გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
050210019002830095
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210019002830095

N2/73-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე -სს ,,ს----------–------ნკი”,მოსარჩელის წარმომადგენელი- ბე–----–-–-ი

მოპასუხე- და---------------ძე

წარმომადგენელი-ლე-----–-------------ძე

დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს და---------------ძეს სს ს----------–------ნკის სასარგებლოდ -61639.85 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის-59665.57 აშშ დოლარი, პროცენტი-1700.74 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-231.19 აშს დოლარი, საკომისიო-42.35 აშშ დოლარი.

1.2. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით: და---------------ძის (პ/ნ 2---------1) უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ------–----, რუსთაველის ქ. N78, ს/კ 20.42.07.2---

1.3. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს და---------------ძის სხვა ქონებიდან.

სს ,,საქართველოს ბანკის'' წარმომადგენელმა ბე–----–-–-მა განმარტა, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს სს საქართველოს ბანკსა და და---------------ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით 300 თვის ვადით. იმავე დღეს მხარეთა შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა დავით ჯორბენძის უძრავი ქონება მდებარე ქ------–----, რუსთაველის ქ. N78. ასევე იმავე დღეს მხარეთა შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა სეხხი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად. სესხის ბოლო გადახდა დაფიქსირდა 2018 წლის 30 აპრილს. შესაბამისად ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა სასამართლოს. მოპასუხე გაფრთხილებიულ იქნა დავალიანების თაობაზე, მაგრამ ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია.

 

ვინაიდან მსესხებლის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელე მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე და---------------ძის წარმომადგენელმა-ლე-----–-------------ძემ ცნო სარჩელი, მაგრამ ითხოვს პროცენტისა და ჯარიმის თანხის შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 150 000 აშშ დოლარი 300 თვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.14-16).

 

3.2.2. 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა და---------------ძის კუთვნილი ქონება მდებარე ქ. ქობულეთში ს/კ 20.42.07.2---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.17-25).

 

3.2.3. 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 60 000 აშშ დოლარი 120 თვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სეხის ხელშეკრულება (ს.ფ.28-35).

 

3.2.3. საქმეშია შეტყობინებები დავალიანების არსებობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეტყობინებები (ს.ფ.41-44).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე, 417-418-ე,420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

როგორც დადგენილია სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 1 თებერვალს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს ს----------–------ნკის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენით 300 თვით (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. პუნქტი 3.2.2).

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე სს ,,ს----------–------ნკსა'' და მოპასუხე და---------------ძეს შორის გაფორმებული იქნა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 60 000 აშშ დოლარის ოდენით 120 თვით (იხ. პუნქტი 3.2.3).

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე და---------------ძემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.

 

დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება - 61639.85 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).

 

6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის მართლზომიერი და იგი არ უნდა შემცირდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სსასმართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ს----------–------ნკის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. დაეკისროს და---------------ძეს სს ს----------–------ნკის სასარგებლოდ -61639.85 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის-59665.57 აშშ დოლარი, პროცენტი-1700.74 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-231.19 აშს დოლარი, საკომისიო-42.35 აშშ დოლარი.

1.2. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით: და---------------ძის (პ/ნ 2---------1) უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ------–----, რუსთაველის ქ. N78, ს/კ 20.42.07.2---

1.3. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს და---------------ძის სხვა ქონებიდან.

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ.

2. სს ს----------–------ნკის დაუბრუნდეს სახ. ბაჟის თანხა შემდეგი ანგარიშიდან:

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300893150, საგადახდო დავალება №33167, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 301.01.2019 წ. თანხა - 4910.00 (ოთხიათას ცხრაასათი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე