განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100117002112452
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----– ჩ----ე, მ------ ა-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ--–------ ა---------–-- ძე კ-–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------, დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- ი---------- ქუჩა 3----, ბინა #-

 

ადვოკატი - გ------- მ---------–---–ი, გ------- დ----------–---–ი, მ------ ნ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა არაერთგზის), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5---------ლის განაჩენით ვ--–------ კ-–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის--------–ი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

1.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2---------ლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებული ვ--–------ კ-–--–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის--------–ი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო დანარჩენი მუხლებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

1.3.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1-------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ვ--–------ კ-–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ--–------ კ-–--–---–ი პენიტენცი----- დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1-------ს.

 

1.4.2015 წლის 23 ივნისს, ი----- ფ---–---–---ი (მოკლული გ------- ფ---–---–---ის ძმა) თბილისში, ხ----ას ქუჩის #---ის მიდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ვ--–------ კ-–--–---–ს, რომელთანაც გააჩნდა კონფლიქტური ურთიერთობა, რა დროსაც, ი----- ფ---–---–---მა ვ--–------ კ-–--–---–ს თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ ფეხის არეში მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

1.5.ვ--–------ კ-–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (ვაზნები), რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

1.6.2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–----------– კ-------ლში, მ---- კორპუსის მიმდებარედ, ვ--–------ კ-–--–---–მა, ი----- ფ---–---–---ზე შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ჭრილობები მიაყენა გ------- ფ---–---–---ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

2.1.2017 წლის 24 ივნისს, ღამით, ,,112-ში“ მოქალაქეებისგან შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვ-–----–----–----------– კ-------ლში, სტადიონზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იყო მამაკაცი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გ------- ფ---–---–---ი, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დადგა ბიოლოგი----- სიკვდილი.

 

2.2. დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ------ ნ----ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის გაზაფხულზე მისმა უფროსმა შვილმა ი----- ფ---–---–---მა კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცლხსასროლი იარაღით დაჭრა ვ--–------ კ-–--–---–ი. აღნიშნული ფაქტის გამო ი----- ფ---–---–---ს მსჯავრი დაედო და მან მოიხადა სასჯელი. 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათისთვის, გ------- ფ---–---–---ი გავიდა უბანში. მოგვიანებით, მ------ ნ----მა შეიტყო, რომ გ------- ფ---–---–---ი იყო მოკლული. მ------ ნ----მა განმარტა, რომ მკვლელობის ფაქტს გარდა მკვლელობის ადგილზე მყოფი პირებისა, შეესწრო მისი ძმა ა-–---- ნ----ი.

 

2.3. მოწმე ა-–---- ნ----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, იმყოფებოდა დისშვილის გ------- ფ---–---–---ის სახლში. ეს უკანასკნელი საღამოს ჩავიდა უბანში, ხოლო თვითონ ცოტა ხნით წავიდა იქვე მდებარე მეგობრის ოფისში. 23:00 საათის შემდეგ ბრუნდებოდა გ------- ფ---–---–---თან სახლში. რამდენიმე მეტრში ქუჩაში შენიშნა მობილურ ტელეფონზე მოსაუბრე გ. ფ---–---–---ი, რომელმაც ხელით ანიშნა, რომ დალოდებოდა. ამ დროს, ა-–---- ნ----მა გაიგონა გასროლების ხმა და დაინახა, გ------- ფ---–---–---ს იარაღით მისდევდა ვ--–------ კ-–--–---–ი და ისროდა მისი მიმართულებით. გ. ფ---–---–---ი სთხოვდა თავდამსხმელს, არ ესროლა, მაგრამ ბრალდებული მაინც განაგრძობდა იარაღიდან გასროლას. მსხვერპლი სპორტული მოედნისკენ გაიქცა. მოწმემ დაინახა, როგორ დაეცა დაჭრილი გ------- ფ---–---–---ი სტადიონზე კალათბურთის ფარის ქვეშ, მას მიუახლოვდა ბრალდებული ფეხების მხრიდან, შემდეგ დადგა დაჭრილის თავთან და გაისროლა თავის მიმარულებით. თვითმხილველმა მოწმემ სამართლო სხდომის დარბაზშიც მიუთითა ბრალდებულზე და კატეგორიულად განაცხადა, რომ სწორედ ის არის გ------- ფ---–---–---ის მკვლელი.

 

2.4. 2017 წლის 25 ივნისს, მკვლელობის თვითმხილველ მოწმესთან ა-–---- ნ----თან ჩატარდა როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე ფოტოსურათით ამოცნობა. ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ა-–---- ნ----ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი. ამოცნობის დაწყებამდე ა-–---- ნ----მა აღწერა თუ რა ვითარებაში ნახა მკვლელი და რამდენად შეეძლო მისი ამოცნობა. მოწმემ ამოცნობის ჩატარებამდე განმარტა,რომ მკვლელი ნახა 2017 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში ვ-–----–----–-- პ------–---ვარტლის მ---- და მ---- კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ხელში ეჭირა იარაღი და ისროდა გ------- ფ---–---–---ის მიმართულებით. მოწმის თავლთახედვის არეში მკვლელი სროლით მისდევდა საკალათბურთო მოედნის მიმართულებით მსხვერპლს და გააკეთა საკონტროლო გასროლა, გასროლების პროცესში ა-–---- ნ----ი ხედავდა მსროლელის ფიზიკურ აღნაგობას და სახეს, რის გამოც თავისუფლად შეეძლო მკვლელის ამოცნობა. ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ა-–---- ნ----მა ცხვირის, თვალების, ტუჩების ფორმით და მთლიანი სახის აღწერილობით ამოიცნო ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ვ--–------ კ-–--–---–ი. ამომცნობმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ 2017 წლის 24 ივნისს სწორედ ეს პიროვნება ისროდა ვ-–----–----–-- პ------–---ვარტლის მ---- და მ---- კორპუსებთან გ------- ფ---–---–---ის მიმართულებით და საკონტროლო გასროლით მოკლა იგი.

 

2.5. 2017 წლის 25 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე ა-–---- ნ----ისგან მიღებული ჩვენების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მოწმემ დეტალურად აღწერა მკვლელობის ვითარება, ადგილები, სადაც სროლის პროცესში გადაადგილდებოდნენ მკვლელი და მსხვერპლი, ასევე ადგილი საიდანაც მოწმე ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. ა-–---- ნ----მა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირებს მიუთითა მეგობრის ოფისზე, სადაც მკვლელობამდე იმყოფებოდა. ოფისი მდებარეობის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ასევე მიუთითა მ---- და მ---- კორპუსებს შორის არსებულ გზის სავალ ნაწილზე, სადაც ოფისიდან გამოსულმა ნახა გ------- ფ---–---–---ი, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე და სთხოვა დალოდებოდა. ა-–---- ნ----მა ასევე მიუთითა მ---- კორპუსის წინ მარცხნიდან რიგით მეორე ავტოფარეხზე, სადაც იგი ელოდებოდა გ------- ფ---–---–---ს. მოწმემ სწორედ აქედან დაინახა თავდაპირველად მკვლელი იარაღით ხელში, რომელმაც გ------- ფ---–---–---ის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. ა-–---- ნ----მა მიუთითა მ---- და მ---- კორპუსებს შორის ჩასასვლელი გზის ნაწილზე, საიდანაც არის გასასვლელი მ---- კორპუსის უკან მდებარე მოედანზე. მოწმის განმარტებით სწორედ ამ გზით გარბოდა გ------- ფ---–---–---ი, რომელსაც სროლით მისდევდა იარაღიანი ახალგაზრდა. ა-–---- ნ----მა მიუთითა საკალათბურთო მოედნის ფართან ახლოს ადგილზე, სადაც დაეცა დაჭრილი გ------- ფ---–---–---ი. მკვლელმა მისი მისამართით გააკეთა საკონტროლო გასროლა და გავიდა სტადიონის გასასვლელიდან გზის სავალ ნაწილზე, საიდანაც გაემართა ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით „თიბისი“ ბანკთან ჩასასვლელი გზის სავალ ნაწილზე.

 

2.6. მოწმე ა-–---- ნ----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, ასევე მის მიერ გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ბრალდებულისა და მსხვერპლის გადაადგილების ტრაექტორიისა და კონკრეტული ლოკაციების ზედმიწევნით ზუსტი მითითების ფაქტი, მისი ჩვენების თანხვედრა სხვა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებთან, სასამართლოს არწმუნებს, რომ ა-–---- ნ----ი იყო მკვლელობის თვითმხილველი მოწმე.

 

2.7. ა-–---- ნ----ის გარდა, მკვლელობას ჰყავს სხვა შემთხვევითი თვითმხილველი მოწმეები.

 

2.8. მოწმე ი--–----–----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, 23 საათის შემდეგ, დასთან ა----- შ----–----ესთან და მეგობრებთან - ა------------ესთან, ი------------ესთან და ს--–---- ჯ--------ესთან ერთად იმყოფებოდა ვ-–----–----–----------– კ-------ლში სტადიონის გვერდზე არსებულ სკვერში. როგორც ირგვლივ, ასევე სტადიონზე იყვნენ ბავშვები და ზრდასრულები. მოწმემ სტადიონის უკანა მხრიდან გაიგონა დაახლოებით ოთხი გასროლის ხმა და დაინახა, დაახლოებით ერთი მეტრის შემაღლების ბეტონის კედლიდან გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მირბოდა სტადიონის მიმართულებით და ა---------– კ-–--–---–ი, რომელმაც ჩამოხტომისთანავე ესროლა მსხვერპლს. სროლის შემდგომ ბიჭი, რომელიც წინ გარბოდა სტადიონაზე დაეცა, თავდამსხმელი მიუახლოვდა და თავში ესროლა დამიზნებით. მოწმე ნანახით იყო შოკში და ადგილიდან ვერ იძროდა. ამ დროს თავდამსხმელი გამოვიდა სტადიონის იმ გამოსასვლელიდან, სადაც მოწმე იდგა და გვერდით ჩაუარა, დაახლოებით სამ მეტრში. ბრალდებულმა სვლა განაგრძო ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით და ჩაუხვია დ--–--ის მეტროსკენ. ამის შემდეგ მოწმემ დარეკა ,,112-ში“. მოწმის გადმოცემით, თავდამსხმელი იყო დაახლოებით 175 სმ. სიმაღლის, მოგრძო სახით და სწორი ცხვირით, ხორბლისფერი, დაბალზე შეჭრილი თმით, დაახლოებით 25-30 წლის ასაკის. ეცვა გრძელსახელოებიანი რუხი პერანგი და ჯინსის შარვალი. მოწმემ განაცხადა, რომ ამოიცნო აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან. იგი დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

2.9. 2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ი--–----–----ემ ამოცნობამდე განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, ღამის დაახლოებით 23:15-23:25 საათების შუალედში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ვ-–----–----–----------– კ-------ლში, მ---- კორპუსის მიდებარედ სპორტულ მოედანზე, სადაც ახალგაზრდა ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა მეორე ახალგაზრდა ბიჭი. მოწმემ ის ახალგაზრდა, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი და თავში დამიზნებით ესროლა წაქცეულს, ნახა ახლოდან. იგი იყო დაახლოებით 25-30 წლის, 170-175 სმ. სიმაღლის, მოგრძო ფორმის სახის მოყვანილობით, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით, ხორბლისფერი კანით. ი--–----–----ემ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან ამოიცნო #4 ფოტოსურათზე გამოსახული ახალგაზრდა ბიჭი, სახის მოგრძო ფორმის მოყვანილობით, კანის შეფერილობით, სახის ზოგადი იერით. განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული პირი ნახა 2017 წლის 24 ივნისს სპორტულ მოედანზე, რომელმაც თანნაქონი პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი. მოწმემ ამოცნობის დროს აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში. ამოცნობილი პირი არის ვ--–------ კ-–--–---–ი.

 

2.10. მოწმე ა------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს მეგობრებთან - ი--–----–----ესთან, ს--–---- ჯ--------ესთან, ი------------ესთან, ა----- შ----–----ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში ვ-–----–----–-- გამზირზე ერთ-ერთ სკვერში, რომელიც მდებარეობდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. სკვერის პირდაპირ იყო სათამაშო სტადიონი. მოწმე იჯდა სტადიონის მოპირდაპირე მხარეს სკამზე. მეგობრები საუბრობდნენ, როდესაც გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა. მოწმემ დაინახა, რომ სტადიონზე შევიდა ერთი ბიჭი სირბილით, რომელსაც უკან მოჰყვა მეორე ბიჭი. ამ დროს იყო სროლის ხმაც. შემდეგ სტადიონის შუაგულისკენ გაიქცა მსხვერპლი და სროლით უკან გამოეკიდა თავდამსხმელი. ამ დროს მსხვერპლი წაიქცა, თავდამსხმელმა დაუმიზნა იარაღი და ესროლა თავის მიმართულებით. ა------------ემ თავდამსხმელი დაინახა ორჯერ, პირველად როდესაც ის სტადიონზე შევიდა, ხოლო მეორედ, როდესაც დანაშაულის ფაქტის შემდგომ, ჩაიარა იმ მანქანის ახლოს, სადაც მოწმე იჯდა. თავდამსხმელი იყო დაახლოებით 175 სმ. სიმაღლის ან უფრო მაღალი. მას ეცვა ჯინსის შარვალი, რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა, ხოლო სახეზე ოდნავი წვერი. ა------------ემ განაცხადა, რომ მან ფოტოსურათით ამოიცნო თავდამსხმელი. იგი დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

2.11. 2017 წლის 4 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------------ემ ამოცნობამდე განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:15-23:30 საათების შუალედში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირზე, პ------–----------––ი, მ---- კორპუსთან არსებულ სპორტულ მოედანთან. დაინახა, როგორ მისდევდა ახალგაზრდა ბიჭი მეორე ახალგაზრდა ბიჭს, თან მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტის მსგავსი ნივთი და ესროდა წინ მორბენალს, რომელიც დაეცა სტადიონზე. წაქცეულთან მივიდა პისტოლეტიანი ბიჭი და თავის მიმართულებით ესროლა, რის შემდეგაც გაიქცა. ა------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო #4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ვ--–------ კ-–--–---–ი. ამომცნობმა განმარტა, რომ მან ხსენებული პირი ამოიცნო სახის მოყვანილობით, მოგრძო ფორმის სახით, გამოხედვით და გამომეტყველებით, იერით. იგი თავისი ამოცნობის სისწორეში სრულად დარწმუნებულია. ამასთან განმარტა, რომ ამოცნობილ პირს შემთხვევის დღეს ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა, როგორც გადაპარსული და ახლად ამოსული, ასვე ძალიან დაბალი ზომის წვერი. სწორედ ამოცნობილი პირი ესროდა სპორტულ მოედანზე 2017 წლის 24 ივნისს მეორე ახალგაზრდას, რომელიც დეცა სტადიონზე, მას მიუახლოვდა ხსენებული პირი და ესროლა თავის არეში, რის შემდეგაც გაიქცა მეტრო დ--–--ის მიმართულებით.

 

2.12. 2017 წლის 24 ივნისს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა მოწმე ა----- შ----–----ე. მოწმის ჩვენების თანახმად, ი--–----–----ესთან, ს--–---- ჯ--------ესთან, ი------------ესთან და ა------------ესთან ერთად იჯდა სტადიონთან ახლოს სკამზე, სტადიონზე ბავშვები თამაშობდნენ. მოულოდნელად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა და რამდენიმე წამში დაინახა ბიჭი, რომელსაც უკან მოსდევდა ახალგაზრდა მამაკაცი. მდევარს ხელში იარაღი ეჭირა. შეირბინეს სტადიონაზე, მსხვერპლი შუა სტადიონზე დაეცა, ამ დროს თავდამსხმელმა თავში ესროლა. მომხდარით შეშინებული გოგონები გაიქცნენ ვ-–----–----–-- გამზირისკენ. ს--–---- ჯ--------ემ გააჩერა მანქანა, ჩაუჯდა და უხსნიდა ვითარებას. სანამ მოწმე ჩაჯდებოდა მანქანაში იარაღიანმა მამაკაცმა ჩაირბინა მათკენ, ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით და მაღაზია „ბ---–--სთან“ გაჩერდა. მკვლელი ჩქარი ნაბიჯით მოძრაობდა დ--–--ის მეტროსკენ. თავდამსმხელს ეცვა რუხი ფერის გრძელსახელოებიანი ზედატანი და ჯინსის შარვალი, თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, სიმაღლეში იყო დაახლოებით 175 სანტიმეტრი, ასაკით - 25 წელზე მეტი. მოწმემ ბრალდებული ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წარდგენილი ფოტოსურათით და იგი კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ სწორედ თავდამსხმელი ამოიცნო.

 

2.13. 2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ა----- შ----–----ემ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ვ--–------ კ-–--–---–ი სახის მოყვანილობით, სახის მოგრძო ფორმით, იერით და სახის გამომეტყველებით. ამომცნობმა განაცხადა, რომ სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პირმა ვ--–------ კ-–--–---–მა პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა სპორტულ მოედანზე გ------- ფ---–---–---ი. ამომცნობის განმარტებით ამოცნობილ პირს მკვლელობის მომენტში ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა და ოდნავ წვერი, მიუხედავად იმისა, რომ ამოსაცნობ პირს ფოტოზე ჰქონდა წვერი და მოგრძო თმა, მისი სახე იმდენად კარგად ახსოვდა, რომ უპრობლემოდ ამოიცნო. დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

2.14. ასევე თვითმხილველი მოწმის ი------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 23:15 საათიდან 23:30 საათამდე დროის შუალედში, მეგობრებთან - ი--–----–----ესთან, ს--–---- ჯ--------ესთან, ა------------ესთან და ა----- შ----–----ესთან ერთად იჯდა ვ-–----–----–----------– კ-------ლში სტადიონთან არსებულ სკამზე, რა დროსაც გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. დაინახა, რომ მ---- კორპუსის მხრიდან სტადიონზე შემაღლებული ადგილიდან ჩამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უკან მოსდევდა მეორე ადამიანი. თავდამსხმელმა სტადიონზე ხსენებულ ბიჭს ესროლა იარაღიდან, ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა. ამ დროს მოწმემ გაიგონა მსხვერპლისგან ნათქვამი ფრაზა „არ მესროლო“. ამის შემდეგ ბრალდებული მიაუახლოვდა და ესროლა თავში. მომხდარით შეშინებული, მეგობრებთან ერთად გაიქცა მაღაზია „ბ---–--სის“ მხარეს, ვ-–----–----–-- გამზირზე. სწრაფად გააჩერეს შემხვერდი მანქანა, ი------------ე იდგა გაჩერებულ ავტომანქანასთან, სწორედ ამ დროს შენიშნა მსროლელი, რომელსაც ხელში ჯერ კიდევ ეჭირა იარაღი. იგი გაიქცა დ--–--ის მეტროს მხარეს, შემდეგ კი გადაკვეთა მოპირდაპირე ქუჩა. მოწმის ჩვენებით მსროლელს ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის გრძელმკლავებიანი პერანგი, თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, ჰქონდა მოგრძო სახე და მუქი ფერის თმები. მოწმემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში - ფოტოსურათით ამოცნობაში, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო თავდამსხმელი.

 

2.15. 2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ი------------ემ ოთხი ფოტოსურათიდან სახის მოგრძო ფორმით, სახის კანის შეფერილობით, გამომეტყველებით და იერით ამოიცნო მსროლელი ვ--–------ კ-–--–---–ი და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პირმა 2017 წლის 24 იანვარს სპორტულ მოედანზე პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა გ------- ფ---–---–---ი. ი. დ------იძის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილ ახალგაზრდას მკვლელობის დროს ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმა და ოდნავ დაბალი წვერი, მისი სახე იმდენად კარგად ახსოვდა, რომ ამოცნობის სისწორეში სრულად დარწმუნებული იყო.

 

2.16. კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმის ს--–---- ჯ--------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით ღამის 23 საათისთვის იმყოფებოდა მეგობრებთან - ი------------ესთან, ი--–----–----ესთან, ა----- შ----–----ესთან და ა------------ესთან ერთად დ--–--ის მეტროსთან ახლოს, ვ-–----–----–-- გამზირის--------– კ-------ლში მდებარე სკვერში. ისინი სტადიონთან ახლოს სკამზე ისხდნენ, რადგან სტადიონი იყო განათებული. სტადიონის ერთ მხარეს ბავშვები თამაშობდნენ. ცოტა ხანში გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახეს გ------- ფ---–---–---ი, რომელსაც უკან ვ--–------ კ-–--–---–ი მოსდევდა. თავდამსხმელმა სტადიონაზე გაისროლა მსხვერპლის მიმართულებით, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეცა. მოწმემ გაიგონა ფრაზა „არ მესროლო“, ამის მიუხედავად თავდამსხმელმა უფრო ახლოდან ესროლა თავში. მომხდარით შეშინებულები გაიქცნენ ცენტრალურ გზაზე, სადაც შენიშნეს ის პირი, რომელმაც გაისროლა სტადიონზე მსხვერპლის მიმართულებით. მოწმის ჩვენებით, მსროლელს ჰქონდა მუქი ფერის თმა, სავარაუდოდ შავი, იყო შავგვრემანი, გამხდარი, დაახლოებით 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის, ჰქონდა ახალამოსული წვერი და თმაც დაბალზე შეჭრილი, თითქმის გადაპარსული, ჰქონდა სწორი ცხვირი. ეცვა ნაცრისფერი პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი. მას ხელში იარაღი ეჭირა.

 

2.17. 2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ს--–---- ჯ--------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან ამოიცნო მსროლელი ვ--–------ კ-–--–---–ი. მოწმის განმარტებით მან ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, ცხვირის, თვალის და ტუჩის ფორმით. ფოტოზე გამოსახულ პირს შემთხვევის დღეს ჰქონდა ძალიან დაბალზე შეჭრილი თმა და ოდნავ დაბალი წვერი.

 

2.18. მოწმე თ------- ქ–-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისის ღამეს თორმეტის წუთებზე, იმყოფებოდა ბინაში, რა დროსაც ეზოდან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. გადაიხედა და დაინახა, რომ ერთ-ერთ მამაკაცს მოსდევდა იარაღით ხელში სხვა მამაკაცი და მიჯრით ესროდა. ორივე დაახლოებით იყვნენ 25-30 წლის. მსხვერპლი ეუბნებოდა: „ბიჭო არ მომკლა“, თავდამსხმელი გინებით მისდევდა. როდესაც მოწმის ფანჯარას გასცდნენ, სტადიონზე ჩავიდნენ. სტადიონის უკეთ დასანახად მოწმე მეორე ოთახში შევიდა, აივანზე გადაიხედა და დაინახა, რომ მდევარს იარაღი უკვე დაბლა ჰქონდა დაშვებული და სტადიონიდან გავიდა. იგი წავიდა ვ-–----–----–-- გამზირისკენ. მოწმე ჩავიდა ეზოში და სტადიონზე ნახა დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში და სისხლიანი. სანამ მოწმე ეზოში ჩავიდოდა, არასრულწლოვან შვილს სთხოვა დაერეკა ,,112-ში“.

 

2.19. გ------- ფ---–---–---ის მკვლელობას შეესწრო მოწმე თ----- ც--–--ეც. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 24 ივნისს, ღამის დაახლოებით 23:20 საათზე იმყოფებოდა სტადიონზე, რა დროსაც გაიგონა არაერთი გასროლის ხმა. მოწმემ სტადიონზე დაინახა ძირს დაცემული დაჭრილი მამაკაცი. ასევე იგი ხედავდა როგორ დაუმიზნა დაჭრილ მამაკაცს ერთმა პირმა იარაღი და ესროლა თავში. მსროლელი დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის იყო, თმა გადაპარსული და მცირედ წამოზრდილი ჰქონდა.

 

2.20.მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მკვლელობის ადგილი - სტადიონი იყო განათებული, აქედან გამომდინარე მოვლენები კარგად ჩანდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოებითაც ჩანს, რომ სტადიონი იყო განათებული გარე განათებით.

 

2.21. 2017 წლის 24 ივნისს გასროლის ხმა გაიგონა მოწმე თ----- ქ---------მ. მოწმის ჩვენებით მკვლელობის ღამეს, დაახლოებით 23:15 წუთზე გაიგონა მიჯრით გასროლის ხმა. სტადიონზე დაინახა დაჭრილი პირი და დარეკა ,,112-ში“.

 

2.22. თვითმხილველ მოწმეთა მიერ ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ გ------- ფ---–---–---ის დევნისა და მისი მისამართით ცეცხლსასორლი იარაღიდან გასროლების ფაქტს, ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სისხლისმაგვარი ლაქები აღმოჩენილი იქნა, როგორც უშუალოდ გ------- ფ---–---–---ის დაცემის ადგილას სპორტულ მოედანზე, საკალათბურთო ფარის დაბლა, ასევე სტადიონამდე მისასვლელ გზაზე, რომელიც მდებარეობს მ---- და მ---- კორპუსებს შორის.

 

2.23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფარგლებში ამოღებული იქნა სისხლის კვლები, რომელიც ბიოლოგი----- (სეროლოგი-----, გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ------- ფ---–---–---ს.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა თბილისში ვ-–----–----–-- გამზირი #---–- მდებარე ხორც-პროდუქტების მაღაზია „ვ---“-ს და თბილისში ვ-–----–----–-- გამზირი #---ში მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია „გ--------ი“-ს კომპიუტერული სისტემებიდან გამოთხოვილი და ამოღებული გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები 2017 წლის 24 ივნისის 22:00 საათიდან 23:59 საათამდე პერიოდში. ხსენებულ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შედეგად აშკარა გახდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, გ------- ფ---–---–---ის მკვლელობიდან უმოკლეს დროში, რა დროც ლოგიკურად საჭირო იყო შემთხვევის ადგილიდან მიმდებარე ტერიტორიაზე სამოძრაოდ, სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდება ბრალდებული ვ--–------ კ-–--–---–ი და პარკირების ადგილას ჯდება ახლადგაჩერებული ავტომობილის უკანა სალონში და მანქანა მიდის. დაცვის მხარე, არ დავობს იმაზე, რომ ჩანაწერში ასახული პირი ნამდვილად ვ--–------ კ-–--–---–ია. საყურადღებოა, რომ ვიდეო ჩანაწერში ვ. კ-–--–---–ს აცვია სწორედ იგივე აღწერილობის ტანსაცმელი, როგორზეც თვითმხილველი მოწმეები მიუთითებენ. კადრში ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ ვ. კ-–--–---–ს თმა დაბალზე აქვს შეჭრილი.

 

2.25. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ვიდეო კადრში ასახული ავტომობილის მძღოლი - მოწმე რ----- ჭ---------ე. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 24 ივნისს, ღამით, იმყოფებოდა კადრში ასახულ ადგილზე, მანქანის დაპარკინგებისთანავე, მოულოდნელად უკან სალონში ჩაუჯდა ვ--–------ კ-–--–---–ი, რომელიც გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩავიდა ავტომანქანიდან. საყურადღებოა, რომ ამის შემდეგ მკვლელის კვალი ქრება და ინტენსი----- ძებნის შემდეგ, 2018 წლის 10 ოქტომბერს, პოლიცია ვ--–------ კ-–--–---–ს აკავებს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე რ----- ჭ---------ის 25.06.2017წ.დაკითხვის ოქმი. მოწმემ დაადასტურა დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა, ასევე დაიკითხა გამომძიებელი ი-----–- ც-------ა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოწმემ გამომძიებელს ჩვენება მისცა ნებაყოფლობით, თავისუფალი თხრობის რეჟიმში და გამოძიებას მიაწოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი რ----- ჭ---------ის ავტომანქანაში ჩაჯდა ზუსტად იმ ჩაცმულობით, რა ჩაცმულობითაც დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები აღწერენ მკვლელის ტანსაცმელს: რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, მოლურჯო ჯინსის შარვალი. გარდა ამისა, მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი იყო აღელვებული მანქანაში ჩაჯდომის დროს.

 

2.26. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, გ------- ფ---–---–---ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი თავის ქალას ღრუში ქალას სარქველის, ქალას ფუძის და კისრის--------–ი მალის (ატლასის) მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა ღრუში და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევებით. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით გ------- ფ---–---–---ის ბიოლოგი----- სიკვდილი დაფიქსირდა 24.06.2017წ. 00:20 საათზე. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით სიკვდილიდან გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევამდე გასულია დაახლოებით 6 საათი, რაც არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მითითებულ თარიღსა და დროს.

· გ------- ფ---–---–---ის გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანება - თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ხვრელით (ჭრილობა-#1) მარცხნივ თხემის მიდამოში, ტერფის ძირიდან 182სმ-ის დაშორებით, შემავალი თავის ქალას ღრუში, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, ქალას სარქველის და ქალას ფუძის ძვლების, თავის ტვინის და კისრის--------–ი მალის დაზიანებით, უცხო სხეულით (ტყვია) კისრის--------–ი მალის რბილ ქსოვილებში (კისრის--------–ი მალის მოტეხილობის მიმდებარედ), მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით ზევიდან - ქვევით, ოდნავ წინიდან-უკან, ოდნავ მარცხნიდან - მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

· გ------- ფ---–---–---ის გვამზე ასევე ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარჯვენა მხრის მიდამოში (ჭრილობა-#3), ტერფის ძირიდან 158სმ-ით დაშორებით, გამოსავალი ხვრელით გულმკერდის წინა ზედაპირზე, მკერდის ძვლის საუღლე ამონაჭდევთან (ჭრილობა-#4) ტერფის ძირიდან 151,5სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების, მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზევიდან ქვევით, ოდნავ უკანიდან წინ. მარცხენა თეძოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარცხენა დუნდულოს ზედა - შიგნითა კვანდრანტის ზედა კიდეში, წელის საზღვარზე, მარცხენა ბეჭისა და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის (ჭრილობა-#8), ტერფის ძირიდან 106სმ-ის დაშორებით, გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-#7) მარცხენა თეძოს ძვლის ზედა კიდესთან იღლიის წინა და შუა ხაზებს შორის, მარცხენა თეძოს ძვლის ზედა კიდესთან, ტერფის ძირიდან 109სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების, თეძოს ძვლის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და დამდგარ შედეგთან სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.

· მარცხენა თხემ-კეფის მიდამოს შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა-#2), ტერფის ძირიდან 180სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ. მარცხენა მხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე (ჭრილობა-#-), ტერფის ძირიდან 133სმ-ით დაშორებით, გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-#-ა) მარცხენა მხრის შუა და ზედა მესამედების საზღვარზე, შიგნითა და წინა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 143,5სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. გულმკერდის მარცხენა ნახევრის შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა-#-ბ) - ტერფის ძირიდან 145სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან - წინ, ოდნავ მარცხნიდან - მარჯვნივ (ჭრილობა #-ბ წარმოადგენს #--#-ა ჭრილობების გაგრძელებას). მარჯვენა წინამხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარჯვენა წინა მხრის შუა მესამედში უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე შემავალი ცეცხლნასროლი (ჭრილობა-#6), გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-#6ა) მარჯვენა წინამხრის შუა და ზედა მესამედების საზღვარზე, შიგნითა და წინა ზედაპირების საზღვარზე, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. წელის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ხვრელით (ჭრილობა-#9) მარჯვენა დუნდულოს ზედა - გარეთა კვანდრანტის ზედა კიდეში, მარჯვენა იღლიის უკანა ხაზზე, ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშროებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, უცხო სხეულით (ტყვია) მარცხენა თეძოს ფრთის ზედა კიდესთან რბილ ქსოვილებში ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ ოდნავ ზევიდან - ქვევით და რამდენადმე მარჯვნიდან - მარცხნივ. მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და დამდგარ შედეგთან სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

· სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ (გარეთა) შრეს მათი განვითარების მომენტში.

· გ------- ფ---–---–---ის გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოს გარეთა მესამედში და მთელს ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთი. შუბლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა საფეთქლის, მარჯვენა წარბის, მარჯვენა თვალბუდის, მარჯვენა ყვრიმალის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა მტევნის, მე-5 თითის ძირითადი და შუა ფალანგების სახსრების, მარჯვენა ბარძაყის, მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოებში მრავლობითი ნაჭდევები, ირგვლივ სისხლჩაქცევებით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

 

2.27. ცეცხლნასროლ დაზიანებაზე მიუთითებს ბალისტიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნაც, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი „გ------- ფ---–---–---ის ტანსაცმელი“-დან პერანგსა და მაისურზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული #1; #2; #3; #- და #6-6ა დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით, რაც შეეხება ##2ა; 3ა-3ბ; 4 და ტრუსზე არსებულ #7 დაზიანებას, მორფოლოგი----- ნიშან-თვისებებისა და დაზარალებულის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების მიხედვით, ისინი წარმოადგენს ცეცხლნასროლ დაზიანებებს. ამავე მონაცემებით პერანგზე, მაისურსა და ტრუსზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში (##1-7) ლოკალური არით ძირითადად შეესაბამება სხეულზე არსებულ შემავალ-გამავალ და შემხებ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.

 

2.28. გ------- ფ---–---–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომ ნამდვილად ცეცხლნასროლი წარმოშობისაა დასტურდება 2017 წლის 6 სექტემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნითაც, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------- ფ---–---–---ის ჯინსის შარვალზე, პერანგზე და მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები.

 

2.29. თითოეული ზემოთდასახელებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ------- ფ---–---–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები არის ცეცხლნასროლი წარმოშობის და მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით.

 

2.30. გარდა იმ უტყუარად დადგენილი ფაქტისა, რომ გ------- ფ---–---–---ს ჭრილობები მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ნაწარმოები გასროლის შედეგად, ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით დანაშაულის ადგილიდან ამოღებული იქნა მასრები.

 

2.31. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2017 წლის 25 ივნისს 00:25 საათიდან 07:10 საათამდე დროის ინტერვალში დათვალიერდა ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, პ------–---ვარტალი, #-- კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. #-- და #-- კორპუსებს შორის არსებული სასურსათო მაღაზიის გვერდით მდგარი ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი-ს“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით Q------ წინა მარჯვენა კარის დაბლა ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის ლითონის საგანი (ტყვიის გულა) (ობ. #1). იქვე 3-4 მეტრის მოშორებით #-- და #-- კორპუსებს შორის საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის მეტალის ცილინდრული ფორმის საგანი (ობ. #2). #-- და #-- კორპუსებს შორის ნიადაგის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა 2 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური ლითონის საგანი (მასრები) (ობ.#3 და ობ.#4). მ---- კორპუსის უკანა მხარეს სტადიონის მხარეს არსებული ავტოფარეხის წინ ნიადაგის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (ობ. #18). მ---- კორპუსის გვერდით, მ---- კორპუსის მხარეს ბორდიურზე ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (მასრა) (ობ.#19); მ---- კორპუსთან მდებარე სპორტულ მოედანზე კალათბურთის ფარის დაბლა, ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა ორი ცალი მოყვითალო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (მასრები) (ობ.#6 და ობ. #7).

