გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
040210018002735115
საქმე 2/137-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.02. 2019 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
მოსარჩელე- შპს,,მ----–----“
წარმომადგენელი-ნ---- დ---–---
მოპასუხე-თ----–- ა---–-------
დავის საგანი-თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შპს ,,მ----–-----“(ს/კ 4--------) ) მოპასუხე - თ----–- ა---–-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1050 ლარის გადახდა, საიდანაც 350 ლარი არის ძირითადი თანხა,47.50 ლარი არის სარგებელი, 652.05 ლარი კი არის პირგასამტეხლო.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 02 ივლისს, სს,,ჰ-------------------------“ და თ----–- ა---–------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება L-2-----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა- 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 2016 წლის 01 აგვისტომდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ. გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 47.50 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2677.50 ლარი.
2013 წლის 22 მაისს, შპს ,,ი--------–-“ რეორგანიზაციის საფუძველზე გახდა სს,,ი--------–-“, 2017 წლის 06 იანვრის რეორგანიზაციის საფუძველზე, სს,,ი-------–--“ და სს,,ლ-------- კ-------–-“ შორის მოხდა შერწყმა, რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებული იყო ორგანიზაცია სს,,ი--------–-“. 2015 წლის 31 ივლისს, შპს,,ლ-------- ს--------------“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და გახდა სს,,ლ-------- ს-----------ზი“, ხოლო 2017 წლის 07 სექტემბერს შეიცვლა სახელწოდება და გახდა სს,,ჰ--------- ს-----------“. 2016 წლის 31 დეკემბერს, სს,,იკ-------–-ა“ და სს,,ლ-------- ს--------------“შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც , სს,,ი--------–-“ გახდა სესხის ხელშეკრულებებზე მოთხოვნის მფლობელი. 2017 წლის 11 აპრილს, მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს,,მ----------------- ორგანიზაცია მ----–-----“ სს ,,ლ-------- კ-------–------“ მიიღო მოთხოვნის უფლენა აღნიშნულ სესხზე.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული თანხა-1050 ლარის გადახდა, საიდანაც 350 ლარი არის ძირითადი თანხა,47.50 ლარი არის სარგებელი, 652.05 ლარი კი არის პირგასამტეხლო, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარე ასევე თანახმაა, სარჩელი განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე, მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხე თვლის, რომ მას გადასახდელი აქვს 350 ლარი, ითხოვს პირგასამტეხლოს თანხის შემცირებას.
მოპასუხე მხარე თანახმაა საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივლისს, სს,,ჰ-------------------------ა“ და თ----–- ა---–------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება L-2-----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 2016 წლის 01 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება( L-2-----,)
- სარჩელი, შესაგებელი
3.2.2.დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული თანხა-1050 ლარის გადახდა, საიდანაც 350 ლარი არის ძირითადი თანხა,47.50 ლარი არის სარგებელი, 652.05 ლარი კი არის პირგასამტეხლო, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- სესხის ხელშეკრულება L-2-----,3.2.3.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----–- ა---–-------ს მიერ 2016 წლის 02 ივლისს, L-2-----, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სესხის და მასზე რიცხული სარგებელის დაბრუნების თაობაზე არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1.სასამართლო თვლის, რომ შპს,,მ----–----ს“ სარჩელი თ----–- ა---–-------ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პროცენტი უნდა დაეკისროს მთლიანად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საერთო ჯამში უნდა დაეკისროს 447,50 ლარის გადახდა (საიდანაც 350.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 47,50 ლარი არის პროცენტი და 50 ლარი არის პირგასამტეხლო). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივლისს, სს,,ჰ-------------------------ა“ და თ----–- ა---–------- შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება L-2-----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 2016 წლის 01 აგვისტომდე.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის საფუძველზე, გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 1% პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 50 ლარით.
6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს,,მ----–----ს“(ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თ----–- ა---–------- (პ/ნ 4----------) შპს,,მ----–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 447,50 ლარის გადახდა (საიდანაც 350.00 ლარი არის ძირითადი თანხა, 47,50 ლარი არის პროცენტი და 50 ლარი არის პირგასამტეხლო).
2.თ----–- ა---–------- შპს ,,მ----–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 13, 42 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელეს-შპს,,მ----–----“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 36.58 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N----------, თარიღი-02.11.2018 წელი, გადამხდელი - შპს ,,მ----–----“ გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----- ბანკი“, სახაზინო კოდი - 3--------, ბანკის კოდი - T-------, თანხა - 50 ლარი, დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ცაგერი,ლ.ასათიანის ქ.#14).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი