გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24091-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ნი-----------
წარმომადგენელი - იო------------ე
მოპასუხე - ნო------------ა
წარმომადგენელი - გი--------–--ე
მოპასუხე - თა------------------ე
წარმომადგენელი - თი----------------–--ე
მოპასუხე - თა---------------–ი
წარმომადგენელი - ბე-----------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს -
მა----------ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - მე---------------–---–ი
წარმომადგენელი - ცი–-----–--------ი
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნი-----------ს სახელით დადებული 20-7 წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: 20-7 წლის 19 აგვისტოს ნო------------ამ, ნი-----------ს თანხმობის გარეშე, ნოტარიუს მე---------------–---–ის სანოტარო ბიუროში გააფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა თა---------------–მა და თა------------------ემ წარმომადგენლის - თა---–ა ბე-–------- მეშვეობით, სესხის სახით თითქოსდა მოპასუხე ნო------------ას, რეალურად კი მა----------ას გადასცეს 25 0-- ლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 6 თვის ვადაში. სესხის იყო სარგებლიანი და სარგებლის ოდენობა შეადგენდა თვეში 2.5%-ს.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ნი-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–------------–--–----------------------------, , ს-- 0-.19.------------------
სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას არ გამოვლენილა ნამდვილი მესაკუთრის - ნი-----------ს ნება. სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 20-- წლის 1- მაისის ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ხელმოწერა სავარაუდოა, რომ შესრულებულია ნი-----------ს მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშების წარმოუდგენლობის გამო. დამოუკიდებელი სასაქონლო ექსპერტიზის ცენტრ - „ალ------------ს“ 20-- წლის 14 ივ----ს ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 20-7 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა ნი-----------ს, არამედ ნო------------ას მიერ.
საქმეზე თბილისის გლ----------–------ს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სმართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სადაც მოპასუხე ნო------------ა გამოკითხვისას ადასტურებს, რომ სადავო სანოტარო აქტზე ხელმოწერა არ იყო მესაკუთრე ნი-----------ს მიერ შესრულებული, ხელმოწერა ეკუთვნის მას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ნო------------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
2.2 მოპასუხეებმა თა---------------–მა და თა------------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხე თა---------------–ი წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნავს, რომ 20-7 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსის მიერ დადგენილ იქნა პიროვნებები და მათი ურყევი ნება, რის შედეგადაც მხარეებმა თანხმობა განაცხადეს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. დღევანდელი მდგომარეობით მსესხებელს ნი-----------ს გამსესხებლებისათვის არა აქვს დაბრუნებული ძირითადი თანხა 25 0-- ლარი და სესხის ყოველთვიური სარგებელი.
საქმეში წარმოდგენილია ს-----–----------------–--------------–-----------------------------–ი ბიუროს 20-- წლის 1- მაისის ხელნაწერის დასკვნა, რომლის თანახმად, 20-7 წლის 19 აგვისტოს მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე სავარაუდოდ ხელმოწერა არის ნი-----------ს. ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხისათვის გაუგებარი და არასარწმუნოა, რადგან ექსპერტიზას წარედგინა საკვლევ მასალათა ერთი და იგივე დოკუმენტები. შესაბამისად, სხვა დასკვნის დადების საფუძველი გაუგებარია.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას - აღნიშნული არ ნიშნავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებას, რაც გამოძიების პრეროგატივაა. გამოძიება მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით არანაირი შედეგი არ არის.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1 მესამე პირი მა----------ა მის კავშირს ხელშეკრულების დადებასთან გამორიცხავს.
3.2 მესამე პირი მე---------------–---–ი მიუთითებს, რომ გარიგება კანონის მოთხოვნათა დაცვით დაამოწმა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 20-7 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუს მე---------------–---–ის სანოტარო ბიუროში ნი-----------ს (მსესხებელი) სახელით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა თა---------------–მა და თა------------------ემ, (წარმომადგენლის - თა---–ა ბე-–------- მეშვეობით), მსესხებელს ასესხეს 25 0-- ლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 6 თვის ვადაში. სესხის იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა თვეში 2.5%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 20-7 წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთკის ხელშეკრულება.
4.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ნი-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–------------–--–----------------------------, ს-- N0-.19.------------------
სასამართლო ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 20-7 წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთკის ხელშეკრულება.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 20-7 წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი ნი-----------ს მიერ და ხელშეკრულების დადების ნება მას არ გამოუვლენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამო--კლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-20-5). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მ--- მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-20-5, ას-1051-991-20-5).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სანიტარო ბიუროში იმყოფებოდა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისმა დამ - ნო------------ამ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში
საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია, ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს სასამართლო რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა (სუსგ Nას-60--938-07).
საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც ხელმოწერა ნი-----------ს სახელით, ტექსტის სახით და მოკლე ჩანაწერი „წავიკითხე და ვეთანხმები“ განლაგებული: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, 20-7 წლის 19 აგვისტოს თარიღით, სანოტარო მოქმედების N1--------, ბოლო გვერდზე, გრაფაში: „მესაკუთრე/მსესხებელი“ სავარაუდოდ შესრულებულია ნი-----------ს მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი თავისუფალი ნიმუშების წარმოუდგენლობის გამო (ს.ფ. 26-27).
აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტისთვის არ ყოფილა დასმული კითხვა ხელმოწერა ხომ არ ეკუთვნოდა ნო------------ას და არც მისი ხელნაწერის ნიმუშები ყოფილა წარდგენილი. გარდა ამისა, მოცემული ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოა და მას არა აქვს კატეგორიული ხასიათი. ექსპერტმა გადაჭრით ვერ დაადგინა, რომ ხელმოწერა ნი----------ს ეკუთვნოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეუძლებელია.
საქმეში ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ - „ალ------------ს“ დასკვნა, რომელშიც კატეგორიულია და მასში აღნიშნულია, რომ 20-7 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს ნოტარიუსის, მე---------------–---–-ს მიერ, მის სანოტარო ბიუროში შედგენილი და დამოწმებული სანოტარო აქტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1--------), ბოლო გვერდზე, გრაფაში: „მესაკუთრე/მსესხებელი“ არსებული ჩანაწერი „ნი----------- წავიკითხე და ვეთანხმები“ შესრულებულია არა ნი-----------ს, არამედ ნო------------ას მიერ (ს.ფ. 32-39).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–------ს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა N0------------ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ხელმწერის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის ასლი. წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სა---------------------–----------------------------ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ 20-7 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებულ სანოტარო აქტზე N1-------- გრაფაში: „მესაკუთრე/მსესხებელი“ არსებული ჩანაწერი: „ნი----------- წავიკითხე და ვეთანხმები“ არ არის გადატანილი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია საწერი საშუალების უშუალოდ დოკუმენტზე შეხებით. 20-7 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებულ სანოტარო აქტზე N1-------- გრაფაში: „მესაკუთრე/მსესხებელი არსებული ჩანაწერი: „ნი----------- წავიკითხე ვეთანხმები“ შესრულებულია ნო-- სა--------ს მიერ (196-20-).
სასამართლო სხდომაზე ნო------------ას წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ სანოტარო ბიუროში იმყოფებოდა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისმა მარწმუნებელმა.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შსს გლ-----------–------ს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების წარმოებაში სისხლის სამართლის საქმე N0----------- ნი-----------ს მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე (იხ. შსს გლ-----------–------ს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ცნობა (ს.ფ. 40), ამავე განყოფილების 27.11.20-- წლის წერილი (ს.ფ. 1-3)).
ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 20-7 წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნი-----------ს ხელი არ მოუწერია და არც გარიგების დადების ნება გამოუვლენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 286-ე, 623-ე, 312-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით,უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებაში მსესხებლად მითითებულ პირს არ გამოუვლენია გარიგების დადების ნება და, შესაბამისად, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უკისრია.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მო--წილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რომელიც დაიდო იმ პირის ნების გამოვლენის გარეშე, რომელსაც ამ გარიგების საფუძველზე ვალდებულებები წარმოეშობა, საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება და ბათილია.
სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მო--წილეთა კეთილსინდისიერებას ეფუძნება, რაც ამ უკანასკნელებისადმი სანდოობას გულისხმობს. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მო--წილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მო--წილე არაკეთილსინდისიერ მო--წილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს.
წინდახედულობის ერთ-ერთ მასშტაბი, რომელსაც კანონმდებელი აწესებს, არის საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლის გადამოწმების ვალდებულება აქვს უძრავ ქონებაზე გარიგების დადების მსურველ პირს. ამასთან, აღნიშნული ჩანაწერების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნება გამოავლინა არა ამ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა, არამედ მისმა დამ, შესაბამისად იპოთეკარებს საჯარო რეესტრის მო--ცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია ვერ იცავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერები იყვნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უცილოდ ბათილი გარიგებაა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ნო------------ას, თა------------------ესა და თა---------------–ს ნი-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი-----------ს სარჩელი მოპასუხეების - ნო------------ას, თა------------------ისა და თა---------------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი 20-7 წლის 19 აგვისტოს ნი-----------ს სახელით თა---------------–სა და თა------------------ესთან (წარმომადგენელი თა---–ა ბე-–----ძე) გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------);
3. ნო------------ას, თა------------------ესა და თა---------------–ს ნი-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია