გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
030210017002139579
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210017002139579

N 2/1070-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: ს- „პ------------- ბ----“,წარმომადგენელი: შ------- ა---–-------,მოპასუხე: გარდაცვლილი დ-------- გ-----–--- მემკვიდრე მ------ გ-----,წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–---.

დავის საგანი: გარდაცვლილი მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის დადგენა და სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დადგინდეს გარდაცვლილი მამკვიდრებლის დ-------- გ-----–--- პ/ნ 4---------- უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრე მ------ გ----- პ/ნ 4---------- და დავალდებულებულ იქნას იგი, რათა მოახდინოს იპოთეკის საგნის, მდებარე ქ. ფოთი, ე-----–- მ------- ქუჩა N5-, საკადასტრო კოდი:0------------ საკუთრების უფლებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურების 40 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბერს საქმეზე N030210012137079 ს- „პ------------- ბ----“ ლ-–- ძ-------, თ----- ს--–---, თ---------- ს--–---, დ-------- გ-----–--- და შ-- „ე-–------“ მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე იძულებით რეალიზაციის თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილებით ბ----ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.

გადაწყვეტილებაზე 2015 წლის 23 ივნის- გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2015 წლის 22 ივლის- წარედგინა კერძო აღმასრულებელს ი---------- თ-------- და საქმეზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რა დროსაც მოხდა იპოთეკის საგნების იძულებითი რეალიზაცია. ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ დარჩენილია დ-------- გ-----–--- საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი, რისი მომზადების დროსაც, აღმასრულებლის 2017 წლის 02 ივნისის Nა15055759-026/001 წერილის მიხედით ირკვევა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე დ-------- გ-----–-- გარდაიცვალა, რის გამოც აღმასრულებელმა შეაჩერა სააღსრულებო წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე, თანახმად სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა. უძრავი ქონება მდებარე, ქ. ფოთი ე-----–- მ------- ქუჩა N5-, საკადასტრო კოდი: 0-----------, რომელიც ბანკში შ-- „ე-–------“ სესხის უზრუნველსაყოფად არის იპოთეკით დატვირთული, დღემდე გარდაცვლილის სახელზეა აღრიცხული. გარდაცვლილის უფლებამონაცვლეების დადგენა მოსარჩელისათვის, როგორც კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია სააღსრულებო საქმის წარმოების გაგრძელება და ქონებაზე აუქციონის დანიშვნა, რაც ზიანს აყენებს ბ----, როგორც კომერციული ორგანიზაციის და კრედიტორის ინტერესებს, მითუმეტეს მაშინ, როცა მოვალეები თავისი ნებით დავალიანებას არ ფარავენ. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების ცნობიდან ირკვევა, დ-------- გ-----–-- გარდაცვლილა 2017 წლის 14 იანვარს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამკვიდრო უკვე გახსნილია აღნიშნულ დროს, შესაბამისად დარჩენილია მხოლოდ, უფლებამონაცვლის საკითხის გარკვევა, რომელიც აფერხებს სააღსრულებო წარმოებას. 2017 წლის 28 ივნის- მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას კითხვით - მიმართეს თუ არა დ-------- გ-----–--- მემკვიდრეებმა ნოტარიუს- სამკვიდროს მისაღებად, მოხდა თუ არა მათ მიერ სამკვიდროს მიღება და მოითხოვეს მემკვიდრეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მიღება. აღნიშნულ კითხვაზე ნოტარიუსთა პალატიდან მიიღეს პასუხი ანდერძის შესახებ ჩანაწერი არქივში არ მოიძებნა, რაც შეეხება მემკვიდრეთა იდენტიფიკაციას, აღნიშნული მონაცემები პალატამ არ მიაწოდა, ისევ მიმართეს კონკრეტული კითხვით რაზედაც პასუხი ჯერაც არ მიუღიათ. თუმცა ზეპირი საუბრიდან გამომდინარე ნოტარიუსმა უარი უთხრა ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.

გარდა ამისა, მოსარჩელემ როგორც კრედიტორმა 2017 წლის 28 ივნის- გარდაცვლილის სავარაუდო მემკვიდრეების მიმართ, იპოთეკის საგნის მისამართზე გააგზავნა შეტყობინება გარდაცვლილის ვალდებულებების თაობაზე, რომელიც 2017 წლის 3 ივლის- ჩაიბარა მ------ გ-----მ აღნიშვნით - მემკვიდრე. აღნიშნული პიროვნება ადასტურებს, რომ იგი არის გარდაცვლილი დ-------- გ-----–--- მემკვიდრე, საფოსტო გზავნილი მან ჩაიბარა იპოთეკის საგნის მისამართზე, სადაც დ-------- გ-----–-- ცხოვრობდა მის გარდაცვალებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მ------ გ-----მ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მთლიანად ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. აღმასრულებლის 2017 წლის 02 ივნისის Nა15055759-026/001 წერილის მიხედით ირკვევა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე დ-------- გ-----–-- გარდაიცვალა, რის გამოც აღმასრულებელმა შეაჩერა სააღსრულებო წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე, თანახმად სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა. უძრავი ქონება მდებარე, ქ. ფოთი ე-----–- მ------- ქუჩა N5-, საკადასტრო კოდი: 0-----------, რომელიც ბანკში შ-- „ე-–------“ სესხის უზრუნველსაყოფად არის იპოთეკით დატვირთული, დღემდე გარდაცვლილის სახელზეა აღრიცხული.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება დ-------- გ-----–--- გარდაცვალების ფაქტი დასტურდება 2017 წლის 07 ივლის გაცემული გარდაცვალების მოწმობით.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებით, რომ უძრავი ქონება დღემდე გარდაცვლილის სახელზეა რეგისტრირებული და მასზე ბ----ს იპოთეკა დღემდე რეგისტრირებულია, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- აღმასრულებლის მომართვით და მხარეთა ახსნა განმარტებებით.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ------ გ----- პ/ნ 4---------- აღიარებულ უნდა იქნას გარდაცვლილ დ-------- გ-----–--- პ/ნ 4-------- მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ და მასვე უნდა დაევალოს მოახდინოს უძრავი ნივთის მდებარე ქ. ფოთი, ე-----–- მ------- ქუჩა N5--ში, საკადასტრო კოდი:0-----------. საკუთრების უფლების საკუთარ თავზე რეგისტრაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, 92-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლო მთავარ სხდომამდე მხარეებით თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამავე დროს მოპასუხე მ------ გ-----ს მოსარჩელე ს- ,,პ------------- ბ----ს” სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 40 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ს- „პ------------- ბ----ს“ სარჩელი.

2. მ------ გ----- პ/ნ 4---------- აღიარებულ იქნას გარდაცვლილ დ-------- გ-----–--- პ/ნ 4-------- მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ და მასვე დაევალოს მოახდინოს უძრავი ნივთის მდებარე ქ. ფოთი, ე-----–- მ------- ქუჩა N5--ში, საკადასტრო კოდი:0-----------. საკუთრების უფლების საკუთარ თავზე რეგისტრაცია.

მოპასუხე მ------ გ-----ს დაეკისროს მოსარჩელე ს- „პ------------- ბ----ს“ სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება 40 ლარის ოდენობით.

3. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელე ს- “პ------------- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდის თარიღი: 23.10 2017, საგადასახადო დავალება N476398151.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.]

 

მოსამართლე შოთა სირაძე