 

2.32. 2017 წლის 15 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი (ობიექტი #1) და გ------- ფ---–---–---ის გვამიდან ამოღებული ორი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი "მაკაროვის" კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ და „სტეჩკინის" კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის AПC, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. აქედან გ------- ფ---–---–---ის გვამიდან ამოღებული ორი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ერთიდაიმავე პისტოლეტიდან, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, ხოლო ერთი ტყვია - ობიექტი #1 - გასროლილია პისტოლეტიდან, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად და ვარგისია იდენტიფიკაციისათვის მხოლოდ კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი ცალი მასრა (ობიექტი #2; #3; #4; #6; #7; #18; #19), არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნუმუშის, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПM“ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის გასროლილია 9 მმ კალიბრის სხვადასხვა პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 9 მმ კალიბრის, 1951 წლის ნიმუშის ვაზნების გასასროლად. აქედან ობიექტი #2; #6; #7 გასროლილია იარაღში პირობითი აღნიშვნით „ა“, ხოლო ობიექტი #3; #4; #18; #19 გასროლილია პირობითად „ბ“ იარაღში; წარმოდგენილ მასრებზე და ტყვიებზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო და საერთო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად - დგინდება შეადგენდა თუ არა გასროლამდე წარმოდგენილი მასრები და ტყვიები ერთ მთელს, რის გამოც ზემოაღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა.

 

2.33. რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი მასრები, ამასთან მიმართებაში მნიშნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩამტარებელი გამომძიებლის ნ-------- ნ-----–-–---–ის ჩვენებაზე. გამომძიებელმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დაიწყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არ იყო ზუსტად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად მან შემთხვევის ადგილის არეალი მაქსიმალურად გაზარდა, რათა არ გამორჩენილიყო რაიმე მნიშვნელოვანი კვალი. მასრები ამოიღო სხვადასხვა ადგილიდან. გამომძიებლის განმარტებით, ამოღებული მასრების ნაწილს აღენიშნებოდა სიძველის, კოროზიის კვალი და იყო მომწვანო შეფერილობის. აღნიშნულის თაობაზე მითითება გააკეთა საგამოძიებო მოქმედების ოქმში. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულისა და მსხვერპლის გადაადგილების ზოლში სადაც დაიწყო და დასრულდა სროლები ამოღებული იქნა ახალი მასრები, ხოლო ძველი მასრები ამოღებულია ე.წ. ბილიკის მიმდებარედ.

 

2.34.ზემოთ დასახელებული მტკიცებულებათა ერთობლიობა (საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მოწმეთა ზეპირი ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნები), ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და ზედმიწევნით აღადგენს დანაშაულის სურათს და ფაქტობრივ გარემოებებს. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საჯაროდ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–------ კ-–--–---–მა, უკანონოდ შეძენილი, შენახული და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 2017 წლის 24 ივნისს, საჯარო სივრცეში, ბავშვების თანდასწრებით, შურისძიების მოტივით განზრახ მოკლა გ------- ფ---–---–---ი. ბრალდებულის განზრახვაზე მოეკლა მსხვერპლი, მეტყველებს მის მიერ დევნის პროცესში განხორციელებული გასროლების სიმრავლე და სტადიონაზე წაქცეული გ------- ფ---–---–---ისათვის დამიზნებით სროლა თავის არეში.

 

2.35. რაც შეეხება ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებას, ამ ნაწილშიც, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - საბრძოლო მასალა, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ, 2017 წლის 24 ივნისის ღამეს ვ--–------ კ-–--–---–ი მართლაც ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვაც მას არ გააჩნდა. თვითმხილველებმა უშუალოდ დაინახეს ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და მისგან განხორციელებული გასროლების ფაქტი. ზემოხსენებული მოწმეების განმარტება რომ სინამდვილეა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ გ------- ფ---–---–---ის სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები არის ცეცხლნასროლი წარმოშობის.

 

2.36.სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. თუმცა ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც არსებითი და რელევანტურია.

 

სასამართლომ საბოლოო დასკვნის მიღებამდე მოისმინა როგორც ბრალდებულის, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, შეისწავლა და განიხილა ყველა ის არსებითი გარემოება, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

2.37. ბრალდებულმა ვ--–------ კ-–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დასკვნით და საბოლოო სიტყვებში განაცხადა, რომ იგი არ იცნობს ი----- ფ---–---–---ს, ასევე არ იცნობდა გ------- ფ---–---–---ს. მისი განმარტებით, არასდროს ჰქონია კონფლიქტი ი----- ფ---–---–---თან და არ იცის რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ი----- ფ---–---–---ს 2015 წელს მისი დაჭრის საქმესთან. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს ალიბი იმის შესახებ, რომ მკვლელობის დროს იმყოფებოდა პირად საქმეზე, თუმცა არ სურს იმ პირების დასახელება, რომლებსაც შეუძლიათ მისი ალიბის დადასტურება. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ ბავშობიდან ცაციაა და აქედან გამომდინარე, თვითმხილველ მოწმეთა მიერ აღწერილ ვითარებაში - მარჯვენა ხელით გასროლებს ვერ განახორციელებდა.

 

2.38. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდებულის მშობლები ა---------– კ-–--–---–ი და მ--- კ-–--–---–ი, ასევე დაცვის მხარის მოწმეები: თ------ დ-----–---–ი, ფ--------- ბ--------, ლ--–- ლ-–--ა, ს------ მ-------–--ე და ნ---- კ--–-----–--ე რომლებიც დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში სასამართლოს რაიმე ინფორმაციას არ აწვდიან. მოწმეთა ნაწილი ცდილობდა დაედასტურებინათ, რომ ა---------– კ-–--–---–ი არის დადებითი, უკონფლიქტო, მოწესრიგებული ადამიანი და გამოთქვამდნენ მოსაზრებას და ვარაუდს იმის შესახებ, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი ადამიანს არ მოკლავდა. ლ--–- ლ-–--ას განმარტებით, 1988 წლიდან ცხოვრობს ვ--–------ კ-–--–---–ის მეზობლად, ყოველდღე ან დღეგამოშვებით ხედავდა ბრალდებულს, ვ. კ-–--–---–ს მუდმივად ჰქონდა სახე მოწესრიგებული, პირი გაპარსული, იყო თავაზიანი და ზრდილობიანი. პროკურორის შეკითხვაზე - ხომ არ ყოფილა პერიოდი - წლები, როცა ლ. ლ-–--ა ვერ ხედავდა ვ--–------ კ-–--–---–ს, მოწმემ კითხვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მოწმის ეს პასუხი ცალსახად მიუთითებს მის მიკერძოებაზე, არაობიექტურობაზე და არასანდოობაზე, გამომდინარე იქედან, რომ ლ. ლ-–--ა ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტურად ვერ ნახავდა ვ--–------ კ-–--–---–ს, რადგან ეს უკანასკნელი დროის საკმაოდ დიდ პერიოდში - 2006 წლიდან - 2013 წლის 1-------ამდე იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მკვლელობის ფაქტზე. ასევე არასარწმუნოა ბრალდებულის მეგობრის ნ---- კ--–-----–--ის ჩვენებაც, რომელიც ლ--–- ლ-–--ას მსგავსად ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე გამორიცხავს მისი მხრიდან მკვლელობის ჩადენას. საყურადღებოა, რომ მოწმე ნ---- კ--–-----–--ე, რომელიც ბრალდებულის ახლო მეგობრად წარმოაჩენს თავს, არ ფლობდა ინფორმაციას, რომ მეგობარი ვ--–------ კ-–--–---–ი, მათი მეგობრობის პერიოდში იხდიდა სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს: თ------ დ-----–---–ს, ფ--------- ბ--------ს და ს------ მ-------–--ეს, ისინი წარმოდგენილი იქნენ ბრალდებულის ვერსიის გასამყარებლად, რომ ვ. კ-–--–---–ი ბავშვობიდან ცაციაა.

 

2.39. რაც შეეხება ვერსიას, რომ ბრალდებული ცაციაა და ვერ შეძლებდა მარჯვენა ხელში ცეცხლსასროლი იარაღის დაკავებას და გასროლების განხორციელებას,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე: 1. ის, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი არის ცაცია, გარდა ბრალდებულის ბედით დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენებებისა, სხვა დამატებითი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, ბრალდებული ხშირად საუბრობდა ჟესტებით და აქტიურად იყენებდა, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელს. 2. აღნიშნული გარემოების დაშვების შემთხვევაშიც კი, ის ფაქტი, რომ პირი მართლწერის დროს უპირატესად მარცხენა ხელს, ხოლო ფეხბურთის თამაშისას მარცხენა ფეხს იყენებს, არ ნიშნავს, რომ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და საერთოდ ვერ იყენებს მარჯვენა ხელს, ან არ შეუძლია მარჯვენა ხელით ნივთების დაკავება ან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის განხორციელება.

 

2.40. რაც შეეხება ბრალდებულის ე.წ. ალიბს, სასამართლოს შეფასებით იგი მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ამის თქმის საფუძველს იძლევა რამდენიმე გარემოება: 1. დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ნეიტრალურ პირებს წარმოადგენენ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ, 2017 წლის 24 ივნისს, გ------- ფ---–---–---ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. 2. ალიბთან მიმართებაში ბრალდებულის განმარტება, რომ ალოგიკური და არასარწმუნოა, დასტურდება მისი მხრიდან ალიბის გაუმჟღავნებლობაში და ამის დასასაბუთებლად აბსტრაქტული საფრთხეების დასახელებაში, თითქოს ე.წ.ალიბის მოწმეებს საფრთხე შეიძლება დაემუქროთ.

 

2.41. სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები ს--–---- ჯ--------ე, ი------------ე, ი--–----–----ე, ა----- შ----–----ე და ა------------ე წარმოადგენენ ცრუ მოწმეებს. სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს დასახელებულ მოწმეთა იმპიჩმენტის და ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეთ მოწმეებს ცრუდ ამხილონ მათთვის სრულიად უცნობი პირი ვ--–------ კ-–--–---–ი მკვლელობაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწმეები: ს--–---- ჯ--------ე, ი------------ე, ი--–----–----ე, ა----- შ----–----ე და ა------------ე მკვლელობამდე არ იცნობდნენ ვ--–------ კ-–--–---–ს, არც გ------- ფ---–---–---ს და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ დანაშაულის ეპიცენტრში. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, სწორედ ზეპირობის პრინციპი არის საშუალება და მექანიზმი მოხდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ მოწმეთა ჩვენებები იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და გულწრფელი. ჩვენებების გულწრფელობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ჯვარედინი დაკითხვის პროცესში, დაცვის მხარის მიერ დასმულ ყველა კრიტიკულ კითხვას მოწმეები საჯაროდ, დამაჯერებლად და კატეგორიულად სცემდნენ პასუხს და მათ არცერთი ამგვარი კითხვისგან თავი არ აურიდებიათ. გარდა ამისა, ჩვენებების სანდოობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მკვლელის იდენტიფიცირებასთან მიმართებაში მათი ჩვენებები თანხვედრაშია მკვლელობის სხვა თვითმხილველი მოწმის ა-–---- ნ----ის ჩვენებასთან. ყველა ხსენებული მოწმე ჰყვება, რომ სწორედ ვ--–------ კ-–--–---–ი მისდევდა იარაღით ხელში გ------- ფ---–---–---ს და ახორციელებდა გასროლებს, ასევე მათი ჩვენებები თანხვედრაშია საკონტროლო გასროლის ვითარებასთან და ქრონოლოგიასთან, მათი გადმოცემით, ვ--–------ კ-–--–---–მა სტადიონზე ესროლა მიწაზე წაქცეულ გ------- ფ---–---–---ს. მოწმეები დეტალებში ჰყვებიან თუ რა ვითარებაში აღიქვეს და დაამახსოვრდათ მსროლელის გარეგნობა, ამასთან გამოძიების ეტაპზე ყველა მათგანმა ამოიცნო ვ--–------ კ-–--–---–ი ფოტოსურათით და ყოველი მათგანი იყო კატეგორიული ამოცნობაში.

 

2.42. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ არ უნდა მოხდეს მოწმე ა-–---- ნ----ის ჩვენების გაზიარება, ვინაიდან არცერთ თვითმხილველ მოწმეს არ უნახავს იგი შემთხვევის ადგილზე, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: შემთხვევა მოხდა ხალხმრავალ ადგილზე, რამაც ბუნებრივად გამოიწვია პანიკა და შიში, ამ ვითარებაში ძნელია მოწმეებს მოეხდინათ გარდაცვლილთან მყოფი პირების იდენტიფიცირება და გაერკვიათ, რომელიმე მათგანს ხომ არ ჰქონდა ნათესავური კავშირი გარდაცვლილთან. თითქმის ყველა მოწმე მოწადინებული იყო დაერეკათ სასწრაფოში გ------- ფ---–---–---ის გადარჩენის მიზნით. ა-–---- ნ----ის ყოფნას მკვლელობის ადგილზე მოწმობს მისი თანმიმდევრული ჩვენება, მოწმე დეტალურად აღწერს თავდასხმის, დევნისა და მკვლელობის ფაქტებს. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები მოწმეს ზეპირი ჩვენებისა და გამოკითხვის ოქმის გარდა, ზედმიწევნით აღწერილი აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში. არ იკვეთება რაიმე დაინტერესება მოწმისა, ცრუდ ამხილოს ბრალდებული. ა-–---- ნ----ი, როგორც გარდაცვლილის ბიძა, ერთერთია დაკითხულ მოწმეთაგან, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით ცალსახად არის დაინტერსებული დაისაჯოს გ------- ფ---–---–---ის მკვლელი და არა ვინმე სხვა უდანაშაულო პირი.

 

2.43. დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა ვერსია, თითქოსდა შემთხვევის ადგილზე ფიგურირებს ორი ცეცხლსასროლი იარაღი და რეალურად გ------- ფ---–---–---ი იმყოფებოდა ჯვარედინი ცეცხლის ეპიცენტრში - დაცვის ვერსიით ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ დაზიანებების არხების მიმართულება არის ურთიერთსაპირისპირო, ამასთან შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი მასრები.

 

· პირველ არგუმენტს რაც შეეხება, აქ დაცვის მხარეს მხედველობიდან გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გ------- ფ---–---–---მა ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო გაქცევის პროცესში. საყურადღებოა, რომ ერთ მომენტში იგი გადმოხტა დაახლოებით ერთი მეტრის შემაღლებული ადგილიდან, სროლა კი ხორციელდებოდა პერმანენტულად, შესაბამისად დაზიანებები მიღებულია დინამიკაში. აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ გ------- ფ---–---–---ს დაზიანებები სტატიკურ მდგომარეობაში არ მიუღია, შესაბამისად, დაზიანებების არხების მიმართულება ვერ იქნება ერთ მხარეს. ექსპერტიზაში ჭრილობების არხების მიმართულება ზოგადად, დადგენილი წესით და მეთოდიკით განისაზღვრება სტატიკურ მდგომარეობაში, რაც არ ნიშნავს რეალურად ამ მდგომარეობაში ჭრილობების მიყენებას. ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა განმარტა, რომ სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების არხების მიმართულება სხეულის მიმართ (ფეხზე მდგომი სწორი პოზიცია), ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს მიღებული სწორედ ამ პოზიციაში. ეს არის მხოლოდ ადამიანის სტატიკური მდგომარეობა, დინამიკის გარეშე და ჭრილობების არხების მიმართულება.

 

· რაც შეეხება სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი მასრების არსებობას, აღნიშნულ ნაწილში ამომწურავი ჩვენება მისცა გამომძიებელმა ნ-------- ნ-----–-–---–მა. მოწმის განმარტებით, პოლიციაში შეტყობინების მიღებიდან, მყისიერად, მოწმეთა გამოკითხვამდე მოხდა პერიმეტრის დაცვა და დათვალიერება. ვინაიდან, იმ მომენტისთვის გამომძიებლისთვის არ იყო ცნობილი შემთხვევის ადგილის საზღვრები, საკმაოდ დიდი პერიმეტრი დათვალიერდა, დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ობიექტი მათ შორის მასრები. გამომძიებლის ჩვენებით ზოგიერთ მასრას ამოღებისას ეტყობოდა, რომ იყო უფრო ძველი და შეფერილობაც ჰქონდა განსხვავებული ვიდრე ახალგასროლილ მასრებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც მასრების აღწერისას მითითებულია ორ სხვადასხვა შეფერილობაზე - ზოგი არის მომწვანო ფერის და ზოგი მოყვითალო. გარდა აღნიშნულისა, ორი იარაღის და ერთზე მეტი მკვლელის არსებობა ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა მოწმეების: ს--–---- ჯ--------ის, ი------------ის, ი--–----–----ის, ა----- შ----–----ის, ა------------ის, ა-–---- ნ----ის, თ------- ქ–-----–---–ის, თ----- ც--–--ის ზეპირი ჩვენებებით, თითოეული მათგანი დაბეჯითებით აცხადებს, რომ გ------- ფ---–---–---ს მხოლოდ ერთი პირი მისდევდა და ახორციელებდა გასროლებს მისი მიმასამართით.

 

2.44. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #R---------------- და აღნიშნული დასკვნის ფარგლებში დაიკითხა ექსპერტი მ--- ნ-----–--–---–ი. ექსპერტმა დასკვნაში და ზეპირ ჩვენებაში აღნიშნა, რომ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ს--–---- ჯ--------ის, ი------------ის, ი--–----–----ის, ა----- შ----–----ის, ა------------ის, თ----- ც--–--ის, ა-–---- ნ----ის ჩვენებებში აღწერილ ვითარებაში მსხვერპლი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. მკვლელობის თვითმხილველი მოწმეების ზეპირი ჩვენებების, მკვლელობის ვითარების და საქმის მასალების შეფასების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, - დაზიანებების მიყენების პროცესთან მიმართებაში თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების გარკვეული ნაწილის არაერთგვაროვნება განპირობებულია სწორედ იმ ფორსმაჟორული ვითარებით, რაც იმ წუთას შემთხვევის ადგილზე ხდებოდა. საყურადღებოა, რომ მოწმეები ექსტრემალურ სიტუაციაში იმახსოვრებდნენ მოვლენებს. უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ვ.კ-–--–---–მა გ.ფ---–---–---ს თავის მიმართულებით ესროლა იარაღი და სწორედ ეს იყო სასიკვდილო ჭრილობა. ის რომ შეშინებულმა მოწმეებმა მაშინ როდესაც ერთის მხრივ ამოძრავებდათ თვითგადარჩენის ინსტიქტი და თან მოულოდნელობის ეფექტის ფონზე იმახსოვრებდნენ ფაქტებს ფორსმაჟორულ ვითარებაში, არ არის გამორიცხული დაცვის მხარის არგუმენტაციაში გამახვილებულ ელემენტებზე სათანადო ყურადღება ვერ მიექციათ.

 

2.45. ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზის #R----------------დასკვნაზე დაყრდნობით, - დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ თავის მიდამოში ბრმა ცეცხლნასროლი დაზიანების მიღების შემდეგ, ტვინის სტრუქტურების მძიმე და უხეში დაზიანებების გამო გ------- ფ---–---–---ი ვეღარ შეძლებდა რაიმე სახის მიზანმიმართულ მოქმედებებს, როგორიცაა საუბარი, ყვირილი, დახმარების თხოვნა და არც ავტომატური, არამიზანმიმართული მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თუნდაც მცირე მანძილზე მოძრაობა-გადაადგილება, რაიმე სახის წინააღმდეგობის გამოვლენა და სხვა - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარის მიერ ექსპერტისთვის დასმული კითხვები არის მოწმეთა ზეპირი ჩვენებების უტრირებული ვერსია, მკვლელობის თვითმხილველ არცერთ მოწმეს სასამართლოში არ განუცხადებია, რომ საკონტროლო გასროლის შემდეგ გ------- ფ---–---–---ი ითხოვდა შველას, საუბრობდა ან/და ყვიროდა, ან მსროლელს უწევდა წინააღმდეგობას და გადაადგილდებოდა. ყველა ეს მოქმედება, მოწმეთა ჩვენებებით განხორციელდა იქამდე, ვიდრე ვ--–------ კ-–--–---–ი საკონტროლო გასროლას განახორციელებდა.

 

2.46.სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში, თითქოს თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების სიცრუე გამოიხატება იმაშიც, რომ მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია გასროლის მანძილთან მიმართებაში ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასროლა ხორციელდებოდა დინამიკაში და დროდადრო იცვლებოდა მსხვერპლსა და მკვლელს შორის მანძილი. მოწმე ა------------ის ზეპირი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მდევარი დაახლოებით 1 მეტრში მისდევდა მსხვერპლს, მეტრები იცვლებოდა, დაშორება იყო დაახლოებით მეტრიდან 2 მეტრამდე. ამონარიდი ა----- შ----–----ის ზეპირი ჩვენებიდან ,,სტადიონზე ვინც შემოვიდა და უკან ვინც მოსდევდა ამ პირებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 2-3 მეტრი. ი------------ე და ი--–----–----ე ასახელებენ დაახლოებით 1 მეტრს, - სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწმეები მანძილის დასახელების დროს მუდმივად იყენებდნენ სიტყვა ,,დაახლოებით“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში მათ არითმეტიკული სიზუსტით არ შეეძლოთ მეტრების განსაზღვრა. გარდა ამისა, ექსპერტიზისთვის ახლო და არაახლო მანძილი არის საექსპერტო ტერმინი და შესაძლოა მილიმეტრიც და ერთი სანტიმეტრიც ცვლიდეს სურათს, თუმცა არაი-----სტი მოქალაქისთვის ამბის მოყოლის პროცესში მანძილი მილიმეტრებში და სანტიმეტრებში არ იზომება და ახლო ან არაახლო მანძილის დეფინიციაც და მასშტაბებიც განსხვავებულად აღიქმება.

 

2.47. ვ--–------ კ-–--–---–ის გასამართლებლად იმ არგუმენტის მოშველიება, რომ მკვლელობიდან 1 წუთში ბრალდებული ვერ აღმოჩნდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო სათვალთვალო კამერების დაფარვის არეალში, რადგან ვ--–------ კ-–--–---–ს 2015 წელს მიღებული ჭრილობის შემდგომ უჭირს გადაადგილება, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა ორი გარემოებიდან გამომდინარე: 1. არ არის დადგენილი მკვლელობის ზუსტი დრო, პ------–- შეტყობინება ,,112-ში“ შევიდა 23:20:00 საათზე, შემდეგი ზარები განხორციელდა 23:20:13, 23:20:41 საათზე. პ------–- შეტყობინებიდან დაახლოებით 1 წუთის შემდეგ - 23:21:13 საათზე რეკავს პოლიციაში თ------- ქ–-----–---–ის არასრულწლოვანი შვილი. საზომად თ------- ქ–-----–---–ის არასრულწლოვანი შვილის მიერ პოლიციაში ზარის განხორციელების დროის მიჩნევა მკვლელობის დროდ არ არის მართებული ვინაიდან თავად თ------- ქ–-----–---–ი ამბობს, რომ შვილს მას შემდეგ სთხოვა ,,112-ში“ დარეკვა, რაც დაინახა, რომ იარაღიანი თავდამსხმელი გავიდა სტადიონიდან და წავიდა ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით, ანუ ამ დროისათვის მკვლელობა უკვე მომხდარი იყო. დასკვნა: მოქალაქეებმა ,,112-ში“ დარეკეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ. გარდა ამისა, გამოძიების მიერ მკვლელობის სავარაუდო დროდ დადგენილია დაახლოებით 23:00 საათი. მოწმე ა-–---- ნ----იც აცხადებს, რომ გასროლები დაიწყო 23 საათზე ან თორმეტის წუთებზე. 2. როგორც თვითმხილველი მოწმეები აცხადებენ და ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერიდანაც დგინდება, ვ--–------ კ-–--–---–ს არ ჰქონდა სწრაფი გადაადგილების პრობლემა, არ იყენებდა ყავარჯნებს, ან სხვა დამხმარე საშუალებებს. როგორც გასროლის, ასევე პოსტფაქტუმ გადაადგილების დროს, მოძრაობდა ჩვეულებრივად, სწრაფი ნაბიჯებით. საყურადღებოა, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერების დაფარვის ზონა მდებარეობს შემთხვევის ადგილთან ახლოს და არაფერია ალოგიკური იმაში, რომ მსროლელი დროის მცირე მონაკვეთში, რამდენიმე წუთში გადაადგილებულიყო დაცვის მხარის მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე.

 

2.48. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბარბერას და სხვათა საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს საგამოძიებო მოქმედების - ფოტოსურათით ამოცნობის კანონის დარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სასამართლის საპროცესო კოდექსი გამომძიებელს არ ავალდებულებს დაასაბუთოს ამოსაცნობი პირების ფოტოსურათების მოპოვება და წარმომავლობა, როგორც ამას დაცვის მხარე სავალდებულოდ მიიჩნევს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. განსახილველ შემთხვევაში - ფოტოსურათით ამოცნობების ოქმების თანახმად, ამომცნობმა პირებმა თანხმობა განაცხადეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაში, ამოცნობამდე მოხდა მათი გამოკითხვა. ამომცნობებმა მიუთითეს ამოსაცნობი ობიექტის გვარეობით ნიშან-თვისებაზე და გარკვეულწილად ინდივიდუალურ ასპექტებზე, საყურადღებოა, რომ ვ--–------ კ-–--–---–ს არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ნიშნები, როგორიც არის სახეზე ხალი, შრამი ან/და რაიმე ფიზიკური ნაკლოვანება. ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ამომცნობებს წარედგინათ 4 ფოტოსურათი, სურათზე აღბეჭდილი პირები მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და რაც ყველაზე არსებითია, მოწმეები დამაჯერებლად და კატეგორიულად აცხადებენ, რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ მკვლელის ამოცნობაში, რომელიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის პროცესში ნახეს. გარდა აღნიშნულისა, ამოცნობისას ამომცნობებმა დაასაბუთეს თუ რა ნიშან თვისებებით ამოიცნეს ვ--–------ კ-–--–---–ი. მიუხედავად ფოტოზე ასახული წვერისა და მოგრძო თმისა, ყველა თვითმხილველმა მოწმემ შეძლო საერთო იერით ვ--–------ კ-–--–---–ის ამოცნობა. მოწმეებმა ს--–---- ჯ--------ემ, ი------------ემ, ი--–----–----ემ, ა----- შ----–----ემ და ა------------ემ დაბეჯითებით განაცხადეს, რომ მკვლელობის შემდეგ ვ--–------ კ-–--–---–მა, შემთხვევის ადგილის დატოვებისას, გვერდით ახლო მანძილზე ჩაუარათ, სწორედ ამ დროს ზედმიწევნით აღიქვეს მისი სახე.

 

2.49. ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ვ--–------ კ-–--–---–ის მიერ ჩადენილია განზრახ მკვლელობა არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ბრალდებულის მიერ გ------- ფ---–---–---ზე ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერადად განხორციელებული დამიზნებითი გასროლები, განსაკუთრებით თავის არეში მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობას. თავის არეში მიყენებული ჭრილობების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი გ------- ფ---–---–---ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის ისეთ მნიშვნელოვან არეში, როგორიცაა თავის არე, ამგვარი ჭრილობების მიყენება მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. ვ--–------ კ-–--–---–ის მოქმედება - საკონტროლო გასროლა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში, იყო გ------- ფ---–---–---ის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა. ანუ, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ვ--–------ კ-–--–---–ის მყარ განზრახვაზე, მოეკლა გ.ფ---–---–---ი მიუთითებს მისი ქცევის განსაკუთრებული აგრესიულობა, კერძოდ მან ფიზიკური დევნის გზით დამიზნებით განახორციელა არაერთი გასროლა. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ--–------ კ-–--–---–ს ჰქონდა დაპირისპირება და კონფლიქტი მოკლულის ძმასთან ი----- ფ---–---–---თან, ამ უკანასკნელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ბრალდებული. სწორედ ეს კონფლიქტი გახდა საფუძველი ძმაზე შურისძიების, სწორედ იგივე საშუალებით - ცეცხლსასროლი იარაღით, ვ--–------ კ-–--–---–მა მოკლა გ------- ფ---–---–---ი. შურისძიების მოტივს ადასტურებს ი----- ფ---–---–---ის განაჩენი, ამ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და ა-–---- ნ----ის ჩვენება. მოწმის განმარტებით, გასროლამდე გ------- ფ---–---–---ი მისი თვალთახედვის არეში მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, ამ დროს, მოულოდნელად და სწრაფად, მისი მისამართით ვ--–------ კ-–--–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განახორციელა თავდასხმა. შეიარაღებულ თავდასხმამდე კონფლიქტის არარსებობა, ადასტურებს შურისძიების მოტივს, რაც იყო ი----- ფ---–---–---ის მიერ ჩადენილი ქმედების პასუხი.

 

3.4.რაც შეეხება მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებას - არაერთგზისობას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ--–------ კ-–--–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის და გ------- ფ---–---–---ის მკვლელობის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, არაერთგზისობას: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8-----ის განაჩენით ვ--–------ კ-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის--------–ი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების გზით განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 9 ივლისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5---------ლის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალდებასა და ვ--–------ კ-–--–---–ს შორის. ვ--–------ კ-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის--------–ი და მე-2 ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების პრინციპით განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2---------ლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ--–------ კ-–--–---–ს შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5---------ლის განაჩენით დანიშნული სასჯელი, კერძოდ ვ--–------ კ-–--–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის--------–ი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობთ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1-------ის განაჩენით, მსჯავრდებულ ვ--–------ კ-–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5---------ლის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2---------ლის განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის--------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ვ--–------ კ-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. ვ--–------ კ-–--–---–ი პენიტენცი----- დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1-------ს.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. განსახილველ შემთხვევაში ვ--–------ კ-–--–---–მა კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე ატარებდა 2017 წლის 24 ივნისს. სწორედ თანნაქონი იარაღით და საბრძოლო მასალით ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა და მოკლა გ------- ფ---–---–---ი.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა დასკვნა, რომ ვ--–------ კ-–--–---–მა, 2017 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალის გამოყენებით, არაერთგზისი გასროლების წარმოების გზით, მოკვლის მიზნით მსხვერპლს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში და მათ შორის სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში, რამაც გამოიწვია გ.ფ---–---–---ის სიკვდილი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ--–------ კ-–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე, მასშტაბი და მკვლელობის ჩადენა საჯარო ადგილზე, მათ შორის არასრულწლოვნების თანდასწრებით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. დანიშნული სასჯელი უნდა ასახავდეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს, მის ხასიათს და ჩადენის ხერხს ისევე, როგორც პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის მიდრეკილებას კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლეს, მათ მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს, რამაც იმსხვერპლა პირის სიცოცხლე, ასევე საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. სასჯელს ამძიმებს ასევე ის გარემოებაც, რომ ქმედება ჩადენილია ქუჩაში, სადაც მიუხედავად ღამის საათებისა, მოძრაობენ მოქალაქეები, მათ შორის არასრულწოვნები, რადგანაც აღნიშნული დასახლება მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, ამასთან იყო ზაფხული და დანაშაულებრივ აქტს ადგილი ჰქონდა უშუალოდ სათამაშო მოედანზე, სადაც არასრულწლოვნები თამაშობდნენ.

 

5.2. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რათა მან სრულად გაათვითცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მავნებლობა საზოგადოებრივ ინტერესზე და კონკრეტულად კი ადამიანთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხეობაზე. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, რათა მან კვლავ არ მოახდინოს ანალოგი----- ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება. სასჯელის დამძიმების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავის ქმედების სისასტიკე, მან მსხვერპლს ფიზიკური დევნის გზით მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები, გ------- ფ---–---–---ის ვერბალური თხოვნის მიუხედავად „არ მესროლო“, „არ მომკლა“, ბრალდებულმა ქმედებაზე ხელი არ აიღო და ამ სიტყვების შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით მოუსწრაფა მას სიცოცხლე.

 

5.3. ბრალდებულის ხასიათის სისასტიკემ, მიდრეკილებამ მკვლელობისკენ, დანაშაულის სიმძიმესთან ერთად, ზეგავლენა უნდა იქონიოს სასჯელის ზომაზე. სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელის ხანგრძლივობა და ციხეში გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას, რომ იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულ მხარეზე. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის ინდივიდუალურ მახასიათებელს.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვ--–------ კ-–--–---–ს დანაშაულთა ერთობლობით საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად,6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ა-–---- ნ----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ხორცპროდუქტების მაღაზია ,,ვ---დან’’ ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ,,გ--------იდან’’ ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), შპს ,,მაგთიკომიდან’’ ამოღებული დეტალური ინფორმაცია, გ------- ფ---–---–---ის ავადმყოფობის ისტორიის დედანი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.2.შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულები, მასრები, გ------- ფ---–---–---ის სახიდან, მტევნებიდან და ჭრილობის მიდამოდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, გ------- ფ---–---–---ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,ტოიოტადან’’ სახელმწიფო ნომრით: B-------- ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, გ------- ფ---–---–---ის გვამიდან აღებული თმისა და ფრჩხილების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასფალტის ამონატეხები, მოწითალო ფერის, სისხლის მაგვარი ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.3.საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული გარდაცვლილ გ------- ფ---–---–---ის პირადი ნივთები და ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--–------ კ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

2. ვ--–------ კ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3. ვ--–------ კ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ--–------ კ-–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19(ცხრამეტი) წლის ვადით.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ--–------ კ-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ა-–---- ნ----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ხორცპროდუქტების მაღაზია ,,ვ---დან’’ ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ,,გ--------იდან’’ ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), შპს ,,მაგთიკომიდან’’ ამოღებული დეტალური ინფორმაცია, გ------- ფ---–---–---ის ავადმყოფობის ისტორიის დედანი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულები, მასრები, გ------- ფ---–---–---ის სახიდან, მტევნებიდან და ჭრილობის მიდამოდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, გ------- ფ---–---–---ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,ტოიოტადან’’ სახელმწიფო ნომრით: B-------- ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, გ------- ფ---–---–---ის გვამიდან აღებული თმისა და ფრჩხილების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასფალტის ამონატეხები, მოწითალო ფერის, სისხლის მაგვარი ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული გარდაცვლილ გ------- ფ---–---–---ის პირადი ნივთები და ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა