვეში - 2250 ლარი, მაისის თვეში - 2250 ლარი, ივნისის თვეში - 2250 ლარი, ივლისის თვეში - 2250 ლარი, აგვისტოს თვეში - 2250 ლარი, სექტემბრის თვეში - 2250 ლარი და ოქტომბრის თვეში - 2250 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების მომსახურების მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.1-.2--- წლის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 109-110);

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 10 იანვრის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და ლე--- ტო------ეს არასრულწლოვანი შვილის და---- ტო------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო დროებითი განკარგულების მიღების დღიდან - 2--- წლის 10 იანვრიდან სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 10 იანვრის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ს.ფ. 132-134).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლე--- ტო------ე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) დასაქმებულია ავეჯის სააქმროში დურგლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 500-600 ლარს. სხვა სახის და ოდენობის შემოსავლის მიღება ლე--- ტო------ეს არ უფიქსირდება. ამასთან, სასამართლო საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მოწმე ა-------–---–-- ჩვენებას, რომელმაც გადმოცემით იცის, რომ ლე--- ტო------ე ავტომანქანის ნაწილების ვაჭრობის სფეროში არის დასაქმებული, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. თავად მხარის განმარტებით კი, იგი ამზადებს ავეჯს და აქვს შემოსავალი ზემოღნიშნული ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);

- მოწმე ა-------–---–-- ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლო განსახილველ დავასთან დაკავშირებით, 2--- წლის 3---------- არასრულწლოვან და---- ტო------ეს გაესაუბრა სოციალური სამსახურის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის თანდასწრებით. ფსიქოლოგი ლელა პარწიკანაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი და---- ტო------ე არის კომუნიკაბელური, კონტაქტური ბავშვი. მან ნათლად და თავისუფლად გამოხატა თავისი აზრი და სურვილი. ბავშვს ორივე მშობლის მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება და სურს მამასთან ჰქონდეს ინტენსიური ურთიერთობა. არასრულწლოვან და----ს არ უთქვამს რაიმე ისეთი მიზეზი, რაც შეიძლება ხელისშემშლელი გამხდარიყო მამასთან ურთიერთობაში. ასევე, ამ ასაკის ბავშვისთვის მის მიერ გამოხატული დამოკიდებულებიდან, რეკომენდირებულია მამასთან ღამით დარჩენაც. ამ ეტაპზე, ბავშვი მამასთან არ დარჩენილა ღამე დედის გარეშე და ამიტომ არ არის მიჩვეული იმ საცხოვრებელ გარემოს, რამაც შეიძლება თავდაპირველად გარკვეული დისკომფორტიც შეუქმნას. თუმცა, თუკი ბავშვს ექნება ინტენსიური ურთიერთობა მამასთან, შესაბამისად, მიეჩვევა მამის საცხოვრებელ გარემო-პირობებს და მზად იქნება ღამით დარჩენისთვისაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სპეციალისტ ლელა პარწიკანაშვილის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ბავშვი ნათლად და თავისუფლად გამოხატავს მამასთან ხშირი, ინტენსიური ურთიერთობის სურვილს. ბავშვს სურს ლე--- ტო------ე მის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყოს ჩართული და მან ატაროს წრეებზე. სოციალური სამსახურის შეფასებით, არ გამოვლენილა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება, რაც მამასთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრის შემთხვევაში, ბავშვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ამასთან, ბავშვმა აღნიშნა ისიც, რომ მამასთან ყოფნის პერიოდში ენატრებოდა დედა. ფსიქოლოგი საწყის ეტაპზე არ უწევს რეკომენდაციას ბავშვის მამასთან ღამით დარჩენას. შესაბამისად, თავდაპირველად ურთიერთობა უნდა შედგეს დღის განმავლობაში, ხოლო მიჩვევის შემდგომ, შესაძლებელია ბავშვი მისი სურვილის გათვალისწინებით ღამითაც დარჩეს მამასთან. მოწმე ანა პაპაშვილი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან და---- ტო------ეს ძალიან უნდა ჰქონდეს მამასთან სტაბილური ურთიერთობა, თუმცა მის საცხოვრებელ სახლში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ვინაიდან იქ ცხოვრობს ლე--- ტო------ის ამჟამინდელი მეუღლის შვილი და იმ ბავშვთან აქვს კონფლიქტური დამოკიდებულება არასრულწლოვან და----ს. მოწმე ა-------–---–-- მითითებით, ლე--- ტო------ე არ არის ყურადღებიანი მამა და არ იღებს სათანადო მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.

სოციალური სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს და---- ტო------ის ასაკობრივ მაჩვენებლებს რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალური პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლე--- ტო------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: თავდაპირველ ეტაპზე, ოთხ თვემდე ვადით, მამას შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს კვირაში ორი დღე დღის განმავლობაში დროის მონაკვეთი არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბურნების ვალდებულებით, ხოლო აღნიშნული შემდეგ ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს ბავშვის ღამით მამასთან დარჩენის უფლებით (ყოველი კვირის პარასკევი სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან შაბათს დღის 20:00 საათამდე). გარდა ამისა, მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 დღე, ხოლო ზამთრის პერიოდში ყოველი წლის 0- იანვრიდან 13 იანვრამდე დროის მონაკვეთი. აღნიშნული ბავშვთან მამის ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების უპირატესად გათვალისწინება, აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი რისკ-ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ორივე მშობლის ჰარმონიული მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს არასრულწლოვანი ბავშვის სრულფასოვან ზრდა-განვითარებას, მის სოციალიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- _სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ 2--- წლის 1- ნოემბერს მომზადებული დასკვნა N2---- (ს.ფ. 46-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

- მესამე პირის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე ა-------–---–-- ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოპასუხე ლე--- ტო------ის (შეგებებული სარჩელით) რეალური ფინანსური მდგომარეობა და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

4.2. სასამართლომ განიხილა ლე--- ტო------ის სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა, წარმომადგენელთა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ლე--- ტო------ის სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

4.4. - 4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში ლე--- ტო------ემ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ცნო მოპასუხემ, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე. 1202-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე ლე--- ტო------ე და მოპასუხე ნა---- დე--------–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 0--------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0- ი--–--- შეეძინათ შვილი და---- ტო------ე. მხარეები 2--- წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოპასუხე ნა---- დე--------–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი ლე--- ტო------ის და ნა---- დე--------–---–ის შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. ლე--- ტო------ემ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან 2--- წლის 0- ი--–--- დაბადებულ და---- ტო------ესთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა შემდეგი წესით: თავდაპირველ ეტაპზე, ორი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათს დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო ორი თვის შემდეგ, ყოველი კვირის შაბათი დღე 10:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათის ჩათვლით თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლებით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში ერთი კვირით, ხოლო ზაფხულის არდადეგების დროს ორი კვირით, მამასთან ლე--- ტო------ესთან ერთად დასასვენებლად წაყვანის უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, ლე--- ტო------ესა და ნა---- დე--------–---–ს ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 0- ი--–--- შეეძინათ შვილი და---- ტო------ე. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ნა---- დე--------–---–თან. როგორც საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, ნა---- დე--------–---–ი მამასთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, მდებარე ქ. თ---–-------------------–--------------- საცხოვრებლის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. მოპასუხის საცხოვრებელი დაცული და უსაფრთხოა ბავშვისათვის და შექმნილია სათანადო პირობები მისი ჯანსაღი განვითარებისათვის. ნა---- დე--------–---–ის განმარტებით, მას ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით ეხმარება მამა (ბავშვის პაპა), რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის სკოლიდან გამოყვანას და წრეებზე სიარულს. მოპასუხის მამა არის პენსიონერი. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი და---- ტო------ე იზრდება კეთილსაიმედო, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გასული წლის ივლისის თვეში ჩაუტარდა ოპერაცია.

 

მოპასუხე ნა---- დე--------–---–ი არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, უფრო მეტიც, იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსარჩელის ბავშვთან რეგულაურ ურთიერთობას. მოპასუხე თანახმაა კვირის განმავლობაში, სამუშაო დღეებში მოსარჩელემ არასრულწლოვანი გამოიყვანოს სკოლიდან და უზრუნველყოს მისი ტარება ხელოვნებასა და ცურვის წრეებზე. ამასთან, ნა---- დე--------–---–ი თანხმობას აცხადებს კვირაში ერთი დასვენების დღე და---- ტო------ემ გაატაროს მამასთან, თუმცა მოპასუხე წინააღმდეგია ღამით ბავშვის მამასთან დარჩენის, ვინაიდან მოპასუხე მიიჩნევს, რომ ლე--- ტო------ეს არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, ასევე მას შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და მოპასუხის მოსაზრებით, ღამით დარჩენის შემთხვევაში მამა სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს არასრულწლოვან და---- ტო------ეს

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.

 

დადგენილია, რომ ლე--- ტო------ე საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, კნ---–--------------. მოსარჩელის მეუღლეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. საცხოვრებელი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია სეზონური გათბობთ, არის შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. მოსარჩელის თქმით, არასრულწლოვანი და---- ტო------ისათვის გამოყოფილია ოთახი. საცხოვრებელი დაცული და უსაფრთხოა ბავშვისთვის. ლე--- ტო------ის გადმოცემით, მას კარგად აქვს გაანალიზებული ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მოვალეობები და მზად არის შესაბამისი მზრუნველობა გაუწიოს და---- ტო------ეს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვან ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი აქვთ მეტ-ნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამისათვის არასრულწლოვან და---- ტო------ესთან ურთიერთობის და შემდგომში (მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ) საცხოვრებელ სახლში წაყვანისა და ღამით დარჩენის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენე განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მამის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის შესახებ საკითხთან დაკავშირებით, 2--- წლის 3---------- სასამართლო გაესაუბრა არასრულწლოვან და---- ტო------ეს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის თანდასწრებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 3---------- განჩინებით, არასრულწლოვან და---- ტო------ესთან გასაუბრების ჩანაწერი გასაიდუმლოვდა და დადგინდა მისი ხელმისაწვდომობა მხოლოდ სასამართლოსათვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისათვის და ფსიქოლოგისათვის (პირის სრულწლოვენებამდე). ფსიქოლოგი ლელა პარწიკანაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი და---- ტო------ე არის კომუნიკაბელური, კონტაქტური ბავშვი. მან ნათლად და თავისუფლად გამოხატა თავისი აზრი და სურვილი. ბავშვს ორივე მშობლის მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება და სურს მამასთან ჰქონდეს ინტენსიური ურთიერთობა. არასრულწლოვან და----ს არ უთქვამს რაიმე ისეთი მიზეზი, რაც შეიძლება ხელისშემშლელი გამხდარიყო მამასთან ურთიერთობაში. ასევე, ამ ასაკის ბავშვისთვის მის მიერ გამოხატული დამოკიდებულებიდან, რეკომენდირებულია მამასთან ღამით დარჩენაც. ამ ეტაპზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვი მამასთან არ დარჩენილა ღამე დედის გარეშე და ამიტომ არ არის მიჩვეული იმ საცხოვრებელ გარემოს, რამაც შეიძლება თავდაპირველად გარკვეული დისკომფორტიც შეუქმნას. თუმცა, თუკი ბავშვს ექნება ინტენსიური ურთიერთობა მამასთან, შესაბამისად, მიეჩვევა მამის საცხოვრებელ გარემო-პირობებს და მზად იქნება ღამით დარჩენისთვისაც.

 

სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ბავშვი ნათლად და თავისუფლად გამოხატავს მამასთან ხშირი, ინტენსიური ურთიერთობის სურვილს. სოციალური სამსახურის შეფასებით, არ გამოვლენილა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება, რაც მამასთან ურთიერთობისას შესაძლოა ბავშვისათვის ზიანის მომტანი ყოფილიყო. ამასთან, ბავშვმა აღნიშნა ისიც, რომ მამასთან ყოფნის პერიოდში ენატრებოდა დედა. ფსიქოლოგი საწყის ეტაპზე არ უწევს რეკომენდაციას ბავშვის მამასთან ღამით დარჩენას. შესაბამისად, თავდაპირველად ურთიერთობა უნდა შედგეს დღის განმავლობაში, ხოლო მიჩვევის შემდგომ, გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა და ბავშვი ღამითაც დარჩეს მამასთან. სასამართლო ითვალისწინებს და---- ტო------ის ასაკობრივ მაჩვენებლებს, რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლე--- ტო------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. მიზნაშეწონილია მამა შვილს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობა ნორმალურ პირობებში საწყის ეტაპზე დღის მანძილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, შემდეგ კი დროის ხანგრძლივობის გაზრდის და არასრულწლოვანის მამასთან ღამე დარჩენის პირობით, რაც შეესაბამება არასრულწლოვანთა ასაკობრივ მაჩვენებელს, მის სურვილს და მშობლებთან ბავშვის დამოკიდებულებას. შესაბამისად, თავდაპირველ ეტაპზე, სასამართლო ადგენს, რომ ოთხ თვემდე ვადით, მამას შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს კვირაში ორი დღე დღის განმავლობაში დროის მონაკვეთი არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო აღნიშნული შემდეგ ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს ბავშვის ღამის მამასთან დარჩენის უფლებით (ყოველი კვირის პარასკევი სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან შაბათს დღის 20:00 საათამდე). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს კვირაში ერთი დასვენების დღე გაატაროს არასრულწლოვანთან. გარდა ამისა, მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 დღე, ხოლო ზამთრის პერიოდში ყოველი წლის 0- იანვრიდან 13 იანვრამდე დროის მონაკვეთი. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება, რაც დადებითად იმოქმედებს მის სრულფასოვან განვითარებასა და საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე. მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის და პოზიტიური კავშირის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. ამდენად, სასამართლოს მიერ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც არასრულწლოვანი და---- ტო------ის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს, მათ დატვირთულობას და ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მოსარჩელე ლე--- ტო------ის მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. ნა---- დე--------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი და---- ტო------ე (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი და---- ტო------ე ცხოვრობს დედასთან ნა---- დე--------–---–თან ერთად და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. არასრულწლოვანი და---- ტო------ე დადის თბილისის N1---ე საჯარო სკოლაში. იგი სკოლის გარდა, დადის მხატვრული კითხვის წრესა და ცურვაზე. მოსარჩელე მხარეს მატერიალური კუთხით არავინ ეხმარება. მოსარჩელე ცხოვრობს შვილთან და მამასთან ერთად, რომელიც პენსიონერია. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვან და---- ტო------ეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას 2--- წლის ივლისის თვეში ჩაუტარდა ოპერაცია: ,,მარჯვენამხრივი ორქიდოპექსია ენდოტრაქეალური ანესთეზიით K-----“. მას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. ამჟამად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა---- დე--------–---–ი დასაქმებულია სს ,,ლ-------------–-“. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნა---- დე--------–---–ს 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 1- დეკემბრამდე უფიქსირდება მიღებული შემოსავლები: 2--- წლის იანვრის თვეში - 2250 ლარი, თებერვლის თვეში - 4410 ლარი, მარტის თვეში - 2250 ლარი, აპრილის თვეში - 2250 ლარი, მაისის თვეში - 2250 ლარი, ივნისის თვეში - 2250 ლარი, ივლისის თვეში - 2250 ლარი, აგვისტოს თვეში - 2250 ლარი, სექტემბრის თვეში - 2250 ლარი და ოქტომბრის თვეში - 2250 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობაც. ამჟამად მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი და---- ტო------ისა, სხვა პირი არ იმყოფება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ლე--- ტო------ეს 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 1- დეკემბრამდე არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი დასაქმებულია ავეჯის საამქროში დურგლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 500-600 ლარს. სხვა სახის და ოდენობის შემოსავლის მიღება ლე--- ტო------ეს არ უფიქსირდება. ამასთან, თავად მხარეც ადასტურებს, რომ ლე--- ტო------ის დედა ცხოვრობს და დასაქმებულია საზღვარგარეთ, საიდანაც მატერიალური კუთხით მეტ-ნაკლებად ეხმარება ლე--- ტო------ეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი და---- ტო------ე სწავლოს საჯარო სკოლაში და ამავდროულად დადის მხატვრული კითხვის წრესა და ცურვაზე. ნა---- დე--------–---–ის განმარტებით, ბავშვს ასევე ესაჭიროება დამატებით სასკოლო საგნებში მომზადება ჰუმანიტარული მიმართულებით, რაც დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.

 

მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.5. მოსარჩელე ნა---- დე--------–---–მა შეგებებული სარჩელით ასევე მოითხოვა მოპასუხე ლე--- ტო------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი და---- ტო------ის (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ თუ-------ს და ევ-------–----ს ქვეყნებში დროებით გაყვანის ნაწილში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) დღით და ზამთარშიც არდადეგების პერიოდში არაუმეტეს ერთი კვირით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა მხოლოდ ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში და არა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, ნა---- დე--------–---–ს და ლე--- ტო------ეს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 0- ი--–--- დაბადებული და---- ტო------ე. მოსარჩელე მხარე ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის მიზნად განსაზღვრავს არასრულწლოვნის დასასვენებლად დროებით, კონკრეტული პერიოდით გამგზავრებას. რაც შეესაბამება ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარების ინტერესებს. ამასთან, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. მოპასუხე ლე--- ტო------ე სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანის პასპორტის აღებისა და დასახელებულ ქვეყნებში საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ლე--- ტოგნიძემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო, ნა---- დე--------–---–ის სარჩელი მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, და---- ტო------ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

ლე--- ტო------ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნა---- დე--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. ნა---- დე--------–---–ის შეგებებული სარჩელი ასევე დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, მოსარჩელე ლე--- ტო------ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2--- წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი. ხოლო ლე--- ტო------ის მიერ გადახდილი თანხა - 50 ლარი (გადახდილი 2--- წლის 19 სექტემბერს) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე--- ტო------ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ლე--- ტო------ესა (პირადი N0----------) და ნა---- დე--------–---–ს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 0--------, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------;

1.2. ლე--- ტო------ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან 2--- წლის 0- ი--–--- დაბადებულ და---- ტო------ესთან ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი სახით:

თავდაპირველ ეტაპზე, 4 თვემდე ვადით მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ასევე შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

ოთხი თვის შემდგომ მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან დედის საცხოვრებელი ბინიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანის და შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანის უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

1.3. არასრულწლოვანი ბავშვის და---- ტო------ის მამასთან ყოფნისას ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს შვილისათვის ტელეფონის გამართულობა დედა-შვილის სატელეფონო ურთიერთკავშირის დამყარების მიზნით;

1.4. იმ შემთხვევაში თუ ლე--- ტო------ე ვერ ახერხებს შვილთან მისვლას მისი წაყვანის მიზნით, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ არანაკლებ 4-5 საათით ადრე ტელეფონის საშუალებით (სატელეფონო "სმს" შეტყობინების სახით) აცნობოს ნა---- დე--------–---–ს;

1.5. არასრულწლოვანი ბავშვის და---- ტო------ის ურთიერთობა მამასთან ლე--- ტო------ესთან ზაფხულის არდადეგების პერიოდში განისაზღვროს შემდეგი სახით: ივლისის ან აგვისტოს თვეში 10 დღის ვადით. ივლისის ან აგვისტოს თვის შერჩევის პრიორიტეტი მიენიჭოს ნა---- დე--------–---–ს, რომელიც ვალდებულია 15 ივლისამდე შეატყობინოს ლე--- ტო------ეს თუ როდის მოახდინოს მამამ შვილის წაყვანა;

1.6. არასრულწლოვანი ბავშვის და---- ტო------ის ურთიერთობა მამასთან ლე--- ტო------ესთან ზამთრის არდადეგების პერიოდში განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი წლის 0- იანვრიდან 13 იანვრამდე არასრულწლოვანი და---- ტო------ე იქნება მამასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასრულწლოვანი და---- ტო------ე დედასთან იმყოფება საზღვარგარეთ ან დასასვენებლად;

1.7. მამა-შვილის ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობელთა ურთიერთშეთანხმებით;

 

2. ნა---- დე--------–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.1. ლე--- ტო------ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის და---- ტო------ის (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 275 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2--- წლის 0- დეკემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

2.2. ლე--- ტო------ეს (პირადი N0----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის და---- ტო------ის (დაბადებული 2--- წლის 0- ი--–---) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ - თუ-------ს და ევ-------–----ს ქვეყნებში გასვლის თანხმობის გაცემის ნაწილში , ზაფხულში (არდადეგების პერიოდში) არა უმეტეს 14 დღისა, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში არა უმეტეს ერთი კვირისა;

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ლე--- ტო------ეს (პირადი N0----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „თ-----------“, საგადახდო დავალება N0, მიმღები ანგარიში N300773150) 2--- წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

4. ლე--- ტო------ის (პირადი N0----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე