გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
120210018002666635
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2666635-2/778-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2019წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - ს--------------------------“

წარმომადგენელი - ნ---------------–---

მოპასუხე - გ-----------( მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი -ნ------------------–---–-

მოპასუხე-ლ------------( მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს მოსარჩელის შ-----------------------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი 5 200 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს მოსარჩელის შ-----------------------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი-4 502,16 ლარი.

 

1.3. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს მოსარჩელის შ-----------------------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო 916 ლარი.

 

1.4. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს მოსარჩელის შ-----------------------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური -ჯამში 50 ლარი.

1.5. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს მოსარჩელის შ-----------------------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველ დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 04 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე1-------, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nრლე1--------ით მოსარჩელემ გ-----------ს 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5 200 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ-----------–---–---–ის (პ/ნ: 4----------) კუთვნილი ავტომობილი - ი----------------

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 331 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. გ----------ის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი ამ დრომდე გადახდილი

არ არის. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი ამ დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 11.01.18წ. მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

გ----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო ლ-----------ის სოლიდარული თავდებობით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით კი, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 20 400 ლარის ოდენობით. ვინაიდან აღნიშნულ ზღვარს არ სცდება ჩვენი მოთხოვნა, შესაბამისად სოლიდარული თავდები ვალდებულია პასუხი აგოს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად.

 

მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შ---------------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 21.06.I8წ შსს "მომსახურების სააგენტო"-ს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა რომლის საფუძველზე 22.06.18წ დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა.

 

თუმცა, ვერ მოხერხდა მისი მოძიება და ჩვენი ვარაუდით შესაძლოა იგი ფაქტობრივად აღარც არსებობდეს (იყოს დაშლილი ან განადგურებული) იმ პირობებში, რომ სესხს ემატება სარგებელი/პირგასამტეხლო რაც კიდევ უფრო გაართულებს მოპასუხეების მიერ მისი გადახდის შესაძლებლობას, დროის გაჭიანურება კი ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, ვითხოვთ ფიქსირებული თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე, რაზედაც ისინი პასუხისმგებელნი არიან მთელი თავისი ქონებით.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სესხის ძირითადი თანხა- 5 200 ლარი.

 

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც (ჩვენ. კი წერილითაც შეატყობინეს), ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის(სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.: ვინაიდან 04.07.17წ-დან ვადაგადაცილებაა, მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------'-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ - 2017 წლის 04 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 04 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 280.80 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 16 თვე (04.07.17წ. და ყოველი მომდევნო თვე 04.10.18წ.-ის ჩათვლით) და 1 კალენდარული დღე (2018 წლის 04 ოქტომბრიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 4 502.16 ლარს (280.80v16 + 1 დღის სარგებელი 9.36 ლარი);

 

მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 04 ივლისიდან დღემდე გასულია 458 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 916 ლარს (458v2).

 

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებებ:

 

3.1.1. 2017 წლის 04 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე1-------, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nრლე1--------ით მოსარჩელემ გ-----------ს 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5 200 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ-----------–---–---–ის (პ/ნ: 4----------) კუთვნილი ავტომობილი - ი----------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი( იხ.სხდომის ოქმი)

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ.17-25)

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ( ს.ფ.28-29)

-მინდობილობა მესაკუთრისაგან მსესხებელს.( ს.ფ.26-27)

 

3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 331 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. გ----------ის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი ამ დრომდე გადახდილი არ არის. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი ამ დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 11.01.18წ. მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის გრაფიკი.( ს.ფ.30)

- გაფრთხილების წერილები(ს.ფ.35-36)

 

3.1.3. გ----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო ლ-----------ის სოლიდარული თავდებობით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით კი, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 20 400 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი( იხ.სხდომის ოქმი)

-წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.( ს.ფ.31)

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 32-34)

- გაფრთხილების წერილები(ს.ფ.35-36)

 

3.1.4. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შ----------------------------- „სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 21.06.I8წ შსს "მომსახურების სააგენტო"-ს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა რომლის საფუძველზე 22.06.18წ დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა.

თუმცა, ვერ მოხერხდა მისი მოძიება და მოსარჩელის ვარაუდით შესაძლოა იგი ფაქტობრივად აღარც არსებობდეს (იყოს დაშლილი ან განადგურებული) იმ პირობებში, რომ სესხს ემატება სარგებელი/პირგასამტეხლო რაც კიდევ უფრო გაართულებს მოპასუხეების მიერ მისი გადახდის შესაძლებლობას, დროის გაჭიანურება კი ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, ვითხოვთ ფიქსირებული თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე, რაზედაც ისინი პასუხისმგებელნი არიან მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გირავნობის მოწმობის ასლი( ს.ფ.37)

- საგადასახადო დავალების ქვითარი( ს.ფ.41)

-განცხადების მიღების ბარათი( ს.ფ.42)

-აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების ასლი, სადაც განსაზღვრულია მომსახურების წინასწარ გადასახდელი საფასური 100 ლარის ოდენობით.( ს.ფ.43

-47)

-საგადასახადო დავალების ქვითარი( ს.ფ.48)

-ცნობა დავალიანების შესახებ( ს.ფ.53)

-ცნობა ბუღალტერიიდან( ს.ფ.54)

 

3.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც (ჩვენ. კი წერილითაც შევატყობინეთ), ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის(სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან 04.07.17წ-დან ვადაგადაცილებაა, მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------'-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ - 2017 წლის 04 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 04 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 280.80 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 16 თვე (04.07.17წ. და ყოველი მომდევნო თვე 04.10.18წ.-ის ჩათვლით) და 1 კალენდარული დღე (2018 წლის 04 ოქტომბრიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 4 502.16 ლარს (280.80v16 + 1 დღის სარგებელი 9.36 ლარი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება( ს.ფ.17-25)

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ( ს.ფ.28-29)

-ცნობა დავალიანების შესახებ( ს.ფ.54)

 

3.1.6. მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 04 ივლისიდან დღემდე გასულია 458 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 916 ლარს (458v2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება(ს.ფ.17-25)

 

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ( ს.ფ.28-29)

-ცნობა დავალიანების შესახებ( ს.ფ.54)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არა გონივრულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--------------------------ს“სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე ,463-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე,208-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ლ------------მ და გ-----------მ ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, უდაოა, რომ 2017 წლის 04 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე1-------, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nრლე1--------ით მოსარჩელემ გ-----------ს 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5 200 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ-----------–---–---–ის (პ/ნ: 4----------) კუთვნილი ავტომობილი - ი----------------

 

უდაოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის და მასზედ დარიცხული პროცენტების, ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით დაბრუნების შესახებ, რის გამოც გამსესხებლის წინაშე მოპასუხე მხარეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი 5 200 ლარი., სარგებელი 4 502,16 ლარი, პირგასამტეხლო 916 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური -ჯამში 50 ლარი. გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მულით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს უდავოა, რომ მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ 2017 წლის 04 ივნისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე თავდებმა ლ------------ემ იკისრა თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგელობა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევაში, რაზეც ისინი ვალდებულების დარღვევის შესახებ გაფრთხილებული იყო. ასევე უდავოა, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის თანხა განსაზღვრული იყო 20 400 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს უდავოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირის და პროცენტის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 418.1-ე მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

სასამართლო აღნიშნავს უდაოა, რომ 04.07.17წ-დან ვადაგადაცილებაა, მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------'-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ - 2017 წლის 04 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 04 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 280.80 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 16 თვე (04.07.17წ. და ყოველი მომდევნო თვე 04.10.18წ.-ის ჩათვლით) და 1 კალენდარული დღე (2018 წლის 04 ოქტომბრიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 4 502.16 ლარს (280.80v16 + 1 დღის სარგებელი 9.36 ლარი);

 

მოპასუხეებს გ-----------ს და ლ------------ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 04 ივლისიდან დღემდე გასულია 458 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 916 ლარს (458v2).

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლოს თვლის, რომ შეუსაბამოდ მაღალია სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 04 ივლისიდან დღემდე გასულია 458 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 916 ლარს (458v2).

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 916 ლარს. მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის და ვალდებულების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შემცირების მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაინც მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 116 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 04 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე1-------, 16 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანმხდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ანალოგიური შეთანხმება არსებობს თავდებობის ხელშეკრულებაში (12 პუნქტი).

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას სს ,,მ----------------------ს“ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 323,04 ლარი. იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის ნაწილში, მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 143,04ლარის გადახდა. მოსარჩელე ს--------------------------ს“ 2018 წლის 05 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 232,04 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 156 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს--------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის 5200 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ სარგებლის 4 502,16 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლო 116 ლარი.

 

3. მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ სააღსრულებო ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარის ოდენობით.

 

ს--------------------------“( ს/ნ 4--------)უარი ეთქვას პირგასამტეხლოს თანხიდან 800 ლარის დაკისრების თაობაზე მოპასუხეებისათვის.

 

4. მოპასუხეებს გ-----------ს( პ/ნ 0----------) და ლ------------ეს( პ/ნ 4----------) სოლიდარულად მოსარჩელე ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 143,04ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე ს--------------------------“( ს/ნ 4--------) 2018 წლის 05 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 232,04 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 156 ლარი.

ს--------------------------ს“( ს/ნ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 24 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს. ,,მ----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე სს. ,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის 5200 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარგებლის 4 502,16 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლო 116 ლარი.

 

3. მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სააღსრულებო ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარის ოდენობით.

 

4.ს-------------------------- " უარი ეთქვას პირგასამტეხლოს თანხიდან 800 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

მოპასუხეებს გ-----------სა და ლ------------ეს სოლიდარულად მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 143,04ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს,,მ----------------------ს“ 2018 წლის 05 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 232,04 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 156 ლარი.

 

6. ს--------------------------ს " მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 24 ლარი დარჩეს ბიუჯეტში.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია