გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 05031001-002-24011
საქმე №3/137-1-წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2019 წელი ქ.ოზ--------ი
ოზ--------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: ირ------------ე; ნი------------ე; თა-----------ე; ნა-----------ე; ლე---------–--ე; რე--------–--ე; ბა------–------–--ე; და------------–---–ი; ლი-–-----------ე; ალ--------------–--ა; მა---------–---–ი; მზ------–--ა; და----------ა; მა--------------–---–ი; დო--------------–--ე; ქე--------------ე; ნა------------–-–---–ი; ნა-----------------ი; მა----------------–--ე; მე-----–-------ე; ეთ-------–--–ი; მზ------------–---–ი; ქე--------–------ია; რუ----------------ე; თა--------------–--ე; ნი--------–----ე; ქე-------–-----–---–ი; ტი----–------ი; თი-------–-–---–ი; იზ---–---------–--ე; რა---------–---–ი; ხა---–--------------ა; ირ---–-----------–--ე; მა------------–--ე; ზო---–------ი; გი---------ე; ცი–-----------–---–ი; ევ---------–---ე; ალ---------------------ე (სულ 39 მოსარჩელე);
წარმომადგენელი კა-------–-–---–ი;
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - გი--------------–--ე;
- ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერია;
- თე--------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 05 მარტის №2-- მიმართვა;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ოზ--------ის გამგებლის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1--- ბრძანება;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 20 ოქტომბრის საკუთრების უფლების №1- მოწმობა;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმი;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 13 ივნისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1------ გადაწყვეტილება;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 1- ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილება;
ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, გაიხმო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონული ოფისის მიმართ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა 2016 წლის 13 ივნისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1------ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონული ოფისის მიმართ 2016 წლის 13 ივნისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1------ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.
2.2. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მისი პოზიცია უცნობია სასამართლოსთვის.
2.3. თე--------------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მისი პოზიცია უცნობია სასამართლოსთვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1983 წლის 11 აპრილის მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №8- გადაწყვეტილებით №1, №2 და №3 საამშენებლო კოოპერატიული საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოიყო 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ. ოზ--------ში ცხ----ას ქუჩაზე, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით ნე-----------------კოს ქუჩა, დასავლეთით მგ--–--ის საცხოვრებელი სახლი, ჩრდილოეთით ცხ----ას ქუჩა, სამხრეთით 1905 წლის ქუჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1983 წლის 11 აპრილის №8- გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 19);
3.1.2. 198- წლის 20 აგვისტოს მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-- გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა №3 საბინაო საამშენებლო კოოპერატივი მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან 54 მოქალაქისათვის. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 19895 წლის 30 აგვისტოს №5-- დადგენილებით დამტკიცებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 198- წლის 20 აგვისტოს №2-- გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 20);
3.1.3. 1987 წლის 11 მაისის მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცდა ქ. მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წესდება.
1987 წლის 25 მაისის მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირ--ე აკ--ის ასული გო-----ე.
1987 წლის 11 ივნისის მა------ის №3--- ცენტრალურ შემნახველ სალაროსა და ქ. მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივს შორის გაფორმდა ხელშეკრულები, რომლის თანახმადაც გაიხსნა მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის №6---- ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშზე მოხდა თანხის შეტანა და დაიწყო ბინის მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1987 წლის 11 მაისის და 1987 წლის 25 მაისის ოქმები (იხ. ს/ფ 3-; 43-67);
- 1987 წლის 11 ივნისის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 68-69);
- 05.08.198-წ. №3- განკარგულება (იხ. ს/ფ 21);
-წერილები საქართველოს სსრ მშენებლობის მინისტრს, კაპიტალუ--- მშენებლობის სამმართველოს, ფოთის ტრესტის მმართველს (იხ. ს/ფ 22-35);
-საცხოვრებელი სახლის ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს/ფ 36);
- თანხის გადახდის ქვითრები (იხ. ს/ფ 7075);
3.1.4. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 05 ოქტომბრის №0----- წერილით ოზ--------ის განყოფილებას საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის №5-- ბრძანებულებით ,,საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ’’ და ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის მიმდინარე წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დაევალა კოოპერაციული ბინათმშენებლობის წევრებზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხის მომზადება, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ,,კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების სახელმწიფო ქონებით ანაზღაურების შესახებ’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 05 ოქტომბრის №0----- წერილი (იხ. ს/ფ 76);
3.1.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 11 მარტის №მ--- ბრძანების თანახმად, ოზ--------ში სახელმწიფოს მიერ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზნით მოვლინებული იქნენ სამინისტროს თანამშრომლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 11 მარტის №მ--- ბრძანება (იხ. ს/ფ 79);
3.1.6. 2005 წლის 17 მარტს ქ. მა------ის №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის შედგა აქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტმა შეისწავლა ქ. ოზ--------ში ყოფილი №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების მოცულობა. კოოპერატივის წევრების მიერ ასაშენებელი შენობის საერთო ღირებულება შეადგენდა 665 100 მანეთი.
ქ. ოზ--------ის ყოფილი №3 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრებს თანხები შეჰქონდათ №3--- ცენტრალურ შემნახველ სალაროში №6---- ანგარიშზე. კოოპერატივის წესდების შესაბამისად პირველი საპაიო თანხა შეადგენდა ბინის მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 30%-ს. ყოფილი საბინა-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს 1992 წლის 01 იანვრამდე გადახდილი აქვთ სულ 2-8200 მანეთი, 1992 წლის 01 იანვრის შემდეგ კოოპერატივის წევრებს თანხა შეტანილი არა აქვთ. ვიზუალუ--- დათვალიერებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში ჩასხმულია ფუნდამენტი და შესრულებულია ცოკოლის გადახურვა.
ფინანსთა სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა თანხის გადახდის დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 17 მარტის აქტი (იხ. ს/ფ 80);
- მეპაიეთა ჩამონათვალი გადახდილი თანხების მითითებით (იხ. ს/ფ 82-83);
3.1.7. 201- წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გუ---ის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ირ------------ემ და მე-3 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახელზე მოითხოვა ქ. ოზ--------ში, ნე----------------ოს ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა საკადასტრო/აგეგმვითი აზომვითი ნახაზი.
დაფიქსირდა ზედდება ორ ნაკვეთთან, უძრავი ქონება ს/კ 2-.2-.5-.0-- (არასასოფლო სამურნეო, ფართი 24 კვ.მ) მესაკუთრე თე--------------ე პ/ნ 3---------- და უძრავი ქონება ს/კ 2-.2-.5-.1-- მესაკუთრე სახელმწიფო (მიწის ნაკვეთი 1784 კვ.მ, შენობა ნაგებობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 27 აგვისტოს განცხადება (იხ. ს/ფ 84-8-);
3.1.8. 2010 წლის 13 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ოზ--------ი, ქუჩა ნე--------ჩ-და------- ს/კ 2-.2-.5-.0--, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი: 24.00 კვ.მ.) მესაკუთრეა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია:
საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტროს 2009 წლის 1- დეკემბრის №1----------- წერილი.
ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 05 მარტის №2-- მომართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს/ფ 95);
3.1.9. 2010 წლის 29 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ოზ--------ი, ქუჩა ნე--------ჩ-და------- ს/კ 2-.2-.5-.0--, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი: 24.00 კვ.მ.) მესაკუთრეა თე--------------ე.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია:
ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 29 ოქტომბრის საკუთრების უფლების №1- მოწმობა.
ოზ--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადამცემი კომისიის 2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმი.
ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 20 ოქტომბრის 237 ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს/ფ 87);
3.1.10. 2016 წლის 1- ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ოზ--------ი, ქუჩა ნე--------ჩ-და------- ს/კ 2-.2-.5-.1--, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი: 1784.99 კვ.მ.) მესაკუთრეა სახელმწიფო.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია:
2016 წლის 13 ივნისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1------ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს/ფ 87);
3.1.11. საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტროს 2009 წლის 1- დეკემბრის №1----------- წერილში ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართ მითითებულია ,,საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს №2--------- 29.10.2008წ. და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს №0------ 07.07.2009წ. წერილების საფუძველზე არ არის წინააღმდეგი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილების შესაბამისად ოზ--------ში ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე მდებარე 24 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ოზ--------ის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული სახელმწიფო საკუთრების შენობა-ნაგებობები და არ იმყოფება კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტროს 2009 წლის 1- დეკემბრის №1----------- წერილი (იხ. ს/ფ 1-3);
3.1.12. 2010 წლის 05 მარტის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №2-- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ოზ--------ში ნე----------------ოს ქუჩაზე მდებარე 24 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 05 მარტის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №2-- მიმართვა (იხ. ს/ფ 1-2);
3.1.13. 2010 წლის 20 ოქტომბრის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის №1--- ბრძანებაში მითითებულია, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2010 წლის 23 სექტემბერს მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა თე--------------ე და მას და №1- ოქმის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ოზ--------ი ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე (სარეგისტრაციო ზონა 2-, სექტორი 2-, კვარტლის №5-, ნაკვეთის №0--, განაცხადის რეგისტრაციის №8-----------, მომზადების თარიღი: 13/03/2010). მყიდველი თე--------------ე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 20 ოქტომბრის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის №1--- ბრძანება (იხ. ს/ფ 1-7);
3.1.14. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 20 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №1- მოწმობის თანახმად, თე--------------ეს 252 ლარად საკუთრებაში გადაეცა ოზ--------ი ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა 2-, სექტორი 2-, კვარტლის №5-, ნაკვეთის №0--, განაცხადის რეგისტრაციის №8-----------, მომზადების თარიღი: 13/03/2010).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკუთრების უფლების №1- მოწმობა (იხ. ს/ფ 1-8);
3.1.1-. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადამცემი კომისიის 2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა თე--------------ე და მას ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ოზ--------ი ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე (სარეგისტრაციო ზონა 2-, სექტორი 2-, კვარტლის №5-, ნაკვეთის №0--, განაცხადის რეგისტრაციის №8-----------, მომზადების თარიღი: 13/03/2010).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმი (იხ. ს/ფ 1-9-191);
3.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 მარტის №8-------------- გადაწყვეტილებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ოზ--------ი ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე ს/კ 2-.2-.5-.0-- დარეგისტრირდა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 247);
3.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ოზ--------ი ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე ს/კ 2-.2-.5-.0-- დარეგისტრირდა თე--------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 247);
3.1.1-. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკუ---, ასევე ეკონომიკუ---, კულტურული და სოციალუ--- უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრ--ციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტუ---, მიუკერძოებელი და კვალიფიციუ--- მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტუ--- დაცვის რეალიზაციას და ა.შ.. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებითი ხასიათის საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე სასამართლო კონტროლის გავრცელება ემსახურება ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზანს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის ნორმებთან.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 1983 წლის 11 აპრილის მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №8- გადაწყვეტილებით №1, №2 და №3 საამშენებლო კოოპერატიული საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოიყო 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ. ოზ--------ში ცხ----ას ქუჩაზე, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით ნე-----------------კოს ქუჩა, დასავლეთით მგ--–--ის საცხოვრებელი სახლი, ჩრდილოეთით ცხ----ას ქუჩა, სამხრეთით 1905 წლის ქუჩა. 198- წლის 20 აგვისტოს მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-- გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა №3 საბინაო საამშენებლო კოოპერატივი მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან 54 მოქალაქისათვის (იხ. პუნქტი 3.1.1. და 3.1.2.). აღნიშნული გადაწყვეტილებების შინაარსი კონკრეტულია, ის ნათლად არის ჩამოყალიბებული და მისი ადრესატია ხსენებული კოოპერატივის წევრები, რომლებსაც ცალსახად შეეძლოთ იმის გაგება, თუ რას მოითხოვს მისგან ამ აქტის გამომცემი ორგანო, აღნიშნულით კონკრეტულობის პრ--ციპი დაცულია.
აღმასკომის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება 198- წელს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ სცილდება სამართლის ფარგლებს, რამეთუ მას გარკვეული პრობლემატიკის მოწესრიგების ფუნქცია ევალებოდა და ხსენებული გადაწყვეტილებების გამოცემის მიზნები ასახულია და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერება დაცულია. მითითებული გადაწყვეტილებების მატერიალუ--- კანონიერება დაკავშირებულია მათ შინაარსთან, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობა მოწესრიგებულია სამართლებრივ საფუძვლებთან და არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ სახეზეა ვითარება, როდესაც მა------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 20.08.198- წლის №2-- გადაწყვეტილებით შეიქმნა №3 საბინაო საამშენებლო კოოპერატივი. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით დადგენილი იქნა მა------ის აღმასკომის 11.04.1983 წლის №8- გადაწყვეტილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გადაცემა კოოპერატივისთვის უვადო სარგებლობაში. საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ. 90-იან წლებში ყოფილი აღმასკომის ადმინისტრაციული აქტი უკვე აღსრულებული იქნა და შემდგომ პერიოდში ახალი ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი მარეგულირებელი აქტი ქ.ოზ--------ის, არც მმართველობის და არც თვითმმართველობის ორგანოებს არ მიუღიათ. შესაბამისად, დღემდე არსებობს აღმასკომის მითითებული გადაწყვეტილებისადმი კანონიერი ნდობა. ოზ--------ის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა სარგებლობაში მიწის გადამცემი დოკუმენტაციის გამცემი ორგანოს სამართალმემკვიდრეს.
6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათი ძირითადი აპელირება მიმართულია ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიისა და თე--------------ის მიმართ. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და ისე მიიღო 05.03.2010წ. №2-- მიმართვა და 20.10.2010წ. №1--- ბრძანება. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით და განმარტავს, შემდეგს:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, იგი იცავს პირს ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებლი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. მოსარჩელეებს აღმასკომის გადაწყვეტილების მიმართ გააჩნიათ კანონიერი ნდობა და მათ მიერ განხორციელებულ მშენებლობას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელეებს ჰქონდათ ქონებრივი ინტერესი და ლეგიტიმუ--- მოლოდინი, იმის შესახებ, რომ მათ შეეძლოთ საკუთრებით სარგებლობა.
საქმეში არსებული საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტროს 2009 წლის 1- დეკემბრის №1----------- წერილში მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკუ--- განვითარების სამინისტროს არ არის წინააღმდეგი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილების შესაბამისად ოზ--------ში ნე--------ჩ-და-------ს ქუჩაზე მდებარე 24 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ოზ--------ის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული სახელმწიფო საკუთრების შენობა-ნაგებობები და არ იმყოფება კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში (იხ. 3.1.11 პუნქტი).
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მოცემულ შემთხვევაში, ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა გამოეკვლია, სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო ვინმეს სარგებლობაში, ადმინისტრაციული წარმოების დროს მიწვია მოსარჩელეები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი, თანდართული მასალები და სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი იყო, როგორც ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, ასევე მესამე პირის თე--------------ისათვი, მაგრამ სასამართლოს არაერთი მცდელობისა მათ არც შესაგებელი წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადნენ, რომ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ინტერესი არ აქვთ სადაო უძრავი ქონების მიმართ.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსუ--- შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიუ--- მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტუ--- ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედუ---ს საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრ--ციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-
6.8. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს უფლებას და სარგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იუ---დიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრ--ციპის - კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას, თუმცა, საკანონმდებლო დანაწესი იმ აღმჭურველი აქტის ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც, მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმუ--- გამონაკლისია, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებაში დამკვიდრებულ და აღიარებულ კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრ--ციპის შეპირისპირების გამოხატულებას. ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრ--ციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარომმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-428-423(2კ-14)).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში №ბს-930-922(კ-16), მითითებულია, რომ ,,აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ხოლო აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება, მმართველობის კანონიერების პრ--ციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრ--ციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იუ---დიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამ საფუძვლით ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უნდა აუნაზღაურდეს აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი. ამასთან, მმართველობის კანონიერების პრ--ციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრ--ციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება’’.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავას - ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრ--ციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან...... ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატუ--- ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრ--ციპთან, არამედ ერთბაშად, ორ უმნიშვნელოვანეს პრ--ციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებელი ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მაინც არ ტოვებს უკანონო აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის უფლების მქონე ადრესატს სამართლებრივი დაცვის გარეშე, მხოლოდ სხვა ფორმით, მას კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე აუნაზღაურდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელი უაღრესად სამართლიან სტანდარტს ადგენს, რაც სრულად შეესაბამება და უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გაცხადებულ ადმინისტრაციული სამართლის მიზნის მიღწევას....... აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრ--ციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას’’.
6.10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ირ--ა გო-----ემ განმარტა, რომ თე--------------ემ იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება კოოპერატივის სარგებლობაში იყო, ის 10 მეტრში ცხოვრობს და მისთვის ცნობილი იყო, მშენებლობის მიმდონარეობის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ თე--------------ემ იცოდა უფლების რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ, იცოდა რომ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა სარგებლობის უფლება. 2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმითა და 2010 წლის 20 ოქტომბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი №1- მოწმობით შეილახა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის (გენერალუ--- მოწესრიგების) კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თე--------------ე გამოცხადდა მესაკუთრედ (2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმი და 2010 წლის 20 ოქტომბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი №1- მოწმობა) მოსარჩელეებისათვის –არის შემზღუდავი, ვინაიდან ისინი ხელყოფენ მოსარჩელეების საკუთრების უფლებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშკრულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები, მფლობელობის განხორციელების თვალსაზრისით, დაცულია მესაკუთრის ტოლფასად. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალუ--- ნორმები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. მოცემულ შემთხვევაში თე--------------ის მიერ ნივთის შეძენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე.
სასამართლო აღნიშნას, რომ სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარის, პასუხისმგებლობა არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სამართლის რომელიმე სხვა სუბიექტის, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სახელმწიფო, თვითმმართველობის ორგანო, მთელი მისი ადმინისტრაციული რესურსებით, თავადვე უნდა იყოს კანონიერების გარანტი. ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, დამატებით ქმნის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს.
ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი.
ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2010 წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №1- ოქმი და 2010 წლის 20 ოქტომბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი №1- მოწმობა.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნას ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 8-------------- და 2010 წლის 13 მარტის 8-------------- გადაწყვეტილებები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკუ--- და იუ---დიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იუ---დიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონულ ოფისს, ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და თე--------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ოზ--------ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე თე--------------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. ოზ--------ი, ნე--------ჩ-და------- ქუჩა, ს/კ 2-.2-.5-.0--). აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ირ------------ის, ნი------------ის, თა-----------ის, ნა-----------ის, ლე---------–--ის, რე--------–--ის, ბა------–------–--ის, და------------–---–ის, ლი-–-----------ის, ალ--------------–--ას, მა---------–---–ის, მზ------–--ას, და----------ას, მა--------------–---–ის, დო--------------–--ის, ქე--------------ის, ნა------------–-–---–ის, ნა-----------------ის, მა----------------–--ის, მე-----–-------ის, ეთ-------–--–ის, მზ------------–---–ის, ქე--------–------იას, რუ----------------ის, თა--------------–--ის, ნი--------–----ის, ქე-------–-----–---–ის, ტი----–------ის, თი-------–-–---–ის, იზ---–---------–--ის, რა---------–---–ის, ხა---–--------------ას, ირ---–-----------–--ის, მა------------–--ის, ზო---–------ის, გი---------ის, ცი–-----------–---–ის, ევ---------–---ის და ალ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 8-------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 მარტის 8-------------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ოზ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 05 მარტის №2-- მიმართვა
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ოზ--------ის გამგებლის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1--- ბრძანება;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 20 ოქტომბრის საკუთრების უფლების მოწმობა №1-
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 23 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №1-
2. მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუ---ის რეგიონულ ოფისს, ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და თე--------------ე სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზ--------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზ--------ი, ი. სიორიძის ქუჩა №14);
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე