განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი- თ-------- მ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- პ------ ძე კ-------ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7-------–ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ი-----–----- ქუჩა #---, ბინა #1-–--
ადვოკატები - ი---- ჭ-------, მ------ ფ---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1.თ-------- კ-------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება და ტაბლეტის ნატეხები, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად.
1.2.აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 15 მაისს, ქ. თბილისში, ლ----–---ას ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკის შედეგად.
აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ-------- კ-------ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).
1.3.2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ. თბილისში, ა---–----ანის ქ.#1-ის მიმდებარედ, თ-------- კ-------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულად და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-------- კ-------ასგან ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ-------- კ-------ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა).
1.4.2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ. თბილისში, ა---–----ანის ქ.#1-ის მიმდებარედ, თ-------- კ-------ა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ვაზნები განკუთვნილია აღნიშნული პისტოლეტისათვის.
აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ-------- კ-------ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება)
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1. თ-------- კ-------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ. თბილისში, ა---–----ანის ქ.#1-ის მიმდებარედ, თ-------- კ-------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-------- კ-------ასგან ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2.2. 2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ. თბილისში, ა---–----ანის ქ.#1-ის მიმდებარედ, თ-------- კ-------ა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ვაზნები განკუთვნილია აღნიშნული პისტოლეტისათვის.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
3.1.2017 წლის 15 მაისს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ. თ----–--ემ ოპერატიული წერილობითი პატაკით მიმართა შსს ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უ-------------------–-ს დ. შ-----–---ს. პატაკში მითითებული ინფორმაციით, თ-------- კ-------ა, 2017 წლის 15 მაისს, დღის საათებში, უნდა გადაადგილდებოდეს თბილისში, ლ----–---ას ქუჩაზე რა დროსაც პირადად ან საცხოვრებელ სახლში უნდა ინახავდეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პატაკის ავტორი - მოწმე გ------- თ----–--ე. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, კონფიდენტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ-------- კ-------ა უნდა გადაადგილებულიყო ლ----–---ას ქუჩაზე, კონკრეტულად სად უცნობი იყო, თუმცა თან ან მის საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა მოწმის სახით. გამოკითხვის ოქმში დაადასტურა ოპერატიული პატაკის მიღების ფაქტი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, ინფორმაციაში არ იყო საუბარი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.
3.3. დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე ვ------- ლ---–---ს ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, დეტექტივ-გემომძიებელმა გ. თ----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად თ-------- კ-------ას თან ან სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 15-20 წუთში ოპერატიული ჯგუფი, გ------- ბ--------ის, ბ--- გ--–-–---–ის და ვ------- ლ---–---ს შემადგენლობით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–---ას ქუჩაზე. დასახელებულ ქუჩაზე, კონკრეტულად კი რ-------ის ს------------ოს მიმდებარედ, მისვლიდან რამდენიმე წუთში შენიშნეს კლინიკიდან გამომავალი თ-------- კ-------ა, შეაჩერეს და დაუყოვნებლივ გადავიდნენ საგამოძიებო ღონისძიებაზე, გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. ვ------- ლ---–---ს ჩვენებით, პირადი ჩხრეკის დროს, პირადად ამოიღო თ. კ-------ას სპორტული ფეხსაცმლიდან პოლიეთილენის პარკი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის შემდეგ თ. კ-------ა დააკავეს და გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში.
3.4. დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე გ------- ბ--------ის ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, დეტექტივ-გემომძიებელმა გ. თ----–--ემ მიიღო შემდეგი შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია: თ-------- კ-------ას თან ან სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 15-20 წუთში ოპერატიული ჯგუფი, ბ--- გ--–-–---–ის, ვ------- ლ---–---ს, გ------- ბ--------ის შემადგენლობით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–---ას ქუჩაზე. ლ----–---ას ქუჩაზე მდებარე რ-------ის ს------------ოს მიმდებარედ, შენიშნეს თ-------- კ-------ა, შეაჩერეს, გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. მოწმის ჩვენებით, თვითონ პირადი ჩხრეკის ოქმს ავსებდა, ხოლო ბ--- გ--–-–---–ი და ვ------- ლ---–--- ჩხრეკდნენ თ------ კ-------ას. ვ------- ლ---–---მ თ-------- კ-------ას ტანსაცმლიდან ამოიღო პირადი ნივთები, ხოლო ფეხსაცმლიდან პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულული იყო ფხვიერი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკი. ამოღებული ობიექტები გ------- ბ--------ემ ადგილზევე დალუქა, ხოლო თ. კ-------ა დააკავეს და გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში.
3.5. დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე ბ--- გ--–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, გ. თ----–--ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–---ას ქუჩაზე. თავად იმყოფებოდა ვ------- ლ---–---ს და გ------- ბ--------ის ჯგუფში. ლ----–---ას ქუჩაზე შენიშნეს რ-------ის ს------------ოდან გამომავალი თ-------- კ-------ა, რომელიც შეაჩერეს, ვ. ლ---–---მ განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია კანონსაწინააღმდეგო ნივთთან დაკავშირებით. ბ--- გ--–-–---–მა ხელით წელის არეში შეაკავა გასაჩხრეკი პირი, ამ დროს მათთან მივიდა გ------- ბ--------ეც და დაიწყეს თ-------- კ------ას პირადი ჩხრეკა. ბ--- გ--–-–---–ი ხელით აკავებდა თ-------- კ-------ას, გ------- ბ--------ე ადგენდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმს, ხოლო ვ------- ლ---–--- ჩხრეკდა. ჩხრეკის პროცესში გასაჩხრეკი პირისგან ამოღებული იქნა პირადი ნივთები, ასევე ვ. ლ---–---მ ბრალდებულის ფეხსაცმლიდან ამოიღო პოლითილენის ჩამკეტიანი პარკი, რომელშიც სავარაუდოდ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. გ. ბ--------ემ ადგილზევე დალუქა ამოღებული ობიექტები და შედგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელზედაც ჯგუფის სამივე წევრმა მოაწერა ხელი, თ. კ-------ამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ იგი დააკავეს და წარდგინეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
3.6. თ.კ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 15 მაისს, თბილისში, ლ----–---ას ქუჩა #5-ის მიმდებარედ თ-------- კ-------ას 14:45 საათიდან - 15:05 საათის ინტერვალში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს, თ. კ-------ას მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, აღნიშნული პოლიეთილენის პარკს თავი ჰქონდა მოკრული და მოთავსებული იყო პატარა ზომის ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში. აღნიშნულის გარდა, ტანსაცმლიდან ამოღებული იქნა თ. კ-------ას პირადი მივთები. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ თ------ კ-------ა გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, გადაეცა ასლი, თუმცა ოქმის გაცნობის და ასლის გადაცემის დადასტურებაზე გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა ხელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებას თ-------- კ-------ამ ასევე არ მოაწერა ხელი.
3.7. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, პირადი ჩხრეკის შემდეგ 15:07 საათზე თ-------- კ-------ა დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილი იქნა შსს ც.კ.პ.დ-ს ადმინისტრაციულ შენობაში გულუას ქუჩა #16-ში.
3.8.2017 წლის 15 მაისს, 17:20 საათიდან - 17:45 საათის ინტერვალში გაიჩხრიკა თ-------- კ-------ას ბინა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, როგორც ეს ოპერატიულ პატაკში იყო მითითებული ამოღებული არ ყოფილა. დეტექტივ - გამომძიებლებმა ვ---- შ--–--------ემ და ტ------– ა-–----ემ დაადასტურეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს თ-------- კ-------ას ბინა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.
3.9.ქიმიური ექსპერტიზის #9-------------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში ჩაყრილი თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით -0,05 გრამი და ამავე პაკეტში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან და ძაფით თავმოკრულ პაკეტში ერთ ცალად დაფასოებული იგივე სახეობის თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება თეთრი ფერის ტაბლეტის უმცირესი ზომის ნატეხებთან ერთად, წონით - 6,41 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ნივთიერებას, საერთო წონით - 6,46 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0, 1292გრამი.
3.10.ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 3 ივნისის #0-------- დასკვნის მიხედვით, თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე“ არსებული ბიომასალის (ობ.#1) გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. აღნიშნულ პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტზე, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისმაგვარი მასა, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. სეების ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ობ. #1 ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა.
3.11. #0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ექსპერტ-ბიოლოგმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ზეპირ ჩვენებაში განმარტა, გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე აღებულ ანაწმენდებში გამოვლინდა შერეული გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. საექსპერტო კვლევის მომენტისთვის ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახებოდა თ-------- კ-------ას გენეტიკური პროფილი, თუმცა ობიექტზე ამოსული დნმ მის დნმ-ს არ დაემთხვა, ამოღებული გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ვერ მოხდა. ექსპერტის განმარტებით, თვითმკეტ პაკეტზე არსებული ბიო მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი-უმეტესი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის მქონე პირს, პროფილის მცირე (მინორული) წილში გამოვლინდა ერთი ან ერთზე მეტი მამრობითი სქესის გენეტიკური თანამონაწილეობა, თუმცა თ-------- კ-------ას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა.
3.12.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 12.06.2017 წლის წერილით დგინდება, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის #0---------- საქმის ფარგლებში თ-------- კ-------ას ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი, თუმცა მისი გენეტიკური პროფილი საკვლევ ობიექტზე არ ამოვიდა.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.13. ბრალდებულმა თ-------- კ-------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და საბოლოო სიტყვაში განმარტა. 2017 წლის 15 მაისს, დღისით, იმყოფებოდა ლ----–---ას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. კლინიკიდან გამოსვლის დროს, ს------------ოს კიბეებთან იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავების ადგილზე პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, ასევე არ გაუჩხრეკიათ ფეხსაცმელი. დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოგვიანებით შეიტყო რომ დაკავებული იყო იმ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რომელიც მას არ ჰქონდა.
3.14.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თ-------- კ-------ას მკურნალი ექიმ-დერმატოლოგი ნ---- ბ--------–---–ი, რომელიც მუშაობს ლ----–---ას #5-ში, რ-------ის ს------------ოს შენობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დღისით, დერმატოლოგიური პროცედურა ჩაუტარა თ-------- კ-------ას. მოწმემ აღწერა ჩატარებული პროცედურა და მკურნალობის პროცესი: თ. კ-------ა შევიდა დერმატოლოგიური სეანსის სპეციალურ კაბინეტში ტანზე შიშველ მდგომარეობაში, ფეხშიშველი, შიშველი ფეხით იდგა ქაღალდზე, ამ ფორმით მთელ სხეულზე ჩაუტარდა ლაზერული მკურნალობა.
3.15. მოწმე დ----- ლ--------------ის ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, პირად საქმეზე იმყოფებოდა ლ------ას ქუჩაზე, რ-------ის ს------------ოს ეზოში, რა დროსაც შენიშნა, რომ კლინიკის შენობიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი კიბეებზე დააკავეს. გაიგონა დაკავებული პირის ხმა, რომ მას არანაირი იარაღი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, იგი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. საღამოს შეიტყო, რომ დაკავებული პირი იყო თ-------- კ-------ა. მოწმემ დამატებით განმარტა, თ-------- კ-------ას კლინიკის შენობის გამოსავლელი კიბეებიდან პოლიციელების ავტომანქანაში ჩასმამდე უწყვეტად უყურებდა, პროცესი ძალიან მალე 2-3 წუთში დასრულდა, მოწმის ჩვენებით, მან ნათლად დაინახა, რომ თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია.
3.16. მოწმე ო----- ბ-------ის ჩვენებით, თ-------- კ-------ას დაკავების დღეს, ამ უკანასკნელს დაგეგმილი ჰქონდა დერმატოლოგთან ვიზიტი, სადაც იგი უნდა წაეყვანა ოჯახის ნათესავს მ------– ტ--–--–-–---–ს და მის მეგობარს რ----- ჩ-------ას. ვინაიდან ჩქარობდნენ, მ------– ტ--–--–-–---–მა ახალგაღვიძებულ თ-------- კ-------ას მიაწოდა ტანსაცმელი, ო----- ბ-------მა დაინახა, რომ თ-------- კ-------ამ სახლიდან გასვლის წინ ჩაიცვა ნაჭრის ფეხსაცმელი, ისეთი რომელშიც თ-------- კ-------ა წინდებს არ იცვამდა.
3.17. მოწმე რ----- ჩ-------ას ჩვენებით, 2017 წლის 15 მაისს, მ-----– ტ--–--–-–---–თან ერთად, თ-------- კ-------ა სახლიდან ავტომანქანით მიიყვანა ლ----–---ას ქუჩაზე მდებარე კლინიკაში. თავად მ------– ტ--–--–-–---–თან ერთად ეზოში, მანქანაში ელოდებოდა თ-------- კ-------ას, რომელიც შევიდა კლინიკაში დერმატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაინახა, რომ თ-------- კ-------ა გამოვიდა კლინიკის შენობიდან, რა დროსაც მასთან მივიდა დაახლოებით 10 პოლიციელი და უცებ დააკავეს, ამ პროცესში მოწმის ჩვენებით თ. კ-------ას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია. დაკავებული პირი პოლიციელების მანქანაში ჩასვეს. პოლიციელები მათთანაც მივიდნენ. ორივე პირი გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩასვეს სხვა მანქანაში. წაიყვანეს ნარკოლოგიურში, გადაამოწმეს ნარკოტიკზე და გამოუშვეს.
3.18. რ-------ის ს------------ო მდებარეობს იმ მონაკვეთზე, სადაც ადმინისტრაციული დაკავების #0--------, #0-------- ოქმების მიხედვით მოხდა რ----- ჩ-------ას და მისი თანმხლები პირის მ------– ტ--–--–-–---–ის დაკავება. მათი დაკავება განხორციელდა 15:10 საათზე, ხოლო თ-------- კ-------ა პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 15:05 საათზე გაიჩხრიკა, 15:07 საათზე კი დააკავეს. ამდენად, არ არის საეჭვო, რომ რ. ჩ-------ას დაენახა თ. კ-------ასთან მიმდინარე პროცესები.
3.19.სასამართლო ხაზს უსვამს განსახილველი საქმის მტკიცებულებით სპეციფიკას, ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებისთვის წონად და ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს ჩხრეკასთან დაკავშირებული პროცედურები. არსებითია ჩხრეკის პროცესი არ ბადებდეს გონივრულ ეჭვს ობიექტური დამკვირვებლისთვის ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებასთან მიმართებაში. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში გამოიკვეთა გარკვეული ბუნდოვანება და წინააღმდეგობა თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკის პროცედურასთან და ფეხსაცმლიდან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების პროცესთან მიმართებაში. საქმის მასალებით და მოწმე დეტექტივ-გამომძიებლების ზეპირი ჩვენებებით, თ-------- კ-------ას პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლები გ------- ბ--------ე, ბ--- გ--–-–---–ი და ვ------- ლ---–---. ჩხრეკა ჩაატარა უშუალოდ ვ------- ლ---–---მ და ზეპირი ჩვენებების თანახმად, სწორედ მან ამოიღო თ-------- კ-------ას ფეხსაცმლიდან ნარკოტიკული ნივთიერება. აქედან გამომდინარე, სწორედ ვ------- ლ---–--- წარმოადგენს იმ არსებით მოწმეს, რომელსაც უნდა ჰქონოდა ზუსტი ინფორმაცია ჩხრეკის პროცესთან მიმართებაში, თუმცა მხარეთა არაერთი შეკითხვის მიუხედავად ვ. ლ---–---მ ვერ მიუთითა პოლიეთილენის პარკის ამოღების ზუსტ ვითარებაზე, ჩვენების ერთ ნაწილში განაცხადა, რომ ჩხრეკის პროცესში თ-------- კ-------ას გახადა ფეხსაცმელი, რა დროსაც მარჯვენა ბოტასიდან ამოვარდა პოლიეთილენის პარკი. ჩვენების მეორე ნაწილში პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ გასაჩხრეკ პირს ყოველთვის ხდის ფეხსაცმელს მიუხედავად იმისა, რა შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, შემდეგ ამ ფეხსაცმელს აბრუნებს, დრიკავს და ქუსლით არტყამს ნიადაგზე, აძრობს ქეჩას და ამ ფორმით ატარებს პირად ჩხრეკას. მოწმემ ჩვენებაში ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოება საბოლოოდ კიდევ ერთხელ შეცვალა და განმარტა, ფეხსაცმელი რომ გადაღუნა და უნდა დაერტყა მიწაზე, მაშინ დაინახა, რომ პარკი, რომელიც ასფალტზე ეცემოდა, ფეხსაცმლის ქუსლსა და ასფალტს შორის გაიჭედა. დასკვნა: მოწმე ვ------- ლ---–---ს ჩვენება იყო უკიდურესად წინააღმდეგობრივი, სასამართლომ არსებითი მოწმის ზეპირი ჩვენებით ვერ დაადგინდა ფაქტობრივი გარემოება, ზუსტად რა ვითარებაში მოხდა თ-------- კ-------ას ფეხსაცმლიდან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება, ვინაიდან მოწმე ვერ ჩამოყალიბდა, ფეხსაცმლის გახდისთანავე ფეხსაცმლიდან ამოვარდა ნარკოტიკი, თუ ფეხსაცმელი გადაღუნა, მოდრიკა, ქეჩი ამოაძრო და ამ ფორმით ამოიღო ფეხსაცმლიდან ნარკოტიკი, თუ ქეჩის ამოღების გარეშე, ფეხსაცმლის გადაბრუნების პროცესში წვერიდან წამოვიდა პარკი, რომელშიც მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება ფეხსაცმლის ქუსლსა და ასფალტს შორის გაიჭედა. ასევე მოწმემ ვერ ახსნა, ფეხსაცმლის შიდა ქუსლსა და ასფალტს შორის როგორც შეიძლება ობიექტი გაჭედილიყო. მოწმე გ------- ბ--------ემ, რომელიც პირადი ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა და ადგენდა ოქმს, განაცხადა, რომ ჩხრეკას ატარებდა მხოლოდ ვ------- ლ---–---, მარცხენა ფეხსაცმელში თ-------- კ-------ას არაფერი აღმოაჩნდა, მარჯვენა ფეხსაცმლის გახდის დროს, ვ------- ლ---–---მ ჩაიხედა ფეხსაცმელში, არაფერი არ იყო, ამის შემდეგ ფეხსაცმელი მოღუნა და ზემოდან ქვემოთ დაიქნია, რა დროსაც ქუსლის უკანა მხარეს შიგნითა წინამხრიდან ჩამოვარდა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი. ანუ მოწმემ გამორიცხა როგორც ქეჩის ამოძრობა, ასევე ფეხსაცმლის გახდისთანავე პოლიეთილენის პაკეტის ამოვარდნა ან/და ამ პაკეტის გაჭედვა ფეხსაცმლის ქუსლსა და ასფალტს შორის. მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ პოლიეთილენის პაკეტი ფეხსაცმლიდან არ ამოვარდნილა, იგი ფეხსაცმლიდან ამოიღო ვ. ლ---–---მ. დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე ბ--- გ--–-–---–ის ჩვენებით, ვ------- ლ---–---ს ხელში ეკავა თ-------- კ-------ას ფეხსაცმელი, რა დროსაც ფეხსაცმლიდან გადმოვარდა პაკეტი თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ბ. გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ციტატა გამოკითხვის ოქმიდან ,,მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლის შიდა, წინა ზედაპირიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი იდო პატარა ზომის ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში“. (მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია). სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დასახელებული მოწმეები, რომელთაგან ერთი - ვ------- ლ---–--- პირადად ატარებდა პირად ჩხრეკას, ხოლო დანარჩენი ორი უყურებდა ჩხრეკის პროცესს, ფაქტებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად გადმოსცემენ, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს მათი ჩვენებების სანდოობასა და გულწრფელობაში. საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, მოწმეების ვ------- ლ---–---ს და გ------- ბ--------ის ჩვენებებით, თ-------- კ-------ას ეცვა თასმების გარეშე სპორტული და არა გრძელყელიანი ფეხსაცმელი, ისმის კითხვა, გამოცდილმა პოლიციელმა, როგორიც არის ვ------- ლ---–--- სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც არ არის თასმით შეკრული, მასში ჩახედვის შემთხვევაში ვერ შენიშნა პოლიეთილენის არცთუ მცირე ზომის პარკი. ეს ყოველივე სასამართლოს შეფასებით არაგონივრულად ჟღერს და ბადებს კითხვებს დასახელებული მოწმეების ჩვენებების ნამდვილობაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმეებმა ზეპირ ჩვენებაში ვერ განმარტეს და არც პირადი ჩხრეკის ოქმში მიუთითეს, ზუსტად რა ვითარებაში მოხდა ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება.
3.20. სასამართლო საგანგებო ყურადღებას მიაქცევს თ-------- კ-------ას გამამართლებელ გარემოებას, მოწმე ო----- ბ-------ის ჩვენებით, თ-------- კ-------ას დაკავების დღეს ეცვა ნაჭრის ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე, მოწმე ვ------- ლ---–---მ ვერ გამორიცხა, რომ თ-------- კ-------ას სპორტული ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე ეცვა და გააკეთა დაშვება, რომ ბრალდებული პირადი ჩხრეკის დროს, ფეხშიშველი იდგა ასფალტზე, ასევე ექიმ - დერმატოლოგის ჩვენებით დგინდება, რომ დერმატოლოგიურ კაბინეტში პროცედურის ჩატარების პროცესში თ-------- კ-------ა შიშველი ფეხით იდგა ქაღალდიან იატაკზე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი მოვლენა ხდებოდა მაისის თვეში, საკმაოდ თბილ კლიმატურ სეზონზე, რა დროსაც შიშველი ფეხი ფეხსაცმელში, მით უფრო მოძრაობისას გამოჰყოფს ოფლის სახით მეტ ბიოლოგიურ მასალას, ვიდრე ცივ კლიმატურ სეზონზე, კუმულაციურად ამ ყველაფრის ფონზე, თუკი ნამდვილად ინახავდა თ-------- კ-------ა შიშველი ფეხის ქვეშ პარკში მოთავსებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გონივრულად უნდა ამოსულიყო პარკზე მისი დნმ. ექსპერტის ნ---- კ--–----ის ჩვენებით, გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე აღებულ ანაწმენდებში გამოვლინდა შერეული გენეტიკური პროფილი, ბიო მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი-უმეტესი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის მქონე პირს, პროფილის მცირე (მინორული) წილში გამოვლინდა ერთი ან ერთზე მეტი მამრობითი სქესის გენეტიკური თანამონაწილეობა, თუმცა თ-------- კ-------ას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვა, პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება რატომ არ აღმოჩნდა თ-------- კ-------ას გენეტიკური პროფილი იმ შემთხვევაში, თუკი იგი ნამდვილად ინახავდა აღნიშნულ პაკეტს შიშველი ფეხის ქვეშ ნაჭრის ფეხსაცმელში და ჰქონდა ამ პაკეტთან ინტენსიური შემხებლობა ფეხსაცმელში შენახვის პროცესში, ასევე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის პაკეტზე არსებული მდედრობითი და მამრობითი სქესის გენეტიკური პროფილი, საყურადღებოა, რომ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებებით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს სპეციალური ხელთათმანით, რაც გამორიცხავს ობიექტზე მათი დნმ-ის და მით უფრო მდედრობითი სქესის დნმ-ის არსებობას. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ობიექტზე გენეტიკური პროფილის არსებობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მაისის თვეში, დახურულ ფეხსაცმელში, შიშველი ფეხის ფონზე, როდესაც შიშველ ფეხს აქვს ხანგრძლივი კონტაქტი საკვლევ ობიექტზე, ფეხი გამოჰყოფს ოფლს, აღნიშნულს ერთვის ტენიანობა, ალბათობა იმისა, რომ საკვლევ ობიექტზე დარჩეს გენეტიკური პროფილი არის ძალიან დიდი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გარემო პირობების მიუხედავად თვითმკეტ პარკზე, რომელსაც დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებით თ-------- კ-------ა ფეხით გადაადგილების დროს მალავდა ნაჭრის ფეხსაცმელში, გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური დამკვირვებლის თვალში რჩება კითხვა, ნამდვილად ინახავდა თუ არა თ. კ-------ა ფეხსაცმელში ნარკოტიკულ ნივთიერებას.
3.21. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის თავდაპირველი შეფუთვა ეწინააღმდეგება თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ პაკეტის აღწერილობას, კერძოდ, თ. კ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-------- კ-------ას მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. აღნიშნულ პოლიეთილენის პარკს თავი აქვს მოკრული და მოთავსებულია პატარა ზომის ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში. დეტექტივ-გამომძიებლის გ. ბ--------ის ჩვენებით, თ. კ-------ას პირადი ჩხრეკისას ვ. ლ---–---მ ამოიღო პატარა ზომის პაკეტი, რომელიც თვითონ იკვრება, გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა ასევე მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკრული და ამ შიდა მოკრულ პაკეტში იყო მოთეთრო ფერის ნივთიერება. მოწმე ბ. გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით ,,მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლის შიდა, წინა ზედაპირიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი იდო პატარა ზომის ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში“. (მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია). გამოკვლეული ნარკოტიკული ნივთიერება, თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, რომელიც მოთავსებული უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე მცირე ზომის თავმოკრულ ერთ პოლიეთილენის პარკში, რეალურად აღმოჩნდა ორმაგ პარკში, რომელსაც თავიც და ფსკერიც ჰქონდა მოჭრილი. ექსპერტ-ქიმიკოსმა გ-------– ქ----–----ემ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მილღობილთავიანი და ძაფით თავმოკრული პაკეტი იყო ორმაგი. ექსპერტმა ვერ ახსნა, ორმაგ პაკეტში, რომელსაც ზედა და ქვედა ბოლოები ჰქონდა სრულად მოჭრილი, როგორ იყო მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ან პარკს თუკი თავი მოლღობილი ჰქონდა, ფსკერი როგორღა იყო ღია - მთლიანად მოჭრილი. გარდა ამისა, ორმაგ პაკეტზე მითითება არ არის თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმში და არც ზეპირ ჩვენებებში გამახვილებულა აღნიშნულზე ყურადღება, უფრო მეტიც, მოწმე გ. ბ--------ემ დეტალურად ისაუბრა ობიექტის შეფუთვაზე, თუმცა ორმაგ, ორივე მხრიდან - ზემოდან და ქვემოდან მოჭრილ პარკზე აქცენტი არ გაკეთებულა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. მითითებულ ნორმაში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითება ემსახურება მიზანს, არ გაჩნდეს ეჭვი, მისი შესაძლო გამოცვლის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“.
3.22. ბრალდების მხარის მოწმეებმა დეტექტივ-გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, იმ პირობებში, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რით იყო განპირობებული თ. კ-------ას ნაჭრის ფეხსაცმლის ჩხრეკა. სასამართლო ხაზს უსვამს ოპერატიული ინფორმაციის მიმღების - მოწმე გ------- თ----–--ის ჩვენებას, მოწმის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას და საუბარი არ იყო ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დეტექტივ-გამომძიებლის ვ------- ლ---–---ს ჩვენებაში გამოვლენილ კიდევ ერთ გარემოებაზე, მოწმის ჩვენებით, გასაჩხრეკ პირს თ-------- კ-------ას ფეხზე წინდა ეცვა, რომელიც ჩხრეკის ჩამტარებელ პირს არც გაუჩხრეკია და ბრალდებულსაც არ გაუხდია, მაშინ ისმის კითხვა, თუკი ოპერატიული ინფორმაციის შინაარსის მიუხედავად დეტექტივ-გამომძიებელმა ვ. ლ---–---მ დასახა სტრატეგია თ. კ-------ას ფეხსაცმელიც გაეჩხრიკა თუნდაც ე.წ. ბრიტვის აღმოსაჩენად, რომელიც არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რატომ არ გახადა წინდები იგივე ,,ბრიტვის“ აღმოსაჩენად, აღნიშნულ კითხვაზე გამომძიებელმა პასუხი ვერ გასცა და საბოლოოდ შეცვალა პოზიცია, რომ შესაძლოა თ. კ-------ას სპორტული ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე ეცვა.
3.23. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ მოწმეების ო----- ბ-------ის, რ----- ჩ-------ას,ნ---- ბ--------–---–ის და დ----- ლ--------------ის ჩვენებები იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული და მათი სანდოობა ბრალდების მხარის არგუმენტებმა და მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მოწმეების ბ--- გ--–-–---–ის, გ------- ბ--------ის, ვ------- ლ---–---ს წინააღმდეგობრივმა ჩვენებებმა ვერ გააბათილა.
3.24. სასამართლო დეტალურად არ მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ ყველა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებას, ასევე მოწმეთა ზეპირ ჩვენებას, მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ არსებით ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რაც მნიშვნელოვანი და არსებითია საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს, მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკურებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმეების ვ------- ლ---–---ს, გ------- ბ--------ეს და ბ--- გ--–-–---–ის ზეპირი ჩვენებები, თუმცა ამ ჩვენებებში წარმოიშვა ეჭვი, რომ თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროს, ადგილას და ვითარებაში პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია. გარდა ამისა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით გამოირიცხა თ-------- კ-------ას ფეხსაცმელში, შიშველი ფეხის პირობებში იმ პაკეტის არსებობა, რომელშიც თითქოს მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
3.25. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული არსებითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა თ-------- კ-------ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება:
3.26. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
3.27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია თ-------- კ-------ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
უდავო მტკიცებულებები:
3.28. #1-- ეკიპაჟის წევრების პატრულ - ინსპექტორების ს-------- შ----–--ის და რ----- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის 21 ივლისს, საპოლიციო პატრულირების დროს, სამოქმედო ტერიტორიაზე, დაახლოებით 22:05 საათზე შეაჩერეს ა---–----ანის ქუჩაზე მოძრავი მოპედი, რომელსაც მართავდა თ-------- კ-------ა. ალკოტესტით შემოწმების პროცესში თ-------- კ-------ა ისე ღელავდა და ნერვიულობდა, რომ წარმოიშვა გარეგანი დათვალიერების საფუძველი.
თ-------- კ-------ას შეეთავაზა პატრულის ავტომანქანის საბარგულზე დაელაგებინა ყველა ნივთი რაც თან გააჩნდა. სწორედ ამ დროს თ. კ-------ას მაისურის შიდა მხრიდან გამოუჩნდა რაღაც საგანი, რომელსაც მალავდა. გაჩნდა ეჭვი, რომ დამალული საგანი შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი. პატრულ - ინსპექტორებმა თ. კ-------ას მოსთხოვეს ეჩვენებინა ნივთი რასაც მალავდა, იგი ამ დროს მომენტალურად მიბრუნდა გ. ა---–----ანის ქუჩის მიმართულებით და გაიქცა. თ. კ-------ას გაქცევამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დამალული ნივთი ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი იყო, პატრულ-ინსპექტორები გაქცეულს დაედევნენ. ს. შ----–--ემ და რ. მ-------–---–მა ამოიღეს მათზე განპირობებული იარაღები და თ-------- კ-------ას მოუწოდეს გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ესროდნენ. ამ დროს გ. ა---–----ანის ქუჩაზე შემოვიდა მთაწმინდის #1-- ეკიპაჟის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პატრულ-ინსპექტორები გ--------- მ----–---–ი და ი---- ღ------–-----ი. მათ დაინახეს, როგორ მისდევდნენ პატრულები თ-------- კ-------ას, ბრალდებულს წინამხრიდან დახვდნენ და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა. პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს თ-------- კ-------ა. ს-------- შ----–--ემ პირადად გაჩხრიკა იგი და მაისურის ქვეშ, წინა მხარეს, შარვლის საქამრიდან ამოუღო ცეხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით, მჭიდში მოთავსებული 18 ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა მოთავსებული იყო ლულის სავაზნეში. ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები დაილუქა დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. ხოლო დაკავებული პირი გადაყვანილი იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
3.29. #1-- ეკიპაჟის წევრების პატრულ - ინსპექტორების გ--------- მ----–---–ის და ი---- ღ------–-----ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:05 საათზე, ა---–----ანის ქუჩაზე დაინახეს #1-- ეკიპაჟის წევრები, რომლებიც მისდევდნენ ახალგაზრდა მამაკაცს, პარალელურ რეჟიმში გაიგონეს რ----- მ-------–---–ის და ს-------- შ----–--ის დაძახება, გაჩერდი თუ არა გესვრი. გ--------- მ----–---–მა და ი---- ღ------–-----მა #1-- ეკიპაჟისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მომენტალურად გააჩერეს ავტომანქანა და გადაუდგნენ მორბენალ ახალგაზრდა მამაკაცს და დააკავეს. დაკავებული პირი აღმოჩნდა თ-------- კ-------ა. თ-------- კ-------ას დაკავების ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მაისურის ქვეშ, წინა მხარეს, შარვლის საქამრიდან ამოღებულ იქნა ცეხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით, მჭიდში მოთავსებული 18 ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა მოთავსებული იყო ლულის სავაზნეში. ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები დაილუქა დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. დაკავებული პირი გადაყვანილი იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
3.30. ნივთიერი მტკიცებულებით - ელექტრონულ დისკზე არსებული შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება პატრულ-ინსპექტორების მიერ გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით პატრულ-ინსპექტორებმა მოპედის მძღოლს თ-------- კ-------ას მოსთხოვეს ალკოტესტით შემოწმება, რაზეც შესამოწმებელი პირი აღელდა, ვინაობის დადგენის და საპოლიციო საკითხების გარკვევის პროცესში თ-------- კ-------ა გაიქცა, მას უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები და დააკავეს. დაკავების ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-------- კ-------ასგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. ჩანაწერში ასევე ჩანს ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც, ბრალდებულის ვინაობის დადგენის დროს, ეს უკანასკნელი ცრუ ინფორმაციას აწვდის პატრულ-ინსპექტორებს და აცხადებს, რომ არის სუსის თანამშრომელი.
3.31. ბრალდებულის დაკავებისა და პირადის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე თბილისში, ა---------ს ქუჩის #1-ის მიმდებარედ I სახაზო-საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორებმა ს-------- შ----–--ემ, რ----- მ-------–---–მა, გ--------- მ----–---–მა და ი---- ღ------–-----მა დააკავეს თ-------- კ-------ა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, თ-------- კ-------ას შარვლის წინა მხარეს, ქამრის ბალთიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, ნომრის გარეშე, მჭიდითა და 18 ვაზნით, ასევე პისტოლეტის ლულიდან განმუხტვისას ამოღებული იქნა 1 ცალი ვაზნა და პირადი ნივთები. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.
3.32. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-------- კ-------ა პატრულ-ინსპექტორების მიერ შეჩერების შემდეგ გაიქცა და შეეცადა მიმალვას, იგი დაკავებულ იქნა რამდენიმე მეტრში, ა---–----ანის ქუჩის #1-ის მიმდებარედ.
3.33. ბალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია. პისტოლეტთან ერთად წარდგენილი მჭიდი არის ოცი ვაზნის ტევადობის და განუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის.
ექსპერტიზაზე წარდგენილი 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის
პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3.34. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის და მჭიდის ზედაპირები ძირითადი ელემენტის სახით შეიცავს რკინას (Fe 99%), ხოლო10 ცალი ვაზნის ზედაპირი ძირითადი ელემენტების სახით შეიცავს სპილენძს (Cu90%) და თუთიას (Zn9%). თ-------- კ-------ას ჯინსის შარვლის წელის მიდამოში მარჯვენა მხარეს გარე ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსიური კონცენტრირებული რკინის კვლები. თ-------- კ-------ას ქამრის შიდა ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსიური კონცენტრირებული რკინის კვლები. თ-------- კ-------ას კუთვნილ ჯინსის შარვალზე და ქამრის ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტის და მჭიდის ზედაპირების შემადგენელ ძირითად ელემენტს რკინას.
3.35. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის #2----- დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკურ ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტს ჩარჩოზე და ჩამკეტზე გარე მხრიდან ნომერი წაშლილი აქვს მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
3.36.სასამართლოს დასკვნა თ-------- კ-------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - შ--------–--------------------–---------–-------------------------–---------–-----------–---–-------------------------------------------------------–------------–---------------------------------- გამოკითხვის ოქმებს, ნიმუშის აღების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნებს, ნივთიერ მტკიცებულებებს - ელექტრონულ დისკებში არსებულ ვიდეო-ჩანაწერებს, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ თ-------- კ-------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად გაჩნდა გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.4. მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს შეფასებით კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ თ-------- კ-------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
4.5. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ეპიზოდს, ამ ნაწილში საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული ფაქტები და მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს არწმუნებს თ-------- კ-------ას ბრალეულობაში დასახელებულ ეპიზოდებში.
4.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით იარაღის ყიდვას, ნაპოვნის დაუფლებას, საჩუქრად მიღებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია მას შემდეგ, რაც პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება. შენახვა კი გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება კი ნიშნავს, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ტარება შეიძლება განხორციელდეს მანქანით, ჩანთით, ტანსაცმლით. განსახილველ შემთხვევაში თ-------- კ-------ამ კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე ინახავდა პირადად და ატარებდა მოპედით 2018 წლის 21ივლისს.
4.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თ-------- კ-------ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. თ-------- კ-------ას პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს თ-------- კ-------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, -თ-------- კ-------ა ცეცხლსასროლი იარაღით და ვაზნებით გადაადგილდებოდა ქუჩაში, ღია ტიპის ტრანსპორტით - მოპედით, პატრულ ინსპექტორების მიერ საპოლიციო პროცედურების ჩატარების პროცესში სცადა ცეცხლსასროლი იარაღით გაქცევა, რითაც შეუქმნა საფრთხე ქუჩაში ფეხით მოძრავ ადამიანებს და პატრულ-ინსპექტორებს. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პისტოლეტის ლულაში მოთავსებული იყო 1 ვაზნა. აქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ თ-------- კ-------ას თანნაქონ ცეცხსასროლ იარაღს ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის #2----- დასკვნის თანახმად, ჩარჩოზე და ჩამკეტზე გარე მხრიდან ნომერი წაშლილი აქვს მექანიკური ზემოქმედების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელია დადგენა თუ რა ვითარებაში მოხდა იარაღის შეძენა, ასევე რთულია დადგენა იმისა, აღნიშნული იარაღით ხომ არ არის ჩადენილი სხვა დანაშაული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თ-------- კ-------ამ, რომელსაც სამოქალაქო მოვალეობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ევალებოდა პატრულ ინსპექტორისთვის მიეწოდებინა მისი ნამდვილი ვინაობა, იცრუა და განაცხადა, რომ იყო სამართალდამცავი ორგანოს სუსის თანამშრომელი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ თ-------- კ-------ამ უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული მოვალეობა, - ბრალდებულმა დაარღვია აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობები და ჩაიდინა ახალი დანაშაული. ყოველივე აღნიშნული მეტყველებს მასზე, როგორც არაკანონმორჩილ მოქალაქესა და მიდრეკილზე განზრახი დანაშაულების ჩადენისაკენ. სასამართლოს შეფასებით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (დანაშაულის აღიარებას), მნიშვნელოვნად გადაწონის დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს, ვერ უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციასა და სასჯელის მიზნების მიღწევას. ამ შემთხვევაში ზომიერად მკაცრმა სასჯელმა უნდა შეაკავოს ბრალდებული, რათა მომავალში აცილებული იქნეს მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ამასთან, როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და ზიანს აყენებს სახელმწიფოებრივ მართლწესრიგს. სასამართლოს შეფასებით მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს კერძო პრევენციას, რათა აცილებულ იქნეს მომავალში მისი მხრიდან იარაღის ტარების საფრთხე. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს ზოგადი პრევენციის მიზნებს, რომელიც როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.
6.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, თ-------- კ-------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთიერი მტკიცებულების და სხვა საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი - განადგურდეს. თ-------- კ-------ას ,,აიფონის“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, მზის 2 სათვალე, ტყავის სამაჯურიანი საათი, შავი ფერის რკინისტარიანი დანა, თ-------- კ-------ას ტანსაცმელი, ქამარი, თასმები, მოპედი ჩაფხუტთან ერთად, პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს. თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის, ხოლო ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2.რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ თ-------- კ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი 15 000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ვ---- ბ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესაბამის წილს (საკადასტრო კოდი 0---------------------, მდებარე თ---–---- პ-–------ ი-----–----- ქუჩა #--). 2018 წლის 12 ოქტომბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გირაოს 15 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ვ---- ბ-------ის უძრავი ქონების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა და უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით თ-------- კ-------ას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა სხვა დანაშაულის ჩადენის გამო. ვინაიდან სასამართლოს შუალედური განჩინებებით უკვე გადაწყვეტილი აქვს აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის საკითხები, სასამართლო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დამატებით აღარ იმსჯელებს დასახელებულ საკითხებზე.
7.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სსსსკ-ის 109-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეს #1-------- (გამოძიების #0-----------), დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ერთ წარმოებად გაუერთიანდა სისხლის სამართლის #4------ (გამოძიების #0----------) საქმე თ-------- კ-------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქმის განხილვა გაგრძელდა ერთ წარმოებად. მიუხედავად იმისა, რომ თ-------- კ-------ა გამართლდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მის მიმართ სასამართლოში წარმოებული ორივე საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად, შესაბამისად, თ-------- კ-------ას საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვალო სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდენილი ბრალდების საქმეში 2017 წლის 15 მაისიდან - 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- კ-------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილhის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. თ-------- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
3. თ-------- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-------- კ-------ას საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 15 მაისიდან - 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი - განადგურდეს.
თ-------- კ-------ას ,,აიფონის“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, მზის 2 სათვალე, ტყავის სამაჯურიანი საათი, შავი ფერის რკინისტარიანი დანა, თ-------- კ-------ას ტანსაცმელი, ქამარი, თასმები, მოპედი ჩაფხუტთან ერთად, პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
თ-------- კ-------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა